newstudio Posted December 25, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 ბატონო მამუკა როდის გავა "მაესტრო" სატელიტზე? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted December 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 თქვენი აზრით, რით ჯობია "მაესტრო" რუსთავი 2–ს და იმედს????? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mamuka_Glonti Posted December 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 მოგესალმებით polex polex said: 1) ბატონო მამუკა ვინ აფინანსებს მაესტროს ?მაესტრო ფინანსდება სარეკლამო შემოსავლებიდან და გრანტებიდან რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო ორგანიზციებიდან . polex said: 2) რა გავლენა ჰქონდათ ძმებ გაჩეჩილაძეებს მაესტროს მმართველობაზე ?ძმებ გაჩეჩილაძეებს , მაესტროს სარედაქციო საქმიანობაზე არანაირი გავლენა არ ჰქონიათ. polex said: 3) რატომ მოიტყუეთ და პირდაპირი ეთერის წარწერა დაადეთ წინა დღის ვიდეოს ?ეს იყო შეცდომა , რომლის დამშვებიც სასტიკად გაიკიცხა. polex said: 4) უცნობი პატრიოტად მიგაჩნიათ ?კი , რა თქმა უნდა . polex said: 5) რატომ უნდა დავიჯეროთ რომ ეროსი კიწმარიშვილს მართლაც მოპარეს 45 000 $ ?იმიტომ რომ , წინააღმდეგ შემთხვევაში შსს საპირისპიროს დაამტკიცებდა.. polex said: 6) თქვენი არხი ობიექტურია ?ობიექტურობა ნიშნავს იმას , როცა გულწრფელად , აკეთებ იმას რისიც გჯერა და არა იმას რასაც გავალებენ . დიახ ჩვენი არხი ობიექტურია . polex said: 7) რა ახალი პროექტები იგეგმება ?18 იანვრიდან გადავდივართ 24 საათიან საინფორმაციო ბადეზე ( ანუ მუსიკალური კლიპები აღარ იქნება ) ეს არის მთავარი სიახლე. ჭანო chano said: რატომ არის ქართული მასმედია(როგორც მულტიმედიალური ასევე ბეჭდვითი) მეცნიერებაზე "აცრილი"?ყვითელს მეტი ფული მოაქვს. proletari proletari said: არ გეშინიათ რომ მოღალატის იარლიყი გავთ მიკერებული?არ მეშინია , მეამაყება . proletari said: არ გრცხვენიათ რომ მიხეილის იმიჯ მეიკერი მიიღეთ თქვენს მმართველად? გამოდის რომ ფულია უმთავრესი ვიდრე პრინციპები.ამ გადაწყვეტილებიტ კი კიდევ ერთხელ დამტკიცეთრომ მოღალატე ხართ, და რატომ აკეთებთ ამას?არსებობს ესეთი გამოთქმა : ჩემი მტერის მტერი ჩემი მოკავშირეა. მე ვთვლი , რომ სააკაშვილის ხელისუფლება , მტერია არამხოლოდ საქართველოსი , არამედ ზოგადად კაცობრიობის. მაესტროს დახურვა , მხოლოდ მის წისქვილზე დაასხამდა წყალს , მე კი ესეთI გეგმა არ მქონია ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 Mamuka_Glonti said: ყვითელს მეტი ფული მოაქვს.თქვენ იმმის თქმა გინდატ რომ შემეცნებით(ან სამეცნიერო) გადაცემებს არ ყავს საკმარისი მაყურებელი? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mamuka_Glonti Posted December 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 Nukriko Nukriko said: 1) ცალმხრივი სიმართლის პროპაგანდირება განსაკუთრებით უცნობის გადაცემაში, არის ცოტა არ იყოს არაობიექტური. ხომ არ იქნებოდა უკეთესი რომ დაგებალანსებინათ ინფორმაციის გაცემის მექანიზმები?საკანი არ არის საინფორმაციო პროგრამა , ეს არის საავტორო გადაცემა . თუ არ მოგწონს შეგიძლია გადართო აქვე დავამატებ , მაესტრო არ არის საზოგადოებრივი არხი. ჩვენ ჩვენი ბალანსი გვაქვს . Nukriko said: 2) თვლით თუ არა, რომ ჟურნალისტიკა დღეს მხოლოდ პოლიტიკურ იარაღის როლს ასრულებს? (როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე პოზიციის მხრიდან)ჟურნალისტიკის დანიშნულებაც ეგ არის. თუმცა ვერ ვიტყვი რომ ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტები დგანან . Nukriko said: 3) დღევანდელი ტელევიზები პოლიტიკურ პარტიების პროპაგანდის როლს ასრულებს?სახელისუფლებო კი . Nukriko said: 4) მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში არსებობს თავისუფალი ჟურნალისტიკა, რომელიც დამოუკიდებელი იქნება ყოველგვარ პოლიტიკურ პარტიისგან?კი . kisa kisa said: ბატონო მამუკა, როდის დაიწყება "მაესტროს" პროექტი - "ხალხი ასამართლებს"?არ ვიცი , იმიტომ რომ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული . ჩვენ მხოლოდ გამზადებულ პროექტს გავუშვებთ ეთერში და როდის გაამზადებენ ეს ავტორებს უნდა ჰკითხოთ lasalexx lasalexx said: ბატონო მამუკა, საქმის კურსში ხართ თუ არა, როგორ ვითარდება მაესტროს ოფისისთვის ხელყუმბარის სროლის ფაქტის გამოძიება?დიახ , საქმის კურში ვარ . ვიცი , რომ ვანო ვანოს არ დაიჭერს. vitaminC vitaminC said: იმაუწყებლებს თუ არა მაესტრო საქართველოს მასშტაბით?დიახ , უახლოეს მომავალში . vitaminC said: გია გაჩეჩილაძის შუაღამის ჩხავილები (სტუმრების გასტუმრების შემდეგ ) თქვენის აზრით , თქვენი ტელევიზიისთვის არასერიოზულის იმიჯის შექმნას უწყობდა ხელს, თუ თვლით, რომ მასას ეს მოსწონდა ?რახან თქვენ უსმენდით ამ ჩხავილებს , ესეიგი სწორად ჩხაოდა ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mamuka_Glonti Posted December 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 ჭანო chano said: მიზეზი?ნახეთ 9 დეკემბრის საკნის ჩანაწერი .www.maestro.ge machkatela machkatela said: თქვენი აზრით, რით ჯობია "მაესტრო" რუსთავი 2–ს და იმედს?????რუსთავი 2-ს იმით , რომ ტელევიზია ვართ. იმედს იმით რომ მარადიორები არ ვართ. ჭანო chano said: თქვენ იმმის თქმა გინდატ რომ შემეცნებით(ან სამეცნიერო) გადაცემებს არ ყავს საკმარისი მაყურებელი?დიახ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted December 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 Mamuka_Glonti Mamuka_Glonti said: დიახ , საქმის კურში ვარ . ვიცი , რომ ვანო ვანოს არ დაიჭერს.და ოფიციალური ვერსია არსებობს თუ არა? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 Mamuka_Glonti said: დიახიყო უკვე მცდელობა მსგავსი გადმოცემის გაკეთების?ანუ თქვენ არხზე იყო რაიმე კონკრეტული გადმოცემა რომელმაც ვერ გაამართლა, ვგულისხმობ შემეცნებით ან/და მეცნიერული გადმოცემა? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mamuka_Glonti Posted December 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 (edited) lasha_alo lasha_alo said: 1)აპირებთ თუ არა უფრო მეტი აქცენტი გააკეთოთ პრინციპულ ,მიუკერძოებული არხის სტატუსზე,რომელიც ფაქტების გადმოცემას გულისხმობს და არა მის ინტერპრეტაციას(არ ვგულისხმობ ანალიტიკურ გადაცემებს) ;მე არ ვთვლი , რომ ოპოზიციური ნიშა გვიჭირავს და საერთოდ ამ შეკითხვას არ განვიხილავ როგორც სერიოზულს . lasha_alo said: 2) აპოლიტიკური გადაცემები ალბათ საჭიროა თქვენ არხზე . პასეანსი, მუსიკალური მაესტრო,ამტანმდიდარღარიბები იყო ჯოკერი, რომლის გამოყენება გეხერხებათ საჭირო დროს ,საჭირო სიტუაციაში .ხომ არ ფიქრობთ ამ სფეროში ახალი პროექტებით "გაგვანებივროთ" მაყურებელი და ამ კუთხითაც უკან დახიოთ მიშავიზიები.თებერვლსთვის ვაპირებ იუმორისტული გადაცემის გაკეთებას , პოლიტიკური იუმორი. SHARI SHARI said: 1) რატომ ითვლება მაესტრო ოპოზიციურ არხად ? თქვენ როგორ ფიქრობთ ?საზოგადოებაში განათლების ნაკლებობის გამო SHARI said: 2) ეროსი კიწმარიშვილის გაკეთებული ტელევიზია ყველას გვახსოვს.. რატომ არ გიდნათ რომ მაესტრო იყოს ობიექტური ?მე არამარტო ის არ მინდა რომ მაესტრო იყოს ობიექტური , არამედ მინდა რომ საერთოდ დავხურო SHARI said: 3) გია გაჩეჩილაძე მაესტროს აფინანსებდა ?არა SHARI said: 4) მართალია თუ არა რომ ჟურნალისტებმა დატოვეს მაესტრო უხელფასობის გამო ?არა SHARI said: 5) თქვენ როგორ უყურებდით ფაქტს როდესაც გია გაჩეჩილაძე აშკარად უქმნიდა მაესტროს არასერიოზული არხის იმიჯს თავისი გადაცემითსერიოზულად SHARI said: 6) ჯერ პანიკა ატეხეთ მაესტროს ლიცენზიას არ აძლევენ რომ სატელიტზე გავიდეთო.. ლიცენზია მიიღეთ და ეხლა იძახით ფული არ გვაქო.. ეს არასერიოზული მიდგომაა. ჯერ ფული გეშოვნათ და მერე მოგენდომათ ლიცენზიაეს თქვენი და მიშას გადასაწყვეტი არ არის , ეს კანონის გადასაწყვეტია Edited December 25, 2009 by Mamuka_Glonti ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 Mamuka_Glonti said: ჭანოციტატა(chano @ 24th December 2009 - 10:47 PM) *მიზეზი? ნახეთ 9 დეკემბრის საკნის ჩანაწერი .www.maestro.geროგოც გავიგე პირველი ხუთი წუთიდან, საშობაო არდადეგები აუღია,მაგრამ ვერ გავიგე რამდენი ხნით? (სანამ ბოლომდე ვნახავ პრესკონფერენციაც დამთავრდება ) ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 Mamuka_Glonti said: ეს თქვენი და მიშას გადასაწყვეტი არ არის , ეს კანონის გადასაწყვეტიანო კომენტ! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mamuka_Glonti Posted December 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 lasalexx lasalexx said: და ოფიციალური ვერსია არსებობს თუ არა?ოფიციალურად , საქმე აღძრულია , არა ტერაქტის მუხლით , არამედ შენობის განზრახ დაზიანების მუხლით. საინტერესოა იგივე მუხლით რატომ არ ეძებენ ბინ ლადენს , რომელმაც ამერიკაში ორი შენობა დააზიანა. თბილისში ტერორისტი დადის , რომელიც სად ააფეთქებს ახალ ბომბას არავინ იცის. . თუმცა ვცდები , ვანომ იცის. ჭანო chano said: იყო უკვე მცდელობა მსგავსი გადმოცემის გაკეთების?ანუ თქვენ არხზე იყო რაიმე კონკრეტული გადმოცემა რომელმაც ვერ გაამართლა, ვგულისხმობ შემეცნებით ან/და მეცნიერული გადმოცემა?ჩემო ჭანო , ეს კითხვა საზოგადოებრივ არხს უფრო უნდა დაუსვათ , ვიდრე კერძო ტელევიზიას. ესეთი ტიპის გადაცემების ხარისხიანი გაკეთება , ძვირი ჯდება . შემოსავალი კი ნაკლები მოაქვს. სწორედ ამიტომაა რომ ასეთი ტიპის არხებს მაგალითად როგორიც არიც National Georgraphic აფინანსებს სახელმწიფო.. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 Mamuka_Glonti said: ჩემო ჭანო , ეს კითხვა საზოგადოებრივ არხს უფრო უნდა დაუსვათ , ვიდრე კერძო ტელევიზიას. ესეთი ტიპის გადაცემების ხარისხიანი გაკეთება , ძვირი ჯდება . შემოსავალი კი ნაკლები მოაქვს. სწორედ ამიტომაა რომ ასეთი ტიპის არხებს მაგალითად როგორიც არიც National Georgraphic აფინანსებს სახელმწიფო.ვერ დაგეთანხმები, მაგალითა გალილეო(გერმანიაში და უკვე კარგა ხანია რუსეთსიც გადის) სწორედ რომ კერძო ტელევიზიების პროდუქტებია, ასევ არსებობს უამრავი მაგალითი. მოკლედ სურვილის საქმე უფროა, რადგან ნახევარი საათში ბევრი რამნის გაკეთება შეიძლება, თან ისეთის რომ ხალხი ეკრანებზე მიაწაჭვო, მაგრამ ამისთვის პროფესიანლიზმია საჭირო(იმჰო) Mamuka_Glonti said: ს კითხვა საზოგადოებრივ არხს უფრო უნდა დაუსვათვაპირებ, არამარტო კითხვის დასმას, არამედ ცოტა უფრო მეტსაც, მაგრამ დრო გამირბის ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 (edited) საქართველოში არ არის მიუკერძოვებული მედია.რუსთავი2 და პირველი არხი ვთქვა სახელისუფლებოა.მაესტრო ოპოზიციის ინტერესებზე მუშაობს.ერთი მხვრივ ბალანსია ამით, მაგრამ მიუკერძოვებელი ტელევიზიარ არ არის საქართველოში. სააკაშვილის რეჟიმის წასვლის შემთხვევაში, ხომ არ მოგვევლინება მაესტრო იგივე სტილში როგორცაა რუსთავი2? არ გიფიქრიათ იმაზე, რომ დღევანდელ პირობებში აუცილებელია მიუკერძოვებული მედია რომ იყოთ? Edited December 25, 2009 by babuagiorgi ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mamuka_Glonti Posted December 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2009 ჭანო chano said: ვერ დაგეთანხმები, მაგალითა გალილეო(გერმანიაში და უკვე კარგა ხანია რუსეთსიც გადის) სწორედ რომ კერძო ტელევიზიების პროდუქტებია, ასევ არსებობს უამრავი მაგალითი. მოკლედ სურვილის საქმე უფროა, რადგან ნახევარი საათში ბევრი რამნის გაკეთება შეიძლება, თან ისეთის რომ ხალხი ეკრანებზე მიაწაჭვო, მაგრამ ამისთვის პროფესიანლიზმია საჭირო(იმჰო)გალილეო , არის სამეცნიერო პოპულარული ჟანრის და არის DISCOVERY-ს ერთ-ერთი გადაცემის ასლი. სამწუხაროდ , ამ ერთი გადაცემის ბიუჯეტი ალბათ მრავალჯერ აღემატება ჩვენი ტელევიზიის მთლიან ბიუჯეტს. პირობას გაძლევთ გამიჩნდება თუ არა ფული გავაკეთებ ამ ტიპის გადაცემას რომელიც აუცილებელია. babuagiorgi babuagiorgi said: სააკაშვილის რეჟიმის წასვლის შემთხვევაში, ხომ არ მოგვევლინება მაესტრო იგივე სტილში როგორცაა რუსთავი2?ვთვლი , რომ მხოლოდ მშრალი პასუხი არა არ დაგაკმაყოფილებთ . ეს დმოკიდებულია , მაესტროს თანამშრომლების კეთილ სინდისიერებაზე . ჩემს პასუხს ინტერნეტი ალბათ შეინახავს. თუ იგივე გავხდით ჩათვალეთ რომ უსინდისოები ვართ. babuagiorgi said: არ გიფიქრიათ იმაზე, რომ დღევანდელ პირობებში აუცილებელია მიუკერძოვებული მედია რომ იყოთ?მეტსაც გეტყვით , სურვილიც კი მქონია , მაგრამ სამშობლო და სიმართლე ყველაზე მეტად მიყვარს. მხოლოდ სიმართლე გადაარჩენს ამ ქვეყანას. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts