Jump to content
Planeta.Ge

მერია პენსიონერებისთვის ახალ შეღავათებს აწესებს


Recommended Posts

მერია პენსიონერებისთვის ახალ შეღავათებს აწესებს

 

სამშაბათი, 22 დეკემბერი, 2009; 17:42

 

მერია პენსიონერებისთვის ახალ შეღავათებს აწესებს. მომავალი წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ხანდაზმულობის პენსია 10 ლარით გაიზრდება. ამისთვის 2010 წლის ბიუჯეტში 16 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სულ მომატებულ პენსიას 165 ათასი ასაკით პენსიონერი მიიღებს. 205 ათასი პენსიონერი განურჩევლად პენსიის სახისა – მედიკამენტების შესაძენად 25 ლარიან ვაუჩერს მიიღებეს და მუნიციპალური ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსით ნახევარ ფასად იმგზავრებს. წამლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მლნ 200 ათასი ლარი გამოიყოფა. მერიის ინიციატივები, დღეს გიგი უგულავამ სოციალურად დაუცველი პენსიონერების ოჯახს გააცნო და მათი ინიციატივებიც მოისმინა. აღნიშნული ინიციატივები ძალაში მარტიდან შევა.

 

http://imedi.ge/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A...83%98%E1%83%A1/

 

 

:D :pupuza:

Edited by Jonathan Livingston
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავიდნენ ბოლობოლო შეპირებულ 150 $ მდე თუ ჯერ შორია?

=====================================

100$.

 

დღეს დიდგიგიმ განაცხადა, რომ დაპირება ძალაში რჩებაო. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს დიდგიგიმ განაცხადა, რომ დაპირება ძალაში რჩებაო.

რამდენ წელიწადში ერტხელაა მერის არჩევნები? გამახსენეთ-დავიანგარიშო ..მგონი ეგ მიშაზე (2013 weli) უფრო დიდხანს დარჩენას აპირებს:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

რამდენ წელიწადში ერტხელაა მერის არჩევნები? გამახსენეთ-დავიანგარიშო ..მგონი ეგ მიშაზე (2013 weli) უფრო დიდხანს დარჩენას აპირებს

ვინ რას აპირებს ეს არაა მთავარი, ჩვენ რას ვაპირებთ!!! იმის ძახილს არაფერი გვეშველებაო თუ აქტიურობას?

 

ცხადია ვისაც როგორ შეუძლია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კარგი ! ბრავო გიგი ! გამოკვეთილი ლიდერია და ხალხისთვისაც შრომობს.. ბრავო გიგი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

polex

ძალიან კარგი ! ბრავო გიგი ! გამოკვეთილი ლიდერია და ხალხისთვისაც შრომობს.. ბრავო გიგი

ბატონო პოლექს, დასავლეთთან რამე შეხება თუ გაქვთ, ერთი გაიკითხეთ არჩევნების წინ საბიუჯეტო თანხებით დაპირებების გაცემას რა ქვია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერია პენსიონერებისთვის ახალ შეღავათებს აწესებს, მიყვარხართ

 

 

ვერ გავიგე და მარტო თბილისში არიან პენსიონერები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ვერ გავიგე და მარტო თბილისში არიან პენსიონერები?

=================================

თბილისის არჩევნებია მნიშვნელოვანი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თბილისის არჩევნებია მნიშვნელოვანი

 

 

და პარლამენტზე ქართული დროშა ისევ ფრიალებს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს არის ამომრჩეველთა მოსყიდვა და თბილისში არ მცოვრები პენსიონერების შეურაცხყოფა.

 

მე ესე მგონია და თუ სხვანაირად ფიქრობთ,თქვენი საქმისა თქვენ იცით.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...