Jump to content
Planeta.Ge

რუსული 58-არმია


Recommended Posts

ეგ ჯერ ერთი ქართულ ვიკიში წერია თავისი დამტკიცებით და ცანაწერები კიდევ რა იცი რომ დადგმული არაა?

ჩანაწერების დადგმა რაში აწყობდათ ქართველებს? რუსებს რომ გამოექვეყნებინათ შეიძლება დადგმული ყოფილიყო რადგან მაშინ თვითონვე დაამტკიცებდნენ რომ ბევრი ხალხი დაკარგეს და ამიტომ შეიყვანეს დიდი ჯარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 53
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ჩანაწერების დადგმა რაში აწყობდათ ქართველებს? რუსებს რომ გამოექვეყნებინათ შეიძლება დადგმული ყოფილიყო რადგან მაშინ თვითონვე დაამტკიცებდნენ რომ ბევრი ხალხი დაკარგეს და ამიტომ შეიყვანეს დიდი ჯარი.

იმიტომ გვჭირდებოდათ რომ ხალხი დაებოლებინათ ვთომ ჩვენ 1000მდე სამხედრო მოვუკალით და მაგრა ვიომეთ .....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმიტომ გვჭირდებოდათ რომ ხალხი დაებოლებინათ ვთომ ჩვენ 1000მდე სამხედრო მოვუკალით და მაგრა ვიომეთ .....

ეხლა დაჩაგრულის როლში ყოფნა ჯობია მსოფლიო უფრო დაგვეხმარება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ეხლა დაჩაგრულის როლში ყოფნა ჯობია მსოფლიო უფრო დაგვეხმარებ

სხვა როლის არჩევის საშუალება არც გვაქვს.

 

ჯერჯერობით ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...
  • 5 months later...

რუსებს მთელი ომის დროს დაეღუპათ 64 სამხედრო

სრული უაზრობაა. ჯერ მარტო რაც არტილერიამ როკის გვირაბთან ხოცა ხალხი, მერე ისე ჯარისკაცებიც რამდენს მოკლავდნენ... აი ქართველების დანაკარგში კი ეჭვი არ მეპარება რადგან 170-ვე ჯარისკაცზე არის წიგნი დაწერილი და თუ რომელიმე ჯარისკაცი არ მოხვდებოდა ამ წიგნში ხომ ატყდებოდა ხმაური. ვიკიპედიაში კი ყველას შეუძლია სტატიის დაწერა. თუ გინდა შენც დაამატე და რუსებს მსხვერპლად 115135091235 კაცი დაუწერე მაგას ვერავინ ვერ დაგიშლის :yes:

Edited by Giola94
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო ძან ჩვენ 60 ტანკი გვყავდა (:D) ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტარნპორტიორები დიდს ვერაფელს იზამენ თუ მათ წინააღმდეგ ტანკი იქნება და იცი რატომ?ბმპ2ი ტ72ს შეუჯავშნელს ვერაფელს უშვრება უფროო სწორედ ძალიან დიდი ხანი უნდა ესროლო რომ წყობიდან გამოიყვანო და შეჯავშნულს კიდევ საერთოდ ვერაფელს უზამს ნუ ბტრებს ეხლა ნუ ჩავთვლით რადგან ისინი ბრძოლაშI არ ერთვებიაან ...... ბმდეებ კიდევ ბმპზე უარესებია რადგან სადესანტოა და უფრო მსუბუქი ჯავშანი აქვს და ქვემეხები ორივეს ერთნაირი აქვ ბმდ1=ბმპ1ის გრომი და ბმდ2=ბმპ2-2ა42 ..... ეხლა წარმოიდგინეტ ჩვენ ჟანგიან ტ72ს ვერაფელი ვუქენიტ და რას ვუზამთ ტ90ებს? :D წარმომიდგენია ზემოთ როგორ კანკალებენ ...

გროზნოში ჩეჩნებმა სატანკო დივიზია გაანადგურეს...

ჩვენი ტ-72 ჩვეულებრივი ყომბარმტყორცნებით გაანადგურეს ოსებმა. ერთი ტ-72 ტყვედ აყვანილმა ქართველმა ტანკისტებმა გაანადგურეს ისევ ჩვენივე ტ-72ით!!! ოსებმა აიძულეს. (ასეთი ახვრებიც გვყავდა და გვყავს კიდო ბევრი...)

რუსული არცერთი არ განადგურებულა ბრძოლაში. არადა ძირითადად ტ-72 კი არა, ტ-62 ყავდათ მათ და ტ-54 ები. ბევრი მათგანი მისით გამოვიდა მწყობრიდან, სვლა ვეღარ გააგრძელეს სიძველის გამო.

საერთოდ ტანკის რესურსი 300-400კმ მეტი სვლა არ შეუძლია შესვენების და საპოხი მასალით შავსების გარეშე.

ეხლა დაიწყებენ კიდო მუშტების ქნევას ბევრი, რას ქვია ლაჩრები იყვნენ ჩვენი გმირებიო, მაგრამ გმირობა იქ არავის უნახავს გარდა იმისა, რომ როგორც ძირითადი ძალები გამოჩნდენ რუსების, ლაჩრებივით გარბოდნენ, მკვდრებს, დაჭროლებს ბრძოლის ველზე უპატრონოდ ტოვებდენ.

მერე კი გენახათ რა ხდებოდა ჯარში. ოფიცრებმა სამაქალაქო ტასაცმელში გამოეწყვენ ბევრმა, რომ გაქცევით ეშველათ თავი თუ რამე. ჯარისკაცები კი მათ ბრძანებებს არ ასრულებდენ, სულ დედას აგინებდენ.ან ფორმა ჩაიცვითო და ან ჩვენაც გაგვხადეთო)) მერე ქუთაისის მესამეს გაიხადეთო უბრძანეს და იყვნენ ისე სამოქალაქოში.

ფორმა არ ქონდათ ბევრს მერე ომი რომ დამთავრდა, ან დაწვეს და ან გადააგდეს "გმირებმა". ზოგი ისე დაიკარგა, სანამ სიტუაცია არ დაწყნარდა და ჯარი თავიანთ ბაზებს არ დაუბრუნდა, არც არავის უნახავთ თვალით. მერე გამოჩნდენ და ადგილზე ბევრს აღარც დაედგომოდა, სხვა ნაწილებში გადაბარგდენ.

ეგენი მაშინ იყვნენ მარტო მაგრები მშვიდობიანი მიტინგების დასარბევად რომ მიერეკებოდნენ ჯარს, ან პარადზე თბილისში და არჩევნების დროს ნაციონალებზე ხმის მიცემა რომ იყო საჭირო. ჯარისკაცებს შვებულებები ენატრებოდათ და არ იყო, მარა ბა არცევნების დროს გენახათ, ერთკვირიანში უშობდენ ადგილებზე ჩასულიყვნენ და ხმა მიეცათ ნაციონალებისთვის და მანამდე სხვების მიტინგებზე პროვოკაციები რომ მოეწყოთ და მუშტიკრივები ემართათ. სიები დგებოდა ზონდერ ჯგუფების. არ იყო ეგრე? იყო, იყო...

არა და ვინც იცის თუ რა შეიარაღება ქონდა ქართულ ჯარს, ზალიან სერიოზული ბრძოლა შეიძლებოდა რო არა ის ლაჩრული სული რაც ქართულ ჯარშია და ამას აქვს თავისი მიზეზი.

თითო ასეულში მარტო 18 ყუმბარმტყოცნია,(ყოველ ჯგუფში-1) ბატალიონებში 54!!! გარდა ამისა ფაგოტის ოცეულები და ერთი ტანკიც ვერ აუფეთქეს რუსებს უშუალოდ ბრძოლაში!!!

ერთადერთი წარმატებული ოპერაცია ქართული ჯარის იყო ის რომ, მეორე ბრიგადის დაზვერვის ასეულმა რუსების შტაბის კოლონას დაესხა თავს და ხრულოვი დაჭრა.

არტილერიამ იმუშავა ისე რა... სანამ ჩეჩნებმა (ვოსტოკმა) არ გამოიყვანეს წყობიდან და გაქცევა არ აიძულეს. კავშირგაბმულობა აღარ იყო. რუსებმა გამოიყვანეს მწყობრიდან როგორც კი დფაჯდენ ჯარის სიხშირეებზე (არა და ეს ვარიანტი მე პირადად ბრიგადის სწავლებებზე გავითვალისწინე ომამდე 2 კვირით ადრე საახლოებით) მარა ვინ მოგისმინა? სათადარიგო სიხშირეები არ იყო შემუშავებული.

მოკლედ ამ ომზე იმდენი მითია დღეს... ლაჩრები იძახიან გმირები ვართო, გმირობა ვისაც უნდოდა და ვერ იგმირა სხვისი ლაჩრობის გამო იძახის ლაჩრები ვართო. ათასი საგმირო ისტორიების მოგონებით და სეთითხნით ხალხს აბოლებენ და ვისაც უნდა დაიჯეროს, ვისაც არა შედეგს შეხედონ რა არის.

100დე ტ-72 რომლებიც რუსების ტანკებზე უკეტეს მდგომარეობაში იყო და მეტიც, თანამედროვე აღჭურვით მოდერნიზირებული, რუსებს დაუტოვეს საჩუქრად. ისიც კი ვერ მოიფიქრეს გაქცევის დროს თუ ვერ გაყავდათ გაენადგურებინათ.

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ჯერ მარტო რაც არტილერიამ როკის გვირაბთან ხოცა ხალხი,

როკის გვირაბთან ხალხი რომ დაგვეხოცა ომი 4 დღეზე მეტი არ გაგრძელდებოდა რადგან მგონი იქ ჯავშანტექნიკაც უნდა გადიოდეს (და საშინელი ზარალი უნდა იყოს) და რუსებს საბრძოლო დანაკარგი 9 აგვისტოს შემდეგ ფაქტიურად საერთო არ აქვთ ...

ტ-54 ები

ტ-55ები ჰქონდათ ოსებს და რუსებს ტ62-72ები .... ეხლა უკვე 40ზე მეტი ტ90 შეიყვანეს ... ასევე ბმპ3-ები და ა.შშ.

ჰო მართლა შენ რაც ტქვი ეგენი ვიცი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
რუსული არცერთი არ განადგურებულა ბრძოლაში. არადა ძირითადად ტ-72 კი არა, ტ-62 ყავდათ მათ და ტ-54 ები. ბევრი მათგანი მისით გამოვიდა მწყობრიდან, სვლა ვეღარ გააგრძელეს სიძველის გამო.

 

როგორ არ განადგურებულა, ოფიციალური მონაცემებით რუსეთმა 2008 წლის ომში 2 ტანკი(?) დაკარგა.

 

ერთ-ერთი მათგანი 11 აგვისტოს, მე-2 ბრიგადის 22 ბატალიონის ერთ-ერთი ასეული სადაზვევო ოცეულის მიერ რპგ-7-ით იქნა განადგურებული ჩასაფრებიდან. თავისი ეკიპაჟითურთ და მასთან ერთად კიდევ ორი ბმპ-2.

 

აი ისიც.

 

http://i047.radikal.ru/1105/9a/513d4a9cf4ae.jpg

 

 

მეორე ტ-72ბმ განადგურდა საარტილერიო ცეცხლის შედეგად, სამშვიდობოების ბაზასთან.

 

 

http://s47.radikal.ru/i118/1105/02/623d3f028530.jpg

 

ამასთან ერთად განადგურდა კიდევ ერთი ბმპ-2.

 

 

რუსებს საბრძოლო დანაკარგი 9 აგვისტოს შემდეგ ფაქტიურად საერთო არ აქვთ ...

 

ზემოთ დავწერე 11 აგვისტოს განადგურებული ტანკის შესახებ, ცოცხალ ძალას რაც შეეხება, რუსული მონაცემებით 9 აგვისტომდე დაიღუპა 15 სამხედრო მოსამსახურე, დანარჩენი 52 კი 9 აგვისტოს შემდეგ.

Edited by Michael Wittmann
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ დამეხმარებით? :user: სკოლაში უნდა დავწერო თემა აგვისტოს ომზე (ისტორიაში) და მასალას ხომ ვერ მომაწვდით? საინტერესო ფაქტებს და ა.შ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგით ტო რას ამბობთ რო 100 ჯარისკაცზე მეტი არ დაიღუპა რუსების მხრიდან? :what:

რაც ქართულმა არტილერიამ რუსები ხოცა და რაც ქართულმა პეხოტამ რუსების ტანკებს და პეხოტას დედა უტირა ეს ყველაფერი როგორ უნდა დავივიწყოთ ტო.

რუსების ავიაციამ დაგვჩაგრა თორე ვერც ტანკები და ვერც პეხოტა ვერ აჩერებდა ქართველებს რუსების 58-ე ბრიგადის განადგურებულ ჯარისკაცებს და ტანკებს განახებტ ლინკებით თუ გინდათ იქვე ლაპარაკობენ რუსი ჯარისკაცები რა ვუყავით

და იმაზე ოცნებობდნენ ქართული პეხოტა არ გამოჩნდეს თორე რაც თითო ორორა გადავრჩით იმასაც მოგვასპობენო ამბობენ დაგლეჯილი 58-ე ბრიგადის ხელ-ფეხი ყრია მიწაზე და სისხლის გუბეებია ტანკის ტაოტში გარეული ძაან მაგრად ვიომეთ და რუსეთს კიდევ კარგი წინააღმდეგობა გავუწიეთ მაგრამ იყვნენ ჯმია ხალხიც ქართველებში რომლებიც თავქუდმოგლეჯილები უკან გარბოდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგით ტო რას ამბობთ რო 100 ჯარისკაცზე მეტი არ დაიღუპა რუსების მხრიდან? :what:

100 კაცზე მეტი წესით კი უნდა ქონოდათ დანაკარგი. მთლად მასე არ ყოფილა ყველაფერი. ქართულ ჯარში სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა აგვისტოს ომის დროს. ეს წიგნი წაიკითხე ქართველი გენერლის მიერ დაწერილი წიგნია აგვისტოს ომზე ნამდვილად საინტერესოა წაიკითხე და უფრო მეტს გაიგებ რა როგორ იყო :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

100 კაცზე მეტი წესით კი უნდა ქონოდათ დანაკარგი. მთლად მასე არ ყოფილა ყველაფერი. ქართულ ჯარში სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა აგვისტოს ომის დროს. ეს წიგნი წაიკითხე ქართველი გენერლის მიერ დაწერილი წიგნია აგვისტოს ომზე ნამდვილად საინტერესოა წაიკითხე და უფრო მეტს გაიგებ რა როგორ იყო :yes:

არა ქართველებში ნამდვილად იყო პრობლემები ჯარისკაცები ამბობდნენ თვითონ ისეთი დაბნეულობა იყო არ გვჯეროდა თავიდან რო ომში ვიყავითო ვნახავ ერთი ამ წიგნს საინტერესოა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი მაგრამ მარტო დახოცილ რუსებს რატომ ითვლით?

 

64 მოკლულ რუსს 150-მდე ოსიც დაამატეთ და გამოვა, რომ ცოცხალი ძალის სახით რუსებსა და ოსებს უფრო მეტი დანაკარგი აქვთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი მაგრამ მარტო დახოცილ რუსებს რატომ ითვლით?

 

64 მოკლულ რუსს 150-მდე ოსიც დაამატეთ და გამოვა, რომ ცოცხალი ძალის სახით რუსებსა და ოსებს უფრო მეტი დანაკარგი აქვთ.

ეგრეა :P თან ჩრდილო კავკასიელებიც ყავდათ დაქირავებული და იმათ მსხვერპლს არ დაითვლიდა არავინ :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...