Jump to content
Planeta.Ge

რუსეთი საქართველოს მტერია!


Recommended Posts

საქართველომ ორიენტირი თვითგადარჩენისაკენ უნდა აიღოს - სახელმწიფობრიობის მტრებს ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით და ტრადიციულად ვირჩევდით ჩვენი არსებობით დაინტერესებულ მხარეს.

როცა სპარსი გვანადგურებდა ჩვენ ავირჩიეთ რუსეთი, რომელიც იმ ხანად არ იყო ჩვენი გაჟლეტისმოსურნე, მაგრამ სახელმწიფობრიობის მომსპობი კი იყო.. რუსმა საწყის ხელისმოწერიდანვე შეაფურთხა და წაბილწა გეორგიევსკის ტრაქტატი ტოტლებენის მიერ ჯერ ერეკლე მეორის ღალატით, მერე საქართველოს მარტოდ მიტოვების დროს გამძვინვარებული აღა-მაჰმად ხანის შემოტევისას, საბოლოოდ კი რუსეთის ბილწმა და გარყვნილმა იმპერატორებმა შეიარარებული ჩაფრები მოუსიეს საქართველოს უკანასკნელ დედოფალს და გენერლები მის დაჭრასაც კი არ მოერიდნენ... ასე შეაგინეს მელანშეუშრობელი ღეორღიევსკის ტრახტატი რუსმა გარყვნილმა ცინიკოსებმა! მაინც გადავრჩით,

ახლა -

ახლა რუსი ჩვენს სახელმწიფოებრივ არსებობსა კი არა როგორც ერად არსებობას ემუქრება განადგურებით და "სვაბოდნაია ადჟარიას, მინგრელიას, კახეტიას, აპხაზიას, სვანეტიას.... "შექმნას აპირებს და დუგინის იდეოლოგიურ პირსისხლიან მოწაფეებთან ერთად - სამხრეთულ ტესტიკულებზე იდიოსინკრაზირებული და ხელმოცარული პუტინ-მედვედევის ტანდემი "დესუვერენიზაცია ღრუზიის" მოსურნეა .

ეს უკვე საქართველოს არა მარტო როგორც სახელმწიფოს, არამედ როგორც ერის განადგურებას უდრის!

ჩვენ კვლავ ვირჩევთ (ტრადიციისამებრ) საკუთარი ერისა და სახელმწიფობრიობის გადარჩენის სწორ და ამ შემთხვევაში უალტერნატივო გზას - ევროატლანტიკურ გზას!

ევროატლანტიკური გაერთიანებაა მარტო იმის მოსურნე, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო ვარსებობდეთ, რადგან ნ ა ტ ო -ს შექმნა საწყისიდანვე ევროპის სახელმწიფოთა და არა "ხალხთა"(დუგინის ნაროდებთან შეადარეთ) უსაფრთხოებთვის მათ კოლექტიური გაძლიერებისათვის ნებაყოფლობით შეიქმნა! ეს განსხვავება ყოველთვის გვახსოვდეს.

არავის არ უნდა ს ნ გ-ში, არც რუსულ კოლექტიურ უსაფრთხოებაში, არც რუსულ რამე კავშირში. თუ იქ ვინმეა გაერთიანებული, ისიც მხოლოდ შანტაჟითა და რუსული აგრესიის გამწვავების შიშით. ჩვენ ეგეც არ დაგვიტოვა რუსმა და ს ნ გ -ში მყოფ საქართველოს სეპარატისტული დაბები სახელმწიფოებად გამოგვიცხადა და მანამდე კი საკუტარ კუთხეებში ქართველი მაცხოვრებლების კვლა და დევნა დაიწყო აფხაზეთიდან სამაჩაბლოდან და ასევე აპირებდა ჯერ ჯავახეთიდან, მერე აჭარიდან, მერე სამეგრელოდან, მერე სვანეთიდან... მოკლედ საქართველოს არა მარტო სახელმწიფობრიობას უნადგურებდა, არამედ მის ეროვნულ არსებობასაც მოუნდომა განადგურება... ეს უკვე განსაკუთრებული, შაჰაბასისეული სასიკვდილო საშიშროების მსგავსი რამ იყო რუსისაგან!

ჩვენ რუსმა არაფრის გზა არ დაგვიტოვა, გარდა ევროატლანტიკური სივრცეში გაერთიანებისა. ტრადიციულად საუკუნეების მანძილზე ქართველი ერი პოლიტიკური მართებული ინტუიციის უბადლო ნიჭის წყალობით ირჩევდა თვითგვადარჩენის სწორ გზას და როგორც ჩანს არც ამჯერად ტყუვდება ქართველი ევროატლანტიკური გაერთიანების არჩევის დროს! გავუძლოთ ამგვარ სტატუს კვოს, გავძლიერდეთ ვაშენოთ ქვეყანა.. როგორც გერმანია იყო ერთ დროს.. ჩვენ გაცილებით სუსტი მტერი გვყავს ვიდრე მაშინ ყავდა ფედერაციულ გერმანიას..ახლა ამ ოკუპირებულებს არავინ სცნობბენ იმდენი რაოდენობით, რომ გაეროს წევრი გახდნენ ისინი.. ამგვარად, რუსისთვის ეს სეპარატისტული დაბები თავისი რუსული ტყუილი "პრიზნანიეთი" მხოლოდ ბუტაფორიაა და რუსეთში მიმდინარე სეპარატიზმის გამღვივებელი!!!

მუდმივი დაძაბულობა კი რუსს დააქცევს..ჩვენ კი ხელი შევუწყოთ ამას... დრო ჩვენთვის იმუშავებს გამიგეთ!

ამჟამად უნდა ვიფიქროთ ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციაზე, რუსებს არაფრით არ შეიძლება ვენდოთ, რადგან ისინი მხოლოდ ჩვენი განადგურების მოსურნენი არიან. "დესუვერენიზაცია გრუზიი"- ეს კრემლის უმთავრესი იდეოლოგის - დუგინის, ლეონტიევის,ყვერთმოყვარულ პუტინის უმთავრესი პროგრამაა. ჩვენ მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ველაპარაკოთ ამ ზნედაცემულ და სისხლიან აგრესორს.

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 57
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Gagi 67

ისე რას ფიქრობ,. ჩაახუტეს დროშის ფერებით მოკეთებული მოხუცი ჩე გევარა-ფიდელიტოს? რას ფიქრობ?!

ზვიგენებს ჩაახუტებდნენ ალბათ სიყვარულისა და გაგების ამბავში ... : )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ისეთი გეოპოლიტიკური ვითარებაა სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში რომ თუ უახლოეს მომავალში არსებული კორუმპირებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა მოვიშორეთ და რეალური დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზას დავადექით ვაშინგტონი და მოსკოვი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იძულებული იქნებიან საქართველოს სუვერენიტეტი და ნეიტრალური საგარეო პოლიტიკა აღიარონ და მიიღონ ... წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ომი მაგრამ ნამდვილი ომი, ისე როგორც ეს მე მესმის ანუ ბრძოლა ან გამარჯვებამდე ან სრულ განადგურებამდე ..

ნუ, ეს შენი პროგნოზები არახალია ცემთვის - ბევრი გვაქ ამაზე ნასაუბრები :0

ხომ იცი და დამეთანხმე, რომ მაქსიმალისტი ხარ :D

თუმცა, ერთი რამ უდავოა - რუსეთი ბოლო 20 წელიწადი ისეთ ანტიქართულ პროპაგანდას ნერგავს საკუტარ მოსახლეობაში, რომ ამ საქმეს ესე ადვილად არ მოევლება.

ომი - ათასჯერ გითხარი, ნუ იძახი ამას გამუდმებით, თორემ დამიანებს რაღაც ცუდი აზრები უჩნდება.

 

Gagi 67

PhD :(

რა იყო, რაიმე საწყენი გითხარით?

თქვენ პუტინად მომნათლეთ და მე ფაქტს ვაფიქსირებ - ცოდვაა?

 

ისე სხვათაშორის ნამეტანი სტერეოტიპული წარმოდგენები გაქვთ PhD-სთვის.

სიმართლე გითხრათ მე უფრო გონებაგახსნილი მეგონეთ - კოლეგა :buchti:

 

asds

ვაი მეეეეეე!

ეს წერის მანერა არავის გაგონებს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველომ ორიენტირი თვითგადარჩენისაკენ უნდა აიღოს - სახელმწიფობრიობის მტრებს ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით და ტრადიციულად ვირჩევდით ჩვენი არსებობით დაინტერესებულ მხარეს.

როცა სპარსი გვანადგურებდა ჩვენ ავირჩიეთ რუსეთი, რომელიც იმ ხანად არ იყო ჩვენი გაჟლეტისმოსურნე, მაგრამ სახელმწიფობრიობის მომსპობი კი იყო.. რუსმა საწყის ხელისმოწერიდანვე შეაფურთხა და წაბილწა გეორგიევსკის ტრაქტატი ტოტლებენის მიერ ჯერ ერეკლე მეორის ღალატით, მერე საქართველოს მარტოდ მიტოვების დროს გამძვინვარებული აღა-მაჰმად ხანის შემოტევისას, საბოლოოდ კი რუსეთის ბილწმა და გარყვნილმა იმპერატორებმა შეიარარებული ჩაფრები მოუსიეს საქართველოს უკანასკნელ დედოფალს და გენერლები მის დაჭრასაც კი არ მოერიდნენ... ასე შეაგინეს მელანშეუშრობელი ღეორღიევსკის ტრახტატი რუსმა გარყვნილმა ცინიკოსებმა! მაინც გადავრჩით,

ახლა -

ახლა რუსი ჩვენს სახელმწიფოებრივ არსებობსა კი არა როგორც ერად არსებობას ემუქრება განადგურებით და "სვაბოდნაია ადჟარიას, მინგრელიას, კახეტიას, აპხაზიას, სვანეტიას.... "შექმნას აპირებს და დუგინის იდეოლოგიურ პირსისხლიან მოწაფეებთან ერთად - სამხრეთულ ტესტიკულებზე იდიოსინკრაზირებული და ხელმოცარული პუტინ-მედვედევის ტანდემი "დესუვერენიზაცია ღრუზიის" მოსურნეა .

ეს უკვე საქართველოს არა მარტო როგორც სახელმწიფოს, არამედ როგორც ერის განადგურებას უდრის!

ჩვენ კვლავ ვირჩევთ (ტრადიციისამებრ) საკუთარი ერისა და სახელმწიფობრიობის გადარჩენის სწორ და ამ შემთხვევაში უალტერნატივო გზას - ევროატლანტიკურ გზას!

ევროატლანტიკური გაერთიანებაა მარტო იმის მოსურნე, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო ვარსებობდეთ, რადგან ნ ა ტ ო -ს შექმნა საწყისიდანვე ევროპის სახელმწიფოთა და არა "ხალხთა"(დუგინის ნაროდებთან შეადარეთ) უსაფრთხოებთვის მათ კოლექტიური გაძლიერებისათვის ნებაყოფლობით შეიქმნა! ეს განსხვავება ყოველთვის გვახსოვდეს.

არავის არ უნდა ს ნ გ-ში, არც რუსულ კოლექტიურ უსაფრთხოებაში, არც რუსულ რამე კავშირში. თუ იქ ვინმეა გაერთიანებული, ისიც მხოლოდ შანტაჟითა და რუსული აგრესიის გამწვავების შიშით. ჩვენ ეგეც არ დაგვიტოვა რუსმა და ს ნ გ -ში მყოფ საქართველოს სეპარატისტული დაბები სახელმწიფოებად გამოგვიცხადა და მანამდე კი საკუტარ კუთხეებში ქართველი მაცხოვრებლების კვლა და დევნა დაიწყო აფხაზეთიდან სამაჩაბლოდან და ასევე აპირებდა ჯერ ჯავახეთიდან, მერე აჭარიდან, მერე სამეგრელოდან, მერე სვანეთიდან... მოკლედ საქართველოს არა მარტო სახელმწიფობრიობას უნადგურებდა, არამედ მის ეროვნულ არსებობასაც მოუნდომა განადგურება... ეს უკვე განსაკუთრებული, შაჰაბასისეული სასიკვდილო საშიშროების მსგავსი რამ იყო რუსისაგან!

ჩვენ რუსმა არაფრის გზა არ დაგვიტოვა, გარდა ევროატლანტიკური სივრცეში გაერთიანებისა. ტრადიციულად საუკუნეების მანძილზე ქართველი ერი პოლიტიკური მართებული ინტუიციის უბადლო ნიჭის წყალობით ირჩევდა თვითგვადარჩენის სწორ გზას და როგორც ჩანს არც ამჯერად ტყუვდება ქართველი ევროატლანტიკური გაერთიანების არჩევის დროს! გავუძლოთ ამგვარ სტატუს კვოს, გავძლიერდეთ ვაშენოთ ქვეყანა.. როგორც გერმანია იყო ერთ დროს.. ჩვენ გაცილებით სუსტი მტერი გვყავს ვიდრე მაშინ ყავდა ფედერაციულ გერმანიას..ახლა ამ ოკუპირებულებს არავინ სცნობბენ იმდენი რაოდენობით, რომ გაეროს წევრი გახდნენ ისინი.. ამგვარად, რუსისთვის ეს სეპარატისტული დაბები თავისი რუსული ტყუილი "პრიზნანიეთი" მხოლოდ ბუტაფორიაა და რუსეთში მიმდინარე სეპარატიზმის გამღვივებელი!!!

მუდმივი დაძაბულობა კი რუსს დააქცევს..ჩვენ კი ხელი შევუწყოთ ამას... დრო ჩვენთვის იმუშავებს გამიგეთ!

ამჟამად უნდა ვიფიქროთ ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციაზე, რუსებს არაფრით არ შეიძლება ვენდოთ, რადგან ისინი მხოლოდ ჩვენი განადგურების მოსურნენი არიან. "დესუვერენიზაცია გრუზიი"- ეს კრემლის უმთავრესი იდეოლოგის - დუგინის, ლეონტიევის,ყვერთმოყვარულ პუტინის უმთავრესი პროგრამაა. ჩვენ მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ველაპარაკოთ ამ ზნედაცემულ და სისხლიან აგრესორს.

 

ამ ფერებით რატომ სწერ? :rolleyes:

კარგ სიტყვას კაცის ისედაც დაჯერებს არ უნდა ამდენი გაფერადება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ომი - ათასჯერ გითხარი, ნუ იძახი ამას გამუდმებით, თორემ დამიანებს რაღაც ცუდი აზრები უჩნდება.

ადამიანებს ცუდი აზრები დემოკრატიის, ლიბერალური ღირებულებების, თავისუფლებისა და შენ წარმოიდგინე ვგონებ რომ რწმენის გაგონებაზეც კი უჩნდებათ და არ გამიკვირდება მე პირადად ყოველგვარი გაგონებების გარეშე, აგერ მარტო ავათარის გამო, რომ მაიას ტომის ინდიელად, სამშობლოს მოღალატედ, ფსბ-ს აგენტად, მეხუთე, მერვე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კოლონად, ასათიანის კლიენტად და შარაპოვას ფანადაც კი რომ შემრაცხონ : )))

 

 

ასე რომ ჯობია ადამიანობა, ინდივიდუალიზმი და რეალობასთან კონტაქტი არ დავკარგოთ .. დანარჩენი მხოლოდ დეტალებია ..

ხომ იცი და დამეთანხმე, რომ მაქსიმალისტი ხარ 011.gif

ან ყველაფერი ან არაფერი! :)

 

 

 

kisa

asds

ვაი მეეეეეე!

ეს წერის მანერა არავის გაგონებს? 027.gif

ვინმე იქაურია და გვეკაიფება ხო? : ))

 

ჩავქოლოთ! :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ეხლა გამახსენდა - არ გინდა როუმინგი, ბილაინის კარტა იყიდე და მე მგონი უპრობლემოდ დაელაპარაკები აქით

 

asds

ჩავქოლოთ!

მე და ჩაქოლვა - არავითარ შემთხვევაში, იცოცხლოს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

asds

ეხლა გამახსენდა - არ გინდა როუმინგი, ბილაინის კარტა იყიდე და მე მგონი უპრობლემოდ დაელაპარაკები აქით

მადლობა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

300-არაგველი გეორგიევსკის ტრაქტატი

 

http://s40.radikal.ru/i090/0912/81/aaf9c1337f04.jpg

 

http://s56.radikal.ru/i154/0912/bc/9b6a3bd81c7f.jpg

 

http://s47.radikal.ru/i115/0912/13/a21a9551c160.jpg

 

http://s48.radikal.ru/i121/0912/88/0dfb1ab82721.jpg

გეორგიევსკის ტრაქტატმა არ გაუმართლა მსოფლიოში სახელგანთქმულ მეფე ერეკლე მეორეს ქართველებისა და რუსების "დამეგობრებით" განაწყენებულმა

 

მაჰმადიანებმა ხარკის გადახდა შეუწყვიტეს საქართველოს :ერევნის განჯის ნახჩევანის ყარაბაღის ხანებმა ქურთების ბელადი შამადინაღი ისე გათავხედდა რომ გაბედა ხარკის შეწყვეტა

 

ოსმალეთი ქართლ-კახეთზე გალაშქრებას ვერ ბედავდა მაგრამ დაღესტნელებს ამარაგებდა ფულით და საქართველოში სათარეშოთ აქეზებდა გახშირდა ლეკიანობა

 

რუსი ღორი არმიის პოლკოვნიკი ბუტკოვი წერს 1783-წელს გეორგიევსკის ტრაქტატმა ისეთ დღეში ჩააგდო საქართველო რომელშიც შაჰ-აბასის შემდგომ არ ყოფილა ნაცვლად აყვავებისა და სიმშვიდისა რასაც "ჩრდილოელი" მეზობელი დაპირდა ქართლ-კახეთი შფოთსა და უარესის მოლოდინს მოეცვა

 

დაქსაქსული დანაწევრებული და დაუძლურებული შეხვდა ქვეყანა 1785წლის სექტემბერს

მეფემ შეაგროვა 30.000 მეომარი აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ

 

 

 

 

 

 

 

ტრაქტატის დადებიდან 12-წელი იყო გასული და მასში დაფიქსირებული სამხედრო დახმარება რუსეთს არასდროს არ შეუსრულებია ერეკლე იმედს მაინც არ კარგავდა მით უმეტეს რომ კავკასიის ეგრედ წოდებულ ხაზზე იდგა რუსების 3.000 კაციანი საარმიო დანაყოფი თავისი არტილერიით ამ დანაყოფს ხელმძრვანელობდა რუსი ღორი გენერალი გუდოვიჩი

 

ერეკლე და აღა-მაჰმად-ხანი სათითაოდ უგზავნიდნენ ელჩებს ერეკლე მას დახმარებას თხოვდა

 

აღა-მაჰმად-ხანი კი საჩუქრებს უგზავნიდა და ემუდარებოდა არ ჩარეულიყო სპარელთა და ქართველთა ომში

 

საკამრისი იყო რუს ღორ გუდოვიჩს ერთი ცრუ მანევრი ჩაეტარებინა საქართველოს მიმართულებით რომ ფრთხილი და და წინდახედული აღა-მაჰმად-ხანი უკან დაიხევდა და ბრძოლაზე უარს იტყოდა

 

მემატიანე წერს რუს ღორ გუდოვიჩზე "ვითარცა ქვეყანა მისი ორპირი ფლიდი და ვერცხლმოყვარე ყოფილა სიამოვნებით იღებდა ორივემხრიდან გაგზავნილ საჩუქრებს და

 

ადგილიდან არ იძვროდა!!!!

 

 

მეფე საფრთხეში ჩავარდა მას უკან უნდა დაეხია რომ ტყვეთ არ ჩავარდნლიყო ან არ მოეკლათ ერეკლე ბრძოლის ველს არ ტოვებდა არა და მას უტევდნენ ზურგიდან და წინიდან და თავისი მცირე რაზმით მტრისგან გარემოცული აღმოჩნდა ამ დროს მის რაზმსა და სპარსელებს შორის ფარივით აღიმართა 300-არაგველი ისინი იმდენ ხანს აკავებდნენ მტერს სანამ მეფე სამშვიდობოს არ გაიყვანეს

 

ავლაბრის ხიდზე შეაგდო ცხენი მეფემ 150-კაცისგან რომლებიც მას თან ახლდა ყველა დაჭრილი იყო

 

ბოღმა მოერია გამარჯვებას ჩვეულ პატარა კახის წამიტ შედგა ცხენი შემოაბრუნა

 

უკან მიიხედა სპარსელები მის თანამებრძოლების გვამს ფეხებით თელავდნენ და ქალაქისკენ მიიწევდნენ

 

მეფე ერთხელ კიდევ აენთო გამარჯვების წყურვილმა და ცხენი შემოაბრუნა მაგრამ

 

"მაშინვე ივანე მუხრან ბატონმა მეფის ირაკლის ცხენს აღვირს ხელი უტაცა გამოატრიალა ერთის მხრითაც ბატონისვილი ვახტანგი მივარდა მეორეს მხრით ბატონისვილი იოანე მეფის ცხენსაც ქიზიყის მოურავმან მათრახი გადაკრა და სასწრაფოდ გააცილეს ბრძოლის ველს

 

 

გულმოკლული დიადი მეფე კლდოვან ნაპირზე გამოსახული ჯვრის წინაშე ჩამოხტა დაიჩოქა და ქრისტეანობისთვის წამებულ აბოს შეავედრა თავისი ქრისტეს სჯულისთვის ჯვარცმული ერი (ილია)

 

კრწანისის ველზე კი მტრის სისხლით შეღებილნი იწვნენ :გიორგი გურამიშვილი გაბრიელ მაიორი აღალუა მსახიობი და მუტრიბი მაჩაბელა თავისი დასით მთლიანად 3.000-გმირი :თუში ფშაველი მოხევე ქართლელი კახელი იმერელი(მაშინ მთელს დასავლეთ საქართველოს იმერეთი ეწოდებოდა)საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრები ქართველი ვაჟკაცი

 

მათ შორის 300-არაგველი ფიცგაუტეხელი ვაჟკაცები ისინი ავანგარდში იდგნენ მთელი ომის განმავლობაში კრწანისის ველის ყველა ხანდაკთან ყარყუტასთან უკან დახევისას მკერდით აეფარნენ მეფეს როცა მეფე სამშვიდობოს დაიგულეს ბრძოლა ქალაქში გააგრძელეს თითოეულმა 10-20 სპარსელის წინააღმდეგ

 

ასე თანდათან შეთხელდა და დაილია 300-არაგველი "ყველამ მტკიცედ სავსებით და ვაჟკაცურად დაიცვა ფიცი ყველამ ბრძოლის ველზე დალია თავისი გმირული სული ყველამ თავის მთავარსარდალს და თავის სახემწიფოს შესწირა სიცოცხლე (ი.გოგებაშვილი)

 

300-არაგველის ფიცი დიად მეფეს ერეკლე მეორეს "თუ ბედმა გვიმუხთლა და ვერ დავძლიეთ მტრის ჯარი შერცხვენილი იყოს ის ვინც ჩვენგან ცოცხალი შინ დაბრუნდეს ან გამარჯვება ან სიკვდილი ბრძოლის ველზე"

 

 

დიად მეფეს უღალატეს ნაძირლებმა : 8 სექტემბერს რევაზ ანდრონიკაშვილმა თავისი ქიზიყელი 2.000-ცხენოსნით

 

იოვანეს ყორღანაშვილმა თბილისელი ვაჭრის ოსეფა ყორღანაშვილის ვაჟმა მან ზუსტად მოახსენა აღა-მაჰმად-ხანს ქართველ მეომართა რაოდენობა განლაგება არტილერიის განლაგება თავდაცვითი ნაგებობების პოზიციები აღა-მაჰმად-ხანი ჩაფიქრდა არ უნდოდა დაეჯერებინა ეს ამ დროს ვეზირი შემოვიდა კარავში და აღა-მაჰმად-ხანს მოახსენა ჩვენი ელჩი რომელიც დატყვევებული იყო გამოაპარეს თბილისიდან

არუთინ არარატიანცმა და ოსეფა ბებუთოვმა სამივე აქ არიან

 

ელჩმა მას მოახენა 10-სექტემბრის ქართველების გამარჯვება მოჩვენებითია ისინი დახმარებას არ ელოდებიან არც კახეთიდან (ამ დროს კახეთში დგას გიორგი ზაქიჭამია 4.000 კაცით და ფეხს არ იცვლის) და არც ქართლიდან

 

 

რომ დაგვხმარებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზევრუსი ღორი გუდოვიჩი ამ ბრზოლას არ წავაგებდით!!!

 

და სანამ რაღაცის მტკიცებას დაიწყებთ ჯერ კარგად გაეცანით ისტორიას და შეიცანით რუსეთის რეალური სახე

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i047.radikal.ru/0912/9a/9027f779bd8f.jpg

 

 

დიადი ქართველი გენერალი ასევე რუსების მიერ განადგურებული

 

 

გიორგი მაზნიაშვილი 1871-1937

 

„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!“

 

დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს გენერალი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. საქართველოს უკანასკნელი დაუმარცხებელი გენერალი...

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1871 წელს კასპის რაიონის სოფ. სასირეთში. წარმოშობით მათი გვარი მესხეთიდან ყოფილა, რასაც თურქების მიერ შედგენილი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარიც“ ადასტურებს. მამა, ივანე მაზნიაშვილი, გიორგის სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა და რადგანაც ეს პატარა გიორგის სურვილიც იყო, იგი თბილისის იუნკერთა სასწავლებელში შეიყვანეს. სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ გიორგიმ მეფის არმიაში დაიწყო სამსახური. თავი გამოიჩინა რუსეთ–იაპონიის 1904–1905 წლების ომში. შემდეგ იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც დაიჭრა და პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. აქ მას თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. ლაზარეთში გენერალი იმპერატორმა ნიკოლოზ II–მ ინახულა და იმპერიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ჯვარი გადასცა, შემდეგ გმირობისა და მამაცობისათვის საგანგებო სამხედრო იარაღით – ოქროსვადიანი ხმლით დააჯილდოვა. იმპერატორი იმდენად დიდ პატივს სცემდა მაზნიაშვილს, რომ სასახლეში მიიწვია და მისი ქალიშვილი ანეტაც მონათლა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის არმია დაიშალა. გენერალი მაზნიაშვილი თავისი 60 ქართველი მებრძოლით სამშობლოში დაბრუნდა. აქ მან შექმნა ორი ეროვნული დივიზია. საქართველოში მეტად მძიმე ვითარება დახვდა: ქაოსი, არეულობა, მტერი ყოველი მხრიდან შემოდიოდა: სამხრეთიდან მოიწევდნენ თურქი ასკერები, სამხრეთ–დასავლეთიდან სომეხი დაშნაკები და აზერბაიჯანელი მუსავატები, ბაქოდან და მამისონის უღელტეხილიდან რუსები შემოჭრილიყვნენ, რომლებსაც ორჯონიკიძე, კიროვი და გეგეჭკორი მოუძღოდნენ. ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში საქართველოს მთავრობის ერთადერთი იმედი გიორგი მაზნიაშვილი იყო. 1918 წელს კავკასიის კომისარიატმა მას დაავალა თბილისის დაცვა დემორალიზებული და თურქეთის ფრონტიდან ქაოსურად უკანდახეული რუსული ნაწილებისაგან, რომლებსაც თბილისის აღება სურდათ. მაზნიაშვილმა ამ საფრთხის არიდება ჯავშანმატარებლითა და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკით შეძლო. 1918 წელს რუსეთმა ბრესტის ზავით თურქეთს გადასცა ქართული მიწები მათ შორის აჭარა. თურქეთმა ეს არ იკმარა და გურიასაც შეუტია. „მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს, მთელ სამხრეთ საქართველოს! თქვენს ოზურგეთს!... ისევ თქვენი მჭადით, ცულითა და ნაჯახით უნდა დაუხვდეთ მტერს და სძლიოთ!“ ამ მოწოდების შემდეგ მაზნიაშვილმა სახალხო ლაშქრის, პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით არა მარტო გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა რა გამარჯვება ჩოლოქის ბრძოლაში, ბათუმიც გაათავისუფლა.

1918 წლის აპრილში აფხაზეთიდან მაზნიაშვილთან დელეგაცია მივიდა, რომელმაც სთხოვა, მტრისგან გაეთავისუფლებინა აფხაზეთი. ამავე წლის 18 ივნისს იგი აფხაზეთის გენერალ–გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა. ქართული ჯარით, სახალხო გვარდიითა და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, მაზნიაშვილმა იოლად ჩაახშო პრობოლშევიკური აჯანყება, შემდეგ კი თეთრგვარდიელებისგანაც გაათავისუფლა აფხაზეთი (გაგრა, სოჭი და ტუაფსე). 1918 წლის ოქტომბერში იგი იყო თბილისის გენერალ–გუბერნატორი. ამავე წელს სომხეთ–საქართველოს ომის დროს წარმატებით დაიცვა საქართველოს სამხრეთი საზღვარი და წარმატებით უკუაქცია გენერალ კანაიანის ჯარები საქართველოს საზღვრებიდან, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი. 1919 წელს ის მსახურობდა ახალციხე-ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორად. 1920 წლის ოქტომბერში თბილისის კომენდანტად გადმოვიდა. 1921 წლის თებერვალში იცავდა ფონიჭალის რაიონს XI ბოლშევიკური არმიის ნაწილებისგან მაგრამ... ბოლშევიკებმა თბილისი აიღეს. იმავე წლის მარტში თურქებმა, ქიაზიმ ბეის წინამძღოლობით, ბათუმი კვლავ დაიკავეს. ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარება მაზნიაშვილს სთხოვეს. „თქვენ იცით, რომ კანონგარეშედ იყავით გამოცხადებული და ყველა კომუნისტს ჰქონდა უფლება მოეკალით, მაგრამ არ მოგკლავთ. მენშევიკების გენერალო, ოღონდ იბრძოლეთ ჩვენთან ერთად! – ასე მიმართა მას შეხვედრისას სერგო ორჯონიკიძემ. „მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!“ – ასეთი იყო მაზნიაშვილის პასუხი. მან სასწრაფოდ შეიმუშავა ბრძოლის გეგმა და ბათუმის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლა გააჩაღა. 9 ათასი თოფიდან მხოლოდ 183 აღმოჩნდა გამოსადეგი. გენერალი გაოცებას ვერ მალავდა, თუმცა 4 დღეში მან მაინც მოახერხა, რომ ბათუმსა და მის ოლქში მტრის არც ერთი ჯარისკაცი აღარ ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, 1923 წელს, წითელი ტერორის დროს, მაზნიაშვილი დააპატიმრეს და ირანში გადაასახლეს. დიდხანს იყო ემიგრაციაში, ცილისწამება და უსამართლო ბრალდებები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა: ბრალს სდებდნენ, თითქოს მან აცნობა საბჭოთა ხელისუფლებას 1924 წლის აჯანყების შესახებ, მის სახელს იყენებდნენ სხვადასხვა ავანტურის დროს, მაგრამ სამშობლოს გარეთ ცხოვრება მას მაინც არ შეეძლო, ამიტომ მხოლოდ ერთს ითხოვდა– საქართველოში დაბრუნების უფლება მიეცათ! ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მან შეძლო დაბრუნება, დასახლდა მშობლიურ სოფელში, ჩამოშორდა ყოველგვარ პოლიტიკურ საქმიანობას და გლეხურ მეურნეობას მიჰყო ხელი. მოაგვარა სოფელში სასმელი წყლის პრობლემა, ააშენა სკოლა, მაგრამ არ დასცალდა მშვიდი ცხოვრება. 1937 წლის მასობრივი ტერორის დროს მაზნიაშვილი თავის უფროს ვაჟთან – ვანოსთან ერთად დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე ორივე დახვრიტეს. სამშობლოს მხურველე სიყვარულით გულანთებული კიდევ ერთი პატრიოტის სიცოცხლე დასრულდა ისე, რომ შთამომავლობამ მისი საფლავის ადგილსამყოფელიც არ იცის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ დაგვხმარებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზევრუსი ღორი გუდოვიჩი ამ ბრზოლას არ წავაგებდით!!!

 

და სანამ რაღაცის მტკიცებას დაიწყებთ ჯერ კარგად გაეცანით ისტორიას და შეიცანით რუსეთის რეალური სახე

 

ჯგარი ხარ. შენი ნებართვით დავდებ ამას ერთ ფორუმე. მაგრად სჭირდებათამათ ეს ამბე გამოსაფხიზლებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი მართლაც არასოდეს არ დაგხვმარებია, მაშინ როცა ფინეთთან და თურქეთთან ბრძოლაში ათასობით ქართველია დაღუპული, ისევე როგორც ჩრდ. კავკასიის დამორჩილებისას. იგივე გრძელდებოდა XX საუკუნეში, როცა ავღანეთში რუსეთის ინტერესებს შეეწირა ათეულობით ქართველი ბიჭი. როცა ამბობენ ხოლმე - ერთმორწმუნე რუსეთი გვირჩევნია ამერიკასო - მწარედ მეცინება. სანამ ასე მოაზროვნე ადამიანები არსებობენ ჩვენი საშველი არ იქნება. სამი წლის წინ ვიყავი მოსკოვში შემაძრწუნა ქართველებისადმი გამოვლენილმა ზიზღმა. მერწმუნეთ ხალხო მათ ჩვენ ვეზიზღებით. თუმცა ყველას არა, ძირითადად შეხება მქონდა იქაურ ინტელიგენციასთან და მათგან სითბოს და მონატრებას ვგრძნობდი, ნოსტალგიას მზიანი საქართველოს მიმართ. აი ქუჩაში როცა გავდიოდი თავი ნაცისტები თავყრილობაზე მეგონა. თბილისის გაგონებაზე ხალხს ბურძგლავდა, იმდენად დიდია მთავრობის მიერ ანტიქართული პროპაგანდის ძალა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი მადლობა შენ :) ფრიდრიხ, ძალიან კარგი მასალები დადე. ზოგიერთებს უნდა გაუკრა ყველა კედელზე რომ დღეში რამოდენიმეჯერ მოუწიოთ წაკითხვა. იქნებ გაიგონ რამე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯგარი ხარ. შენი ნებართვით დავდებ ამას ერთ ფორუმე. მაგრად სჭირდებათამათ ეს ამბე გამოსაფხიზლებლად.

 

ივანე ვასილის-ძე გუდოვიჩი

 

http://i009.radikal.ru/0912/5b/922eee7227cf.jpg

 

მსახურობდა 1759-1812-წლებში

 

პავლე პირველმა გაგდო არმიიდან 1800-წლის ივლისში

 

1806-წელს დაინიშნა საარმიო დანაყოფების მმართველად საქართველოში და დაღესტანში

 

ნაძირალას დაემართა მძიმე დაავადება დაკარგა თვალი და დატოვა კავკასია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...