Jump to content
Planeta.Ge

გრეჩიხა-მთავარია საზოგადოებას ახალი საპროტესტო ტალღის შესახებ დავაჯეროთ


Recommended Posts

ლევან გაჩეჩილაძე - მთავარია საზოგადოებას ახალი საპროტესტო ტალღის შესახებ დავაჯეროთ

20 / 12, 2009 18:49

 

მთავარია, საზოგადოებას დავაჯეროთ ახალი საპროტესტო ტალღის შესახებ, რომელიც ყველაფერს გულისხმობს, რაც საპროტესტო ტალღას სჭირდება, - ამის შესახებ, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან

გაჩეჩილაძემ განუცხადა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ლიცემერი: აშკარად ძალიან სუსტია გრეჩიხა და არა მარტო ის, არამედ ოპორადიკალები, რამეთუ მესამე :takodazeppe: "კრუგზე" აპირებენ წასვლას, მაგრამ არ ითვალისწინებენ შეცდომებს , რომლებმაც მათი ქმედებანი აბსურდული და ნონსენსის შემცვლელი გახადა. ერთი სიტყვით, ჩემი აზრით, ოპოზიცია, რომელიც თავისას "აწვება", მაგრამ არა აქვს გამოკვეთილი სტრატეგია (თუ არ ჩავთვლით მარგინალურ და ძალიან სახიფათო მაქსიმას: მიშა მოვტეხოთ და მერე დავჯდეთ და ვილაპარაკოთ) და მკაფიო მიზნები, როგორც წესი, თავის მიზანს ვერ აღწევს.

 

მ ოკლედ, უზერებო, თქვენი აზრით, შეძლებენ თუ არა ოპორადიკალები გაზაფხულზე ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავარია საზოგადოებას ახალი საპროტესტო ტალღის შესახებ დავაჯეროთ

20 / 12, 2009 18:49

აი ვინმემ დამაჯეროს რა რომ ამისი ნაგლი ოფოფები მიშკას ნაგლ ოფოფებზე უფრო პატალაა:takodazeppe:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ვინმემ დამაჯეროს რა

T_A_T

მე პას :takodazeppe:

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ი ტი ბრუტ???

T_A_T

დიახ კეისარო :takodazeppe:

 

 

ანგარიში გათანაბრდა 1-1 :takodazeppe:

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

საპროტესტო ტალღის აგორება შესაძლებელია მაგრამ აზრი? გეთანხმები იმაში რომ მიშა მოვტეხოთ და მერე ვილაპარაკოთ დაუშვებელა და მიშას ეგრე ადვილადაც ვერ მოტეხავენ როგორც გონიათ ის არ გადადგება გამორიცხულია მე მყავს წონასწორობიდან გამოსული საკაშვილი ნანახი მმმმ ტანში ჟრუანტელი მივლის როცა მახსენდება მართლა დორბლიანი გიჟი კი არ არის არამედ ჩამოყალიბებული ჯალათია რომელიც ისევ გასცემს ბრძანებას სპეც დანაყოფების მიმართ როგორც ეს 7-ნოემბერს მოხდა რჩება ერთადერთი გზა აჯანყება გადატრიალება დამხობა ანარქია ქაოსი რასაც დღევანდელი შსს-აღარ დაუშვებს იმ მომენტში მათ ვერ შეძლეს დაჯდომა მაგიდასთან და მოლაპარაკება ნუთუ ასე ძნელია კომპრომისის მიღწევა მაშინ მანდ მოქმედებდნენ ავჭალის დანაყოფები იუსტიციის სპეცრაზმები უშისროების ჯარები და კიდევ რამოდენიმე ზე საიდუმლო დანაყოფი და ოპოზიცია ძალით ვერაფერს გააკეთებინებს მიშას გამორიცხულია გზების გადაკეთვით სიმშილობით მაგას გული არ უჩუყდება ერთადერთი გზაა დაჯდნენ და ილაპარაკონ მიაღწიონ შეთანხმებებს და კომპრომისები დაუშვან ჩვენი თაობა ყველაზე ცოდოა ვნახეთ უშუქობა დანგრეული თბილისი გაჭირვება მხედრიონი განუკითხაობა მოგვბეზრდა ბურჯანაძეების ნაირი პოლიტ-მაფიოზების ბრძოლა სკამებისთვის გრეჩეხას ნაირი ბიზნეს ვალების დასაფარად მებრძოლი პოლიტიკოსები პატარკაციშვილის ნაირი სისხლიანი ფულის მქონე ბიზნესმენების ბრძოლები სკამებისთვის რომ შემდეგ ეს ფული გრეცხონ სისხლისგან ( თუმცა პატარკაციშვილმა ბევრი კარგიც გააკეტა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებოდა მონასტერები გაარემონტა)ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა ჩემ თაობას და მე პირადად როდის მოვა ის დრო რომ პოლიტიკა შორს იყოს ჩვენგან და გვქონდეს ნორმალური წყნარი წყნარი წნარი ცხოვრება აქვე დავამატებ რომ რა თქმა უდნა მიშაც არ არის ანგელოზი არანაირად მაგრამ უნდა შევიგნოთ რომ პრეზიდენტის დამხობა და პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომა არ მოხდება დაუშვებელია ყოველდრე რომ 7-ნოემბერი მოვაწყოთ პრეზიდენტს ვეღარ დაამხობს ვერავინ სანამ თავისი 3-თუ 4-წელი არ გაუვა ჯანდაბა მაგას

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუთუ ასე ძნელია კომპრომისის მიღწევა

FRIDRIX

ქართველებში ძნელი კი არა, არამედ, ჩემი აზრით, ჩემო ბატონო FRIDRIX , თითქმის შეუძლებელია. რადგან ჩვენ არ გვიყვარს ადამიანები, რომლებიც საქვეყნო საქმეს აკეთებენ. საკმარისია მსგავსი სურვილი შევამჩნიოთ ვინმეს და იმ წუთში მხრებში ვწვდებით, რომ იმანაც იგივე სიმღერა იღიღინოს, რომელსაც ჩვენ ვღიღინებთ

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ქართველებში ძნელი კი არა, არამედ, ჩემი აზრით, ჩემო ბატონო FRIDRIX , თითქმის შეუძლებელია. რადგან ჩვენ არ გვიყვარს ადამიანები, რომლებიც საქვეყნო საქმეს აკეთებენ. საკმარისია მსგავსი სურვილი შევამჩნიოთ ვინმეს და იმ წუთში მხრებში ვწვდებით, რომ იმანაც იგივე სიმღერა იღიღინოს, რომელსაც ჩვენ ვღიღინებთ

 

 

და ყველზე ცუდი თუ კი ოპოზიციიდან ვინმე გადაწყვეტს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ის მოღალატეა და თუ ხელისუფლებიდან გადაწყვეტს თანამსრომლობას ის მოღალატეა და ამ მოღალატეობის იარლიყის შიშით ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ვზარალდებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ყველზე ცუდი თუ კი ოპოზიციიდან ვინმე გადაწყვეტს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ის მოღალატეა და თუ ხელისუფლებიდან გადაწყვეტს თანამსრომლობას ის მოღალატეა და ამ მოღალატეობის იარლიყის შიშით ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ვზარალდებით

FRIDRIX

ეს უკვე ჩვენი პრიმიტიულობის მიმანიშნებელი ზნეა, რომელიც ხელს გვიშლის სრულად აღვიქვათ მოვლენა, საგანი, და სერთოდ ადამიანი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გრეჩიხა-მთავარია საზოგადოებას ახალი საპროტესტო ტალღის შესახებ დავაჯეროთ

რას უწუნებთ ამ თემას? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახელმწიფო ინტერესები თქვენთვის არაფერს ნიშნავს... ყველაფერზე მიშა, მიშა გაკერიათ.. ნუთუ ნამგალ-ურო რუსეთუმემ ისე გაგაბეჩავად რომ ვლადიკას სინდრომი ასე ღრმად დაგიტოვათ - ახმეტაში ექიმი ვაუჩერის გარდა ფულს სძალავს თურმე ერთ ორსულს, ეს მიშას ბრალია (ამ ადამიანს კი აზრად არ მოუვა საკუთარ თავში, ან იმ ფულზე დახარბებული გინეკოლოგში დაინახოს ბოროტების სათავე) ეს გრანდიოზული მონუმენთი ვერ ააფეთქეს ..ეგეც მიშას ბრალია... ომის დროს ანექსირებული მიწების ანექსია მოახდინა რუსმა - ეგეც მიშას ბრალია..ყველამ ხომ კარგად იცით რომ ის მიწები კი არა მთლიანი საქართველო უნდოდა.. ნუთუ საკუთარი თავის, სამშობლოს დაცვა დანაშაულად იქცა მხდალთათვის ?! ნუთუ რუსს ისედაც არ ქონდა ანექსირებული და უფრო მეტიც "მიროტვორეცის" სახელით ოზურგეთსა და გორის მიდამოებშიც არ ტარეშობდა ცნიკურად? ნუთუ რუსმა შეძლო ქვეყნის დაპყრობა?! ნუთუ ჩვენი ქვეყნის არაოკუპირებული ნაწილი გავს პალესტინას და არა რუსეთი, სადაც ფედერალურ გზებზე კვირაობით ამჟამადაც, ამ ყინვა ყიამათში, საცობებია და აფეთქებული მატარებლის დასახმარებლად წასული სასწრაფო მანქანები ჭაობებში არ იფლობა და სად? მოსკოვ-პეტერბურგის გაზისგასაყარზე.. საშინელებაა რომ ამას გულღძო ხალხი ვერ ხედავს.. ნუთუ არ იცით რომ მთლად განადგურებული სახელმწიფოებრიობის ყველა სფეროს წამოწევა ძნელია ერთბაშად.. თავად საავადმიყოფოსათვის განკუთვნილი შენობის აშენებას მასში საექპლუატაციო სისტემების, საოპერაციო ბლოკების, სტერილიზაციის რეჟიმის, პროფესიონალური კადრების შექმნა ურთიერთშეწყობას და ბოლოსდაბოლოს თავად შენობის ჯდომას სულ მინიმუმ 5 -6 წელი სჭირდება? ნუთუ არ იცით რომ საშინლად განადგურებულის აღდგენას დრო სჭირდება და მტკივნეული ძვრები ისე როგორც მოტეხილი, ან ნაღრძობი ხელის ბუდეში ჩასმასა და მის მორჩენას...ნუთუ ვერ ხედავთ რა კეთდება ჩვენთან და რა ხდება რუსეთშI? ამაზრზენია გაწონასწორებული ხასიათის შენარჩუნება ისეთ პრეტენზიულ ზარმაც,ამპარტავან ურთიერთმოქიშპე, სამშობლოს სახელმწიფფოდ არმცნობ ერთან, როგორიც საქართველოშია...

მოსპეთ ყველა ვინც კი სახელმწიფოდ გადაქცევას ეცდება! გაანადგურეთ ეძახეთ გიჟი გადარეული სულელი, დორბლიანი, ვინცკი ქვეყნის სახელმწიფოდ დამსგავსებას ცდილობს.. ძაღლ-ტურებივიტ დაგლიჯეთ ყველა , ვინც კი ეცდება დაიცვას საქართველო თუნდაც უწონაწორო ბრძოლაში და მერე კი მარალფარდოვნად ამგვარ ბრძოლაშივე გარდაცვლილი ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამასი არაგველის სადღეგრძელო დალიეთ დიდის მაღალფარდოვნებითა და ზოგიერთი თვითკმაყოფილების ღორული გრძნობითაც, თან აგინეთ მთავარსარდალი, რატომ მკერდს არ უშვერს თვითმფრინავის რაკეტებს... მძიმეა თქვენი საუბარი ,მძიმეა თქვენი მოშლილი ფსიკიქის ყურება , მძიმეა ჩემი ქვეყნის ყურება, რომელსაც უფალმა მისცა შანსი დიდი მსხვერპლის ფასად მაგრამ მაინც შეინარჩუნოს თავისი სახელმწიფოებრიობა , მძიმეა მი ქვეყნის საზოგადოების ყურება, რომელიც ომის დროს სააკაშვილის მიერ ჰალსტუჰის სიმწრით დამუწვას ხან დაღეჭვას ,ხან ჭამას ქილიკით ეძახის და ვერ ხედავს ამაში თავის ქვეყნის სასოწარკვეთილ მცდელობას - გადაირჩინოს თავი სატანისებრი ურჩხულისაგან.. მძიმეა გიყუროთ თუ როგორ გაუტავებლად საუბრობთ ამ რუსულ გაპიარებულ ხალსტუხიჭამიობაზე, სიგიჟეზე, და ამავე დროს ერთი სიტყვიტაც არ განიხილო საკუთარი ქვეყნის დაცვის თუნდაც ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, ისე როგორც საკუთარ ტკივილად.. არასოდეს არმსჯელობთ რა აჯობებს რააა უკეთესი ,მარტო გადადექი გადადექი .. სხვა რომ მოვა ახლა იმას დაუძახებთ გადადექი, გიჟიო დორბლიანიო... მანამ სანამ არ მოვა მართლა გიჟი ამ გრეჩიხასავით დამგინებელ-შამგინებელი..მერე კი გაოგნდებით, როცა მიხვდებით რომ თქვენი ამაზრზენი ხუმრობა ახდა და ქვეყანა მართლა გიჟს ჩააბარეთ..მერე..მერე გელით საგიჟეთი,.სადაც ზედამხედველი გიჟი გეყოლებათ, თავად კი ჭკვიანი, უფროსწორედ მოჭკვიანებული პაციენტები იქნებით... ნუთუ ესაა უფალო ჩემი ქვეყნის აღსასრული? ამ ამპარტავანი, გაუტანელი, მცონარა და ქურდბაცაცა ხალხის ხელში გველის აღსასრული? ნუთუ ჩვენვე არ ვქმნიდით ვარძიას, ნოქალაქევს, უპირველეს მეტალურგიას - ქალკოსს, ოქროს საწმისად წოდებულ ძვირფასი მეტალების სედიმენტირებული მოპოვების გენიალურ ხერხებს, ულამაზეს ქართულ ორნამეტებს, განა ახლა არ ვქმნით ამ ლამაზ გზებსდა და ლამაზ სიღნაღს, ძველ თბილისს, ლამაზ ფითქინა ქუთათისსა და ულამაზეს ბათუმს?!..რატომ კეთდება ახლა ეს ყველაფერი გულბოროტთა დაცინვასა და ქილიკში..ნუთუ ასე იყო უწინ?!.. ნუთუ არ გვეკუთვნის სახელმწიფობრიობა? ნუთუ... დამღალეთ.. მართლა დამღალეთ თქვენი საშინელი პრეტენზიულობით უსასრულო ქილიკითა და ამაზრზენი გულბოროტებით... ყველამ მომიტევეთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ ერს უნდა კვლავ ვასწავლოთ მუშაობა, მძიმე და დაუღალავი მუშაობა, მე რომ ამერიკაში ჩამოვედი ფრეიმინგზე დავიწყე დამხმარე მუშად მუშაობა მერე დურგლობაც ვისწავლე...6 თვეში სულ სხვა გავხდი სიგარეტი ხომ გადამაგდებინა დაუსვენებელმა მუშაობამ .საჭმელსაცკი მხოლოდ წვენსა და ვაშლს ვჭამდი ლანჩზე, რომ სწრაფად მემუშავნა.. გამაძღარზე ნელი ხარ საქმეს ვერ აკეთებ.. 8 თვეში ფორმენი(ბრიგადის უფროსი ვიყავი) ამით დავიწყე სწავლის ფულის შეგროვებაც და გამოცდებისათვის სწავლაც..სულ სხვა რამეა აქაური სწავლა- საოცარია, რომ თავად ამერიკელები არ აფასებენ სწავლას, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი წარმადობის მუშა ამერიკელია... ყველაზე კარგი სასწავლებლები აქაა ამერიკაში.. წეღან ამბობდით ლეიკემიით დაავადებულებს ეხმარებოდაო..განა რა საერთოდ ერს არ უნდ შეეძლოს ლკეიკემიით დაავადებულთათვის შექმნას მოხალისე დონორთა მონაცემთა ბანკი?რამდენი გაიღებს ძვლის ტვინის პუნკციას დონორობით სხვისი შვილის გადასარჩენად.. მე ჰუმანიტარული ორგანიზაციის გასვლითი სხდომები შემიწყვეტია რაიონში, თავად გავსულვარ ლეიკემიით დაავადებუიულისათვის სისხლის მისაცემად .

გამიცია ძვლის ტვინი პუნკციით, მართალია არაა ადვილი, გამჭოლი ტკივილია მერე თან ღამით ძილის წინ ყველაზე მეტად..მაგრამ რომ გაიხსენებ ვიღაცას შეუმსუბუქე გასაჭირი..მოკლედ მოგეშვება ეს ტკივილი რაღაც დროში რაა..

მოკლედ არ შეიძლება სულ გულბოროტად ილაპარაკო ...მომავალშიც სხვა პრეზიდენტის დროსაც მოხდება მრავალი დანაშაული, მრავალი შეცდომა, მაგრამ თუ არ მივუტევებთ როგორ ისწავლის შეცდომის მაგალითზე..სულ დაძაბული აშენო ჩვენი უპრეტენზიკულესი და უმცონარესი ერის მქონე ქვეყანა საშინელი ტვირთია.. ერთხელ მაინც თქვით თქვენეული უსაფრთხოების დალაგებული გეგმა ის არა რუსტან ,თუნდაც ჩვენ გამუდმებით მკვლელთან ძალათი ვიმეგობროთო.. და ქვეყანა აყვავდებაო...რუსი რომ მკვლელია ეგ ყველაზე რუსეთუმე შებარდნაძის დროსაც დადასტურდა.. როგორც კი საქართველო განადგურდა და კომაში ცავარდა ამაზე მშვიდობას ნუ ეძახით, რადგან როგორც კი ამ მკვდარმა სიცოცხლის ნიშნები გამოავლინა და ძლივს ძლივობით ბაქოჯეიჰანი გაატარებინა საკუტარ გაპარტახებულ მიწაზე, რუსმა ესევე დაიწყო ქართველთკვლა და აფეთქებები.. გაიხსენეტ .. მაშინ აირია საქართველო ...მოდით ნუ გავიმეორებთ შეცდომას ნუ გავხდებიტ ნეiტrალობით მარტონი და ნუ გადავაყლაპინებთ რუსს ჩვენს მიწაწყალს.. ანექსირებულის ანექსირების ფასად, თუნდაც იმ ერთი მეოტხედისა, შეწვინარჩuნოთ სახელმწიფობრიობა ..გერმანელებს ჩვენზე უარესად ქინდათ საქმე..მაგრამ გადარჩნენ, მერე კი გამთლიანდნენ... მივყვეთ იმ გზას რაც ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ევოპული ცივილიზაციის გზას..

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გერმანელებს ჩვენზე უარესად ქინდათ საქმე..მაგრამ გადარჩნენ, მერე კი გამთლიანდნენ... მივყვეთ იმ გზას რაც ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ევოპული ცივილიზაციის გზას..

 

აი ამაში გეთანხმებით ბატონო გაგი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...