Jump to content
Planeta.Ge

თეა თუთბერიძის მორიგი "მკრეხელური" განცხადება


Recommended Posts

“თავისუფლების ინსტიტუტის” წევრი, თეა თუთბერიძე საგნგებო განცხადება ავრცელებს, განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში დაგეგმილია წმინდა სინოდის კრება, სადაც თუთბერიძის ინფორმაციით, პატრიარქის მამართ დასმულ კითხვებზე ხელმომწერი დეკანოზების; ზაზა თევზაძისა და კახაბერ კურტანიძისადმი დამსჯელი ღონისძიებების გატარება იგეგმება. თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებას, “ჯეოტოპნიუსი” უცვლელად გთავაზობთ

 

“მიმდინარე წლის 22 დეკემბერს იმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრება. არის ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიმართ საზოგადოებაში წლების მანძილზე დაგროვილი კითხვების შემცველ ღია წერილზე ხელის მოწერისათვის დეკანოზების ზაზა თევზაძისა და კახაბერ კურტანიძისადმი წმინდა სინოდის მიერ დამსჯელი ღონისძიებების გატარება იგეგმება.

 

ეს იქნება არამარტო სრულიად უკანონო რეპრესია ამ ორი მღვდელმსახურისა, არამედ წერილზე ხელისმომწერი დანარჩენი 233 ადამიანის და მთელი ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა.

 

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ საჭიროა სინოდის კრების გამართვამდე მივმართოდ სინოდს ოფიციალურად. შემუშავდა ერთგვერდიანი მიმართვის ტექსტი. აღნიშნული ტექსტის გაგზავნა საპატრიარქოში მოხდება ორშაბათს, სინოდის კრების წინა დღეს. ვფიქრობთ, კარგი იქნება მიმართვის ტექსტი ჟურნალისტებისათვის და საზოგადოებისათვისაც მედიის საშუალებით გახდეს ცნობილი.

 

ამიტომ, ორშაბათს, 2009 წლის 21 დეკემბერს, 14.00 სთ-ზე გაიმართება პრეს-კონფერენცია არტ კაფეში (მის: ორბელიანის ქ. 31. ყოფილი ამერიკის საკონსულოს ტერიტორია, კოლმეურნეობის მოედანზე). პრესკონფერენციაზე მოხდება მიმართვის წაკითხვა.

 

გთხოვთ მობრძანდეთ. ასევე ვთხოვოთ ეს ინფორმაცია მიაწოდოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი თანამოაზრეები არიან ამ კუთხით და ვიცით რომ ეს საკითხი აღელვებს და ვთხოვოთ მობრძანება. ალბათ ჟურნალისტები ინტერვიუებსაც აიღებენ და ამაზედაც იქნებ იფიქროთ. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დამირეკოთ ნომერზე: 899 627367

 

P.S. ვისაც სურვილი გაქვთ გაეცნოთ აღნიშნული მიმართვის ტექსტს, შევძლებ ხვალ გადმოგიგზავნოთ თუ მომწერთ თქვენს მეილებს. ტექსტი დარედაქტირებას ვთხოვ ვინმეს და. ასევე მოვიფიქროთ თუ ვინ წაიკითხავს მიმართვას.

წყარო: http://boqlomi.blogspot.com/

 

მემგონი მთლად შეიშალა ეს დედაკაცი, რა უნდა, ნუთუ პიარისთვის ღირს ასეთი რამეების წერა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მემგონი მთლად შეიშალა ეს დედაკაცი,

dachi2006

დალაგებული არც არასდროს არ ყოფილა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუუუუუ!!!! გამოვიდეს რა ვინმე საპატრიარქოდან და გასცეს ამ რეგვენების "შეკითხვებს" პასუხი!!!! არაა ნორმალური ის "პოზიცია" რაც საპატრიარქოს უჭირავს! როცა დოკუმენტები იდება შენს წინააღმდეგ ( და ეს არა მხოლოდ პიროვნული დისკრედიტაციის მცდელობაა, არამედ მთლიანად ეკლესიის), კეთილი ინებე და ზოგადი ფრაზებით ( სოროსელები, სატანის მოციქულები,ესენი მართლმადიდებლობას ებრძვიან... და ა.შ.) კი ნუ შემოიფარგლები, არამედ ასევე დოკუმენტალურად დაუმტკიცე, რომ ისინი ქართულ მართლმადიდებლობაზე გულშემატკივარნი კი არა გარკვეული ძალების მიერ პოლიტიკურად მართული ჯგუფია, რომლებსაც საკმაოდ სახიფათო მიზნები ამოძრავებთ!!!! :yes2: :papa: ამოვიდა ყელში რა ეს პინგ-პონგი!!!! :puke:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წერილზე ხელისმომწერი დანარჩენი 233 ადამიანის

1.არ არის მტელი საზოგადოება

2. სახელმწიფო მოხელეებისგან განსხვავებით ეკლესია არ არის ვალდებული უპასუხოს რაღაც შეკითხვებს

 

და საერთოდ ამ სკანდალურმა ტიპმა კარგად ჩაიხედოს კონსტიტუციაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინც რატომ უნდა დაისაჯონ ეს მღვდლები რა დააშავეს

რატომ და ქურდულ/კაი ბიჭური ინსტიტუტი რომ ჩაანაცვლა საპატრიარქომ და ხელის მოწერა გრეხი იყო ჩვენ შეკითხვებზე, ხოდა ,,დაატორმუზებენ" ახლა, როგორც თავის დროზე ბასილი ,,დაატორმუზეს"

 

 

როგორ არ მოგბეზრდათ ამ წყვდიადში და ფეოდალური განვითარების ხანაში ცხოვრება...

 

1.არ არის მტელი საზოგადოება

2. სახელმწიფო მოხელეებისგან განსხვავებით ეკლესია არ არის ვალდებული უპასუხოს რაღაც შეკითხვებს

 

და საერთოდ ამ სკანდალურმა ტიპმა კარგად ჩაიხედოს კონსტიტუციაში

შენა, რას ნიშნავს მთელი საზოგადოება, ასი ათასი მოწამის დღეზე რომ მოაწყვეს მიტინგი, ეგ არის არის საზოგადოება და ჩვენ არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ და ქურდულ/კაი ბიჭური ინსტიტუტი რომ ჩაანაცვლა საპატრიარქომ და ხელის მოწერა გრეხი იყო ჩვენ შეკითხვებზე, ხოდა ,,დაატორმუზებენ" ახლა, როგორც თავის დროზე ბასილი ,,დაატორმუზეს"

როგორ არ მოგბეზრდათ ამ წყვდიადში და ფეოდალური განვითარების ხანაში ცხოვრება...

შენა, რას ნიშნავს მთელი საზოგადოება, ასი ათასი მოწამის დღეზე რომ მოაწყვეს მიტინგი, ეგ არის არის საზოგადოება და ჩვენ არა?

დიდი მადლობა რომ გვეხმარებით ამ წყვდიადიდან და ფეოდალური ხანიდან გამოსვალში. სად იყავით ამდენი ხანი?

 

მე მეგონა ეს ფორუმი როგორმე გადარჩებოდა სიბინძურის, უმეცრების და უხამოსობის (რბილად რომ ვთქვათ და ფორუმს არ მივაყენოთ შეურაცყოფა) შემოსვლისგან და როგორც სჩანს შევცდი.

 

არ შეიძლება ამ "ფეოდალიზმთან" მებრძოლებს შეუქმნანა თავისი ფორუმი რომ იქ ანთხიონ ეს კომპლექსებით გამოწვეული ბოღმა. გასაგებია რომ ფსიქოლოგების ნაკლებობაა საქარველოში, მაგრამ მე არ მსურს ამ კომპლექსებთან ყოველდღიური კონტაქტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუუუუუ!!!! გამოვიდეს რა ვინმე საპატრიარქოდან და გასცეს ამ რეგვენების "შეკითხვებს" პასუხი!!!!

 

 

ეს კითხვები არ იყო,ეს იყო ბრალდება,რომელზედაც არ უნდა გაეცეს პასუხები.

 

Leo_Nafta

 

 

ადრეც მითქვია და ეხლაც გეტვი,რომ არასწორათ შეუტიეთ საპატრიარქოს.თქვენ ხმა რომ ამოგეღოთ ხელისუფლების უკანონობებზე,შეიძლება დავფიქრებულიყავი ამ კითხვებზე,მაგრამ დღეს საერთოდ არ მაინტერესებს რას აკეთებთ. :)

 

მე მგონია საწყენად არ მიიღებ.პროსტა რასაც ვფიქრობ იმას გეუბნები. :(

 

მაგარი გავცივდი შაბათს და იზმენაში ვარ ის დაწყევლილი გრიპი არ იყოს. ტეკილათი ვკურნალობ.:D:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...