shavlego91 Posted March 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2011 (edited) სანამ უშუალოდ გავიხსენებთ იმდროინდელ ამბებს თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ჩვენს ქვეყანაში და ვინ იყვნენ მთავარი იდეოლოგ-დამგეგმავები და აღმსრულებლები ამ უბინძურესი აქტისა, მანამდე ამ ვაიქართველთა ფრაზებით "დავტკბეთ": გაზეთი "იბერია-სპექტრი" (21-27 მაისი 1992 წელი): "გაფრთხილება: ყველა უკანონო მიტინგი იქნება დარბეული, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს ტყვიას ვესვრით". ჯაბა იოსელიანი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" (# 1, 1992 წლის იანვარი), საუბრობენ კიტოვანი და იოსელიანი: "-სიკვდილი თქვენ, ხელისუფლება – ჩვენ!" გაზეთი "აღდგომა" (#2 1992 წლის 3.10), ჯაბა იოსელიანი: "მეგრელები უნდა ამოწყვიტო და ამ მიწაზე სხვები დაასახლო". იოსელიანი ინტერვიუს აძლევს არკადი დუბინოვს - 1992 წ. (სიტყვა შეასრულა–ააოხრა კიდეც... ახლა, მოვალეობამოხდილი, მშვიდად განისვენებს დიდუბის პანთეონში) გაზეთი "დრო"(#45, 1997 წ.), მამუკა გიორგაძე: "ვინ თქვა, რომ ედპ-ს წევრები დეკემბერ-იანვარში არ ომობდნენ." "ჩვენ ვართ მე-20 საუკუნის ქართველი მაძინისტები, ვიცით, რომ ვივლით მხოლოდ პოლიტიკური გზით და შეცდომას ვერ დავუშვებთ, იმიტომ რომ მართალნი ვართ ღვთისა და ერის წინაშე. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია არ თამაშობს ხალხის გრძნობებზე. ჩვენ ბრბოს ვაქცევთ ხალხად..."(გ. ჭანტურია, გაზეთი "ლიტერატურული საქართველო", 18.X.89წ. 1992წ. 20-26 აგვისტო, გაზეთი "იბერია-სპექტრი": ნოდარ ლომოური:"დღეს საკითხი ასე უნდა დაისვას : "ბანდიტები საბოლოოდ უნდა განადგურდნენ." ლუიზა შაკიაშვილი: "მოგიწოდებთ ყველას გვერდში ამოგვიდგეთ... დრო აღარ ითმენს, სატანას ცეცხლითა და მახვილით უნდა გავუსწორდეთ." ელდარ შენგელაია: "ბანდიტები უნდა მოშორდნენ საქართველოს, როგორც შავი ჭირი". მზექალა შანიძე: "ისინი უნდა მოისპონ, როგორც კუთხეში მომწყვდეული ვირთხები". ირინა სარიშვილი: "დღეს ის ვითარებაა, როდესაც ყველა აღშფოთებულია და მომხრეა, რომ ეს ბანდიტური ჯგუფები საბოლოოდ აილაგმოს." ბანდიტურ ჯგუფებში გულისხმობენ "დემოკრატები" მოსახლეობის 87%-ს! "სარიშვილს გამართლებულად მიაჩნია მიტინგების დარბევა, ვინაიდან ის დესტაბილიზაციის მთავარი წყაროა, მისი თქმით "ვინც დასარბევია, უნდა დაირბეს". ( გაზ. "7 დღე" 16-22 აპრილი, 1993წ. #14) ელდარ შენგელაია: "თქვენ ახალგაზრდები ხართ და თქვენ ვიღაც ძალიან ცუდ გზაზე გკრავთ და გამოდით რომ.. სადაც ზვიადი გავუშვით, იქ გაგიშვებთ თქვენც.. გამოდით ქუჩაში... გამოვალთ ქუჩაში - რომ ყვირიხართ, გამოდით ქუჩაში.. გვაშინებთ?." (გაზეთი "სტუდენტური პაემანი" #9(14) 05.12.1996). ირაკლი წერეთელი: "ზვიად გამსახურდიას განთავისუფლებული საქართველო ჩვენ არ გვინდა." (გაზ. "თვალთაი", 22-28 ნოემბერი, 1996 წ.) აი, კიდევ რას აცხადებს გიორგი ჭანტურია (გაზ."ქართული ქრონიკა",VIII.90): "ჩვენ დუმილი არ ძალგვიძს მხოლოდ იმის გამო, რომ ვხედავთ: შევარდნაძე-გამსახურდიას ალიანსმა საქართველო შესაძლოა დაღუპვამდე მიიყვანოს... რაც შემეხება მე, ღმერთია მოწამე და ჩემი მეგობრები, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ საერთოდ ვაპირებ აქტიური პოლიტიკისათვის თავის დანებებას." დღეს უკვე ყველამ იცის, ვინც იყო და არის ალიანსში შევარდნაძესთან. ახლა, რას ბრძანებს ჯანსუღ ჩარკვიანი: "სწორედ აქ მინდა ვთქვა: საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს ხაზი ემთხვევა გარდაქმნის დევიზს, ნათქვამია: "მეტი სოციალიზმი, მეტი საჯაროობა, მეტი სინათლე, სწორედ ამ სინათლით ცდილობს რესპუბლიკა თავისი სიტყვის თქმას ერთა დიდ საძმოში."(ჯ. ჩარკვიანი,"კომუნისტი",23.I88). რა სიტყვაც თქვეს, ყველას კარგად მოეხსენება. ისევ ჩარკვიანი: "მე მაქვს იმის უფლება, რომ არ მომწონდეს ზვიად გამსახურდიას საქართველო."(ჯ.ჩარკვიანი, "განათლება", 25.IX.91 წ.) რა თქმა უნდა არ მოსწონდა, მას ხომ ერთა დიდ საძმოში უნდოდა დარჩენა! ვალერიან ადვაძე: "ჩვენ ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი სახალხო ფრონტის ჩამოყალიბებას. საქართველოს კომუნისტური პარტიის ხმა და სახალხო ფრონტის ხმა ერთად იქნება ერის ხმა, მთელი ხალხის ხმა."(გაზეთი "თბილისი", 27.IV.89). რამაზ კლიმიაშვილი: "ახლა ყველა განათლებული ადამიანი ხედავს, რომ გუმბარიძის რეჟიმმა ხელისუფლება თეფშზე დადებული მიართვა "მრგვალ მაგიდას", კი მაგრამ, რატომ?"("საქართველო" 12.XI.91) ეს კლიმიაშვილის აზრი არ გახლავთ. არამედ მოსაზრებაა იმ სახელმწიფოსი და იმ სამსახურისა, რომლის დაკვეთასაც ასრულებს კლიმიაშვილი. რევაზ მიშველაძე: მე არც ერთი პარტიის წევრი არ გახლავართ და არც არასდროს ვიქნები. სად შეიძლება ვიყო მე, მწერალი რევაზ მიშველაძე, რომლის მთელი შემოქმედება კომუნისტური რეჟიმის მხილებისაკენ იყო მიმართული, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ხელისუფლების გვერდით?" ("ცხოვრება", VI.91 წ.). კვლავ რ. მიშველაძე: "რესპუბლიკის მოედანზე ორმოცი ათასი კაცი ერთხმად რომ ღაღადებდა: "ძირს დიქტატურა, ძირს პრეზიდენტიო, საბოლოოდ ვირწმუნე მრგვალი მაგიდის ეიფორიული მმართველობის სავალალო დასასრული" ("დრონი",,20.IX.91). უკვე ჰალუცინაციებიც დაჰმართვნია–ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერი მრავალათასიანი მანიფესტაციები პუტჩისტური თუ ეგონა?!... (იხ. ვიდეოკადრები ამ თემაში) მისი ფრაზებიდან თუნდაც ეს რად ღირს! და კვლავ რ. მიშველაძე: "ბ-ნი ედუარდი მართალი იყო იმაში, რომ რამდენიმე ინტელიგენტმა მართლაც აიღო ხელში იარაღი." (გაზ.,"დრო",#40,1997). თამაზ კვაჭანტირაძე: "საარჩევნო კომპანიის დროს განვაცხადე: მე არ ვიბრძვი პრეზიდენტობისათვის, მე ვებრძვი პრეზიდენტობას."("ახალგაზრდა ივერიელი", 28.IX.91). „განათლების მინისტრობა“ რომ აჩუქეს „დაავიწყდა“ ნათქვამი ვალერიან ადვაძე: "მე და ჩემმა კოლეგებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ დიდხანს ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ საჭირო იყო სხვა კანდიდატი და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, ვერ გავიდოდით... მაინც უნდა დავპირისპირებოდით, არა მარტო მე, არამედ რაც შეიძლება მეტი კანდიდატი მაინც, რათა რაც შეიძლება მეტი პროცენტი წაგვერთმია მისთვის..."("ახალგაზრდა ივერიელი", 28.IX.91). თენგიზ სიგუა: "თქვენ ეჭვი გამოთქვით, რომ გამსახურდია ალიანსში იყო პუტჩისტებთან _ მე ამას არ ვამტკიცებ, მტკიცებას საბუთი უნდა. ამიტომაცაა, რომ ჩვენ დღემდე ოფიციალურად არ დაგვიწერია ეს ვერსია. ველოდებით იანაევის ოქმის გამოქვეყნებას."("დედამიწა", 26.IX.91) დღესაც ველოდებით თენგიზ სიგუას! ირაკლი შენგელაია: "ამ ეტაპზე, მიუხედავად პროგრამული განსხვავებისა, აზრთა პლურალიზმისა და პოზიციის, მოხდა გარკვეული შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის. ჩვენი მთავარი მიზანია პრეზიდენტის გადადგომა." ("განათლება", 18.IX/90). კარგი. თუ მათ არ მოსწონდათ პრეზიდენტი, დაეტოვებინათ კანონიერი მთავრობა, კანონიერი უზენაესი საბჭო, მაგრამ საქმეც ესაა,. მათ უნდა მოესპოთ საქართველოს 1991 წლის 9 აპრილს აღდგენილი დამოუკიდებლობა. ელდარ შენგელაია: "ჩემი აზრით, ოპოზიციას უნდა ეყოს გონიერება, რომ დღევანდელი მდგომარეობა შევინარჩუნოთ. გარკვეული დაპირისპირების არსებობა აუცილებელია..."("დრონი", 4.X.91). ირაკლი წერეთელი: "პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ მტკიცე გადაწყვეტილება, გვარდიელებსა და ნებისმიერ შეიარაღებულ ძალას უნდა მოუწოდონ, რომ გამსახურდია იარაღის ძალით იქნეს გადაყენებული...მე და ჩემს პარტიას მიღებული გვაქვს ასეთი გადაწყვეტილება _ ან ჩვენ ვიქნებით საქართველოში ან გამსახურდია იქნება, ან ჩვენ დავიხოცებით, ან ის, რადაც უნდა დაჯდეს ეს... ჩემი აზრით, ეს არის აუცილებელი, რომ გამსახურდია იქნეს ჩამოგდებული. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.("სოფლის ცხოვრება", 25.IX.91). "პრეზიდენტის მმართველობის დღეები დათვლილია."(ირ.სარიშვილი, დრონი,27.X.91). მამუკა გიორგაძე: ვინ თქვა, რომ "ედპ"-ს წევრები დეკემბერ-იანვარში არ ომობდნენ?"_კითხულობს გიორგაძე. (გაზ. "დრო", #45, 1997წ.)...შეკრიბა ბაჩომ...დიდი მადლობა მას ამისთვის! Edited March 17, 2011 by shavlego91 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted April 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2011 "...ძმანო და დანო,საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ესწამი არის ერთერთი უდედიბულესი,როდესაც ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასადა ვაებაში,როდესაც ამ სისხლისღვრაში, პირველად ასე შეკრული, ასემთლიანი წარმოდგა ქართველის ერი ღვთის წინაშე..."ეს სიტყვები სრულადასახავს აქციის არს , სულისკვეთებას და ქართველმა ერმა აირჩია ქრისტესგზა, წმ. ილია მართლის გზა, მერაბ კოსტავას გზა, რომლისკენაც ასემოუწოდებდა 26 მაისს " ქარჲშხალას " სტადიონზე ზვიად გამსახურდია. 9აპრილის გმირების როლზე და მნიშვნელობაზე საქართველოს რესპუბლიკისპრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას განუცხადა აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტთა ლიდერმა ,შემდგომ ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველმა. მან აღნიშნა,რომ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ , 1989 წლის 9 აპრილმა გადამწყვეტიროლი შეასრულა ,როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების , ისე საბჭოთარესპუბლიკების განთავისუფლებაში...1991 წლის 9 აპრილს სწორედსაქართველოს ეროვნულ მოძრაობას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას,ამ გმირებს დაუდგა " ძეგლი"ქართველმა ერმა,როცა თითოეული მამულისშვილიოცნება აღსრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted May 6, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2011 წმინდა გიორგი-ქართული მებრძოლი ქრისტიანობის კულტიFiled under: ზვიად გამსახურდია — Tags: გამსახურდია, ზვიად, წმინდა გიორგი — georgianeli @ 9:22 pm * * *“ქართველობა გააერთიანა ქრისტიანობამ, ქართულმა ქრისტიანობამ. კერძოდ, წმინდა გიორგის კულტმა. სამურზაყანოდან საინგილომდე ყველგან მისი ტაძრებია, ყველგან თაყვანს სცემენ მას. მართლაც და რა უნდა იყოს უფრო დიდი ემბლემა ჩვენი ერის სულისა, ვიდრე თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, ვეშაპის განმგმირველი”. * * *“ქრისტიანული წმინდა გიორგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა და ამავე დროს, არის მიწიერი სახე იმავე სულიერი არსებისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, დრაკონის დამთრგუნველი. ეს სახე და ეს კულტი იყო ყველაზე მახლობელი ქართული მოდგმისათვის. საქართველოში ქრისტიანობამ მიიღო გიორგიანობის სახე”. * * *“წმინდა გიორგის სახეში ქართველი ხედავდა არა მხოლოდ კაბადოკიელ წმინდანს, არამედ ქრისტიანულ ღმერთს. ღმერთი მას წარმოედგინა წმინდა გიორგის მებრძოლ სახეში, დრაკონის დამთრგუნველ სახეში ე.ი. მიქაელური ასპექტი ქრისტიანობისა იყო ყველაზე მეტად მახლობელი საქართველოსათვის”. * * *“მებრძოლი ქრისტიანობა ქართული კულტურის შინაგან თვისებას ასახავს, რაც წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განმგმირვაშია ხორცშესხმული”. * * *“ქართველისათვის წმინდა გიორგი სიმბოლოა მებრძოლი ქრისტიანობისა, სიმბოლო თავად ღვთისა, ძალისმიერ, მებრძოლ ასპექტში, ბოროტების დამთრგუნველ ასპექტში. წმ. გიორგიმ ქართველი ხალხის წარმოსახვაში შეიერთა ყოველივე ის საუკეთესო, რაც მოიტანა ქრისტიანობამ”. * * *“ქართული ქრისტიანობა თავისი არსით არის სამხედრო ქრისტიანობა. ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა და ასევე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა”. * * *“წმინდა გიორგი თვით საქართველოს სიმბოლოა, გამუდმებით მტერთან მებრძოლის, ბნელეთის ძალებზე გამარჯვებულის”. * * *“ქართული ცნობიერების საფუძველია ქრისტიანულ ღირებულებათა პრიორიტეტი, სულიერის მატერიალურზე მაღლა დაყენება, ღვთის და ერისათვის თავგანწირვა და მარტვილობა, ქრისტიანული რაინდობა. ამ მახასიათებლების მიხედვით უწოდეს უცხოელებმა ქველ ქართველებს გეორგიანნი, რამეთუ საქართველოს აღიქვამდნენ, როგორც წმინდა გიორგის ერთიან ორდენს. ეს არის ჭყონდიდლურ-აღმაშენებლური მსოფლმხედველობა”. * * *“ქართული ცნობიერების ხატია წმინდა გიორგი, ბოროტების ძალთა წინააღმდეგ ამხედრებული. ამიტომ არის იგი გერბი საქართველოსი. ეს არის მოწამეობრივი იდეალის მსახურება, მებრძოლი სიკეთე, მებრძოლი ქრისტიანობა… სწორედ ამიტომ შეერთდნენ და შეკავშირდნენ დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტების მსოფლიო ზალები. ამიტომ ცდილობენ ისინი დღეს საქართველოს სულიერად დაპყრობას, მის გადაგვარებას და განადგურებას”. * * *“წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო,ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არიშემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგიაიხსენი სამკვიდრო შენი გეორგიადიდების უფალი მართალთა მწედ არიწმინდაო რაინდო გველი არ დინდომოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!” წიგნიდან: “აირჩიე, ქართველო ერო!” ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.