Jump to content
Planeta.Ge

ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა


Recommended Posts

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი

 

1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ მასშტაბით. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი.[1] ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.

 

ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი — ქართველი ერის უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: "საქართველო" , "ოქროს საწმისი" , "საქართველოს მოამბე" და სხვა). გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგი". ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" ("Amnesty International") წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, შტაბ-ბინა მდებარეობს მაინის ფრანკფურტში) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში "მიმდინარე ამბების ქრონიკა" (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).

 

დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტის მიერ დაპატიმრებულ იქნა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.--ვიკიპედია.

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 47
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ზვიადზე და მერაბზე უთქვამთ

ავტ.: გეორგიანელი : 4/24/2004

 

ზვიადზე უთქვამთ

 

კონსტანტინე გამსახურდია (“წერილი ზვიადს”)

 

ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სასტიკ დროში და აწი დროა, სერიოზულად ემზადო, რათა შესძლო გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი... გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის”.

 

მერაბი ზვიადზე

 

”პირველობა ეკუთვნის ზვიადს”

 

”ბევრი ეცადა ჩემი და ზვიადის მეგობრობაში ბზარის გაჩენას, მაგფრამ ეს ვერავინ ვერ შესძლო, ეს არასოდეს არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და ჩვენს მეგობრობაში ბზარი გაჩნდა, მაშინ მე ვიტყვი, რომ მეგობრობა საერთოდ არ არსებობს. ეს კი ქვეყნის დანგრევას უდრის”.

 

ამონაწერი ლექსიდან “ძმას ქრისტესმიერს”

 

”როს მიაკითხავ წმინდა ალაგებს,

თითქოს იერი ეცვლებათ ტაძრებს.

წმინდა მამათა ძვალთშესალაგებს

მღვდელთმთავართა და მეფეთა საძვლეს”.

 

”შენ აღემართე, ვითა პირველი

დაშრეტილ რწმენის ჭირისუფალი,

თვით ზეციერმა შეგარტყა ძალი,

გიპყრა მახვილი, რვალთა მლეწავი.

და აგიტაცა, როგორც ბოძალი

დუშმანთა ძვლებში დასახვეწარი”

 

”გჩვეოდა მტერთან არდარიდება,

შეწყვილებულო სიმტკიცით კლდესთან

და ეძიებდი ჭეშმარიტებას,

ვითა ტარიელ დაკარგულ ნესტანს”.

 

”დიდ წინაპართა ტანჯვით ვნებულმან

ერშიც ზრახვანი აღძარ ვნებისა,

როს განაახლე მინავლებული

ხმა ეროვნული თვითშეგნებისა”.

 

”დაემკვიდრები ხალხში მითივით,

ზეაღმართულო ჩვენს ეპოქაში”.

 

”სხვებზე უმეტეს თუ გაისარჯე

როს ჩამოგეჭრა ხმა ედემისა,

მოყვასისაგან რად განისაჯე,

ღირსო უკვდავთა დიადემისა”.

 

ჯემალ სილაგაძე (ზვიადის თანაკლასელი)

 

”ზვიად გამსახურდია არ არის ზოგადსაკაცობრიო, ინტერნაციონალური ფიგურა. იგი ისე, როგორც ილია ჭავჭავაძე, წმინდა ქართული ფენომენია, ეროვნულ ფესვებზე აღმოცენებული და აღზრდილი”.

 

ბიმურზა აფრასიძე (უზენაესი საბჭოს დეპუტატი)

 

”ზვიად გამსახურდია ბავშვობიდან იბრძოდა სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. მას, როგორც ილია ჭავჭავაძეს, ვერ წარმოუდგენია საქართველოს თავისუფლება მთელი კავკასიის თავისუფლების გარეშე და პირიქით. მისი ორმოცწლიანი მოწამეობრივი ბრძოლის გზა ბედნიერებაა მთელი ერისათვის”.

 

”ზვიად გამსახურდიამ შამილის გზა გააგრძელა. იგი არის კავკასიის თავისუფლებისათვის მებრძოლი რაინდი, სამშობლოსათვის თავდადებული გმირი”.

 

გურამ ლაკია (“ჩეჩნეთი-გმირების ქვეყანა”)

 

”ჯოჰარმა გვიამბო, რომ საქართველოში გამგზავრების წინ საუბრისას ზვიადმა თქვა: რუსეთის ხელმძღვანელობა არ დაუშვებს შევარდნაძის რეჟიმის დამხობას, მაგრამ იგი მოვალეა თავის ხალხთან ერთად იყოს ამ მძიმე დღეებში. Mან იცოდა, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა”.

 

ვაჟა ხორნაული

 

“ზვიად გამსახურდია სამუდამოდ დარჩება ქართველი ერის გულსა და გონებაში როგორც ეროვნული იდეალებისათვის სიტყვითა და საქმით მეომარი რაინდი. იგი სამყაროს შემოქმედმა უდიდესი და ულამაზესი მისსიით მოავლინა ამ ცოდვილ ქვეყანაზე...ùმისი სახელი, მისი ხატი მარად თანამდევი იქნება ქართული ყოფიერებისა“.

 

 

ზვიადზე და მერაბზე უთქვამთ

 

ოლღა დემურია-კოსტავასი

 

”ზვიადს და მერაბს ბავშვობიდანვე შესტკიოდათ გული სამშობლოს დაჩაგრული ერის ბედზე, ისინი ქრისტესმიერი ძმები იყვნენ. ერთი ბატონ კონსტანტინეს ხორციელი, ხოლო ორივენი კი მისი სულიერი შვილები“.

 

“(კოლხური) კოშკის კედლებში დიდი კონსტანტინეს სულის ქურაში გამოიწრთო ზვიადი და მისი ქრისტესმიერი ძმა და თანამეაბჯრე, ჩემი მერაბი“.

 

“მე, როგორც მერაბის დედა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ზვიადის და მერაბის მეგობრობა იყო ყოველთვის ქრისტესმიერი, ჭეშმარიტი და შეუბღალავი და ძალიან განვიცდი, როდესაც ჩირქს სცხებენ მათ მეგობრობას“.

 

“იმ დროს, როდესაც ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ზვიადმა და მერაბმა გამოამჟღავნეს გმირული იმპულსები და ამ დროიდან იწყება მათი თავგანწირული ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის“.

 

“მე ყოველთვის მიკვირდა: ბავშვობაში ზვიადს არასოდეს უთამაშია. შულ პატარაც კი, როდესაც ჩვენთან მოვიდოდა, სულ პოლიტიკაზე საუბრობდა: “მერაბ, საქართველო დაპყრობილია, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ!“-ეუბნებოდა იგი ხშირად მერაბს“.

 

“ზვიადს ყველა პირობა ჰქონდა იმისათვის, რომ უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ არასოდეს არ უზრუნია საკუთარი კეთილდღეობისათვის, მისი ერთადერთი საზრუნავი და საფიქრალი იყო და არის სამშობლო, ყველაზე წმინდა, რაც კი ადამიანს გააჩნია“.*

 

ქეთევან ტოროტაძე

 

“ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ მომავლისაკენ სავალი გზა დაანახეს და გაუკვლიეს ქართველობას”.

 

ვალტერ შურღაია

 

“ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მთლიანობაში უბედნიერესი ადამიანები იყვნენ, რადგან ერთი დღეც არ უცხოვრიათ საქართველოზე ფიქრის გარეშე. ეს რაინდები მხოლოდ ღმერთის და სამშობლოს წნიაშე იხრიდნენ მუხლს. ზვიადმა და მერაბმა გამოაღვიძეს და ფეხზე დააყენეს მთელი ქართველი ერი. ეს ისეთი ფაქტია, რომლის უარყოფა მტერსაც კი არ შეუძლია“.

 

 

ზვიადის სულიერ ძმაზე-მერაბზე უთქვამთ

 

მერაბი თავის თავზე

 

“მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ციხის კედლებშიც კი თავისუფლად ვგრძნობ თავს“.

 

“მე ბედნიერი ვარ, რომ გაღვიძებულ საქართველოს მოვესწარი. Uფრო დიდი ბედნიერება კი წინ მაქვს-თავისუფალი საქართველო“.

 

ზვიადი მერაბზე

 

“ერზე მჭმუნვარე ძმათა კრებული

ერის საფიცარ რაინდს გიწოდებს,

უკვდავ საქმისთვის ჯვარზე ვნებული

სასუფეველში შეხვალ, იცოდე!“.

 

„ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,

ბნელში მსხდომთ კვლავაც ვუნათოთ კვარი

და მიგვიძღვოდეს ეკლიან გზაზე

წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი“.

 

”გვეტანებოდა ძაღლი და ღორი,

შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის,

მაგრამ ხომ დავრჩით მაინც ჩვენ ორნი,

მკრთალნი რაინდნი მწუხარე სახის”.

 

”თავისი დიდი გულით მერაბ კოსტავამ გააერტიანა საქართველო. Mას ყველა უყვარდა, რამეთუ უწყოდა: უკეთუ არ შევიყვარეთ ურთიერთი, არ შეგვიყვარებს უფალი, ვერ გადარჩება საქართველო”.

 

”ო, ამ მრისხანე გამოხედვის ქვეშ რა შვილი გული იმალებოდა, რა თანაგრძნობა მოყვასისადმი, ყოველი დევნილისა და ჩაგრულისადმი”.

 

გადასახლებაში მიწერილი წერილიდან:

 

”გთხოვ, ყველა დილა-საღამოს, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, იკითხე ხმამაღლა 90-ე ფსალმუნი. ხომ იცი, რა ჯავშანია!»

 

გურამ პეტრიაშვილი

 

”ჭეშმარიტი ქრისტიანი და ჩვენი მომავლიდან მოვლენილი თავისუდფალი ქართველი-აი, ვინაა მერაბ კოსტავა”.

 

ნოდარ წულეისკირი

 

”მერაბ კოსტავა იმითაც იყო მშვენიერი, რომ ქართველი ეროვნული გმირის ყველა თვისება გააჩნდა”.

 

”სიკვდილი ყოველთვის არ არის სიკვდილი. ძოგჯერ ის გვირგვინია. Mერაბ კოსტავას ტანჯულ ცხოვრების სიკვდილმა დაადგა შარავანდედი, დაულეწა ხორცი და ძვალი და აღუზევა სულით”.

 

ქეთევან ტოროტაძე

 

”მერაბ კოსტავას ცხოვრება, ერთ კაცში განცხადებული სიმბოლო იყო თავისუფალი და ზნეობრივად გასპეტაკებული საქართველოსი”.

 

ნანა გვენეტაძე

 

”თავისუფალი იყავი, მაგრამ

ტყვე-საქართველოს სიყვარულისა,

რამდენი ტანჯვა გამოიარე,

სიტყვა არ გითქვამს სინანულისა”.

 

 

* შევნიშნავთ, რომ ქალბატონი ოლღა ზვიადის და მერაბის ერთად ხსენების ყველა შემთხვევაში ზვიადს მერაბზე წინ აყენებს, რაც შემთხვევითი მოვლენა არ გახლავთ, ეს ცნობიერი გამოძახილია მერაბის თქმულისა: “პირველობა ეკუთვნის ზვიადს”.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

."ზვიად გამსახურდია განასხვავებს აზროვნების ორ დონეს:რაციონალურს და ინტუიცურს...რაციონალური ანაწევრებს შლის სინამდვილეს,მხოლოდ მის გარეგან მხარეს ეხება ,ამიტომმას საქმე არა აქვს თვითონ სინამდვილესთან,მის გულთან...სხვაა მისთვის ინტუიცური აზროვნება,რომელიც უშუალოდ ეხება სინამდვილეს, მის გულს... იგი ღმერთის ხატად და მსგავსად ხდის ადამიანს...მისი აზრით სინამდვილის გული,არსი ღმერთია,ინტუიტური,სულიერი აზროვნება სწორედ ღმერთს ეხება,"ვეფხისტყაოსანშიც" ღმერთის ხატს ხედავდა,ქართულ ენაში-ღვთის სიტყვას,ქართლის ცხოვრებაში-ტანჯვით სიკვდილისა და აღდგომის ქრისტესეულ მისტერიას,ეროვნულ თავისუფლებაში-ღვთით ბოძებულ საიდუმლოებას;მტერთან ბრძოლაში-ქრისტესეულ მხილებას,აპოკალიფსურს..."ბიმო .... ზვიად გამსახურდია ერთ-ერთ მიტინგზე ამბობდა:"თუ ისინი ზარბაზნებს გვესვრიან,ჩვენ ყვავილები ვესროლოთ!"ყვავილი ღვთიური სიყვარულის სიმბოლოა და იგი ასეთ სიყვარულს სთავაზობდა თავის და საქართველოს მტრებს!!! მისი სიტყვებია"ჩვენ ისინი ისე დავამარცხოთ,რომ ჩვენთან ერთად გამარჯვებული იყვნენ!"მას წმიდა გიორგიზე და საქართველოს ისტორიულ მისიაზე საოცარი გამოკვლევებია აქვს ,ასევე მისი სამეცნიერო ნაშრომი იოანე ზოსიმეზე,ქართულ ენაზე შედევრია.. ზვიად გამსახურდიას "სახისმეტყველებაში" სულ სხვაგვარადაა გაგებული რუსთაველი..."ვეფხისტყაოსანი" მან გაშიფრა,როგორც ბიბლიის მხატვრულად გადმოცემა,რაც გენიალურად მოახერხა რუსთაველმა!!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ონსტანტინე გამსახურდია: "ზვიად გამსახურდია მოკლეს და მის ლიკვიდაციაში გარკვეული თანხაც გადაიხადეს" ბეჭდვა ელფოსტა

18:27 - 25.01.2010

koko_gamsahurdia.jpgსაქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოკლეს და მის ლიკვიდაციაში გარკვეული თანხაც გადაიხადეს. ამის შესახებ გამსახურდიას გარდაცველების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის, პირველი პრეზიდენტის ვაჟის კონსტანტინე გამსახურდიასა და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, "ირკვევა, რომ გამსახურდიას თვითმკვლელობა სიმართლეს არ შეესაბამება და იგი მოკლეს". "დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, რომელზეც გაირკვა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს და მის წინააღმდეგ განხორციელებული დევნაც მაშინდელი ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელდა. გაირკვა ასევე ისიც, რომ მის ლიკვიდაციაში გარკვეული თანხაც კი გადაიხადეს", - განაცხადა დეპუტატმა, თუმცა შეხვედრის დეტალების დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა. თავად კიტოვანს კი შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია კომისიის წევრებთან ბეჟან ხურციძესთან და ექსპერტის რანგში მიწვეულ მიხეილ ოსაძესთან ერთად რუსეთში ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსნების შოთა კვირაიას, თენგიზ კიტოვანის და "ინტერპოლის" მიერ ძებნილი იგორ გიორგაძის მოსმენის მიზნით ჩავიდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ედუარდ შევარდნაძე: "ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის შესახებ ჩემთვის გვიან გახდა ცნობილი" ბეჭდვა ელფოსტა

19:34 - 31.01.2010

eduard_shevardnadze2341.jpgსაქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია მას არავისთვის დაუვალებია. როგორც შევარდნაძე აცხადებს, ის იგორ გიორგაძეს არ ენდობა, თუმცა უშიშროების ყოფილი მინისტრის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზვიად გამსახურდიასადმი დევნას გია გულუასა და ავთანდილ იოსელიანის მეთაურობით შსს-სა და უშიშროების ორი ჯგუფი ახორციელებდა, თავადაც ადასტურებს. "იგორ გიორგაძის არ მჯერა. მას არ ვენდობოდი მაშინაც, როდესაც უშიშროების მინისტრი იყო. რაც შეეხება იმას, რომ ზვიად გამსახურდიას ძებნა მიმდინარეობდა, ეს ყველასთვის ცნობილი იყო. მისი ლიკვიდაციის შესახებ კი ჩემთვის გვიან გახდა ცნობილი", - განაცხადა შევარდნაძემ. შეგახსენებთ, რომ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს კონსტანტინე გამსახურდიას განუცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს. ამასთან, გიორგაძის ინფორმაციით, პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციით ყველაზე მეტად ედუარდ შევარდნაძე იყო დაინტერესებული. პ.ს. თვით მკვლელობის შემკვეთი აღიარებს ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას.. მალე მას სხვა რამის აღიარებაც მოუწევს თუ საზოგადოება ამის ღირსი იქნება...მანამდე თვითმკკვლელობას აღიარებდა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ზვიად გამსახურდია მსოფლიო ისტორიაში თავისი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლიდერი იყო და დღესაც მას აფასებს ერი და ბერი !!!ათასობით სმს-ი წაართვეს და მაინც სამეულში აღმოჩნდა! მან საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ იმპერიას რუსეთს უსისხლოდ გამოსტაცა კლანჭებიდან საქართველო და დამოუკიდებლობა-დიდგორი --2 გვაჩუქა!!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზეთის ომისა და ჭუბერის გზით დაინტერესებულთათვის---ზვიად გამსახურდია აფხაზეთის გადასარჩენად დაბრუნდა! მან ოჩამჩირეში შეკრიბა კანონიერი და ხუნტის ჯარის მეთაურები(ვიკიპედიაში დევს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი)ერთად ბრძოლაზე ,აფხაზეთის გადარჩენაზე შეთახმდნენ,მაგრამ მეორე დღეს შევარდნაძე-იოსელიანი აგზავნიან მსტოვარს,ჯარის მეთაურებს ოჯახების დაწიოკებით დაემუქრნენ და ამით ჩაშალეს აფხაზეთის გადარჩენის გეგმა! ედიკა თბილისში ჩამოყვანის სამაგიეროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს რუსეთისათვის გადაცემაზე დათანხმდა,ამის შემდეგ აძლევენ მას სკამს! აფხაზეთზე კარგი მასალები ჰქონდა ცხონებულ მიბჩუანს,ისე მეც მაქვს საკმარისი დოკუმენტები..უახლოეს ისტორიაში მთლიანად დავდებ ყველა ფაქტს მათ შორის1992წ 24ივნისს ,როგორ შეთანხმდნენ აფხაზეთში ე.წ.სამშვიდობოების ანუ საოკუპაციო რუსის ჯარების შემოყვანაზე-აფხაზეთის ჩაბარებაზე! ე.ი.დაგომისში როცა გადაეცა სამაჩაბლო რუსეთის მოქალაქე შევარდნაძის მიერ რუსეთისათვის ,მაშინ გადაწყდა(ერთი წლით ადრე)აფხაზეთის ჩაბარება.ეს საიდუმლო მასალა დუდაევმა მოიპოვა გადასცა ბ-ნ ზვიადს და ამიტომ ჩამობრძანდა ბატონი პრეზიდენტი! ყარყარაშვილი წერდა,რომ ეშერაში გუდაუთას ზემოდან ვადექითო და ედიკამ და ჯაბამ გვიბრძანეს გამოდითო..დაგვემუქრნენო...ასევ

ე ყურაშვილი ტყვარჩელამდე მივიდა და შემდეგ უკან დამაბრუნესო,როცა მართლა ომია ზურგში მტერს არ ტოვებენ, მოხდა პირიქით-ტყვარჩელში შეუშვეს ელცინის ბრძანებით მანქანების კოლონები ტყვია-წამლით დატვირთული?! "ტყვარჩელში და გუდაუთაში შესვლა ელცინმა ამიკრძალა, დიდი მსხვერპლი იქნებაო'" -შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა.რუსეთ-საქართველოს ომში ორივე მხარი მთავარსარდალი ელცინი იყოო!!! მსგავსი პრეცედენტი ისტორიაში არ არსებობს?! ამის შემდეგ კოდორ-ჭუბერის გზის გადაკეტვაზე მოუბარი საცოდავია....მიტომ შემოვიდა შავი ზღვის ფლოტი ედუარდ ბალტინის მეთაურობით(მის ტანკში მარგიანი იჯდა-ავთო ტრაბახობდა),მალადეც რუსეთი, კავკასიელები გვიხსნა!!!ამიტომ აიღო ბალტინმა მანამდე სოხუმი-"ქარტველები ავიწროებენო აფხაზებს, გენოციდს უწყობენო ოსებს"-აირიკიანი,გია ჭანტურია,გოგა ხაინდრავა,.. ოსებთან, რუსებთან ცხინვალში მოლაპარაკებაზე მე ვიყავი და სსრკ-მა და რუსეთმა აღიარა "ყოფილი სამხრეთ ოსეთი" მანამდე 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება მოხდა რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობაზე მოეწერა ხელი.

 

1994წ.მაისში მოსკოვში ხელი მოაწერეთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას გაეროს მდივანის თანდასწრებით! რა ქვია ამას-ღალატი!

 

შევარდნაძის"პარლამენტმა"რატიფიკაცია გაუკეთა დაგომისის გარიგებას,რომლითაც რუსი და ჩრდილო და სამხრეთ ოსური ოკუპანტებმა "მშვიდობისმყოფელთა"' სტატუსით სამაჩაბლოს ოკუპაცია განახორციელეს ,ასევე რატიფიცირებული იქნა1992წ.3სექტემბრი სმოსკოვის ხელშეკრულება,რომელიც გულისხმობდა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ცალმხრივად გაყვანას ქართული მხრის მიერ რასაც მოყვა გაგრის,ლესელიძის...ჩაბარება,უდ

იდესი მსხვერპლით .რატ.იქნა 1993წ. 27 ივლისის სოჭის გარიგება,რომელიც გულისხ.ცოცხალი ძალის და ტექნიკის გამოყვანას,რის გამოც ჩაბარდა მთელი აფხაზეთი!(ცოცხალიძალა და ტეკნიკა გამოიყვანეს დათუაშვილმა,ყარყარაშვილმა რუსული გემებით...ამისთვის ორივე რუსეთ -საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის ,მოსკოვის აკადემიაში სწავლობნენ!!) აფხაზეთში შეყავსთ შევარდნაძის მოთხოვნით 345- სადესანტო პოლკი განჯიდან,სამეგრელოში შემოდიან ედუარდ ბალტინის საზღვაო ფლოტის ტანკები(ტანკებში სხდომაზე ტრაბახობდნენ შევის მინისტრი და სპიკერი),ძერჟინსკის დივიზია იღებს აბშას,სენაკს...ყველა ეს ძალა მონაწილეობდა აფხაზეთის ოკუპაციაში,ზოგი თბილისში გადატრიალებაში,9 აპრილის დარბევაში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება

ძირითადი დასკვნები

 

რუსთველის პოეტური სამყაროს სწორი გაგებისათვის აუცილებელია „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველების ღრმა შესწავლა, რაც გულისხმობს პოემის ფაბულისა და სჲუჟეტის, მისი მხატვრული სტრუქტურის სიმბოლურ და ალეგორიულ ინტერპრეტაციას. შუასაუკუნეთა როგორც დასავლურ ისე აღმოსავლურ ლიტერატურაში უაღრესად დიდ როლს ასრულებდა ალეგორია, რაც ანტიური ეპოქიდან იღებს სათავეს, როდესაც პოეზია, ლიტერატურა ჯერ კიდევ განუყოფელი იყო მითოლოგიისა და რელიგიისაგან.

 

ვეფხისტყაოსანში აირეკლა შუასაუკუნოებრივი ქალის კულტი, რომელიც ღვთისმშობლის, ქალწულ სოფიას (საღვთო სიბრძნის, ანუ სულიწმიდის) რელიგიური კულტის სიმბოლური გამოხატულებაა როგორც დასავლურ კურტუაზულ ლიტერატურაში, ასევე აღმოსავლეთის სუფისტურ პოეზიაში. საქართველოში ქალის რელიგიური თაყვანისცემა გამოვლინდა თამარ მეფის კულტში, რაც განსაკუთრებით მკვეთრად აისახა შავთელისა და ჩახრუხაძის სახელით ცნობილ ოდებში, ასევე „ვეფხისტყაოსანში“, ისტორიულ პროზაში და ფოლკლორში.

 

თამარის ალეგორიული სახელები ვეფხისტყაოსანში „ნესთ ანდარე ჯეჰან“ (არ არის ქვეყანად) და „თინათინ“ (სარკისეული ანარეკლი ნათლისა) მიგვითითებენ ღვთაების ორ ასპექტზე, დაფარულზე და ცხადქმნილზე, შეუმეცნებელზე და შემეცნებადზე, გამოუვლენელსა და გამოვლენილზე, აგრეთვე ორ საღვთისმეტყველო გზაზე: აპოფატურზე (უკუთქმითზე) და კატაფატურზე (წართქმითზე), რომელთა არსიც გადმოცემულია არეოპაგიტულ ტრაქტატებში. თამარის კულტი უკავშირდება აგრეთვე ბუნების დიდი დედის, ნაყოფიერების მდედრობითი ღვთაების, ხოლო ქრისტიანობაში ღვთისმშობლის კულტს, რომლის სხვადასხვა სიმბოლურ ატრიბუტებს ატარებენ ვეფხისტყაოსნის გმირი ქალები. ამავე დროს ვეფხისტყაოსანში აირეკლა წმიდა მხედრის, წმიდა გიორგის კულტი, რომელიც ქართულ ქრისტიანობაში და ფოლკლორში ქრისტეს, შუამდგომელ-მედიატორის დონეზე დგას და მის ატრიბუტებს ატარებს;

 

თუ ქალის კულტი ღვთის მარადქალური ასპექტის თაყვანისცემაა, წმიდა მხედრის კულტში ვლინდება ღვთის ე. წ. ღმერთმამაკაცებრივი მოქმედება, რომლის სიმბოლური სახეა წმ. გიორგი (იერარქიულად მიქაელ მთავარანგელოზი). რამდენადაც ქართული ეროვნული ცნობიერება ქრისტიანობას აღიქვამდა მებრძოლ ასპექტში, ღმერთმამაკაცებრივი საწყისის ყველაზე უფრო სრულქმნილი სიმბოლური გამოხატულება ქართველობისთვის იყო წმიდა გიორგი, რომელიც ფოლკლორში ხშირად აჭარბებს კიდევაც ქრისტეს ძალმოსილებით. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ძე, ღმერთმამაკაცი არის ამავე დროს ზეციური არქეტიპი ადამიანობისა, ზეციური ადამი ანუ პირველკაცი, მაკროანთროპოსი ანუ კაბალის ადამ კადმონი, რომლის სახედ და ხატად არის შექმნილი კაცობრიობა. მითოლოგიაში ზეციურ პირველკაცს ვარსკვლავიანი ცა მოსავს, როგორც ვეფხის ტყავი (დაწინწკლული), რაც არის განსახიერება სამყაროსი, უძრავ ვარსკვლავთა ცისა, ფირმამენტუმისა. ამიტომ არის ვეფხის ტყავი სიმბოლო ინიციაციისა, საზეო განათლებისა, ქვენა სამყაროზე, ქვენა ვნებებზე გამარჯვებისა, სულიერი ძალმოსილებისა და სიბრძნისა, ამის გამო ანტიური მითოლოგიის ღმერთები, გმირები და მისტერიათა ქურუმები ატარებენ მას. ვეფხის ტყავი მოსავს ღმერთ დიონისეს, ინდურ ღმერთს, შივას, შაჰ-ნამეს პირველკაცსა და პირველმეფეს, ქეიუმარსს, როსტომს, ბერძნულ სამყაროში პარისსა და იაზონს, ძველ ეგვიპტეში ჰერმეს–ტოტის ქურუმებს. აქედან მოდის ქვენა სამყაროზე (დრაკონზე) გამარჯვებული ღვთაების, მზიური გმირის კულტი ყველა ხალხების რელიგიებსა და მითებში. მზიური გმირები ბოროტების ქვესკნელურ ძალებზე გამარჯვებით უბრუნებენ კაცობრიობას დაკარგულ ღვთაებრივ ცნობიერებას, აზიარებენ მას სიკეთის, ჭეშმარიტებისა და მშვენიერების იდეალს, რაც მითებში, ზღაპრებში და ეპოსში სიმბოლიზებულია ქალით, საუნჯით, ოქროს საწმისით, ფილოსოფიური ქვით, წმიდა გრაალით.

 

ქართულ მითოლოგიაში ქვესკნელის, ქტონური სამყაროს სიმბოლოა ქაჯეთი (ქაჯავეთი) ნეგატიური დემონების საუფლო, რომლის დალაშქვრის შედეგად წმიდა გიორგი და სხვა ღვთის შვილები მოიპოვებენ განძს, თასს, ხოლო ზოგ შემთხვევაში გამოიხსნიან სამძიმარს, მზექალს და აშექალს. ეს არის გზა წმიდა გიორგისეული ინიციაციისა. ვეფხისტყაოსანშიც ჰეროიკული სიმბოლური დრამა მოცემულია ქართული მითოლოგიისათვის დამახასიათებელი სახელის გამოყენებით.

 

ვეფხისტყაოსანი მხატვრული პირობითობის ენაზე ასახავს ინიციაციური სიბრძნის ძირითად იდეებს ქართული საღვთისმეტყველო აზროვნებისა და მითოლოგიისათვის დამახასიათებელი ფორმით. იგი არის ერთგვარი სინთეზი სინკრეტული ეზოტერიზმისა, მოცემული მხატვრულ ენაზე. ავტორის მიზანია კაცობრიობის სულიერი განვითარების სხვადასხვა გზების შეჯამება ეზოტერულ-ქრისტიანული მოძღვრების საფუძველზე. ამის გამო პოემის სახისმეტყველების ძირითადი გასაღებია ანტიურობისა და შუასაუკუნეების ეზოტერული სიბრძნე.

 

წიგნის სრული ვერსია

http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=/dli...a%26isframe%3D1

 

მან "ვეფხისტყაოსანში" ბიბლიის მხატვრული ასახვა დაინახა და გენიალური პოემა უფრო დიადი გამოჩნდა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

მშვენიერი მასალაა!!

იქნე ლინკები დადოთ ციფრული წიგნების და ნამუშევრების... /თუ არსებობს უხოენაზე ნათარგმნი - იდეალური იქნებოდა/

 

"ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება"-ის ლინკი გაუქმებულია თუ გაფუჭებული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...
  • 1 month later...

გურამ ლაკია (“ჩეჩნეთი-გმირების ქვეყანა”)

 

”ჯოჰარმა გვიამბო, რომ საქართველოში გამგზავრების წინ საუბრისას ზვიადმა თქვა: რუსეთის ხელმძღვანელობა არ დაუშვებს შევარდნაძის რეჟიმის დამხობას, მაგრამ იგი მოვალეა თავის ხალხთან ერთად იყოს ამ მძიმე დღეებში. Mან იცოდა, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა”.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

საბჟოთა დისიდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი პეტრე გრიგორენკო წერს:"მჯერა, დადგება დრო,როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"("თავისუფლების ტრიბუნა", პარიზი, 1978წელი,N1). 1978 წელს აშშ-ს კონგრესმა ზვიად გამსახურდია წარადგინა ოფიციალურად ნობელის პრემიაზე! 1991 წელს აშშ-ს კონგრესმენების მიერ, დემოკრატიასა და თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საპატივცემლოდ კაპიტოლიუმის შენობის თავზე აღიმართა ამერიკის დროშა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოხმაურების ნახვაSiknadmo, on 05 January 2011 - 11:26 AM, said:

ქრისტეშობას ასეთ ლექსს რომ მიუძღVნის ადამიანა ავადმყოფია აბა რა არის

 

ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს,

ჭეშმარიტად! -კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს:

თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,

ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა

 

ავადმყოფი

 

ასეთ ავტორს უწერია საუკეტესო,ხოლო მე დამიწერეს -2 ნეგატიური შეფასება :givi: :givi: :givi: ........................................" ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა."-კონსტანტინე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

რიჩარდ ნიქსონი ზვიად გამსახურდიაზე:

"მე ზვიად გამსახურდიას ორჯერ, არა, სამჯერ შევხვდი და საკმაოდ კარგად ვიცნობ. იგი ძლიერი ლიდერია. ზოგიერთ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ძალიან ძლიერიცაა. ამასთანავე პრაგმატისტიცაა. ცდილობს მშვიდობიანი გზით მოაგვა...როს ყველა კონფლიქტური საკითხი. მშვიდობის გზით და არა ძალისმიერი, მონახოს საერთო ენა ოპოზიციასთანაც. მე ვფიქრობ იგი ქართველ ერს გამარჯვებამდე მიიყვანს."

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

საზოგადოება

08:15 / 04-05-2010 რა მოხდა ხიბულაში?..

Ambebi.Geზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც აქამდე უცნაურად გასაიდუმლოებული იყო, როგორც ითქვა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის ვერსიას ამყარებს. "კვირის პალიტრა" ესაუბრა ზვიად გამსახურდიას გარემოცვის უახლოეს წევრს, ჩეჩნეთში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელს სოსო თორიას, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს. როგორც ამბობს, მან თვითონ ნახა ზვიად გამსახურდიას თავის არეში ორი შემავალი ჭრილობა.

 

- საქართველოს პრეზიდენტთან ერთად 1992 წლის 6 იანვარს გადავლახე საქართველოს საზღვარი და აღარც მოვცილებივარ ბატონ ზვიადს. აზერბაიჯანში ერთი დღეც არ გაგვაჩერეს. საზღვართან აზერბაიჯანის გაი-ს დიდჩინოსნები დაგვხვდნენ და გვკითხეს, რას აპირებთო. ყურადღება არ მოგვაკლეს, მწვადით გაგვიმასპინძლდნენ და სადღაც დარეკეს. მოვიდა ერთი გაი-ს პოლკოვნიკი და ბატონ ზვიადს უთხრა, აზერბაიჯანში პრორუსული ხელისუფლებაა (მაშინ პრეზიდენტი მუთალიბოვი იყო) და აქ რომ რამე შეგემთხვეთ, ეს აზერბაიჯანელი ერის ისტორიაში სამარცხვინო ლაქად დარჩება. გირჩევთ, სომხეთში გადახვიდეთო. ასეც მოვიქეცით.

 

სომხეთში საკურორტო ადგილას, იჯევანში ვიყავით. ერთ დღესაც პრეზიდენტ პეტროსიანის მეუღლე მობრძანდა და პრეტენზია წაუყენა ბატონ ზვიადს, ქართველი ერი გაძარცვეთ, საქართველოდან საგანძური წამოიღეთ, ამიტომაც ვერ შეგიფარებთო. ბატონმა ზვიადმა - სასწრაფოდ მოიწვიეთ პრესა, ტელევიზია და ამ ქალბატონის თანდასწრებით გაიჩხრიკოს ყველაფერიო. "ასოშეითედპრესის", CNN-ის, "როიტერის", რუსული და ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები მოვიდნენ. ამ ჩხრეკის ოქმიც კი გვქონდა, მაგრამ ჩეჩნეთის ომის დროს დაიკარგა. ისეთი ჩხრეკა ჩატარდა, საბურავებიც კი მოხსნეს, მაგრამ საჭმლის ფულიც კი ვერ გვიპოვეს. თან ტელევიზორის ყუთი გვქონდა და ეტყობა, იმაზე ჰქონდათ ეჭვი. ერთი გენახათ მათი გაოცება, როდესაც იქ ფულის ნაცვლად კა-გე-ბეს არქივი ნახეს. ეს არქივი მერე ჩეჩნეთში რუსებს ჩაუვარდათ ხელთ და ისევ კა-გე-ბეს ჩააბარეს.

 

როგორც კი საქართველოს ხელისუფლებაში პუტჩისტები მოვიდნენ, შეკრიბეს პრესა, ტელევიზია და ბანკში წაიყვანეს, ნახეთ, როგორი ნაძირალაა ზვიად გამსახურდიაო და როდესაც გახსნეს, თვალებს არ დაუჯერეს, ყველაფერი ხელუხლებელი იყო. ამის გამო პუტჩისტებს შორის დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა.

იჯევანში ჩვენი საჭმელი მხოლოდ თევზის კონსერვი იყო. გიორგი პატარა იყო და ვერ ჭამდა კონსერვს. ფული ვერ ვიშოვეთ, რომ კარაქი გვეყიდა, ამიტომაც ბატონი ზვიადის კაბინეტიდან გამოტანილი ვიდეო გავყიდეთ, რომელიც შესაკეთებლად მქონდა წაღებული და საბარგულში დამრჩენოდა.

კვირაზე მეტხანს ვიყავით სომხეთში. მერე ზაურ ბედია ჩამოვიდა.

 

ჯერ გადატრიალება არ იყო მომხდარი, სოხუმის აეროპორტის უფროსმა რომ უთხრა ზაურს, ცუდი რამეები მზადდება, არავინ იცის, როდის დასჭირდება პრეზიდენტს თვითმფრინავი და ვიცი, რომ დასჭირდება, საქართველოში თვითმფრინავები გაქრებაო. ერთი თვითმფრინავი თვალს მოარიდეს. ბატონ ზაურს თვითმფრინავში ეძინა. როდესაც ბატონ ზვიადს დასჭირდა, ზაურ ბედია ჩამოფრინდა, მაგრამ სომხებს ჩვენი გამოშვება არ უნდოდათ. ყველანაირი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, მანქანაც კი დაგვიყენეს ასაფრენ ზოლზე, მაგრამ ბედიამ ბორდიურზე გადაატარა თვითმფრინავი და ავფრინდით.

 

Ambebi.Geავფრინდით თუ არა, როსტოვიდან გვითხრეს, დაჯექით, თორემ ჩამოგაგდებთო. ზაურმა შეუკურთხა, რაცია გამორთო, დაბლა დაეშვა და გადაუფრინა თბილისს (რუსთაველის პროსპექტს რომ გადავუფრინეთ, დავინახეთ, როგორ ამოდიოდა კვამლი გადამწვარი სახლებიდან) და ყაზბეგისაკენ აიღო გეზი. მერე სიმაღლე ავიღეთ და ვერ დაგვაფიქსირა ვერც ერთმა რადარმა. გროზნოში რომ ვიყავით, მესამე დღეს შეიტყვეს რუსულმა სპეცსამსახურებმა.

 

აეროპორტში ჯოჰარის ახლობლები დაგვხვდნენ. პრეზიდენტის რეზიდენცია ჰქონდათ ჩვენთვის გამზადებული. ჭუჭყიანები და შეცივებულები გაგვათბეს, დაგვაპურეს და მოვიდა ჯოჰარიც. ომახიანად იყო.

 

- ალბათ, ჯოჰარ დუდაევისთვის სარისკო იყო დევნილი პრეზიდენტის მიღება?

- ამით იქაურ ოპოზიციას კოზირი მიეცა და მიტინგზეც ათასჯერ ითქვა, რუსეთი ამისთვის დაგვსჯის, ზვიად გამსახურდია ჩვენს პურს რომ ჭამსო.

წელიწადზე მეტხანს ვიყავით ჩეჩნეთში. უზენაესმა საბჭომ, რომელიც ზუგდიდში იყო, აბსანძეს დაავალა გამსახურდიას საქართველოში ჩაყვანის ორგანიზება.

 

ჯოჰარ დუდაევის რეზიდენცია, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, თავის დროზე კა-გე-ბეს ეკუთვნოდა. წარმოგიდგენიათ, რა აპარატურით იქნებოდა გაძეძგილი? როდესაც რომელიმე საკითხს ვწყვეტდით, ეზოში გამოვდიოდით და ვლაპარაკობდით. ერთ დღესაც გამოვედით გარეთ და ბატონმა ზვიადმა მითხრა, მოემზადე, საქართველოში უნდა წავიდეთო. ტანში გამცრა. ამდენი წლის განმავლობაში თქვენთვის რამე ხომ არ მითხოვია, ახლა მაქვს სათხოვარი და 5 წუთით დამელოდეთ-მეთქი.

 

ავედი ზემოთ, ქაღალდზე დავწერე განცხადება, რომ წინააღმდეგი ვიყავი ბატონი ზვიადის საქართველოში ჩასვლის. ქაღალდი მივაწოდე. რომ წაიკითხა, მკითხა, რატომ გააკეთე ესო. ამას რა შედეგიც უნდა მოჰყვეს, ერი გამასამართლებს. მინდა ღვთისა და თქვენ წინაშე მართალი ვიყო-მეთქი. ბატონმა ზვიადმა კი, ამაზე ბევრი ვიფიქრე, გადაწყვეტილი მაქვს, მოდი, არ ვიდავოთო და დახია წერილი. ბატონმა ზვიადმა იცოდა, საითაც მიდიოდა ეს ყველაფერი. სისულელეა, თითქოს ის ჩამოიტყუეს. ვინც ამას ამბობს, მას პრეზიდენტის ხასიათი არ სცოდნია.

 

ზუგდიდში საოცარი დახვედრა მოუწყვეს და ზვიად გამსახურდიამ პირველივე მიტინგზე განაცხადა, აქედან წამსვლელი არა ვარ, თქვენთან ერთად დავიღუპებიო.

პრეზიდენტმა ორ დღეში უკან გამიშვა და ამ დახვედრის ჩანაწერი კასეტით ჩავუტანე ბატონ ჯოჰარს. უკან რომ მაბრუნებდა, ბატონმა ზვიადმა მითხრა, ჩემს ოჯახს მიხედე და შენ იქნები დევნილი კანონიერი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი ჩეჩნეთშიო. 2002 წლამდე იქ ვიყავი. მერე რუსებმა დამიჭირეს, მათგან კი ავთო იოსელიანის ხალხმა მიყიდა, დიდი ფული გადაიხადეს და რუსეთის ციხიდან თბილისში ჩამომიყვანეს. წელიწად-ნახევარი ვიჯექი თბილისში.

 

- ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ამბავი როდის გაიგეთ?

- რიცხვი არ მახსოვს. ღამის 3 საათი იქნებოდა, ზაზა ბურჯანაძე და ბაჩუკი გვანცელაძე ჩამოვიდნენ, ბატონმა ზვიადმა თავი მოიკლაო. ქალბატონ მანანას ამას ვერ ვეტყოდი. ჩეჩენ მეგობარს ვთხოვე, ჯოჰართან ავიდეთ-მეთქი. ბატონ ჯოჰარს თავზარი დასცა ამ ამბავმა. ქალბატონი ალა მოთქმით ატირდა, ჩემი ჭკვიანი, ლამაზი ზვიადი თავს როგორ მოიკლავდაო. ჯოჰარს ვუთხარი, არ ვიცი, როგორ მოვიქცე-მეთქი. ჩაფიქრდა და უცებ მეუბნება, ზვიადი თავს არ მოიკლავდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე არ დამტოვებდა მარტოო. ქალბატონ ალას ვთხოვე, იქნებ ქალები შეკრიბოთ და გააგებინოთ ეს ამბავი ქალბატონ მანანას-მეთქი. მე და ჩეჩნეთის პრეზიდენტი მაგიდასთან ვისხედით. უცებ მაგიდაზე აათამაშა თითები, გამიღიმა და მითხრა, - что сосо, наверно сейчас уже моя очередь?

 

ზვიადის გადმოსასვენებლად ჯოჰარის თანაშემწე, ავიაციის პოლკოვნიკი ვიტაუტას ეიდუკაიტისი და ზელიმხან იანდარბიევი ჩამოვიდნენ საქართველოში. გროზნოში გავაპატიოსნეთ ბატონი ზვიადის ცხედარი, ახალი ტანსაცმელი ჩავაცვით, გროზნოს პათანატომსაც დავუძახეთ. მოვიდა 75 წლის სომეხი კაცი, მთვრალი იყო. შორიახლოს ჩამოჯდა და გაოცებული უყურებდა ცხედარს, - что он святой? 50 წელია პათანატომად ვმუშაობ და ასეთი მიცვალებული არ მინახავსო. ზვიადი მძინარესავით იყო.

 

- რამდენი ჭრილობა ჰქონდა პრეზიდენტს?

- ორი ტყვია ჰქონდა ნასროლი. ერთი - მარჯვენა საფეთქელთან, მეორე - ნიკაპქვეშ და კეფაში გამოდიოდა.

 

ზვიად გამსახურდია გროზნოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში დავასვენეთ. მამა ანატოლიმ გადაუხადა პარაკლისი. ჩვენმა ბიჭებმა გაუთხარეს საფლავი. დაკრძალვაზე აღლუმი გაიმართა, რომელსაც ასლან მასხადოვი ხელმძღვანელობდა. ზღაპრული ჭირის სუფრა გაშალა ბატონმა ჯოჰარმა. მოგეხსენებათ, ჩეჩნეთში სასმელი პრობლემაა, მაგრამ ჯოჰარმა იზრუნა, რომ ჭირის სუფრა ქართული წესით წარმართულიყო.

 

მადლიერების ნიშნად ქართველები ზოგი მხარზე კოცნიდა ჯოჰარ დუდაევს, ზოგიც ეხვეოდა. შეწუხდა ჯოჰარი: Почему вы меня благодарите, хватит. В конце концов ”Стумар-маспиндзели”-же не чечен писал-ო. ზვიად გამსახურდიას საფლავზე დუდაევმა გააკეთა ქვა წარწერით: "გულითად მეგობარსა და უფროს მასწავლებელს".

 

1994 წლის დასასრულს, როდესაც ომი უკვე გროზნოში მიმდინარეობდა, ბატონმა ჯოჰარმა მკითხა, ზვიადის საფლავს რა ვუყოთო. ახლოს არ დაუწყებენ ძებნას-მეთქი და იქვე, 10 მეტრით შორს გადავასვენეთ. მთელი ჩეჩნეთი გადაატრიალეს რუსებმა ზვიად გამსახურდიას საფლავის ძებნაში, მაგრამ ვერ იპოვეს. მოლაპარაკება იყო, რომ მხოლოდ შვილებს უნდა სცოდნოდათ საფლავის ადგილი. რამდენიმე კაცი, ვინც პრეზიდენტის საფლავი ვიცოდით, გავიფანტეთ, გარანტია არ გვქონდა, რომ ცოცხლები დავრჩებოდით.

 

ბატონ ჯოჰარს 1995 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შევხვდი. კარგად მოწყობილი ბუნკერი ჰქონდა. ღამე გავათენეთ საუბარში. რუსებმა იცოდნენ, სადაც იმყოფებოდა დუდაევი და ის რეგიონი ინტენსიურად იბომბებოდა.

 

კარგი საძმო მყავდა ჩეჩნეთში. იმ ხალხმა შვილად მიმიღო. ქართველებმა სამჯერ გამომიგზავნეს მკვლელები, სამივეჯერ გავშიფრეთ და გამოვისტუმრეთ. რაღაც ლეგენდები იქმნებოდა ჩემზე, რომ საშიში ვიყავი და ამიტომ უნდოდათ ჩემი მოკვლა.

 

ჩემს მოსაკლავად დიდი ფული ჩამოუტანეს შამილ ბასაევს. ბასაევმა რაციით დამიძახა, მოდი, სასწრაფო საქმე მაქვსო. მივედი და, ჩვენ ფული გვიჭირს და შენ აგერ ყოფილხარ განძი, კარგ ფულს იძლევიან შენშიო. ავანსიც ჰქონდა ჩამოტანილი ავთო იოსელიანის ხალხს. შამილ ბასაევმა დიქტოფონი მოატანინა და შემდეგი სიტყვები ჩააწერინა იოსელიანის ხალხს: Если этот человек простудится и умрет от грипа, мы тебе яйца оторвем.

 

ბოლოს რუსეთის სპეცრაზმმა ამიყვანა ჩეჩნეთში. ჯერ გუდერმესის, მერე გროზნოს ციხეში ვიყავი, იქიდან სპეცჯგუფმა პიატიგორსკის ციხეში გადამიყვანა.

 

- ჯოჰარ დუდაევი როგორ აფასებდა ჩეჩნების მონაწილეობას აფხაზეთის ომში?

- ის კონტინგენტი, რომელიც აფხაზეთში ჩავიდა, აპოლიტიკური მასა, დაქირავებული იყვნენ, ფულისა და იარაღის გამო ჩაებნენ ომში. იყო კატეგორია, ვისაც რუსეთში რაღაც ჰქონდა მიქარული და ამის სანაცვლოდ წამოიყვანეს საბრძოლველად. რუსეთმა აქ მეორე ბომბიც ჩადო, თუ ჯოჰარი ამის წინააღმდეგ წავიდოდა, მისი ავტორიტეტი შეილახებოდა და მზად იყო გადატრიალება ჩეჩნეთში. ბატონმა ჯოჰარმა ხელი ვერ შეუშალა ჩეჩნების აფხაზეთში წამოსვლას. გამოვიდა, მიმართა მათ მშობლებს, მიხედეთ შვილებს.

 

ნუ გააკეთებთ ისე, რომ თქვენმა შვილებმა ქართველების სისხლი დაღვარონო. ჯოჰარ დუდაევმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ იუსუპ სოსლანბეკოვმა (იუსუპ სოსლანბეკოვი იმ დროს მთიელ ხალხთა კონფედერაციის ერთ-ერთი ლიდერი იყო) ჩეჩნეთში დიდი კამპანია ჩაატარა აფხაზეთის ომში ჩეჩნების ჩასართავად.

 

თუმც მოგვიანებით ჯოჰარ დუდაევმა პარლამენტი დაითხოვა და ჩეჩნეთში ისეთი პოლიტიკური ვითარება შეიქმნა, რომ პრეზიდენტს უკან გაეწვია აფხაზეთში საომრად წასული ჩეჩნები. მეომრები რომ დაბრუნდნენ, 31 მარტს ბატონ ჯოჰარს პუტჩი მოუწყვეს, ტელევიზია აიღეს, რატომ არ დაგვხვდით როგორც გმირებსო. ჯოჰარმა კი უთხრა, თქვენ ფულისთვის წახვედით ომში და ჩვენს ძმებს, ქართველებს ესროლეთ ტყვიაო. ბოლოს ისინი მაინც შემოირიგა ჯოჰარმა.

 

შამილ ბასაევი პრემიერად რომ აირჩიეს, როგორც საქართველოს ელჩს, გადმომცა ტიტულიან ქაღალდზე ქართველი ერისთვის ბოდიშის წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთში ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩეჩნების ბრძოლა დიდი პოლიტიკური სიბეცე იყო, რომ მეომრების დიდი ნაწილი ამას ინანიებდა და მომავალში კავკასიის სინამდვილეში მსგავსი რამ არ უნდა განმეორდესო.

 

შამილ ბასაევის კაბინეტში მაგიდაზე ყოველთვის იდო ყურანი და სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა". სხვათა შორის, აფხაზეთში ქართველებს რომ ხოცავდნენ, ჩეჩნებსა და აფხაზებს შორის დიდი შეტაკება მოხდა. ჩეჩნები აღშფოთდნენ, კონფედერაციის ჯარების მიერ აღებულ დასახლებულ პუნქტებში სადისტური ხოცვა-ჟლეტის გამო, ეს ჩეჩნებს დაჰბრალდებათო. ეს დაპირისპირება პირადად არძინბამ ჩააცხრო.

 

- რატომ დარჩა მარტო პრეზიდენტი, რომელსაც უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა?

- ეს სპეცსამსახურების უმაღლეს დონეზე ნამუშევარია. ძალები იმდენად არათანაბარი იყო, იმდენად გადაიღალნენ პრეზიდენტი და მისი მხლებლები, რომ მოსალოდნელი საფრთხე ვეღარ გათვალეს. სპეცსამსახურებმა ზვიად გამსახურდია მარტო დატოვეს, შემოაცალეს უერთგულესი ხალხი. პრეზიდენტის ლიკვიდაციით გარე ძალები იყვნენ დაინტერესებული და ეს ქართველების ხელით გააკეთეს.

 

- ვინ შეასრულა დავალება?

- პრეზიდენტის ლიკვიდაციის ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა გია გულუა. ზვიად გამსახურდიას დაღუპვის შემდეგ გია გულუა როგორც არასასურველი, ბევრისმცოდნე მოწმე სასწრაფოდ გაანადგურეს.

 

- მაინც რა მოხდა ხიბულაში?

- ვინც კრიმინალისტიკის ანაბანა მაინც იცის, გეტყვით, რომ არ შეიძლება ადამიანმა თავი მოიკლას და გულზე დაიდოს პისტოლეტი. როდესაც ტვინს ტყვია ხვდება, იმდენად ძლიერია შოკი, რომ ხშირად თვითმკვლელობის იარაღი ქუჩაში უპოვიათ. ამ დროს ხელის კუნთი ისეთი ძალით იშლება, ვინმეს თუ მოხვდა, ძვლებს გადაუმტვრევს.

 

- ამბობენ, დაცვის წევრებს ჩაეძინათო.

- ჩემი აზრით, დააძინეს. ყველაფერი ზედმიწევნით იყო დაგეგმილი. ზვიადს სატელიტით აკვირდებოდნენ. სპეცჯგუფი შემოვიდა, გააკეთა თავისი საქმე და წავიდა.

ერისთვის არ უნდა ეკადრებინათ ტყუილი, გამსახურდიამ თავი მოიკლა და გულზე ხელი დაიდოო. არ უნდა ეკადრებინა ეს ბესარიონ გუგუშვილს, რომელიც ამბობს, ზვიადმა თავი მოიკლაო. ბესარიონ გუგუშვილი კანტორის ვირთხა კი არა, კადრის ოფიცერია და სამხედრო კათედრა აქვს გავლილი. "სტეჩკინის" სასხლეტზე იყო მტკიცებულება, ბატონმა ზვიადმა მოიკლა თუ არა თავი და შენ, გუგუშვილო, ჰყვები, როგორ გაწმინდე ეს იარაღი, გააპრიალე და შეინახე?! რა ხდება, თავს ილენჩებს ეს კაცი?!

 

პრეზიდენტს "სტეჩკინით" რომ მოეკლა თავი, შემავალი ჭრილობა დიდი იქნებოდა, ამ შემთხვევაში კი შემავალი ჭრილობა ძალზე პატარა იყო.

საპარლამენტო კომისიის მუშაობას აზრი არ ექნება, თუ შემკვეთს არ დაასახელებს.

 

- შევარდნაძეზე მიუთითებთ?

- ეს მარტო შევარდნაძის დონეზე არ წყდებოდა.

 

იზო რიკაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

 

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

 

მასალების გამოყენების პი

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...