bimo Posted January 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 1, 2010 ზვიად გამსახურდია: მიმართვა სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის ქართველი მეომრებისადმი. ძვირფასო თანამემამულენო! მოგმართავთ ერთობლივად, ვინც დღეს იბრძვის აფხაზეთში, ვინაიდან არ მსურს თქვენი დაყოფა ჩემს მომხრეებად და არამომხრეებად. დღეს ყოველი თქვენთაგანი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე დგას და პასუხისმგებელია ღვთისა და ერის წინაშე. მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო შევარდნაძის მოღალატურ პოლიტიკას, რომელმაც მტერს ჩააბარა საქართველოს ტერიტორია გუმისთიდან ფსოუმდე ისევე, როგორც მთელი სამაჩაბლო და ამჟამად ამზადებს გაუგონარ ღალატს-სოხუმისა და ოჩამჩირის ჩაბარებით. მისი დეკლარაციები და განცხადებები არ უნდა ირწმუნოთ, ქართველი ხალხის ზურგს უკან, მისი საეჭვო ვიზიტები სოხუმში, აგრეთვე მისი განცხადება: ”თუ სამეგრელოში არ დავშოშმინდებით, აფხაზეთში უარესი მოგვივა, ვიდრე სამაჩაბლოში” ნათელყოფენ მის ალიანსს აფხაზ კომუნისტ სეპარატისტებთან და რუსეთის რეაქციულ ძალებთან. აფხაზეთის ომის შეწყვეტა მას არ აწყობს-ვინაიდან ამას მოყვება მისი უკანონო ხელისუფლების დამხობა. შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ შევარდნაძემ ჩაშალა ჩვენი ჯარების გუმისთაზე გადასვლა და ტყვარჩელისა და გუდაუთის აღება, რაც მტრებთან მისი გარიგების შედეგი იყო. ძმებო! გახსოვდეთ, რომ აფხაზეთის ქართული მოსახლეობა განწირულია, თუ არ აღდგა კანონიერი ხელისუფლება. ჩემი დისკრედიტაციის მიზნით შევარდნაძე და მისი მაფიოზურ-კომუნისტური ხუნტა ავრცელებდა ჭორებს თითქოს აფხაზეთში მე შემოვიყვანე ჩვენი მეომრები. თქვენ უნდა იცოდეთ სიმართლე ყოველივე ამის შესახებ. ომის დაწყებისთანავე ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, ჯოხარ დუდაევმა გამოაცხადა, რომ ჩეჩნეთი არ ჩაერევა ამ ომში, მაგრამ იმპერიის აგენტურამ ე.წ. კონფედერაციამ გაგზავნა აფხაზეთში თავისი მოხალისეები, რომლებიც დუდაევს არ ემორჩილებოდნენ (დღეს, როდესაც კონფედერაციის ავტორიტეტი დაეცა, დუდაევმა მიაღწია მათ გამოყვანას აფხაზეთიდან). ხუნტამ კი შეთითხნა ყალბი მიმართვები ვითომდაც ჩემი სახელით, დაამონტაჟა ყალბი “სატელეფონო საუბრები”, რომლებსაც თბილისის ტელევიზიის თანამშრომლები ახმოვანებდნენ ჩემი ხმის მიბაძვით, რათა ქართველი ხალხი დაერწმუნებინათ, თითქოს მე ვხელმძღვანელობდი ჩეჩნებს. თითქოს გაგრის დაკარგვა ჩემი ბრალი იყო და არა შევარდნაძისა, რომელმაც გაგრა რუსეთს მიჰყიდა დაგომისის გარიგებით სამაჩაბლოსთან ერთად. მე შეგახსენებთ გ. ყარყარაშვილის ინტერვიუს და განცხადებებს, რომელიც ყოველივე ამასს ადასტურებს. სირცხვილი მას, რომ ამის შემდეგ იგი დათანხმდა შევარდნაძეს მინისტრობაზე. ხუნტა აცხადებს, რომ მე ხელს ვუწყობდი აფხაზ სეპარატისტებს. სინამდვილეში ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში აფხაზეთში ჩვენი ეროვნული გვარდია იდგა და აფხაზეთის გვარდია არ არსებობდა. მილიცია თითქმის მთლიანად ჩვენი იყო. არძინბას დანიშვნას მე ხელს ვერ შევუშლიდი, რადგან არ მქონდა კონსტიტუციით მონიჭებული უფლებები საამისოდ. სამაგიეროდ, არძინბა ჩემს დროს, თბილისში ვერ ჩამოდიოდა დაპატიმრების შიშით და ვერც ვერაფერს ბედავდა. ვერც მისმა პარლამენტმა გაბედა სეპარატისტული ნაბიჯების გადადგმა იმ პერიოდში, ვინაიდან ის უმრავლესობა, რომელიც მათ ჰქონდათ, კონსტიტუციური ცვლილებების უფლებას არ იძლეოდა, მაგრამ როგორც კი დაინახეს კანონიერი ხელისუფლების განდევნა, კონსტიტუციის გაუქმება და უკანონო ხუნტის მოსვლა ხელისუფლებიშ სათავეში, ჩაიდინეს ყოველივე ის, რამაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ხუნტამ სოხუმში გაავრცელა აგრეთვე ჭორი, თითქოს მე ტყვარჩელის აღების წინააღმდეგი ვარ. სინამდვილეში ჩემი პოზიცია ასეთია: თუ ოჩამჩირის აფხაზობა უარს იტყვის ჩვენთან შემორიგებაზე, ტყვარჩელი აუცილებლად უნდა იქნას აღებული, რათა ოჩამჩირეც არ დავკარგოთ და სოხუმი ალყაში არ აღმოჩნდეს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი პრეზიდენტი, ჩემი ქვეყნიდან კომუნისტურ-მაფიოზური პროიმპერიული ხუნტის მიერ ძალადობით განდევნილი, რომელსაც ფიცი აქვს დადებული საქართველოს კონსტიტუციისა და მისი ინტერესების ერთგულებისა, ჩემს თავს მოვალედ ვრაცხავ, გამცნოთ შემდეგი: დღეს უდიდესი საფრთხე ემუქრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დგას ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი. დღეს, როგორც არასოდეს, აუცილებელია, ჩემი ყოფნა ჩემს ხალხთან. განსაკუთრებით, ისეთ რეგიონებში, სადაც მას ყველაზე მეტად უჭირს. ასეთი რეგიონია აფხაზეთი, სადაც ხუნტამ იმპერიის კარნახით გააჩაღა ძმათამკვლელი ომი, რომლის მიზანია აფხაზეთის ქართული მოსახლეობის განადგურება და ამ კუთხის მტრისათვის გადაცემა. მიუხედავად ჩემი არაერთგზის ცდისა, შევარდნაძის, იოსელიანის, ბათიაშვილის სპეცსამსახური მიქმნის ყოველგვარ დაბრკოლებას, რათა ვერ ჩამოვიდე საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ჩემი ჩამოსვლა გამოიწვევს არა მარტო მოსახლეობის კონსოლიდაციას, არამედ სრული და საყოველთაო მობილიზაციის დაწყებას მთელი საქართველოს და განსაკუთრებით სამეგრელოს მასშტაბით აფხაზეთის ქართველობის დასახმარებლად. თქვენ კარგად იცით, რომ შევარდნაძის და მისი ხუნტის მოწოდებით არავის სურს ჯარში წასვლა. ამიტომ ჩაიშალა მობილიზაცია. ჩემი საქართველოში ჩამოსვლა და კერძოდ, აფხაზეთში გამოჩენა კარდინალურად შეცვლის მდგომარეობას და ომის ბედიც ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ამავე დროს, ჩემი ჩამოსვლა სოხუმში მეტად დააფიქრებს აფხაზურ და რუსულ მხარეს, რაც შესაძლებლობას შექმნის რეალური მოლაპარაკებისას, რომელიც ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ძალის პოზიციიდან. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინადადებას გაძლევთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ მეომრების ხელმოწერების შეგროვება, რათა გადადგეს შევარდნაძე და მისი კომუნისტურ-მაფიოზური ხუნტა, აღდგეს კანონიერი ხელისუფლება და მე მომეცეს საშუალება საქართველოში დაბრუნებისა. თქვენ ძალგიძთ ამის გაკეტება, თუ მოინდომებთ. გახსოვდეთ, რომ ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის, აფხაზეთის ფრონტზე მებრძოლი ქართველი მხედრობის, არამედ სრულიად საქართველოს ბედი და თუ ეს უახლოეს ხანში არ მოხდა, აფხაზეთი დაიკარგება, საქართველო განადგურდება და აღარც აღარაფერი გექნებათ დასაცავი. მოველი თქვენგან სწრაფ მოქმედებას და წერილობით პასუხს.ძმური სალმით საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 7 ივნისი იურიდიული დოკუმენტები,რომელთა გამოუყენებლობა დანაშაულია!!!.....ზუსტად თექვსმეტი წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა და საყოველთაო რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. მაშინ ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალები სულ რამდენიმე თვის მოსულები იყვნენ. და ამავე დღეს, ზუსტად 68 წლის წინ, 1939 წლის 31 მარტს, დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში ბიჭი დაიბადა. ამ დღეს ქვეყანას უფალმა მოუვლინა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია. მარტის ბოლო დღეს გამართული რეფერენდუმის საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 31 მარტის რეფერენდუმის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე გაუმეორეს შეკითხვა - როგორ აპირებთ რეფერენდუმის შედეგების გამოყენებასო. ბატონმა ზვიადმა ასეთ შეკითხვას ხუმრობით "ჟურნალისტური შეთქმულებაც" უწოდა და დაამატა: ჩვენ საიდუმლოებებს ჟურნალისტებს არ ვანდობთო. პირველი და ყველაზე მოულოდნელი საიდუმლო 9 აპრილს გაითქვა: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი რეფერენდუმის ჩატარებას დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის ვიზიტი საქართველოში. 31 მარტს იგი თბილისიდან მოსკოვს გაემგზავრა. გამგზავრებამდე კი ეწვია დედაქალაქის რამდენიმე საარჩევნო უბანს, სადაც ამ დღეს მიმდინარეობდა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების - საკრებულოს არჩევნები. "ნიქსონმა დიდი შეფასება მისცა არჩევნების და რეფერენდუმის ორგანიზაციასა და დემოკრატიულობას. მან განაცხადა - უფლება რომ მქონდეს, სიამოვნებით მივცემდი ხმას საქართველოს დამოუკიდებლობასო", - წერდა გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" 1991 წლის 2 აპრილის ნომერში. იგივე გაზეთი, საქინფორმის საკუთარ კორესპონდენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 31 მარტს სამაჩაბლოს ქართული სოფლების მოსახლეობამ ერთსულოვნად მისცა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას, რამაც ოსი ექსტრემისტები და სეპარატისტები გააღიზიანა, რასაც დაემატა ის დეზინფორმაცია და აშკარა წაქეზება, რომელსაც იმ დღეებში ეწეოდა პროგრამა "ვრემია"."ჩვენთან რეფერენდუმი არ გამართულა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ქვემორე ხელისმომწერნი მხარს ვუჭერთ დამოუკიდებლობას" ცენტრალურ საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისიაში რეფერენდუმის და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ პირველი ოპერატიული ცნობები ადგილებიდან დილის 9 საათისათვის მივიდა. "საერთოდ, დაბეჯითებით შეიძლება, აღვნიშნოთ საქართველოს მოსახლეობის უაღრესად აქტიური მონაწილეობა რეფერენდუმში", - ამბობდა მაშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ხმალაძე: "გამართული რეფერენდუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის. ეს დღე თავის მნიშვნელობას არც არასდროს დაკარგავს, რადგან მაშინ ერთადერთი შეკითხვა იყო დასმული: - "ეთანხმებით თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე." საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორი იქნებოდა რეფერენდუმის შედეგები ცალკეული რეგიონების მიხედვით. არაეთნიკური ქართველებით დასახლებულ ყველა რაიონში, მოსახლეობამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობის გამოცხადებას. საარჩევნო კომისიაში იყო დოკუმენტები, წერილები და განცხადებები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სოფლებიდან, რომელსაც თან ერთვოდა ხელმოწერები, რომ (ოსური სოფლები მაქვს მხედველობაში) - ჩვენთან რეფერენდუმი არ გამართულა, მაგრამ ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი მხარს ვუჭერთ დამოუკიდებლობასო. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი იყო ჩვენი საზოგადოების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, მიუხედავად 70-წლიანი დამოუკიდებლობის დაკარგვისა. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები, რომლის მიხედვით: ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3. 657. 477 რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი - 3. 302. 572, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90, 3%; კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი - 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89.3%-ს;სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის "დიახ" მომხრეთა რიცხვი - 3. 295. 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 98, 9%-ს; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, "არა" მომხრეთა რიცხვი - 17.400, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 53%-ს. ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა - 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175; რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61, 27%-მა; კენჭისყრაში - 61, 23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97, 73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას - 1, 42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224. 788; რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96, 64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში - 97, 67%-მა. უარყოფითად - 1, 42%-მა. გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო. ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180 ამომრჩეველმა. "რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა. p.s. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა "ეროვნულმა კონგრესმა", რომელთაც მოგვიანებით სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2010 გამსახურდია და 5 მეგობარი ერთად საუბრობდა...მეორე დღისთვის გამსახურდია კგბ-მ გალერეასთან ბაღში დაიბარა "სასაუბროდ".ბ-ნმა ზვიადმა ყველას დაურეკა,რომ იქ მოსულიყვნენ მხარდასაჭერად...მეორე დღეს ერთ-ერთი მივიდა მხოლოდ...როცა მივუახოვლდიო ზვიადს სამი გალსტუკიანი კგბ-ს ხალხი ეხვია გარს ბაღშიო.როცა გადმომხედა გაუხარდაო, ერთი მაინც აღმოჩნდაო ნამდვილი მეგობარიო(ეს ამოვიკითხეო მის თვალებშიო),მაგრამ ისე შემეშინდაო,რომ თითქოს არ ვიცნობდი ისე გავიარეო სწრაფად და როგორ აღვმოჩნდიო მშრალ ხიდთან არ მახსოვსო..იმ წუთიდან ვოცნებობდიო დღესვე მომკვდარიყოო ზვიადი..ასე შემზღდიდაო და ამიტომ მძულსო .ანუ სიძულვილი მის მიმართ იმაშია,რომ მასთან მიმარებაში საკუთარ არარაობას ხედავდნენ,ვინაიდან თითქმის ყველა" წარმატებული " ადამიანს მსგავსი განცდები ჰქონდათ რატომ?. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2010 იურიდიული დოკუმენტები,რომელთა გამოუყენებლობა დანაშაულია!!!.....ზუსტად თექვსმეტი წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა და საყოველთაო რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. მაშინ ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალები სულ რამდენიმე თვის მოსულები იყვნენ. და ამავე დღეს, ზუსტად 68 წლის წინ, 1939 წლის 31 მარტს, დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში ბიჭი დაიბადა. ამ დღეს ქვეყანას უფალმა მოუვლინა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია. მარტის ბოლო დღეს გამართული რეფერენდუმის საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 31 მარტის რეფერენდუმის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე გაუმეორეს შეკითხვა - როგორ აპირებთ რეფერენდუმის შედეგების გამოყენებასო. ბატონმა ზვიადმა ასეთ შეკითხვას ხუმრობით "ჟურნალისტური შეთქმულებაც" უწოდა და დაამატა: ჩვენ საიდუმლოებებს ჟურნალისტებს არ ვანდობთო. პირველი და ყველაზე მოულოდნელი საიდუმლო 9 აპრილს გაითქვა: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი რეფერენდუმის ჩატარებას დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის ვიზიტი საქართველოში. 31 მარტს იგი თბილისიდან მოსკოვს გაემგზავრა. გამგზავრებამდე კი ეწვია დედაქალაქის რამდენიმე საარჩევნო უბანს, სადაც ამ დღეს მიმდინარეობდა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების - საკრებულოს არჩევნები. "ნიქსონმა დიდი შეფასება მისცა არჩევნების და რეფერენდუმის ორგანიზაციასა და დემოკრატიულობას. მან განაცხადა - უფლება რომ მქონდეს, სიამოვნებით მივცემდი ხმას საქართველოს დამოუკიდებლობასო", - წერდა გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" 1991 წლის 2 აპრილის ნომერში. იგივე გაზეთი, საქინფორმის საკუთარ კორესპონდენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 31 მარტს სამაჩაბლოს ქართული სოფლების მოსახლეობამ ერთსულოვნად მისცა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას, რამაც ოსი ექსტრემისტები და სეპარატისტები გააღიზიანა, რასაც დაემატა ის დეზინფორმაცია და აშკარა წაქეზება, რომელსაც იმ დღეებში ეწეოდა პროგრამა "ვრემია"."ჩვენთან რეფერენდუმი არ გამართულა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ქვემორე ხელისმომწერნი მხარს ვუჭერთ დამოუკიდებლობას" ცენტრალურ საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისიაში რეფერენდუმის და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ პირველი ოპერატიული ცნობები ადგილებიდან დილის 9 საათისათვის მივიდა. "საერთოდ, დაბეჯითებით შეიძლება, აღვნიშნოთ საქართველოს მოსახლეობის უაღრესად აქტიური მონაწილეობა რეფერენდუმში", - ამბობდა მაშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ხმალაძე: "გამართული რეფერენდუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის. ეს დღე თავის მნიშვნელობას არც არასდროს დაკარგავს, რადგან მაშინ ერთადერთი შეკითხვა იყო დასმული: - "ეთანხმებით თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე." საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორი იქნებოდა რეფერენდუმის შედეგები ცალკეული რეგიონების მიხედვით. არაეთნიკური ქართველებით დასახლებულ ყველა რაიონში, მოსახლეობამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობის გამოცხადებას. საარჩევნო კომისიაში იყო დოკუმენტები, წერილები და განცხადებები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სოფლებიდან, რომელსაც თან ერთვოდა ხელმოწერები, რომ (ოსური სოფლები მაქვს მხედველობაში) - ჩვენთან რეფერენდუმი არ გამართულა, მაგრამ ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი მხარს ვუჭერთ დამოუკიდებლობასო. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი იყო ჩვენი საზოგადოების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, მიუხედავად 70-წლიანი დამოუკიდებლობის დაკარგვისა. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები, რომლის მიხედვით: ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3. 657. 477 რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი - 3. 302. 572, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90, 3%; კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი - 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89.3%-ს;სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის "დიახ" მომხრეთა რიცხვი - 3. 295. 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 98, 9%-ს; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, "არა" მომხრეთა რიცხვი - 17.400, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 53%-ს. ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა - 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175; რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61, 27%-მა; კენჭისყრაში - 61, 23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97, 73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას - 1, 42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224. 788; რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96, 64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში - 97, 67%-მა. უარყოფითად - 1, 42%-მა. გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო. ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180 ამომრჩეველმა. "რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა. p.s. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა "ეროვნულმა კონგრესმა", რომელთაც მოგვიანებით სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lak Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 (edited) .. გენადი ბურბულისმა ,რუსეთის ვიცე პრემიერმა განაცხადა,რომ საქართველოში გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო. რუსეთის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი ბეპაევმა "მოსკოვსკიე ნოვოსტში" 1992 წ. 15 დეკემბერი..აღიარა,რომ მისი ოლქი ტექნიკითა და ცოცხალი ძალით ეხმარებოდა პუტჩისტებს...ადმირალი ედუარდ ბალტინი ედუარდთან (სულ ედუარდები და ჯაბები-ედუარდ ჯაბაევიჩ კოკოითი...ისე რამდენი ჯაბა და ედუარდია?! ) ერთად ახდენდა აფხაზეთისა და სამეგრელოს ოკუპაციას 1993 წლის სექტემბერ -ოქტომბერში..!ძვირფასო! ამ1991 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერიის დავალებით თავისუფლების მოედანზე მდგარი ებრძოდნენ დამოუკიდებელ საქართველოს,მათ მოკლეს დეპუტატი, გაგრელი უიარაღო არკადი მარკოზია... მინიმუმ ამ გადატრიალების მიზანი იყო ტერიტორიების ოკუპაცია,რაც განხორციელდა ქართველი ხალხის გენოციდითა და ეთნოწმენდით,ასიათასობით დევნილით, ათასობით ადამიანის სიკვდილით...ასეთი ცოდვის მქონენი დღეს საქართველოში ყველაზე მეტად ხმაურობენ,...მაგ ე.წ ოპოებში,"დაიცავი საქართველოს" და სხვათა სახით...ე..მათთან სიყვარულით ვერ იცხოვრებ, რადგან ისინი ისევე,როგორც პუტინი კვლავ მტრობენ საქართველოს...მათ უნდა გაიტყავონ მუხლები ხოხვით დიდი ცოდვების გამო ,მაგრამ მათში კვლავ მძლავრობს კაენური სული...როგორც საჩინო ბარათაშვილი ვერ შეურიგდა ყორღანაშვილს ისე ჩვენც არ უნდა შევურიგდეთ,სხვაგვარად გადავშენდებით.. Edited January 4, 2010 by lak Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 გამსახურდიები გამარჯვებული გადასახლდნენ ცის სასუფეველში,რადგან მათ ღვთისგან დაკისრებული მისსია შეასრულეს,მათ5 თავიანთი დიდგორი მოიგეს,ხოლო თომა ჩაგელიშვილი,მისი ექსპერტები -გიორგაძე,ნანეიშვილი,ჩხეიძე... ახლახან თავი გამოყო რუსეთის კგბ-ს შნირმა გივი ლომინაძემ....ისინი ისეთივე გამარჯვებული არიან გამსახურდიებზე ,როგორც იუდა ქრისტეზე,ყორღანაშვილი,სერგო-ედუარდი საქართველოზე, კაენი აბელზე,ბერბიჭაშვილი წმ.ილია მართალზე...კ,ყველამ იცის ვინ იყო მერაბის მკვლელი ინაურის და მვდ-ს მხრიდან..კონსტანტინე გამსახურდია 1925 წლიდან 3 წლით სოლოვკებში იხდიდა გულაგებში სასჯელს,სადაც მისი მოკვლა მრავალგზის სცადეს...მანამდე მოსკოვში დაკითხვისას ძერჟინსკის მოადგილეს დედის შეგინებისთვის სცემა,რის გამოც სიკვდილმისჯილთა კარცერში რამოდენიმე კვირა გაატარა ...კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი...მთელი ცხოვრება რუსულ იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა...ამ დიდ მამულიშვილების შეფასებისას მრავალგზის ხდება ლუსტრირება რუსეთის კგბ-ს შნირების!!! უფალმა დაიფაროს საქართველო! სხვები, როცა ლევილში იყვნენ , კონსტანტინე სტალინ-ბერიას გულაგებში იხდიდა სასჯელს!1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ჩამბარებლები იწყებენ თბილისში ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას ,რომელზეც ჯაბა იოსელიანი წიგნში "სამი განზომილებაში "(გვ.356-370)აღწერს ფაქტებს...მასთან მიდიან დელეგაცია ბუბა კიკაბიძის,,გიზო ნიშნიანიძის,ბიჭიკო რამიშვილის... სთხოვეს საზოგადოება "თბილისელის" პრეზიდენტობა...საღამოს ფილარმონიაში შეიკრიბნენ შევარდნაძეც იყო და რეზო ამაშუკელის წამყვანობით...ფაქტობრივად შეიქმნა მოქალაქეთა კავშირი...შევარდნაძის თანხმობით გიგა ლორთქიფანიძე მთხოვს ხელში ამეღო ძალაუფლება...იქმნება ჩეკა-ზვიადდთან მებრძოლი კომიტეტი-ჯაბა უფროსი,გია ჭანტურია(ხონში მივეცი 100 ავტომატი ედპეელების შესაირაღებლად...გია კითხავდა ზვიადისტებს,იყო ფეხებში სროლები,დაჭრებიც),დავით მაღრაძე( " ჯაბას და შევარდნაძის "მეგვადრუცე"აგროვებდა ფულს იარაღის შესაძენად),ბათიაშვილი,ყარყარყარშვილი,გია ჟორჟოლიანი,ვაჟა ლორთქიფანიძე,გოგა ხაინდრავა...ჩვენთან იყო აგრეთვე ქალაქის მერი გაბაშვილიც... ხაჩიშვილი და იგორ გიორგაძე კარგად არიან რუსეთის ოლქის ჯარების სარდალთან -რეუტთან?! შევარდნაძე მეუბნება,რომ რუსებმა დამირეკეს უნდა დავნიშნო იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრად,კვირაია შსს-ს მინისტრად?!(დააკვირდით საკვანძო მინისტრებს მოსკოვი ნიშნავს აფხაზეთის ომის შემდეგ...ე.ი. შევარდნაძემ რუსეთთან ერთად მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია!!!) ბალტინთან ავთო მარგიანია(ამ ბალტინმა შავი ძღვის ფლოტით გადმოზიდა ჯერ გაგრიდან მერე სოხუმიდან ტექნიკა,გამოიყვანა ქართული ჯარი ,შემდეგ დაეცა გაგრა,სოხუმი,მათ მთავარი როლი შეასრულეს ჯერ აფხაზეთის და შემდეგ სამეგრელოს ოკუპაციაში) ეს ჯგუფი ქმნის ახალ სმკ-ს .შევარდნაძის ბირთვიდან". "დაიცავი საქართველოს"საინციატივო ჯგუფი ის სახეებია,რომელნიც 1991 წლის სექტემბრიდან ტელევიზიის აქციებით დაგვამახსოვრეს თავი,შევარდნაძის" თეთრი მანდილი",მხედრიონი,"თბილისელი",კულინარიელები,ორბი,არწივი გორდა...ამათ გადაჩეხეს საქართველო უფსკრულში,დააკარგვინეს ტერიტორიები მიითვისეს მილიარდობით დოლარის ანაბრები და კრედიტები,ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეა მათ კისერზე...მხოლოდ ფაქტებით ვიხელმძღვანელოთ!!!''....მიხეილ ჯავახიშვილზე დაიწერა წიგნი სადაც მისი,ახმეტელის,ტიციანის და სხვათა ჩამშვებთა გვარები და სახელებია ...ამაზე შემდეგ სკანდალური კონფლიქტი მოხდა ვასაძის ვაჟსა და გამომცემლებს შორის... ღმერთმა გიშველოთ და მოგიტევოთ გამსახურდიების მიმართ ჩადენილი დანაშაული!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 (edited) დილემა კაცობრიობის წინაშეზვიად გამსახურდია ,,რარიგ ვეუცხოვე სამყაროს ცივ დენას,ნექტარიც წავიღე და შხამიც რამდენი...”ეპიტაფია " არაერთგზის თქმულა და დაწერილა, რომ მე-20 საუკუნე თვისობრივად ახალი საუკუნეა, სხვა წინამორბედ საუკუნეებთან შედარებით. თვით ზედაპირული დაკვირვებითაც ცხადია, რომ იგი, ახალი ეპოქის, ახალი ერის დასაწყისია კაცობრიობის ისტორიაში. ამ ახალი ერის გარიჟრარჟზე საუკუნის, ეპოქის სულმა ახალი, სრულიად განსხვავებული მოთხოვნები წამოუყენა ერებსა და ადამიანებს. შეიცვალა არა მარტოოდენ გარეგანი სახე ჩვენი ცივილიზაციისა, არამედ ინტელექტუალური რელიეფი, კულტურის სპეციფიკა, შეიცვალა არამარტო აზროვნებისა და მეცნიერული თუ მხატვრული ძიებების მიმართულება, შეიცვალა ჩვენი ფსიქიკა, აღმოცენდა ახალი გაგება მოქალაქეობრივი თუ ინტელექტუალური სინდისისა. უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ საცნაურია კაცობრიობის მანამდე არნახული დიფერენციაცია. რაც უფრო ვუახლოვდებით საუკუნის დასასრულს, მით უფრო იკვეთება საშინელი დილემა, რომელიც დგას დღევანდელი საზოგადოებრიობის თუ პიროვნების წინაშე. ფსევდოინტელექტუალური ,,ინტელიგენციისათვის” უგნურების სინონიმად რწმენა ქცეულა. ჟამთა ვითარებაში შეიცვალა განგების მიმართება კაცთა მოდგმისადმი. ადამიანთა ევოლუციისათვის საჭირო გახდა ჭეშმარიტებისა და სიკეთის გარდა თავისუფლების გაგება და განვითარება. ამანვე გამოიწვია თავად დილემის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, საბედისწერო გახდა ეს დილემა:რწმენისა და ურწმუნოების,სულიერ ღირებულებათა აღიარებისა ადამიანთა მიერ და მეორეს მხრივ, ამავე ღირებულებათა ზურგის შექცევისა და მათი მივიწყებისა. განგებამ და ეპოქამ მოიტანა აუცილებლობა იმისა, რომ ადამიანი თავისუფალ არსებად იქცეს. ამიტომაც გაქრნენ ისტორიის არენიდან დიდი წმინდანნი და მოძღვართ მოძღვარნი, ამიტომ შესუსტდა რელიგია, ამიტომ გაძლიერდნენ ყოველგვარი ცთომილებანი აზროვნებისა და მსოფლმხედველობისმიერნი. გაძლიერდა ჯერ სკეპტიციზმი, შემდეგ კი ნიჰილიზმი, საბუნებისმეტყველო აზროვნების სფეროში ფეხი მოიდგა მატერიალისტურმა ცთომილებამ, ფილოსოფიაში რაციონალიზმმა, პოზიტივიზმმა და ,,იზმებმა”, სახელი მათი ლეგიონია. ყოველივე ამან გამოიწვია დილემა აზროვნების, მორალის, ეთიკის, კულტურის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების სფეროში. თუმცა მე-20 საუკუნემდე, როგორც ვამბობდი, ყოველი ადამიანისათვის ცნობიერად თუ ქვეცნობიერად როდი გამოკვეთილა ამ დილემის სიმწვავე. დღეს კი საკმარისია თვალი გადავავლოთ ცხოვრებას ჩვენი საუკუნის ცივილიზებული კაცობრიობისა, ნათელი გახდება თუ რაოდენ გამწვავდა ცნობიერი თუ ქვეცნობიერი აღქმა ზემოხსენებული დილემისა. დღეს ეს დილემა ამგვარად გამოიკვეთა აზროვნების, ეთიკის თუ მორალის სფეროში: ან ვაღიაროთ, რომ დიდი სამყარო, უნივერსუმი და ჩვენ კაცობრიობა შექმნილი ვართ აბსოლუტურად კეთილი გონიერი უნივერსალური ძალის მიერ, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი დანიშნულება, დიადი მიზნები, რომ ჩვენი ისტორია და კულტურა არ არის მარტოოდენ რაღაც მექანიკური და ობიექტურად აუცილებელი ,,კანონზომიერების” შედეგი, რომ ის არ აღმოცენებულა შემთხვევით თუ უაზროდ და არ არის სურს აღასრულება თავისი ამსოფლიური მაღალი დანიშნულებისა. ან ვაღიაროთ, საპირისპირო: მორალი და ეთიკა მხოლოდ ცარიელი, უაზრო ცნებებია, ისეთ ადამიანთა მიერ გამოგონილი, რომელთაც სურთ ამ გზით დამონება და დათრგუნვა დანარჩენი კაცობრიობისა და რომელნიც თავიანთი ქვენა მიზნების განხორციელებისათვის იყენებენ ამ ცნებებს. ერთადერთი მისაღები და ცხოვრებისეულად გამართლებული ფორმაა ადამიანთა ყოფისა ცხოველურ ყოფასთან დაახლოება: ბუნებისმიერი და მატერიალური მოთხოვნილებების, პირუტყვული ინსტიქტების და ვნებების დაკმაყოფილება. აქედან გამომდინარე, დგას დილემა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ერთის მხროვ მოქალაქეობრივი თავგანწირვა, ნიადაგ სინდისის კარნახით მოქმედება, სულიერი იდეალების პირველ პლანზე დაყენება, ხოლო მეორეს მხრივ, ფილისტერული, თვითკმაყოფილი ფსევდოპრაგმატიზმი, სინდისის ხმის ჩახშობა საკუთარ სულში, თვალის დახუჭვა ყოველგვარ უმსგავსოებაზე, რომელსაც სჩადის ესა თუ ის საზოგადოებრივი წყობა თუ ცალკეული ადამიანი. ეს გახლავთ ის მწვავე დილემა, რომელიც დგას დღეს ყოველი ჩვენგანის წინაშე. აი ის კითხვები, რომლებზეც პასუხის გაუცემლობა აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო მდგომარეობამდე. აი მთავარი ფესვი ყველა დღევანდელი სოციალური და ადამიანური ბოროტებისა! ჩვენ ვამტკიცებთ: მე¬20 საუკუნის ადამიანს გაუმწვავდა აღქმა შეგრძნება ამ დილემისა. ამავე დროს ცხადია : ადამიანური ცნობიერების ამ განვითარების სხვადასხვა დონეებზე ამ დილემის აღქმა სხვადასხვაგვარია და მასზე რეაგირებაც. ამას განაპირობებს აგრეთვე სოციალური მდგომარეობაც, ბიოლოგიური სრულფასოვნება – არასრულფასოვნება, მატერიალური და ეკონომიური პირობები, რასული თუ ეთნიკური წარმომავლობა და ა.შ. ცხადია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აფსოლუტიზირება რომელიმე ფაქტორისა. ყველა შემთხვევაში ინდივიდუალობასთან გვაქვს საქმე და ამიტომ სურათიც უაღრესად ნაირგვარია.ჩვენია გაგებით ამ დილემის გაუცნობიერებლობა არანაკლებ დამღუპველია ადამიანისათვის, ვიდრე მისთვის შეგნებულად ზურგის შექცევა, ვინაიდან ქვეცნობიერად, ინსტიქტურად ყველა ადამიანი გრძნობს მის დიდმნიშვნელობას და ბედითობას. კეთილდღეობისა და სიცოცხლის ფასად დღესაც აგრძელებენ მაცხოვრის მიბაძვას და ნერგავენ სიყვარულისა და ჭეშმარიტების სახარებას არაცივილიზებულ, ჩამორჩენილ ტომებში... ჩვენ მოწმენი გავხდით უკანასკნელ ხანებში უგანდის მთავარეპისკოპოსისა და სხვა მრავალი მისიონერის მხეცური მკვლელობისა. ისინი წეშმარიტად პირველქრისტიანი მოწამეებისა და შუასაუკუნეთა რჩეულ მარტვილთა დიდ საქმეთა გამგრძელებელნი არიან ჩვენს რთულსა და ტრაგიკულ დროში. იგივე ითქმის ზოგიერთი ბუდისტი მისიონერის გამო. განსაკუთრებით საბჭოთა ციხის ჯალათთა მიერ მხეცურად მოკლული ბურიატელი მისიონერის, შესანიშნავი მოქალაქისა და მოაზროვნის ბიდია დანდარონის შესახებ. ასეთივე ნათელი და მაღალი მაგალითია ცხოვრება და მოქალაქეობა ჯონ ბრაუნისა, მარტინ ლუთერ კინგისა, ალბერტ შვაიცერისა, ამბროსი ხელაიასი და სხვათა. ყოველივე ამით ცხადი ხდება, რომ მე-20 საუკუნის კაცობრიობის მასის ტოტალური გადაგვარება და განურჩევლობა ერთი მხარეა სასწორისა, რომელსაც უპირისპირდება მაღალი მორალური შეგნება დღევანდელი კაცობრიობის რჩეულთა. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში სამართლიანობისათვის მებრძოლნი, თუნდაც დიდი ცდომილებებითა და გზააბნეულობით რომ გამოირჩევიან, მაინც მიედრებიან ამ რჩეულებს, უკეთუ მათი ბრძოლა და მარტვილობა გულწრფელია და ქვენა მიზნებისაგან კიდეგან მდგარი. შესაძლოა გაგვაოცოს მცირერიცხოვანობამ დასახელებილი მაგალითებისა, მაგრამ ჩვენ შევახსენებთ მკითხველს, თუ რაოდენ ვიწროა გზა ხსნისა და რაოდენ ფართოა გზა წარწყმენდისა და გადაგვერებისა, სახარების ფორმულით რომ ვთქვათ. იგივე გახლავთ მიზეზი საბჭოთა კავშირში დისიდენტთა მცირერიცხოვანებისა, რომელიც ხელზე აქვს დახვეული ჭეშმარიტებისა და სიკეთის მარადიულ მტრებს, რომელნიც ნიადაგ გაჰყვირიან: ,,შეხედეთ ამ ერთი მუჭა გროვას, გზააბნეული და ხალხსმოწყვეტილი ადამიანებისა! ნუთუ ისინი გამოხატავენ მრავალმილიონიანი მასების ნებას? ნუთუ მათ გააჩნიათ უფლება ილაპარაკონ ხალხის სახელით? ხალხისა, რომელმაც არც კი იცის მათი არსებობა, მათი ფიქრები და მიზანზრახვანი? »უხეში სოციოლოგიზმი, ფსიქოანალიზურ ჭუჭყში ქექვა, ფროიდიზმი, რასიზმი და ყოველგვარი პათოლოგიის აპოლოგია, ფსევდომოდერნიზმის, ,,ანტილიტერატურის » აღმოცენება. აი, საგანგაშო მეტასტაზები ამ სენისა. ფილოსოფიასა და მეცნიერებაში ვულგარული მატერიალიზმი და მარქსიზმი, მატერიალური დარვინიზმი, ე.წ. რასისტული ეთნოგრაფია, ტექნოლოგიური პროგრესის იდეალიზაცია, კიბერნეტიზმის ცალმხრივი, არასპირიტუალური განვითარება, გენური ინჟინერია, ნუკლეანური ფიზიკის უკონტროლო განვითარება და სხვანი - აი, სავალალო შედეგი ამ სენისა. ყოველივე ეს პიროვნებაში ქვეცნობიერ პროტესტსა და ამბოხს ბადებს, მიუხედავად ამ პიროვნების განვითარების დონისა, ასაკისა, ინტელექტუალურ-მორალური მონაცემებისა. როგორც ზემოთ ვამბობდით, კაცობრიობის მასსამ ან ვერ აღიქვა, ან – ცნობიერად აქცია ზურგი ზემოხსენებულ მწვავე დილემას. მაგრამ განა იგი განთავისუფლდა ამ დილემისგან? სწორედ ამის შემდეგ იქცა მისთვის ეს დილემა დამღუპველ ძალად, მისი პიროვნების გადამგვარებელ ფატორად ; სწორედ ამან განაპირობა მის ცხოვრებაში რთული ქაოსი და ანარქია და აი, ღირსშესანიშნავმა შედეგმაც არ დააგვიანა. განა შემთხვევითია, რომ სწორედ მე-20 საუკუნეში აღმოცენდა ჰიპებისა და ბიტნიკების მოძრაობა, არნახულად გაგვრცელდა ნარკომანია ათასგვარი სახით (დასავლეთის ქვეყნებსა და აზიაში), ალკოჰოლოზმი (საბჭოთა კავშირში), გამრავლდა თვითმკვლელობა, არნახულად გაიზარდა დამნაშავეობა, ტერორიზმი (ესპანეთი, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, ორივე ამერიკა), დივერსიებისა და ხანძრებისაკენ მიდრეკილება (საბჭოთა კავშირი), არნახული პათოლოგიური გარყვნილება (დასავლეთ ევროპა) და სხვა. სახის ამგვარი დაკარგვა ადამიანის მიერ გახლავთ შედეგი სწორედ იმისა, რომ დღევანდელმა ადამიანმა ვერ ჰპოვა გამოსავალი ამ რთული დილემის წინაშე, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებაში იგი ავლენს ქვეცნობიერ პროტესტს საკუთარი თავის წინააღმდეგ. იგი სასოწარკვეთილია იმით, რომ ვერ ჰპოვა გზა ჭეშმარიტი, რომელიც წილად ჰხვდა მას დაბადებით, რამეთუ კაცი ყოველი ხატი არის ღვთისა. დიახ, ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისაკენ, რომ აირჩიოს პირველი გზა, გზა ღმერთკაცობისა, მაღალი სულიერი იდეალის განა ამ დილემის სიმწვავემ არ გალია ლამანჩელი რაინდი და ლანდს არ დაამსგავსა იგი, საოცნებო აჩრდილთა სამყაროდან გადმოხვეწილს ამ ცოდვილ დედამიწაზე? განა ამ დილემას არ ანაცვალა ფაუსტმა მაგიით მოპოვებული უმაღლესი სპირიტუალური კეთილდღეობა, განა ამიტომ არ დასდო პაქტი სატანასთან, რათა ზიარებოდა საწუთროს წარმავალ ბედნიერებას? განა დონ-ჟუანს საიქიოდან მობრუნებულმა კომანდორმა არ შეაცვლევინა გეზი ჩვეული ყოფა-ცხოვრებისა, რომელსაც იგი მანამდის ერთადერთ გამართლებულ გზად სთვლიდა? განა ამ დილემასთან ბრძოლაში არ გადაიჩეხა ფრიდრიხ ნიცშე კაცთმძულვარებისა და ღვთის უარყოფის უფსკრულში? განა ლევ ტოლსტოისათვის ეს მარადიული დილემაც ამსოფლიურად არ გამოიხატა ერთის მხრივ საგრაფო მამულისა და მეორეს მხრივ, ოპტინას უდაბნოს სახით? განა ამ დილემას არ გაექცა იგი ოპტინას უდაბნოში? ყოველივე ამის შედეგად განა ცხადი არ არის რომ ახალი დროის გარიჟრაჟზე ადამიანის განწყობილება და ქმედება სხვაგვარი იყო მარადიული დილემის წინაშე, ვიდრე ძველი ეპოქის კაცთათვის? დავიკვირდეთ ჩვენს თანამედროვეობას და ცხადი გახდება, რომ დღესაც სხვაგვარია სპეციფიკა დილემის წინაშე დგომისა და მისი განცდისა. შეიქმნა უკიდურესობები პიროვნულ და სამოქალაქო თავისუფლების გაგების სფეროში. ერთის მხრივ ტოტალიტარიზმის მიერ ვნებადახშული უხეში ძალადობით გაოგნებული და აპათიაში ჩავარდნილი მასა, რომელსაც თავისუფლების არათუ შეგნება, არამედ იოტისოდენა მოთხოვნილებაც კი არ გააჩნია. დოსტოევსკის დიდი ინკვიზიტორის მიერ მონუსხული ბრბოს მსგავსად, თავისუფლებისაკენ სწრაფვას იგი უკეთეს შემთხვევაში უცნაურობად, სიგიჟედ ან კიდევ უფრო უარეს რამედ სთვლის. ნურავინ იფიქრებს, რომ, მაგალითად, საბჭოთა კავშირში მხოლოდ მმართველ წრეებს დაებადათ იდეა თავისუფლებისმოყვარე ადამიანების სულიერ ავადმყოფებად გამოცხადებისა. ეს ფსიქოლოგია თავად მასაში შემუშავდა თავდაპირველად, იმდენად წარმოუდგენელი იყო სახელმწიფო ტერორისა და ტოტალიტარიზმის ხუნდების წინააღმდეგ რაიმე ამბოხი «ჭკუათმყოფელი» ადამიანისათვის. სახელმწიფოს მესვეურებმაც კარგად გაუგეს მასის ამგვარ ფსიქოლოგიას და არ დააგვიანესროგორიცაა პრეზიდენტი კარტერი, მისთვის შეუძლებელი იქნება მოქმედება იმ სისტემის პირობებში, რომელსაც იგი ემსახურება დღეს. კარტერის კეთილშობილური იდეები ასეთივე ქველი და თანამიმდევრული საქმეებით არ განმტკიცდებიან, ამაო დარჩება მისი ღაღადისი ნებამოშლილი დასავლეთის უდაბნოსა შინა. მთავარი საკითხი კი მაინც ის არის, შესძლებს თუ არა იგი ამ დიდი საქმეების რეალიზაციას თავისი სისტემის პირობებში, თავისი პარტნიორებით გარემოცული ? საზოგადოებაში, სადაც COMMONWELTH-ისა და PROSPERITY-ს გაგებები დღესაც რჩებიან მთავრ ღირებულებებად. განა შეიძლება ადამიანის ესოდენ მაღალ ალტრუისტულ პრინციპებზე ოცნება? რამდენადაც ადამიანის უფლებები გარანტირებული აქვს ამ საზოგადოებას, განა ისურვებს იგი საკუთარი COMMONWELTH -ისა და PROSPERITY-ს დათმობის ფასად ჯვაროსნულ ლაშქრობაში გაჰყვეს კარტერს სხვათათვის, სრულიად უცხოთათვის, ადამიანური უფლების მოსაპოვებლად? ამგვარად კარტერი უწინარეს ყოვლისა უნდა ებრძოლოს დასავლეთის სოციალურ ეგოიზმს და თვითკმაყოფილებას, თუ სურს იმ მიზნის მიღწევა, რომელთა თეორიულ დეკლარირებას იგი ეწევა. სხვა საკითხია, რამდენად გააღვიძებს კარტერი სინდისს თავის მოყვასთა და თანამემამულეთა წიაღში, რამდენად შესძრავს იგი მათ გულებს მსოფლიოში გამეფებული ტირანიისა და უსამართლობის მხილებით. რამდენად ცხადად დაანახვებს იგი თავის ერს დღევანდელი დილემის სიმწვავეს, პრაგმატიზმის, პრაქტიკული მატერიალიზმის და უტილიტარიზმის წაობიდან ამოსვლის აუცილებლობას და თუ იგი ამას შესძლებს დღევანდელი ამერიკის სხვა პოლიტიკურ მეოღვაწეებთან და ჰუმანისტებთან ერთად, აგრეთვე იქ მყოფ ემიგრანტ დისიდენტებთან ერთად. კაცობრიობის მომავლის პერსპექტივა აღარ იქნება ესოდენ შავი და უნუგეშო, როგორც დღეს. დღევანდელი ადამიანისთვის მთავარია, რომ მან შეიგნოს დილემის არსი, დილემისა, რომელიც თავად განგებამ წამოუხენა დღეს პიროვნებებსა და ერებს : ან თვითდათმობა იდეალისთვის, სწუთრო კეთილდღეობისა და კომფორტის არად ჩაგდება, მსხვერპლი და თავგანწირვა წეშმარიტებისათვის, მოქლაქეობრივი თავდადება, ან მიყოლა ცხოვრების დინებისა , განდგომა ამრიგად, თანამედროვე დემოკრატიის უძლურებისა და კრიზისის მთავარი მომენტი იმაში გამოიხატება, რომ იგი თავადვე კვებავს იმ ურჩხულს, რომელმაც საბოლოოდ უნდა შთანთქას იგი (არსებობს ლენინისეული თეზა : «კაპიტალიზმი თავადვე მოგვყიდის თავისავე ჩამოსახჩობ თოკს»). და აი, ამ დილემის დამნახველი ინტელიგენციის მხოლოდ მცირე ნაწილი ირჩევს გზას მარტვილობისას, თვითდათმობისას, უთანასწორო ბრძოლისას ციხეებისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოების წანგებით აღწირვილ ურჩხულთან. ეს გასაგებიცაა. უფრო იოლია თვალის დახუწვა, საკუთარი პოზიციის გამაგრება «კეთილგონიერებით», «შორსმჭვრეტელობით», ან თუნდაც დევიზით: «სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან». უფრო მეტიც, ოპორტუნისტულად განწყობილი ინტელიგენცია დღეს კი ინიღბება «გონივრული ინტელიგენციის» ნიღბით, ვითომდა ბრძოლის უფრო ეფექტური საშუალებებით, ვიდრე «კედლისათვის თავის შეხლაა». ამიტომ გამრავლდა ჩვენში «მინიშნებითი, წამყოფითი ლიტერატურა», ყველასათვის უჩინარი და შეუმჩნეველი დაპირისპირება რეჟიმის უსამართლობასთან და ა.შ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ყოველივე ამას თვით ტოტალიტარული ხელისუფლება ზოგჯერ ფარულად თავად უწყობს ხელს, რათა შექმნას ილუზია სიტყვის თავისუფლებისა, ლიბერალიზაციისა, რათა ხალხში აღძრას სურვილი ოპოზიციური ჟინის მოკვლისა იმგვარად ნათქვამი და უმისამართო გამოხტომებით, რომლებიც ვიღაც-ვიღაცეების მიხედვით «რეჟიმის წინააღმდეგ არიან მიმართული». ეს უფრო ეფექტური საშუალებაა დისიდენტურ გამოსვლებთან ბრძოლისა, ვიდრე უხეში ადმინისტრირება ან პირდაპირი რეპრესირება ნამდვილი ოპოზიციონერებისა, დისიდენტების დისკრედიტაცია, როგორც «უტაქტო», «დიპლომატიას მოკლებული ადამიანებისა», ან ფრთხილი შეფასება, როგორც «ოდნავ ჭკუაზე გადამცდარი ხალხისა», ზემოხსენებულ «ბრძენ ოპოზიციონერთაგან» განსხვავებით, იგი რეჟიმის მიზნებს საუკეთესოდ ემსახურება, ვინაიდან რეჟიმი კვლავ განაგრძობს არსებობას, ხოლო ოპოზიციური ვნებები, რომელიც უფრო და უფრო იზრდება ხალხში, ამგვარი სათამაშო თოფის სროლით კმაყოფილდებიან. ბოლოს იქმნება ილუზია დემოკრატიული საზოგადოებისა, სადაცგაიღონ მცირე მსხვერპლი მაინც ზნეობის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. პრეზიდენტი კარტერი, როგორც აღმზრდელი, სწორედ ამ სფეროზე ზეგავლენით თუ შეფასდება. აქ გამოჩნდება მისი ავტორიტეტის ძალა, შთაგონების უნარი. მან უნდა გარდაქმნას კაპიტალის მსახურნი თავისუფლების იდეის მსახურებად. კაპიტალი უნდა გახდეს ხელშემწყობი კაცობრიობის ზნეობრივი გარდაქმნისა. ასე, რომ კაპიტალიზმის ქვეყნებში ადამიანებმა უნდა დასთმონ სნობიზმი, კომფორტის სიყვარული, მოგებისა და სარგებლიანობის კულტი. სოციალისტურ ქვეყნებში კი ადამიანებმა უნდა დასთმონ შიში, ვიწრო ეგოისტური კარჩაკეტილობა, ასოციალურობა, მოქალაქეობრივი დეზერტირობა, ფილისტერული თვითკმაყოფი¬ლება და აგრეთვე თვითმოტყუება ფსევდოოპოზიციონერობით. შენ დაბრძანდები დიდი ქლაქის ქუჩებში, ვიწრო მეგობართა წრეში ოპოზიციურად ყბედობ, სიტყვით გმირი ხარ, საქმით კი, ყოველნაირად თავს არიდებ სიმართლისათვის ომს, რომელსაც აწარმოებენ შენი მოყვასნი, ნიადაგ ციხისა და სიკვდილის საფრთხის ქვეშ მდგომნი. შენ არად გენაღვლება ციხეებსა და ბანაკებში ჩაყრილი ადამიანების ბედი, რომელთაც ნელი წამებით კლავენ, აადებენ, შენ მათზე ფიქრსაც კი თავს არიდებ, შენ განდევნე ისინი შენი ცნობიერების ველიდან, შენთვის ისინი «არაპიროვნებანი» არიან. როგორც ეს ორუელის ცნობილ რომანში ხდება, ამით კი შენ თავად ხდები ფიტული კაცისა, სნობი სნობთა შორის, ყბედობის სენით დაავადებული. თანდათან შენი ცხოვრების წესი მიგიყვანს დეგრადაციამდე, ამორალიზმამდე, ბოლოს შენ შესაძლოა შეიძულო შენი მოყვასი, რომელიც თავს სწირავს სიმართლისა და სიკეთისათვის ბრძოლაში, შენ მისთვის იწყებ ათასგვარი ატრიბუტების გამოგონებასაც: ,,უცნაური”, ,,დონ-კიხოტი”, ,,პოზიორი », მის წვრილმან ნაკელში ქექვას, მის კრიტიკას, მოკლედ, გსურს დაასაბუთო შენი გზის სისწორე, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავხარ…" Edited January 6, 2010 by shavlego91 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2010 "ქართველმა ერმა უკვე აღიარა გმირად!1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! ეს თუ გმირობა და პოლიტიკოსობა არაა მაშინ ტერიტორიების გაყიდვა სკამის შენარჩუნებისთვის ყოფილა პოლიტიკოსობა(სერგო შევარდნაძე, სერგო ორჯონიკიძე,ვარაზ-ბაკური))?! .ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი სუფიან ბეპაევი წერს:"1991წ.24და28დეკემბერს,როცა შეიარაღებულუ ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა,სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს"(:მოსკოვსკიე ნოვოსტი",15.12.1992)1993წ. ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის თითქმის სრული შემადგენლობა ადმირალ ედუარდ ბალტინის მეთაურობით შემოდის -მასში შედის 10კრეისერი, საჰაერო სადესანტო პოლკი(ედუარდ ბალტინის ტანკში ჯდომის შესახებ ტრაბახობდა ა.მარგიანი...), ძერჟინსკის დივიზია(1989წ. 9აპრილს მიტინგის დამბრევი,აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი ძალები), რუსეთის მთავრობის ვიცე-პრმიერმა გენადი ბურბულისმა განაცხადა ,რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო?! რუსეთის გოსდუმის დეპუტატმა კოვალიოვმა აღიარა,რომ 65 მილიონი დოლარით დააფინანსეს 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალება საქართველოში...იუდას ვერცხლზე გაიყიდა საქართველოს ტერიტორიები,ხალხი... ასე ,რომ საქართველოში განხორციელდა უცხო ქვეყნის-რუსეთის მიერ სამხედრო გადატრიალება ,ადგილობრივი კრიმინალების დახმარებით! ვაცლავ ჰაველმა-აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტთა ლიდერმა-ჩეხეთის პრეზიდენტმა განუცხადა ზვიად გამსახურდიას,რომ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ,ზვიად გამსახურდიამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აღმოსავლეთ ევროპისა და სამჭოთა რესპუბლიკების განთავისუფლებაში!!! 9 აპრილის გმირებმა თავი შესწირეს ყველაზე მნიშვნელოვანს-თავისუფლებას და ამ გმირების სისხლი ტყულად არ დაღვრილა..მათ საპატივცემლოდ დამოუკიდებლობა ორი წლისთავზე გამოცხადდა,დიდება უფალს! ყველაზე დიდი სიტყვებია-ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს-ვახტანგ გორგასალი...იგივეა ეძიებდით თავისუფლებისთვის სიკვდილს! ზვიად გამსახურდიაც ეძიებდა თავისუფლებისთვის სიკვდილს... " ეროვნული გმირის-ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი 9 არილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასაქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში.რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება. თბილისი, მთავრობის სასახლე1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი პ.ს.მარტო ამისთვის ღირდა რამოდენიმე თაობის სიცოცხლე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2010 ზვიად გამსახურდია ქრისტეშობა ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით,ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ხოლო ჩვენ კი დავეცით.ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს - უცნაური რამეა,ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა;დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,იმ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე,ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?!ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა ცრემლის დამდენი,ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩა და იუდა - რამდენი.ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა,ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია - დაცემა!მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობადა წარსული სიზმრად მექცა, მომავალი - ოცნებად,მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება.ქრისტეშობას სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს?ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი - იმედებს.ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს,ჭეშმარიტად! -კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს:თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა.შერცხვენილი, წაწყმედილი, ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს,ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს,რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი - უფრო ადვილად,ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 ზვიად გამსახურდია-საქართველოს სულიერი მისსია ჯერ კიდევ ძველბერძნები "გეორგოსებს" უწოდებდნენ ქართველებს იმის გამო, რომ მიწათმოქმედება იყო ყველაზე მეტად განვითარებული ჩვენს ქვეყანაში. "გეორგოს" ნიშნავს მიწის დამმუშავებელს, მაგრამ, ამავე დროს, გიორგის კულტი დაკავშირებულია მიწათმოქმედებასთან, კერძოდ, ნაყოფიერებისს ღვთაებათა დაცვასთან, ამინდთან, მეტეოროლოგიასთან. ასე იყო ძველ საქართველოში და ამასთან არის დაკავშირებული ქართული ეროვნული ღვთაება - თეთრი გიორგი. ხოლო ქრისტიანული წმინდა გიორგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა. და ამავე დროს არის მიწიერი სახე იმევე სულიერი არსებისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, დრაკონის დამთრგუნველი. ეს სახე და ეს კულტი იყო ყველაზე მეიად მახლობელი ქართული მოდგმისათვის. საქართველოში ქრისტიანობამ მიიღო გიორგიანობის სახე. ქრისტიანობა თავისა წმინდა სახით არსებობდა სამღვდელოებისთვის, ფეოდალური კლასისთვის, სამეფო კარისთვის, მაგრამ ხალხური ქრისტიანობა საქართველოში, შეიძლება ითქვას, გიორგიანობასთან არის შერწყმული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიორგიანობამ დაჩრდილა ქრისტიანობა. წმინდა გიორგის სახეში ქართველი ხედავდა არა მხოლოდ კაპადოკიელ წმინდანს, არამედ ქრისტიანულ ღმერთს. ღმერთი მას წარმოედგინა წმინდა გიორგის მებრძოლ სახეში, დრაკონის დამთრგუნველ სახეში. ე. ი. მიქაელური ასპექტი ქრისტიანობისა იყო ყველაზე მეტად მახლობელი საქართველოსთვის. საქართველოს სახელწოდებაც დაუკავშირდა გიორგის და გიორგი გახდა უმთავრესი წმინდანი ქართველი ერისა და არა მხოლოდ წმინდანი, არამედ ქრისტიანული ღმერთის სახე. უნდა აღინიშნოს, რომ ღვთის სხვადასხვა სახეები და ასპექტები ცნობილია ღვთისმეტყველებაში. აპოკალიპსისშიც კი მესია, ღმერთი, ქრისტე გამოსახულია როგორც თეთრტაიჭოსანი ზეციური მხედარი (გამოცხ. 19, 11-15). ის ტრადიციული სახეები ქრისტესი, რომლებიც ჩვენ ვიცით, არ ამოწურავენ მის არსს. არის აგრეთვე სხვა სახე - მებრძოლი, დრაკონის განმგმირველი, როგორიც ის არის მოცემული აპოკალიპსისში. და ეს არის სწლრედ წმინდა გიორგის წინასახე და ეს სახე იყო მახლობელი ყველაზე მეტად ქართველობისათვის. სხვათა შორის, დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ წმინდა გიორგის კულტი საქართველოში უპრეცედენტო მოვლენაა. ჩვენ გვაქვს შემთხვევები სამების, ქრისტეს დღესასწაულების, აღდრომის დღესასწაულების "შთანთქმისა" წმინდა გიორგის დღესასწაულის მიერ, მათ სახელობაზე აგებული ტაძრები იდენტიფიცირებულია წმინდა გიორგისთან. ე. ი. წმინდა გიორგი იდენტიფიცირებულია ღმერთთან. ეს არის სახე ღვთისა და არა მხოლოდ კონკრეტული წმინდანი. რა კავშირია ლაზარესა და ქართულ ენას შორის? ლაზარეს აღდგინება იოანე-ზოსიმესთან ნიშნავს აღდგინებას ქართველი ერისას, ქართველური მოდგმისას იმ განფენილობით, როგორც ის იყო წარმოდგენილი პრეისტორიულ ხანაში, ანუ ლაზარეს დაძინებამდე, ანუ მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში ეს მოდგმა შემცირდა, განადგურდა ინდოევროპელების მიერ და დარჩა მხოლოდ პირინეებზე, მცირე აზიაში, კავკასიაში. ხოლო აღდგომა იქნება ისევ აღორძინება ამ მოდგმისა, ისევ იმავე პოზიციას დაიბრუნებს ეს მოდგმა და ეს ერი, რომელიც მას გააჩნდა პრეისტორიულ ხანაში, ე. ი. წამყძანი მოდგმის პოზიციას, კაცობრიობის სულიერი მოძღვრის პოზიციას. აი, ეს იგულისხმება სწორედ იმაში, რომ მეორედ მოსვლის დროს ღმერთმან უნდა ამხილოს ყველა ენასა ამით ენითაო, როგორც ამბობს იოანე-ზოსიმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს მოდგმა იქნება მთავარი მატარებელი სულიერებისა, ქრისტიანობისა და ის ამხელს დანარჩენ ცოდვილ კაცობრიობას...-ზვიად გამსახურდია-საქართველოს სულიერი მისსია როგორია გრაალის წარმოშობა? გრაალის ეტიმოლოგია, გრაალი, მეგობრებო, მომდინარეობს ძველპროვანსული და ალბათ, ძირით კაპადოკიუოი ტერმინიდან "გრაცალ" და, საერთოდ, გრაალის მიმდინარეობა ქართველური ტომების შექმნილია აგრეთვე. კაპადოკიური ეთნოსი, რომელიც იგივე ქართველური, პროტოიბერიული ეთნოისა, არის ძირითადი შემქმნელი გრაალის მიმდინარეობისა. ტიტურელი, ცნობილი პირველი მფლობელი გრაალისა, ეროვნებით იყო კაპადოკიელი, ე. ი. ქართველური წარმოშობისა. შამთხვევითი როდია, რომ კაპადოკიელები იხსენიებიან სულიწმიდის გადმოსვლის დღეს, მეერგასისე დღეს, რომელიც მოცემულია მოციქულთა საქმეში (საქმე, 2, 9). კაპადოკიელები ესწრებოდნენ სულიწმიდის გადმოსვლას და გრაალის მისსია ეს არის სულიწმიდის მისსია. გრაალი ეს არის სულიწმიდის მატარებელი, გრაალის მფლობელი არის სულიწმიდით განმსჭვალული და სულიწმიდამომადლებული ადამიანი. გრაალის მოძრაობა, გრაალის ქრისტიანობა შექმნეს სწორედ იბერიული ხალხებმა. ის შეიქმნა ჯერ კაპადოკიაში, შემდეგ პროვანსში, ლანგდოკში, სადაც ძირითადად იბერიული და კელტ-იბერიული მოდგმის ხალხები ცხოვრობდენ. კელტ-იბერები იგივე იბერებია წერმოშობით, რომელთაც შემდეგ, გთიანდელ პერიოდში შეერწყნენ კელტები. კელტების მიგრაცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მესამე საუკუნიდან დაიწყო და მოგვიანებითაც გაგრძელდა. შემდეგ ჩამოყალიბდა კელტ-იბერიული მოდგმა, მაგრამ წარმოშობით მაინც იბერიულია. კელტ-იბერიული მოდგმაც კაპადოკიასთანაა დაკავშირებული და სწორედ კაპადოკიიდან, ამ მესხური, ანუ მოსხური, ზანური კაპადოკიიდან მომდინარეობს გრაალის ქრისტიანობა და გრაალის მიმდინარეობა. ქართლში არის, სხვათა შორის, სოფელი გრაკალი. რამდენადაც პირველადი სახელი ამ თასისა არის გრაცალი, გრაცალი და გრაკალი აშკარად მონათესავეა და ეს ტოპონიმი უნდა იყოს გრაალთან დაკავშირებული, ყვენი ღრმა რწმენით. გრაალი მოხსენიებული არის შავთელის ოდებში. შავთელის შდებში მას ეწოდება "მადლი ბარძიმი, ერთა განსაწმენდ". როგორც მოგეხსენებათ, გრაალი არის ბარძიმი, თასი და გარდა ამისა, ეს თასი მოხსენიებული არის ქართულ ფოლკლორში, კერძოდ, როდესაც წმინდა გიორგი - ქართული ფოლკლორის წმ. გიორგი - ლაშქრობს ქაჯავეთში კოპალასთან და იახსართან ერთად, მას ქაჯავეთიდან მოაქვს თასი და ჩვენი ღრმა რწმენით ეს გრაალის თასია. ე. ი. წმინდა გიორგის ჩასვლა ქვესკნელში დაკავშირებულია გრაალის თასის წამოღებასთან, ე. ი. ეს არის ინიციაციის სიმბოლო. ამრიგად უკავშირდება გრაალი ქართულ კულტურას, ქართულ ფოლკლორს, საქართველოს ისტორიას. გელათის ფრესკების ძირითადი მოტივები გრაალის თასთან არის დაკავშირებული. ყრმა მაცხოვარი, რომელიც უჭირავს გელათის ღვთისმშობელს, შუბლზე გრაალის ტვიფარს ატარებს! ასე რომ, ეს უაღრესად ღრმა კავშირშია ქართულ კულტურასთან და რაც შეეხება "ვეფხისტყაოსანს", შეძლება ითქვას, რომ "ვეფხისტყაოსანიც" გრაალის პოემაა იმიტომ, რომ გრაალის სიმბოლოები, სინონიმებია საუნჯე, თვალ-მარგალიტი, ფილოსოფიური ქვა და ქალწული, ე. ი. ქალწულის გამოხსნა ტყვეობიდან, ქვესკნელიდან აგრეთვე იგივეა, რაც გრაალის გამოხსნა. ქალი ამ შემთხვევაში განასახიერებს ანიმას, სამშვინელს და ანიმას გამოხსნა დრაკონის ტყვეობიდან არის სწორედ ინიციაციის მიზანი. აი, ეს არის მოცემული სწორედ "ვეფხისტყაოსანში". "ვეფხისტყაოსანი" არის ინიციაციის გზა, ჰეროიკული ინიციაციის გზა არის აღწერილი. ალეგორიულად, საერთოდ, რაინდობა დაკავშირებული იყო ინიციაციასთან, რაინდობა იყო ინიციაციის ინსტიტუტი, ამიტომ მისი უმთავრესი მიზანი იყო ქვესკნელად შთასვლა და გრაალის გამოხსნა, ანუ წმინდა საწყისის გამოხსნა ბნელი ძალების ტყვეობისაგან.-ზვიად გამსახურდია ახლა რაც შეეხება ქრისტიანულ პერიოდს. ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში დაკავშირებულია პირველსავე საუკუნეებთან. არ არის შემთხვევითი, საქართველოში ორი მოციქული რომ იმყოფებოდა - ანდრსია და სვიმონ კანანელი - პირველი და უკანასკნელი მოციქულები. ანდრია იყო პირველწოდებული, სვიმონ კანანელი კი ყველაზე ბოლოს მივიდა ქრისტესთან. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ისინი გამოხატავენ ალფას და ომეგას, ე. ი. დასაწყისსა და დასასრულს. რა როლი აქვა ქართველური მოდგმის ხალხებს ქრისტიანობის განვითარებაში, კერძლდ, მიქაელური ქრისტიანობის განვითარებაში და რატომ ეწოდება გეორგია საქართველოს? თქვენ მოგეხსენებათ, რომ მიქაელ მთავარანგელოზი არის არსება, რომელსაც ჰყავს პროტოტიპები ანტიურ ეპოქაში, ქრისტემდელ ეპოქაში. ეს არის არსება, რომელიც გვევლინება ნაყოფიერების ღვთაებათა მცველ, ამინდის, ჭექა-ქუხილის ღვთებათა სახით, როგორც ძველ ინდოეთში ინდრა, მესოპოტამიურ სამყაროში მარდუკი, პალეოკავკასიურ სამყაროში ტარჰუ, ამინდისა და ჭექა-ქუხილის ვეფხისტყაოსანი ღვთაება. მას გამოქვაბულებში ყოველთვის ვეფხის ტყავით მოსილად გამოსახავდნენ. ვეფხის ტყავი არის ატრიბუტი იმ არსებისა, რომელსაც ანტიურობაში იცნობდნენ როგორც ინდრას, მარდუკს, ტარჰუს, ქრისტიანობის ეპოქაში კი იცნობენ როგორც მიქაელს და წმინდა გიორგის. წმინდა გიორგი არის მიწიერი ასპექტი მიქაელისა. მიქაელი არის სულიერი სამყაროს ასპექტი, აზროვნებათა ასპექტი, ხოლო წმინდა გიორგი არის მიქაელის ასპექტი ისტორიულ პლანში, ფიზიკურ სამყაროში. რატომ უკავშირდება საქართველოს სახელი გეორგიას?-ზვიად გამსახურდია "...მომავალში არ გვეყოლება ზვიადისნაირი პრეზიდენტი"-ედუარდ კოკოითი ,ვალოდია პუტინი,დიტო მედვედევი,სერგო შევარდნაძე... ამაზე აგრეთვე ხელს მოაწერდა ჟირინოვსკი,ძერჟინსკი,როდიონოვი,ბაღაFში,არძინბა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 1) ,,საქართველოს მწერალთა კავშირი... საქართველოს სსრ ლხცს არქივი... ფონდი # 8... აღწ. 1, საქ. 2913... საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის 1977 წლის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში... 01.04.77“. სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი,თავმჯდომარეობს გრიგოლ აბაშიძე. თავმჯდომარე: - ამხანაგებო, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ერთი ისეთი საკითხის განსახილველად, რომელზედაც, ალბათ, ეს დღეები ყველა თქვენთაგანი ფიქრობს. თქვენ ყველა გაეცანით თქვენს პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს ჩვენი კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას გარშემო. ჩვენ, ყველანი, ბევრის მომსწრე ვართ, ბევრის შემთხვევა არა გვქონია. მას შემდეგ, რაც სოციალიზმმა გაიმარჯვა ჩვენს ქვეეანაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხალხმა სამამულო ომში ასეთი ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვა და ასეთი წარმატება აქვს საბჭოთა ქვეყანას, მთელი საბჭოთა მწერლობა დარაზმულია ჩვენი პარტიის ირგვლივ და არ ეოთილა რაიმე ფაქტი რომელიმე ქართველი მწერლის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის შესახებ. უფრო მეტი კიდევ, ისეთი დიდი მწერალი ჩვენი დროისა, როგორიც კონსტანტინე გამსახურდია გახლდათ, რომელმაც ასეთი რთული გზა გაიარა, სრულიად დადგა საბჭოთა პლატფორმაზე, დაწერა ჩვენი დროისათვის სრულიად მოსაწონი ნაწარმოებები, დაწერა რომანი "მთვარის მოტაცება", მისი პუბლიცისტური ნაწარმოებები, რომლებიც იდგა საბჭოთა პოზიციებზე და ის მთელი თავისი შემოქმედებით ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საქმეს, მოგეხსენებათ, ბოლოს კონსტანტინე გამსახურდია ლენინური ორდენის კავალერიც გახლდათ და მრავალი ჯილდოსა და სახელმწიფო პრემიის მფლობელი. ეს იმიტომ გავიხსენეთ, რომ დღევანდელი ჩვენი სხდომა ეხება ზვიად გამსახურდიას, ჩვენი კავშირის წევრს თქვენ იცნობთ გაზეთის მასალას. დღესაც ბლომად არის გამოქვეყნებული მასალა. ეს დღეები პრესა უთმობდა ადგილს იმ მასალებს, რომელიც ეხებოდა ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობას. ჩვენ მოგვმართა რესპუბლიკის პროკურატურამ ,,სათანადო რეაგირებისათვის გეგზავნებათ... (კითხულობს)" ... ეს მასალა მივიღეთ. პრეზიდიუმის წევრებმა გაიცნეს. როგორც თქვენ ნახეთ და როგორც გაზეთები ადასტურებენ, ეს არის ანტისაბჭოთა პროპაგანდა. თქვენ მოგეხსენებათ მწერალთა კავშირის წესდება, რომლის მიხედვითაც მწერალთა კავშირის წევრად ითვლებიან ისინი, ვინც მთლიანად დგანან საბჭოთა პოზიციებზე და ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას კომუნიზმის მშენებლობაში. თუ კაცი ეწევა ანტისაბჭოთა პროპაგანდას, ანტისაბჭოთა მოდვაწეობას, ის თავის თავს აყენებს ამ ორგანიზაციის გარეშე თუ ჩვენ გვაერთიანებს კომუნიზმის მშენებლობა და მისი აქტიური მშენებლები ვართ, ეს არის ჩვენ სულის, ჩვენი მოწოდების ნაკარნახევი, და თუ კაცი იბრძვის მის წინააღმდეგ, ის თვითონ აყენებს თავის თავს ამ ორგანიზაციის გარეშე, ალბათ, ის თვითონ არ სთვლის თავს ჩვენი კავშირის წევრად. აქ ბევრი მასალაა, მაგრამ მარტო ორს დავასახელებ ამ მასალიდან, ერთი გახლავთ ,,საქართველოს მოამბეში" გამოქვეყნებული პროკლამაცია, ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოსკოვში გაავრცელეს ფრანგმა და ნორვეგიელმა ტურისტებმა, რომლებიც ამის გამო დაპატიმრებული იყვნენ. ეს პროკლამაცია გადმობეჭდილია ამ "მოამბეში". მეორე, რამაც გული ატკინა ჩვენ ხალხს, ეს გახლავთ ფაშისტი გენერლის მაღლაკელიძის გარდაცვალების გაძო გაძოქვეყნებული მასალა, სადაც ქება-დიდებაა იმ კაცისა, რომელიც მოუძღოდა ფაშისტურ ლეგიონს და რომელიც ვითომ საქართველოს სრული განთავისუფლებისათვის იბრძოდა. აი, მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა. ამხანაგები გამოთქვამენ თავიანთ აზრს და შემდეგ მოვუსმინოთ ზვიადს. როგორ გაიმართლებს თავს . ძალიან სამწუხაროა ეს შემთხვევა, რადგან ჩვენ ასეთი შემთხვევა არასოდეს არ გვქონია. განსაკუთრებით ახლა, როცა რესპუბლიკას წარმატებები აქვს და როდესაც ედუარდი მოვიდა ხელმძდვანელობაში, კონსტანტინე ერთი პირველთაგანი მიესალმა მას, და კიდევ უფრო გასაკვირი და სამწუხაროა ეს შემთხვევა. ზვიად გამსახურდია - რა იურიდიული საფუძველი აქვს ყველაფერ ამას, რით მტკიცდება? თავმჯდომარე - პრესისა და პროკურატურის მასალით. ზვიად გამსახურდია - იმ პროკურატურას რა იურიდიული საფუძველი აქვს? თქვენ საბუთებს არ გაცნობდნენ? თავმჯდომარე - გამოიგზავნა ეს მასალა, პროკურატურა სთვლის, რომ მასალა არის საკმარისი. აი რას იწერება... „რომლებიც დაბეჭდილია და გავრცელებულია მწერალთა კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას მიერ არაოფიციალურ ჟურნალში „საქართველოს მოამბეში". ზვიად გამსახურდია - ის მთვლის მე რედაქტორად? მე ხომ ხელს არ ვაწერ. მე არა ვარ რედაქტორი. თავმჯდომარე - მაგაზე თქვენ მიმართეთ პროკურატურას, ჩვენ უნდა დავეერდნოთ იმ მასალას, რომელიც გაზეთშია. ზვიად გამსახურდია - გაზეთში ყველაფერი სიმართლეა? თავმჯდომარე - ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიმართლეა, ზვიად! - არავის არ აინტერესებდა თქვენი გალანძღვა. გთხოვთ ამხანაგებო, გამოთქვით აზრი. თავმჯდომარე - ნოდარ, ხომ არ დაიწყებთ?! ნოდარ დუმბაძე - ჩვენ გავეცანით მასალას, რომელიც დაბეჭდილია არალეგალურ ჟურნალ „ქართველოს მოამბეში". კიდევ გავეცანით ჟურნალების წეებას, რომელსაც "ოქროს საწმისი“ ჰქვია პირადად მე, როდესაც წავიკითხე ,,ოქროს საწმისი", ის არ მომეჩვენა სერიოზულ ჟურნალად, რადგან მასში ფრიად სუსტი და დაბალი გემოვნების ნაწარმოებები ქვეყნდება და როდესაც გავეცანი იმ მასალას, რომელიც მოგვაწოდა ჩვენ პროკურატურამ, სადაც გამოქვეყნებულია ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოუწოდებს ჩვენს ხალხს საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ, როდესაც წავიკითხე გენერალ მაღლაკელიძის ბიოგრაფია, რომელიც თურმე თანამშრომლობდა ჰიტლერთან, რომლის შთამომავალმა, რომლის შვილიშვილმა ისახელა თავი ვიეტნამის ომში იმით, რომ ჟლეტდა ვიეტნამში ხალხს და ამ ბიოგრათიაში სწერია, ქართველი ხალხის სახელით ვიღაც პირდება, რომ დიდი სამსახურისათვის ქართველი ხალხი მას არ დაივიწყებს, - მე მიმაჩნია, რომ ამ ჟურნალის ხელმძღვანელი ან ავტორი ამ მასალისა არ არის ღირსი მწერალთა კავშირის წევრობისა და პირადად ჩემთვის, როგორც მწერლისათვის და კომუნისტისათვის მიუღებელია. თავმჯდომარე - გიორგი! გიორგი ციციშვილი - მე ჩემი მეგობრებისათვის არ მითქვამს, საერთოდ არ ვლაპარაკობდი, რომ ძალიან მძიმე წლები გავიარე ომში და არა იმიტომ, რომ დაჭრილი ვიყავი და ბრმა, არამედ ვნახე საშინელებანი, რომლებიც ჩემს თვალწინ ტრიალებდა. ჩვენი პროპაგანდა თავის დროზე კი არ აჭარბებდა, არამედ სუსტი იყო, რომ არ აჩვენა მთელი ის საშინელება, რაც ფაშიზმს მოჰყვებოდა. მე ვნახე ხალხი დახოცილი "დუშეგუბებში“ მანქანებით დატვირთული რომ გამოყავდათ, მე ვნახე ორი შერყეული კაცი ნარვასთან, რომელთაც ტვინში რაღაცას უშხაპუნებდნენ და რამდენი საშინელება. და მე ეს საშინელებანი რომ ვნახე და გავიცანი ფაშიზმის არსი, ჩემთვის შეურაცხმყოფელია ყველაფერი ის, რასაც შეუძლია ფაშიზმის რეაბილიტირება. მე საშინლად ამაღელვა იმან, მაღლაკელიძე აქციეთ ეროვნულ გმირად, მე არა ერთი პროკლამაცია ჩამვარდნია ხელში, მე შტაბში ვმუშაობდი და ბევრი მო^ქონდათ ასეთი პროკლამაციები, ის პროკლამაციები ბევრი მინახავს შტაბში, მაგრამ ამ პროკლამაციამ, რომელიც ამ არალეგალურ ჟურნალშია დაბეჭდილი, საშინლად ამაღელვა იმიტომ, რომ ქართველ ახალგაზრდობაში აღძრავს ეჭვს, ქართველ ახალგაზრდებს ეჭვს უღვივებს და ამ პროკლამაციამ შეიძლება მოწამლოს ქართველი ახალგაზრდობა. ზვიადმა ბრძანა, რომ ამისი რედაქტორი არა ვარო და ჩვენ ყველამ ვიცით, და ისეთი ავტორიტეტული ორგანო წერს, როგორიც არის პროკურატურა. ჩვენ წავიკითხეთ ეს მასალა, თმები ყალყზე დაგვიდგა, განსაკუთრებით ეს პროკლამაცია. წარმოუდგენელია 1977 წელს ასეთი პროკლამაცია ვინმემ შეთხზას ან გადმობეჭდოს. მან ამრიგად შეურაცხყო ქართველი მწერლის სახელი, რამდენადაც ის დაკავშირებულია ამ დოკუმენტთან, ყველამ ვიცით, რომ, ეს ამასთან არის დაკავშირებული, მე მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, ზვიადი არ შეიძლება იყოს კავშირის წევრი. თავმჯდომარე - იოსებ! იოსებ ნონეშვილი - მე სამამულო ომის მონაწილე გახლავართ, იმ თაობას ვეკუთვნი და არა მარტო ჩემი თაობისათვის, არამედ ყველა თაობისათვის ცნობილია რა საშინელებაა ფაშიზმი. კაცობრიობის ყველა გონიერ ადამიანს ფაშიზმი ძაგს და ახლა ფაშიზმზე ლაპარაკი, ფაშისტი გენერლის ეროვნულ გმირად გამოყვანა ჩემთვის წარმოუდგენელია. მე მიჭირს როცა ამას ვლაპარაკობ, როცა ამ საკითხზე ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ვამაყობ კონსტანტინე გამსახურდიათი, მაგრამ მე ვხედავ, რომ ფაქტია ეს პროკლამაცია, ამ ფაშისტი გენერლის ასე ეროვნულ გმირად გამოცხადება. მაგრამ, რაც მთავარია, ზვიადი ბრძანებს, რომ ჩემი დაწერილი არ არისო და ჩვენი პრეზიდიუმის წევრებს სხვა წყარო არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რასაც პროკურატურა გვწერს, რაც პრესაშია, ის, რაც დდეს "ლიტერატურულ საქართველოშია" დაბეჭდილი. მე ამაღელვა საქართველოს პატრიარქის წერილმა, რომელიც ,,ლიტერატურულ საქართველოშია“ დაბეჭდილი. ეკლესიასაც უნდა ვერწმუნოთ და პროკურატურასაც, რომ მათ შეისწავლეს და გვწერენ და თუ კი ის შემდეგ დაადასტურებს, დაარწმუნებს პროკურატურას, ჩვენ ყველანი გახარებული ვიქნებით და ამოვისუნთქავთ, რომ ამ საქმეში მას მონაწილეობა არ მიუღია - არც ფაშისტი გენერლის ქებასა და არც ამ პროკლამაციის შედგენაში. მაგრამ ჯერჯერობით ეკლესია, პროკურატურა გვიმტკიცებს და როგორც წესდებაშია მწერალთა კავშირის წევრი არ შეიძლება იყოს ის, ვინც არ დგას ჩვენს, საბჭოთა პოზიციაზე. ამიტომ, მე, როგორც სხვებმა ბრძანეს, მიმაჩნია, რომ მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს ის, ვინც პროკლამაციას ავრცელებს და ფაშისტ გენერალს აქებს. თავმჯდომარე - მორის! მორის ფოცხიშვილი - შეიძლება გამეორება მომიხდეს იმისა, რაც უკვე ითქვა. ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენს წრეში, მწერალთა რიგებში და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ასეთ მიმართულებას მოუნახავდა ფაშისტი გენერლის მოქმედებას. ამიტომ შეშფოთებული ვარ, და თუკი ეს დადასტურდება, რომ როგორმე ვინმე მხარს უჭერდა ამ წერილებს, - ასეთი კაცი არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი, თუ ეს მისი ხელიდან არის გამოსული, ის არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი. თავმჯდომარე - კარლო! კარლო კალაძე - მინდა განვაცხადო, რომ სხვებთან ერთად უახლოესი, უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანი იყო ჩემთვის კონსტანტინე გამსახურდია და არის. ახლა, დღეს მე ძალიან ძნელ მდგომარეობაში ვარ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა ჩვენ ზვიადმა. არა მარტო თავისი თავი ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში, უპირველეს ყოვლისა თავისი თავი, მაგრამ უკიდურესად ძნელ მდგომარეობაში ჩამაყენა მე და ყველა მწერალი, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში, თითქმის 40 წლის განმავლობაში როგორც კონსტანტინესთან, ისე ამ ოჯახთან ახლოს ვიდექით. რასაკვირველია, მე ვეკუთვნი იმ ამხანაგებს, რომლებმაც (ჩვენ) კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟიშვილი მივიდეთ მწერალთა კავშირში. მეც მივეცი ხმა. ახლა, ვინაიდან მწერალთა კავშირში ყოფნა ეს ნიშნავს, რომ იზიარებდე შენ იმ შეხედულებას, იმ მდგომარეობას, იდეურად იდგე იმათ გვერდით, ვინც ამ მწერალთა კავშირშია გაერთიანებული, და როცა ადამიანი თავისი საქციელით უპირისპირდება მწერალთა კავშირს, მწერლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ, გარდა იმისა, რაც ჩვენ ამ დღეებში პრესაში წავიკითხეთ, მე მეტი არაფერი ვიცი. თუ კიდევ არის რამე, უნდა ვიცოდე ისიც. რაც პრეზიდიუმშია, ისიც უნდა ვიცოდე, მაგრამ რაც ოფიციალურად რაც ჩვენს თვალწინ არის, მე ამისიც მჯერა. რასაკვირველია, ჩვენ ბედნიერი ვიქნებოდით... ჩვენ იმიტომ, რომ მწერალთა კავშირის ხმა - ეს არის ისტორიული სიტყვა ადამიანზე და მით უფრო ისეთ ადამიანზე, რომელიც შვილია კონსტანტინე გამსახურდიასი. - და, რასაკვირველია, ჩვენ ვიქნებოდით ბედნიერები, რომ ამ ამბავში დასაწეისშივე მიგვეღო მონაწილეობა. ეს მოხდა ჩვენს გარეშე. ჩვენ ახლა ვიხილავთ. მე წავიკითხე, რაც ზვიადს უთქვამს, დაუწერია, თუ მანქანაზე დაუბეჭდია, ამისი წინააღმდეგი ვარ და არასოდეს არ გვქონია ამის შესახებ ჩვენ საუბარი. მე ათასჯერ შევხვედრივარ და ჩვენ არ გვქონია ამის შესახებ საუბარი, მაგრამ ეს მისი თვისებაა - აფეთქებული ხასიათის კაცია. ამიტომ მწერალთა კავშირის უმრავლესობის აზრს ვიზიარებ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, ის სცილდება ყოველგვარ საკითხს, ეს არის სამშობლოს საკითხი, ეს არის პატრიოტული სინდისის საკითხი, ეს არის თვით კონსტანტინესთან დამოკიდებულების საკითხი, რაც არ უნდა მძიმე იყოს, პასუხი უნდა აგოს ზვიადმა თავისთავის მაგივრად, ზვიადმა პასუხი უნდა აგოს კონსტანტინეს მაგივრადაც. ის უნდა ყოფილიყო ჩვენს გვერდით და რადგან არ ისურვა, მან უნდა მკაცრი პასუხი აგოს, და ის ამას შეურიგდა. მე მგონია, ჩვენთან ერთად მისი ყოფნა ძნელია და წარმოუდგენელი. თავმჯდომარე - კიდევ ვის სურს გამოთქვას აზრი? ალექსი გომიაშვილი - ვიდრე ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამდე, მინდა შევეკითხო ზვიადს. ზვიადმა რეპლიკა ისროლა, ის არის მწერალთა კავშირის წევრი. თქვენ განაცხადეთ - ამისი არც რედაქტორი ვარ და არც ავტორიო. თუ თქვენ რედაქტორი არახართ და არც ავტორი, როგორც მწერალთა კავშირის წევრი როგორ უყურებთ ამ ორგანოს პოზიციას? რა პოზიცია გაქვთ ამ ორგანოსთან? - და თუ თქვენ მონაწილე ხართ ამ ყველაფრისა, და იმის შესახებ, რაც გაზეთში იყო გამოქვეყნებული, იმ სიტყვების შემდეგ, რაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის პროცესში მოისმინეთ - რა აზრი დაგებადათ და რა მოსაზრება გაქვთ? ზვიად გამსახურდია - მოკლედ მოგახსენებთ. სოლჟენიცინი რომ გარიცხეს კავშირიდან, საკუთარი ნაწარმოებებისათვის გარიცხეს. თქვენ მაგდებთ იმისთვის, რაც ჩემი არ არის, უმთავრესად ანტიფაშისტური პროკლამაციის და მაღლაკელიძის ბიოგრაფიისათვის, რომლებიც ჩემი არ არის, ჩემი დაწერილი არ არის. მე არ ვაწერ ხელს. მე ვაგებ პასუხს მხოლოდ იმაზე, რასაც მე ვწერ და ხელს ვაწერ. ეს რომ იყოს ჩემი ჟურნალი, მაშინ მოვაწერდი ხელს. შეიძლება ბევრ რამეს მე არ ვიზიარებ, ის პროკლამაცია ჩემთვის უცხოა. თუ არის იმ ჟურნალში რაიმე დოკუმენტური მასალა, ამას ვიზიარებ. აქ ცდილობენ გაცილებით მეტი დამაბრალონ მე, ვიდრე ეს სინამდვილეშია. პრესაც ამას ცდილობს. პოზიცია? ამაზე მე თავს ვიკავებ, ამას ბოლოს ვიტყვი. ალექსი გომიაშვილი - მე მგონია ბევრი ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენი წესდება, რასაც გვეუბნება, ჩვენი ვალდებულებაა, მწერალთა კავშირის წევრები უნდა ვიყოთ საბჭოთა პოზიციაზე და ვამართლებდეთ წესდებას, ვინც ამ წესდებას არ იზიარებს, ვინც ამ პოზიციაზე არ არის ის მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს. თავმჯდომარე - ვის სურს გამოთქვას აზრი? ვანო თარბა - უხერხულ მდგომარეობაში ვარ, როგორც ყველა. მინდა დავიწყო კარლო კალაძის სიტყვით. კონსტანტინე გამსახურდია ჩემთვის იყო ღმერთი, უდიდესი ქართველი კაცი და ჩვენი ხალხის დიდი მეგობარი და ძმა. როცა მამაჩემი მოკვდა, სპეციალურად ჩამოვიდა ოჩამჩირეში, ჩემს სახლში იყო და ძალიან ახლობელი კაცი იყო ჩემთვის და დღეს ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მძიმეა, მძიმე მდგომარეობაში ვარ, ისე როგორც ყველა თქვენ, სადღაც მე უფრო მეტადაც. არ ვიცი, თუ ზვიადი დაამტკიცებს, რომ არაფერ შუაშია... ხდება განა, რომ ჩვენს პრესაში ასეთი მასალა იყოს მოთავსებული და არ იყოს სწორი? იმ მასალების მიხედვით ზვიადს გაუჭირდება ჩვენს რიგებში, მწერალთა კავშირის რიგებში დარჩენა. თავმჯდომარე - გიორგი! გიორგი ნატროშვილი - ვანომ თქვა, რაც ყველა ჩვენგანის საწუხარია. გარდა ამისა, ჩვენი პრესა, ეს უცხოური გადმოცემები, ეს მასალა, ესენი ყველაფერი - როგორ შეიძლება?! ვუერთდები აქ გამოსულ ამხანაგებს. თავმჯდომარე - ელგუჯა! ელგუჯა მაღრაძე - ამხანაგებმა თქვეს უკვე გარკვევით, ჩემთვისაც ბატონი კონსტანტინე იყო ვაჟკაცობის, დიდი მწერლობის და ყველაფრის იდეალი, ყველა იმის, რომელმაც ქართველ ერს შეუქმნა სიტყვაკაზმული მწერლობა, შეაყვარა სამშობლო, თავისი ხალხი, - ვისაც მისი წიგნები წაკითხული აქვს და სხვა ერის შვილებსაც კი შეაყვარა საქართველო. ჩემთვის დღევანდელი გამოსვლაც, ეს ლაპარაკიც ძალიან ძნელია, ეს კაცი ჩვენს ხელში გაიზარდა. მე მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდია არის მსხვერპლი იმ განუკითხავობისა, რაც 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ჩვენს რესპუბლიკაში, რასაც 20 წლის განმავლობაში ვერ ვებრძოდით და როცა მან პირველი ნაბიჯი გადადგა ამ მხრივ, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ და დამნაშავე ვართ, რომ თავის დროზე არ მივუთითეთ და არ ვუთხარით, რომ ეს მცდარი გზაა. ამ ორგანიზაციას რომ უფრო მეტი ფხა, უფრო მეტი ვაჟკაცობა, შორსმჭვრეტელობა გამოეჩინა, მიეთითებინა მისთვის (თითქმის ყველას შვილეულ ასაკად გვეკუთვნის), ჩვენ შეგვეძლო მისი მობრუნება, აღზრდა, გვეთქვა, რომ ის არის მცდარი გზა, მაგრამ ჩვენს მწერალთა კავშირში იმ 20 წლის მანძილზე იყო დანერგილი ის, რომ ექსცესებითა და ჩხუბით ვინც გადიოდა, ჩვენ ამას ვუწყობდით ხელს, ვაქეზებდით ამანაც თავისი დაღი დაასვა. ჩვენ რომ თავის დროზე აგველაგმა ის, ვინც ექსცესებით იკაფავდა გზას, საქმე აქამდე არ მივიდოდა. ახლა ის დაპირისპირებული აღმოჩნდა ჩვენთან, ყველა ჩვენთაგანთან და წესდებასთან. მისი საქციელი და მოქმედება დასაგმობია და ამდენად მწერალთა კავშირის რიგებში რომ დარჩეს, ძნელია. თავმჯდომარე - ხუტა! ხუტა ბერულავა - მწერალთა კავშირი - ეს არის თანამოაზრეთა კავშირი, როგორც ამას ჩვენი წესდება ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებაც შეუთავსებელია საბჭოთა მწერლების სახელთან. მე მინდა დავეთანხმო ზოგიერთი ამხანაგის წინადადებას. რადგან ზვიად გამსახურდია აცხადებს, რომ ეს მას არ ეკუთვნის, რომ ეს მისი ხელმძღვანელობით, თუ მონაწილეობით არ გაკეთებულა (გვითხრას ვისია) და თუ ეს ასეა, ერთხელ კიდევ შევეცადოთ იქნებ აღმოვაჩინოთ... თავმჯდომარე - ამაზე რომ არ იყოს ლაპარაკი, მოგახსენებთ: ის, რაც პრესაშია დაბეჭდილი და რაც აქ მოტანილია, ეს დადასტურებულია და არავის არ უნდოდა ამის გამოგონება და შეთხზვა. ეს არის დადასტურებული და დამტკიცებული და იმიტომ არის გამოტანილი. ვიდრე ბოლომდე არ იყო დამტკიცებული, არ გამოუტანიათ. ზვიადს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი. ის, რაც არის - დამტკიცებულია და ამას არ გავხდით სადავოდ. ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ფაქტიური მასალაა. ხომ არ შეიძლება გაზეთი „კომუნისტი“ , „თბილისი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „ლიტერატურული გაზეთი“ ტყუილს სწერდეს?! ხუტა ბერულავა - ყველაზეე მთავარი ის არის, რომ ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ უფლება სული აუმღვრიოს ჩვენს ახალგაზრდობას, რომელიც ჩვენ, შემოქმედებითმა მუშაკებმა უნდა აღვზარდოთ კომუნისტურ იდეალებზე და კომუნისტური სულისკვეთებით და ამ შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკია ძალიან მაღალ და წმინდა საქმეებზე, აქ დათმობა არ შეიძლება. მე ვუერთდები ამხანაგების აზრს - საქართველოს მწერალთა კავშირის რიგებში არ შეიძლება, რომ ასეთი კაცი იყოს. თავმჯდომარე - კიდევ? ვახტანგ ჭელიძე - ჩემთვის ცოტა ძნელია ლაპარაკი იმიტომ, რომ თვითონ ზვიადთან არ მქონდა კეთილი ურთიერთობა, მაგრამ უნდა გამოვთქვა აზრი, იმის შემდეგ რა საბუთებსაც ჩვენ გავეცანით - იმ პროკლამაციას, ფაშიზმის რეაბილიტაციის ცდას, - წესდება არ გვაძლევს უფლებას, რომ ჩვენს რიგებში იყოს და ვუერთდები საერთო აზრს - ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს მწერალთა კავშირის რიგებში. თავმჯდომარე - სერგი! სერგი ჭილაძე - მე სხვა მასალას არ ვიცნობ, რაც გაზეთშია, იმას ვიცნობ და მე მიმაჩნია - საბჭოთა პრესაში მოყვანილი ფაქტები და მასალა ისეთ შეუვალ სურათს ქმნის, რომ აქ ორი აზრი არსებობდეს, შეუძლებელია. ჩემთვის ყველაზე უფრო სამძიმოა ეს იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიას აქვს - „თუ არა საბჭოთა ხელისუფლება, ჩემთვის დიდ მწერლობასთან წილნაყრობა არ შეიძლებოდა“. ესა აქვს ნათქვამი მას და ასე არის ნამდვილად დიდ ოსტატად ის ჩვენმა სინამდვილემ აქცია და ამიტომაც ჩვენი სინამდვილის გულწრფელი მომღერალი იყო. მით უფრო სამწუხაროა ამ დიდი ქართველი კაცის, ამ დიდი ოსტატის, ჩვენი ამ დიდ ლიტერატურულ ბრძოლებში ჩვენი მეგობრის შვილის საკითხს რომ ვიხილავთ - იყოს თუ არა ის ჩვენს რიგებში. დიდად გული მტკივა მიმძიმს ამის წარმოდგენა იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიამ რაღაც საოცრად რთული გზა გაიარა და ეს განაცხადა. ამის დამადასტურებელია მისი ნათელი შემოქმედება, რომელიც მისი ხელიდან არის გამოსული. ამიტომ მე ვიმეორებ და ვეთანხმები ამხანაგების აზრს, მაგრამ აქ ჩვენმა პარტორგანიზაციის მდივანმა განაცხადა „,თუ ეს ასეა“ და როგორღაც ეჭვქვეშ დააყენა საკითხი, მე ვფიქრობ, საკითხი ისე უნდა გამოგეტანათ, რომ არ ყოფილიყო ეს „თუ ეს, ასეა“. ეს იმ ტკივილებს კიდევ ერთ ტკივილს უმატებს. მე მომეწონა ბატონმა ალექსიმ რომ პირდაპირ მიმართა კითხვით. ზვიადმა არ უპასუხა; უპასუხეთ ბოლომდე, რომ ჩვენ შეგვეძლოს ნათელი დამოკიდებულება გვქონდეს საკითხთან. ვიმეორებ, მე მხოლოდ იმ მასალას ვიცნობ, რაც პრესაშია და აქ ისეთი ფაქტებია, რომ ამიტომ ამხანაგების იმ წინადადებას ვუერთდები, მაგრამ მაინც მოვითხოვ „თუ ეს ასეა“ და სხვა - ამ კითხვებზე პასუხი იყოს. მორის ფოცხიშვილი - ბატონო სერგი, ზვიადმა რომ სთქვა მე ხელს არ ვაწერ, მე არ ვარ ავტორი, ამან დაბადა ეს აზრი. ისე, თქვენ თუ არ წაგიკითხავთ მასალა, აქ არის და წაიკითხეთ. თავმჯდომარე - კიდევ? რევაზ მარგიანი - ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული მწერლობა. მე გავეცანი ამ მასალებს. თავისთავად ზვიადის საქციელი მეტყველებს, რომ ის არ იზიარებს ქართული საბჭოთა მწერლობის პოზიციებს და თვითონ ლაპარაკობს - არ არის საჭირო იყოს წევრი ამ კავშირისა. თავმჯდომარე - ირაკლი, ხომ არ იტყოდით რამეს? ირაკლი აბაშიძე - რამდენი ხანია, რაც მივიღეთ ზვიადი მწერალთა კავშირში? ზვიად გამსახურდია - 1966 წლიდან. თავმჯდომარე - 1968 წლიდან. აქ არის მასალა, ზვიად! ირაკლი აბაშიძე - 1968 წლიდან მე არ მახსოვს რომელიმე კაცის შესახებ გველაპარაკა და მათ შორის პირველ რიგში, რასაკვირველია, უმძიმესია ვილაპარაკო კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის წევრების შესახებ. თავმჯდომარე - უკაცრავად, 1965 წელს მიგვიღია წევრად. ირაკლი აბაშიძე - რა მძიმეც არ უნდა იყოს ამის თქმა, ამხანაგებო, უნდა ვთქვათ - საბჭოთა მწერალს არ შეიძლება სხვა რაიმე აზრი ჰქონდეს. საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრი ჩვენს წესდებას იცნობს, მათ შორის რასაკვირველია, ზვიადიც იცნობს. რასაკვირველია, არ შეიძლება, თუ ეს ყველაფერი ვიცით, რაც ვიცით ჩვენ... (მე ახლა ავად ვიყავი და ყველაფერი ვერ წავიკითხე). თქვენ აქ დაგიძახეს იმიტომ, რომ სთქვათ... ზვიად გამსახურდია - ბოლოს ვიტყვი ირაკლი აბაშიძე - სხვათა შორის, ბოლოს ჩვენ უნდა ვთქვათ. ჩვენ რას ვლაპარაკობთ? ზვიად გამსახურდია - სასამართლოზე ჯერ ეკითხებიან ბრალდებულს და შემდეგ გამოაქვთ განაჩენი. ირაკლი აბაშიძე - თუ საჭიროა კენჭი ვუყაროთ, კენჭი იმიტომ, რომ თქვენთვის გადაწყვეტილია, საკითხი ნათელია და მე მომხრე ვარ საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდია გაირიცხოს, მაგრამ ჩვენ ალბათ, იმიტომ დავუძახეთ, რომ მას მოვუსმინოთ. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ და მერე მოვუსმენთ? 11 წელია მწერალთა კავშირში გვყავს კაცი, ჩვენი დიდებისა და სიამაყის შვილი, ჩვენი ყველა ოჯახის შვილი. რა ვქენით, რა გავაკეთეთ?! ჩვენს თავზეც უნდა ვთქვათ და პირადად ჩემს თავზედაც - ვუთხარით მას რაიმე, გავაფრთხილეთ, დავუძახეთ? აი, მე რომ ირაკლი აბაშიძე ვარ - რა გავაკეთე. 1966 წელს მიგვიღია წევრად. ეგ დაჭერილი იყო ერთხელ, მეც მოვეხმარე. ჩემს თვალწინ უთხრა კონსტანტინე გამსახურდიამ, მოგკლავო, თუ კი გაიმეორებო. მერე რა მოხდა, დავუძახეთ, ველაპარაკეთ, თუ რა ვქენით?! ასე არ არის სულ, ჩვენ ხომ გვთხოვენ პასუხს და მოგვკითხავენ და სავსებით მართალი იქნება. ასე კი არ არის - აუწევთ ხელს. იმხელა დიდი მოვლენაა, რომ არც ერთ რესპუბლიკაში არ მომხდარა. თქვენ ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ. ეს კაცი ამბობს - მე არა ვარ რედაქტორი, ჩემი ხელმოწერა არ არის. ვკითხოთ რაშია საქმე რა არის, დაგვეძახებინა, ერთხელ გაგვეფრთხილებინა, მეორედაც, უნდა გვემუშავა. მე ცოტა მკაცრად გამოვდივარ, ავად ვარ - მე ჩემს შესახებაც ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ძმად მიმაჩნდა კონსტანტინე და მეგობრად მისი ოჯახი. ამ ბოლო ხანებში ხუთჯერ ვიყავით და დღე არ იყო, რომ არ დაერეკა ჩემთვის და გიორგი ნატროშვილისათვის. ჩვენ დამნაშავეები ვართ და ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს. ხმები - სთქვას. ზვიად გამსახურდია - საერთოდ რა უნდა მოგახსენოთ. სასამართლო რომ სასამართლოა, მას თავისი წესი აქვს - საბჭოთა კავშირსა თუ უცხოეთში, არსებობს იურისპრუდენცია, არსებობს კანონი. თუ ყველაფერი მოთავებულია, უნდა გავჩუმდე და თქვენ რაც გინდათ ის გამოიტანეთ, ის დაადგინეთ. არ შეიძლება, სანამ სასამართლო არ დაადგენს დანაშაულს, კაცი დაისაჯოს და იმის თქმა, რომ ეს სიმართლეა იმიტომ რომ პრესაშია. პრესას შეიძლება შეეშალოს. ვერც პრესა გასწევს სასამართლოობას და ვერც პროკურატურა. ეს რომ ასე იყოს, მაშინ სასამართლო აღარ იქნებოდა. პროკურატურა გამოთქვამს თავის აზრს და მას რომ შეეძლოს გადაწყვეტა, მაშინ სასამართლოც არ იქნებოდა საჭირო. მარტო პროკურატურის აზრი რომ იყოს კომპეტენტური, სასამართლო აღარ იარსებებდა. სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ დაადგინოს სიმართლე, ის სიმართლე, რომელსაც ვერ ადგენს პროკურატურა. რატომ არსებობს სასამართლო და შეიძლება თუ არა ასე სროლა ადამიანის მიმართ ინსინუაციების და ყველაფერი ის, რასაც პრესა აკეთებს? ყველაფერი, რაც ენაზე მოადგება „სოვეტსკაია კულტურის“ კორესპონდენტს, გადმოიგზავნება აქ და იბეჭდება ან თუნდაც ის, რომ მე რადიო „სვობოდას“ ვუგზანი მასალებს. როგორ შეიძლება ასე დაბრალება? და რამდენი უნდა ჩამოვთვალო? აი, თვით აქ რაც წამძღვარებულია. მე არ ვიცი, სად გამოდის ეს ჟურნალი, ვის მიერ. მე ვწერ და ვაძლევ მეგობრებს. მე ვწერ და რასაც ხელს ვაწერ, სამწუხაროდ არ იბეჭდება, ცენზურა მკაცრია, ამიტომ გადავცემ ნაცნობ-მეგობრებს. მაგალითად, ძეგლთა დაცვის მდგომარეობაზე დავწერე, პრესის ყველა ორგანოს მივმართე. არ დამიბეჭდეს და შემდეგ გადავწყვიტე მიმეწოდებინა ხალხისათვის. რაც შეეხება პროკლამაციას, არ მინახია, არც მითარგმნია და საერთოდ მე არ ვარ საბჭოთა წყობილების მტერი, არც მისი დამხობის მომხრე და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ, თუ მე რაიმეს ვწერ, ვაკრიტიკებ რომელიმე დაწესებულებას, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვარ მტერი. ნუ აიღებთ თქვენს თავზე სასამართლოს ფუნქციას. მე ვიცი თქვენ ეს დაგეგმილი გაქვთ და, რაც არ უნდა ვთქვა, თქვენ ვერაფერს შესცვლით. ეს გადაწყვეტილია, მაგრამ თქვენ სასამართლო არ ბრძანდებით, თქვენა ხართ მწერალთა წრე. არავითარი მაღლაკელიძის შესახებ წერილის ავტორი მე არა ვარ. გადახედეთ და ნახავთ - არც ერთი სიტყვა ჩემი არ არის. და სხვათა შორის, მაღლაკელიძის შესახებ უნდა მოგახსენოთ, - ის თქვენი „მერნის“ კონსულტანტი იყო, თუ ის ფაშისტი გახლდათ, რატომ არ მოხვდა ნიურნბერგის პროცესში? იმიტომ, რომ სწორედ ის იყო ანტიჰიტლერელი, ანტიფაშისტი, უბრალო სამხედრო. ის გახლდათ შულენბერგის დაჯგუფების წევრი, ანტიფაშისტი და არც ვიცნობდი და არც ვმეგობრობდი მაღლაკელიძეს, ის თქვენი გამომცემლობა „მერნის“ თანამშრომელი იყო წლების განმავლობაში და ყველა თქვენთაგანს მასთან პური უჭამია და კარგი სიტყვა უთქვამს. გიორგი ჟორჟოლიანი - მე არ ვარ მაგ წერილის ავტორიო... ზვიად გამხახურდია - თუ სასამართლო დაამტკიცებს, რომ მე ვარ მაგ წერილის ავტორი, ან ეს პროკლამაციაც ჩემი თარგმნილია... მე არ ვაწერ ხელს ჟურნალს, იმიტომ კი არა, რომ მეშინია, არა, მე არა ვარ მშიშარა. მე არ ვიცი სად გამოდის ეს ჟურნალი. ამ ჟურნალში ყველაფერი - რაც ფაქტიური მასალაა - სიმართლეა და მე ამაზე ვაწერ ხელს. გიორგი ციციშვილი - თქვენ ამბობთ, რომ არ იცით, სად გამოდის, ვინ არის რედაქტორი და ხელმძღვანელი. გაქვთ თუ არა უფლება მწერალთა კავშირის წევრს ბეჭდოთ, გაუშვათ თუნდაც უწყინარი კორესპონდენცია იმ ჟურნალში, რომლის არც რედაქტორი იცით, არც შემდგენელი, არც ინიციატორი, არც ფასი აწერია და ის კი ნამდვილად იცით, რომ არალეგალური ჟურნალია. მე პირადად არც მინახია ეს ჟურნალი. ეს რომ ყოფილიყო დაბეჭდილი „ცისკარში“, „მნათობში“, გამოვიდოდი, შევათასებდი. რანაირად შეფასდება ეს თქვენი საქციელი ამ შემთხვევაში, როცა თქვენ ბეჭდავთ იმ ჟურნალში? ზვიად გამსახურდია - ბატონო გიორგი, ეს ისეთი ჟურნალია, სადაც შეიძლება ხვალ თქვენი ნაწარმოებიც მოხვდეს. მე ჩემს ნაწარმოებებს ვუშვებ ჩემს ნაცნობ-მეგობრებში, ისეთებს, რომლებსაც არ მიბეჭდავს პრესა. იქ რედაქციაა და კანტორა კი არ არის, როგორც წერენ, არავითარი კანტორა არ არის. ეს გეშლებათ. ეს ყველაფერი დასადგენია და რაც განზრახული გაქვთ უკვე, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ. დართული ფაილები: სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 2) თავმჯდომარე - ბატონო გიორგი! გიორგი მერკვილაძე - ზვიადის გამოსვლამ ჩვენ მაინც ვერ დაგვარწმუნა, რომ მას არავითარი კავშირი არა აქვს. მაინც ფაქტებს თავისი ლოგიკა აქვს და არა მგონია, რომ თქვენ არ იცოდეთ ამ ჟურნალის ასავალ-დასავალი. ბოლოსა და ბოლოს თქვენი ნების გარეშე როგორ იბეჭდება? თქვენ სრული უფლება გქონდათ პროტესტი გაგეცხადებინათ ოფიციალურად, როგორც ეს მოხდა მოსკოვის გაზეთებში და რაკი ეს ასე არ არის, თქვენ თანამშრომლობთ ამ ჟურნალში და თანაუგრძნობთ ამ ჟურნალის პოზიციას. კავშირის წევრად ყოფნა იმას ნიშნავს, რაც ევალება, უნდა დაიცვას, თქვენი პოზიცია ამას ეწინაადმდეგება ბუნებრივად ისმება საკითხი, - თქვენი საქმიანობის შეფასება იმ მოვლენების გარეშე არ შეიძლება. თქვენ თქვენი ნიჭით, თქვენი ოჯახის ტრადიციებით, რასაკვირველია, კავშირში უნდა იყოთ ჩვენთან და თქვენი პრაქტიკული საქმიანობა საწინააღმდეგოა ამისა, ამიტომ მეც მხარს ვუჭერ წინადადებას, რომ თქვენი კავშირში ყოფნა შეუთავსებელია კავშირის წევრის მოვალეობასთან. თავმჯდომარე - გურამ! გურამ ფანჯიკიძე - მე ვარ ძალიან ცუდ დღეში და ძალიან მიჭირს დღეს გამოსვლა, ვინაიდან ორი წელია მე და ზვიადი ერთმანეთს არ ველაპარაკებით, რადგან გვქონდა ძალიან დიდი ჩხუბი - ახლა არ მინდა ამ გაჭირვებულ დროს ბრალმდებელი გამოვიდე, ვინაიდან არ დავემსგავსო ჩასაფრებულ მტერს. მიუხედავად ამისა მე ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს ისე კი არსებობს წესდება. მაგალითად, პარტიიდან რიცხავენ კაცს, თუ სამი თვის საწევრო არ გადაიხადა, ვინაიდან ზვიადი არ ემორჩილება მწერალთა კავშირის წესდებას, არ იზიარებს მის პროგრამას, თვითონვე უნდა გასულიყო ამ კავშირიდან. რასაკვირველია, მე ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში ვარ თავმჯდომარე - ხომ არ სურს ვინმეს კიდევ გამოთქვას აზრი? ხმები - ყველამ გამოთქვას თავისი აზრი, ყველამ! თავჯდომარე - არჩილ! არჩილ სულაკაური - მეც იგივე მინდა ვთქვა, რაც გურამმა. მე და ზვიადს არა გვაქვს კარგი ურთიერთობა დიდი ხანია. მე, როგორც თქვენ, პირველად გავიგე პრესიდან ეს ამბები. მე პრინციპულად არ ვკითხულობდი რასაც ეგ წერდა, მაგრამ ახლა რაღაცნაირად, ბატონი ირაკლის გამოსვლის შემდეგ, არ შეიძლება ანგარიში არ გაუწიო იმას, რომ პიროვნება უარყოფს, იმას ამბობს, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონია... ზვიად გამსახურდია - კავშირი კი მქონდა, ჩემი მასალა დაბეჭდილია, ამას ყველა ხედავს, სად და როდის გამოდის, მე არ ვიცი. არჩილ სულაკაური - ისიც მართალია, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს. ზვიადი ისე უნდა მოსულიყო, რომ სასამართლოს დაემტკიცებინა ეს. ისე ვიზიარებ საერთო აზრს. თამაზ ჭილაძე - ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს. თავმჯდომარე - გურამ! გურამ ასათიანი - ყველამ თქვა და მეც უნდა ვთქვა - ძალიან მტკივნეული საკითხია. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მე არა მგონია, რომ დარბაზში იყოს მწერალი, რომელიც პირად მტრად თვლიდეს ზვიად გამსახურდიას. მე ესეც მაწუხებს, მე მინდა ზვიადს მივმართო და თუ ის ობიექტურად შეაფასებს, ძნელია ასე დასცილდეს პირად განცდას. მე მგონია ყველა, ვინც აქ არის, აბსოლუტური უმრავლესობა ისაა,რომელთაც ყველაზემეტად იციან კონსტანტინე გამსახურდიას ფასი. უფრო მეტი, ეს ის ადამიანები არიან, არამარტო უფროსები არამედ შუა თაობა, რომლებიც ზვიადის ოჯახს იცნობენ, მის ღვთისნიერ დედას, შესანიშნავ დას და გასაგები უნდა იყოს ჩვენი გრძნობები. აქვე ითქვა და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ, რასაკვირველია, ჩვენი დდევანდელი საუბარი ნაგვიანევია. უნდა გვეცადა ყოველ ჩვენგანს (ჩემგან დავიწყებ), რომ ეს დღე არ დამდგარიყო. იმის მიხედვით, რაც მე მსმენია, რასაც გავეცანი გუშინ, მე შემექმნა ასეთი შთაბეჭდილება - მე ვფიქრობ, ის გზა რომელიც ზვიადმა აირჩია, მცდარია და სარისკო. ეს ის საქმიანობაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მწარე შედეგები, ისეთი სავალალო შედეგები, რომელსაც ერთი ადამიანის ცხოვრებაც კი ვერ გამოისყიდის. მე ასე მჯერა, ამის თქმის უფლებას მაძლევს გამოცდილება, რომელიც შეუძენია უფროსი თაობის მწერლებს, კონსტანტინე გამსახურდიასა და მისი თაობის მწერლებს. საბოლოოდ გავიმეორებ, ის, რაც აქ ითქვა, - ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი პრინციპები, თავისი წესდება და თუ რომელიმე უპირისპირდება ამ პრინციპებს, ის აყენებს თავს ამ ორგანიზაციის გარეშე. ზვიად გამსახურდიას ადგილზე მე პირადად უფრო ადრე დავწერდი განცხადებას იმის შესახებ, რომ გამოგვეყვანა კავშირიდან. თავმჯდომარე - შემდეგ კიდევ ვის სურს გამოსთქვას აზრი? კოსტა მარგიევი - მე მასალებს არ ვიცნობ. ვიცნობ მხოლოდ გაზეთებში დაბეჭდილ მასალას. დღეს ვხედავ პირადად ამ შესანიშნავ ახალგაზრდას, მაგრამ მე თანახმა ვარ პრეზიდიუმის აზრისა. თავმჯდომარე - ფრიდონ! ფრიდონ ხალვაში - ამხანაგები გამოვიდნენ. მე ვეთანხმები ამხანაგების აზრს. სხვა მხრივ საქმის კურსში მე არ ვარ, გარდა იმისა, რაც პრესაში იყო და უმრავლესობის აზრს ვუჭერ მხარს. თავმჯდომარე - რომან, თქვენ თქვენ ხომ არ გნებავთ რამე? რომან მიმინოშვილი - ძალიან ძნელია ლაპარაკი. გვიან შემოვედი. აქ რაზე იყო საუბარი, მე არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც ვატყობ პატივცემული ზვიადი უარყოფს იმას, რომ ეს გამოცემები მისი ინიციატივით ხდებოდა. პრესაში რაც გამოქვეყნდა მასალა, ეს მხოლოდ ნაწილია, რის საქმის კურსში შეიძლება იყოს განყოფილება. აქ რომ მოვდიოდი, მე ზოგიერთი რამ მოვიტანე (გადასცემს გრიგოლ აბაშიძეს) და ზოგი რამ გამგეს აქვს. ეს არის „თავისუფლების ტრიბუნა“, სადაც დაბეჭდილია ზვიად გამსახურდიას სიტყვა და აგრეთვე კონსტანტინე გამსახურდიას გამოუქვეყნებელი ნოველა და რამდენადაც მე ვიცი კონსტანტინე გამსახურდიას არქივზე არავის არ მიუწვდება ხელი. თავმჯდომარე - ეს არის ემიგრანტული ჟურნალი? რომან მიმინოშვილი - დიახ, ეს არის ემიგრანტული ჟურნალი, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან გ. წერეთელი, მ. ნოზაძე და... ზვიად გამსახურდიას ღია წერილი პროფესორ ლენგს. ზვიად გამხახურდია - ეს ჩემია, მე ვაწერ ამას ხელს. ეს წერილი მე გავუგგავნე დევიდ ლენგს. ასევე ხვდება „თავისუფალ ხმაში“ ყველაფერი. ვის მიაქვს, მე არ ვიცი. რომან მიმინოშვილი - აი ეს ერთგვერდიანი ამონაწერი „საქართველოს მოამბიდან“. აქ არის ჩამოთვლილი ის პირები, რომლებიც მოსკოვში ხელმძღვანელობენ ე. წ. ადამიანთა უფლებათა დაცვას და მათი წერილია, რომელსაც ხელს აწერენ აკადემიკოსი სახაროვი, ტვერდოკრედოვი და ჭელიძე და იტყობინებიან „საბჭოთა კავშირში ადამიანთა უფლებათა დაცვის ჯგუფი...“ (კითხულობს)... შემდეგ ამას მოსდევს ადამიანთა უფლებათა დაცვის საინფორმაციო ჯგუფი საქართველოში - „ადამიანის უფლებათა ჯგუფი ჩამოყალიბდა საქართველოში 1974 წელს - ჯგუფი მიზნად ისახავს შეისწავლოს... (კითხულობს)... ჯგუფის წევრები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვიქტორ რცხილაძე და სხვანი. „ოქროს საწმისის“ შესახებაც იგივე მდგომარეობაა. ზვიად გამსახურდია - რასაც მე ვაწერ ხელს, ის არის ჩემი, რაც შეეხება მაგ ჯგუფს, საბჭოთა კავშირმა მოაწერა პირველმა ხელი. რომან მიმინოშვილი - ამ „ოქროს საწმისთან“ დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, „ოქროს საწმისში“ არის კონსტანტინე გამსახურდიას გამოუქვეყნებელი ნაწარმოები. საიდან ღებულობს რედაქცია? ზვიად გამსახურდია - მთელს ქალაქში დადის ეს. რომან მიმინოშვილი - აი ეს არის ჩემი ინფორმაცია. თავმჯდომარე - რეზო! რევაზ ჯაფარიძე - მეგობრებო, ალბათ თვითეული ჩვენგანი დათმობდა თავისი სიცოცხლის რამდენიმე წელს, რომ ეს ამბავი არ მოსწრებოდა. მე დავთმობდი რამდენიმე წელს, რომ არ მჭირდებოდეს აქ გამოსვლა. მე არ ვიტყვი რატომ, რა ურთიერთობა მქონდა კონსტანტინე გამსახურდიასთან, როგორ მიყვარს ზვიადი, მაგრამ აქ რომ ბრძანდებოდეს, ჩვენს პრეზიდიუმზე, ბატონი კონსტანტინე ისიც ასე იტყოდა. არსებობს წესდება და ფორმალური ლოგიკა მოითხოვს, როცა არ ეთანხმები ამ წესდებას, შენ თვითონ დასწერო განცხადება და არ ჩაგვაყენო ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში. კარგი იყო, რომ ზვიადს ასე გაეკეთებინა და ძალიან ვწუხვარ, და იძულებული ვარ ყველა იმის გამო, რაც ჩვენთან არის აქ, მხარი დავუჭირო ამ წინადადებას. თავმჯდომარე - მურმან! მურმან ლებანიძე - გაოცებული ვარ იმ მდგომარეობით და გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული და სამტკიცებელი ხდება ჩვენს სხდომაზე, როგორც ბატონი ზვიადი აცხადებს, არის თუ არა ის ყველა ამ მასალის ორგანიზატორი, რედაქტორი და რედაქტორ-გამომცემელი. თავმჯდომარე - ამხანაგებო, მე ოფიციალურად ვაცხადებ - როცა ეს საკითხი დაისვა, ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებულია და ნუ გავხდით სადაოს, და თუ კი ზვიადი დაამტკიცებს, ჩვენ არ გაგვიჭირდება სხვანაირად ვიმსჯელოთ. მურმან ლებანიძე - მაინც ნუთუ ზვიადს არ დაუძახეს და დღეს სალაპარაკო ხდება - არის თუ არა რედაქტორი. დღეს ზვიადი აქ უნდა მოსულიყო აბსოლუტურად განიარაღებული, აბსოლუტურად შემზადებული, რომ ეთქვა - კი ბატონო! ამის შემდეგ უნდა მოხდეს ზვიადის აღსარება და სად? - სხვაგან, ისე რომ ჩვენ არ გვეცოდინება. თუ ის მარტო გურამ რჩეულიშვილის კეთილი მოსაგონარის ავტორია, მაშინ ულოგიკოა მისი გარიცხვა. მაგრამ თუ ის იმ ჟურნალის რედაქტორია, სადაც პროკლამაცია და მაღლაკელიძის მოსაგონარია დაბეჭდილი, მაშინ მისთვისაც და ჩვენთვისაც ნათელია, რომ ის გაირიცხება. თავმჯდომარე - კიდევ თუ დარჩა ვინმე? შოთა ნიშნიანიძე - ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმის შესახებ, რაც აქ ითქვა, თუ ეს ბრალდებები დოკუმენტირებულია, კარგია, თუ კი ზვიადი მოახერხებს თავის მართლებას, მაგრამ თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ საჯაროდ, პრესაში აღიაროს შეცდომები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს. მას ისეთი აღზრდა აქვს, ისეთ გარემოშია აღზრდილი, რომ არ შეიძლება ერისათვის სასარგებლო არ იყოს განათლების გამო, წიგნიერების გამო, ხომ შეუძლია ისე ითანამშრომლოს, რომ ერისათვის სასარგებლო იყოს. მე მგონია მთელი ქართველი მწერლობისა თვის ეს კარგი იქნება, თუ გამართლება და თავის თავის რეაბილიტაცია ვერ მოახერხა, ამ შეცდომის აღიარება ნიშნავს მისი სინდისის წინაშე ერთგვარ გამარჯვებას და პერსპექტივაში ჩვენთან იქნება ეს კაცი. თავმჯდომარე - ვინ დარჩა კიდევ? ანა კალანდაძე - ბატონი მურმანისა არ იყოს, რა უნდა ვილაპარაკო, პირველი განცდა ის არის, რომ ბატონი კონსტანტინეს აჩრდილის წინაშე ვართ ყველანი უმძიმეს მდგომარეობაში და განსაკუთრებით მე. ზვიადი ნათლიმამაა ჩემი, ნათელმირონი მაკავშირებს. და რაც აქ ითქვა, იმან მე ცოტა იმედი მომცა. პირველი სამსჯავრო - ეს არის მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი. ნუთუ არავინ დაიბარა, მარტო ჩვენ ვართ პირველები?... შეიძლება მოხდეს სასწაული და ზვიადმა თავი გაიმართლოს და ამოვისუნთქოთ. შეიძლება მოხდეს ასეთი სასწაული და მე ამ სასწაულისა მჯერა. თავმჯდომარე - ბატონო დემნა! დემნა შენგელაია - ამხანაგებო, ძნელია იმ ყმაწვილის მდგომარეობა და მისი გათვალისწინება ჩემთვის, რომლის ხელშიც ის გაიზარდა. სულ პატარა იყო, როდესაც კონსტანტინე მას თავს ევლებოდა და დღეს სულ სხვანაირად წარმოსდგა. საკმარისია ჩემთვის ის, რაც პრესაშია, არ შეიძლება ასე, პირადი მორალის საკითხი საეჭვოა ძალიან, ანონიმურ წერილებს რომ კაცი წერს სამღვდელოებაზე, 170 წერილი გაუგზავნია ანონიმური, და ზვიადმა ამაზე ნაკლები წერილები კი არ გაგზავნაო. გაუფრთხილდეთ ქართულ ენასო, ეს ისეთ ეჭვებს აღძრავს, აქ არავითარი სასამართლო დადასტურება არ გვჭირდება, ყველაფერი ნათელია. ეს ყველაფერი ახდენს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას, როგორც მოქალაქის და აქ ინტელექტის მდგომარეობაა კიდევ საფიქრებელი. ჭკუათმყოფელი კაცი ამას არ იზამს და მით უმეტეს შენ, სამშობლოს შვილი ხარ და ამღვრევ წყალს. მე ვწუხვარ ჩვენი ოჯახის წევრი აქამდე რომ მივიდა და თუ ზვიადი მოახერხებს იმას, რომ გაიმართლებს თავს, არ ვიცი, ეს არის ცილისწამება. თუ ის გაიმართლებს თავს, ეს იქნება ბედნიერება, ეს იქნება მისი გადარჩენა და კონსტანტინეს გადარჩენა და გადარჩენა ჩვენი პრეზიდიუმის სახელის გატეხისა, ეს საკითხი ძალიან რთულია. რთულია ჩემთვის პირადად ბიოგრაფიულად მისი წარმოდგენა, ეს „სამიზდატი“, ეს ყველაფერი, არაფერი სისაძაგლე რომ არ აკლია ამ საქმეს. ეს სამწუხარო მდგომარეობაა. არ აკლია არც ანტიპატრიოტიზმი, არც ამხანაგების დასმენა და გაწირვა. აბა რა არის ანონიმური წერილები. მე ძალიან მენიშნა ერთი სიტყვა, რომელსაც ამბობს სამდვდელოება „პარანოიკები“. მე ვფიქრობ, ეს საქმე გარკვეული იქნება და, თუ თქვენ გაიმართლებთ თავს, ამაზე ბედნიერება რა იქნება, მაგრამ არა მგონია აქედან გამოსავალი იყოს თავმჯდომარე - ამხანაგებო, ყველამ გამოთქვა აზრი და ყველამ აღნიშნა ეს მძიმე ამბავი და, თუ ვინმე არის მძიმე მდგომარეობაში, ჩემთვის ეს არის ყველაზე მძიმე, რადგან ჩემს დროს ხდება. რა თქმა უნდა, თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენს ქვეყანას იმდენი მტერი ჰყავს, რომ მტრის გამოგონება კიდევ არავის არ სჭირდება და ვიდრე ამ საკითხს აქ მოვიტანდით, გვითხრეს, რომ ეს ფიქსირებულია. მაგრამ რაკი ზვიადმა ეს განაცხადა, ბევრი სიკეთე გვაკავშირებს მასთან, თუ კი ის იმ აზრისაა, რომ არ იზიარებს, რაც აქ არის და გაიმართლებს თავს ან დასწერს ეხლავე, რომ გმობს ყველაფერს... ზვიად გამსახურდია - ყველაფერს არ ვგმობ. რაც მე დამიწერია, იმას არ ვგმობ. არავითარი ანტისაბჭოთა მე არ დამიწერია, მთავრობის წინაადმდეგ მე არაფერი დამიწერია. რაც შეეხება პროკლამაციას, ის მე არ მეხებოდა, არ ვიცი. თავმჯდომარე - თუ თქვენ ცნობთ, რომ ეს არის ანტისაბჭოთა მოღვაწეობა, გმობთ და არ იზიარებთ; არ იზიარებთ იმ რადიოადაცემებს და წინააღმდეგი ხართ ამ მოქმედების... ზვიად გამსახურდია - ყველაფერს როგორ ვგმობ, ჩემი თავის წინააღმდეგი ხომ არ ვიქნები? დამიწერია დავით გარეჯის ძეგლის მდგომარეობის შესახებ და სხვა ძეგლების შესახებაც და ამას ყველაფერს მე არ ვგმობ. ვგმობ იმ პროკლამაციას, რაც არის ანტისაბჭოთა, ანტისაბჭოთა მე არაფერი დამიწერია. გიორგი ჟორჟოლიანი - თქვენ განაცხადეთ, - არ იცით ამ ჟურნალის გამოცემა, სად იცემა და ვინ განაგებს და არც მოგწონთ. მაშ როგორ ბეჭდავთ? შოთა ნიშნიანიძე - დაწეროს ახსნა-განმარტებითი ბარათი, აი ის, რაც მოგვახსენა. ეს კარგი იქნება. თავმჯდომარე - ზვიად, როცა თქვენ იყავით სირაძესთან, განა არ იყო ამაზე ლაპარაკი? ზვიად გამსახურდია - სირაძესთან მე ვიყავი მკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებით და ეს ვუთხარი. გიორგი ჟორჟოლიანი - „ოქროს საწმისი“ იხსნება თქვენი წეილით და ლექსით. ზვიად გამსახურდია - ლექსი ჩემია, წერილი კი არა გიორგი ჟორჟოლიანი - ხელმოწერა არის ბატონი ზვიადის. სერგი ჭილაია - ბევრ რამეზე ამბობს უარს და ეგებ დაწეროს. თავმჯდომარე - მე ნუ ჩამაყენებთ ბრალმდებლისა და მოსამართლის როლში. ჩვენ მოვუსმინეთ აქ გამოთქმულ აზრებს. თუ მართლა ზვიადი დაამტკიცებს, რომ არავითარი ურთიერთობა არა აქვს, ჩვენ გვეტყვიან და აღვადგენთ ისე, რომ წასული არ იქ მისი გარიცხვა, ეს იქნება ჩვენთვის დიდად სასახელო და ჩვენი ყველას რეაბილიტაცია. განა მარტო ზვიადი, არამედ მთელი ორგანიზაციაა უხერხულ მდგომარეობაში. ვის გაეხარდება ეს. ხვალვე დავარღვევთ ამდადგენილებას, ოღონდ დაამტკიცეთ. როგორ გეკადრებათ?! ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი კავშირის წევრისათვის ეს შეუთავსებელია და შენ თვითონ უნდა დაასაბუთო შენი სიმართლე. შენ არაფერი სთქვი. კენჭისყრა მაინც უნდა მოხდეს, ფორმალურად ხომ უნდა ვუყაროთ კენჭი იმას, რაც აქ ითქვა. რევაზ ჯაფარიძე - არ უნდა კენჭისყრა. თავჯდომარე - ვინ არის მომხრე იმ აზრისა, რომელიც თქვენ სთქვით?.. არ არის კენჭისყრა საჭირო?! ვინ არის მომხრე იმ წინადადებისა, რომელსაც ყველა აწერს ხელს? ირაკლი აბაშიძე - რომ გაირიცხოს?! თავმჯდომარე - ვინ არის მომხრე გაირიცხოს, გთხოვთ ასწიოთ ხელი, გთხოვთ დაუშვათ, ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. თავი ვინ შეიკავა? არავინ. მაშასადამე წინადადება მიღებულია ერთხმად. მე კიდევ ვიმეორებ, თუ ზვიადი დღესვე დაამტკიცებს იმას, რაც მან განაცხადა - არა აქვს კავშირი ამ საქმიანობასთან, ჩვენ პირველები ვიშუამდგომლებთ, რომ გააუქმონ დადგენილება. ალექსი გომიაშვილი - მოდით ორშაბათამდე მივცეთ ვადა, ორშაბათს თუ წარმოადგენს, ხელახლა შევიკრიბოთ და გადავხედოთ. თავმჯდომარე - ჩვენ კენჭი ვუყარეთ და გავათავეთ და მე ვამბობ - თუ კი ზვიადი გამართლდება, რომ მას არავითარი დამოკიდებულება არა აქვს და არ იზიარებს იმ პროკლამაციის დაბეჭდვას და ანტისაბჭოთა პროპაგანდას, ჩვენ ყველანი დავუჭერთ მხარს მის კავშირში დაბრუნებას.ამით ჩვენი ეს დღევანდელი სხდომა დამთავრებულია... სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი - რომელზეც ბატონი ზვიად გამსახურდიას ობსტრუქცია მოეწყო და იგი „ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის“ გაირიცხა საქართველოს მწერალთა კავშირიდან. საბჭოთა ინტელიგენციის საძაგელი სახის მაჩვენებელი და დამადასტურებელი დოკუმენტი: ალექსი გომიაშვილი, ანა კალანდაძე, არჩილ სულაკაური, გიორგი მერკვილაძე, გიორგი ნატროშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, გიორგი ციციშვილი, გრიგოლ აბაშიძე, გურამ ასათიანი, გურამ ფანჯიკიძე, დემნა შენგელაია, ელგუჯა მაღრაძე, ვანო თარბა, ვახტანგ ჭელიძე, თამაზ ჭილაძე, იოსებ ნონეშვილი, ირაკლი აბაშიძე, კარლო კალაძე, კოსტა მარგიევი, მორის ფოცხიშვილი, მურმან ლებანიძე, ნოდარ დუმბაძე, რევაზ მარგიანი, რომან მიმინოშვილი, სერგი ჭილაია, სერგი ჭილაძე, ფრიდონ ხალვაში, შოთა ნიშნიანიძე, შოთა ნიშნიანიძე, ხუტა ბერულავა. ამათი შვილები მიტინგებზე,ისტორიის სახელმძღვანელოებში ლექციებზე(ჭილაია, გ.ჟორჟოლიანი, დათო მაღრაძე... დიდი ათეულის წარდგენისას,მათი მხარდამჭერი სტინგი და სახვა კაენის მოდგმა) ებრძვიან მათ მიერ მოკლულ მამულიშვილს...ღმერთო შეუნდე კაენური ცოდვა ამ საცოდავებს!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 1991 წლის 26 მაისს საქართველომ აირჩია თავისი პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია. შემდეგ მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა და მის შედეგებს დღესაც იმკის საქართველო ...თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ქართული და არა მხოლოდ ქართული მასმედიით ათასგვარი ჭორი და შეგენებული დეზინფორმაცია ვრცელდებოდა ქართველმა ხალხმა მას მაინც არ უღალატა. საპატიო სავანე არა მხოლოდ მთაწმინდაზე მიუჩინა ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით არამედ საქართველოს დიდ ათეულშიც მესამე ადგილიც მას მიაკუთვნა ... რა შვებაა, რა ზარია,აღსდგა ღმერთი სულმნათი,დედამიწა ტაძარიაზეცა მისი გუმბათი! 1. ილია ჭავჭავაძე .......... რეიტინგი: 27051 ხმა 14.4%2. დავით აღმაშენებელი რეიტინგი: 27050 ხმა 14.4%3. ზვიად გამსახურდია რეიტინგი: 21446 ხმა 11.4%4. ვაჟა-ფშაველა რეიტინგი: 20023 ხმა 10.7%5. თამარ მეფე რეიტინგი: 19341 ხმა 10.3%6. შოთა რუსთაველი რეიტინგი: 18412 ხმა 9.8%7. იაკობ გოგებაშვილი რეიტინგი: 13788 ხმა 7.3%8. ექვთიმე თაყაიშვილი რეიტინგი: 13717 ხმა 7.3%9. გიორგი ბრწყინვალე რეიტინგი: 13470 ხმა 7.2%10. უცნობი გმირები რეიტინგი: 13333 ხმა 7.1% 3 ზვიად გამსახურდია(sms073) 1939–1993ვებ რეიტინგი: 15874 ხმა 13.5%SMS რეიტინგი: 3025 ხმა 13.9%ანკეტები: 2547 ხმა 5.3%ჯამური რეიტინგი: 21446 ხმა 11.4% ზვიად გამსახურდია 1939–1993 მეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლიდერი. დაიბადა ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში. სახელიც მამამ შეურჩია – ზვიადი. სკოლაში კარგად სწავლობდა. სრულყოფილად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, უყვარდა ლიტერატურა, ისტორია. მეათე კლასში იყო, როცა 1956 წელს საბჭოთა ჯარებმა უნგრეთში განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩაახშეს. ამ ფაქტმა მასზე ისე იმოქმედა, რომ მეგობრებთან ერთად თბილისში, ღამით, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული შვიდი ცალი პროკლამაცია გააკრა. ეს ტოტალიტარული რეჟიმისათვის წარმოუდგენელი დანაშაული იყო, თუმცა მამის ხათრით, ბავშვურ ცელქობად ჩაუთვალეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. მალე ზვიადმა თანამოაზრეთა ჯგუფი „გორგასლიანნი“ ჩამოაყალიბა და საქართველოს გათავისუფლება ცხოვრების მიზნად დაისახა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1972 წელს შექმნა ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი, 1975 წელს კი ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა არჩეულ იქნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ (შტაბ–ბინა მდებარეობს ლონდონში) წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია ხდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (შტაბ–ბინა მდებარეობს მაინის ფრანქფურტში) წევრი. 1976 წელი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს დისიდენტურ მოძრაობაში. ამ წელს ზვიად გამსახურდია ქმნის „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფს“ (1989 წლიდან „საქართველოს ჰელსინკის კავშირი“), რომლის თავმჯდომარე გარდაცვალებამდე თავად იყო. ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდის ადამიანის უფლებების, პირველ ყოვლისა კი ქართველი ერის უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემს იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: „საქართველო“, „ოქროს საწმისი“, „საქართველოს მოამბე“ და სხვა). გამსახურდიას ინისიატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) ვრცელდება ცნობილი რუსი დისიდენტისა და მწერლის ალ. სოლჟენიცინის „არქიპელაგი გულაგი“. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის ამერიკის კონგრესის მიერ ორჯერ (1977, 1980–იან წლებში) მოხდა ზვიად გამსახურდიას წარდგენა ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტად. ამავე წელს მას კვლავ აპატიმრებენ, რასაც მოსდევს ზვიად გამსახურდიას გარიცხვა მწერალთა კავშირის რიგებიდან და სასამართლო პროცესი, რომელზეც მან შეცდომად აღიარა თვითგამოცემის მასალების ემიგრაციისთვის მიწოდება და მათი გამრავლება–გავრცელება. გამსახურდიას აღიარება–მონანიება მაშინდელმა საზოგადოებამ მტკივნეულად აღიქვა. ამ ფაქტს ბევრი დღესაც ვერ ეგუება. ზვიადს რვა წლით პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება ელოდა, თუმცა აღიარების შემდეგ ორი წლით გადაასახლეს ჩრდილოეთ კავკასიაში. პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ იგი გაემიჯნა დისიდენტურ მოძრაობას და საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. ყოველი მისი საჯარო გამოსვლა თუ ლექცია მამულის თავისუფლებისათვის ბრძოლის მოწოდება იყო. 1987 წელს გადასახლებიდან დაბრუნდა მისი მეგობარი და თანამებრძოლი მერაბ კოსტავა. მაშინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ორი საკითხი იდგა: კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის მშენებლობა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სამხედრო პოლიგონის ფუნქციონირება. ქართველებისათვის ამ მტკივნეულ საკითხებს, 1988 წლის შემოდგომაზე დაემატა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ზღუდავდა რესპუბლიკების სსრ კავშირიდან გასვლის შესაძლებლობას. ამ მოვლენებმა რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი მიტინგი გამოიწვია. მიტინგს ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები ხელმძღვანელობდნენ. მალე მიტინგის მონაწილეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის საკითხი დააყენეს. რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 4 აპრილიდან დღისით და ღამით ათასობით ადამიანმა დაიწყო შეკრება. მათი დაშლა შეუძლებელი გახდა. დატრიალდა 9 აპრილის ტრაგედია. მეორე დღეს ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობის სხვა წევრები დააპატიმრეს, თუმცა 40 დღის შემდეგ საზოგადოების პროტესტის გამო გაათავისუფლეს. ყველასათვის ცხადი გახდა, რომ საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, გაიმარჯვა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველო“, რომლის ლიდერი ზვიად გამსახურდია იყო., ამიტომ იგი წარდგენილ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. მისი ინიციატივით 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა პირველი რეფერენდუმი, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის 98,3%–მა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ამრიგად, საქართველოში საბჭოთა წყობილების ლიკვიდაცია მოხდა მშვიდობიანი გზით, რაც ეროვნული მოძრაობის სწორი ტაქტიკის შედეგი იყო. იმავე წლის 26 მაისს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია. დამოუკიდებლობის აღდგენით დაიწყო ახალი ეტაპი ქართველი ერის ისტორიაში. აგონიაში მყოფი საბჭოთა იმპერია მტრულად შეხვდა ამ ფაქტს. მის ანტიქართულ პოლიტიკას უნდა დაპირისპირებოდა ქართველი ერის მტკიცე ერთობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეროვნული ძალები ვერ გაერთიანდნენ. საქმე სამხედრო გადატრიალებამდე მივიდა(მასში ქართველ კრიმინალებთან ერთად მონაწილეობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი,პეჩორისა და როსტოვის სპეცრაზმები,ძერჟინსკის დივიზია-ყველა ის ძალა,რომელიც 9 აპრილის ტრაგედიასა,აფხაზეთის,სამაჩაბლოსა და სამეგრელოს ოკუპაციაში მიიღო მონაწილეობა!), რომელმაც შეიწირა არა მარტო ბევრი ქართველის სიცოცხლე, არამედ დემოკრატიის პრინციპებიც. კანონიერი ხელისუფლება დაემხო. ზვიად გამსახურდიამ ჯერ სომხეთს, ხოლო შემდეგ ჩეჩნეთს შეაფარა თავი, თუმცა აფხაზეთის ომის დროს დევნილობაში მყოფი პრეზიდენტი მაინც დაბრუნდა საქართველოში, ცდილობდა შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებას და ხელისუფლების აღდგენას, მაგრამ სამხედრო საბჭოს თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ, მის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალები გამოიყენა, რომელსაც ადმირალი ბალტინი მეთაურობდა. დევნილი პრეზიდენტი სამეგრელოს მთებში აფარებდა თავს, 1993 წლის 31 დეკემბერს კი წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში თანამებრძოლებმა გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით მან თავი მოიკლა, თუმცა ეს ვერსია დღესაც არ არის დადასტურებული.,უფრო მეტიც ,არსებობს უტყუარი ინფორმაცია მისი მკვლელობის შესახებ იგი იმავე წელს გადაასვენეს გროზნოში. ჩეჩნეთში ომის დროს მის ნეშტს ბევრჯერ შეუცვალეს ადგილი, 2007 წელს კი საბოლოო განსასვენებელი ქართულ მიწაზე, მთაწმინდის პანთეონში, თავისი მეგობრისა და თანამებრძოლის, მერაბ კოსტავას გვერდით ჰპოვა. ზვიად გამსახურდია წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მას მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს – მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ–არაკების კრებულები, აგრეთვე შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები. 1990 წლის 2 მაისს თბილისში „იდრიატის" ინტერნაციონალურ ფესტივალზე მან წაიკითხა ლექცია –„საქართველოს სულიერი მისსია“, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ქართული ქრისტიანობა თავისი არსით არის სამხედრო ქრისტიანობა. ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა... საქართველო კი არის ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა“. http://www.bestgeorgians.ge/index.php?l=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 ზვიად გამსახურდია ორი ლომის ამბავი ერთხელ ცირკის მხეცები ზოოპარკში ჩამოატარეს, სურდათ ენახათ, თუ ვით შეხვდებოდნენ მათ გალიაში დამწყვდეული თვისტომნი. ერთი ყველაზე სამაგალითოდ გაწვრთნილი ლომი თავის მოძმის გალიასთან შეჩერდა და უთხრა: “ეჰ, რარიგ მებრალები, ძმობილო, აქ ჩამწყვდეული, გაძვალტყავებულხარ, თვალებში შუქი ჩაგქრობია ნიადაგ ერთ ადგილას გდებით და გალიაში წრიალით. წამოდი ჩვენსას ცირკში, ჩვენი ბატონი კარგად გაჭმევს, არაფერს მოგაკლებს, საზოგადოებაც დიდი გეყოლება. აბა, აქ გდება რას მოგცემს, შენს სანატრელ უდაბნოში, ხომ იცი, მაინც არავინ გაგიშვებს, რახან აქ მოხვედი, სიკვდილამდე აქ უნდა გალიო დღენი შენნი”. გალიის ლომმა კი მიუგო: “ეჰ, ძმობილო, რარიგ გადაუგვარებიხარ კაცს, თავისუფლება მონობაზე რომ გაგიცვლია. ისევ ის მირჩევნია, აქ ვიჯდე მოწყენით, ვიდრე კაცის მონა ვიყო და მისი მათრახის ტკაცუნზე ვიხტუნო და ვიჯამბაზო. აქ ის მაინც ვიცი, რომ არავის მონა ვარ და იმასაც ვერავინ ამიკრძალავს, ხანდახან დავიქუხო გულდარდიანმა და უდაბნოს სევდა განვიქარვო, შენ კი ხმის ამოღებაც აკრძალული გაქვს, რათა შენმა გრუხუნმა ცირკის მაყურებლები და მომსახურენი არ შეაშფოთოს. ჩვენი მოდგმა მაინც გადაშენების გზაზეა დამდგარი, მალე ასპარეზი ლომ-ვეფვთა ნაცვლად ვირთხებსა და ტურა-მელიებს დარჩებათ, ასე, რომ, აქაც მშვიდობიანად დავლევ ჩემს დღეებს”.ზვიად გამსახურდია....საინტერესო იგავები აქვს ...დღევანდელობას ეს იგავი უხდება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 ერთი კაცი ამ ორ გვერდს რომ პოსტავ არ გეზარება? ზვიად გამსახურდიას გამოსვლა ყვარლის რაიონის სოფ. ახალსოფელში 1 ივნისი, 1990 წ. ”მთავარი მიზეზი ჩვენი აქ ჩამოსვლისა ის არის, რომ აი, ამ გამყიდველი კომუნისტების წყალობით, ამ მოღალატეების წყალობით აქ ლეკიანობა დაიწყო კახეთში, კახეთის შუაგულში. კახეთი ყოველთვის იყო დემოგრაფიულად ყველაზე სუფთა რეგიონი, სადაც ქართული ელემენტი მუდამ სჭარბობდა, მუდამ მძლავრობდა. ახლა ისე მოგვიწყვეს საქმე ამ კომუნისტებმა, რომ საგონებელში ვართ ჩავარდნილნი, როგორ გადავარჩინოთ კახეთი. აქეთ თათრობა ეძალება, იქით ლეკობა ეძალება, აქეთ სომხობა ეძალება, აქეთ ოსობა ეძალება და სადაცაა კახეთს გადაყლაპავენ. ეს გაგვიკეთეს ამ კომუნისტებმა, ამ მოღალატეებმა. გაყიდეს, ფულზე გაყიდეს ეს ჩვენი საყვარელი, ეს წმინდა კუთხე. კახეთი, ჩვენი გმირების სამშობლო, ეს წმინდანების სამშობლო გაყიდეს, მიჰყიდეს უცხო თესლს და დღეს კატასტროფის წინაშე ვართ. და აი, ასეთ დროს გამოიღვიძა ხალხმა და აიძულა უცხეთესლი დაეტოვებინა აქაურობა და თანდათანობით სტოვებენ კიდევაც. ახლა ეროვნული მოძრაობა წამოვიდა, ვითომცდა ეროვნული მოძრაობა, ცრუეროვნული მოძრაობა და იძახის, როგორ გეკადრებათ ხალხნო, ჩვენ ინტერნაციონალისტები ვართო, ჩვენ ხალხთა მეგობრობა უნდა ვიქადაგოთო, ჩვენ არჩევნებში ყველას უნდა მივაღებინოთ მონაწილეობაო: ლეკსაც, თათარსაც, სომეხსაცო. ქართველი ერი არ უჭერთ მხარს, გესმით? ახლა ამათი მხარდაჭერა უნდათ და ეუბნებიან, რას ბრძანებთ, სად მიდიხართ, ეს ხომ თქვენი მამულია, თქვენი მიწააო, როგორ გეკადრებათ, ვინ გიშვებთო. აგერ, თათრებს ეფერებიან შუა ქართლში. აი, ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ცრუ ჯგუფები, ცრუ პარტიები, ეროვნულ-დემოკრატიული ჰქვია ჭანტურიას პარტიას და ყოველნაირად ეხვეწება თათრებს, დარჩით, სად მიბრძანდებით, თქვენი მიწააო. იქით სომხებს ეხვეწება, დარჩით კაცო, სად მიბრძანდებით, საქართველო თქვენი სამშობლოა. არ გაგიკვირდეთ, რომ ლეკებსაც უთხრას. აქ ცრუ პარტიები ბევრია. აქ ცრუ საზოგადოებაც არის, ვითომ ჭავჭავაძის, ისინიც ამ გზაზე დგანან. ილიას წმინდა სახელი დაირქვეს ამ მოღალატეებმა და მერე თურქების ნახევარმილიონინ არმიას მოეზიდებიან საქართველოში. ახლა ესენიც გულმოცემულები არიან, ლეკებიც. ამბობენ, კაცო, არ ყოფილა ისე ჩვენი საქმე, ეს ჩვენი სამშობლო ყოფილაო. ამას ეროვნული მოძრაობა ამბობს, არაფორმალები ამბობენო, კაცო, გესმით? აი, რას აკეთებს მთავრობა. დაინახა, გაუტყდა ავტორიტეტი, ხალხი მას აღარ უჯერებს და ახლა შექმნა თაავისი აგანეტები ჩვენს მოძრაობაში, გესმით? თავისი აგენტების ჯგუფები, რომ ეს არაქართული მოსახლეობა აქ გაამრავლოს, რომ მერე გადაგვყლაპონ კარგად, გესმით? გესმით, რა შეთქმულებაა ჩვენი ერის წინააღმდეგ? .... ეს ვითომც ეროვმული ფორუმი, ეს ცრუფორუმი, სადაც შეიყარა მოღალატეები, გამყიდველები, საქართველოს მოღალატეები შეერთდნენ და დაგვიპირისპირდნენ ჩვენ, ეროვნულ მოძრაობას. თქვენ ნაციონალისტები ხართ, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ სხვა ერებს, თქვენ ეთნოკრიზისებს იწვევთო. ეთნოკრიზისს უძახიან, ქართველებს რომ ვიცავთ, ქართველი ერის ინტერესებს ვიცავთ და სამაჩაბლოში ქართველებს რომ ჟლეტენ და ჩვენ რომ ხმას ვიმაღლებთ, რომ არიქა, დავიცვათ ოსებისგან ქართველები, თურმე, ეს ეთნოკრიზისში ჩარევა არის. თურმე ეს ნაციონალიზმია, გესმით? აი, რა ენით გველაპარაკებიან და შექმენს ვითომ ფორუმი, გაერთიანდნენ ცრუ პარტიებში და ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეგვიშალონ, ყველანაირად შეეკრენ არაქართველებს, აქეთ ოსების ორგანიზაციებს გაუკავშირდნენ, იქით აფხაზების ორგანიზაციები ჩამოიყვანეს, აგერ ყრილობა მოაწყვეს შუა თბილისში და აფხაზი გამოვიდა, ”გაუმარჯოს დამოუკიდებელ აფხაზეთშო” მქუხარე ტაშით შეეგება მთელი ყრილობა, აი, ამ მოღალატეების ყრილობა. აი, რა ხდება მეგობრებო. გაახილეთ თვალი, რამეთუ მოვიდა მტერი უკვე შენიღბული სხვა ფორმით, სხვა სახით და უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი. .... არავის აქ ფეხი არ მოადგმევინოთ, შეიძლება ისინი მოვიდნენ და თქვან: კაცო, ლეკები ჩვენი ძმები არიან, რასა ბრძანებთ, მოდით, ჩავეხუტოთ, კარგად ვიყოთ მათთანო. აი, ნახავთ, რა იქნება უახლეს ხანში. ამაზე უპასუხეთ სტვენით და გააძევეთ აქედან, აი, ამას გირჩევთ მე. ძალა ჩვენსკენ არის და ყველა მოღალატეს გავუსწორდებით, ყველა ბოროტ მტერს, აქ შემოხიზნულ არაქართველსაც გავაძევებთ საქართველოდან..." გაზეთი ”ივერია” 236.06. 1990 ეს აქაც იყოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ზვიად გამსახურდია ორი ლომის ამბავი ერთხელ ცირკის მხეცები ზოოპარკში ჩამოატარეს, სურდათ ენახათ, თუ ვით შეხვდებოდნენ მათ გალიაში დამწყვდეული თვისტომნი. ერთი ყველაზე სამაგალითოდ გაწვრთნილი ლომი თავის მოძმის გალიასთან შეჩერდა და უთხრა: “ეჰ, რარიგ მებრალები, ძმობილო, აქ ჩამწყვდეული, გაძვალტყავებულხარ, თვალებში შუქი ჩაგქრობია ნიადაგ ერთ ადგილას გდებით და გალიაში წრიალით. წამოდი ჩვენსას ცირკში, ჩვენი ბატონი კარგად გაჭმევს, არაფერს მოგაკლებს, საზოგადოებაც დიდი გეყოლება. აბა, აქ გდება რას მოგცემს, შენს სანატრელ უდაბნოში, ხომ იცი, მაინც არავინ გაგიშვებს, რახან აქ მოხვედი, სიკვდილამდე აქ უნდა გალიო დღენი შენნი”. გალიის ლომმა კი მიუგო: “ეჰ, ძმობილო, რარიგ გადაუგვარებიხარ კაცს, თავისუფლება მონობაზე რომ გაგიცვლია. ისევ ის მირჩევნია, აქ ვიჯდე მოწყენით, ვიდრე კაცის მონა ვიყო და მისი მათრახის ტკაცუნზე ვიხტუნო და ვიჯამბაზო. აქ ის მაინც ვიცი, რომ არავის მონა ვარ და იმასაც ვერავინ ამიკრძალავს, ხანდახან დავიქუხო გულდარდიანმა და უდაბნოს სევდა განვიქარვო, შენ კი ხმის ამოღებაც აკრძალული გაქვს, რათა შენმა გრუხუნმა ცირკის მაყურებლები და მომსახურენი არ შეაშფოთოს. ჩვენი მოდგმა მაინც გადაშენების გზაზეა დამდგარი, მალე ასპარეზი ლომ-ვეფვთა ნაცვლად ვირთხებსა და ტურა-მელიებს დარჩებათ, ასე, რომ, აქაც მშვიდობიანად დავლევ ჩემს დღეებს”.ზვიად გამსახურდია....საინტერესო იგავები აქვს ...დღევანდელობას ეს იგავი უხდება! :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 http://azrebi.ge/index.php?m=2&newsid=11 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.