Jump to content
Planeta.Ge

ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა


Recommended Posts

ბიოგრაფია

 

დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962). ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი:

 

* პირველი მეუღლე დალი ლოლუა, შვილი კონსტანტინე გამსახურდია;

* მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შვილები ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.

 

მეცნიერული და სამწერლო-მთარგმნელობითი მოღვაწეობა (1962-1990)

 

წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.

 

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი

 

1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ მასშტაბით. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი.[1] ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.

 

ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი — ქართველი ერის უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: "საქართველო" , "ოქროს საწმისი" , "საქართველოს მოამბე" და სხვა). გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგი". ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" ("Amnesty International") წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, შტაბ-ბინა მდებარეობს მაინის ფრანკფურტში) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში "მიმდინარე ამბების ქრონიკა" (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).

 

დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტის მიერ დაპატიმრებულ იქნა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.

 

გამსახურდიას ოპონენტები ხშირად მიუთითებენ, რომ 1978 წელს, კგბ-ს ზეწოლით, მან "მოინანია დანაშაული". ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა პარიზში გამომავალი ქართული ემიგრანტული ჟურნალის "გუშაგი" 1994 წლის პირველი ნომრის სარედაქციო წერილი "ერთი სიცოცხლე", რომელშიც ვკითხულობთ:

ვიკიციტატა

«...ზვიად გამსახურდიას ემუქრება არა მხოლოდ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, არამედ - ქვეყნიდან გაძევებაც. მერაბ კოსტავასთან შეთანხმებით, გამსახურდია საჯაროდ "ინანიებს დანაშაულს". საგულისხმოა, რომ სწორედ ამ "მონანიების" შემდეგ საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის მოღვაწე პეტრე გრიგორენკო ხაზგასმით მიუთითებდა: "მჯერა, დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"-ო»

 

(ემიგრანტული ჟურნალი "თავისუფლების ტრიბუნა" , პარიზი, # 21, 1978.)

 

ზვიად გამსახურდიას "მონანიება" არსებითი მიჯნა გახდა მის ბრძოლაში და ამ პერიოდიდან იგი არსებითად წყვეტს კავშირს ე. წ. დისიდენტურ მოძრაობასთან და უპირისპირდება მას, ვინაიდან დისიდენტური მოძრაობა სულ უფრო და უფრო ანტიეროვნულ პოზიციებზე დგებოდა.[საჭიროებს წყაროს მითითებას] ამ დროიდან ზ. გამსახურდია უფრო აქტიურ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში ებმევა.

 

დღიდან გათავისუფლებისა (1979) ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავას დასახსნელად, რაც მოხერხდა 1987 წელს.

 

გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი, ბარბაროსული დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი 1989.

 

მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას".

 

ეროვნული გმირის- ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი

 

9 არილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში.

რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება.

 

თბილისი, მთავრობის სასახლე

1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 47
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

1990 წლის დამდეგს გამსახურდიას თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", რომელმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნბში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის აპრილამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა"; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის აპრილში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.

 

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

 

აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები[2]. 1991 წლის აგვისტოდან 6 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს 28 სახელმწიფომ რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, აშშ-მ,ლიტვამ ლატვიამ,ესტონეთმა, მოლდოვამ, პოლონეთმა,ესპანეთმა აზერბაიჯანმა , სომხეთმა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიად გამსახურდია: გაფრთხილება

 

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს

 

”… მე მინდა ძალზე გულწრფელად საუბარი თქვენთან და ქართველ ერთად… ჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ულტიმატუმი, ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ… მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრბით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენგანს…

 

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით:

 

… ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ... ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში... მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები... საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას...

 

... ეს არ არის მუქარა... ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ, თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინც და მაინც მე დავრჩე ამ პოსტზე, ჩემო ბატონებო. ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას...”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიად გამსახურდია-საქართველოს სულიერი მისსია ჯერ კიდევ ძველბერძნები "გეორგოსებს" უწოდებდნენ ქართველებს იმის გამო, რომ მიწათმოქმედება იყო ყველაზე მეტად განვითარებული ჩვენს ქვეყანაში. "გეორგოს" ნიშნავს მიწის დამმუშავებელს, მაგრამ, ამავე დროს, გიორგის კულტი დაკავშირებულია მიწათმოქმედებასთან, კერძოდ, ნაყოფიერებისს ღვთაებათა დაცვასთან, ამინდთან, მეტეოროლოგიასთან. ასე იყო ძველ საქართველოში და ამასთან არის დაკავშირებული ქართული ეროვნული ღვთაება - თეთრი გიორგი. ხოლო ქრისტიანული წმინდა გიორგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა. და ამავე დროს არის მიწიერი სახე იმევე სულიერი არსებისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, დრაკონის დამთრგუნველი. ეს სახე და ეს კულტი იყო ყველაზე მეიად მახლობელი ქართული მოდგმისათვის. საქართველოში ქრისტიანობამ მიიღო გიორგიანობის სახე. ქრისტიანობა თავისა წმინდა სახით არსებობდა სამღვდელოებისთვის, ფეოდალური კლასისთვის, სამეფო კარისთვის, მაგრამ ხალხური ქრისტიანობა საქართველოში, შეიძლება ითქვას, გიორგიანობასთან არის შერწყმული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიორგიანობამ დაჩრდილა ქრისტიანობა. წმინდა გიორგის სახეში ქართველი ხედავდა არა მხოლოდ კაპადოკიელ წმინდანს, არამედ ქრისტიანულ ღმერთს. ღმერთი მას წარმოედგინა წმინდა გიორგის მებრძოლ სახეში, დრაკონის დამთრგუნველ სახეში. ე. ი. მიქაელური ასპექტი ქრისტიანობისა იყო ყველაზე მეტად მახლობელი საქართველოსთვის. საქართველოს სახელწოდებაც დაუკავშირდა გიორგის და გიორგი გახდა უმთავრესი წმინდანი ქართველი ერისა და არა მხოლოდ წმინდანი, არამედ ქრისტიანული ღმერთის სახე. უნდა აღინიშნოს, რომ ღვთის სხვადასხვა სახეები და ასპექტები ცნობილია ღვთისმეტყველებაში. აპოკალიპსისშიც კი მესია, ღმერთი, ქრისტე გამოსახულია როგორც თეთრტაიჭოსანი ზეციური მხედარი (გამოცხ. 19, 11-15). ის ტრადიციული სახეები ქრისტესი, რომლებიც ჩვენ ვიცით, არ ამოწურავენ მის არსს. არის აგრეთვე სხვა სახე - მებრძოლი, დრაკონის განმგმირველი, როგორიც ის არის მოცემული აპოკალიპსისში. და ეს არის სწლრედ წმინდა გიორგის წინასახე და ეს სახე იყო მახლობელი ყველაზე მეტად ქართველობისათვის. სხვათა შორის, დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ წმინდა გიორგის კულტი საქართველოში უპრეცედენტო მოვლენაა. ჩვენ გვაქვს შემთხვევები სამების, ქრისტეს დღესასწაულების, აღდრომის დღესასწაულების "შთანთქმისა" წმინდა გიორგის დღესასწაულის მიერ, მათ სახელობაზე აგებული ტაძრები იდენტიფიცირებულია წმინდა გიორგისთან. ე. ი. წმინდა გიორგი იდენტიფიცირებულია ღმერთთან. ეს არის სახე ღვთისა და არა მხოლოდ კონკრეტული წმინდანი.

 

რა კავშირია ლაზარესა და ქართულ ენას შორის?

 

 

 

ლაზარეს აღდგინება იოანე-ზოსიმესთან ნიშნავს აღდგინებას ქართველი ერისას, ქართველური მოდგმისას იმ განფენილობით, როგორც ის იყო წარმოდგენილი პრეისტორიულ ხანაში, ანუ ლაზარეს დაძინებამდე, ანუ მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში ეს მოდგმა შემცირდა, განადგურდა ინდოევროპელების მიერ და დარჩა მხოლოდ პირინეებზე, მცირე აზიაში, კავკასიაში. ხოლო აღდგომა იქნება ისევ აღორძინება ამ მოდგმისა, ისევ იმავე პოზიციას დაიბრუნებს ეს მოდგმა და ეს ერი, რომელიც მას გააჩნდა პრეისტორიულ ხანაში, ე. ი. წამყძანი მოდგმის პოზიციას, კაცობრიობის სულიერი მოძღვრის პოზიციას. აი, ეს იგულისხმება სწორედ იმაში, რომ მეორედ მოსვლის დროს ღმერთმან უნდა ამხილოს ყველა ენასა ამით ენითაო, როგორც ამბობს იოანე-ზოსიმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს მოდგმა იქნება მთავარი მატარებელი სულიერებისა, ქრისტიანობისა და ის ამხელს დანარჩენ ცოდვილ კაცობრიობას...-ზვიად გამსახურდია-საქართველოს სულიერი მისსია

 

როგორია გრაალის წარმოშობა?

 

 

 

გრაალის ეტიმოლოგია, გრაალი, მეგობრებო, მომდინარეობს ძველპროვანსული და ალბათ, ძირით კაპადოკიუოი ტერმინიდან "გრაცალ" და, საერთოდ, გრაალის მიმდინარეობა ქართველური ტომების შექმნილია აგრეთვე. კაპადოკიური ეთნოსი, რომელიც იგივე ქართველური, პროტოიბერიული ეთნოისა, არის ძირითადი შემქმნელი გრაალის მიმდინარეობისა. ტიტურელი, ცნობილი პირველი მფლობელი გრაალისა, ეროვნებით იყო კაპადოკიელი, ე. ი. ქართველური წარმოშობისა. შამთხვევითი როდია, რომ კაპადოკიელები იხსენიებიან სულიწმიდის გადმოსვლის დღეს, მეერგასისე დღეს, რომელიც მოცემულია მოციქულთა საქმეში (საქმე, 2, 9). კაპადოკიელები ესწრებოდნენ სულიწმიდის გადმოსვლას და გრაალის მისსია ეს არის სულიწმიდის მისსია. გრაალი ეს არის სულიწმიდის მატარებელი, გრაალის მფლობელი არის სულიწმიდით განმსჭვალული და სულიწმიდამომადლებული ადამიანი. გრაალის მოძრაობა, გრაალის ქრისტიანობა შექმნეს სწორედ იბერიული ხალხებმა. ის შეიქმნა ჯერ კაპადოკიაში, შემდეგ პროვანსში, ლანგდოკში, სადაც ძირითადად იბერიული და კელტ-იბერიული მოდგმის ხალხები ცხოვრობდენ. კელტ-იბერები იგივე იბერებია წერმოშობით, რომელთაც შემდეგ, გთიანდელ პერიოდში შეერწყნენ კელტები. კელტების მიგრაცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მესამე საუკუნიდან დაიწყო და მოგვიანებითაც გაგრძელდა. შემდეგ ჩამოყალიბდა კელტ-იბერიული მოდგმა, მაგრამ წარმოშობით მაინც იბერიულია. კელტ-იბერიული მოდგმაც კაპადოკიასთანაა დაკავშირებული და სწორედ კაპადოკიიდან, ამ მესხური, ანუ მოსხური, ზანური კაპადოკიიდან მომდინარეობს გრაალის ქრისტიანობა და გრაალის მიმდინარეობა. ქართლში არის, სხვათა შორის, სოფელი გრაკალი. რამდენადაც პირველადი სახელი ამ თასისა არის გრაცალი, გრაცალი და გრაკალი აშკარად მონათესავეა და ეს ტოპონიმი უნდა იყოს გრაალთან დაკავშირებული, ყვენი ღრმა რწმენით. გრაალი მოხსენიებული არის შავთელის ოდებში. შავთელის შდებში მას ეწოდება "მადლი ბარძიმი, ერთა განსაწმენდ". როგორც მოგეხსენებათ, გრაალი არის ბარძიმი, თასი და გარდა ამისა, ეს თასი მოხსენიებული არის ქართულ ფოლკლორში, კერძოდ, როდესაც წმინდა გიორგი - ქართული ფოლკლორის წმ. გიორგი - ლაშქრობს ქაჯავეთში კოპალასთან და იახსართან ერთად, მას ქაჯავეთიდან მოაქვს თასი და ჩვენი ღრმა რწმენით ეს გრაალის თასია. ე. ი. წმინდა გიორგის ჩასვლა ქვესკნელში დაკავშირებულია გრაალის თასის წამოღებასთან, ე. ი. ეს არის ინიციაციის სიმბოლო. ამრიგად უკავშირდება გრაალი ქართულ კულტურას, ქართულ ფოლკლორს, საქართველოს ისტორიას. გელათის ფრესკების ძირითადი მოტივები გრაალის თასთან არის დაკავშირებული. ყრმა მაცხოვარი, რომელიც უჭირავს გელათის ღვთისმშობელს, შუბლზე გრაალის ტვიფარს ატარებს! ასე რომ, ეს უაღრესად ღრმა კავშირშია ქართულ კულტურასთან და რაც შეეხება "ვეფხისტყაოსანს", შეძლება ითქვას, რომ "ვეფხისტყაოსანიც" გრაალის პოემაა იმიტომ, რომ გრაალის სიმბოლოები, სინონიმებია საუნჯე, თვალ-მარგალიტი, ფილოსოფიური ქვა და ქალწული, ე. ი. ქალწულის გამოხსნა ტყვეობიდან, ქვესკნელიდან აგრეთვე იგივეა, რაც გრაალის გამოხსნა. ქალი ამ შემთხვევაში განასახიერებს ანიმას, სამშვინელს და ანიმას გამოხსნა დრაკონის ტყვეობიდან არის სწორედ ინიციაციის მიზანი. აი, ეს არის მოცემული სწორედ "ვეფხისტყაოსანში". "ვეფხისტყაოსანი" არის ინიციაციის გზა, ჰეროიკული ინიციაციის გზა არის აღწერილი. ალეგორიულად, საერთოდ, რაინდობა დაკავშირებული იყო ინიციაციასთან, რაინდობა იყო ინიციაციის ინსტიტუტი, ამიტომ მისი უმთავრესი მიზანი იყო ქვესკნელად შთასვლა და გრაალის გამოხსნა, ანუ წმინდა საწყისის გამოხსნა ბნელი ძალების ტყვეობისაგან.-ზვიად გამსახურდია

 

ახლა რაც შეეხება ქრისტიანულ პერიოდს. ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში დაკავშირებულია პირველსავე საუკუნეებთან. არ არის შემთხვევითი, საქართველოში ორი მოციქული რომ იმყოფებოდა - ანდრსია და სვიმონ კანანელი - პირველი და უკანასკნელი მოციქულები. ანდრია იყო პირველწოდებული, სვიმონ კანანელი კი ყველაზე ბოლოს მივიდა ქრისტესთან. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ისინი გამოხატავენ ალფას და ომეგას, ე. ი. დასაწყისსა და დასასრულს. რა როლი აქვა ქართველური მოდგმის ხალხებს ქრისტიანობის განვითარებაში, კერძლდ, მიქაელური ქრისტიანობის განვითარებაში და რატომ ეწოდება გეორგია საქართველოს?

 

თქვენ მოგეხსენებათ, რომ მიქაელ მთავარანგელოზი არის არსება, რომელსაც ჰყავს პროტოტიპები ანტიურ ეპოქაში, ქრისტემდელ ეპოქაში. ეს არის არსება, რომელიც გვევლინება ნაყოფიერების ღვთაებათა მცველ, ამინდის, ჭექა-ქუხილის ღვთებათა სახით, როგორც ძველ ინდოეთში ინდრა, მესოპოტამიურ სამყაროში მარდუკი, პალეოკავკასიურ სამყაროში ტარჰუ, ამინდისა და ჭექა-ქუხილის ვეფხისტყაოსანი ღვთაება. მას გამოქვაბულებში ყოველთვის ვეფხის ტყავით მოსილად გამოსახავდნენ. ვეფხის ტყავი არის ატრიბუტი იმ არსებისა, რომელსაც ანტიურობაში იცნობდნენ როგორც ინდრას, მარდუკს, ტარჰუს, ქრისტიანობის ეპოქაში კი იცნობენ როგორც მიქაელს და წმინდა გიორგის. წმინდა გიორგი არის მიწიერი ასპექტი მიქაელისა. მიქაელი არის სულიერი სამყაროს ასპექტი, აზროვნებათა ასპექტი, ხოლო წმინდა გიორგი არის მიქაელის ასპექტი ისტორიულ პლანში, ფიზიკურ სამყაროში. რატომ უკავშირდება საქართველოს სახელი გეორგიას?-ზვიად გამსახურდია

 

 

ზვიად გამსახურდია — ამერიკული ლიტერატურის მკვლევარი და მთარგმნელი

 

ქართული ამერიკანისტიკის ისტორიაში გასული საუკუნის 70-იანი წლები საეტაპო მოვლენით აღინიშნა. ამ დროს ქვეყნდება ზვიად გამსახურდიას ორი წიგნი: თარგმანთა კრებული ,,ამერიკელი პოეტები~ და გამოკვლევა ,,XX საუკუნის ამერიკული პოეზია~.

იმისათვის, რომ მეტ-ნაკლები სისრულით გავიაზროთ ამ გამოცემათა ხასიათი და ლიტერატურულ-კულტურული მნიშვნელობა, გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოებათა მთელი კომპლექსი; ამ გამოცემათა გამოჩენამდე როგორ, რა წყაროებით იცნობდა ქართველი მკითხველი ამერიკულ პოეზიას და ზოგადად ამერიკულ კულტურას, როგორ იყო დამუშავებული ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში უცხოური, კერძოდ, ინგლისურენოვანი პოეზიის თარგმნის აქტუალური პრობლემატიკა და რა პრაქტიკული მთარგმნელობითი გამოცდილება იყო დაგროვილი ამ სფეროში, როგორი იყო 60-70-იანი წლების საერთო ლიტერატურული კონტექსტი, რომელშიაც ჩაერთო ზვიად გამსახურდიას თარგმანები გამოკვლევითურთ, რა კონკრეტული პრობლემები იდგა ქართული პოეზიის წინაშე მაშინ და როგორ ეხმიანებოდა ეს გამოცემები.

ამერიკული პოეზიის თარგმნის ისტორია ქართულ ლიტერატურაში XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. იმ დროის ერთ-ერთი პირველი ნიმუში ე. ა. პოს `ყორანის~ ვაჟა-ფშაველასეული თარგმანია. შესრულებული 1906 წელს. ათიანი წლების ბოლოს, ოციანის დასაწყისში ჩნდება უ. უიტმენის თარგმანები. 1922-1923 წლებში ჟურნალ `ხომალდსა~ (1922, #3) და `გაზეთ `ორიონში~ (1923) ქვეყნდება ხარიტონ ვარდოშვილისეული თარგმანები ველტ ველტმანის (ორთოგრაფია მთარგმნელისაა: ნ.დ.) ლექსები `ყველასადმი~ და `სალუტი მთვარეზე, დიდება ქვეყნად~. შემდგომ პერიოდში ამ დაინტერესებას სპონტანური ხასიათი აქვს, თუმცა ქვეყნდება არაერთი მნიშვნელოვანი თარგმანი კვლავ უ. უიტმენის პოეზიის, რაც 50-იან წლებში მეცნიერული შესწავლის ობიექტად იქცევა (ღოღობერიძე 1955).

XX საუკუნის 70-იან წლებამდე არათუ ამერიკული, ზოგადად ინგლისურენოვანი ლიტერატურით მთარგმნელობითი დაინტერესება ძირითადად პროზის, მეტადრე სათავგადასავლო ჟანრის სფეროებს მიოიცავდა, რაც შეეხება პოეზიას, მთარგმნელობითი და ლიტერატურათმცოდნეობითი ინტერესი ბრიტანული კლასიკური მემკვიდრეობისკენ იყო მიპყრობილი.

გამოკვლევაში, რომელიც ქართული ევროპეიზმის პრობლემატიკას აშუქებდა, დ. ლაშქარაძე წერდა:

`ქართველმა მკითხველმა ნიკო ყიასაშვილის, ციალა თოფურიძის, ირაკლი კენჭოშვილის, ზვიად გამასახურდიასა და ინგლისური ლიტერატურის სხვა სპეციალისტების საინტერესო დისერტაციების გამოკვლევების, წერილების საშუალებით ინგლისური მწერლობის ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი გაიცნო და შეიყვარა~. (ლაშქარაძე 1988:314).

მკვლევარი აქ ამერიკულ ლიტერატურას ბრიტანულისგან არ აცალკევებდა და `ინგლისური მწერლობის~ საერთო სახელით მოიხსენიებდა, ამავე დროს აღნიშნავდა ღვაწლს ზვიად გამსახურდიასი, რომლის ინტენციაც, სინამდვილეში იყო თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ამერიკული ლიტერატურისა და კულტურისათვის კუთვნილი ადგილის მიჩენა ქართულ ცნობიერებაში.

ზვიად გამსახურდიამ სათარგმნი მასალის სელექციისას ძირითადი ყურადღება XX საუკუნის დასაწყისის ამერიკულ პოეზიას, ე.წ. ამერიკული აღორძინების პოეტებსა და განსაკუთრებით იმაჟისტებს მიაპყრო, მაგრამ წინ წაუმძღვარა მეცხრამეტე საუკუნის ორი უმნიშვნელოვანესი პოეტური ფიგურა, უ. უიტმენი და ე. დიკენსონი, რომელთა შემოქმედებამაც მთელი შემდგომი პერიოდის ამერიკული პოეზიის მაგისტრალურ დინებას უშუალოდ მისცა მიმართულება.

ინგლისურენოვანი პოეზიით დაინტერესებული მკითხველი აქ უთუოდ მოისაკლისებდა ედგარ ალან პოს, მაგრამ ამას თავისი ახსნა ეძებნება.

ედგარ პო, რომელსაც ფრანგი სიმბოლისტები საკუთარ უშუალო წინამორბედად მიიჩნევდნენ და რომლის შემოქმედებამაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა ევროპელ, რუსულ და ამისდა კვალად, ქართულ პოეზიაზეც, კერძოდ, ცისფერყანწელებსა და გალაკტიონზე, ამერიკული პოეზიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა კარგა ხნის დაგვიანებით ხდება და შეიძლება ითქვას ციკლურად, ევროპული პოეზიის სიმბოლისტურ გარსში გავლით უბრუნდება მას.

ემერსონისა და მისი ორბიტის ირგვლივ განლაგებული სხვა პოეტების შესახებ კი უნდა ითქვას, რომ მიუხედავად უკვე მკაფიოდ გამოკვეთილი მათი პოეტური ინდივიდუალიზმისა, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, კერძოდ ათიან წლებამდე მთელი ეს მემკვიდრეობა ინგლისური მრავალსაუკუნოვანი პოეზიის ამერიკულ განშტოებად მოიაზრება და მის კონტექსტში ეწერება. ანუ მეცხრამეტე საუკუნის ამერიკული პოეზია ისტორიული თვალსაზრისით — იმდროისათვის ახალგაზრდა, ჩამოუყალიბებელი ამერიკული კულტურის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ესთეტიკური თვალსაზრისით კი, მრავალსაუკუნოვანი ინგლისური პოეზიის, ვიქტორიანული პოეტების, ე.წ. `ტბის სკოლის~, გვიანი რომანტიზმის გაგრძელება.

თარგმანთა კრებულისთვის დართულ გამოკვლევაში ზ. გამსახურდია აყალიბებს საკუთარ ხედვას ამერიკული პოეტური სამყაროსი, რომელთან გასაცნობათაც ამზადებს ქართველ მკითხველს, ხოლო წიგნი `XX საუკუნის ამერიკული პოეზია~, რომელიც გარდა ამ შესავალი ნაწილისა, შეიცავს ფართო მსჯელობასაც ფროსტის, ელიოტის და სხვათა ესთეტიკურ მრწამსზე, მსოფლმხედველობრივ თავისებურებებსა და წინამძღვრებზე, მნიშვნელოვან ცნობებს გ.ვაწვდის ასევე მათი ლექსების კონკრეტულ ფორმობრივ თავისებურებებზე.

 

* * *

60-70-იანი წლების ქართულ პოეზიაში გამოკვეთილი სიახლე თავისუფალი ლექსით გატაცება იყო, მანამდე ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში მიღებული იყო აზრი, რომL `თავისუფალი ლექსი არსებითად, ტონური ლექსწყობის ნაირსახეობაა და ფიქმზე მახვილების ენაზე მას დიდი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ იგი ქართულად შესაძლებელია, მხოლოდ მტკიცე მეტრის საზღვრებში არსებობდეს~.

(გაჩეჩილაძე :310),

ეს აზრი ეყრდნობოდა ქართული მთარგმნელობითი გამოცდილების ერთ ხაზს, მაგრამ იმთავითვე არსებობდა მეორე ხაზი, რომლის ნიმუშიცაა ჩვენს მიერ დასახელებული თარგმანი ხარიტონ ვარდოშვილისა, ველტ ველტმანის (ორთოგრაფია მთარგმნელისაა: ნ. დ.) `ყველასადმი~, რომელიც თავისუფალგრაფიკიანი დისმეტრული თავისუფალი ლექსით არის შესრულებული:

 

`ვინც არ უნდა იყვე —

შენ —

მე ვიცი,

ბოდავ მოჩვენებათა გზაზე

ყველაფერი, რასაც ფეხით სთელავ, ხელით ეხები —

მხოლოდ ჩრდილია ჩრდილთა, რომელიც დნება და ქრება.

 

ზვიად გამსახურდიას თარგმანების გამოჩენისას თითქმის მივიწყებული იყო საუკუნის დასაწყისის ქართული თავისუფალი ლექსის გამოცდილება, თუნდაც გალაკტიონის ლექსები. მიმდინარეობდა მწვავე პოლემიკა, სადაც გამოიკვეთა მხარეთა საერთო მახასიათებელი — ნაკლებგარკვეულობა თავისუფალი ლექსის სპეციფიკაში, რაც ობიექტურად იმით იყო გამოწვეული რომ საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეობას საკითხი ჯერ არ ჰქონდა საფუძვლიანად შესწავლილი. ასეთ ვითარებაში ზვიად გამსახურდიამ უცხოური სპეციალური ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე ჩამოაყალიბა საკუთარი შეხედულება თავისუფალ ლექსზე, გამოკვლევაში `XX საუკუნის ამერიკული პოეზია~:

თავისუფალი ლექსი გულისხმობს მეტრიკისადმი ნებისმიერ დამოკიდებულებას, სალექსო სტრიქონში მახვილების ნებისმიერ განაწილებას, რაც ნაკლებად ბორკავს პოეტს და მიმართავს მკითხველის ყურადღებას ლექსის შინაარსობრივი მხარისადმი. თავისუფალი ლექსი უფრო მრავალფეროვანია და ნაკლებად მონოტონური, ვიდრე ბოლორითმოვანი ლექსი. თუ ბოლორითმოვანი ლექსის სტრიქონში ტერფები მეტრული კანონის საფუძველზე ერთიანდებიან, თავისუფალი ლექსის სტრიქონი აერთიანებს სხვადასხვა ხასიათის ტერფებს, რომელთა შერჩევა და ურთიერთდაკავშირება პოეტის ინტონაციის საქმეა.

ასე რომ ამ შემთხვევაში პოეტი თავისუფალია ყოველგვარი მეტრულ-რიტმული დოგმებისაგან, მაგრამ აქაც უნდა იგრძნობოდეს მკვეთრი შინაგანი რიტმი (გამსახურდია 1972 :13-14)

ეს დესკრიფციული ხასიათის განმარტება, ლექსთმცოდნეობითი თვალსაზრისით, ორიოდე ტერმინოლოგიური ცდომილების მიუხედავად, მთარგმნელისათვის კვლავ კარგი გზამკვლევია თავისუფალი ლექსის რთულსა და მრავალმხრივ ბუნებაში გასარკვევად. მასზე დაყრდნობით შესრულებული თარგმანებით კი ზვიად გამსახურდიამ პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ქართულ ენაზე არათუ შესაძლებელია თავისუფალი ლექსის არსებობა, არამედ ამ მხრივ ჩვენი ენის პოტენცია ამოუწურავია.

 

* * *

 

`თარგმანი ქალია, თუ ის ერთგულია, ლამაზი არ არის, ხოლო თუ ლამაზია, არ არის ერთგული~ — ამბობს ერთი მოარული აფორიზმი. და მართლაც, მთარგმნელობით საქმიანობაში, ამ მხრივ, ჩვენში რამდენიმე ნაკადი გამოიყოფა: პირველია შემთხვევები, როცა მთარგმნელი თითქოსდა, ეტოქება ორიგინალის ავტორს და ქმნის ლამაზ ქართულ ლექსს, ბუნდოვან წარმოდგენას რომ ბადებს დედანზე. არსებობს ასეთი გამოცდილებაც: როცა ორიგინალურის ენა მიუწვდომელია მთარგმნელისათვის, იგი სარგებლობს შუამავალი ჩვენს შემთხვევაში — ძირითადად, რუსული ენით, შედეგად კი, საუკეთესო შემთხვევაში, კვლავ ლამაზი, მაგრამ ერთგული ანუ ორიგინალთან თითქმის დაუკავშირებელი ლექსი იბადება.

დედნისადმი ერთგულების მაგალითების რიცხვი ჩვენში ძალზე მოკრძალებულია.

უაღრესად ფართო ერუდიციამ არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ფილოსოფიის, თეოლოგიის და ოკულტიზმის სფეროებში ზვიად გამსახურდიას, როგორც მთარგმნელსა და მკვლევარს, საშუალება მისცა, ღრმად ჩასწვდომოდა სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის, ესთეტიკური პოზიციის მქონე ამერიკელ ავტორთა ლექსების სიღრმეებს და 1971 წელს გამოცემულ კრებულში სწორედ ის მხარეები წარმოედგინა, რაც განმსაზღვრელი იყო მათი შემოქმედებითი ინდივიდუალობისათვის.

ჩემი ფიქრით, ლამაზ თარგმანში უიტმენის ლექსებისა, რაკი ქართველი მკითხველი ამ პოეტის შემოქმედებას უკვე იცნობდა ხარიტონ ვარდოშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვათა თარგმანებით,(ღოღობერიძე 1955 ) ზვიად გამსახურდია ინტერპრეტაციულ ვერსიას გვთავაზობს, როგორც ეს თვალნათლივია ამერიკელი პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნისადმი უიტმენის ცნობილ ლექს-რეკვიემში `ო, კაპიტანო~:

 

… ... ჩვენო კაპიტანო, მამავ საყვარელო!

ჩვენთვის აღარ დარობს დარი,

ეგებ სიზმარია, რომ შენ ამ გემბანზე

გართხმულხარ ცივი და მკვდარი?

 

მაგრამ კაპიტანი აღარ მპასუხობს,

დადუმებულან უსისხლო ბაგენი

მამა საყვარელი ვეღარ გრძნობს შეხებას,

მის მაჯისცემასაც ვეღარ მივაგენი.

 

იზეიმეთ ნაპირებო!

მე კი მმართებს გლოვა, ზარი,

გემბანზე ხომ კაპიტანი

ასვენია ცივი მკვდარი.

 

(გამსახურდია 1971:22)

 

 

ორიგინალში ეს ლექსი შვიდტერფიანი იამბის რიტმს ეყრდნობა, მაგრამ უ. უიტმენი არ იცავს იდეალურ იამბურ სქემას ცალკეულ ადგილებში, იქ, სადაც სამგლოვიარო ხასიათის დისკურსი ინტონაციურ პიკს აღწევს და არამეტრულ მახვილებს გამოკვეთს, იამბების ნაცვლად პირიქეები ჩნდება.

რაკი იამბური წყობა თანამდეროვე ქართულ ლექსში, რუსულისგან განსხვავებით, წარმოუდგენელია, მთარგმნელი ირჩევს პოლიმეტრულ წყობას, რომლითაც იქმნება თავისუფალი რიტმის შთაბეჭდილება, ინარჩუნებს რითმათა კონფიგურაციას და საზომთა მონაცვლეობით ამგვარ ჟღერადობას აღწევს:

`ო, კაპიტანო, ჩვენო კაპიტანო, აღსდექ და ყური მიაპყარ ზარებს,

აღსდექ-დღეს შენთვის ფრიალებს დროშა, შენთვის ვაქუხებთ ძლევის ნაღარებს.

ეს გვირგვინები, ბაფთიანი ყვავილწნულები შენია, შენი!

 

* * *

 

იზეიმეთ ნაპირებო,

მე კი მმართებს მძიმე ზარი

გემბანზე ხომ კაპიტანი

ასვენია ცივი, მკვდარი.

 

საფიქრებელია, რომ თუ ა. ლინკოლნის გარდაცვალებით გამოწვეული მძიმე, უჩვეულო განცდები უოლტ უიტმენმა განსხვავებული რიტმული მდინარებით გადმოსცა, მთარგმნელის აზრით, ქართულ პოეტურ ტექსტსაც რაღაც უჩვეულო რიტმი და არა ინერციული, მონოტონური დინება ესაჭიროებოდა.

 

 

* * *

უიტმენის თარგმანისგან განსხვავებით იმ ავტორთა ლექსებში, რომელთან შეხვედრაც პირველად უხდებოდა ქართველ მკითხველს, ერთდროულად, ზედმიწევნით დაცულია შინაარსი და მიკვლეულია ფორმის ოპტიმალური ადეკვატი, როგორც ვეიჩელ ლინდზის ამ ლექსში:

. . .

ლეგრის ჰქონდა ჯუბა—ბრინჯაოს ღილებით,

სისხლისფერ პერანგზე — გველის ყელსაბამი,

თხისებრი წვერი და წაზრდილი ფრჩხილები,

მგლისფერი თვალები, კისერი— დაბალი,

ლოყები — მოთეთრო, თევზის მუცელივით,

კბილები — ვეება, პირბასრი ცელივით.

. . .

ლეგრის ჰქონდა მუშტი — უჰ, უზარმაზარი

საცოდავ ზანგთათვის განკითხვა და ზარი

ნიღაბქვეშ თუ ჰქონდა ჯადო რამ, საზარი

მაგრამ საბოლოოდ ეშმასთან წავიდა.

(გამსახურდია 1971:51)

 

აქ ადვილად შესაგრძნობია ზანგური ცეკვების რიტმი, რომელიც ქართულად დაქტილური წყობის თავისუფალი ვარიაციებით არის გადმოტანილი.

დედნისადმი ერთგულების სხვა¬ მაგალითის მოყვანამდე ერთი პატარა ისტორია გავიხსენოთ. XX საუკუნის დასაწყისში ამერიკელ პოეტს ე. ლი მასტერსს მეგობარმა ქალმა ანტიკური ეპიტაფიების კრებული აჩუქა. ამით შთაგონებულმა პოეტმა შექმნა ლექსების ცნობილი ციკლი `სპუნ რივერი~, რომლითაც სათავე დაედო ანგლო-ამერიკული პოეზიის ახალ ჟანრს — მოდერნისტულ-ეპიტაფიურ პოეზიას. იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ქმნის მთარგმნელი დედნის სტილის ანალოგს, ედგარ ლი მასტერსის `გორაკი~ და `ენ რუტლეჯიც~ იკმარებდა, მაგრამ ვფიქრობ, უფრო საყურადღებო მაგალითია თემატურად `სფუნ რივერთან~ ახლო მდგომი ლექსი თ. ელიოტისა, `წყალში სიკვდილი~, რომელსაც ეპიტაფიური ლაპიდარულობაც, სტრუქტურაც შენარჩუნებული აქვს, სამაგიეროდ, განასხვავებს მითო-პოეტური სიღრმე და სახეობრიობა.

 

ფინიკიელ ფლებასს, ორი კვირის მკვდარს,

გადაავიწყდა თოლიების კვნესა, ზღვაური,

მონაგები და წანაგები, წყალქვეშა დინებამ

მისი ძვლები ჩაითრია ჩუმი შხუილით, იგი

აღზევდა და კვლავ დაქანდა,

განვლო სიჭაბუკის, ყრმობის ეტაპები

მძვინვარე მორევში.

წარმართი ხარ თუ ჰურია, ო, მოგზაურო,

საჭეს მართავ თუ, ქარს მინდობიხარ,

მოიხსენიე ფლებას, რომელიც ერთ დროს

იყო შენსავით მშვენიერი და ახოვანი.

 

(გამსახურდია 1971:93)

 

ამ თარგმანში ზვიად გამსახურდიამ შექმნა დედნისეული თავისუფალი ლექსის ადეკვატი, რომელშიც ტრადიციული საზომი გამოკვეთილი არ არის, ვუალირებულია და მოქმედებს, ასე ვთქვათ, მიღმა რიტმული პლანიდან.

აქ რომ მიზანმიმართულად არის მოშლილი ტრადიციული რიტმული კარკასი და მხოლოდ რიტმული პოტენციის სახით არის შენარჩუნებული. ერთი ასეთი, მცირე ექსპერიმენტითაც ჩანს. საკმარისია ოდნავი ჩარევა ტექსტში, სიტყვათა გადაადგილება და ორიოდე სიტყვის შეცვლა სინონიმით:

 

ფინიკიელი იყო ფლებასი. ორი კვირის მკვდარს

გადაავიწყდა თოლიების კვნესა, ზღვაური.

და ყოველივე, მონაგები და წანაგები, წყალქვეშ დინებამ

მისი ძვლები ჩაითრია ჩუმი შხუილით. იგი აღზევდა და კვლავ დაქანდა,

განვლო ყრმობის და სიჭაბუკის ეტაპები

მძვინვარ მორევში.

ო, მოგზაურო, წარმართი ხარ შენ თუ ჰურია,

საჭეს მართავ თუ ქარს მინდობიხარ,

მოიხსენიე ფლებსი იგი, რომელიც ერთ დროს,

იყო შენსავით ახოვანი და მშვენიერი.

 

ამ მცირეოდენი ჩარევების შედეგად ტექსტი უკეთ მოერგო მოთხოვნებს, რასაც ვ. გაჩეჩილაძე უყენებდა უცხოური ვერლიბრის ქართულ თარგმანებს, მაგრამ ამის შედეგად დაიკარგა სწორედ ის განსხვავებული თავისებურება — ეპიტაფიური ლაპიდარიზმი, რომელიც ელიოტის დედანს ახასიათებდა.

სათარგმნი მასალის სელექციისას, ზვიად გამსახურდია მიიჩნევდა, რომ თომას ელიოტის გარდა, ეზრა პაუნდის გაცნობა ქართველი მკითხველისათვის ძალზე საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან მისი ფიგურის ორბიტაზე ლაგდება მეოცე საუკუნის პოეტური კულტურის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. ეპიტაფიური ჟანრის ნიმუშები ეკუთვნის ეზრა პაუნდსაც, რომელმაც ძველი ჩინური და იაპონური ლექსის არაერთი მოდერნიზებული სახეობა შექმნა და ამის გამო მას თ. ელიოტი `ახალ ძველ ჩინელ პოეტად~ მოიხსენიებდა. პაუნდის ეპიტაფიური ჰაიკუ `ლი პო~ ზ. გამსახურდიამ ასე თარგმნა:

 

ლი პოც ნასვამი დაიღუპა

იგი მთვარეს გადაეხვია

ყვითელ მდინარეში.

 

(გამსახურდია 1971:62)

 

ჩინურად ყვითელ მდინარეს `ხუან-ხე~ ეწოდება საკმარისი იყო აქ მდინარის ჩინური სახელის ჩასმა, მცირეოდენი ცვლილება, რომ თარგმანი ასეთი გამოსულიყო.

 

ლი პოც ნასვამი დაიღუპა,

ის ღამით მთვარეს

ხუან-ხეში გადაეხვია.~

 

მაგრამ მთარგმნელმა პაუნდის მოდერნისტული ჰაიკუს ხასიათის შესანარჩუნებლად უარი თქვა ქართული ტრადიციული ლექსის რიტმზე და ამით თავისუფალი ლექსის კიდევ ერთი სახეობა გააცნო მკითხველს.

თუ თვალს გადავავლებთ ამერიკული პოეზიის თარგმანთა ბიბლიოგრაფიას, ერთ რამეში დავრწმუნდებით. ზვიად გამსახურდია იყო პირველი, ვინც გაბედა და დასავლური მოდერნიზმის ერთ-ერთი მამამთავრის ეზრა პაუნდის შემოქმედება წარმოუდგინა მკითხველს არა მხოლოდ თარგმანების, არამედ თავისი გამოკვლევის მეშვეობით.

ეზრა პაუნდი მიუღებელი ავტორი და პიროვნება იყო საბჭოეთისთვის. და სათარგმნად აკრძალულთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. რუსი მკითხველისათვის ის გამსახურდიას თარგმანების გამოჩენიდან თერთმეტი წლის შემდეგ (1982) გახდა ხელმისაწვდომი.

 

 

* * *

ცალკე უნდა აღინიშნოს ზვიად გამსახურდიას წვლილი ქართული კრიტიკული აზროვნების განვითარების საქმეში. თავის გამოკვლევაში თომაზ ელიოტის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების და ესეების განხილვისას, მან სწორედ იმ საკითხების შესწავლაზე გაამახვილა ყურადღება, რაც აქტუალური და პოლემიკური იყო 60-70-იანი წლების ქართულ ლიტერატურაში, კერძოდ: კრიტიკოსის სუბიექტურობა და ობიექტურობა, განსხვავება შემფასებლურ და ინტერპრეტაციულ კრიტიკას შორის, ლიტერატურული მემკვიდრეობის ახალი, ახლებური წაკითხვების საჭიროება. ტრადიციისა და ნოვაციის პრობლემები, კრიტიკის როლი და შესაძლებლობანი მკითხველის გემოვნების ფორმირების საქმეში და ა.შ. რაკი ეს პრობლემები დღესაც იმავე სიმწვავით დგას ქართული ლიტერატურის წინაშე, დაინტერესებული მკითხველი კვლავ გვერდს ვერ აუვლის ზვიად გამსახურდიას ნაშრომს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსი მკვლევარის ა. ზვერევის წიგნი `მოდერნიზმი ამერიკულ ლიტერატურაში~, მხოლოდ 7 წლის შემდგომ ( ზვერევი 1979), გამოიცა და მასში ინფორმაციული სიმდიდრის მიუხედავად, ამერიკული ლიტერატურა ზვიად გამსახურდიას გამოკვლევისგან განსხვავებით, მაინც ცალმხრივად, საბჭოთა იდეოლოგიური პრიზმიდან განიხილებოდა, ცხადი შეიქნება, რომ მკითხველი საზოგადოება ამერიკული პოეტური სამყაროს გაცნობის თვალსაზრისით, სხვა საბჭოთა მკითხველებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

დღევანდელ კონტექსტში, როდესაც ამერიკულ სამყაროსთან უშუალო კომუნიკაციის საშუალება მოგვეცა, მაგრამ კვლავ გვიჭირს მართებული ორიენტირება მულტიკულტურულობასა და სხვა ფაქტორების გამო ზვიად გამსახურდიას მთარგმნელობით-სამეცნიერო მემკვიდრეობა ახლებურ მნიშვნელობას იძენს, და არა მხოლოდ, როგორც, პრაქტიკული ნიმუში მთარგმნელობით პრობლემატიკასთან წარმატებული თუ წარუმატებელი ჭიდილისა, ან როგორც ქართულ ლიტერატურაში პირველი ნიმუშთაგანი თარგმანისადმი ერთდროული: შემოქმედებითი და ანალიტიკური, ანუ კომპლექსური მიდგომისა, არამედ, როგორც საეტაპო მოვლენა კულტუროლოგიური თვალსაზრისით. რადგან მიუხედავად მანამდე არსებული სპონტანური, მცირე გამოცდილებისა, ზვიად გამსახურდიას ამ წიგნების გამოცემით მკაფიოდ გამოიკვეთა ამერიკული სამყაროსადმი მიდგომის, მისი გააზრების მეთოდური წინამძღვრები.

ამდენად, 1971-1972 წლები ზვიად გამსახურდიას ამ თარგმანებისა და გ.ამოკვლევის გამოქვეყნებისა, ქართული ამერიკანისტიკის ისტორიის მთავარ, მკაფიო ნიშნულად უნდა მივიჩნიოთ, რადგან სწორედ ამ დროს გაიჭრა სარკმელი ქართულ ცნობიერებისთვის იდუმალებით შებურული, შორი და მიუწვდომელი, ნამდვილად ამერიკული თვითმყოფადი პოეტური და კულტურული სამყაროსაკენ, საიდანაც არა ილუზორული, არამედ ჭეშმარიტი შემოქმედებითი, პიროვნული და საზოგადოებრივი თავისუფლების ჯანსაღი სიო უბერავდა.

 

- - - - - - - - - - - - - - - --

 

დამოწმებული ლიტერატურა

 

გამსახურდია 1971 : გამსახურდია ზ. ამერიკელი პოეტები.თბილისი: გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო’’, 1971

გამსახურდია 1972 : გამსახურდია ზ. XX საუკუნის ამერიკული პოეზია. თბილისი: გამომცემლობა განათლება’’, 1972

გაჩეჩილაძე 1959 : გაჩეჩილაძე გ. მხატრული თარგმანის თეორიის საკითხები. თბილისი: გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო’’, 1959

ლაშქარაძე 1988 : ლაშქარაძე დ. ლიტერატურული მერიდიანები. თბილისი:გ გამომცემლობა ,, საბჭოთა საქართველო’’ ,1988

ზვერევი 1979 : ზვერევ ა.მოდერნიზმ ვ ლიტერატურე ს შ ა. მოსკვა: იზდატელსტვო ,, ნაუკა’’, 1979

ღოღობერიძე 1955 : ღოღობერიძე ლ. უოლტ უიტმენ. თბილისი: გამომცემლობა ‘’საბჭოთა საქართველო’’ , 1955

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 1)

ავტ.: შავლეგო : 9/19/2005

 

,,საქართველოს მწერალთა კავშირი... საქართველოს სსრ ლხცს არქივი... ფონდი # 8... აღწ. 1, საქ. 2913... საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის 1977 წლის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში... 01.04.77“.

 

სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი,

თავმჯდომარეობს გრიგოლ აბაშიძე.

 

თავმჯდომარე: - ამხანაგებო, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ერთი ისეთი საკითხის განსახილველად, რომელზედაც, ალბათ, ეს დღეები ყველა თქვენთაგანი ფიქრობს.

 

თქვენ ყველა გაეცანით თქვენს პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს ჩვენი კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას გარშემო.

 

ჩვენ, ყველანი, ბევრის მომსწრე ვართ, ბევრის შემთხვევა არა გვქონია. მას შემდეგ, რაც სოციალიზმმა გაიმარჯვა ჩვენს ქვეეანაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხალხმა სამამულო ომში ასეთი ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვა და ასეთი წარმატება აქვს საბჭოთა ქვეყანას, მთელი საბჭოთა მწერლობა დარაზმულია ჩვენი პარტიის ირგვლივ და არ ეოთილა რაიმე ფაქტი რომელიმე ქართველი მწერლის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის შესახებ. უფრო მეტი კიდევ, ისეთი დიდი მწერალი ჩვენი დროისა, როგორიც კონსტანტინე გამსახურდია გახლდათ, რომელმაც ასეთი რთული გზა გაიარა, სრულიად დადგა საბჭოთა პლატფორმაზე, დაწერა ჩვენი დროისათვის სრულიად მოსაწონი ნაწარმოებები, დაწერა რომანი "მთვარის მოტაცება", მისი პუბლიცისტური ნაწარმოებები, რომლებიც იდგა საბჭოთა პოზიციებზე და ის მთელი თავისი შემოქმედებით ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საქმეს, მოგეხსენებათ, ბოლოს კონსტანტინე გამსახურდია ლენინური ორდენის კავალერიც გახლდათ და მრავალი ჯილდოსა და სახელმწიფო პრემიის მფლობელი.

 

ეს იმიტომ გავიხსენეთ, რომ დღევანდელი ჩვენი სხდომა ეხება ზვიად გამსახურდიას, ჩვენი კავშირის წევრს თქვენ იცნობთ გაზეთის მასალას. დღესაც ბლომად არის გამოქვეყნებული მასალა. ეს დღეები პრესა უთმობდა ადგილს იმ მასალებს, რომელიც ეხებოდა ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობას. ჩვენ მოგვმართა რესპუბლიკის პროკურატურამ ,,სათანადო რეაგირებისათვის გეგზავნებათ... (კითხულობს)" ... ეს მასალა მივიღეთ. პრეზიდიუმის წევრებმა გაიცნეს.

 

როგორც თქვენ ნახეთ და როგორც გაზეთები ადასტურებენ, ეს არის ანტისაბჭოთა პროპაგანდა. თქვენ მოგეხსენებათ მწერალთა კავშირის წესდება, რომლის მიხედვითაც მწერალთა კავშირის წევრად ითვლებიან ისინი, ვინც მთლიანად დგანან საბჭოთა პოზიციებზე და ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას კომუნიზმის მშენებლობაში. თუ კაცი ეწევა ანტისაბჭოთა პროპაგანდას, ანტისაბჭოთა მოდვაწეობას, ის თავის თავს აყენებს ამ ორგანიზაციის გარეშე თუ ჩვენ გვაერთიანებს კომუნიზმის მშენებლობა და მისი აქტიური მშენებლები ვართ, ეს არის ჩვენ სულის, ჩვენი მოწოდების ნაკარნახევი, და თუ კაცი იბრძვის მის წინააღმდეგ, ის თვითონ აყენებს თავის თავს ამ ორგანიზაციის გარეშე, ალბათ, ის თვითონ არ სთვლის თავს ჩვენი კავშირის წევრად. აქ ბევრი მასალაა, მაგრამ მარტო ორს დავასახელებ ამ მასალიდან, ერთი გახლავთ ,,საქართველოს მოამბეში" გამოქვეყნებული პროკლამაცია, ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოსკოვში გაავრცელეს ფრანგმა და ნორვეგიელმა ტურისტებმა, რომლებიც ამის გამო დაპატიმრებული იყვნენ. ეს პროკლამაცია გადმობეჭდილია ამ "მოამბეში". მეორე, რამაც გული ატკინა ჩვენ ხალხს, ეს გახლავთ ფაშისტი გენერლის მაღლაკელიძის გარდაცვალების გაძო გაძოქვეყნებული მასალა, სადაც ქება-დიდებაა იმ კაცისა, რომელიც მოუძღოდა ფაშისტურ ლეგიონს და რომელიც ვითომ საქართველოს სრული განთავისუფლებისათვის იბრძოდა.

 

აი, მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა. ამხანაგები გამოთქვამენ თავიანთ აზრს და შემდეგ მოვუსმინოთ ზვიადს. როგორ გაიმართლებს თავს .

 

ძალიან სამწუხაროა ეს შემთხვევა, რადგან ჩვენ ასეთი შემთხვევა არასოდეს არ გვქონია. განსაკუთრებით ახლა, როცა რესპუბლიკას წარმატებები აქვს და როდესაც ედუარდი მოვიდა ხელმძდვანელობაში, კონსტანტინე ერთი პირველთაგანი მიესალმა მას, და კიდევ უფრო გასაკვირი და სამწუხაროა ეს შემთხვევა.

 

ზვიად გამსახურდია - რა იურიდიული საფუძველი აქვს ყველაფერ ამას, რით მტკიცდება?

 

თავმჯდომარე - პრესისა და პროკურატურის მასალით.

 

ზვიად გამსახურდია - იმ პროკურატურას რა იურიდიული საფუძველი აქვს? თქვენ საბუთებს არ გაცნობდნენ?

 

თავმჯდომარე - გამოიგზავნა ეს მასალა, პროკურატურა სთვლის, რომ მასალა არის საკმარისი. აი რას იწერება... „რომლებიც დაბეჭდილია და გავრცელებულია მწერალთა კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას მიერ არაოფიციალურ ჟურნალში „საქართველოს მოამბეში".

 

ზვიად გამსახურდია - ის მთვლის მე რედაქტორად? მე ხომ ხელს არ ვაწერ. მე არა ვარ რედაქტორი.

 

თავმჯდომარე - მაგაზე თქვენ მიმართეთ პროკურატურას, ჩვენ უნდა დავეერდნოთ იმ მასალას, რომელიც გაზეთშია.

 

ზვიად გამსახურდია - გაზეთში ყველაფერი სიმართლეა?

 

თავმჯდომარე - ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიმართლეა, ზვიად! - არავის არ აინტერესებდა თქვენი გალანძღვა. გთხოვთ ამხანაგებო, გამოთქვით აზრი.

 

თავმჯდომარე - ნოდარ, ხომ არ დაიწყებთ?!

 

ნოდარ დუმბაძე - ჩვენ გავეცანით მასალას, რომელიც დაბეჭდილია არალეგალურ ჟურნალ „ქართველოს მოამბეში". კიდევ გავეცანით ჟურნალების წეებას, რომელსაც "ოქროს საწმისი“ ჰქვია პირადად მე, როდესაც წავიკითხე ,,ოქროს საწმისი", ის არ მომეჩვენა სერიოზულ ჟურნალად, რადგან მასში ფრიად სუსტი და დაბალი გემოვნების ნაწარმოებები ქვეყნდება და როდესაც გავეცანი იმ მასალას, რომელიც მოგვაწოდა ჩვენ პროკურატურამ, სადაც გამოქვეყნებულია ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოუწოდებს ჩვენს ხალხს საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ, როდესაც წავიკითხე გენერალ მაღლაკელიძის ბიოგრაფია, რომელიც თურმე თანამშრომლობდა ჰიტლერთან, რომლის შთამომავალმა, რომლის შვილიშვილმა ისახელა თავი ვიეტნამის ომში იმით, რომ ჟლეტდა ვიეტნამში ხალხს და ამ ბიოგრათიაში სწერია, ქართველი ხალხის სახელით ვიღაც პირდება, რომ დიდი სამსახურისათვის ქართველი ხალხი მას არ დაივიწყებს, - მე მიმაჩნია, რომ ამ ჟურნალის ხელმძღვანელი ან ავტორი ამ მასალისა არ არის ღირსი მწერალთა კავშირის წევრობისა და პირადად ჩემთვის, როგორც მწერლისათვის და კომუნისტისათვის მიუღებელია.

 

თავმჯდომარე - გიორგი!

 

გიორგი ციციშვილი - მე ჩემი მეგობრებისათვის არ მითქვამს, საერთოდ არ ვლაპარაკობდი, რომ ძალიან მძიმე წლები გავიარე ომში და არა იმიტომ, რომ დაჭრილი ვიყავი და ბრმა, არამედ ვნახე საშინელებანი, რომლებიც ჩემს თვალწინ ტრიალებდა. ჩვენი პროპაგანდა თავის დროზე კი არ აჭარბებდა, არამედ სუსტი იყო, რომ არ აჩვენა მთელი ის საშინელება, რაც ფაშიზმს მოჰყვებოდა.

 

მე ვნახე ხალხი დახოცილი "დუშეგუბებში“ მანქანებით დატვირთული რომ გამოყავდათ, მე ვნახე ორი შერყეული კაცი ნარვასთან, რომელთაც ტვინში რაღაცას უშხაპუნებდნენ და რამდენი საშინელება. და მე ეს საშინელებანი რომ ვნახე და გავიცანი ფაშიზმის არსი, ჩემთვის შეურაცხმყოფელია ყველაფერი ის, რასაც შეუძლია ფაშიზმის რეაბილიტირება.

 

მე საშინლად ამაღელვა იმან, მაღლაკელიძე აქციეთ ეროვნულ გმირად, მე არა ერთი პროკლამაცია ჩამვარდნია ხელში, მე შტაბში ვმუშაობდი და ბევრი მო^ქონდათ ასეთი პროკლამაციები, ის პროკლამაციები ბევრი მინახავს შტაბში, მაგრამ ამ პროკლამაციამ, რომელიც ამ არალეგალურ ჟურნალშია დაბეჭდილი, საშინლად ამაღელვა იმიტომ, რომ ქართველ ახალგაზრდობაში აღძრავს ეჭვს, ქართველ ახალგაზრდებს ეჭვს უღვივებს და ამ პროკლამაციამ შეიძლება მოწამლოს ქართველი ახალგაზრდობა. ზვიადმა ბრძანა, რომ ამისი რედაქტორი არა ვარო და ჩვენ ყველამ ვიცით, და ისეთი ავტორიტეტული ორგანო წერს, როგორიც არის პროკურატურა.

 

ჩვენ წავიკითხეთ ეს მასალა, თმები ყალყზე დაგვიდგა, განსაკუთრებით ეს პროკლამაცია. წარმოუდგენელია 1977 წელს ასეთი პროკლამაცია ვინმემ შეთხზას ან გადმობეჭდოს.

 

მან ამრიგად შეურაცხყო ქართველი მწერლის სახელი, რამდენადაც ის დაკავშირებულია ამ დოკუმენტთან, ყველამ ვიცით, რომ, ეს ამასთან არის დაკავშირებული, მე მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, ზვიადი არ შეიძლება იყოს კავშირის წევრი.

 

თავმჯდომარე - იოსებ!

 

იოსებ ნონეშვილი - მე სამამულო ომის მონაწილე გახლავართ, იმ თაობას ვეკუთვნი და არა მარტო ჩემი თაობისათვის, არამედ ყველა თაობისათვის ცნობილია რა საშინელებაა ფაშიზმი. კაცობრიობის ყველა გონიერ ადამიანს ფაშიზმი ძაგს და ახლა ფაშიზმზე ლაპარაკი, ფაშისტი გენერლის ეროვნულ გმირად გამოყვანა ჩემთვის წარმოუდგენელია.

 

მე მიჭირს როცა ამას ვლაპარაკობ, როცა ამ საკითხზე ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ვამაყობ კონსტანტინე გამსახურდიათი, მაგრამ მე ვხედავ, რომ ფაქტია ეს პროკლამაცია, ამ ფაშისტი გენერლის ასე ეროვნულ გმირად გამოცხადება. მაგრამ, რაც მთავარია, ზვიადი ბრძანებს, რომ ჩემი დაწერილი არ არისო და ჩვენი პრეზიდიუმის წევრებს სხვა წყარო არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რასაც პროკურატურა გვწერს, რაც პრესაშია, ის, რაც დდეს "ლიტერატურულ საქართველოშია" დაბეჭდილი. მე ამაღელვა საქართველოს პატრიარქის წერილმა, რომელიც ,,ლიტერატურულ საქართველოშია“ დაბეჭდილი. ეკლესიასაც უნდა ვერწმუნოთ და პროკურატურასაც, რომ მათ შეისწავლეს და გვწერენ და თუ კი ის შემდეგ დაადასტურებს, დაარწმუნებს პროკურატურას, ჩვენ ყველანი გახარებული ვიქნებით და ამოვისუნთქავთ, რომ ამ საქმეში მას მონაწილეობა არ მიუღია - არც ფაშისტი გენერლის ქებასა და არც ამ პროკლამაციის შედგენაში.

 

მაგრამ ჯერჯერობით ეკლესია, პროკურატურა გვიმტკიცებს და როგორც წესდებაშია მწერალთა კავშირის წევრი არ შეიძლება იყოს ის, ვინც არ დგას ჩვენს, საბჭოთა პოზიციაზე.

 

ამიტომ, მე, როგორც სხვებმა ბრძანეს, მიმაჩნია, რომ მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს ის, ვინც პროკლამაციას ავრცელებს და ფაშისტ გენერალს აქებს.

 

თავმჯდომარე - მორის!

 

მორის ფოცხიშვილი - შეიძლება გამეორება მომიხდეს იმისა, რაც უკვე ითქვა. ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენს წრეში, მწერალთა რიგებში და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ასეთ მიმართულებას მოუნახავდა ფაშისტი გენერლის მოქმედებას. ამიტომ შეშფოთებული ვარ, და თუკი ეს დადასტურდება, რომ როგორმე ვინმე მხარს უჭერდა ამ წერილებს, - ასეთი კაცი არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი, თუ ეს მისი ხელიდან არის გამოსული, ის არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი.

 

თავმჯდომარე - კარლო!

 

კარლო კალაძე - მინდა განვაცხადო, რომ სხვებთან ერთად უახლოესი, უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანი იყო ჩემთვის კონსტანტინე გამსახურდია და არის.

 

ახლა, დღეს მე ძალიან ძნელ მდგომარეობაში ვარ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა ჩვენ ზვიადმა. არა მარტო თავისი თავი ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში, უპირველეს ყოვლისა თავისი თავი, მაგრამ უკიდურესად ძნელ მდგომარეობაში ჩამაყენა მე და ყველა მწერალი, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში, თითქმის 40 წლის განმავლობაში როგორც კონსტანტინესთან, ისე ამ ოჯახთან ახლოს ვიდექით.

 

რასაკვირველია, მე ვეკუთვნი იმ ამხანაგებს, რომლებმაც (ჩვენ) კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟიშვილი მივიდეთ მწერალთა კავშირში. მეც მივეცი ხმა.

 

ახლა, ვინაიდან მწერალთა კავშირში ყოფნა ეს ნიშნავს, რომ იზიარებდე შენ იმ შეხედულებას, იმ მდგომარეობას, იდეურად იდგე იმათ გვერდით, ვინც ამ მწერალთა კავშირშია გაერთიანებული, და როცა ადამიანი თავისი საქციელით უპირისპირდება მწერალთა კავშირს, მწერლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ, გარდა იმისა, რაც ჩვენ ამ დღეებში პრესაში წავიკითხეთ, მე მეტი არაფერი ვიცი. თუ კიდევ არის რამე, უნდა ვიცოდე ისიც. რაც პრეზიდიუმშია, ისიც უნდა ვიცოდე, მაგრამ რაც ოფიციალურად რაც ჩვენს თვალწინ არის, მე ამისიც მჯერა.

 

რასაკვირველია, ჩვენ ბედნიერი ვიქნებოდით... ჩვენ იმიტომ, რომ მწერალთა კავშირის ხმა - ეს არის ისტორიული სიტყვა ადამიანზე და მით უფრო ისეთ ადამიანზე, რომელიც შვილია კონსტანტინე გამსახურდიასი. - და, რასაკვირველია, ჩვენ ვიქნებოდით ბედნიერები, რომ ამ ამბავში დასაწეისშივე მიგვეღო მონაწილეობა. ეს მოხდა ჩვენს გარეშე. ჩვენ ახლა ვიხილავთ.

 

მე წავიკითხე, რაც ზვიადს უთქვამს, დაუწერია, თუ მანქანაზე დაუბეჭდია, ამისი წინააღმდეგი ვარ და არასოდეს არ გვქონია ამის შესახებ ჩვენ საუბარი. მე ათასჯერ შევხვედრივარ და ჩვენ არ გვქონია ამის შესახებ საუბარი, მაგრამ ეს მისი თვისებაა - აფეთქებული ხასიათის კაცია.

 

ამიტომ მწერალთა კავშირის უმრავლესობის აზრს ვიზიარებ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, ის სცილდება ყოველგვარ საკითხს, ეს არის სამშობლოს საკითხი, ეს არის პატრიოტული სინდისის საკითხი, ეს არის თვით კონსტანტინესთან დამოკიდებულების საკითხი, რაც არ უნდა მძიმე იყოს, პასუხი უნდა აგოს ზვიადმა თავისთავის მაგივრად, ზვიადმა პასუხი უნდა აგოს კონსტანტინეს მაგივრადაც. ის უნდა ყოფილიყო ჩვენს გვერდით და რადგან არ ისურვა, მან უნდა მკაცრი პასუხი აგოს, და ის ამას შეურიგდა. მე მგონია, ჩვენთან ერთად მისი ყოფნა ძნელია და წარმოუდგენელი.

 

თავმჯდომარე - კიდევ ვის სურს გამოთქვას აზრი?

 

ალექსი გომიაშვილი - ვიდრე ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამდე, მინდა შევეკითხო ზვიადს. ზვიადმა რეპლიკა ისროლა, ის არის მწერალთა კავშირის წევრი.

 

თქვენ განაცხადეთ - ამისი არც რედაქტორი ვარ და არც ავტორიო. თუ თქვენ რედაქტორი არა

ხართ და არც ავტორი, როგორც მწერალთა კავშირის წევრი როგორ უყურებთ ამ ორგანოს პოზიციას? რა პოზიცია გაქვთ ამ ორგანოსთან? - და თუ თქვენ მონაწილე ხართ ამ ყველაფრისა, და იმის შესახებ, რაც გაზეთში იყო გამოქვეყნებული, იმ სიტყვების შემდეგ, რაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის პროცესში მოისმინეთ - რა აზრი დაგებადათ და რა მოსაზრება გაქვთ?

 

ზვიად გამსახურდია - მოკლედ მოგახსენებთ. სოლჟენიცინი რომ გარიცხეს კავშირიდან, საკუთარი ნაწარმოებებისათვის გარიცხეს. თქვენ მაგდებთ იმისთვის, რაც ჩემი არ არის, უმთავრესად ანტიფაშისტური პროკლამაციის და მაღლაკელიძის ბიოგრაფიისათვის, რომლებიც ჩემი არ არის, ჩემი დაწერილი არ არის. მე არ ვაწერ ხელს. მე ვაგებ პასუხს მხოლოდ იმაზე, რასაც მე ვწერ და ხელს ვაწერ. ეს რომ იყოს ჩემი ჟურნალი, მაშინ მოვაწერდი ხელს. შეიძლება ბევრ რამეს მე არ ვიზიარებ, ის პროკლამაცია ჩემთვის უცხოა. თუ არის იმ ჟურნალში რაიმე დოკუმენტური მასალა, ამას ვიზიარებ. აქ ცდილობენ გაცილებით მეტი დამაბრალონ მე, ვიდრე ეს სინამდვილეშია. პრესაც ამას ცდილობს. პოზიცია? ამაზე მე თავს ვიკავებ, ამას ბოლოს ვიტყვი.

 

ალექსი გომიაშვილი - მე მგონია ბევრი ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენი წესდება, რასაც გვეუბნება, ჩვენი ვალდებულებაა, მწერალთა კავშირის წევრები უნდა ვიყოთ საბჭოთა პოზიციაზე და ვამართლებდეთ წესდებას, ვინც ამ წესდებას არ იზიარებს, ვინც ამ პოზიციაზე არ არის ის მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს.

 

თავმჯდომარე - ვის სურს გამოთქვას აზრი?

 

ვანო თარბა - უხერხულ მდგომარეობაში ვარ, როგორც ყველა. მინდა დავიწყო კარლო კალაძის სიტყვით. კონსტანტინე გამსახურდია ჩემთვის იყო ღმერთი, უდიდესი ქართველი კაცი და ჩვენი ხალხის დიდი მეგობარი და ძმა. როცა მამაჩემი მოკვდა, სპეციალურად ჩამოვიდა ოჩამჩირეში, ჩემს სახლში იყო და ძალიან ახლობელი კაცი იყო ჩემთვის და დღეს ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მძიმეა, მძიმე მდგომარეობაში ვარ, ისე როგორც ყველა თქვენ, სადღაც მე უფრო მეტადაც.

 

არ ვიცი, თუ ზვიადი დაამტკიცებს, რომ არაფერ შუაშია... ხდება განა, რომ ჩვენს პრესაში ასეთი მასალა იყოს მოთავსებული და არ იყოს სწორი? იმ მასალების მიხედვით ზვიადს გაუჭირდება ჩვენს რიგებში, მწერალთა კავშირის რიგებში დარჩენა.

 

თავმჯდომარე - გიორგი!

 

გიორგი ნატროშვილი - ვანომ თქვა, რაც ყველა ჩვენგანის საწუხარია. გარდა ამისა, ჩვენი პრესა, ეს უცხოური გადმოცემები, ეს მასალა, ესენი ყველაფერი - როგორ შეიძლება?! ვუერთდები აქ გამოსულ ამხანაგებს.

 

თავმჯდომარე - ელგუჯა!

 

ელგუჯა მაღრაძე - ამხანაგებმა თქვეს უკვე გარკვევით, ჩემთვისაც ბატონი კონსტანტინე იყო ვაჟკაცობის, დიდი მწერლობის და ყველაფრის იდეალი, ყველა იმის, რომელმაც ქართველ ერს შეუქმნა სიტყვაკაზმული მწერლობა, შეაყვარა სამშობლო, თავისი ხალხი, - ვისაც მისი წიგნები წაკითხული აქვს და სხვა ერის შვილებსაც კი შეაყვარა საქართველო. ჩემთვის დღევანდელი გამოსვლაც, ეს ლაპარაკიც ძალიან ძნელია, ეს კაცი ჩვენს ხელში გაიზარდა.

 

მე მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდია არის მსხვერპლი იმ განუკითხავობისა, რაც 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ჩვენს რესპუბლიკაში, რასაც 20 წლის განმავლობაში ვერ ვებრძოდით და როცა მან პირველი ნაბიჯი გადადგა ამ მხრივ, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ და დამნაშავე ვართ, რომ თავის დროზე არ მივუთითეთ და არ ვუთხარით, რომ ეს მცდარი გზაა. ამ ორგანიზაციას რომ უფრო მეტი ფხა, უფრო მეტი ვაჟკაცობა, შორსმჭვრეტელობა გამოეჩინა, მიეთითებინა მისთვის (თითქმის ყველას შვილეულ ასაკად გვეკუთვნის), ჩვენ შეგვეძლო მისი მობრუნება, აღზრდა, გვეთქვა, რომ ის არის მცდარი გზა, მაგრამ ჩვენს მწერალთა კავშირში იმ 20 წლის მანძილზე იყო დანერგილი ის, რომ ექსცესებითა და ჩხუბით ვინც გადიოდა, ჩვენ ამას ვუწყობდით ხელს, ვაქეზებდით ამანაც თავისი დაღი დაასვა. ჩვენ რომ თავის დროზე აგველაგმა ის, ვინც ექსცესებით იკაფავდა გზას, საქმე აქამდე არ მივიდოდა.

 

ახლა ის დაპირისპირებული აღმოჩნდა ჩვენთან, ყველა ჩვენთაგანთან და წესდებასთან. მისი საქციელი და მოქმედება დასაგმობია და ამდენად მწერალთა კავშირის რიგებში რომ დარჩეს, ძნელია.

 

თავმჯდომარე - ხუტა!

 

ხუტა ბერულავა - მწერალთა კავშირი - ეს არის თანამოაზრეთა კავშირი, როგორც ამას ჩვენი წესდება ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებაც შეუთავსებელია საბჭოთა მწერლების სახელთან.

 

მე მინდა დავეთანხმო ზოგიერთი ამხანაგის წინადადებას. რადგან ზვიად გამსახურდია აცხადებს, რომ ეს მას არ ეკუთვნის, რომ ეს მისი ხელმძღვანელობით, თუ მონაწილეობით არ გაკეთებულა (გვითხრას ვისია) და თუ ეს ასეა, ერთხელ კიდევ შევეცადოთ იქნებ აღმოვაჩინოთ...

 

თავმჯდომარე - ამაზე რომ არ იყოს ლაპარაკი, მოგახსენებთ: ის, რაც პრესაშია დაბეჭდილი და რაც აქ მოტანილია, ეს დადასტურებულია და არავის არ უნდოდა ამის გამოგონება და შეთხზვა. ეს არის დადასტურებული და დამტკიცებული და იმიტომ არის გამოტანილი. ვიდრე ბოლომდე არ იყო დამტკიცებული, არ გამოუტანიათ. ზვიადს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი. ის, რაც არის - დამტკიცებულია და ამას არ გავხდით სადავოდ. ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ფაქტიური მასალაა. ხომ არ შეიძლება გაზეთი „კომუნისტი“ , „თბილისი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „ლიტერატურული გაზეთი“ ტყუილს სწერდეს?!

 

ხუტა ბერულავა - ყველაზეე მთავარი ის არის, რომ ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ უფლება სული აუმღვრიოს ჩვენს ახალგაზრდობას, რომელიც ჩვენ, შემოქმედებითმა მუშაკებმა უნდა აღვზარდოთ კომუნისტურ იდეალებზე და კომუნისტური სულისკვეთებით და ამ შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკია ძალიან მაღალ და წმინდა საქმეებზე, აქ დათმობა არ შეიძლება.

 

მე ვუერთდები ამხანაგების აზრს - საქართველოს მწერალთა კავშირის რიგებში არ შეიძლება, რომ ასეთი კაცი იყოს.

 

თავმჯდომარე - კიდევ?

 

ვახტანგ ჭელიძე - ჩემთვის ცოტა ძნელია ლაპარაკი იმიტომ, რომ თვითონ ზვიადთან არ მქონდა კეთილი ურთიერთობა, მაგრამ უნდა გამოვთქვა აზრი, იმის შემდეგ რა საბუთებსაც ჩვენ გავეცანით - იმ პროკლამაციას, ფაშიზმის რეაბილიტაციის ცდას, - წესდება არ გვაძლევს უფლებას, რომ ჩვენს რიგებში იყოს და ვუერთდები საერთო აზრს - ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს მწერალთა კავშირის რიგებში.

 

თავმჯდომარე - სერგი!

 

სერგი ჭილაძე - მე სხვა მასალას არ ვიცნობ, რაც გაზეთშია, იმას ვიცნობ და მე მიმაჩნია - საბჭოთა პრესაში მოყვანილი ფაქტები და მასალა ისეთ შეუვალ სურათს ქმნის, რომ აქ ორი აზრი არსებობდეს, შეუძლებელია.

 

ჩემთვის ყველაზე უფრო სამძიმოა ეს იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიას აქვს - „თუ არა საბჭოთა ხელისუფლება, ჩემთვის დიდ მწერლობასთან წილნაყრობა არ შეიძლებოდა“. ესა აქვს ნათქვამი მას და ასე არის ნამდვილად დიდ ოსტატად ის ჩვენმა სინამდვილემ აქცია და ამიტომაც ჩვენი სინამდვილის გულწრფელი მომღერალი იყო.

 

მით უფრო სამწუხაროა ამ დიდი ქართველი კაცის, ამ დიდი ოსტატის, ჩვენი ამ დიდ ლიტერატურულ ბრძოლებში ჩვენი მეგობრის შვილის საკითხს რომ ვიხილავთ - იყოს თუ არა ის ჩვენს რიგებში. დიდად გული მტკივა მიმძიმს ამის წარმოდგენა იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიამ რაღაც საოცრად რთული გზა გაიარა და ეს განაცხადა. ამის დამადასტურებელია მისი ნათელი შემოქმედება, რომელიც მისი ხელიდან არის გამოსული.

 

ამიტომ მე ვიმეორებ და ვეთანხმები ამხანაგების აზრს, მაგრამ აქ ჩვენმა პარტორგანიზაციის მდივანმა განაცხადა „,თუ ეს ასეა“ და როგორღაც ეჭვქვეშ დააყენა საკითხი, მე ვფიქრობ, საკითხი ისე უნდა გამოგეტანათ, რომ არ ყოფილიყო ეს „თუ ეს, ასეა“. ეს იმ ტკივილებს კიდევ ერთ ტკივილს უმატებს. მე მომეწონა ბატონმა ალექსიმ რომ პირდაპირ მიმართა კითხვით. ზვიადმა არ უპასუხა; უპასუხეთ ბოლომდე, რომ ჩვენ შეგვეძლოს ნათელი დამოკიდებულება გვქონდეს საკითხთან. ვიმეორებ, მე მხოლოდ იმ მასალას ვიცნობ, რაც პრესაშია და აქ ისეთი ფაქტებია, რომ ამიტომ ამხანაგების იმ წინადადებას ვუერთდები, მაგრამ მაინც მოვითხოვ „თუ ეს ასეა“ და სხვა - ამ კითხვებზე პასუხი იყოს.

 

მორის ფოცხიშვილი - ბატონო სერგი, ზვიადმა რომ სთქვა მე ხელს არ ვაწერ, მე არ ვარ ავტორი, ამან დაბადა ეს აზრი. ისე, თქვენ თუ არ წაგიკითხავთ მასალა, აქ არის და წაიკითხეთ.

 

თავმჯდომარე - კიდევ?

 

რევაზ მარგიანი - ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული მწერლობა. მე გავეცანი ამ მასალებს. თავისთავად ზვიადის საქციელი მეტყველებს, რომ ის არ იზიარებს ქართული საბჭოთა მწერლობის პოზიციებს და თვითონ ლაპარაკობს - არ არის საჭირო იყოს წევრი ამ კავშირისა.

 

თავმჯდომარე - ირაკლი, ხომ არ იტყოდით რამეს?

 

ირაკლი აბაშიძე - რამდენი ხანია, რაც მივიღეთ ზვიადი მწერალთა კავშირში?

 

ზვიად გამსახურდია - 1966 წლიდან.

 

თავმჯდომარე - 1968 წლიდან. აქ არის მასალა, ზვიად!

 

ირაკლი აბაშიძე - 1968 წლიდან მე არ მახსოვს რომელიმე კაცის შესახებ გველაპარაკა და მათ შორის პირველ რიგში, რასაკვირველია, უმძიმესია ვილაპარაკო კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის წევრების შესახებ.

 

თავმჯდომარე - უკაცრავად, 1965 წელს მიგვიღია წევრად.

 

ირაკლი აბაშიძე - რა მძიმეც არ უნდა იყოს ამის თქმა, ამხანაგებო, უნდა ვთქვათ - საბჭოთა მწერალს არ შეიძლება სხვა რაიმე აზრი ჰქონდეს. საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრი ჩვენს წესდებას იცნობს, მათ შორის რასაკვირველია, ზვიადიც იცნობს. რასაკვირველია, არ შეიძლება, თუ ეს ყველაფერი ვიცით, რაც ვიცით ჩვენ... (მე ახლა ავად ვიყავი და ყველაფერი ვერ წავიკითხე). თქვენ აქ დაგიძახეს იმიტომ, რომ სთქვათ...

 

ზვიად გამსახურდია - ბოლოს ვიტყვი

 

ირაკლი აბაშიძე - სხვათა შორის, ბოლოს ჩვენ უნდა ვთქვათ. ჩვენ რას ვლაპარაკობთ?

 

ზვიად გამსახურდია - სასამართლოზე ჯერ ეკითხებიან ბრალდებულს და შემდეგ გამოაქვთ განაჩენი.

 

ირაკლი აბაშიძე - თუ საჭიროა კენჭი ვუყაროთ, კენჭი იმიტომ, რომ თქვენთვის გადაწყვეტილია, საკითხი ნათელია და მე მომხრე ვარ საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდია გაირიცხოს, მაგრამ ჩვენ ალბათ, იმიტომ დავუძახეთ, რომ მას მოვუსმინოთ. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ და მერე მოვუსმენთ?

 

11 წელია მწერალთა კავშირში გვყავს კაცი, ჩვენი დიდებისა და სიამაყის შვილი, ჩვენი ყველა ოჯახის შვილი. რა ვქენით, რა გავაკეთეთ?! ჩვენს თავზეც უნდა ვთქვათ და პირადად ჩემს თავზედაც - ვუთხარით მას რაიმე, გავაფრთხილეთ, დავუძახეთ? აი, მე რომ ირაკლი აბაშიძე ვარ - რა გავაკეთე. 1966 წელს მიგვიღია წევრად. ეგ დაჭერილი იყო ერთხელ, მეც მოვეხმარე. ჩემს თვალწინ უთხრა კონსტანტინე გამსახურდიამ, მოგკლავო, თუ კი გაიმეორებო. მერე რა მოხდა, დავუძახეთ, ველაპარაკეთ, თუ რა ვქენით?! ასე არ არის სულ, ჩვენ ხომ გვთხოვენ პასუხს და მოგვკითხავენ და სავსებით მართალი იქნება. ასე კი არ არის - აუწევთ ხელს. იმხელა დიდი მოვლენაა, რომ არც ერთ რესპუბლიკაში არ მომხდარა. თქვენ ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ. ეს კაცი ამბობს - მე არა ვარ რედაქტორი, ჩემი ხელმოწერა არ არის. ვკითხოთ რაშია საქმე რა არის, დაგვეძახებინა, ერთხელ გაგვეფრთხილებინა, მეორედაც, უნდა გვემუშავა. მე ცოტა მკაცრად გამოვდივარ, ავად ვარ - მე ჩემს შესახებაც ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ძმად მიმაჩნდა კონსტანტინე და მეგობრად მისი ოჯახი. ამ ბოლო ხანებში ხუთჯერ ვიყავით და დღე არ იყო, რომ არ დაერეკა ჩემთვის და გიორგი ნატროშვილისათვის. ჩვენ დამნაშავეები ვართ და ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს.

 

ხმები - სთქვას.

 

ზვიად გამსახურდია - საერთოდ რა უნდა მოგახსენოთ. სასამართლო რომ სასამართლოა, მას თავისი წესი აქვს - საბჭოთა კავშირსა თუ უცხოეთში, არსებობს იურისპრუდენცია, არსებობს კანონი. თუ ყველაფერი მოთავებულია, უნდა გავჩუმდე და თქვენ რაც გინდათ ის გამოიტანეთ, ის დაადგინეთ. არ შეიძლება, სანამ სასამართლო არ დაადგენს დანაშაულს, კაცი დაისაჯოს და იმის თქმა, რომ ეს სიმართლეა იმიტომ რომ პრესაშია. პრესას შეიძლება შეეშალოს. ვერც პრესა გასწევს სასამართლოობას და ვერც პროკურატურა. ეს რომ ასე იყოს, მაშინ სასამართლო აღარ იქნებოდა. პროკურატურა გამოთქვამს თავის აზრს და მას რომ შეეძლოს გადაწყვეტა, მაშინ სასამართლოც არ იქნებოდა საჭირო. მარტო პროკურატურის აზრი რომ იყოს კომპეტენტური, სასამართლო აღარ იარსებებდა. სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ დაადგინოს სიმართლე, ის სიმართლე, რომელსაც ვერ ადგენს პროკურატურა. რატომ არსებობს სასამართლო და შეიძლება თუ არა ასე სროლა ადამიანის მიმართ ინსინუაციების და ყველაფერი ის, რასაც პრესა აკეთებს? ყველაფერი, რაც ენაზე მოადგება „სოვეტსკაია კულტურის“ კორესპონდენტს, გადმოიგზავნება აქ და იბეჭდება ან თუნდაც ის, რომ მე რადიო „სვობოდას“ ვუგზანი მასალებს. როგორ შეიძლება ასე დაბრალება? და რამდენი უნდა ჩამოვთვალო?

 

აი, თვით აქ რაც წამძღვარებულია. მე არ ვიცი, სად გამოდის ეს ჟურნალი, ვის მიერ. მე ვწერ და ვაძლევ მეგობრებს. მე ვწერ და რასაც ხელს ვაწერ, სამწუხაროდ არ იბეჭდება, ცენზურა მკაცრია, ამიტომ გადავცემ ნაცნობ-მეგობრებს. მაგალითად, ძეგლთა დაცვის მდგომარეობაზე დავწერე, პრესის ყველა ორგანოს მივმართე. არ დამიბეჭდეს და შემდეგ გადავწყვიტე მიმეწოდებინა ხალხისათვის.

 

რაც შეეხება პროკლამაციას, არ მინახია, არც მითარგმნია და საერთოდ მე არ ვარ საბჭოთა წყობილების მტერი, არც მისი დამხობის მომხრე და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ, თუ მე რაიმეს ვწერ, ვაკრიტიკებ რომელიმე დაწესებულებას, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვარ მტერი. ნუ აიღებთ თქვენს თავზე სასამართლოს ფუნქციას. მე ვიცი თქვენ ეს დაგეგმილი გაქვთ და, რაც არ უნდა ვთქვა, თქვენ ვერაფერს შესცვლით. ეს გადაწყვეტილია, მაგრამ თქვენ სასამართლო არ ბრძანდებით, თქვენა ხართ მწერალთა წრე.

 

არავითარი მაღლაკელიძის შესახებ წერილის ავტორი მე არა ვარ. გადახედეთ და ნახავთ - არც ერთი სიტყვა ჩემი არ არის. და სხვათა შორის, მაღლაკელიძის შესახებ უნდა მოგახსენოთ, - ის თქვენი „მერნის“ კონსულტანტი იყო, თუ ის ფაშისტი გახლდათ, რატომ არ მოხვდა ნიურნბერგის პროცესში? იმიტომ, რომ სწორედ ის იყო ანტიჰიტლერელი, ანტიფაშისტი, უბრალო სამხედრო. ის გახლდათ შულენბერგის დაჯგუფების წევრი, ანტიფაშისტი და არც ვიცნობდი და არც ვმეგობრობდი მაღლაკელიძეს, ის თქვენი გამომცემლობა „მერნის“ თანამშრომელი იყო წლების განმავლობაში და ყველა თქვენთაგანს მასთან პური უჭამია და კარგი სიტყვა უთქვამს.

 

სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 2)

 

 

თავმჯდომარე - ბატონო გიორგი!

 

გიორგი მერკვილაძე - ზვიადის გამოსვლამ ჩვენ მაინც ვერ დაგვარწმუნა, რომ მას არავითარი კავშირი არა აქვს. მაინც ფაქტებს თავისი ლოგიკა აქვს და არა მგონია, რომ თქვენ არ იცოდეთ ამ ჟურნალის ასავალ-დასავალი. ბოლოსა და ბოლოს თქვენი ნების გარეშე როგორ იბეჭდება? თქვენ სრული უფლება გქონდათ პროტესტი გაგეცხადებინათ ოფიციალურად, როგორც ეს მოხდა მოსკოვის გაზეთებში და რაკი ეს ასე არ არის, თქვენ თანამშრომლობთ ამ ჟურნალში და თანაუგრძნობთ ამ ჟურნალის პოზიციას.

 

კავშირის წევრად ყოფნა იმას ნიშნავს, რაც ევალება, უნდა დაიცვას, თქვენი პოზიცია ამას ეწინაადმდეგება ბუნებრივად ისმება საკითხი, - თქვენი საქმიანობის შეფასება იმ მოვლენების გარეშე არ შეიძლება.

 

თქვენ თქვენი ნიჭით, თქვენი ოჯახის ტრადიციებით, რასაკვირველია, კავშირში უნდა იყოთ ჩვენთან და თქვენი პრაქტიკული საქმიანობა საწინააღმდეგოა ამისა, ამიტომ მეც მხარს ვუჭერ წინადადებას, რომ თქვენი კავშირში ყოფნა შეუთავსებელია კავშირის წევრის მოვალეობასთან.

 

თავმჯდომარე - გურამ!

 

გურამ ფანჯიკიძე - მე ვარ ძალიან ცუდ დღეში და ძალიან მიჭირს დღეს გამოსვლა, ვინაიდან ორი წელია მე და ზვიადი ერთმანეთს არ ველაპარაკებით, რადგან გვქონდა ძალიან დიდი ჩხუბი - ახლა არ მინდა ამ გაჭირვებულ დროს ბრალმდებელი გამოვიდე, ვინაიდან არ დავემსგავსო ჩასაფრებულ მტერს. მიუხედავად ამისა მე ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს

 

ისე კი არსებობს წესდება. მაგალითად, პარტიიდან რიცხავენ კაცს, თუ სამი თვის საწევრო არ გადაიხადა, ვინაიდან ზვიადი არ ემორჩილება მწერალთა კავშირის წესდებას, არ იზიარებს მის პროგრამას, თვითონვე უნდა გასულიყო ამ კავშირიდან.

 

რასაკვირველია, მე ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში ვარ

 

თავმჯდომარე - ხომ არ სურს ვინმეს კიდევ გამოთქვას აზრი?

 

ხმები - ყველამ გამოთქვას თავისი აზრი, ყველამ!

 

თავჯდომარე - არჩილ!

 

არჩილ სულაკაური - მეც იგივე მინდა ვთქვა, რაც გურამმა. მე და ზვიადს არა გვაქვს კარგი ურთიერთობა დიდი ხანია. მე, როგორც თქვენ, პირველად გავიგე პრესიდან ეს ამბები. მე პრინციპულად არ ვკითხულობდი რასაც ეგ წერდა, მაგრამ ახლა რაღაცნაირად, ბატონი ირაკლის გამოსვლის შემდეგ, არ შეიძლება ანგარიში არ გაუწიო იმას, რომ პიროვნება უარყოფს, იმას ამბობს, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონია...

 

ზვიად გამსახურდია - კავშირი კი მქონდა, ჩემი მასალა დაბეჭდილია, ამას ყველა ხედავს, სად და როდის გამოდის, მე არ ვიცი.

 

არჩილ სულაკაური - ისიც მართალია, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს. ზვიადი ისე უნდა მოსულიყო, რომ სასამართლოს დაემტკიცებინა ეს. ისე ვიზიარებ საერთო აზრს.

 

თამაზ ჭილაძე - ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს.

 

თავმჯდომარე - გურამ!

 

გურამ ასათიანი - ყველამ თქვა და მეც უნდა ვთქვა - ძალიან მტკივნეული საკითხია. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მე არა მგონია, რომ დარბაზში იყოს მწერალი, რომელიც პირად მტრად თვლიდეს ზვიად გამსახურდიას. მე ესეც მაწუხებს, მე მინდა ზვიადს მივმართო და თუ ის ობიექტურად შეაფასებს, ძნელია ასე დასცილდეს პირად განცდას.

 

მე მგონია ყველა, ვინც აქ არის, აბსოლუტური უმრავლესობა ისაა,რომელთაც ყველაზემეტად იციან კონსტანტინე გამსახურდიას ფასი. უფრო მეტი, ეს ის ადამიანები არიან, არამარტო უფროსები არამედ შუა თაობა, რომლებიც ზვიადის ოჯახს იცნობენ, მის ღვთისნიერ დედას, შესანიშნავ დას და გასაგები უნდა იყოს ჩვენი გრძნობები.

 

აქვე ითქვა და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ, რასაკვირველია, ჩვენი დდევანდელი საუბარი ნაგვიანევია. უნდა გვეცადა ყოველ ჩვენგანს (ჩემგან დავიწყებ), რომ ეს დღე არ დამდგარიყო. იმის მიხედვით, რაც მე მსმენია, რასაც გავეცანი გუშინ, მე შემექმნა ასეთი შთაბეჭდილება - მე ვფიქრობ, ის გზა რომელიც ზვიადმა აირჩია, მცდარია და სარისკო. ეს ის საქმიანობაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მწარე შედეგები, ისეთი სავალალო შედეგები, რომელსაც ერთი ადამიანის ცხოვრებაც კი ვერ გამოისყიდის. მე ასე მჯერა, ამის თქმის უფლებას მაძლევს გამოცდილება, რომელიც შეუძენია უფროსი თაობის მწერლებს, კონსტანტინე გამსახურდიასა და მისი თაობის მწერლებს. საბოლოოდ გავიმეორებ, ის, რაც აქ ითქვა, - ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი პრინციპები, თავისი წესდება და თუ რომელიმე უპირისპირდება ამ პრინციპებს, ის აყენებს თავს ამ ორგანიზაციის გარეშე.

 

ზვიად გამსახურდიას ადგილზე მე პირადად უფრო ადრე დავწერდი განცხადებას იმის შესახებ, რომ გამოგვეყვანა კავშირიდან.

 

თავმჯდომარე - შემდეგ კიდევ ვის სურს გამოსთქვას აზრი?

 

კოსტა მარგიევი - მე მასალებს არ ვიცნობ. ვიცნობ მხოლოდ გაზეთებში დაბეჭდილ მასალას. დღეს ვხედავ პირადად ამ შესანიშნავ ახალგაზრდას, მაგრამ მე თანახმა ვარ პრეზიდიუმის აზრისა.

 

თავმჯდომარე - ფრიდონ!

 

ფრიდონ ხალვაში - ამხანაგები გამოვიდნენ. მე ვეთანხმები ამხანაგების აზრს. სხვა მხრივ საქმის კურსში მე არ ვარ, გარდა იმისა, რაც პრესაში იყო და უმრავლესობის აზრს ვუჭერ მხარს.

 

თავმჯდომარე - რომან, თქვენ თქვენ ხომ არ გნებავთ რამე?

 

რომან მიმინოშვილი - ძალიან ძნელია ლაპარაკი. გვიან შემოვედი. აქ რაზე იყო საუბარი, მე არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც ვატყობ პატივცემული ზვიადი უარყოფს იმას, რომ ეს გამოცემები მისი ინიციატივით ხდებოდა. პრესაში რაც გამოქვეყნდა მასალა, ეს მხოლოდ ნაწილია, რის საქმის კურსში შეიძლება იყოს განყოფილება.

 

აქ რომ მოვდიოდი, მე ზოგიერთი რამ მოვიტანე (გადასცემს გრიგოლ აბაშიძეს) და ზოგი რამ გამგეს აქვს. ეს არის „თავისუფლების ტრიბუნა“, სადაც დაბეჭდილია ზვიად გამსახურდიას სიტყვა და აგრეთვე კონსტანტინე გამსახურდიას გამოუქვეყნებელი ნოველა და რამდენადაც მე ვიცი კონსტანტინე გამსახურდიას არქივზე არავის არ მიუწვდება ხელი.

 

თავმჯდომარე - ეს არის ემიგრანტული ჟურნალი?

 

რომან მიმინოშვილი - დიახ, ეს არის ემიგრანტული ჟურნალი, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან გ. წერეთელი, მ. ნოზაძე და... ზვიად გამსახურდიას ღია წერილი პროფესორ ლენგს.

 

ზვიად გამხახურდია - ეს ჩემია, მე ვაწერ ამას ხელს. ეს წერილი მე გავუგგავნე დევიდ ლენგს. ასევე ხვდება „თავისუფალ ხმაში“ ყველაფერი. ვის მიაქვს, მე არ ვიცი.

 

რომან მიმინოშვილი - აი ეს ერთგვერდიანი ამონაწერი „საქართველოს მოამბიდან“. აქ არის ჩამოთვლილი ის პირები, რომლებიც მოსკოვში ხელმძღვანელობენ ე. წ. ადამიანთა უფლებათა დაცვას და მათი წერილია, რომელსაც ხელს აწერენ აკადემიკოსი სახაროვი, ტვერდოკრედოვი და ჭელიძე და იტყობინებიან „საბჭოთა კავშირში ადამიანთა უფლებათა დაცვის ჯგუფი...“ (კითხულობს)... შემდეგ ამას მოსდევს ადამიანთა უფლებათა დაცვის საინფორმაციო ჯგუფი საქართველოში - „ადამიანის უფლებათა ჯგუფი ჩამოყალიბდა საქართველოში 1974 წელს - ჯგუფი მიზნად ისახავს შეისწავლოს... (კითხულობს)... ჯგუფის წევრები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვიქტორ რცხილაძე და სხვანი. „ოქროს საწმისის“ შესახებაც იგივე მდგომარეობაა.

 

ზვიად გამსახურდია - რასაც მე ვაწერ ხელს, ის არის ჩემი, რაც შეეხება მაგ ჯგუფს, საბჭოთა კავშირმა მოაწერა პირველმა ხელი.

 

რომან მიმინოშვილი - ამ „ოქროს საწმისთან“ დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, „ოქროს საწმისში“ არის კონსტანტინე გამსახურდიას გამოუქვეყნებელი ნაწარმოები. საიდან ღებულობს რედაქცია?

 

ზვიად გამსახურდია - მთელს ქალაქში დადის ეს.

 

რომან მიმინოშვილი - აი ეს არის ჩემი ინფორმაცია.

 

თავმჯდომარე - რეზო!

 

რევაზ ჯაფარიძე - მეგობრებო, ალბათ თვითეული ჩვენგანი დათმობდა თავისი სიცოცხლის რამდენიმე წელს, რომ ეს ამბავი არ მოსწრებოდა. მე დავთმობდი რამდენიმე წელს, რომ არ მჭირდებოდეს აქ გამოსვლა. მე არ ვიტყვი რატომ, რა ურთიერთობა მქონდა კონსტანტინე გამსახურდიასთან, როგორ მიყვარს ზვიადი, მაგრამ აქ რომ ბრძანდებოდეს, ჩვენს პრეზიდიუმზე, ბატონი კონსტანტინე ისიც ასე იტყოდა.

 

არსებობს წესდება და ფორმალური ლოგიკა მოითხოვს, როცა არ ეთანხმები ამ წესდებას, შენ თვითონ დასწერო განცხადება და არ ჩაგვაყენო ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში.

 

კარგი იყო, რომ ზვიადს ასე გაეკეთებინა და ძალიან ვწუხვარ, და იძულებული ვარ ყველა იმის გამო, რაც ჩვენთან არის აქ, მხარი დავუჭირო ამ წინადადებას.

 

თავმჯდომარე - მურმან!

 

მურმან ლებანიძე - გაოცებული ვარ იმ მდგომარეობით და გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული და სამტკიცებელი ხდება ჩვენს სხდომაზე, როგორც ბატონი ზვიადი აცხადებს, არის თუ არა ის ყველა ამ მასალის ორგანიზატორი, რედაქტორი და რედაქტორ-გამომცემელი.

 

თავმჯდომარე - ამხანაგებო, მე ოფიციალურად ვაცხადებ - როცა ეს საკითხი დაისვა, ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებულია და ნუ გავხდით სადაოს, და თუ კი ზვიადი დაამტკიცებს, ჩვენ არ გაგვიჭირდება სხვანაირად ვიმსჯელოთ.

 

მურმან ლებანიძე - მაინც ნუთუ ზვიადს არ დაუძახეს და დღეს სალაპარაკო ხდება - არის თუ არა რედაქტორი. დღეს ზვიადი აქ უნდა მოსულიყო აბსოლუტურად განიარაღებული, აბსოლუტურად შემზადებული, რომ ეთქვა - კი ბატონო! ამის შემდეგ უნდა მოხდეს ზვიადის აღსარება და სად? - სხვაგან, ისე რომ ჩვენ არ გვეცოდინება.

 

თუ ის მარტო გურამ რჩეულიშვილის კეთილი მოსაგონარის ავტორია, მაშინ ულოგიკოა მისი გარიცხვა. მაგრამ თუ ის იმ ჟურნალის რედაქტორია, სადაც პროკლამაცია და მაღლაკელიძის მოსაგონარია დაბეჭდილი, მაშინ მისთვისაც და ჩვენთვისაც ნათელია, რომ ის გაირიცხება.

 

თავმჯდომარე - კიდევ თუ დარჩა ვინმე?

 

შოთა ნიშნიანიძე - ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმის შესახებ, რაც აქ ითქვა, თუ ეს ბრალდებები დოკუმენტირებულია, კარგია, თუ კი ზვიადი მოახერხებს თავის მართლებას, მაგრამ თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ საჯაროდ, პრესაში აღიაროს შეცდომები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს. მას ისეთი აღზრდა აქვს, ისეთ გარემოშია აღზრდილი, რომ არ შეიძლება ერისათვის სასარგებლო არ იყოს განათლების გამო, წიგნიერების გამო, ხომ შეუძლია ისე ითანამშრომლოს, რომ ერისათვის სასარგებლო იყოს. მე მგონია მთელი ქართველი მწერლობისა თვის ეს კარგი იქნება, თუ გამართლება და თავის თავის რეაბილიტაცია ვერ მოახერხა, ამ შეცდომის აღიარება ნიშნავს მისი სინდისის წინაშე ერთგვარ გამარჯვებას და პერსპექტივაში ჩვენთან იქნება ეს კაცი.

 

თავმჯდომარე - ვინ დარჩა კიდევ?

 

ანა კალანდაძე - ბატონი მურმანისა არ იყოს, რა უნდა ვილაპარაკო, პირველი განცდა ის არის, რომ ბატონი კონსტანტინეს აჩრდილის წინაშე ვართ ყველანი უმძიმეს მდგომარეობაში და განსაკუთრებით მე. ზვიადი ნათლიმამაა ჩემი, ნათელმირონი მაკავშირებს. და რაც აქ ითქვა, იმან მე ცოტა იმედი მომცა. პირველი სამსჯავრო - ეს არის მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი. ნუთუ არავინ დაიბარა, მარტო ჩვენ ვართ პირველები?... შეიძლება მოხდეს სასწაული და ზვიადმა თავი გაიმართლოს და ამოვისუნთქოთ. შეიძლება მოხდეს ასეთი სასწაული და მე ამ სასწაულისა მჯერა.

 

თავმჯდომარე - ბატონო დემნა!

 

დემნა შენგელაია - ამხანაგებო, ძნელია იმ ყმაწვილის მდგომარეობა და მისი გათვალისწინება ჩემთვის, რომლის ხელშიც ის გაიზარდა. სულ პატარა იყო, როდესაც კონსტანტინე მას თავს ევლებოდა და დღეს სულ სხვანაირად წარმოსდგა. საკმარისია ჩემთვის ის, რაც პრესაშია, არ შეიძლება ასე, პირადი მორალის საკითხი საეჭვოა ძალიან, ანონიმურ წერილებს რომ კაცი წერს სამღვდელოებაზე, 170 წერილი გაუგზავნია ანონიმური, და ზვიადმა ამაზე ნაკლები წერილები კი არ გაგზავნაო. გაუფრთხილდეთ ქართულ ენასო, ეს ისეთ ეჭვებს აღძრავს, აქ არავითარი სასამართლო დადასტურება არ გვჭირდება, ყველაფერი ნათელია. ეს ყველაფერი ახდენს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას, როგორც მოქალაქის და აქ ინტელექტის მდგომარეობაა კიდევ საფიქრებელი. ჭკუათმყოფელი კაცი ამას არ იზამს და მით უმეტეს შენ, სამშობლოს შვილი ხარ და ამღვრევ წყალს.

 

მე ვწუხვარ ჩვენი ოჯახის წევრი აქამდე რომ მივიდა და თუ ზვიადი მოახერხებს იმას, რომ გაიმართლებს თავს, არ ვიცი, ეს არის ცილისწამება. თუ ის გაიმართლებს თავს, ეს იქნება ბედნიერება, ეს იქნება მისი გადარჩენა და კონსტანტინეს გადარჩენა და გადარჩენა ჩვენი პრეზიდიუმის სახელის გატეხისა, ეს საკითხი ძალიან რთულია. რთულია ჩემთვის პირადად ბიოგრაფიულად მისი წარმოდგენა, ეს „სამიზდატი“, ეს ყველაფერი, არაფერი სისაძაგლე რომ არ აკლია ამ საქმეს. ეს სამწუხარო მდგომარეობაა. არ აკლია არც ანტიპატრიოტიზმი, არც ამხანაგების დასმენა და გაწირვა. აბა რა არის ანონიმური წერილები. მე ძალიან მენიშნა ერთი სიტყვა, რომელსაც ამბობს სამდვდელოება „პარანოიკები“.

 

მე ვფიქრობ, ეს საქმე გარკვეული იქნება და, თუ თქვენ გაიმართლებთ თავს, ამაზე ბედნიერება რა იქნება, მაგრამ არა მგონია აქედან გამოსავალი იყოს თავმჯდომარე - ამხანაგებო, ყველამ გამოთქვა აზრი და ყველამ აღნიშნა ეს მძიმე ამბავი და, თუ ვინმე არის მძიმე მდგომარეობაში, ჩემთვის ეს არის ყველაზე მძიმე, რადგან ჩემს დროს ხდება.

 

რა თქმა უნდა, თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენს ქვეყანას იმდენი მტერი ჰყავს, რომ მტრის გამოგონება კიდევ არავის არ სჭირდება და ვიდრე ამ საკითხს აქ მოვიტანდით, გვითხრეს, რომ ეს ფიქმზეა. მაგრამ რაკი ზვიადმა ეს განაცხადა, ბევრი სიკეთე გვაკავშირებს მასთან, თუ კი ის იმ აზრისაა, რომ არ იზიარებს, რაც აქ არის და გაიმართლებს თავს ან დასწერს ეხლავე, რომ გმობს ყველაფერს...

 

ზვიად გამსახურდია - ყველაფერს არ ვგმობ. რაც მე დამიწერია, იმას არ ვგმობ. არავითარი ანტისაბჭოთა მე არ დამიწერია, მთავრობის წინაადმდეგ მე არაფერი დამიწერია. რაც შეეხება პროკლამაციას, ის მე არ მეხებოდა, არ ვიცი.

 

თავმჯდომარე - თუ თქვენ ცნობთ, რომ ეს არის ანტისაბჭოთა მოღვაწეობა, გმობთ და არ იზიარებთ; არ იზიარებთ იმ რადიოადაცემებს და წინააღმდეგი ხართ ამ მოქმედების...

 

ზვიად გამსახურდია - ყველაფერს როგორ ვგმობ, ჩემი თავის წინააღმდეგი ხომ არ ვიქნები? დამიწერია დავით გარეჯის ძეგლის მდგომარეობის შესახებ და სხვა ძეგლების შესახებაც და ამას ყველაფერს მე არ ვგმობ. ვგმობ იმ პროკლამაციას, რაც არის ანტისაბჭოთა, ანტისაბჭოთა მე არაფერი დამიწერია.

 

გიორგი ჟორჟოლიანი - თქვენ განაცხადეთ, - არ იცით ამ ჟურნალის გამოცემა, სად იცემა და ვინ განაგებს და არც მოგწონთ. მაშ როგორ ბეჭდავთ?

 

შოთა ნიშნიანიძე - დაწეროს ახსნა-განმარტებითი ბარათი, აი ის, რაც მოგვახსენა. ეს კარგი იქნება.

 

თავმჯდომარე - ზვიად, როცა თქვენ იყავით სირაძესთან, განა არ იყო ამაზე ლაპარაკი?

 

ზვიად გამსახურდია - სირაძესთან მე ვიყავი მკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებით და ეს ვუთხარი.

 

გიორგი ჟორჟოლიანი - „ოქროს საწმისი“ იხსნება თქვენი წეილით და ლექსით.

 

ზვიად გამსახურდია - ლექსი ჩემია, წერილი კი არა

 

გიორგი ჟორჟოლიანი - ხელმოწერა არის ბატონი ზვიადის.

 

სერგი ჭილაია - ბევრ რამეზე ამბობს უარს და ეგებ დაწეროს.

 

თავმჯდომარე - მე ნუ ჩამაყენებთ ბრალმდებლისა და მოსამართლის როლში. ჩვენ მოვუსმინეთ აქ გამოთქმულ აზრებს. თუ მართლა ზვიადი დაამტკიცებს, რომ არავითარი ურთიერთობა არა აქვს, ჩვენ გვეტყვიან და აღვადგენთ ისე, რომ წასული არ იქ მისი გარიცხვა, ეს იქნება ჩვენთვის დიდად სასახელო და ჩვენი ყველას რეაბილიტაცია. განა მარტო ზვიადი, არამედ მთელი ორგანიზაციაა უხერხულ მდგომარეობაში. ვის გაეხარდება ეს. ხვალვე დავარღვევთ ამდადგენილებას, ოღონდ დაამტკიცეთ. როგორ გეკადრებათ?!

 

ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი კავშირის წევრისათვის ეს შეუთავსებელია და შენ თვითონ უნდა დაასაბუთო შენი სიმართლე. შენ არაფერი სთქვი.

 

კენჭისყრა მაინც უნდა მოხდეს, ფორმალურად ხომ უნდა ვუყაროთ კენჭი იმას, რაც აქ ითქვა.

 

რევაზ ჯაფარიძე - არ უნდა კენჭისყრა.

 

თავჯდომარე - ვინ არის მომხრე იმ აზრისა, რომელიც თქვენ სთქვით?.. არ არის კენჭისყრა საჭირო?! ვინ არის მომხრე იმ წინადადებისა, რომელსაც ყველა აწერს ხელს?

 

ირაკლი აბაშიძე - რომ გაირიცხოს?!

 

თავმჯდომარე - ვინ არის მომხრე გაირიცხოს, გთხოვთ ასწიოთ ხელი, გთხოვთ დაუშვათ, ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. თავი ვინ შეიკავა? არავინ. მაშასადამე წინადადება მიღებულია ერთხმად.

 

მე კიდევ ვიმეორებ, თუ ზვიადი დღესვე დაამტკიცებს იმას, რაც მან განაცხადა - არა აქვს კავშირი ამ საქმიანობასთან, ჩვენ პირველები ვიშუამდგომლებთ, რომ გააუქმონ დადგენილება.

 

ალექსი გომიაშვილი - მოდით ორშაბათამდე მივცეთ ვადა, ორშაბათს თუ წარმოადგენს, ხელახლა შევიკრიბოთ და გადავხედოთ.

 

თავმჯდომარე - ჩვენ კენჭი ვუყარეთ და გავათავეთ და მე ვამბობ - თუ კი ზვიადი გამართლდება, რომ მას არავითარი დამოკიდებულება არა აქვს და არ იზიარებს იმ პროკლამაციის დაბეჭდვას და ანტისაბჭოთა პროპაგანდას, ჩვენ ყველანი დავუჭერთ მხარს მის კავშირში დაბრუნებას.

ამით ჩვენი ეს დღევანდელი სხდომა დამთავრებულია...

 

სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი - რომელზეც ბატონი ზვიად გამსახურდიას ობსტრუქცია მოეწყო და იგი „ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის“ გაირიცხა საქართველოს მწერალთა კავშირიდან. საბჭოთა ინტელიგენციის საძაგელი სახის მაჩვენებელი და დამადასტურებელი დოკუმენტი: ალექსი გომიაშვილი, ანა კალანდაძე, არჩილ სულაკაური, გიორგი მერკვილაძე, გიორგი ნატროშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, გიორგი ციციშვილი, გრიგოლ აბაშიძე, გურამ ასათიანი, გურამ ფანჯიკიძე, დემნა შენგელაია, ელგუჯა მაღრაძე, ვანო თარბა, ვახტანგ ჭელიძე, თამაზ ჭილაძე, იოსებ ნონეშვილი, ირაკლი აბაშიძე, კარლო კალაძე, კოსტა მარგიევი, მორის ფოცხიშვილი, მურმან ლებანიძე, ნოდარ დუმბაძე, რევაზ მარგიანი, რომან მიმინოშვილი, სერგი ჭილაია, სერგი ჭილაძე, ფრიდონ ხალვაში, შოთა ნიშნიანიძე, შოთა ნიშნიანიძე, ხუტა ბერულავა. ამათი შვილები მიტინგებზე,ისტორიის სახელმძღვანელოებში ლექციებზე(ჭილაია, გ.ჟორჟოლიანი, დათო მაღრაძე... დიდი ათეულის წარდგენისას,მათი მხარდამჭერი სტინგი და სახვა კაენის მოდგმა) ებრძვიან მათ მიერ მოკლულ მამულიშვილს...ღმერთო შეუნდე კაენური ცოდვა ამ საცოდავებს!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება

ძირითადი დასკვნები

 

რუსთველის პოეტური სამყაროს სწორი გაგებისათვის აუცილებელია „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველების ღრმა შესწავლა, რაც გულისხმობს პოემის ფაბულისა და სჲუჟეტის, მისი მხატვრული სტრუქტურის სიმბოლურ და ალეგორიულ ინტერპრეტაციას. შუასაუკუნეთა როგორც დასავლურ ისე აღმოსავლურ ლიტერატურაში უაღრესად დიდ როლს ასრულებდა ალეგორია, რაც ანტიური ეპოქიდან იღებს სათავეს, როდესაც პოეზია, ლიტერატურა ჯერ კიდევ განუყოფელი იყო მითოლოგიისა და რელიგიისაგან.

 

ვეფხისტყაოსანში აირეკლა შუასაუკუნოებრივი ქალის კულტი, რომელიც ღვთისმშობლის, ქალწულ სოფიას (საღვთო სიბრძნის, ანუ სულიწმიდის) რელიგიური კულტის სიმბოლური გამოხატულებაა როგორც დასავლურ კურტუაზულ ლიტერატურაში, ასევე აღმოსავლეთის სუფისტურ პოეზიაში. საქართველოში ქალის რელიგიური თაყვანისცემა გამოვლინდა თამარ მეფის კულტში, რაც განსაკუთრებით მკვეთრად აისახა შავთელისა და ჩახრუხაძის სახელით ცნობილ ოდებში, ასევე „ვეფხისტყაოსანში“, ისტორიულ პროზაში და ფოლკლორში.

 

თამარის ალეგორიული სახელები ვეფხისტყაოსანში „ნესთ ანდარე ჯეჰან“ (არ არის ქვეყანად) და „თინათინ“ (სარკისეული ანარეკლი ნათლისა) მიგვითითებენ ღვთაების ორ ასპექტზე, დაფარულზე და ცხადქმნილზე, შეუმეცნებელზე და შემეცნებადზე, გამოუვლენელსა და გამოვლენილზე, აგრეთვე ორ საღვთისმეტყველო გზაზე: აპოფატურზე (უკუთქმითზე) და კატაფატურზე (წართქმითზე), რომელთა არსიც გადმოცემულია არეოპაგიტულ ტრაქტატებში. თამარის კულტი უკავშირდება აგრეთვე ბუნების დიდი დედის, ნაყოფიერების მდედრობითი ღვთაების, ხოლო ქრისტიანობაში ღვთისმშობლის კულტს, რომლის სხვადასხვა სიმბოლურ ატრიბუტებს ატარებენ ვეფხისტყაოსნის გმირი ქალები. ამავე დროს ვეფხისტყაოსანში აირეკლა წმიდა მხედრის, წმიდა გიორგის კულტი, რომელიც ქართულ ქრისტიანობაში და ფოლკლორში ქრისტეს, შუამდგომელ-მედიატორის დონეზე დგას და მის ატრიბუტებს ატარებს;

 

თუ ქალის კულტი ღვთის მარადქალური ასპექტის თაყვანისცემაა, წმიდა მხედრის კულტში ვლინდება ღვთის ე. წ. ღმერთმამაკაცებრივი მოქმედება, რომლის სიმბოლური სახეა წმ. გიორგი (იერარქიულად მიქაელ მთავარანგელოზი). რამდენადაც ქართული ეროვნული ცნობიერება ქრისტიანობას აღიქვამდა მებრძოლ ასპექტში, ღმერთმამაკაცებრივი საწყისის ყველაზე უფრო სრულქმნილი სიმბოლური გამოხატულება ქართველობისთვის იყო წმიდა გიორგი, რომელიც ფოლკლორში ხშირად აჭარბებს კიდევაც ქრისტეს ძალმოსილებით. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ძე, ღმერთმამაკაცი არის ამავე დროს ზეციური არქეტიპი ადამიანობისა, ზეციური ადამი ანუ პირველკაცი, მაკროანთროპოსი ანუ კაბალის ადამ კადმონი, რომლის სახედ და ხატად არის შექმნილი კაცობრიობა. მითოლოგიაში ზეციურ პირველკაცს ვარსკვლავიანი ცა მოსავს, როგორც ვეფხის ტყავი (დაწინწკლული), რაც არის განსახიერება სამყაროსი, უძრავ ვარსკვლავთა ცისა, ფირმამენტუმისა. ამიტომ არის ვეფხის ტყავი სიმბოლო ინიციაციისა, საზეო განათლებისა, ქვენა სამყაროზე, ქვენა ვნებებზე გამარჯვებისა, სულიერი ძალმოსილებისა და სიბრძნისა, ამის გამო ანტიური მითოლოგიის ღმერთები, გმირები და მისტერიათა ქურუმები ატარებენ მას. ვეფხის ტყავი მოსავს ღმერთ დიონისეს, ინდურ ღმერთს, შივას, შაჰ-ნამეს პირველკაცსა და პირველმეფეს, ქეიუმარსს, როსტომს, ბერძნულ სამყაროში პარისსა და იაზონს, ძველ ეგვიპტეში ჰერმეს–ტოტის ქურუმებს. აქედან მოდის ქვენა სამყაროზე (დრაკონზე) გამარჯვებული ღვთაების, მზიური გმირის კულტი ყველა ხალხების რელიგიებსა და მითებში. მზიური გმირები ბოროტების ქვესკნელურ ძალებზე გამარჯვებით უბრუნებენ კაცობრიობას დაკარგულ ღვთაებრივ ცნობიერებას, აზიარებენ მას სიკეთის, ჭეშმარიტებისა და მშვენიერების იდეალს, რაც მითებში, ზღაპრებში და ეპოსში სიმბოლიზებულია ქალით, საუნჯით, ოქროს საწმისით, ფილოსოფიური ქვით, წმიდა გრაალით.

 

ქართულ მითოლოგიაში ქვესკნელის, ქტონური სამყაროს სიმბოლოა ქაჯეთი (ქაჯავეთი) ნეგატიური დემონების საუფლო, რომლის დალაშქვრის შედეგად წმიდა გიორგი და სხვა ღვთის შვილები მოიპოვებენ განძს, თასს, ხოლო ზოგ შემთხვევაში გამოიხსნიან სამძიმარს, მზექალს და აშექალს. ეს არის გზა წმიდა გიორგისეული ინიციაციისა. ვეფხისტყაოსანშიც ჰეროიკული სიმბოლური დრამა მოცემულია ქართული მითოლოგიისათვის დამახასიათებელი სახელის გამოყენებით.

 

ვეფხისტყაოსანი მხატვრული პირობითობის ენაზე ასახავს ინიციაციური სიბრძნის ძირითად იდეებს ქართული საღვთისმეტყველო აზროვნებისა და მითოლოგიისათვის დამახასიათებელი ფორმით. იგი არის ერთგვარი სინთეზი სინკრეტული ეზოტერიზმისა, მოცემული მხატვრულ ენაზე. ავტორის მიზანია კაცობრიობის სულიერი განვითარების სხვადასხვა გზების შეჯამება ეზოტერულ-ქრისტიანული მოძღვრების საფუძველზე. ამის გამო პოემის სახისმეტყველების ძირითადი გასაღებია ანტიურობისა და შუასაუკუნეების ეზოტერული სიბრძნე.

 

წიგნის სრული ვერსია

http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=/dli...a%26isframe%3D1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამართლებრივი მდგომარეობა

სამხრეთ ოსეთის აო იყო ეროვნული ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში ადმინისტრაციული ავტონომიის უფლებით. ოლქის სამართლებლივი მდგომარეობის განმსაზღვრელი სპეციალური იურიდიული აქტი იყო კანონი სამხრ. ოსეთის აო-ის შესახებ, რომელიც მიიღო საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს წარდგინებით (1980). ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო სამხრეთ ოსეთის აო სახალხო დეპუტატთა საბჭო იყო, რომელიც 140 დეპუტატისგან შედგებოდა და ირჩევდა თავის აღმასრულებელ კომიტეტს. ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, ისევე როგორც სახელმწიფო ხელისუფლების რაიონილი, საქალაქო, სადაბო და სასოფლო ორგანოები შესაბამისი სახალხო დეპუტატთა საბჭოების სახით სამხრ. ოსეთის აო-ში იქმნებოდა და მოქმედებდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის მე-7 კარის საფუძველზე („სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები საქართველოს საბჭოთა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში“). სამხრეთ ოსეთის აო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილების ვადა ორნახევარი წელი იყო. არჩევნების ჩატარებას არეგულირებდა საქართველოს სსრ 1979 წ. 15 ივნისის კანონი „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ“. მართლმსაჯულების ორგანოები იყო სამხრ. ოსეთის აო საოლქო სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო სასამართლოები. სამხრეთ ოსეთის აო პროკურორს ნიშნავდა სსრკ გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით. აო სსრკ უმაღლეს საბჭოს ეროვნებათა საბჭოში წარმოდგენილი იყო 5 დეპუტატით

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.

 

საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი"

 

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

 

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.

 

ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:

 

„გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს.

 

რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი).

 

კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო:

 

“... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე...

 

მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი).

 

ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:

 

1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:

2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.

3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.

4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.

5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.

6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.

7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.

8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.

 

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია

 

რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი

 

დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი

 

დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ...

ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც არ უნდა ცილი დასწამონ b-n zviads ,მაინც მის შემდეგ დამსახურებეებს ვერავინ ამოშლის ისტორიიდან:1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის!

 

ზვიად გამსახურდია აფხაზეთის გადასარჩენად დაბრუნდა! მან ოჩამჩირეში შეკრიბა კანონიერი და ხუნტის ჯარის მეთაურები(ვიკიპედიაში დევს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი)ერთად ბრძოლაზე ,აფხაზეთის გადარჩენაზე შეთახმდნენ,მაგრამ მეორე დღეს შევარდნაძე-იოსელიანი აგზავნიან მსტოვარს,ჯარის მეთაურებს ოჯახების დაწიოკებით დაემუქრნენ და ამით ჩაშალეს აფხაზეთის გადარჩენ ის გეგმა! ედიკა თბილისში ჩამოყვანის სამაგიეროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს რუსეთისათვის გადაცემაზე დათანხმდა,ამის შემდეგ აძლევენ მას სკამს! აფხაზეთზე კარგი მასალები ჰქონდა ცხონებულ მიბჩუანს,ისე მეც მაქვს საკმარისი დოკუმენტები..უახლოეს ისტორიაში მთლიანად დავდებ ყველა ფაქტს მათ შორის1992წ 24ივნისს ,როგორ შეთანხმდნენ აფხაზეთში ე.წ.სამშვიდობოების ანუ საოკუპაციო რუსის ჯარების შემოყვანაზე-აფხაზეთის ჩაბარებაზე! ე.ი.დაგომისში როცა გადაეცა სამაჩაბლო რუსეთის მოქალაქე შევარდნაძის მიერ რუსეთისათვის ,მაშინ გადაწყდა(ერთი წლით ადრე)აფხაზეთის ჩაბარება.ეს საიდუმლო მასალა დუდაევმა მოიპოვა გადასცა ბ-ნ ზვიადს და ამიტომ ჩამობრძანდა ბატონი პრეზიდენტი! ყარყარაშვილი წერდა,რომ ეშერაში გუდაუთას ზემოდან ვადექითო და ედიკამ და ჯაბამ გვიბრძანეს გამოდითო..დაგვემუქრნენო...ასევე ყურაშვილი ტყვარჩელამდე მივიდა და შემდეგ უკან დამაბრუნესო,როცა მართლა ომია ზურგში მტერს არ ტოვებენ, მოხდა პირიქით-ტყვარჩელში შეუშვეს ელცინის ბრძანებით მანქანების კოლონები ტყვია-წამლით დატვირთული?! "ტყვარჩელში და გუდაუთაში შესვლა ელცინმა ამიკრძალა, დიდი მსხვერპლი იქნებაო'" -შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა.რუსეთ-საქართველოს ომში ორივე მხარი მთავარსარდალი ელცინი იყოო!!! მსგავსი პრეცედენტი ისტორიაში არ არსებობს?!

 

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ხელისუფლების მოღვაწების შტრიხები-1990 წლის 11 დეკემბერს უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება ;1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობაზე ხელმოწერა,;აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიად გამსახურდიას წერილის ნაწყვეტი შევარდნაძისადმი:"...ჩემი დაპატიმრების შემდეგ ეროვნულ მოძრაობას განადგურების საფრთხე დაემუქრა. აღარავინ რჩებოდა გარეთ დასავლეთის ქვეყნებთან ხიდის გამდები, თვითგამოცემებისა და იატაკქვეშა მუშაობის ორგანიზატორი. ბოლოს მე და მერაბ კოსტავამ მოვილაპარაკეთ, რომ მე ,,მოვინანიებდი” ჩემს ზოგიერთ ქმედებას, გამოვიდოდი ციხიდან და გარეთ გავაგრძელებდი საქმიანობას, შევინარჩუნებდი თვითგამოცემას, შევინარჩუნებდი საინფორმაციო ხიდს დასავლეთთან, ხოლო მერაბ კოსტავამ თავად იტვირთა ციხეში დარჩანა, თანაც გააკეთა წერილობითი განცხადება, რომ ჩემი ე.წ. ,,მონანიება” აუცულებლობით იყო გამოწვეული ჩვენი საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. მე გამოვიტანე ეს განცხადება ციხიდან, მაგრამ არ გამომიქვეყნებია, ვშიშობდი რამე ზიანი არ მიმეყენებინა მეგობრისთვის. ბოლოს, განთავისუფლების შემდეგ მან თავად გამოაქვეყნა იგი 1987 წელს მოსკოვის ჟურნალ ,,გლასნოსტის” მეხუთე ნომერში (რედაქტორი ს. გრიგორიანცი). ამგვარი შინაარსის წერილი მისწერა მან ე. ბონერსაც სახაროვისათვის გადასაცემად ქსნის კოლონიიდან იმავე წელს. მაგრამ ჰოი საოცრებავ, დღეს თქვენ და თქვენი დამქაშები ჩემს ამ ტაქტიკურ უკანდახევას ,,ღალატად” ნათლავთ, თითქოს მერაბ კოსტავაზე დიდი მორალური ავტორიტეტები იყოთ და ეროვნული მოძრაობის თავკაცები. მაგრამ თქვენ სულ სხვა მიზეზის გამო არ გასვენებთ ჩემი ,,მონანიება”. საქმე ის გახლავთ, ჩემი ,,მონანიება” და ციხიდან გამოსვლა რომ არ მომხდარიყო, არ იქნებოდა არც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა, არც 9 აპრილი და არც იმპერიის ბატონობის დასარული 1990 წლის 28 ოქტომბრის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების სახით, ამიტომაც ვერ მოგინელებიათ ჩემი ,,მონანიება” და კბილებს აღრჭიალებთ მისი გახსენებისას..."ბნ-ი ზვიადი ეროვნულ მოძრაობის ლიდერად ერმა აღიარა,სოციალურ გამოკითხვებში ლიდერობდა ,დამოუკიდლობაც მოგვიპოვა,აფხაზეთში კრემლს არ მისცა საშუალება კონფლიქტის პროვოცირებისა და არჩევნებით გაანეიტრალა დაძაბულობა,Qარტველთა და სხვა ჩვენი მოქალაქეების გენოციდი თავიდან აგვაცილა(შევარდნაძე-არძინბას ტანდემმა რუსეთის დავალებით ეს გენოციდი ჩაატარეს-30000 ადამიანი იმსხვერპლეს და ქართველთა ეთნოწმენდა მოაწყვეს).ელცინს მოსკოვში არ ეახლა,აქ ჩამოიყვანა,ყაზბეგში 1990წ. 11 დეკემბრის კანონი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმების შესახებ კანონიერად აღიარებინა,ხელი მოაწერინა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების გაყვანას, აფხაზეთში არჩევნების შემდეგ მთავრობის თავ-რე, პროკურორი,შინაგან და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ,პრეზიდენტი ნებისმიერ ანტიკონსტიტუციურ აქტს აჩერებდა ან აუქმებდა ,გვარდია აფხაზეთში მხოლოდ ქართული იყო,ყველა ბერ..კეტი აფხაზეთის მართვისა პრეზიდენტ გამსახურდიას ხელში იყო.ერთი გოჯი მიწა არ დაუთმია,არც ვალები არ დაუტოვებია,.ზვიად გამსახურდიამ სამშობლოსათვის თავი გასწირა...იგი მოკლეს რუსეთის სპეცნაზის "ალფას" და ედიკას ძალოვნებმა. ისე ერთი კაცისთვის დამოუკიდებლობის მოპოვება საკმარისი არაა?ა დამოუკიდებლობის მოპოვება ყველას პლიუსში უთვლიიან გამსახურდიამ რა დააშავა? "ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს...მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია,მას ისე დავკორტნით,როგორც დაკოდილ ძერას ყვავები"-კონსტანტინე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიად გამსახურდია: გაფრთხილება

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს

 

”… მე მინდა ძალზე გულწრფელად საუბარი თქვენთან და ქართველ ერთად… ჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ულტიმატუმი, ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ… მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრბით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენგანს…

 

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით:

 

… ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ... ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში... მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები... საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას...

 

... ეს არ არის მუქარა... ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ, თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინც და მაინც მე დავრჩე ამ პოსტზე, ჩემო ბატონებო. ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას...”

ყველაფერი ერთიერთზე ასრულდა სამწუხაროდ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

...."ზვიად გამსახურდია განასხვავებს აზროვნების ორ დონეს:რაციონალურს და ინტუიცურს...რაციონალური ანაწევრებს შლის სინამდვილეს,მხოლოდ მის გარეგან მხარეს ეხება ,ამიტომმას საქმე არა აქვს თვითონ სინამდვილესთან,მის გულთან...სხვაა მისთვის ინტუიცური აზროვნება,რომელიც უშუალოდ ეხება სინამდვილეს, მის გულს... იგი ღმერთის ხატად და მსგავსად ხდის ადამიანს...მისი აზრით სინამდვილის გული,არსი ღმერთია,ინტუიტური,სულიერი აზროვნება სწორედ ღმერთს ეხება,"ვეფხისტყაოსანშიც" ღმერთის ხატს ხედავდა,ქართულ ენაში-ღვთის სიტყვას,ქართლის ცხოვრებაში-ტანჯვით სიკვდილისა და აღდგომის ქრისტესეულ მისტერიას,ეროვნულ თავისუფლებაში-ღვთით ბოძებულ საიდუმლოებას;მტერთან ბრძოლაში-ქრისტესეულ მხილებას,აპოკალიფსურს..."ბიმო .... ზვიად გამსახურდია ერთ-ერთ მიტინგზე ამბობდა:"თუ ისინი ზარბაზნებს გვესვრიან,ჩვენ ყვავილები ვესროლოთ!"ყვავილი ღვთიური სიყვარულის სიმბოლოა და იგი ასეთ სიყვარულს სთავაზობდა თავის და საქართველოს მტრებს!!! მისი სიტყვებია"ჩვენ ისინი ისე დავამარცხოთ,რომ ჩვენთან ერთად გამარჯვებული იყვნენ!"მას წმიდა გიორგიზე და საქართველოს ისტორიულ მისიაზე საოცარი გამოკვლევებია აქვს ,ასევე მისი სამეცნიერო ნაშრომი იოანე ზოსიმეზე,ქართულ ენაზე შედევრია.. ზვიად გამსახურდიას "სახისმეტყველებაში" სულ სხვაგვარადაა გაგებული რუსთაველი..."ვეფხისტყაოსანი" მან გაშიფრა,როგორც ბიბლიის მხატვრულად გადმოცემა,რაც გენიალურად მოახერხა რუსთაველმა!!! ვინც ამაზე იტყვის არ ქონდაო ნიჭი,შიზოიდიაო,ნაცისტიაო და ღმერთზეც ილაპარაკებს,მას დიდი პრობლემები აქვს ღმერთთან,სამშობლოსთან,ჰუმანი

ზთან ,აზროვნებასთან...ღმერთი შეგეწიოს! სიძულვილი ჟანგია გულისა... გიმეორებთ -"ჩვენ ისინი ისე დავამარცხოთ,რომ ჩვენთან ერთად გამარჯვებული იყვნენ!".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

...."ზვიად გამსახურდია განასხვავებს აზროვნების ორ დონეს:რაციონალურს და ინტუიცურს...რაციონალური ანაწევრებს შლის სინამდვილეს,მხოლოდ მის გარეგან მხარეს ეხება ,ამიტომმას საქმე არა აქვს თვითონ სინამდვილესთან,მის გულთან...სხვაა მისთვის ინტუიცური აზროვნება,რომელიც უშუალოდ ეხება სინამდვილეს, მის გულს... იგი ღმერთის ხატად და მსგავსად ხდის ადამიანს...მისი აზრით სინამდვილის გული,არსი ღმერთია,ინტუიტური,სულიერი აზროვნება სწორედ ღმერთს ეხება,"ვეფხისტყაოსანშიც" ღმერთის ხატს ხედავდა,ქართულ ენაში-ღვთის სიტყვას,ქართლის ცხოვრებაში-ტანჯვით სიკვდილისა და აღდგომის ქრისტესეულ მისტერიას,ეროვნულ თავისუფლებაში-ღვთით ბოძებულ საიდუმლოებას;მტერთან ბრძოლაში-ქრისტესეულ მხილებას,აპოკალიფსურს..."ბიმო .... ზვიად გამსახურდია ერთ-ერთ მიტინგზე ამბობდა:"თუ ისინი ზარბაზნებს გვესვრიან,ჩვენ ყვავილები ვესროლოთ!"ყვავილი ღვთიური სიყვარულის სიმბოლოა და იგი ასეთ სიყვარულს სთავაზობდა თავის და საქართველოს მტრებს!!! მისი სიტყვებია"ჩვენ ისინი ისე დავამარცხოთ,რომ ჩვენთან ერთად გამარჯვებული იყვნენ!"მას წმიდა გიორგიზე და საქართველოს ისტორიულ მისიაზე საოცარი გამოკვლევებია აქვს ,ასევე მისი სამეცნიერო ნაშრომი იოანე ზოსიმეზე,ქართულ ენაზე შედევრია.. ზვიად გამსახურდიას "სახისმეტყველებაში" სულ სხვაგვარადაა გაგებული რუსთაველი..."ვეფხისტყაოსანი" მან გაშიფრა,როგორც ბიბლიის მხატვრულად გადმოცემა,რაც გენიალურად მოახერხა რუსთაველმა!!! ვინც ამაზე იტყვის არ ქონდაო ნიჭი,შიზოიდიაო,ნაცისტიაო და ღმერთზეც ილაპარაკებს,მას დიდი პრობლემები აქვს ღმერთთან,სამშობლოსთან,ჰუმანი

ზთან ,აზროვნებასთან...ღმერთი შეგეწიოს! სიძულვილი ჟანგია გულისა... გიმეორებთ -"ჩვენ ისინი ისე დავამარცხოთ,რომ ჩვენთან ერთად გამარჯვებული იყვნენ!".

 

"გორგასლიანი" კომუნისტურ ხორცსაკეპში

 

გაზეთ "კომუნისტის" 1956 წლის 15 დეკემბრის ნომერშივე გამოჩნდა უიშვიათესი წერილი, რომელმაც იმ საშინელი პერიოდისთვის დამახასიათებელი ყველანაირი რეკორდი მოხსნა. რას შეეხებოდა ეს წერილი? უმჯობესია, ჯერ სათაურს გავეცნოთ. "სარეველა" - ასე ერქვა ახალგაზრდების ჯგუფზე, ანუ "გორგასლიანის" წევრებზე დაწერილ საშინელ პასკვილს თუ იდეოლოგიურ "ხორცსაკეპს", არ ვიცი, რა დავარქვა და რომელ ჟანრს მივაკუთვნო. გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ ნაწყვეტები "კომუნისტის" ამ "შედევრიდან".

"წარმოიდგინეთ სულისა და გულის გამხარებელი მოხასხასე მდელო, მწვანედ მობიბინე ჯეჯილი, როგორ გატკბობთ იგი! ეს არის ჩვენი ჩინებული ახალგაზრდობა, საბჭოთა ახალგაზრდობა-მშობლიური პარტიისა და მთავრობის მზრუნველობით აღზრდილი. ეს ახალგაზრდობა ახარებს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ყოველი საბჭოთა პატრიოტის გულს შესანიშნავი თვისებებით, გმირული შრომის, ბრძოლისა და ბეჯითი სწავლის შთამაგონებელი მაგალითებით, შორეულ მელბურნში მოპოვებული ოლიმპიური მედლებით, ჭადრაკის დაფებზე მიღწეული გამარჯვებებით, თეატრის, მუსიკის, ფერწერის, კინოს ნიჭიერი ნაწარმოებებით. და ხალხი ერთნაირი სიყვარულით და სიამაყით ულოცავს შემოქმედებით წარმატებებს ქართველ ჭაბუკ მეფოლადესაც და სცენის ოსტატ ქართველ ქალიშვილსაც. მაგრამ, წარმოიდგინეთ, ამ მდელოში, ამ ყვავილნარში ზოგან მოდებული სარეველა ბალახი, როგორ აფერხებს და ზიანს აყენებს იგი საღი მცენარეების გაშლა-გაფურჩქვნას".

"მწვანედ მობიბინე ჯეჯილი" და ოაზისი საბჭოთა იდილიაა. ეს სავალდებულო ნაწილია წერილისა. არავის ეგონოს, ამ ქვეყნად სულ ანტისაბჭოთა იდეოლოგიით გაჟღენთილი ახალგაზრდობა ცხოვრობსო.

 

"სამწუხაროდ, ქვემოთ ლაპარაკი გვექნება სწორედ ამ სარეველაზე, უღირს ახალგაზრდებზე, პირდაპირ ხულიგნებზე, უსაქმურობისა და დებოშის "რომანტიკოსებზე", ჯერ კიდევ აქა-იქ რომ მოსდებიან ჩვენს ლამაზ ყვავილნარს. მათ არ გააჩნიათ ქცევის რაიმე ნორმა, ერთმანეთს ეჯიბრებიან შორს გადაფურთხებაში, საზოგადოება მათთვის თითქოს კოჭებამდე წყალი იყოს, რომელსაც შეიძლება თავისუფლად გადაახტე, გასტოპო, გასცურო, მკლავის ძალა გამოსცადო.

ადამიანის ქცევის ნორმების განმსაზღვრელი ხომ სინდისია, შეგნებაა, საზოგადოებისა და საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობაა. ამ პრინციპებიდან თავისუფალი, ესე იგი შუბლგარეცხილი კაცი საშიში მოვლენაა, მისი გამოჩენა საფრთხეა."

ქცევის ნორმები კომუნისტურ იდეოლოგიას დადგენილი ჰქონდა. ადამიანები არ უნდა გამორჩეულიყვნენ სხვებისგან არც საქციელით, არც ჩაცმულობით და არც იდეებით. მხოლოდ კომუნისტური მსოფლმხედველობა უნდა ყოფილიყო საბჭოთა ახალგაზრდების მასაზრდოებელი.

"ვინ არიან ესენი, ადამიანთა რა კატეგორიას განეკუთვნებიან? ესენი სავსებით ნორმალური ადამიანები არიან, თავიანთი სიცოცხლის ნამდვილი გაფურჩქვნის, ნამდვილი გაზაფხულის პერიოდში-ჩვიდმეტი-ცხრამეტი წლის ასაკში, ტანაშოლტილნი, გარეგნული სილამაზით დაჯილდოებულნი, უკანასკნელი მოდის ტანსაცმლით შემკულნი და დამშვენებულნი, წვერულვაშაკოკრილნი.

ეს გარეგნობაა.

 

ახლა ჩავიხედოთ მათს სულში, მათ შინაგან სამყაროში - რით სუნთქავენ, რა იდეალები ამოძრავებთ, რისკენ მიისწრაფვიან, რით არის გართული მათი გული და გონება?

აქ კი ჩვენ სრულ ქაოსს ვაწყდებით. ლამაზი გარეგნობის მიღმა ვხედავთ მხოლოდ სიცარიელეს, ქარაფშუტა სულს, აღტყინებულ ბუნებას, დახურდავებულ ხასიათს, ყველაფერს, გარდა ნამდვილი, ჭეშმარიტი ადამიანური თვისებებისა".

იერემია წარბას და ტარიელ მკლავაძის პროტოტიპებად ხატავდა მაშინ კომუნისტთა პარტიული ორგანო იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ხულიგნებად მიიჩნევდნენ და მავნე სარეველას დარად, ამოსაძირკვად ამზადებდნენ. თუ საბჭოთა ადამიანები სადმე, თუნდაც, რუსთაველის პროსპექტზე გადაეყრებოდნენ ამ ჭაბუკებს, მათი ლაღი გამომეტყველების მიმბაძველებად არ უნდა ქცეულიყვნენ, პირიქით, თვალი უნდა აერიდებინათ და გასცლოდნენ აბეზრებსა და გაყოყოჩებულ თავხედებს. მათთან გასაუბრებისა და ურთიერთობის სურვილი არც უნდა გასჩენოდათ ადამიანებს, რადგანაც შესაძლოა, სხვებიც მოეწამლათ ანტისაბჭოთა იდეებით.

"გავხსნათ ფრჩხილები, ვამხილოთ ჩვენი დროის ქუჩის "რაინდები". ესენი გახლავან: ზვიად გამსახურდია, ანატოლი მიქაძე, თამაზ გუნჯუა, თეიმურაზ ცერცვაძე, თემურ მეტრეველი, მერაბ კოსტავა... თითქმის არ ყოფილა საღამო, რომ მათ ქუჩაში დებოში არ აეტეხოთ, ხულიგნური გამოხდომებით გამვლელ-გამომვლელნი, ჩვენი ქალაქის მშრომელები არ აღეშფოთებინოთ. ამ ხულიგნების თავაშვებულობის გამო ამას წინათ ქალაქის ერთ-ერთ ბაღში სისხლიც კი დაიღვარა. ჩვეულებრივ აყალმაყალს დანის ტრიალი მოჰყვა. დაიჭრა ხულიგნების ჯგუფის წევრი გურამ დოჩანაშვილი, 47-ე სკოლის მეათეკლასელი მოსწავლე. ხულიგნების ჯგუფმა გადაწყვიტა "შური იძიოს ამხანაგისათვის". გამსახურდიას წინადადებით ისინი იარაღდებიან - ზოგი რეზინის ჯოხით, ზოგიც დანით. ზვიად გამსახურდიამ სპეციალური დიდი საკეცი დანაც კი მოიმარჯვა - "წამოიღეთ რამე, თუნდაც რკინის კეტები, რომ თავში ჩავცხოთო".

 

სტატიის ავტორი, როგორც ჩანს, მართლაც სანაქებო კომუნისტი, გვარად ქებაძე, კომკავშირული ორგანიზაციების კრიტიკასაც არ ერიდება და სვამს რიტორიკულ და ზოგადსაკაცობრიო შეკითხვას: "რატომ არ იმაღლებენ ამ ავადმყოფური მოვლენების წინააღმდეგ ხმას კომკავშირული ორგანიზაციები?"

ამის მერე კი ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდების მშობლების, უფრო სწორად, მამების საქმიანობაზე. ანატოლი მიქაძის მამა - აბესალომ მიქაძე, თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის სექტორის გამგე ყოფილა; ვოვა სიხარულიძის მამა - ვასო სიხარულიძე, პასუხისმგებელი საბჭოთა მუშაკი; თამაზ გუნჯუას მამა - ტარას გუნჯუა, სამედიცინო ინსტიტუტის დოცენტი; თემურ ცერცვაძის მამა - გიორგი ცერცვაძე, საბჭოთა არმიის პოდპოლკოვნიკი; თემურ მეტრეველის მამა - დიმიტრი მეტრეველი, საქართველოს სსრ სახელმწიფო კონტროლის სამინისტროს უფროსი კონტროლიორი; რაც შეეხება მერაბ კოსტავას, წერილის ავტორის თქმით, "განათლების დარგის მუშაკია ვლადიმერ დემურიაც, ვისთანაც იზრდება ამ ხულიგანთა "თაიგულის" წევრი მერაბ კოსტავა, პატივცემული პედაგოგის შვილიშვილი".

ყველაზე მნიშვნელოვანი ის ნაწილია, სადაც დემოკრატიის კომუნისტური განმარტებაა მოცემული: "თავაშვებული ახალგაზრდები ხშირად "დემოკრატიაზეც" გაჰყვირიან. მათი გაგებით, აი, რას ნიშნავს ეს. თუ მათ სცემეს სუსტსა და უდანაშაულოს, მილიციელს არ უნდა ჰქონდეს საქმეში ჩარევის უფლება, საზოგადოებას არ უნდა მიეცეს დაზარალებულისადმი გამოქომაგების საშუალება.

"ჩვენი ამ წერილის ვაიგმირები მალე წარდგებიან ხალხის სამსჯავროს წინაშე და დამსახურებულ სასჯელს მიიღებენ ხულიგნობისა და სხვა ანტისაზოგადოებრივი მოქმედებისათვის. ხულიგნების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს!"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინგუში მწერლის ისა კოძოევის წერილი

 

ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა და თითქმის ვეღარ ვიგებ რა ხდება.

მე ვარ ადამიანი წარსულიდან. წარსული, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებული ადამიანების მიმართ, მკაცრი იყო.

ამ ბრძოლას მხოლოდ რომანტიკოს-პასიონარები თუ წამოიწყებდნენ და გაუძლებდნენ. ეს სიტყვები დღევანდელი საზოგადო მოღვაწეების მიერ დაცინვითაც კი გამოიყენება. მაგრამ მაშინ ჩვენ სიცილისთვის არ გვეცალა.

დიახ, ჩვენ ვიყავით რომანტიკოს-პასიონარები და ზვიად გამსახურდია ერთ-ერთი ჩვენთაგანი იყო.

ჩვენ გვამოძრავებდა წმინდა სული, პრაგმატულობის გარეშე. და სული იყო ძლიერი. მან დაამხო კომუნისტების ტოტალიტარული რეჟიმი.

მე გადავწყვიტე ზვიადის დაბადების დღეს გამომეთქვა ჩემი მოსაზრება და ვფიქრობ, რომ ქართველები მე გამიგებენ.

 

“დროთა განმავლობაში შეიცვალა განგება კაცთა მოდგმის მიმართ და ადამიანის ევოლუციისათვის, ჭეშმარიტებისა და სიკეთის მცნების გარდა, საჭირო გახდა თავისუფლების შემეცნება და გათავისება”.

(ყველა ციტატა აქაც და შემდგომ მოყვანილია ზ. გამსახურდიას სტატიიდან “კაცობრიობა დილემის წინაშე” 1993 წ. )

 

ჩვენმა ეპოქამ ჩაიარა როგორც ბედნიერმა სიზმარმა, როგორც პოეტის ბობოქარმა შთაგონებამ, როგორც ახლის დაბადების დღესასწაულმა. შესაძლოა, კავკასიელების ახალმა თაობამ ვერ გაგვიგოს იმ წლების ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლებს, მაგრამ ჩვენს დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო.

ჩვენს გასასრესად გამზადებული იყო ორი ბეტონის ფილა. ერთი – კომუნისტების ტოტალიტარული რეჟიმი, ხოლო მეორე - რუსული შოვინიზმი.

გამუდმებული შიში იყო იმისა, რომ ეს ფილები ჩამოვარდებოდა და ხალხს ქვეშ მოიყოლებდა.

საზოგადოებას ამოძრავებდა შიში. ყველაზე მდაბიო, ცხოველური შიში - ღამე თბილი საწოლიდან წამოგდების, დაუნდობლად ცემის, წამების, ფეხის ქუსლებზე ჯოხით ცემის, მამაკაცებისათვის გენეტალიებზე გირების დაკიდების, ქალების გაუპატიურების, ბოთლებზე დასმის, ფრჩხილების ქვეშ ნემსების გაყრის, თითების დამტვრევის, დღეების განმავლობაში თვალებში კაშკაშა შუქის მინათების . . . შედეგად – “მოაწერეთ ხელი, რომ თქვენ გეგმავდით საბჭოთა ხელისუფლების დამხობას” – დახვრეტა და კირის ორმო.

სსრკ-ს არცერთი “მოქალაქე” არ იყო დაზღვეული მსგავსი შემთხვევისაგან.

ეს იყო საზოგადოებაში გამეფებული შიში, რომელიც ყველგან აღწევდა. ადამიანებმა, თითქმის ყველამ, ისწავლა ტყუილი. სიცრუე ითვლებოდა საბჭოთა ადამიანის ღირსებად და სიამაყედ. ის ვინც მოხერხებულად ცრუობდა იმედი ჰქონდა, რომ არ მოხვდებოდა სუკ-ის თვალთახედვის არეში.

საზოგადოებაში არსებობდა სრული უნდობლობა.

მე ვახსენე ორი ფილა. პირველი ეკიდა მთელი საბჭოთა კავშირის თავზე, როგორც “დამოკლეს მახვილი”. მეორე – “ნაცმენებზე”, როგორც მაშინ მოიხსენიებდნენ არარუს მოსახლეობას.

აი, ასეთი ქვეყნიდან ვიყავით ჩვენ, მაშინდელი დისიდენტები, რომელთა რიცხვს ეკუთვნოდა სუვერენული საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია – დიდი განმათავისუფლებელი!

მე ვიცი, ძალიან ბევრს საქართველოში მოეწონება საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში ზვიად გამსახურდიას ღვაწლის ჩემეული შეფასება, რაც შემდგარი ისტორიული ფაქტია. საქართველოს აღორძინების საქმეში, ზვიადის მიერ გაღებული სისხლი წარუშლელ ფურცლად დარჩება ისტორიაში. არავის არ ხელეწიფება ზვიად-განმანთავისუფლებელის გადაგდება მისი დიდებული კვარცხლბეკიდან.

ქართველებო, მას უნდა დაუდგათ ქვის ქანდაკება. რა თქმა უნდა, მას ეს არ სჭირდება, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს საქართველოს მომავალი თაობისთვის.

ზვიადი არ იყო ერთადერთი, ვინც იბრძოდა საქართველოს განთავისუფლებისათვის. ჭეშმარიტად არა. ისინი ბევრნი იყვნენ, მაგრამ იგი იყო ყველაზე თვალსაჩინო მათ შორის.

დიახ, ეს იყო ჩვენი რომანტიკული ეპოქა – მოკლე, ბედნიერი გაელვება, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა ჩვენი სუფთა გულებისა და მძიმე შრომისათვის.

მივმართავ ჩემს ზუგდიდელ მეგობრებს: “თუ თქვენ ცოცხლები ხართ, მეც მომიხსენეთ, თქვენი სულიერი ძმა და თანამესაკნე მორდოვიის დაწყევლილი ბანაკებიდან. მე თქვენ მახსოვხართ ყოველ წამს, ხოლო როცა ვიძინებ, მე კვლავ თქვენთან ვარ. ღმერთს გეფიცებით, ეს იყო ჩემი ყველაზე ბედნიერი ხანა – მე თქვენთან ერთად შევიგრძენი ჭეშმარიტი ბედნიერება. სხვა როგორც ჩანს, არც არსებობს დედამიწაზე. ადამიანები ისე არიან მოწყობილნი, რომ ბედნიერებას იქ ეძებენ, სადაც ის არ არის და ვერც იქნება”.

არ გამართლდა ოდესღაც სსრკ-ში დამკვიდრებული გამონათქვამი: “ბეტონის კედელს შუბლით ვერ გაანგრევ” - შეუპოვარმა მებრძოლებმა შეძლეს და შუბლით გაანგრიეს ბეტონის კედელი. გაჩნდა ნაპრალი თავისუფლებისაკენ და ამ ნაპრალს მიაწყდა ყველა. 70 წელი ტყვეობაში და უცებ – თავისუფლება! დათვრა, თავისუფლებას შეუჩვეველი ხალხი და ბევრმა უბედურება დაატრიალა. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, მაგრამ წარსულს ვერ დავუბრუნდებით და არც უნდა დავუბრუნდეთ.

“ ...… და ჩვენ, კაცობრიობა შექმნილი ვართ აბსოლუტურად გონიერი, კეთილი, უნივერსალური ძალის მიერ <…> . . . ჩვენ გვაქვს დიადი დანიშნულება, ამაღლებული მიზნები, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იდეის გულისათვის და არა მიწიერი კეთილდღეობისათვის, ჩვენ მსხვერპლი უნდა გავიღოთ”. ასე აღწერს ზვიადი იმ ძალის არსსა და მნიშვნელობას, რომელიც შთაგვაგონებდა შუბლით შევსკდომოდით ბეტონის კედელს.

“მსხვერპლად შეწირვა” – არის ის გრძნობა, რომელიც ამოძრავებდა იმ ეპოქის სულიერ თანამოძმეებს და ამიტომაც მათი ქმედება ზოგჯერ გონიერებისა და უგუნურობის ზღვარზე გადიოდა.

შესაძლოა, კავკასიელების ახალმა თაობამ ეს ვერც აცნობიერებს.

ზვიადი იყო ღრმად განათლებული და მოაზროვნე ადამიანი. იმ საზოგადოებაში, რომელშიც აღიზარდა: “ერთის მხრივ – სამოქალაქო თავგანწირვა, სინდისის კარნახით მოქმედება, სულიერი ფასეულობების წამოწევა, ხოლო მეორეს მხრივ – ფილისტერული, თვითკმაყოფილი ფსევდოპრაგმატიზმი, გულგრილობა ყოველგვარი უმსგავსობის მიმართ, სისტემატურად სინდისის საკუთარ სულში ჩახშობა, რომელიც სრულდება ამა თუ იმ საზოგადოებრივი სისტემისა თუ ცალკეული ადამიანის მიერ . . .… დისიდენტებმა აირჩიეს დილემის პირველი მხარე, მაგრამ არა ერთნაირი წარმატებითა და მედგრობით. ალბათ, ასე ხდებოდა იმის გამო, რომ მათ შორისაც არიან ადამიანები, რომელთაგან ყველას არ აღმოაჩნდა ერთნაირი შორსმჭვრეტელობა და სიმამაცე, ჭეშმარიტებისაკენ სავალ გზაზე მსხვერპლის გასაღებად”.

1989 წელი. თბილისი. საბჭოთა ჯარისკაცები თავს ესხმინ მშვიდობიან დემონსტრაციას. ხალხს ორლესულ ნიჩბებს ურტყამენ თავში. იყენებენ საშიშ-მომწამვლელ გაზს. ქუჩები სავსეა გვამებით, ხოლო საავადმყოფოები - მოწამლული ხალხით. ქართველმა ხალხმა ნათლად დაინახა, რომ სხვა გზა არ იყო, გარდა თავისუფლების მოპოვებისა. ორი ეროვნული გმირი, ორი ლიდერი – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. მათ ხალხი დარაზმეს იმისთვის, რომ კეთილშობილი ქართველი ერისთვის სამუდამოდ მოეშორებინათ სხვა ქვეყნის უღელი. ეს მხოლოდ გმირებს შეეძლოთ. ეს იყო სახიფათო ნაბიჯი.

ქართველი “სეპარატისტების” ქმედებით აღშფოთებულმა მიხეილ გორბაჩოვმა სატალეფონო საუბარში ზვიად გამსახურდიას განუცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებლობას მიიღებდა აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიების გარეშე. როგორც ჩანს, კრემლი იმ პერიოდში საქართველოს სხვა რეგიონებზე სერიოზულად არ ფიქრობდა. თუმცა, შემდგომ გადაწყვიტა უძველესი სახელმწიფო დაენაწევრებინა პატარა “სათავადოებად”: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, აჭარა, სამეგრელო, სვანეთი. მოსაზღვრე რაიონები მიეერთებინა სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის _ იყო ასეთი ქვეყანა საქართველო - და აღარ არსებობს. მაგრამ არ გამოუვიდათ, თუმცა ამისთვის კოლოსალური ძალისხმევა იყო ჩადებული. ღმერთი ზეციდან იყურება! ის არ დაუშვებს კეთილშობილი ერის განადგურებას.

მე ვესწრებოდი საქართველოს უმაღლესი საბჭოს იმ ისტორიულ სესიას, რომელზეც დამოუკიდებლობა გამოცხადდა, და ორჯერ გამოვედი სიტყვით. სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ დამავიწყდება ის დღე. სესიის შემდეგ ზვიადისთან ერთად გამოვედით მიტინგზე. მსგავსს ვერასოდეს ნახავ – მილიონზე მეტი საქართველოს მაცხოვრებელი გამოსული იყო რუსთაველის პროსპექტზე. იქ იდგა თითქმის მთელი საქართველო.

მე მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანები შეკრებილი იყვნენ არა “ლავაშისა“ და “ჯინსებისათვის”, არამედ თავისუფლებისთვის.

მაშინ ჩვენ ყველა გვიყვარდა, ჩვენს სულში არავის მიმართ არ იყო მტრობა და სიძულვილი. ჩვენ ველოდით მსგავს დამოკიდებულებას რუსეთისგანაც, მაგრამ მწარედ შევცდით.

ზვიადს არ მისცეს მშვიდობიანი მუშაობის საშუალება, რათა გადაეწყვიტა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო პრობლემები, რომელიც საკმაოდ იყო დაგროვილი. მას აღმოაჩნდა მტრები, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. მოსკოვის დიასპორაში იქმნებოდა ანტიზვიადისტური კოალიციები. ბორის ელცინი ხელს უწყობდა მსგავს ფაქტებს. ჩვენთვის ნაცნობი სტრუქტურები ასწავლიდნენ და ამარაგებდნენ მომვალ მემბოხეებს.

1991 წლის 23 და 24 მარტს, ყაზბეგში, ბ. ელცინი სამუდამო მეგობრობას ეფიცებოდა ზვიადს. ქართველებმა მას მიართვეს უძვირფასესი ხმალი. აღფრთოვანებული ელცინი ხმლით ხელში ყვირობდა: “აბა, გამაგრდი მიშკა გორბაჩოვ”. იგი ძლივს დაამშვიდეს და კვლავ მაგიდასთან დასვეს. ამ შეხვედრას ვესწრებოდით ორი ინგუში – მე და სალამ ახილგოვი. ჩვენ სპეციალურად მიგვიპატიჟა ზვიადმა. მას უნდოდა ბ. ელცინთან ინგუშეთის საკითხზე მოლაპარაკება. ასევე, მონაწილობდნენ ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელი პირებიც. ამბობდნენ, რომ იმყოფებოდნენ ბ.ელცინის მიწვევით.

როდესაც ჩვენ ავდექით მაგიდიდან, ზვიდმა შეარჩია შესაფერისი დრო და ბ.ელცინი შეიყვანა პატარა კაბინეტში, სადაც მიუხედავად მისი თანმხლები პირების წინააღმდეგობისა, მეც ვიმყოფებოდი. შედგა მოკლე საუბარი. ჩვენ სამნი ვიყავით: ბორის ელცინი, ზვიად გამსახურდია და მე - ისსა კოძოევი.

მე მოკლედ ავხსენი ჩვენი თხოვნის არსი. ზვიადმა დამაჯერებლად დაამატა: “ბორის ნიკოლოზის ძევ, გადაწყვიტეთ ინგუში ხალხის საქმე სამართლიანად და ისინი თქვენ არ დაგივიწყებენ. მე ამას გთხოვთ მთელი ქართველი ხალხის სახელით”. აღნიშნულზე ბ. ელცინმა უპასუხა _ “ზვიად, მე ხომ უკვე დაგპირდი. ინგუშებო, ხვალ მე ნაზრანში ჩამოვალ”.

მე მართლაც დავუჯერე მას. ზვიადმა დამშვიდობებისას მითხრა - “ისა, იმედიანად იყავი! ნუთუ დიდი ქვეყნის პრეზიდენტი სიტყვებს ჰაერში ისვრის?!”

აღმოჩნდა, რომ ასეთი ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვა კაპიკიც არ ღირს. ტყუილს მათთან “პოლიტიკა” ჰქვია.

მეორე დღეს, 24 მარტს, ბ. ელცინი მართლაც ჩავიდა ნაზრანში. თანხმობის მოედანზე იგი დაგვპირდა, რომ ინგუში ხალხის ბედი “სამართლიანად” გადაწყდებოდა. ჩვენ ყველამ ვიცით თუ როგორ გადაწყვიტა. ვხედავთ, როგორ ესმით სამართლიანობა.

დღეს, ბორის ელცინი ცოცხალი არ არის. იგი გარდაიცვალა და თან წაიღო წყევლა ჩვენი ხალხისა, რომლის იმედიც 1992 წლის შემოდგომაზე სისხლში ჩაკლა.

ზვიად გამსახურდიამ “განთავისუფლებული” მოკავშირე რესპუბლიკების პრეზიდენტებთან ურთიერთობა ვერ დაამყარა. რატომ? იმიტომ, რომ ეს პრეზიდენტები – იმჟამად უკვე სუვერენული სახელმწიფოების მეთაურები – მანამდე ჯიბით ატარებდნენ სკკპ-ს ბილეთებს. იმიტომ, რომ მათ საკუთარი სულები, “სკამების” გამო, ეშმაკს მიჰყიდეს. როგორც ცნობილია, თუ ეშმაკი ერთხელ იყიდის ვინმეს სულს, უკან აღარ აბრუნებს. ისინი ისევ ემორჩილებოდნენ კრემლიდან თავიანთ “სუზერენს”. იგი მათ უკრძალავდა ურთიერთობას დაუმორჩილებელ რესპუბლიკასთან, სადაც პრეზიდენტი იყო სუფთა ადამიანი, რომელიც არ იყო გასვრილი ათეისტი-კომუნისტის ბილეთით – თავისუფალი რესპუბლიკის დამოუკიდებელი პრეზიდენტი, კავკასიელი დემოკრატი. მე ხაზს ვუსვამ, იგი იყო არა უბრალოდ დემოკრატი, არამედ კ ა ვ კ ა ს ი ე ლ ი დემოკრატი და ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანი. მე ვერც კი წარმომიდგენია ზვიადი კომუნისტებიდან დემოკრატებად გარდაქმნილ ადამანთა შორის. ზვიადი ბრწყინავდა თავისი სიწმინდითა და კეთილშობილებით. იგი გახდა მოწამე თავისი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლაში. იგი მოვიდა, როგორც განმათავისუფლებელი და თავისი მისიის შესრულების შემდგომ, ღმერთმა თავისთან წაიყვანა. ალბათ, მსგავსი პრეზიდენტების დრო ჯერ არ დამდგარა.

1977 წელს ზვიად გამსახურდიამ დაწერა სტატია “კაცობრიობა დილემის წინაშე”, საიდანაც მომყავს ამონარიდები და ციტატები.

ეს არის ძალიან კომპაქტური ტრაქტატი, სადაც თეზისებად აქვს ჩამოყალიბებული თავისი სწავლების ძირითადი დებულებები საზოგადოების განვითარების შესახებ.

 

“კაპიტალისტურ ქვეყნებში ადამინებმა უნდა მოახერხონ გათავისუფლება სნობიზმისგან, კომფორტის სიყვარულისაგან და გამორჩენის კულტისაგან. ხოლო სოციალისტურ ქვეყნებში ადამიანებმა უნდა დაძლიონ შიში, ვიწროეგოისტური ჩაკეტილობა, ასოციალურობა, სამოქალაქო დეზერტირობა, ფილისტერული თვითკმაყოფილება, აგრეთვე თავის მოტყუება ფსევდოოპოზიციონერობით.

შენ სეირნობ დიდი ქალაქის ქუჩებში, სარგებლობ კომფორტით, მსახურობ, მოგზაურობ საზღვარგარეთ, “აფრქვევ ოპოზიციურ აზრებს” მეგობრების ვიწრო წრეში. სიტყვებით – გმირი ხარ, ხოლო საქმით –თავს არიდებ თავისუფლებისთვის ბრძოლას. <…> შენ სულ არ გადარდებს ბედი იმ ადამიანებისა, რომლებიც ბანაკებსა და ციხეებში იმყოფებიან, კლავენ, აავადებენ… . . .… თანდათანაბოთ ასეთი ცხოვრების წესს მიჰყავხარ დეგრადაციისკენ, ამორალურობისკენ. შესაძლოა, ბოლოს შენ შეგძულდეს შენი თანამოძმე, რომელიც იბრძვის სიმართლისა და სიკეთისათვის. შენ მისთვის იგონებ სხვადასხვა განსაზღვრებას: “უცნაური”, “დონ კიხოტი”, “პოზიორი”. იქექები მის წვრილმან ნაკლოვანებებში და აკრიტიკებ. მოკლედ, გინდა დაამტკიცო შენი გზის სამართლიანობა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავხარ. < > მაგრამ სამართლიანობის საკურთხეველზე შენი სიცოცხლის დადება, უეჭველად მიგიყვანსს სიკეთისა და სიმართლის სათავესთან – ღმერთთან!”

 

ეს არის ზვიადიზმის ძირითადი პოსტულატი – სიმართლისათვის მსხვერპლშეწირვა. ეს კავკასიური პასიონარიის ძირითადი იდეაა.

თქვენ ქართველებო, შტორმის დროს გემზე მყოფი ადამიანების მსგავსად, ბორტიდან ბორტს ეხეთქებით. ყველფერს ამ ქვეყანაზე აქვს დასასრული და ჩვენს უბედურებასაც ბოლო მოეღება. შვებით ამოვისნთქავთ და დავუბრუნდებით ზვიად-განმათავისუფლებლის სწავლებებს.

დაე, იყოს ღმერთი კეთილი და მოწყალე ჩვენს მიმართ.

 

 

 

 

 

ისა კოძოევი

31 მარტი 2009 წ.

 

http://www.fundofcaucasus.org/portal/alias...49/default.aspx

 

ყაზბეგის ამ ხელსეკრულებით რუსებმა ააღიარეს ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობა,ხელი მოაწერეს ჯარების გაყვანას აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან,მაგრამ მერე დასავლეთიდან მიიღო რუსეთმა გადატრიალების მოწყობაზე" დაბრო " და დაიწყო ჩვენი უბედურება...ყაზბეგის ამ ხელსეკრულებით რუსებმა ააღიარეს ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობა,ხელი მოაწერეს ჯარების გაყვანას აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან,მაგრამ მერე დასავლეთიდან მიიღო რუსეთმა გადატრიალების მოწყობაზე" დაბრო " და დაიწყო ჩვენი უბედურება... რუსების მეთაურობით გადატრიალებაში მონაწილეობა მიიღო-თეთრი მანნდილის,მხედრიონის,თბილისე

ლის,პენ-კლუბის ,ედპ-ს,გორდას,თეთრი არწივის, კულინარიელების..."დაიცავი საქართველოს" წევრებმა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამოუკიდებელი საქართველოსა და ეროვნული ხელისუფლების ქრონოლოგია

დამოუკიდებელი საქართველოსა და ეროვნული ხელისუფლების ქრონოლოგია - უნიშვნელოვანესი თარიღები

 

* 1990 წლის 20 ივნისს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილებით დაიგმო საქართველოს ოკუპაცია და სსრ კავშირში ანექსია და იგი გახდა სამართლებრივი და იურიდიული საფუძველი ახალი, კანონიერი მრავალპარტიული არჩევნების ჩასატარებლად.

 

* 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო დეკლარაცია "სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ". რითაც იგი ცხადდებოდა "საკავშირო ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად", რომელიც "... დამოუკიდებელ კურსს განახორციელებდა ფედერაციასა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში"...

 

* 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს "სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ" დეკლარაცია, როგორც ანტიკონსტიტუციური, ცნო ბათილად. შემდგომში ასევე გაუქმებული იქნა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული არაერთი ანტიკონსტიტიციური აქტი, რითაც ოლქი თავს საქართველოს იურიდისქციიდან გასულად აცხადებდა.

 

* 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ზ.გამსახურდიას მიერ შექმნილმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა პოლიტიკურმა ბლოკმა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო".

 

* 1990 წლის 14 ნოემბერს მუშაობას შეუდგა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველი სესია

o სესიამ ფარული კენჭისყრით აირჩია ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ.

o საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლების მომზადებისათვის, ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე ამავე სესიაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი "საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ".

o სესიამ ასევე მიიღო კანონები "საქართველოს რესპუბლიკის სახელწოდების შეცვლის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნის შესახებ".

o საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია გარდამავალ პერიოდში სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით იმოქმედებდა ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე, მოქმედ კონსტიტუციაში კი შეტანილი იქნა არაერთი ცვლილება და დამატება, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკა არის სუვერენული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრე სახელმწიფო, რომელიც ძალადობით იყო შეყვანილი სსრ კავშირის შემადგენლობაში. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის და სსრ კავშირის კანონები და კანონქვემდებარე აქტები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აჩერებს სსრ კავშირის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მოქმედებას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონებსა და ინტერესებს.

 

* 1990 წლის 15 ნოემბერს შეიქმნა ახალი კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებელი კომისია. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჩერებულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის მოქმედება, მიღებული იქნა დადგენილება "შინაგან ჯარებში - ეროვნულ გვარდიაში გაწვევის დროებითი დებულების შესახებ", ასევე კანონები "გარდამავალ პერიოდში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების, საკრებულოს არჩევნების შესახებ", "რეფერენდუმის შესახებ" და სხვა.

 

* 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ. კანონის თანახმად, შინაგანი ჯარი - ეროვნული გვარდია ერთიანდებოდა მთავარ სამმართველოში, რომელიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და მას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. ამ კანონის მიხედვით, შინაგანი ჯარის - ეროვნული გვარდიის სარდალს ნიშნავდა უზენაესი საბჭო.

 

* 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.

o რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 კაცს (90,3 პროცენტი). რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

 

* 1991 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

o საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიმართა მსოფლიოს ხალხებს მხარი დაეჭირათ თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის იდეისათვის მებრძოლი ქართველი ხალხის ნებისათვის, არ დაეშვათ მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ხელი შეეწყოთ საქართველოს რესპუბლიკის ცნობისა და მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში მისი დამკვიდრებისათვის.

 

* 1991 წლის თებერვალში მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის განახლებული ვარიანტი, სადაც უმაღლეს საბჭოს განესაზღვრა თავისი უფლებამოსილებები და შემოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი.

 

* 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული იქნა დადგენილება "საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ".

 

* 1991 წლის აპრილში პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც იქმნებოდა ეროვნული გვარდიის, საჯარისო ფორმირებების, უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, რომელიც ყველა ფორმირებებს და მათ შორის გვარდიასაც გულისხმობდა. საჭირო ფორმირებების შექმნის, ცვლილებების შეტანის პრეროგატივა კონსტიტუციით მხოლოდ უზენაეს საბჭოს გააჩნდა.

 

* 1991 წლის 14 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, ზვიად გამსახურდია არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად.

 

* 1991 წლის 15 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის #275 ბრძანებულების თანახმად: უკანასკნელ ხანებში იმპერიის შემადგენლობაში მყოფმა ხალხებმა გააძლიერეს საპროტესტო პოლიტიკური საგაფიცვო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს იმპერიული ცენტრალური ხელისუფლების გაუქმებას და სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესისთვის ხელშეწყობას. ამასთან დაკავშირებით, აგრეთვე სამაჩაბლოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ე. წ. ცენტრის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ მრგვალი მაგიდის პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა სატრანსპორტო საშუალებებისა და საკავშირო დაქვემდებარების საწარმოების გაფიცვები გამოაცხადეს.

o გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ აღნიშნულ საპროტესტო აქციებს აქვს ერთი მიზანი: საქართველოს სრული, ფაქტობრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, იმპერიული სტრუქტურებისადმი დაქვემდებარებისა და დიქტატისაგან მისი განთავისუფლება, რაც წარმოადგენს უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პროცესის უშუალო გაგრძელებას".

 

* 1991 წლის 26 მაისს ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საერთო-სახალხო არჩევნები. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 89,59 პროცენტმა ხმა მისცა ზვიად გამსახურდიას და იგი გახდა ხალხის მიერ არჩეული საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.

o ამავე პერიოდში დემოკრატიული გარდაქმნების მიზნით მიღებულ იქნა არაერთი კანონი, მათ შორის "საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკაში ეროვნული ბანკის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ", "საინვესტიციო

საქმიანობის შესახებ", "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ", "პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ" და სხვა.

 

* 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვის პუტჩთან („გკჩპ“) დაკავშირებით მოსკოვიდან ცენტრის მუქარის განსახორციელებლად ჩამოსული იყვნენ არმიის გენერალი ჟურავლოვი და სხვა სამხედრო პირები. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ეროვნული გვარდიის სტრუქტურებში შეტანილ იქნა ცვლილებები.

o 1991 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ბრძანებულება შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ. კერძოდ, ეროვნულ გვარდიას მიენიჭა განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვედანაყოფის სტატუსი, გაუქმდა სარდლის თანამდებობა, ხოლო მისი ხელმძღვანელობა დაეკისრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.

o 1991 წლის 23 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება თ. კიტოვანის ეროვნული გვარდიის - შინაგანი ჯარების სარდლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, რის შემდეგ ეს უკანასკნელი საბოლოოდ შეუერთდა ოპოზიციურ ძალებს.

 

* 1991 წლის 23 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის # 535 ბრძანებულებით თენგიზ კიტოვანი განთავისუფლებულ იქნა ეროვნული გვარდიის - შინაგანი ჯარების სარდლის თანამდებობიდან, თვით თანამდებობა კი გაუქმდა. გვარდიის ხელმძღვანელობა კანონის შესაბამისად დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.

 

* 1991 წლის 26 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ეროვნულ გვარდიას მოეხსნა შინაგანი ჯარის სტატუსი და დაექვემდებარა რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.

* 1991 წლის 26 აგვისტოს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრა კაბინეტი და დაარსდა საქართველს პრემიერ-მინისტრის პოსტი (დაინიშნა ბესარიონ გუგუშვილი) -- რითაც არსებითად გარდაიქმნა აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემა, რომლის შედეგადაც მთავრობის მეთარგახდა საქართველოს პრეზიდენტი.

* 1991 წლის 26 აგვისტოს როგორც კი მოსკოვის პუტჩის ხელმძღვანელები დამარცხდნენ და დაპატიმრებულ იქნენ და საშიშროებამ განვლო - საქართველოს პრეზიდენტის ზ. გამსახურდიას ბრძანებულებით, შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც დაექვემდებარა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ეროვნულ გვარდიას მოეხსნა შინაგანი ჯარის სტატუსი და დაექვემდებარა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.

 

* 1991 წლის 15 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრებაში საქართველოს რესპუბლიკის წილის შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაავალა მინისტრთა კაბინეტს დაეწყო მოლაპარაკება სსრ კავშირის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან, სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრების არსებულ ქონებაში (ოქროსა და ალმასის ფონდები, სავალუტო რეზერვები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, თავდაცვის ობიექტები და სხვ.) საქართველოს წილის განსაზღვრისა და მისი მიღების პირობების შესახებ, ასევე, სსრ კავშირის საშინაო და საგარეო ვალებში საქართველოს რესპუბლიკის წილის განსაზღვრისა და აღებული ვალდებულებების შესრულების წესებისა და პირობების შესახებ.

 

* 1991 წლის 15 სექტემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები გამოცხადდა საოკუპაციო სამხედრო ძალად და დაისვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გაყვანის საკითხი.

 

* 1991 წლის სექტემბერში შეიქმნა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველო, რომლის უფროსად დაინიშნა ვახტანგ ქობალია, ხოლო მის პირველ მოადგილედ და ამავე დროს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსად - როზლანდ ლაკია.

 

* 1991 წლის 15 სექტემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, დაგმობილი იქნა 1991 წლის 2 სექტემბერს ქ. თბილისში რუსთაველის მოედანზე მიტინგის დროს ძალის გამოყენების ფაქტი, აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გარემოებებთა ყოველმხრივი შესწავლისათვის შეიქმნა უზენაესი საბჭოს კომისია, ყველა რეგისტრირებული პარტიის, აგრეთვე საზოგადოებრიობის წარმომადგენლობათა მონაწილეობით. ამასთან, ცნობად იქნა მიღებული, რომ ამ ფაქტის გამო ქ. თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობდა გამოძიება.

 

* 1991 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა მიიღო დადგენილება რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

 

* 1992 წლის 2 იანვრის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, რომელსაც ასევე ხელს აწერს ნ. ბურჭულაძე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, აკაკი ასათიანს მიეცა უზენაესი საბჭოს შენობაში 1992 წლის 4 იანვრამდე გამოცხადებისა და თავისი უფლებამოსილების განხორციელების წინადადება, წინააღმდეგ შემთხვევში პრეზიდიუმი მის მიმართ იტოვებდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების უფლებას. საქართველოს უზენაესი საბჭო მოკლებული იყო ა. ასათიანის მხრიდან ხელმძღვანელობას და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი კანონიერად მოითხოვდა მისგან პარლამენტის შენობაში გამოცხადებასა და კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას.

o უზენაესი საბჭოს 38 წევრზე სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების დადგენილება მიღებული იქნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ. აღნიშნულ დადგენილებას ხელს აწერს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. ბურჭულაძე. უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი გახდა დეპუტატთა ნაწილის მიერ უზენაესი საბჭოსა და მისი ორგანოების მუშაობაში თავის არიდება.

o კანონიერი ხელისუფლება და საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ პერიოდში იმყოფებოდა შეიარაღებული ოპოზიციური ძალების მხრიდან გარშემორტყმულ მდგომარეობაში და თავდასხმებისაგან იცავდა თავს.

 

დოკუმენტები:

 

* http://bpg.sytes.net/Simartle/userfiles/fi...ebi/3842-01.pdf

* http://bpg.sytes.net/Simartle/userfiles/fi...ebi/3842-04.pdf

* http://bpg.sytes.net/Simartle/userfiles/fi...ebi/3842-05.pdf

* http://bpg.sytes.net/Simartle/userfiles/fi...ebi/3842-06.pdf

* http://bpg.sytes.net/Simartle/userfiles/fi...ebi/3842-08.pdf

* http://bpg.sytes.net/Simartle/userfiles/fi...ebi/3844-01.pdf

* http://bpg.sytes.net/Simartle/userfiles/fi...ebi/3844-09.pdf

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1991-2001 წ შევარდნაძის ბანდის- არაკაცების მიერ დახოცილთა არასრული სია!

 

 

ციტატა

1. აბაშვილი მაყვალა

2. აბრამიშვილი ნუგზარი

3. ავდალიანი ლოვა

4. აზატოვა ნინა

5. აკობია გია

6. აკოლაშვილი გარინი

7. ალანია გიორგი

8. ალასანია ჯამბული

9. ალექსანდრია მალხაზი

10. ამირეჯიბი ვახტანგი

11. ამირეჯიბი ირაკლი

12. ანჯაფარიძე ვახტანგი

13. არაბიძე მამუკა

14. არახამია თენგიზი

15. არსენიძე კახაბერი

16. ასათიანი ქიშვარდი

17. ასლამაზიშვილი მარინა

18. აქუბარდია ლადო

19. ბაგათელია იოსები

20. ბაიდაშვილი სერგო

21. ბარსეგოვი რაფაელი

22. ბასილაძე კახაბერი

23. ბაღდავაძე მამუკა

24. ბაღიშვილი გურამი

25. ბაღიშვილი ედემი

26. ბახია-სიგუა მარიამი

27. ბენდელიანი ზურაბი

28. ბენდელიანი რობერტი

29. ბენდელიანი ზაზა

30. ბერაია ემზარი

31. ბერიაშვილი ბერდია

32. ბიჭიაშვილი ლაშა

33. ბოლქვაძე დავითი

34. ბოხუა გენადი

35. ბჟალავა მერაბი

36. ბროძელი რევაზი

37. ბუკია ფრიდონი

38. ბულია დემური

40. გაბედავა პავლე

40. გაბროშვილი გოგი

41. გასვიანი ზაზა

42. გეგელია სოსო

43. გელაშვილი გელა

44. გელაშვილი მერაბი

45. გელიაშვილი იოსები

46. გერაძე მარიამი

47. გვაჯაია ნაირი

48. გვაჯაია მურმანი

49. გვათუა ბეჟანი

50. გიორგობიანი გოჩა

51. გიორგობიანი ზურაბი

52. გობრონიძე ალექსი

53. გოგია გოდერძი

54. გოგიბედაშვილი კობა

55. გოგოლაძე ანზორი

56. გოგუა თემური

67. გოგუა კობა

58. გოლეთიანი ჯემალი

59. გოქსაძე ვახტანგი

60. გოშთელიანი თემური

61. გოცირიძე გიორგი

62. გოცირიძე თამაზი

63. გრიგალავა შალვა

64. გულბანი გრიშა

65. გულია თენგიზი (კიროკი)

66. გურელიშვილი გიორგი

67. დაგარგულია ედემი

68. დავლათიანი იური

69. დავრაშვილი ალექსანდრე

70. დარასელია ემა

71. დარსანია როინი

72. დიდებაშვილი ზურაბი

73. დოიჯაშვილი ლევანი

74. დოლიძე გურამი

75. დოჩია გურამი

76. ეგნატაშვილი ვახტანგი

77. ედიბერიძე მერაბი

78. ელიავა ავთანდილი

79. ელიავა აკაკი

80. ესართია ლადო

81. ესებუა გელა

82. ესებუა გია

83. ვანიშვილი მალხაზი

84. ვარაზიშვილი ვარაზი

85. ვაწაძე თემური

86. ვაწაძე კახა

87. ვეკუა ბეჟანი

88. ზარქუა ზაური

89. ზარქუა მურთაზი

90. ზუმბურიძე ნანა

91. თაქთაქიშვილი ლევანი

92. თოდუა ვალერი

93. თოდუა პაპუნა

94. თოდუა კოტე

95. თოლორდავა ხვიჩა

96. თორდია ვახტანგი

97. თორდია ნიკოლოზი

98. თორდია-ნთელავა ნათელა

99. იანქოშვილი ზაზა

100. იაშვილი ვლადიმერი

101. იმნაძე თამარი

102. ინჯია სლავა

103. ინასარიძე სერგო

104. ინაური იოსები

105. ისაკაძე გაბრიელი

106. იობიძე-დანგაძე ქეთევანი

107. იოსელიანი ალექსანდრე

108. კაკულია თამაზი

109. კალანდია სერგო

110. კალაძე ვახტანგი

111. კანდელაკი ზურაბი

112. კანდელაკი თენგიზი

113. კაპანაძე კონსტანტინე

114. კარაპეტიანი გიორგი

115. კარეგიშვილი ლალი

116. კარტოზია ჯემალი

117. კაჭარავა ნუგზარი

118. კაჭარავა ხვიჩა

119. კეზუა ვახტანგი (ჯენერი)

120. კეზუა თენგიზი

121. კვარაცხელია ენვერი

122. კვარაცხელია ალექსანდრე

123. კვარაცხელია ავთანდილი

124. კვარაცხელია მერაბი

125. კვარაცხელია გულადი

126. კვარაცხელია გელა (შვარცი)

127. კვაშალი ანატოლი

128. კვიკვინია ზურაბი

129. კვინიკაძე ნუგზარი

130. კვირიკაშვილი ნინა

131. კვირკველია მათე

132. კვირკვია ბათუ

133. კვირტია ხვიჩა

134. კვირტია გურამი

135. კიკაჩეიშვილი რატი

136. კინწურაშვილი სიმონი (გია)

137. კობახიძე გურამი

138. კორკელია რომანი

139. კოროშინაძე ვარლამი

140. კორძაია ლერი

141. კურდღელია კონსტანტინე

142. კუტალია თენგიზი

143. ლაგვილავა ანატოლი

144. ლაზარიშვილი გიორგი

145. ლემონჯავა როინი

146. ლემონჯავა სოსო

147. ლენჯარია სოსო

148. ლიპარტელიანი გერონტი

149. ლოგუა თენგიზი

150. ლომთაძე ემზარი

151. ლომია გოჩა

152. ლოლაძე დავითი

153. მაისურაძე ლალი

154. მამედაშვილი ოთარი

155. მამისაშვილი რომანი

156. მანდარია ხვიჩა

157. მასხარაშვილი რაული

158. მგალობლიშვილი ბეჟანი

159. მესხია თეიმურაზი

160. მინაიშვილი მიხეილი

161. მირგატია ვიტალი

162. მიქავა კახა

163. მიქავა მურთაზი

164. მიქაძე ვაჟა

165. მიქენაია კუკური

166. მიქიაშვილი რევაზი

167. მიშველაძე არჩილი (აჩიკო)

168. მოდებაძე ზურაბი

169. მჭედლიშვილი ბაადური

170. მჭედლიშვილი მერაბი

171. მჭედლიშვილი გურამი

172. ნანიკაშვილი ვალერი

173. ნასარიძე ზაზა

174. ნაყოფია გია

175. ნეფარიძე ავთანდილი

176. ნიკოლაიშვილი იაშა

177. ნიკოლეიშვილი მამუკა

178. ნიჟარაძე გურგენი

179. ნოდია ვახტანგი

180. ოდიშარია კუსო

181. ონიანი ბაჩუკი

182. პაპიაშვილი ნოდარი

183. პაჭკორია კახაბერი

184. პერტახია ზაზა

185. პერტია აველინა

186. ჟვანია ირაკლი

187. რამიშვილი არჩილი

188. რატია რობერტი

189. რატიანი კონსტანტინე

190. რეხვიაშვილი გივი (გივიკო)

191. რობაქიძე გიორგი

192. როგავა ზაური

193. როგავა ფრიდონი

194. როგავა რამაზი

195. სალია გონელი

196. სალუქვაძე ოთარი

197. სამუშია გიზო

198. სანაია გიორგი

199. სარია სულხანი

200. საჯაია ბაჩუკი

201. სესქურია რეზო

202. სვანიძე როსტომი

203. სიდამონიძე ნიკოლოზი

204. სოსელია თემური

205. სოსელია ჯამბული

206. სოტკილავა ზურაბი

207. სტურუა რევაზი

208. სულთანიშვილი აკაკი

209. სულხანიშვილი პაატა

210. ტაბიძე თამაზი

211. ტაბიძე კონსტანტინე

212. ტალახაძე იური

213. ტალიკაძე გული

214. ტატუაშვილი ალექსანდრე

215. ტერიშვილი მამუკა

216. ტეტელაშვილი გია

217. ტვილდიანი რევაზი

218. ტუფურია თამაზი

219. ტყემალაძე ფრიდონი

220. ფესტიანიძე დავითი

221. ფირცხელავა ჯონი

222. ფირცხალავა გურგენი

223. ფიფია გურამი

224. ფიცხელაური ბესარიონი

225. ფოლადიშვილი მიხეილი

226. ფუტკარაძე-ფირცხალავა ნინო

227. ქადარია აკაკი

228. ქანთარია ვახტანგი

229. ქარდავა მერაბი

230 ქარდავა მამუკა

231. ქევხიშვილი ციცინო

232. ქვარიანი ბადრი

233. ქინქლაძე ზაური

234. ქირთბაია ვანო

235. ქოჩუა ჯემალი

236. ღვინიაშვილი მალხაზი

237. ღვინიაშვილი ნუგზარი

238. ღვინჯილია რენო

239. ღვინჯილია გულადი

240. ღურწკაია კოჭოია

241. ყაველაშვილი ბადრი

242. ყავლაშვილი ვალერიანი

243. ყარაულაშვილი კუკური

244. ყაჯრიშვილი დავითი

245. ყურაშვილი შოთა

246. ყურაშვილი მერაბი

247. ყურუა კახა

248. შაიშმელაშვილი სანდრო

249. შალიკაშვილი გიორგი

250. შამათავა თემური

251. შამათავა ჯემალი

252. შანავა ნუგზარი

253. შანავა რევაზი

254. შარაშენიძე პაატა

255. შარაძე ლაშა

256. შედანია გიორგი

257. შენგელია ანზორი

258. შენგელია ბიჭიკო

259. შენგელია ონერი

260. შიუკაშვილი თორნივე

261. შიშინაშვილი შაქრო

262. შონია ენუქი

263. შონია ონისე

264. შონია ავთანდილი

265. შონია ზურაბი (პუშკინა)

266. შურღაია სოსო

267. შჩიპოვნიკოვი ანატოლი

268. ჩაკაბერია კონსტანტინე

269. ჩანგელია რამინი

270. ცაავა ხვიჩა

271. ცარციძე რომეო

272. ცერაძე ტრისტანი

273. ციმინტია კობა

274. ცხადაია მამუკა

275. ძვაბავა ნიაზი

276. ძვაბავა ნუგზარი

277. ძიძარია გუგუ

278. წიკლაური რევაზი

279. წიფურია ედიშერი

280. წიქვაძე ვეფხია

281. წურწუმია ზვიადი

282. ჭანტურია რუსუდანი

283. ჭანტურია გია

284. ჭანტურია ალექსანდრე

285. ჭანტურიძე იმედი

286. ჭანტურიძე ფირუზი

287. ჭითანავა ბესიკი

288. ჭკადუა ელვარდი

289. ჭკადუა ომარი

290. ხაზალია უსუპი

291. ხალვაში ბორისი

292. ხარჩილავა მალხაზი

293. ხატიაშვილი გიზო

294. ხელაშვილი დავითი

295. ხერკელიძე ტარიელი

296. ხიდაშელი დოდო

297. ხორავა გურამი

298. ხუბუტია კახა

299. ხუნწარია გოჩა

300. ხურცილავა მალხაზი

301. ხურცილავა ჯუმბერი

302. ხურცილავა როლანდი

303. ხუციშვილი ბადრი

304. ხუციშვილი გელა

305. ხუხია მერაბი

306. ჯავახიშვილი ზურაბი

307. ჯაიანი ზაზა

308. ჯალაღონია ავთანდილი

309. ჯალაღონია რადიონი

310. ჯალაღონია ჯემალი

311. ჯანაშია-შელია მიმოზა

312. ჯანაშია დავითი

313. ჯგერენაია ჯემალი

314. ჯიქია გოჩა

315. ჯიშკარიანი იროდი

316. ჯოჯუა ვახტანგი

317. ჯღარკავა თამაზი

318.ლიმა გიორგაძე 319.მერაბ სულაძე.320.არკადი მარკოზია-დეპუტატი

 

გოჩა ჯიქია - დახვრიტეს ზუგდიდში,— 1992 წელს.

ნუგზარ შანავა - მოკლეს 1991 წელს, თბილისის ზღვაზე კიტოვანთან მოსალაპარაკებლად მისული. ნუგზარ შანავას ახლდა ჯერ კიდევ ცოცხალი გია ესებუა.

 

ძმები ესებუები

გია ესებუა - მოკლეს 1991 წლის 23 დეკემბერს, რუსეთ-საქართველოს შორის ომის დაწყების პირველივე დღეებში.

გოჩა ესებუა - მოკლეს 1998 წლის 31 მარტს, სოფელ ონარიაში.

 

ძმები ვაწაძეები

კახა ვაწაძე - 1992 წელს განხორციელდა ტერორისტული აქტი ზუგდიდის პოლიციის შენობაში, რომლის შედეგად დაიღუპა შესანიშნავი ვაჟკაცი სლავა მინჯია და მისი სამი თანამებრძოლი, მათ შორის - კახა ვაწაძე.

თემურ ვაწაძე - მოკლეს 1993 წელს, ოჩამჩირესთან.

 

თენგიზ ბულია - მეტსახელად "კიროკი", 1993 წელს მხედრიონელებმა დახვრიტეს ხობში. დახვრეტამდე სასტიკად აწამეს.

 

რამაზ როგავა - მოკლეს 1992 წელს, აღაიანთან.

 

ზვიად ლელაძე - მოკლეს ზუგდიდში, 1993 წელს.

 

ზაზა ჯაიანი - მხედრიონელებმა მოკლეს სენაკში, 1992 წელს.

 

მერაბ ქარდავა - მოკლეს 1992 წელს, - ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი ლექსის გამო. აწამეს განსაკუთრებული სისასტიკით.

 

ედემ დაგარგულია - მოკლეს 1992 წელს

 

ვახტანგ ნოდია - მხატვარი. მოკლეს 1993 წელს, ხობში. დახვრეტამდე სადისტურად აწამეს, მოაჭრეს მარჯვენა ზვიად გამსახურდიას პორტრეტის დახატვის გამო.

 

ძმები ბენდელიანები

რომან ბენდელიანი - მოკლეს 1991 წელს, სამაჩაბლოში. რომან ბენდელიანთან ერთად დაიღუპნენ: ჯანო რაფავა და პაატა ყურწუა.

რობერტ ბენდელიანი - მოკლეს ფოთში, 1993 წელს. ეს სია მოგვაწოდა-Giga82.მას მადლობა ამისათვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...