Jump to content
Planeta.Ge

ქუთაისში "საბრძოლო დიდების” მემორიალის აფეთქებას, სავარაუდოდ, მეხვერპლი მოჰყვა

Recommended Posts

ეს თემა საერთოდ მრავალშრიანია..ერტი -მოხდა რეჟიმის მიერ კიდევ 2 სიცოცხლის შეწირვა..

მეორე ვანდალური აქტი განხორციელდა ხელოვნების ნიმუშის მიმართ

მესამე-არაპროფესიონალიზმი ყველგან და ყევლაფერში

მეოთხე-რატომ ებრძვის და ლამისაა ლიკვიდაცია მოახდინოს ამ ხელისუფლებამ იმ რამდენიმე შემორჩენილი ვეტერანის, და რატომ მიდის მეორე მსოფლიო ომში ქართველების ლომის წილის გაბაიბურება( ყურადღEბა მიაქციეთ ამაზე ფორუმებზე როგორი პროპაგანდა მიდის-ყველა დამნაშავენ , ბოლშევინი და კაციჭამია, მოსაკლავი ქრთველი იყო -ვინც სტალინის მხარეს იბრძოდა)

მეხუთე-რატომ გადააქვთ გაჭირვებულ ქვეყანაში პარლამენტი ქუტაისშI და რა ტანხები რა რესურსი მოხმარდება პარლამენტის მშენებლობას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 100
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

იმ საწყალი დედა შვილის სიკვდილი,არის ამ დედა აღრენილი ხელისუფლების კისერზე. Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამფეთქებლებს აწმენენ ხელს, თითქოს არ იცოდნენ 200 თუ 300 მეტრია უსაფრთხო...და ვინც ეგეთ უცოდინრები დაიქირავა არაფერი?

და ისიც საკითხავია იყვნენ უცოდინრები?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქუთაისში აფეთქებასთან დაკავშირებით კიდევ ორი ადამიანი დააკავეს

22 / 12, 2009 12:41

ქუთაისში „დიდების მემორიალის“ აფეთქებასთან დაკავშირებით პროკურატურამ სს ~საქფეთქმრეწვის~ კიდევ ორი თანამშრომელი თენგიზ დარახველიძე და თემურ გადაბაძე დააკავეს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები, რომლებიც კომპანიის თბილისისა და ქუთაისის ბიუროების ხელმძღვანელები არიან პასუხისმგებლები იყვნენ უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. მათივე ცნობით, უკვე დადგენილია, რომ უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული. კომპანიას, 8-9 მეტრი უნდა შემოესაზღვრა ტერიტორია და არა 3-4 მეტრი, როგორც ეს იყო გაკეთებული.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს ტექნიკური ექსპერტიზა და არ არის გამორიცხული ძიების დასრულებამდე კიდევ რამდენიმე პირის დაკავება.

ამასთან, „საქფეთქმრეწვის“ ტექნიკური დირექტორი უკვე წინასწარ 2-თვიან პატიმრობაში იმყოფება.

კომპანია ~საქფეთქმრეწვმა~ ქუთაისში ~დიდების მემორიალი~ 20 დეკემბერს ააფეთქა. აფეთქებას ორი ადამიანის, დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ისიც საკითხავია იყვნენ უცოდინრები?!

შეიძლება იყვნენ..ტუ ახალი კადრები შეყარეს-პრინციპით: რა უნდა ჩადე ტროტილი მოუკიდე ფითილი...

მაგალითAდ ჩემი მეგობრის მამა შუქნიშნების მოწესრიგებაზე რომ სამსახური იყო იქ მუშაობდა..ბიძა კაცები-ყველა გაყარეს..გააკეთეს შპს "შუქნიშანი" და რა მწვანე ტალღA რა გამტარობის გამოთვლა..ეხლა პეკინზე საცობში ვეგდე იმის გამო რომ 20 მეტრაში როცა წითელია აქეთ მწვანე გენთEბა-ეს 20 მეტრიკი ამ რაოდენობას ვერ იტევს.

ეხლა დავრბივარ ერტ მშენებარე კოპრუსის კონსტრუქტორს დავზდევ-პატალა ბიჭია...შენობა ინგრევა გამოტვლილია არასწორად და კიდიათ...პასუხი მე იცი ვისი ძმაკაცი ვარ:(

ნუ ჯანდაცვის მინისტრი რომ ისტორიკოსია -ეს ეხლა კარგ მენეჯერობას არ დავაბრალოდ რა! მედიკებში ყველა დაჩლინგდა ტუ როგორაა?:(

მოკლედ მაოძედუნის ე.წ. კულტურული რევოლუციის მეკობრეული ვერსიაა-----ვისაც რა უნდა და სადაც უნდა იმ დარგში ეტენება ახლობლობით და პარტიული კუთვნილებით..პროფეწსიონალიზმი "ცვეტში" არაა:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გერმანული პრესა ქუთაისში “დიდების მემორიალის” აფეთქების ფაქტს ეხმაურება

23 / 12, 2009 11:07

გერმანული პრესა ქუთაისში “დიდების მემორიალის” აფეთქების ფაქტს ეხმაურება.

გაზეთი Frankfurter Allgemeine ქუთაისის ტრაგედიას მცირე სტატიას უძღვნის სათაურით - “უაზრო პროვოკაცია”, რომლის ქართულ ვერსიასაც ვებპორტალი “ფორინპრესი” აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ქუთაისში საბჭოთა მონუმენტის დანგრევა, რომელიც ომში დაღუპულ ჯარისკაცებს ეძღვნებოდა, “უაზრო პროვოკაცია იყო”, რასაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვა.

თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ეს შემთხვევა განსხვავდება ესტონეთის მოვლენებისგან, როდესაც ტალინის ცენტრიდან 2007 წლის მაისში ომში დაღუპული მეომრებისადმი მიძღვნილი საბჭოთა ჯარისკაცის ქანდაკება გარეუბანში გადაიტანეს.

“მაშინ ესტონეთის მთავრობამ რეაგირება იმაზე მოახდინა, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილი დემონსტრანტები ქანდაკების გადატანას აპროტესტებდნენ. ქანდაკებას ესტონელები 1945 წელს საბჭოთა კავშირის მიერ მათი ქვეყნის ოკუპაციის სიმბოლოდ აღიქვამდნენ, მაგრამ ქანდაკება არავის დაუნგრევია. მას ღირსეული ადგილი მიუჩინეს სასაფლაოზე. ქუთაისის ძეგლის შემთხვევა კი, განსხვავებულია. ის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ 300 000 ათას ქართველს ეძღვნებოდა, რომლებიც მაშინ საბჭოთა არმიაში მსახურობდნენ. არგუმენტი, რომ მონუმენტის ადგილზე ახალი პარლამენტი უნდა აშენდეს, არადამაჯერებლია”, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ძეგლის დანგრევა “მოსკოვის წაქეზების ბავშვურ მცდელობას ჰგავს, რომელიც ასეთ შემთხვევებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის სიამოვნებით იყენებს”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Автор взорванного грузинскими властями памятника воинам Великой Отечественной войны в Кутаиси Мераб Бердзенишвили заявил, что все эскизы и модели мемориала утеряны. Между тем, восстановить памятник по фрагментам невозможно, так как он полностью разрушен и "превращен в муку". Об этом во вторник, 22 декабря, сообщает РИА Новости.

http://lenta.ru/news/2009/12/22/memorial1/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“საქფეთქმრეწვი”: 21 დეკემბერს დანიშნული აფეთქება დამკვეთმა 19 დეკემბერს უეცრად გადმოიტანა

“სააქციო საზოგადოება “საქფეთქმრეწვი” 1927 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მოვალეობაში ბურღვა, აფეთქება, კარიერების ათვისება, სახლების ნგრევა და კლდეების აღება შედის. “საქფეთქმრეწვის” ოფისში კომპანიის მთავარი ტექნიკური ინჟინერი თემურ მიქაშავიძე და ადმინისტრაციის დირექტორი ვიქტორ ლალიაშვილი დაგხვდნენ, რომლებმაც რამდენიმე ტექნიკური დეტალი და ხელშეკრულების პირობები დაგვიზუსტეს”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით “იმერეთის გუბერნატორი რომ გიბრძანებს და მერე ამ ბრძანებაში მთავრობაცაა ჩართული, როგორ შეიძლება უარის თქმა” / რა ხელშეკრულება გაფორმდა “საქფეთქმრეწვსა” და ქუთაისის მუნიციპალიტეტს შორის და ვინ არის დამნაშავე დატრიალებულ ტრაგედიაში?

“ხელშეკრულების თანახმად, პერიმეტრის დაცვა დამკვეთის მოვალეობაა... ისაა მოვალე, გააკონტროლოს. ხალხი კი სახლებს შორის იდგა, იმის ნაცვლად, აფეთქების მომენტში, ბოლოს და ბოლოს, ამ სახლებს ამოფარებოდა. ასეთ ადგილებში, სულ მცირე, თითო პოლიციელი უნდა მდგარიყო, რათა აკრძალულ ზონას არავინ გადმოსცდენოდა. დამკვეთი ქუთაისის მუნიციპალიტეტია. ხელშეკრულება სააქციო საზოგადობას სწორედ მუნიციპალიტეტმა დაუდო. სწორედ მან არ უზრუნველყო იმ პერიმეტრის ხალხისგან დაცლა”, - აცხადებს ვიქტორ ლალიაშვილი და გამოცემის კორესპონდენტის შეკითხვას - “თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გამუდმებით იმას უსვამს ხაზს, რომ ქუთაისის მოსახლეობას რამდენიმე დღის განმავლობაში აფრთხილებდნენ პერიმეტრის დატოვების შესახექ” - პასუხობს:

“საქმე რა არის, იცით? აფეთქება 21 დეკემბერს იყო დანიშნული და უეცრად, ის დამკვეთმა 19 დეკემბერს გადმოიტანა... ჩვენ ვიღებს შეკვეთას, ვანგარიშობთ, რამდენი უნდა ჩაიდოს მუხტი, როგორ და საით უნდა წაიქცეს ობიექტის ნანგრევი. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი იდეალურად გაკეთდა. აფეთქების შედეგად ამონასროლი კი მივიღეთ, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. იმ პერიმეტრზე ხალხი არ უნდა ყოფილიყო, ის ქვა თავისთვის დაეცემოდა სადმე და არაფერი მოხდებოდა. სამი კი არა, აფეთქების დროს იქ 30 კაცი მაინც იდგა სანახაობის საყურებლად და ეს ხალხი პოლიციამ არც კი გააფრთხილა, გაიწიეთო. რა ჩვენი საქმეა, პოლიციელი იდგა იქ, გამომძიებელი თუ გუბერნატორი? მათ მოვალეობაში ამ ხალხის გაყვანა შედიოდა, რასაც თავი ვერ გაართვეს”.

“ჩაატარონ ექსპერტიზა, ჩამოიყვანონ პროფესიონალები მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, დეტალურად გაამოიკვლიონ, რა და როგორც მოხდა. ხომ არ შეიძლება, ვიღაც ადგეს და უბრალოდ თითი გამოიშვიროს, რაც მოხდა, ყველაფერი ამათი ბრალიაო? არსებობს აფეთქების ამსახველი ფირი. მოვითხოვთ, შენელებული კადრები პროკურატურამ ნახოს და გაარკვიოს, როგორ მოხდა ძეგლის ჩამოშლა. ის კი არა, ამხელა კონსტრუქცია რომ ინგრევა, ის სამ-ოთხბალიან მიწისძვრასაც მაინც იწვევს. ჩვენ კი ამის საშიშროება მაქსიმალურად შევამცირეთ. ისიც ნახონ, სად და რა მანძილზე მოხდა იმ ანასხლეტის გასროლა და გვქონდა თუ არა ჩვენ ეს ყველაფერი გათვლილი. ან ის გაარკვიონ, რა უნდოდა ბავშვს იქ, სადაც ბეტონის ანასხლეტი უნდა დაცემულიყო. ამაზე პასუხისმგებლობას თავიდანვე მერია და გუბერნატორები იღებდნენ - მათ ავთანდილ დარსაველიძეს უთხრეს, ყველაფერი ჩვენ მივხედავთო. ხომ არ შეიძლება, ყველაფერი “საქფეთქმრეწვს” დააბრალონ?” - აცხადებს თემურ მიქაშავიძე და განაგრძობს:

“კი ბატონო, თუ დასჯაა, დაგვსაჯონ იმ შემთხვევაში, თუკი დამნაშავენი აღმოვჩნდებით. ახლახონ ომალოს გზაზე ვიმუშავეთ - კლდე ავიღეთ გზიდან. ეს სხვამ რატომ არ გააკეთა? იმიტომ რომ სხვა არ აქვის იმხელა გამოცდილება, რამხელაც ჩვენ. მე მესმის, რაც ხდება ამ ძეგლის შემთხვევაში - თავის თავს ხომ არ დაიჭერს ქუთაისის პოლიცია? ჰოდა, ახლა უნდათ, ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალონ... ჯერ ერთი, დანაშაულია, რომ აფეთქება 19-ში გადიტანეს. ასეთი საქმე უცბად და ნაჩქარევად არ კეთდება... პასუხისგებაში დამკვეთი უნდა მიეცეს. ჩვენი სამუშაო იდეალურად იყო შესრულებული. ეს ტრაგედიაა, რომელზეც პასუხს სულ სხვა ადამიანები აგებენ... მაგალითად, ქობულეთში ექვსი 18-სართულიანი შენობა რომ ავაფეთქეთ, გაიგო ვინმემ? საცხოვრებელი სახლები ზოგან 25 მეტრშიც კი იყო განთავსებული, მაგრამ დაკვეთამ კარგად იმუშავა და მთელი მოსახლეობა დროულად გაიყვანა, ასე რომ, იქ არც არაფერი მომხდარა. სხვა შემთხვევებშიც, მთელი ზარალი უახლოესი შენობების სულ რამდენიმე გატეხილი შუშა თუ გახდა. პეკინისა და პავლოვის, დღევანდელი ყაზბეგის კუთხეში ორ სახლს შორის მდებარე კუთხის სახლით ჩვენ ავაფეთქეთ - ან ეგ გაიგო ვინმემ? ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანები ან ორგანიზაციები უნდა ჩართონ, ყველაფერი დაადგინონ და ის დასაჯონ, ვინც ძეგლის აფეთქების ბრძანება გასცა”.

“ვერსია” 2009-12-23

“ხელშეკრულების თანახმად, პერიმეტრის დაცვა დამკვეთის მოვალეობაა... ისაა მოვალე, გააკონტროლოს. ხალხი კი სახლებს შორის იდგა, იმის ნაცვლად, აფეთქების მომენტში, ბოლოს და ბოლოს, ამ სახლებს ამოფარებოდა. ასეთ ადგილებში, სულ მცირე, თითო პოლიციელი უნდა მდგარიყო, რათა აკრძალულ ზონას არავინ გადმოსცდენოდა. დამკვეთი ქუთაისის მუნიციპალიტეტია. ხელშეკრულება სააქციო საზოგადობას სწორედ მუნიციპალიტეტმა დაუდო. სწორედ მან არ უზრუნველყო იმ პერიმეტრის ხალხისგან დაცლა”, -

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120996.html

პ.ს. მდაას....ბომბა ინფოა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

გაზეთი Frankfurter Allgemeine ქუთაისის ტრაგედიას მცირე სტატიას უძღვნის სათაურით - “უაზრო პროვოკაცია”,

გერმანელები ხომ ყველანი გაზპრომის მონები არიან :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...