Jump to content
Planeta.Ge

ქუთაისში "საბრძოლო დიდების” მემორიალის აფეთქებას, სავარაუდოდ, მეხვერპლი მოჰყვა


Recommended Posts

ოპოზიციას დააბრალებენ ეხლა ამ ამბეს.

მოკლედ, სააკაშვილს ვინც საქართველოდან გაქცევის უფლებას მისცემს, ისიც პასუხისგებაშია მისაცემი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 100
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ერთ რამეში მართალია მიხეილი, როდესაც ქადაგებს რომ ჩვენზე მაგრები მსოფლიოში არავინ არ არისო. ამ აფეთქებით და მისგან გამოწვეული მსხვერპლით მან ეს კიდვ ერთხელ დაადასტურა.

 

ამ უბედურებს ერთი მონუმენტი ვერ აუფეთქებიათ ისე რომ მსხვერპლი არ გამოიწვისო და ვინ დაიჯერებს ახალ რომ მათ რაიმეს აშენება შეუძლიათ და თანაც ისეთის როგორიც მთელს მსოფლიოში არ არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვისაც სუსტი გული აქვს ანალოგიური ტემის წაკითხვას არ ვურჩევ მეზობელ ფორუმზე:D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა წავიკიტხე ვიზიტის შეწყვეტასთან დაკავშირებით..სამიტი ისედაც დასრულებულია დღეს 12 საათიან კურიერს გადმოუცია...ანუ ამ ბავშვის სიკვდილსაც( მკვლელობაა ფაქტიურად) ტავის საპიაროდ იყენებენ ეს ავადმყოფები
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაზიანებული მონუმენტის აფეთქებისას ტექნიკური უსაფრთხოების დაუცველობას ნუ გავხდით პოლიტპიარად..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაზიანებული მონუმენტის აფეთქებისას ტექნიკური უსაფრთხოების დაუცველობას ნუ გავხდით პოლიტპიარად..

ეს მიშას და მის მომხრეებს ეუბნებით? მიშა შემოდის ამ ფორუმზე? თუ რუსტავი-2 და იმედის პოლიტ კორექტული ჯურნალისტების გასაგონად იყო თქვენი ეს ფრაზა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ეხლა წავიკიტხე ვიზიტის შეწყვეტასთან დაკავშირებით..სამიტი ისედაც დასრულებულია დღეს 12 საათიან კურიერს გადმოუცია...ანუ ამ ბავშვის სიკვდილსაც( მკვლელობაა ფაქტიურად) ტავის საპიაროდ იყენებენ ეს ავადმყოფები

დაღვრის ეხლა "ნიანგის ცრემლებს" - ყველაფერში ესე არ არის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

За несколько часов до подрыва памятника министерство иностранных дел Грузии заявило, что власти страны уважают память ветеранов, а "Мемориал славы" нуждается в реабилитации.

 

Ранее телеканалы показывали, как рабочие ломают мемориал, разбивают скульптурные группы.

 

http://www.rian.ru/incidents/20091219/200273607.html

 

ნახეთ ლინკი აუცილებლად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ტექნიკური უსაფრთხოებით გამოწვეულ ტრაგედიას თქვენ იყენებტ პიარისათვის...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ტექნიკური უსაფრთხოებით გამოწვეულ ტრაგედიას თქვენ იყენებტ პიარისათვის

ჩვენ არა ნიღAიდელი ვირი და მიშა ჯორი

ჩვენ ბავშვზე ვტირით და ბოღმას ვანთხევთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ვერაფერი ვერ გავიგე, რა უნდა ამ მთავრობას, ბუტუ რუსულ რულეტზე არიან გადასული?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაზიანებული მონუმენტის აფეთქებისას ტექნიკური უსაფრთხოების დაუცველობას ნუ გავხდით პოლიტპიარად

Gagi 67

ამ ტრაგედიაში კარგად არის ჩადებული მიზეზ-შედეგობრიობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ქალაქში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

19 / 12, 2009 19:02

 

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ქალაქში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

“ინტერპრესნიუსი’’ რამდენიმე საათიანი მცდლობის შემდეგ, ქალაქის ვიცე-მერს, დავით გორდელაძეს ტელეფონით დაუკავშირდა, რათა დაეზუსტებინა მემორიალის აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ვინაობა.

თუმცა, როგორც გორდელაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, "ქალაქში არ იმყოფება" და, შესაბამისად, ჩვენთვის ზუსტი ინფორმაციის მოწოდება ვერ შეძლო.

ამასთან, მცდელობების მიუხედავად, საერთოდ ვერ მოხერხდა დაკავშირება ქუთაისის მერის მლვალეობის შემსრულებელ ზაზა ნუცუბიძიესთან.

~დიდების მემორიალის~ აფათქების შედეგად, მთავარი პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ვინაობა ოფიციალურად არ კონკრეტდება, თუმცა, “ინტერპრესნიუსის~ ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი 8 წლის ნინო ჯინჭარაძეა.

ქუთაისში მემორიალის დამონტაჟთან დაკავშირებულ აფეთქებას „საქფეთქმრეწვი“ აწარმოებდა.

მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის გადაკეტილია. შემთხვევის ადგილის სიახლოვეს არ უშვებენ ჟურნალისტებსაც.

მომხდარის გამო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ვიზიტი შეწყვიტა.

ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დაწყებულია გამოძიება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი ქუთაისში დიდი სამამულო ომის მებრძოლების ძეგლის გადატანასთან დაკავშირებით

 

კითხვა: როგორ აფასებთ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პრესისათვის გაკეთებულ განცხადებას ქუთაისში დიდი სამამულო ომის მებრძოლების ძეგლთან დაკავშირებით?

 

პასუხი: აღნიშნული განცხადების შინაარსის შეფასებამდე გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია უზნეო ჩვევა მუდმივად ჩაერიოს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში. ამასთან, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოში პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობიან მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ხსოვნას და საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება ზრუნავს ძეგლებსა და მემორიალებზე. რაც შეეხება ქ.ქუთაისში განთავსებულ მებრძოლთა მემორიალს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძეგლი ძლიერ დაზარალდა 90-იან წლებში, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მიმდინარეობდა რუსეთის მიერ ინსპირირებული მოვლენები. ამის შედეგად, აღნიშნული მემორიალი საჭიროებს შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.

 

2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე, რომლის შედეგად ოკუპირებულია საქართველოს განუყოფელი ნაწილები, განხორციელდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, დანგრეული და მთლიანად გადამწვარია მრავალი სოფელი, გრძელდება მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ტოტალური ტერორი და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყების განცხადება "ფრონტზე თავგანწირვით მებრძოლი მოძმე ხალხების" თაობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ კრემლის ხელისუფალთა გადაწყვეტილების შესახებ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დამსახურებებს გაუთანაბროს რუსეთის საოკუპაციო ჯარების და ბანდფორმირებების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები.

 

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

 

2009 წლის 18 დეკემბერი

http://www.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GE...p;info_id=11391

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქუთაისში აფეთქების შედეგად დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა

19 / 12, 2009 21:26

 

ქუთაისში, „დიდების მემორიალის“ აფეთქების შედეგად დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა, - ამის შესახებ ქუთაისიდან ’’ინტერპრესნიუსის’’ კორესპონტენდი იუწყება. გარდაცვლილი არიან 8 წლის ნინო ჯინჭარაძე და მისი დედა.

ამასთან, დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაშიც დაუდასტურეს.

ამასთან, როგორც რადიო „პალიტრის“ პირდაპირ ეთერში რადიო „ძველი ქალაქის“ ჟურნალისტმა, ზვიად ხუჯაძემ განაცხადა, მემორიალის დემონტაჟი ხვალისთვის იგეგმებოდა.

მისივე ინფორმაციით, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხვალ თბილისიდან ოპოზიციის ლიდერები ქუთაისში ჩასვლას და მემორიალისთვის ცოცხალი კედელის გაკეთებას აპირებდნენ. მისივე აზრით, ამიტომაც დააჩქარა ხელისუფლებამ მისი დემონტაჟი და, ნაცვლად 21 დეკემბრისა, დღეს ააფეთქა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, როგორც უბედური შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, პოლიციის თანამშრომლები მათ ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებას სთხოვდნენ და ეუბნეოდნენ, რომ მეორე აფეთქებაც იყო მოსალოდნელი. თვითმხილველების ვარაუდით, ასეთ მოწოდებას პოლიციელები ბავშვის ცხედრის გადამალვის მიზეზით აკეთებდნენ.

"დიდების მემორიალი" დემონტაჟის მიზნით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, სს "საქფეთქმრეწვმა" ააფეთქა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საწარმოს წარმომადგენლები დაკითხვაზე იმყოფებიან.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...