Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

თემის პათოსს მთლიანობაში ვეთანხმები, ყველაფერი გადამეტებული გვღუპავს, მათ შორის ამერიკაზე

გათვლა, ვიღაცეებს მართლა ეგონათ, რომ საზღვაო ფეხოსნები აფხაზეთს დაგვიბრუნებდნენ და ამერიკის მე-5 ფლოტი რუსულ ჩმფ-ს ჩაძირავდა.

 

მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნიქსონის ცენტრის პრეზიდენტი დიმიტრი საიმსი,პრო-რუსულ სუბიექტად ითვლება თვითონ ვაშინგტონშიც.

 

აი რა ხდებოდა ნიქსონის ცენტრში: http://www.nixoncenter.org/

 

ვინაა საიმსი: http://en.wikipedia.org/wiki/Dimitri_Simes

 

რას წერდა იგი აგვისტოს ომზე ( 5 დღიანი ომი,როგორც ეხლა მას უწოდებენ დასავლეთში):

 

http://www.thewashingtonnote.com/archives/...st_post_by_d_1/

Edited by prologic
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 80
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ამერიკა და რუსეთი არიან კონკურენტები, ისინი შეიძლება ცალკეულ საკითხში შეთანმხდნენ კიდეც პო Fაქტუ,

ამერიკის შეცდომა იყო მიშიტოს გაძლიერება და მისთვის მაყუთის მიცემა, ჯარის დაფინანსება და არ გაკონტროლება,

იტოგში მიშიტომ დიდი შეცდომა დაუშვა რითიც ისარგებლა რუსეთმა და აჯობა ამერიკას,

პო Fაქტუ უკვე, როდესაც განავალში ამოვიგანგლეთ ჩვენ სუყვალა ამერიკა უკვე დათმობაზე წავიდა, ანუ, იძულებული იყო დათმობაზე წასულიყო,

 

საბოლოოდ კი, ჩვენ დავრჩით წაგებაში

 

ამერიკა რუსეთი "კონკურენტობა" ცივი ომის დროსაც მოჩვენებითი იყო. ძირეულ საკითხებში ამ ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკება არასოდეს არ ყოფილა პრობლემა.

ის რომ მიშამ ამერიკელების გარეშე რამე გადაწყვიტა აგვისტოში აბსურდია.

ტერიტორიების პირდაპირ გადაცემა აშშ ინვესტიციას (მიშას) უქმნიდა საფრთხეს და ამიტომაც იყო გათამაშებული მიშას ავარდნა და საომარი მოქმედება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტერიტორიების პირდაპირ გადაცემა აშშ ინვესტიციას (მიშას) უქმნიდა საფრთხეს და ამიტომაც იყო გათამაშებული მიშას ავარდნა და საომარი მოქმედება.

ესეც ლოგიკურია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ თამაშის ერთი და იგივე ხელწერა სჩანს.

აშშ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ იმავე დღეს პუტინმა ბუშს მიუსამძიმრა და ეგრევე განაცხადა ის, რომ არ მისცემს უფლებას აშშ კაზახსტანისა და ტაჯიკისტანის სამხედრო აეროპორტი გამოყენების უფლებას ავღანეთზე თავდასხმის შემთხვევაში. ჯერ არც კი უთხოვია ვინმეს და ეს განცხადება წინასწარ გააკეთა.

მესამე დღეს ბუშისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ პუტინი თანხმობას აძლევს ამ აეროპორტების გამოყენებისა და ამავე დროს აცხადებს, რომ რუსეთიც ებრძვის ტერორისტებს როგორც აშშ. ამის შემდეგ დაიბომბა ქართული სასაზღვრო სოფლები, ვითომდა ჩეჩენი ტერორისტების გამო. (აშშ პროტესტიც არ გამოუთქვამს ამის თაობაზე).

 

კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ამერიკის პირდაპირი სურვილი იყო. აშშ ძალიან კარგად იცოდა თუ ეს უკურეაქციას გამოიწვევდა და რომ ამას რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვებოდა.

რუსეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადები შემდეგ ეგრევე გააკეთა განცხადება ამის თაობაზე.

კოსოვოს პრეცედენტი, რომ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის ტოლფასი იყო, ეს აშშ იცოდა.

 

მიშას აგდება აგვისტოში. ესეც ამერიკელების ნახელავია. მიშა ამ შემთხვევაში ან გამოიყენეს, ან კიდევ არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოს საომარი მოქმედება მიშასთანაც იყო შეთანხმებული.

დააკვირით რა ბუმით იწყებს მიშა შეტევას და რა სისწრაფით (მესამე დღეს) კაპიტულაციას აცხადებს.

 

ყველაფერი ეს მოწმობს იმაზე, რომ რუსეთსა და აშშ შორის იყო ამის თაობაზე მოლაპარაკება. გაურკვეველია მხოლოდ ერთი რამ, თუ რამდენად მონაწილეობდ ამ მოლაპარაკებაში მიშა.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო კიდევ ერთი მომენტი. აგვისტოს ომის დროს რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო დაბომბვა გასაოცარი სიზუსტისა იყო. რუსეთ ყოველთვის ფეხებზე ეკიდა რას ბომბავს სამხედრო ობიექტს თუ საცხოვრებელ სახლებს.

ამ შემთხვევაში კი რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვებმა მინიმალური ზარილი მიიტან სამოქალაქო ობიექტებზე. კი იყო რამოდენიმე შემთხვევა, მაგრამ რამდენად ვკითხულობა აქვისტოს ომის პერიოდში უცხოეთში გამოსულ მასალებს, აქაც უკვირდათ.

 

ეიქმნა ილუზია, რომ აგერ საცაა მთელი საქართველო დაიბომბება და ამ მოტივით მესამე დღეს იყო გამოცხადებული კაპიტულაცია. პრინციპში ჯარს და ხალხს ბრძოლის შანსიც კი არ მიეცა.

 

აგვისტოს საომარი მოქმედების დაწყებამდე ასეთ თავდაჯერებას მინიმუმ 1 თვე საომარი მოქმედებები მაინც უნდა მოყჰოლოდა. რა იყო ასეთი სწრაფი კაპიტულაცია?

რა არ იცოდნენ ვისთან ომობდნენ?

1993 წელს ადმირალ ბალტინის შენაერთებს სადღაც 3 თვეზე მეტი გავუწიეთ წინააღმდეგობა და ეს პაჩტი შეუიარაღებელმა ხალხმა.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ძალიან რთული ტემაა ბაბუ. ერთი წელია სულ ვფიქრობ ამაზე თუ რატომ დაიწყო მიშამ ფართომაშსტაბიანი სამხედრო მოქმედებები. არა მგონია ეს შედეგი რომ ცოდნოდა დაეწყო. აქედან გამოდის რომ:

1. რუსებმა მაგრა ათოხლეს. ამას მოწმობს მისი საჯარო განცხადება, რუსებს არაერთხელ უთქვამთ ჩვენთვის, რომ ოსეთი არ გვაინტერესებსო.

2. აშკარად წაქეზებული იყო ვიღაცის მიერ.ევროპელებს გამოვრიცხავ, გარდა პოლონელების და ბალტიისპირელების გარდა. ისინიც უფრო რუსებთან მკაცრ რიტორიკისკენ უბიძგებდნენ და ალბათ არა საომარი მოქმედებისკენ.რჩება ამერიკა. აქ მე უფრო ე.წ. ნეოკონსერვატორებზე მაქვს ეჭვი(ჩეინი და მისი კამანდა). არა მგონია ბუშს და კონდოლიზას რამე ეთქვათ.

თუმცა ეს ყველაფერი ვარაუდებია.შედეგი კი კატასტროფიულია.

რაც შეეხება კოსოვოს, ამაზე 100% პროცენტით გეთანხმებით. სულ ამას ვიზახდი ომამდე, მაგრამ კაციშვილი არ მისმენდა, როგორც ოპოზიციაში, მითუმეტეს ხელისუფლებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

და რამე სიურპრიზი იყო?! გამოგვიყენეს და მიგვაგდეს...

 

არავითარი პრო-ები...საქართველო უპირველეს ყოვლისა!

არა, მათი ინტერესები ემთხვეოდა ჩვენსას - რუსეთისგან გამოყოფა, რუსეთისთვის პობლემის შექმნა. ამაში დაგვეხმარნენ და შიმშილით რომ არ გავწყვეტილიყავით, მატერიალურადაც კარგად გვაშველებენ დღემდე ხელს. დანარჩენი ისედაც ყველაფერი ჩვენ უნდა გვეკეთებინა. ღარიბ ნათესავს რითი ეხმარები? - ფულით და შეიძლება რჩევაც მიაყოლო არა? ის როგორ წარმართავს ურთიერთობას მეგობართან, მეზობელთან, მტერთან, ამას ვერასდროს შენ ვერ განუკარგავ.

თან ჩვენ ნატესავადაც არ ვერგებით არავის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kote-1962

ამას ვამბობ მეც,უკვე რამდენი ხანია....აშშ-ც და რუსეთიც არ არიან დაინტერესებული ქართული საქმის კეთებით.ორივე მათგანს საკუთარი ინტერესები აქვთ კავკასიაში და სწორედ ამ ინტერესების გასატარებლად აკეთებენ რასაც აკეთებენ + ამ ხელისუფლებასაც იყენებენ ძალიან კარგად.

მათი გასაგებია. პოლიტიკა ეგაა - მატერიალური და სტრატეგიული ინტერესები და არაფერი სხვა. პოლიტიკა ემოციად და ისტერიად ქართველებმა ვაქციეთ, ხან ამერიკის დროშებით რომ დავრბივართ და ხან სარკოზი-სარკოზის გვაკივლებენ.

ეს მთავრობა არის გამყიდველი ყველა მიმართულებით, კი არ იყენებს ვინმე ჩვენს მთავრობას, უბრალოდ გამყიდველია.

სადაც ფული დაანახეს, არსად უკან არ დაიხიეს არც რუსეთის გავლენაზე. არსად საკუთარი ხალხი არ დაინდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

არ უნდა დავიწყოთ ძია სემის გინება,მაგრამ გავითვალისწინოთ რეალობა.....

არავითარ შემთხვევაში გინება კი არა, ხმაური არ უნდა გადიოდეს მეზობლებში ჩვენგან, არც ახლოს და არც შორს. სახმაუროდ გამოფენებზე გაგზავნი მხატვარს, მოცეკვავეებს, მომღერლებს... ლამაზი ხმაურით უნდა გააბრუო მსოფლიო მხოლოდ და დანარჩენი გველივით გატრუნულმა უნდა მოაგვარო ისე, როგორც შენს ქვეყანას აწყობს.

შეუძლებელი ამაში არაფერია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

აშკარად წაქეზებული იყო ვიღაცის მიერ.ევროპელებს გამოვრიცხავ, გარდა პოლონელების და ბალტიისპირელების გარდა. ისინიც უფრო რუსებთან მკაცრ რიტორიკისკენ უბიძგებდნენ და ალბათ არა საომარი მოქმედებისკენ.რჩება ამერიკა. აქ მე უფრო ე.წ. ნეოკონსერვატორებზე მაქვს ეჭვი(ჩეინი და მისი კამანდა). არა მგონია ბუშს და კონდოლიზას რამე ეთქვათ.

თუმცა ეს ყველაფერი ვარაუდებია.შედეგი კი კატასტროფიულია.

მე რაღაც ბევრად მარტივად ვხსნი ამას - სააკაშვილი ძალიან ავადაა და უბრალოდ სიმპტომი აქვს დაავადების - დესტრუქციულობა. გვერდით კი უმეცრების ბრბო ახვევია, რომელიც არტაცებულია მისი ყველა პოქონდრიით.

ამერიკას არაფერში არ აწყობდა რუსეთისთვის თითის უაზრო ქნევა, რაიმე ქმედების გარეშე - კარგად გამოიკვეთა, რომ მსოფლიო ლიდერი პუტინია, რომელსაც ფეხებს ვერ მოჭამენ. აი ამის ხაზგასმა არავის არ აწყობდა მსოფლიოში და ჩვენმა პაციენტმა უხერხულობა გამოიწვია მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე.

"რუსეთის ნამდვილი სახე დავანახე ყველასო" - მადლობას რომ გვთხოვს მთავარსარდალი, ნაწილობრივ მართალია, - რუსეთს დაეხმარა უპირობო, თავაშვებული ლიდერობის დემონსტრაციაში და არა "ცუდი ბიჭის" სახელის მიკერებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვის სურს ჩვენი ტერიტორია და არა ქართული სახელმწიფო - ეს უკვე სხვა საკითხია

- ეს სურს "დესუვერენიზაცია ღრუზიის" ავტორებს - რუსეთს.

დუგინის ევრაზიული სუპერსახელმწიფოს შექმნა რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისა და ზოგიერთი აზიური სახელმწიფოს ბაზაზე, არ ითვალისწინებს პატარა კავკასიის დამოუკიდებლობას არანაირი ფორმით!

ახლა ვნახოთ ,სჭირდებათ თუ არა საქართველოს სახელმწიფობრიობა ევროპას, ამერიკას - თავად ევროპა გაერთიანებულია ნებაყოფლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირში, NATO- da EU უმთავრესს გამაერთიანებელ ფაქტორს მის გაერთიანებაში შემავალი სახელმწიფოების უსაფრთხოების კოლექტიური დაცვა წარმოადგენს! (მიაქციეთ ყურადღება - სახელმწიფოების და არა დუგინისეული "უსახელმწიფოო ხალხების, ანუ ნაროდების")

ამგვარად, თავად ევროატლანტიკური სისტემა არსებობს მხოლოდ მასში შემავალი სახელმწიფოების უსაფრთხოებსა და მათი პოლიტიკურ- ეკონომიკური საერთო ინტერესების არსებობის გამო.

ახლა თავად მითხარით, რომელი სისტემა ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოებრივ განადგურებას- ევროატლანტიკური ნებაყოფლობითი დემოკრატიული სახელმწიფოთშირისი გაერთიანება , თუ რუსულ შოვინისტურ-ევრაზიულ იმპერია ?

რა თქმა უნდა, კრემლის მიერ დაგეგმილი რუსულ შოვინისტურ-ევრაზიულ იმპერიაა ჩვენი სახელმწიფოებრივი გაქრობის მოსურნე.

ამგვარად, ევროატლანტიკური ნებაყოფლობითი დემოკრატიული სახელმწიფოთშირისი გაერთიანება - ევროკავშირი და ნატო კი პირიქით, მხოლოდ სახელმწიფოებრივი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტია. ამიტომაც უსაფუძვლოა ვეროკავშირისაგან და ნატოსაგან საქართველოს ტერიტორია-დერეფნად გადაქცევის საშიშროება!

უფრო მეტიც, კავკასიის სახელმწიფოთშორისი რეგიონალური კავშირის შექმნით - აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი იქმნება პრო-ევროატლანტიკური, მომავალში კი უმნიშვნელოვანების რეგიონალური ევრო-ატლანტიკური გაერთიანება, რაც უძლიერესს გახდის ევროატლანტიკურ კოლექტიური უსაფრთხოების სივრცეს პოლიტიკური და ასევე ეკონომიკური მიმართულებებითაც.

ამიტომაა , რომ ჩვენ ვჭირდებით როგორც სახელმწიფო ევროატლანტიკურ გაერთიანებას და ჩვენ გვჭირდება ის როგორც სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოების გარანტი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ დაივიწყებთ თუ რამდენი ქართველი მოკლა რუსმა აფხაზეთში, ესეც ხომ "სააკაშვილილის ვითომდა არანორმალურობის" შედეგია ხომ არაა?

ედუარდ შევარდნაძესაც ხომ არ სჭირდა "არანორმალურობა, სიგიჟე..." რუსმა მაშინ უფრო მეტი ქართველი ამოწყვიტა და დააძევა , ათჯერ და ოცჯერ მეტიც კი , ვიდრე ამჟამად , ხოლო საქათველომ ასჯერ მეტი დახმარება მიიღი ამერიკისაგან და ევროპისაგან ამჟამად ვიდრე აფხაზეთში რუსი ძაღლის მიერ მოწყობილი სისხლიანი ეთნოწმენდის დროს! რატომ? იმიტომ რომ საქართველომ სააკაშვილის დროს აჩვენა, რომ შეიძლება იყოს სახელმწიფო და თანაც ევროპ;ისათვის, ამერიკისათვის, რეგიონალური უსაფრთხოებისათვის დადებითი როლის შემსრულებელი სახელმწიფო, ამიტომაა ამდენი დახმარება რომ მოდის მათგან, თუ არ ვარგიხარ როგორც სახელმწიფო, არც არავინ დაგეხმარება.... ასე იყო შევარდნაძის დროს, როდესაც საქართველო ბლატნოი ზონად იყო გადაქცეული და როდესაც შსს მინისტრი კანონიერ ქურდებს აეროპორტში ხვდებოდა ესკორტით, ხოლო ასლან ფაშა კი ფეოდალივით იყო ჩამჯდარი მხოლოდ ერთი პროჟექტორით განათებულ ჭუჭყიან ბათუმში.

ამერიკისა და ევროპის დაყენება რუსეთთან , იმ ქართველთმჟლეტ რუსეთტან, რომელსაც არც შევარდნაძის აკადემიური სიმშვიდის დროს, (უფრომეტი მაშინ მოკლა რუსმა) არც ალალად იმპულსური ბუნების სააკაშვილის დროს არ დაუკლია ქართველთ დევნა, ხოცვა და მათი სიწმინდეების, საფლავების კულტურული ძეგლების განადგურება, მხოლოდ ფე ეს ბე-ს მანიპულაციაა!

ქართველი არ უნდა იჯერებდეს რუსი ცინუკოსი აგრესორის ამაზრზენ ტყუილს- მე რომ გკლავ ამერიკაც გკლავსო... ორივეწ მკვლელი და გამანადგურებელი ვარ საქართველოსიო .. არ დაივიწყოთ აკადემიურად მშვიდი შევარდნაძე , რუსებს რომ ყველანაირად გაუუწვა, და შეადარეთ მაშინდელი მსხვერპლი და განადგურების მასშტაბები ამჟამინდელს, მსოფლიოს რეაქციის დავიწყებაც არ შეიძლება... დიახ ღუსების საძულველი ამერიკა ევრიოპის, რომელმაც თავად რუსეთიი გადაარჩინა კატასტროფას..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონგრესი ნატოსა და ევროკავშირს მიმართავს

18.12.09 14:38

ამერიკელი კონგრესმენები ნატოსა და ევროკავშირს მოუწოდებენ არ მიჰყიდონ რუსეთს შეიარაღების დიდი სისტემები. შესაბამისი რეზოლუცია კონგრესში უკვე წარადგინეს. ინიციატივა წარმომადგენლობითი პალატის წევრს, უხუცეს რესპუბლიკელს ეკუთვნის. ილეან როს-ლეიტინენი ამ ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი რუსეთისთვის სადესანტო ხომალდის `მისტრალის` მიყიდვას აპირებს. რეზოლუცია კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტს უკვე გადაეცა განსახილველად.

 

Good morning America,

And today we are informed about another pro-Georgian state-action from Land of his majesty from FEEDOM!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...