lasha_alo Posted December 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2009 (edited) http://www.inosmi.ru/caucasus/20091218/157068536.html ამათ იმედზე ჩემი მტერი იყოს. :hello: მოგვიწევს საკუთარ თავს დავეყრდნოთ დიპლომატიაშიც კი. Грузия заслуживает поддержки США в тех случаях, когда речь идет о ее суверенитете, восстановлении ее экономики, или противостоянии ее насильственному расчленению. Однако, г-н Саакашвили должен понимать, что у Соединенных Штатов нет никаких военных обязательств перед Грузией, особенно в вопросе о силовом возвращении под ее контроль Абхазии и Южной Осетии. Edited December 18, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2009 lasha_alo ამათ იმედზე ჩემი მტერი იყოს. მოგვიწევს საკუთარ თავს დავეყრდნოთ დიპლომატიაშიც კი.და რამე სიურპრიზი იყო?! გამოგვიყენეს და მიგვაგდეს... არავითარი პრო-ები...საქართველო უპირველეს ყოვლისა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kote-1962 Posted December 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2009 ამათ იმედზე ჩემი მტერი იყოს. მოგვიწევს საკუთარ თავს დავეყრდნოთ დიპლომატიაშიც კი.და რამე სიურპრიზი იყო?! გამოგვიყენეს და მიგვაგდეს... არავითარი პრო-ები...საქართველო უპირველეს ყოვლისა! ამას ვამბობ მეც,უკვე რამდენი ხანია....აშშ-ც და რუსეთიც არ არიან დაინტერესებული ქართული საქმის კეთებით.ორივე მათგანს საკუთარი ინტერესები აქვთ კავკასიაში და სწორედ ამ ინტერესების გასატარებლად აკეთებენ რასაც აკეთებენ + ამ ხელისუფლებასაც იყენებენ ძალიან კარგად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2009 kote-1962 ორივე მათგანს საკუთარი ინტერესები აქვთ კავკასიაში და სწორედ ამ ინტერესების გასატარებლად აკეთებენ რასაც აკეთებენმე ვერანაირად ვერ გავამტყუნებ, რომ ისინი ტავისი ინტერესებით მოქმედებენ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kote-1962 Posted December 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2009 მე ვერანაირად ვერ გავამტყუნებ, რომ ისინი ტავისი ინტერესებით მოქმედებენ...მეც არ ვამტყუნებ მათ!მე ჩვენს ხელისუფლებას ვამტყუნებ,რომელსაც საკუთარი ინტერესების სანაცვლოდ პრიორიტეტად ამ ორი ქვეყნის ინტერესები აქვს არჩეული. ყოველ შემთხვევაში,საქმით მატ საქმეს აკეთებენ....და თქმიტ რა უთქვამთ,თუ იტყვიან ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს,განსხვავებით საზოგადოების რაღაც,თუნდაც მცირე ნაწილისგან,რომელიც დღესაც კი ,,ბოლდება"ამათი ლაი-ლაით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2009 kote-1962 მივესალმები თქვენს დაბრუნებას ამ ფორუმზე. რაც შეეხება თემას, მართალია ეს ადამიანი არაა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მაგრამ ნიქსონის ცენტრის დირექტორია და გავლენიანი პერსონა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2009 არ უნდა დავიწყოთ ძია სემის გინება,მაგრამ გავითვალისწინოთ რეალობა..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2009 აგერ ეს სტატია ქართულად პოლ სანდერსი მაშინ როდესაც შეერთებული შტატები ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნისთვის ემზადება, ობამას ადმინისტრაცია თავისი წინამორბედის შეცდომას იმეორებს, როდესაც ბუშმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანა არ არის, ჯარისკაცები მიიღო. ობამას მთავრობა აშშ–ს ოპერაციის მხარდასაჭერად ავღანეთში, დამხარებას კვლავ საქართველოსგან იღებს. ბუშის ადმინისტრაციის მსგავსად, ობამას გუნდი ზედმეტად კონცენტრირებულია თავის საომარ პრიორიტეტებზე იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების შესაძლო გაუთვალისწინებელი შედეგები შეაფასოს იმ ისედაც მყიფე ურთიერთობებისთვის, რომელიც საქართველოს, რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის არსებობს. საქართველოს პრეზიდენტი სასოწარკვეთილი ესწრაფვის ნატოს წევრობის გზით შეერთებული შტატებისგან დაცვის გარანტიების მიღებას. ის ენერგიულად აქეზებდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას რიტორიკითა და ქმედებებით, 2003 წლის აგვისტოში ერაყში ჯარისკაცების გაგზავნის ჩათვლით. ბოლოს ქართველი სამხედროების რაოდენობამ იქ 2 000–ს მიაღწია, ვიდრე ამ ქვეყნის რუსეთთან ომის გამო 2008 წლის აგვისტოში კონტიგენტი სახლში არ გაიწვიეს. ის, რომ საქართველოს შეერთებულ შტატებთან ალიანსი სურს, აბსოლუტურად გასაგებია; მას ცუდი ბედი აღმოაჩნდა და რუსეთის საზღვრის გასწვრივ მდებარეობს. ე.წ. ხუთდღიან ომამდე, მოსკოვის საგარეო პოლიტიკა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო მტკიცე და აგრესიული ხდებოდა. რუსეთს მისი დასავლელი და სამხრეთელი მეზობლების უმრავლესობა მარწუხებში ჰყავს მოქცეული. ახლა მან სახრეთ ოსეთი და აფხაზეთიც დაიპყრო, რომლებსაც ყველა ცალსახად საქართველოს ტერიტორიის შემადგენელ ნაწილებად აღიარებს, და რეგიონებისგან დამოუკიდებელი პროტექტორატები შექმნა. რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმადაც შეიჭრა. აშშ–საქართველოს უფრო ახლო სამხედრო ურთიერთობისთვის პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ბატონ სააკაშვილს შეერთებული შტატები მოკავშირედ იმისთვის სჭირდება, რომ ის მის ინტერესებს და შესაძლოა საქართველოს ინტერესებსაც ამერიკის ინტერესების ხარჯზე მოემსახუროს. მეტიც, საქართველოს მხარდაჭერის მიღებით ისეთ სფეროებში, რომლებიც შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, ადმინისტრაცია შესაძლო შემხვედრი ნაბიჯების ლეგიტიმურ მოლოდინს აჩენს, არადა ამგვარი ნაბიჯების გადადგმა აშშ–ს მხრიდან ძალიან საეჭვოა. სამწუხაროდ, ადმინისტრაციის წარმომადგენლები კიდევ უფრო ამღვრვევენ წყალს, როდესაც მხარდაჭერაზე განცხადებებს აკეთებენ; აშშ–ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს ნაბიჯს ასეთი განცხადებით მიესალმა „ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“. როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე არასწორად დაასკვნა, რომ მისი პატარა ერი შეერთებული შტატებისგან იმაზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს, ვიდრე მაშინ მიიღო, როდესაც თავის არმიას სამხრეთ ოსეთში რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმა უბრძანა. ამ გაუთვლელ ნაბიჯს ტრაგიკული და დამანგრეველი კონფლიქტი მოჰყვა. შესაძლოა, ვიღაცეებმა ამტკიცონ, რომ სააკაშვილი იგივე შეცდომას (რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ამერიკის სამხედრო მხარდაჭერაზე გათვლა) აღარ გაიმეორებს. თუმცა განცხადებები, რომლებიც მან თავის გამოსვლაში გააკეთა, სადაც ის ხსნიდა თუ რატომ მიიღო 900 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება ავღანეთში, სადაც მის ქვეყანას უსაფრთხოების თვალსაზირისით არანაირი განსაკუთრებული ინტერესები არ გააჩნია გარდა მისი ურთიერთობებისა ვაშინგტონთან – საპირისპიროს ამტკიცებს. „ვიდრე ჩვენი მოკავშირეები – ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები და ევროპა – სხვა პრობლემებზე არიან გადართულები, ჩვენი მტერი სულ უფრო აქტიური ხდება. რაც უფრო მალე მოგვარდება ავღანეთის პრობლემა და დასრულდება ერაყის ომი, საქართველო მით მალე გახდება უფრო დაცული“, განაცხადა მან. რაც იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატაბისთვის ავღანეთისა და ერაყის პრობლემის მოგვარებაში დამხარებით, საქართველო ამერიკისგან მისი „მტრის“ რუსეთის წინააღმდეგ უფრო სერიოზული მხარდაჭერის მიღებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ბატონ სააკაშვილს როგორც ჩანს გამორჩა, რომ მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერი, ჯორჯ ბუშიც კი, საქართველოს ამერიკის „მოკავშირედ“ არ მოიხსენიებდა, რადგან ეს ასე არ იყო. ამას არც პრეზიდენტი ობამა აკეთებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არც ბატონი ობამა და არც ბატონი ბუში რუსეთს „მტერს“ არ უწოდებდნენ. ეს არ არის ამერიკულ და ქართულ ინტერესებს შორის ცხადი განხეთქილების დასტური და არც ავღანეთში ჯარის გაგზავნის სააკაშვილისეულ მიზანს ეწინააღმდეგება. სხვები ჩათვლიან, რომ ქართული ჯარის გაგზავნა მნიშვნელოვანია ქართული არმიის გაწრთვნისთვის, რათა მან ნატოს ჯარებთან მუშაობის უნარები კიდევ უფრო განავითაროს და გააღმავოს საქართველო–ნატოს თანამშრომლობა. ეს სახიფათოა. ისევ ბატონი სააკაშვილი: „სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ჩვენს კონტიგენტს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის თავალსაზრისით შეზღუდვები არ აქვს… ეს უნიკალური შანსია ჩვენი ჯარისკაცებისთვის რეალური სამხედრო ნათლობა მიიღონ. ჩვენ არ გვჭირდება არმია მხოლოდ აღლუმებზე დემონსტრირებისთვის“. ეს განცხადება სწორედ მაშინ კეთდება, როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს რუსეთი იმაში დაარწმუნოს, რომ ქართული არმიის მომზადების ამერიკული პროგრამები არ გაზრდის რუს ჯარისკაცებთან მის ბრძოლისუნარიანობას. აშშ–ს სასიცოცხლო ინტერესი აქვს ავღანეთში. ახლა, როდესაც ბატონმა ობამამ ავღანეთში საკუთარი სტრატეგია – ავად თუ კარგად – განსაზღვრა, შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი მოკავშირებისგან და შესაძლოა იმ პარტნიორებისგანაც, რომლებიც ჯერ მოკავშირეები არ არიან, დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებას მიაღწიოს. თუმცა, ამერიკის, ისევე როგორც ევროპის უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებშია ასევე აშშ–რუსეთის ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უამრავი ნაკლი აქვს და მოსკოვთან „გადატვირთვის“ პერსპექტივაც არამყარია. შესაბამისად, ადმინისტრაციამ საქართველოსთან ურთიერთობებში სტატუს–ქვოს ნებისმიერი ცვლილება ძალიან ფრთხილად უნდა განიხილოს. საქართველო სუვერენიტეტისა და რეკონსტრუქციის საქმეში აშშ-ს მხარდაჭერას იმსახურებს, ისევე, როგორც იმაში, რომ უნებლიე დანაწევრებას გადაურჩეს. თუმცა, სააკაშვილმა უნდა გაიგოს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ არანაირი ტიპის სამხედრო ვალდებულება არ გააჩნია და მით უფრო არანაირი ვალდებულება არ აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სამხედრო ძალით მისი კონტროლის ქვეშ დააბრუნოს. გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს ლიდერს ამერიკის ამგვარ ვალდებულებას ვერც ანდობ, რადგან ის ძალიან მონდომებული ჩანს, რომ ის როგორმე მოიპოვოს. ამ პირობებში, საქართველოს სამხედრო დახარების მიღებას ავღანეთში, უსარგებლო და სახიფათო ქაოსი თავად ამერიკულ–ქართულ ურთიერთობებში შეაქვს. ობამას ადმინისტრაცია ორჯერ უნდა დაფიქრდეს ვიდრე იმოქმედებს. პოლ სანდერსი – ნიქსონის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და National Interest–ის თანამფლობელი. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა. ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2009 kote-1962 !მე ჩვენს ხელისუფლებას ვამტყუნებ,რომელსაც საკუთარი ინტერესების სანაცვლოდ პრიორიტეტად ამ ორი ქვეყნის ინტერესები აქვს არჩეული. ყოველ შემთხვევაში,საქმით მატ საქმეს აკეთებენ....მხოლოდ ერთს დავამატებდი...პლიუს ილუზიები და არასწორი სტრატეგია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2009 ლიუს ილუზიები და არასწორი სტრატეგია!+ შეგნებული ქმედებები ხელისუფლებაში მყოფი "გაურკვეველი" ძალების მხრიდან ,რათა აღმოვჩენილიყავით ღორების ხაფანგში..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2009 lasha_alo + შეგნებული ქმედებები ხელისუფლებაში მყოფი "გაურკვეველი" ძალების მხრიდან ,რათა აღმოვჩენილიყავით ღორების ხაფანგში.....მოდი ხელისუფლებას ძალიან ნუ გავამტყუნებთ...ობიექტურად...აგვისტომდე საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ძალისმიერი გზის მომხრე იყო...ხელისუფლება კი საზოგადოების ნაწილია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2009 საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ძალისმიერი გზის მომხრე იყო ხელისუფლებაში მყოფი ძალები უწყობდნენ ხელს ისტერიულ განწყობებს. დღესაც ეს დეზინფორმატორები რეალურ სურათს "მალავენ" ოფიციალურ არხებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kote-1962 Posted December 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2009 kote-1962 მივესალმები თქვენს დაბრუნებას ამ ფორუმზე. მადლობა ყურადრებისთვის.უბრალოდ დროის სიმწირის გამო ვერ ვაღწევდი აქამდე,თორემ კატეგორიულად აქედან არც წავსულვარ,რაიმე მიზეზით.მხოლოდ ერთს დავამატებდი...პლიუს ილუზიები და არასწორი სტრატეგიადიახ,მეც ეს ვიგულისხმე,თუმცა მიმაჩნია,რომ:1) პირველი ვარიანტი ეგაა-ილუზიები და არასწორი სტრატეგია,ანუ ამათი შეცდომა ან არასწორი გათვლა,რაც სახელმწიფო დანაშაულია.2) მეორე ვარიანტი კი-განზრახ სხვის წისქვილზე წყლის დასხმა,ანუ ქვეყნის და მისი მომავლის ღალატი,რაც კიდევ მეტი დანაშაულია. ეს მეორე ვარიანტი უფრო რეალურად მიმაჩნია,თუ ამ ხელისუფლების დამოკიდებულებას გადავხედავთ საზოგადოების,მართლმადიდებლობის,დემოკრატიული ფასეულობების,განათლების და სასამართლო სისტემების მიმართ.....ასე და ასე შემდეგ..... რა აგდებულად და უპასუხისმგებლოდ მოექცნენ იმ რეალურ საფრთხეს,რომელიც მათ მიერ ნაგინები და თავსლაფდასხმული რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლობას მოჰყვა აგვისტოში, ცხინვალის მიმართულებით შეტევით ოპერაციებზე გადასვლისას.მე მაქვს ამის დაწერის უფლება,იმიტომ რომ ომის წინა და ომის პერიოდში ფორუმ .ჯი-ზე(მაშინ როცა 90% იუზერების მიესალმებოდა ცხინვალზე შეტევას) არაერთხელ დამიპოსტავს,რომ რუსეთი ამას არ შეგვარჩენდა და ძმრად ამოგვადენდა ცხვირში....არ ესმოდა ჩემი არავის,მხოლოდ რამენიმე იუზერი(მათ შორის ძუკუ,თქვენ თუ სწორად მახსოვს...?!)ვიყავით ცუდის მოლოდინში,რომელიც გამართლდა და მოხდა ის,რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო,ვინაიდან და რადგანაც რუსეთი იყო და არის სისხლზე აშენებული იმპერია,რაც მიშას და მისი დაუნ-გუნდისთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი...!!! მაშ რატომ შეუტია?! აშშ-ს იმედად?-ესე იგი მოატყუეს. რუსეთმა უთხრა,დაგითმობო? ესე იგი პოლიტიკაში არაფერი ესაქმებად,ვის უჯერებ?ვისაც დღე და ღამე აგინებ? თავად გადადგა ეს ნაბიჯი?- კურდღელი ამას ვერ იზამდა.მით უმეტეს ,რაც შემდეგ მოხდა ზემო აფხაზეთში და მთლიანად საქართველოში კაპიტულაცია და სხვა სამარცხვინო ამბები ამ აზრს კიდევ უფრო ამყარებს. ასე რომ, რუსეთი და აშშ არ წარმოადგენენ საქართველოსა და საზოგადოებისთვის მთავარ საფრთხეს...მთავარი და საშინელი საფრთხე სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაადეკვატურობის,არაკომპეტენტურობისა და გამყიდველობის გამო მოგველის და რაც უფრო მალე გავითავისებთ ამას ,მით უფრო მალე დაიწყება სასიკეთო ძვრები საქართველოში,მანამდე კი მერის და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებით მხოლოდ ვუხანგრძლივებთ ამათ ძალაუფლებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted December 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2009 newstudio მოდი ხელისუფლებას ძალიან ნუ გავამტყუნებთ...ობიექტურად...აგ���ისტომდე საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ძალისმიერი გზის მომხრე იყო...ხელისუფლება კი საზოგადოების ნაწილია!ძალისმიერი შეიძლება, მაგრამ არა იდიოტური. მაგათ ერთი სპეცოპერაციით მოინდომეს ცხინვალის დაბრუნება, 2 ზედმეტი სვლა ვერ გათვალეს.2 გზა ყოფილა სულ ხელისუფლებას რომ ჰკითხო პროვოკაციის საპასუხო, ან მამალი ომი რომელშიც აპრიორი დამარცხებული ხარ, ან საერთოდ არ უნდა გასცე პასუხი და მძევლების კარგიც - ორდენებს დავურიგებთ მერე. ვენაცვალე თითოეულ ქართველ ჯარისკაცს, ლომები არიან, მაგრამ ზევით.... აშშ კი ყველაზე მაგარი, ყველაზე გამჭრიახი და ჭკვიანი ქვეყანაა მსოფლიოში, აგინეთ ახლა დედის პროჭები.მალადეც აშშ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2009 Jonathan Livingston მაგათ ერთი სპეცოპერაციით მოინდომეს ცხინვალის დაბრუნება, 2 ზედმეტი სვლა ვერ გათვალეს.ეგ უკვე სხვა უბედურებაა ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურებში უმძიმესი სიტუაციაა...ნურმალურს არ აჩერებენ..შედეგად მივიღეთ ის, რომ მაგალითად პარლამენტში მდივნებმა კომპიუტერის ხმარება არ იცინ...ვორდის დონეზეც კი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.