ლ ი ც ი Posted December 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2009 (edited) http://i050.radikal.ru/0912/b3/dfe75c05e799.jpgთიკა კანდელაკი -"სააკაშვილთან შედარებით გოგონა ვარ ტყეში" ბოლო ხანს იმ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ ან, უბრალოდ, კონცერტების გასამართად ჩადიან, ერის მოღალატის სტატუსს ანიჭებენ. რამდენიმე დღის წინ "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორმა ლევან რამიშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ცნობილი მომღერლები ნანი ბრეგვაძე და სოსო პავლიაშვილი, აგრეთვე ტელეწამყვანი თინა კანდელაკი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, მეტიც - მის რეპუტაციასაც შეეხო. თინა კანდელაკს მოსკოვში დავუკავშირდით: - ახლახან რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა აღდგესო. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დალაგდება. საქართველო თავისი ცნობიერებიდან და კულტურიდან გამომდინარე, ყველაზე ახლოს რუსეთთან დგას. ახლახან ერთ-ერთ ქართველ ჟურნალისტს შევხვდი, რომელმაც გაოცებულმა მითხრა, მეგონა, რუს ხალხს ქართველებისადმი ცუდი დამოკიდებულება ექნებოდათ, მაგრამ მსგავსი არაფერი მიგრძნიაო. რუსები პატივს სცემენ ქართველებს, მაგრამ ამას საქართველოში რატომღაც მალავენ. ამიტომაც გათიშეს რუსული ტელეარხები საქართველოში და მხოლოდ სამ ქართულ არხს უჩვენებენ, სადაც რუსეთის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ. აქედან გამომდინარე, საქართველოში ობიექტურ დასკვნას ვერ გამოიტან, რადგან მანდ ცალმხრივობაა მოდური... ისე, საინტერესოა, ამ ხელისუფლებამ რეფერენდუმი ჩაატარა და ხალხს ჰკითხა, სურდათ თუ არა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა? სააკაშვილმა ქართველი ერის ბედი რატომ უნდა გადაწყვიტოს? ფეოდალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ თუ სააკაშვილი საქართველოს მეფეა?! მან ქართველ ხალხს არჩევანის უფლება წაართვა. შეიძლება თქვენ გსურთ მოსკოვში ჩამოსვლა და საახალწლო დღეების აქ გატარება, მაგრამ ამ ნაბიჯს ვერ გადადგამთ, რადგან ამის უფლება სააკაშვილმა წაგართვათ. და თუ მაინც ჩამოხვალთ მოსკოვში, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ერის მოღალატედ გამოგაცხადებენ. - საქართველოში თქვენც ხშირად გამხდარხართ კრიტიკის ობიექტი...- ვიცი, ვიცი... დამირეკეს და მითხრეს, რაც ჩემზე თქვა ლევან რამიშვილმა, თუმცა თვითონ ამბობს, რომ მას ჩემზე არაფერი უთქვამს, მაგრამ ჭორი ჰაერიდან არ ჩნდება. ვინც ეს ჩემზე თქვა, ის არის იდიოტი და ერის მოღალატე. იმის ნაცვლად, რომ ქართველებმა ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ და ერთმანეთის წარმატება გვიხაროდეს, ზოგიერთი ერის მოღალატე გამოდის და ილანძღება. საქართველოს ხელისუფლებამ რკინიგზიდან დაწყებული, ელექტროენერგიით დამთავრებული, ყველაფერი რუსეთს მიჰყიდა, რამიშვილისნაირები კი გამოდიან და ვინც რუსეთში რაღაცას ვაკეთებთ, ერის მოღალატეებს გვეძახიან. როგორ შეიძლება, ნანი ბრეგვაძის, ზურაბ სოტკილავას, ნინო ქათამაძის სახელი აბუჩად აიგდონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ქართველი ერისთვის არაფერი გაუკეთებიათ. ვინ არის ლევან რამიშვილი, რა გაუკეთებია?! ლევან რამიშვილს უთქვამს, თინა კანდელაკმა ყველაფერს პროსტიტუციით მიაღწიაო. როდესაც მამაკაცი ქალზე ასეთ რამეს იტყვის, ის ან ჰომოსექსუალისტია ან იმპოტენტი. თუ იმპოტენტია, რუსეთში კარგი წამლები იყიდება და გამოვუგზავნი, მაგრამ თუ არატრადიციული ორიენტაციისაა, ვერაფრით დავეხმარები. როდესაც ჩემს პირად ცხოვრებას ეხებიან, მით უმეტეს, ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ქვაბში იხარშებიან, მეცინება. სააკაშვილის პირადი ცხოვრება ისეთი ამბებითაა სავსე, რომ მასთან შედარებით "გოგონა ტყეში" ვარ. - ადრე ითქვა, თინა კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტობაზე კენჭისყრას აპირებსო... - ეს ჭორია, თუმცა იქიდან გამომდინარე, როგორი პრეზიდენტიც ჰყავს საქართველოს, აჯობებდა, ჩემნაირი ჰყოლოდა. ალბათ, ამიტომაც აგორდა ეს ჭორი. ყოველ შემთხვევაში, ომს არ დავიწყებდი და ხალხს მშვიდად ვაცხოვრებდი. და თუ მაინც დავაპირე პრეზიდენტობა, ყველაფრისთვის მზად ვიქნები, გაანალიზებული მექნება მძიმე პასუხისმგებლობა, რომ ქართველი ერი ამ მძიმე სიტუაციიდან გამოვიყვანო და ახალ-ახალი შეცდომა არ დავუშვა. პრეზიდენტმა საკუთარი ამბიციები კი არ უნდა დაიკმაყოფილოს, ხალხს უნდა მიხედოს. - როგორც ცნობილია, სააკაშვილს შეხვდით და ისაუბრეთ...- მიხეილ სააკაშვილს სულ სამჯერ შევხვდი. ორჯერ საქართველოში და ერთხელ - მოსკოვში. მან კარგად იცოდა ჩემი პოზიცია...http://www.ambebi.ge/kultura/14416-qsaakas...r-gveyofaq.html თიკა კანდელაკი -"სააკაშვილთან შედარებით გოგონა ვარ ტყეში" ლიცემერი: ეგრემც რუსეთი გიცხონდა, ძვირფასო თიკა :ena: ჩემი აზრით, რამიშვილთან დაკავშირებით ფაიზაღი ცვეტში გაარტყა, არა? პ.ს. მაგრად მეჟრუანტელება ეს ქალი-თქვენ? : Edited December 17, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2009 ლ ი ც ი ეს ვიღას დაკარგვია))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2009 ლ ი ც ი ეს ვიღას დაკარგვია))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.