Jump to content
Planeta.Ge

მე თბილისელი ვარ-შენ?


Recommended Posts

ვორონცოვით დავიწყე ვაფშემც თბილისური ლეგენდები!!

 

ჩემს პოსტებს არ კითხულობ?(

T_A_T

ცალკე თემას იმსახურებს

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 128
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ცალკე თემას იმსახურებს

მერე აგიკრძალა ვინმემ? ტუ დაგინებული გაქვს ამ განყოფილებაში თემები არ გახსნა აწი?:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოიცა და რატომ იყოფა ესე მაინცდამაინც თბილისელი და სოფლელი?

თბილისის მეტი ქალაქი არ არის საქრთველოში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
  • 1 month later...

მე არ ვარ თბილისელი....

 

ტყე-ღრეში გაზრდილი პროვინციელი ვარ!!!

 

თბილისში მოვხვდი და ხანდახან ვერ ვხვდები რა მინდა აქ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი წარმომავლობა ასეთია

 

მამაჩემი ფურცელაძელი,

დედა გრიბაედოველი,

მე დიღმის მასიველი,

 

მამაჩემის მშობლები-

პპაჩემი-რაჭიდან წამოვიდნენ მისი მშობლები და ჩასახლდენენ ბორჯომში,

მამაჩემის დედა-რაჭიდან წასულები ქუთეისში,

 

დედაჩემის მამა-სოფ. მოწამეთა (ქუთაისთან ახლოს)

დედაჩემის დედა-ავლაბარ,

 

ჩემი მშობლების თანახმად ნამდვილი თბილისი იყო მთაწმინდა და ვერა-ცენტრი რუსთაველის პროსპექტი

ოღონდ ლაღიძის მხარე,

ოპერის მხარე ითვლებოდა პლეხანოველების და იქ მთაწმინდელის გავლა ითვლებოდა გრეხად :D

რუსთაველზე სეირნობდა ვინც კი იყო იმ ეპოქის ცნობილი ხელოვანი,

კოწია, გალაკტიონი, დოდო აბაშიძე :D

მაგარი ქალაქი იყო რაა, მაყუთი არ ქონდათ მაგრამ ქონდათ სითბო და ერთმანეთის დიდიიი სიყვარული,

რომელსაც ვერანაირი მაყუთი ვერ შეედრება,

 

ფანჯერებიდან ისმოდა სიმღერა, თითქმის ყველა ოჯახში იცოდნენ სამ ხმაში სიმღერა,

თამადობა და რამე, მეც შევესწარი რა ბავშვობაში მაგათ მოლხენას, არა მგონია ეს მხოლოდ ბავშვური ემოციების ბრალი ყოფილიყო

მაგრამ ასეთი ლხენა სუფრაზე მე მერე არ მინახავს-ჩემს თAობაში,

როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ნოსტალგია იმაზე რაც პრაქტიკულად არც უნახავს :D

მაგრამ ის სითბო რაც ამ ხალხში იყოს ეხლა მათბობს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვარ , მაგრამ ჯობდა არ ვყოფილიყავი !

ნუ მასე ჯობდა ვაფშე ქართველი არ ვყოფილიყავი......:bushti:((

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 years later...
მე, რომ იტყვიან ,,კარენოი''-თბილისელი ვარ [საბურთალოელი] 1946წელს ბაბუაჩემი ომიდან, რომ დაბრუნდა მოგვცეს მიცკევიჩზე [უკანა ქუჩაზე] ნაკვეთი და მას მერე მანდ ვცხოვრობ მანამდე პლეხანოვზე უცხოვრიათ ჩემს წინაპრებს, მაგრამ სოფელი ძალიან მიყვარს თავისი ალალი სოფლელებით და არა გავირეშმაკებული სოფლელით. ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. :beat: :beat: :beat: :beat: :beat:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქალაქელად ადამიანი საერთოდ მიღებული ტრადიციით მესმე თაობაში ითვლება...ეს მსოფლიოში მიღებული ტრადიციაა. დღეს ეს ტრადიცია მაინცდამაინც არაფერს ნიშნავს და გლობალიზაციის პირობებში საერთოდ ღიმილისმომგვრელია. ისე არსებობს სხვა ტრადიციაც: მსოფლიოს ყველა ქალაქსა და სოფელში არ ეპიტნავებათ დედაქალაქელები, მაგალითად ერთ დროს ბათუმელებს, ქუთაისელებს სამტრედიელებს და ა.შ. მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდათ სიტყვა თბილისელი, რუსები ვერ იტანენ მოსკოველებს, ბერძნები ათენელებს, ფრანგები პარიზელებს... აგრეთვე კუთხურობის უბნობის და ა.შ. ეს დიდი გადმონაშთია სოციალური კლასებად დაყოფის ეპოქის შემდეგ რომელიც მეოცე საუკუნეში მეტნაკლებად იყო ყველგან....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...