Jump to content
Planeta.Ge

მე თბილისელი ვარ-შენ?


Recommended Posts

ერის გამიჯვნა-დაპირისპირება ისეთ წმინდა სოციალურ-საყოფაცხოვრებო ხასიათის სფეროშიც კი, როგორიცაა პროვინციალი და თბილისელი აშკარად გამოიკვეთა.

"მე სოფლელი ვარ" კრძალვით და მორიდებით ამბობს მავანი, "მე თბილისელი ვარ",-აშკარად სიამაყით და სოფლელზე უპირატესობის შეგრძნებით, სოფლელზე უპირატესობის "ნამიოკით" უბნობს ქალაქელი. არადა "მე სოფლელი ვარ"-ს ერთი სიკეთე მაინც ჰქონდა-მაღალი ალბათობით ამის მთქმელი ქართველი იყო, "მაგრამ მე თბილისელი ვარ", ქართველის გარდა წარმატებით შეეძლო ეთქვა ქურთსაც, აზერბაიჯანელსაც, სომეხსაც და ებრაელსაც, საერთოდ ვისაც გინდა, ვინც თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ხოდა, ჩემი აზრით, პირველად ეს სიტყვები სწორედ იმან თქვა, ვინც რაღაც მოსაზრების გამო თავის ეროვნებას მალავდა?! :ena: "მე თბილისელი ვარ"-საკაიფო ნიღაბი აღმოჩნდა ამისთვის. მერე, როგორც გვჩვევია ქართველებს, ეს "ნოვაცია" ჩვენც ავიტაცეთ, ოღონდ უკვე სულ სხვა მნიშვნელობა და შინაარსი ჩავდეთ მასში.

ჩემი აზრით, ამ "ტერმინის " დაბადება თბილისში პროვინციიდან ხალხის მოძალებამ განაპირობა და ამ მოძალებისგან თავდაცვის ინსტიქტებითაც არის ნაკარნახევი. მოკლედ, ეს პრობლემა არსებობს და ამაზე თვალის დახუჭვა არ ეგების. რას იტყვით? და კიდევ ერთი კითხვა: რას ფიქრობთ, თბილისში სოფლის მოსახლეობის მასობრივ მიგრაციის შესახებ (ჩემი აზრით, კატასტროფული მდგომარეობაა) ? რაში ხედავთ გამოსავალს?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 128
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ლ ი ც ი

ჩემი აზრით, ამ "ტერმინის " დაბადება თბილისში პროვინციიდან ხალხის მოძალებამ განაპირობა და ამ მოძალებისგან თავდაცვის ინსტიქტებითაც არის ნაკარნახევი.

არის ამაში სიმართლის მარცვალი))

 

და კიდევ ერთი კითხვა: რას ფიქრობთ, თბილისში სოფლის მოსახლეობის მასობრივ მიგრაციის შესახებ ? რაში ხედავთ გამოსავალს?

ყველა სახელმწიფო გადის ამ ეტაპს...ვერ გავექცევით...განვითარებულ ქვეყნებშI სოფლად 5-7% ცხოვრობს...

 

მე მივესალმები მასობრივ ქალაქიზაციას...თუნდაც იმიტომ რომ ქალაქი ეს პროგრესია...იმედია ვინმე ამ სიტყვებს უკუღმა არ გაიგებს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატარა ქალაქებში ხალხი უნდა დასაქმდეს,

ფული დღეს მარტო თბილისში იშოვება და სეზონურად ბათუმშიც,

ქუთაისი პრაქტიკულად მკვდარი ქალაქია, ჭიათურა და სხვა ქალაქებიც,

ამაშია ნომერ პირველი პრობლემა ხალხის დასაქმებაში,

სადაც ფულია ხალხიც იქაა,

თუმცა როდესაც ადამიანი თავის პატარა ქალაქში ცხოვრებას ეჩვევა და უყვარს

შესაძლოა იმდენი ფული არ ჰქონდეს რამდენიც სხვაგან, მაგრამ მაინც დარჩეს თავის ქალაქში,

საარსებო პირობების შექმნაა აუცილებელი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ყველა თავს ვალდებულათ ჩათვლის რომ ამ თემაში დაპოსტოს...ყველა ნაღდი თბილისელია და მა რა!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მე სოფლელი ვარ" კრძალვით და მორიდებით ამბობს მავანი, "მე თბილისელი ვარ",-აშკარად სიამაყით და სოფლელზე უპირატესობის შეგრძნებით, სოფლელზე უპირატესობის "ნამიოკით" უბნობს ქალაქელი.

 

მე თბილისელი გარეუბნელი ვარ (ეს მგონი სადღაც შუაში უნდა იყოს) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა რა გითხრა, ადამიანი ადამიანად უნდა ვარგოდეს და არა ტბილისელად ან სოფლელად. ბევრი პროვინციიდან ჩამოსული ასჯერ მირჩევნია ბევრ თბილისელს.

თუმცა იყო დრო როცა თბილისელობა რაღაცას ნიშნავდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

maliari

ყველა ნაღდი თბილისელია და მა რა!

მე არ ვარ "ნაღდი" , და რა? :)

სკოლა მე აქ არ დამიმთავრებია და მხოლოდ დაბადებული ვარ თბილისში, თუმცა ბოლო 30 წელიწადი აქ ვცხოვრობ.

 

მიგრაციისა და ურბანიზაციის პროცესი მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს - აბა ჰქონდეთ რეგიონებში სამსახური და ნორმალური პირობები, თუ წამოვა ამდენი ხალხი დედაქალქში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსთავშიც არის ინტერნეტი?

Siknadmo

ახლა "დაგაყრიან" ინდრუსტიის მშენებელი რუსთაველები :))

 

რუსთავშიც არის ინტერნეტი?

Siknadmo

ახლა "დაგაყრიან" ინდრუსტიის მშენებელი რუსთაველები :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა რა გითხრა, ადამიანი ადამიანად უნდა ვარგოდეს და არა ტბილისელად ან სოფლელად. ბევრი პროვინციიდან ჩამოსული ასჯერ მირჩევნია ბევრ თბილისელს.

ძუკუ

დასტურ, ჩემო მიშა. + პროვინციალიზმი ადამიანის აზროვნების, მისი ინტელექტუალური დონის განმსაზღვრელი ცნებაა და აქედან გამომდინარე პროვინციალი შეიძლება იყოს არა მარტო შორეულ პროვინციაში, არამედ შუა თბილისში ადამიანი, თუ ის პროვინციულად აზროვნებს...

 

ნახე დიტო, გე-დან ვიღაცამ წაიკითხა ეს თემა და უნიჭოდ გადაშუშა გეზე :)) ასეთი დამთხვევა არ არსებობს

http://forum.ge/?f=29&showtopic=34052570

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვარ,დიახაც ვარ და ვარ მერვე თაობაში. :))

 

 

არასოდეს არავიზე ზემოდან არ მიყურებია,მითუმეტეს სოფლელებზე.მიყვარან სოფლელები და სოფელში ყოფნაც მიყვარს,მაგრამ ვერ ვიტან ამბიციურ სოფლელებს,რომლებიც ჩამოდიოდნენ თბილისში და ქცევებს მასწავლიდნენ.დღევანდელ თბილისს დედა აქვს ნატირები.თვითონ მიშამაც სთქვა,რომ სოფლელები მართავენ ქვეყანასო.რაც შეეხება ეროვნებას.ჩვენთან ვერაზე იტალიურ ეზოში ბევრი ეროვნების ხალხი ცხოვრობდა,მაგრამ ყველანი ქალაქელები იყვნენ და არც არავითარი პრობლემა არასოდეს არ გვქონია ურთიერთობაში.

 

 

თბილისელობა,ეროვნობის პონტში იყო,მაგრამ დღეს ვეღარ ქაჩავს.მიყვარს ჩემი ბეზპონტა ქალაქი. :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...