ლ ი ც ი Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 (edited) ედუარდ კოკოითი ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან კონტაქტებს იმედით უყურებს 16 / 12, 2009 19:10 ცხინვალის რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი იმედოვნებს, რომ ქართული საზოგადოების წარმომადგენლების ცხინვალთან კონტაქტები ქართველ და ოს ხალხებს შორის ნდობის აღდგენას ხელს შეუწყობს. როგორც ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი იუწყება, ამის შესახებ კოკოითიმ დღეს ცხინვალში პაატა ზაქარეიშვილთან, ვახტანგ კომახიძესა და მანანა მებუკესთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ ისინი ქართული საზოგადოების პირველი წარმომადგენლები არიან, ვისაც 2008 წლის ომის შემდეგ ცხინვალში ჩასასვლელად გამბედაობა ეყო. “ვფიქრობ, ასეთი კონტაქტები ხელს შეუწყობს პირველ ეტაპზე ჩვენს ხალხებს შორის ნდობის აღდგენას. ჩვენ დღეს ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ თამაშებს. ისინი საკუთარ რეიტინგზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე ჩვენი ხალხების ურთიერთობაზე. მინდა გთხოვოთ, ეს ქართულ საზოგადოებას გადასცეთ. მოდით, გამოვნახოთ ხიდები, რომლებითაც ნდობას აღვადგენთ და რომლებიც ასე საფუძვლიანად დაანგრია სააკაშვილმა”, - განაცხადა კოკოითიმ. მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ნგრევა პრეზიდენტ სააკაშვილის “მზაკვრულმა საქციელმა” გამოიწვია. თუმცა, კოკოითი ქართულ საზოგადოებას, ინტელიგენციას და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებსაც საყვედურობს. “ჩვენ ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ცხინვალის მიმართულებით ინტენსიური სროლების დროსაც კი. მე, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, 40 წუთის განმავლობაში საპასუხო ცეცხლის გახსნის ბრძანებას არ ვიძლეოდი. ჩვენ ამ ომის თავიდან აცილებას მაქსიმალურად ვცდილობდით. სერიოზულ დათმობებზე წავედით, რათა დიალოგი წარმართულიყო”, - განაცხადა კოკოითიმ.“რესპუბლიკური პარტიის" წევრი პაატა ზაქარეიშვილი, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე და უფლებადამცველი მანანა მებუკე ცხინვალში დღეს ჩავიდნენ. ისინი ცხინვალის რეჟიმის ლიდერს ედუარდ კოკოითს, ასევე, სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ და ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის მოზარდები მოინახულეს.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: თუ მხოლოდ მოზარდების სანახავად იყვნენ ჩასულები, მაშინ არაფერი, მაგრამ თუ "მძინარე ცხინვალთან" დაკავშირებით ჭუკჭუკებდნენ, მაში ამათი ...###### პ.ს.ზაქარეიშვილი ცოტა "სკოლსკი" მასტია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი Edited December 16, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 (edited) ლ ი ც ი არც ვიცი რა დავწერო და ეს ზაქარეიშვილი,ლეიბორისტია არა? “ჩვენ ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ცხინვალის მიმართულებით ინტენსიური სროლების დროსაც კი. მე, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, 40 წუთის განმავლობაში საპასუხო ცეცხლის გახსნის ბრძანებას არ ვიძლეოდი. ჩვენ ამ ომის თავიდან აცილებას მაქსიმალურად ვცდილობდით. სერიოზულ დათმობებზე წავედით, რათა დიალოგი წარმართულიყო”, - განაცხადა კოკოითიმ. ამაზე რა კომეტარი გავაკეთო? ლაპარაკი ყოველთვის შეიძლება,მაგრამ გააჩნია ვის ელაპარაკები და რა თემაზე. Edited December 16, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 ლ ი ც ი ლიცემერი: თუ მხოლოდ მოზარდების სანახავად იყვნენ ჩასულები, მაშინ არაფერი, მაგრამ თუ "მძინარე ცხინვალთან" დაკავშირებით ჭუკჭუკებდნენ, მაში ამათი ...###### პ.ს.ზაქარეიშვილი ცოტა "სკოლსკი" მასტია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელილიც, თუ პაატასთან შეკითხვა გაქვთ ხვალ მობრძანდი შეხვედრაზე და იქ დაუსვი. შენ თუ ვერ მოხვალ ეს კითხვა რომ გაჟღერდება დარწმუნებული იყავი. ჩემი აზრით მოზარდების არა მარტო სანახავად იქნებოდნენ ჩასულები, არამედ დასასხნელად და ამისთვის კოკოითსაც უნდა შეხვდე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 ძუკუ მაღირსეთ პასუხი,რომელი პარტიის წევრია ეს კაცი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 ჩემი აზრით მოზარდების არა მარტო სანახავად იქნებოდნენ ჩასულები, არამედ დასასხნელად და ამისთვის კოკოითსაც უნდა შეხვდე.ძუკუ ბავშვების დახსნაზე თომას ჰამასბერგი ჩალიჩობს, რომელიც ხვალ ჩავა ცხინვალში მაღირსეთ პასუხი,რომელი პარტიის წევრია ეს კაცი?lasha1997 რესპუბლიკელია, ჩემო დიტო, მაგრამ მაგარი ავტონომიურია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 lasha1997 მაღირსეთ პასუხი,რომელი პარტიის წევრია ეს კარესპუბლიკელია დიტო. აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლაზე მუშაობდა და უამრავი კაცი ყავს დახსნილი ორივე მხრიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 (edited) რესპუბლიკელია, ჩემო დიტო, მაგრამ მაგარი ავტონომიურია ავტონომიური რას ნიშნავს და უსუფაშვილის გარეშე აკეთებს ყველაფერს? რესპუბლიკელია დიტო. აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლაზე მუშაობდა და უამრავი კაცი ყავს დახსნილი ორივე მხრიდან. არ მახსოვს და ეგება სურათი დადოთ ან ლიკი, სადაც შემიძლია ვნახო? Edited December 16, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 ლ ი ც ი ბავშვების დახსნაზე თომას ჰამასბერგი ჩალიჩობს, რომელიც ხვალ ჩავა ცხინვალშიეს მე მგონი ხელს არ უშლის ამას, თანაც ბავშვების გარდა სხვებიც არიან ტყვეობაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 ძუკუ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა ცხინვალის რეჟიმის ლიდერს ედუარდ კოკოითს ტირძნისელი მოზარდების შეწყალება სთხოვა. ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი იუწყება. ცხინვალში დღეს გამართულ შეხვედრაზე ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ყველა არ ეთანხმება პრეზიდენტ სააკაშვილისა და სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილის განცხადებებს. მან კოკოითის დაკავებული ქართველების მონახულების ნებართვისთვის მადლობაც გადაუხადა. “მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მათი შეწყალება გთხოვოთ, რადგან ვინმემ უნდა გადადგას პირველი კეთილი ნაბიჯი. ძალიან ვიამაყებდი, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებას გადაედგა, მაგრამ მათ მე ხშირად ვაკრიტიკებ. სააკაშვილისა და იაკობაშვილის სიტყვების გამო სხვები არ უნდა იტანჯებოდნენ. რა თქმა უნდა, ამ ბავშვებმა შესაძლოა, რამე დააშავეს, მაგრამ ისინი ბოროტმოქმედებად არ მიმაჩნია”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. იგი დარწმუნებულია, რომ კოკოითის “კეთილ ნაბიჯს ქართული საზოგადოება გაითვალისწინებს და მის მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლის”. ზაქარეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში უფლებადამცველი ორგანიზაციები უფრო გაბედულად მოითხოვენ საქართველოს ციხეებში მოთავსებული ოსი მოქალაქეების გათავისუფლებას." http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 აი კოკოითის პასუხიც ედუარდ კოკოითი არ აპირებს საქართველოს დაკავებული მოქალაქეების “შეწყალების კონსტიტუციური უფლება” გამოიყენოს16 / 12, 2009 18:51 ცხინვალის რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი არ აპირებს საქართველოს დაკავებული მოქალაქეების “შეწყალების კონსტიტუციური უფლება” გამოიყენოს. ამის შესახებ კოკოითიმ დღეს ცხინვალში პაატა ზაქარეიშვილთან, ვახტანგ კომახიძესა და მანანა მებუკესთან შეხვედრაზე განაცხადა. კოკოითის თქმით, ცხინვალის მიერ დაკავებული საქართველოს არც ერთი მოქალაქე არასრულწლოვანი არ არის. “ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინეს. შემიძლია, საქართველოს გასამართლებული მოქალაქეების შეწყალების შესახებ კონსტიტუციური უფლებით ვისარგებლო და არა ე.წ. საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ. მათ ძალიან გაართულეს ვითარება, იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან გარკვეული შეთანხმებები გვქონდა. იაკობაშვილისა და სააკაშვილის რეჟიმის სხვა წარმომადგენლების განცხადებების გამო მე უარს ვამბობ საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენებაზე”, - განაცხადა კოკოითიმ. "რესპუბლიკური პარტიის" წევრი პაატა ზაქარეიშვილი, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე და უფლებადამცველი მანანა მებუკე ცხინვალში დღეს ჩავიდნენ. ისინი ცხინვალის რეჟიმის ლიდერს ედუარდ კოკოითს, ასევე სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ და ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის მოზარდები მოინახულეს.ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში ამ დრომდე რჩებიან ტირძნისელი მოზარდები ლევან ხმიადაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური, რომლებიც ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 4 ნოემბერს დააკავეს. მათთან ერთად დაკავებული ალეკო ცაბაძე და გიორგი რომელაშვილი ცხინვალის რეჟიმმა 2 დეკემბერს, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, თომას ჰამარბერგთან ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ იმ დღესვე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ლევან ხმიადაშვილსა და ვიქტორ ბუჩუკურს 10 დღის შემდეგ გაათავისუფლებდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 “ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინეს. შემიძლია, საქართველოს გასამართლებული მოქალაქეების შეწყალების შესახებ კონსტიტუციური უფლებით ვისარგებლო და არა ე.წ. საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ. მათ ძალიან გაართულეს ვითარება, იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან გარკვეული შეთანხმებები გვქონდა. იაკობაშვილისა და სააკაშვილის რეჟიმის სხვა წარმომადგენლების განცხადებების გამო მე უარს ვამბობ საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენებაზე”, ეს ყველაფერი ბლეფია,მაგრამ რა სთქვეს ამისთანა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 ედუარდ კოკოითი არ აპირებს საქართველოს დაკავებული მოქალაქეების “შეწყალების კონსტიტუციური უფლება” გამოიყენოს კოკოითი ყველაფერთან ერთად კრეტინი რომ არ იყოს ნამდვილად უნდა გამოეყენებინა ეს შანსი და ის ბიჭები გამოეშვა.ამით ქულებსაც დაიწერდა პირველ რიგში დასავლეთთან და შეიძლება ქართველებთანაც. გამოდის მხოლოდ ჰამერბერგის იმედზე უნდა ვიყოთ. lasha1997 ეს ყველაფერი ბლეფია,მაგრამ რა სთქვეს ამისთანა? რა უნდა ეთქვათ ახალი კოკოითზე ვერ ხვდები.ყველამ ვიცით რასაც წარმოადგენს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 ლიც, თუ პაატასთან შეკითხვა გაქვთ ხვალ მობრძანდი შეხვედრაზე და იქ დაუსვიძუკუ მაქვს, ჩემო მიშა, მაგრამ ჯინაზე თათბირი დაემთხვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 ლ ი ც ი მაქვს, ჩემო მიშა, მაგრამ ჯინაზე თათბირი დაემთხვამაშინ იქნებ დამიწერო და მე დავუსვამ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 (edited) კოკოითი ყველაფერთან ერთად კრეტინი რომ არ იყოს ნამდვილად უნდა გამოეყენებინა ეს შანსი და ის ბიჭები გამოეშვა.ამით ქულებსაც დაიწერდა პირველ რიგში დასავლეთთან და შეიძლება ქართველებთანაც. გამოდის მხოლოდ ჰამერბერგის იმედზე უნდა ვიყოთ. არა ბატ.ძუკუ,კოკოითი კრეტინი რომ იყოს,აქამდე მოქესტავდნენ. ამ ნათქვამით მან გაგვაგებნა,რომ მისი ესეთი საქციელი არის მიშას ხელისუფლების ბრალი.თქვენს პარტიასაც (ზაქარეიშვილს) მიეცემა საბაბი ამის გაჟღერების ხვალ. Edited December 16, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.