lasha_alo Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 მედვედევი აცხადებს, რომ სურს სავიზო რეჟიმის გაუქმება, მაგრამ არც ამ სიტყვებს მოჰყოლია რეალური ქმედება. რა გვინდა ჯერ ცვენ განვსაზღვროთ ....გამოდის გვინდა და რუსეთი არ გვაძლევს..... სრული ტექსტი:http://rustavi2.ge/news/news_textg.php?id_...m=main&ct=0 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ რუსეთის ერთადერთი ამოცანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნგრევაა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.“რუსეთის ყველა ქმედება სწორედ ამით არის ნაკარნახევი. მედვედევმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ სააკაშვილი არის იურიდიული პასუხისმგებელი ყველა იმ დანაშაულზე, რაც მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში კი რუსეთი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხსა და ქმედებაშია დადანაშაულებული, მათ შორის დასახელებულია ეთნიკური წმენდა, რაც საერთაშორისო დანაშაულია”, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტი ითხოვს, რომ ტალიავინის დასკვნას გაგრძელება მიეცეს. პრეზიდენტისვე განმარტებით, რუსეთმა განაცხადა, რომ მზად არის გახსნას ზემო ლარსის გამშვები პუნქტი, მაგრამ თავად ბლოკავს ამ თემას. `მედვედევი აცხადებს, რომ სურს სავიზო რეჟიმის გაუქმება, მაგრამ არც ამ სიტყვებს მოჰყოლია რეალური ქმედება. ფაქტია, რომ ყველა ეს განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ქართველი ხალხის დემორალიზაცია და გატყდეს წინააღმდეგობის ნება`, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.მისივე თქმით, ალექსანდრე ებრალიძესთან დაკავშირებით პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ებრალიძე ამ ეტაპზე შემონახულია, როგორც შესაძლო დესტაბილიზაციის პირობებში მთავარი მამოძრავებელი ძალა. `მასთან ადგილს პოულობს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილიც, რომელსაც სურს ამ პროცესებში მონაწილეობა. როგორც ჩანს, მოსკოვს მხოლოდ ებრალიძის მსგავს ქართველებთან შეუძლია ადეკვატური საუბარი და არა დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან,`- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. პ.ს. ვინმემ გაიგეთ ამ ტექსტიდან რამე?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 რუსეთს უნდა დანარჩენ საქართველოსთან ურთიერთობა, თან კარგი.... ვინმეს თუ უღირს ამ ქვეყანაში რუსეთში 28 მანეთად გადაფრენა საკუთარი ტერიტორიების ხარჯზე....ახტეს, დახტეს და ისევ ახტეს მედვედევის ამ შემოთავაზებაზე.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 machkatela ვინმეს თუ უღირს ამ ქვეყანაში რუსეთში 28 მანეთად გადაფრენა საკუთარი ტერიტორიების ხარჯზე....ახტეს, დახტეს და ისევ ახტეს მედვედევის ამ შემოთავაზებაზე....ლარსს ვინმე კი არა საქართველოს ხელისუფლება ხსნის! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 machkatela ლარსს ვინმე კი არა საქართველოს ხელისუფლება ხსნის! ლარსის გახსნასა და მედვედევის ამ ე.წ. შემოთავაზებას შორის არის სხვაობა... ლარსი დასავლეთის ზეწოლით იხსნება.. და ვითვალისიწნებთ სხვა მეზობელი ქვეყნების ინტერესს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 machkatela ვითვალისიწნებთ სხვა მეზობელი ქვეყნების ინტერესსჩვენ ინტერესს როდის გავითვალისწინებთ, ხომ არ იცი? :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2009 machkatela ლარსი დასავლეთის ზეწოლით იხსნება.. და ვითვალისიწნებთ სხვა მეზობელი ქვეყნების ინტერესსდა ჩვენ ინტერესს ვითვალისწინებთ? კი ბატონო გაიხსნას, მაგრამ სანაცვლოდ რას ვღებულობთ/!? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.