Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ეჭვი მეპარება მეთქი უკვე ვეღარ ვიტყვი.

 

ვაღიარებ

 

ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროინდელი საქართველო მირჩევნია დღევანდელ საქართველოს.

 

ღმერთმანი პატრული მართლა კარგი რამაა. რამდენიც გამაჩერეს მხოლოდ სამართლიანად და სამართლიანად მივიღე ჯარიმები (სამჯერ), ერთხლელ გამაჩერეს მეგობართან ერთად მხოლოდ უმიზეზოდ და ისიც საბუთების შემოწმების შემდეგ გაგვიშვეს (ფეხები მქონდა ფანჯრიდან გამოყოფილი)

 

მაგრამ

 

წუმპეში ვართ უკვე! გაცილებით მღვრიე წუმპეში, ვიდრე ეს ედუარდის დროს იყო.

 

რასა ჰფიქრობთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროინდელი საქართველო მირჩევნია დღევანდელ საქართველოს

ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის გაგრძელბა და მეტი არაფერი, ასე რომ ორივე ერთი და იგივეა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
წუმპეში ვართ უკვე! გაცილებით მღვრიე წუმპეში, ვიდრე ეს ედუარდის დროს იყო.

უბრალოდ მისა იმის გამო ხდება დღითიდღე აუტანელი, რომ მან მართლაც დაგვანახა რომ ძალიან ბევრი კარგის გაკეთება შეიძლება, თუ ნება იქნება.

პოლტიკოსებისის ნებაზე მიშვება იგივე როგორს მგელს კრავი ჩააბარო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხოელებთან ძალიან ხშირად მიწევს ურთიერთობა და ამჯერად ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ რას ვგრძნობდი და რას ვგრძნობ მათთან ურთიერთობის დროს.

მოკლე შინაარსს თავშივე მოგახსენებთ:

 

მიშამდე - ვგრძნობდი უცხოელთა თანაგრძნობასა და წუხილს, მნიშვნელოვანწილად შეცოდებას;

ანუ "თქვენ, ასეთი უძველესი კულტურისა და ტრადიციების ქვეყანა, რა დღეში ხართ, როგორ გიჭირთ, ჰა შენ ფლომასტერები, ჰა შენ 10$, ჰა შენ ჩემი ცოლის პალტო, ჰა შენ ტოსტერი და ა.შ."

 

ეხლა - ვგრძნობ გაოცებას, გაბრაზებას და მწარე დაცინვას, "ესენი უარესის ღირსები არიან"-ს;

ანუ "ჩვენ ესენი ცოდოები გვეგონა, გვეგონა საჭმლის ფულს ვჩუქნიდით და რამდენი ფული ქონიათ?! რა მანქანებით დადიან, რა მობილურები უჭირავთ, ესენი ხო ძალიან ძვირი ღირს??? რაო, მუზეუმის ეზოში გუბერნატორი ქეიფობს და მუზეუმში ვერ შეგიშვებთო?????? რაო, მინისტრი მეუბნება შენ ოღონდ მაღაზია გახსენი და გადასახადებს არ გადაგახდევინებ, სამაგიეროდ მოგების 49% მომეციო??? რაო, ქვეყანაში ყველაზე მდიდარ ადამიანს ყველაფერი წაართვეს და სასამართლო სადა არისო? რაოოო, პან გი მუნზე და გაეროზე რეები თქვა ამათმა პრეზიდენტმა, ვაი მაგის პატრონს, რაღა ეგ და რაღა ნიღბიანი თალიბანის ტერორისტიო?! რეებს აკეთებენ, ამას როგორ ითმენენ, ესეთი ჩვენს ქვეყანაში რო მოხდეს ხო მეორე დღეს ყველა მანქანა დამწვარი იქნება და შუშები ჩამტვრეული მთელ ქალაქში, ესენი კიდე სხედან და ნარდს აგორებენ კარვებში..."

 

ჰოდა, მეც ასეთი დამოკიდებულების გამო ადრე საშინლად მრცხვენოდა, რომ ასეთი ქვეყნის შვილი ვიყავი. მრცხვენოდა და ვბრაზობდი რატომ არაფერი იცვლებოდა. ეხლა კი ვხვდები, თურმე ნამდვილი სირცხვილი ის კი არაა სამ კაცს რომ იაფიანი და გამოხეული ტანსაცმელი აცვია , არამედ

ერთს ძვირიანი როცა აცვია და დანარჩენი ორი შიშველია. სირცხვილი ის კი არაა მათხოვარივით 10 დოლარს რომ აჩუქებენ და გამოართმევს ადამიანი, რომ სახლში მიიტანოს, არამედ რომ მოატყუებ ეგ 10 დოლარი მომეცი და ხვალ 100-ს მოგიტანო, მერე ეტყვი უი, სადღაც დამეკარგა, ბარემ 10-იც მომეცი და მერე 110-ს მოგცემ ასის მაგივრადო,მერე რომ აღარ დაუბრუნებ თუ დაბრუნებას მოგთხოვს ფაფუ აღარაა ის ფული და მიჩივლე სადაც გინდა, ოღონდ თუ ძალიან იყვირებ რაც გაქვს სულ წაგართმევო.

გასაბრაზებელი ის კი არაა შენ და ჩანჩურას ყაჩაღობაზე რომ დაგიჭერენ და ხუთ-ხუთი ათას დოლარად ორ თვეში გაგათავისუფლებთ ბატონი მოსამართლე, გასაბრაზებელი ისაა შენ და ჩანჩურას ყაჩაღობაზე რომ დაგიჭერენ და შენ 15 წლიან სროკს რომ მოგარჭობენ და ჩანჩურას ბანკის დირექტორად დანიშნავენ. გასაბრაზებელი ის კი არაა ბოჩკა რო გეტყვის თვეში 10 მანეთი ქრთამი მომეცი და საიდანაც გინდა შემოიტანე და სადაც გინდა იქ გაყიდე ეგ შენი თხის კურკლი, დაჟე თუ გინდა მე გასესხებ ფულს, ოღონდ მერე მიხადე თვეში 10 მანეთიო, გასაბრაზებელი ისაა, ბოჩკა რო გეტყვის თხის კურკლი მარტო მე შემომაქ და ყველგან მე ვყიდი, შენ თუ გინდა მარტო იყიდე და ჭამეო.

 

 

ბასტა.

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის გაგრძელბა და მეტი არაფერი, ასე რომ ორივე ერთი და იგივეა!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეჭვი მეპარება მეთქი უკვე ვეღარ ვიტყვი.

 

ვაღიარებ

 

ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროინდელი საქართველო მირჩევნია დღევანდელ საქართველოს.

 

ღმერთმანი პატრული მართლა კარგი რამაა. რამდენიც გამაჩერეს მხოლოდ სამართლიანად და სამართლიანად მივიღე ჯარიმები (სამჯერ), ერთხლელ გამაჩერეს მეგობართან ერთად მხოლოდ უმიზეზოდ და ისიც საბუთების შემოწმების შემდეგ გაგვიშვეს (ფეხები მქონდა ფანჯრიდან გამოყოფილი)

 

მაგრამ

 

წუმპეში ვართ უკვე! გაცილებით მღვრიე წუმპეში, ვიდრე ეს ედუარდის დროს იყო.

 

რასა ჰფიქრობთ?

 

პათოსს კარგად ვხვდები :)

გვერდზე გავხსენი ფაქტიურად იგივე რამეზე თემა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის გაგრძელბა და მეტი არაფერი, ასე რომ ორივე ერთი და იგივეა!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

იმტერმის და ამტემის შესაფერის პასუხს აქ დაგიწერ

მე შემიძლია ვიმსჯელო ჩემს სფეროზე-არქიტექტურაში და მშენებლობაში საშინელი ნგრევა მოხდა სისტემის..და 100 პროცენტიანი დარწმუნებით შემიძლია ვტქვა-არ არსებობს ქვეყანა და არ არსებობს პოლიტიკური წყობა სადაც რაღAც დოზით რაღAც ფორმით არაა მშენებლობაში კორუფცია...მაგრამ არ არსებობს ეს მოსახლეობის უსაფრტხოების, პროფესიონალიზმის ხარჯზე ხდებოდეს...ეხლა არის სრული ვაკხანალია და ქაოსი...რაც იმ ბიჭებს დაემარტათ რომ დაიღუპნენ-ეგაა პირველი გამოძახილი ამისა...სამწუხაროდ:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდერატორებს ვთხოვ თუ შესაძლებელია ჩემი თემა და ეს თემა გააერთიანონ როგორღაც:

http://planeta.ge/index.php?showtopic=14054

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდერაციავ!

 

გააერთიანეთ ეს თემა თუ შეიძლება ან მითხარით არაო.

ვააჰ! :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მიუერთონ და ეგაა. ანალგინის თემა უფრო თემაა, ჩემი თემა დასტურივითაა.. Edited by Jonathan Livingston
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცხინვალის რეგიონსა და კოდორში საქ. იურისდიქცია იქნებოდა

და რუსეთის მიერ არ მოხდებოდა ანექსირებული ტერიტორიების ოკუპაცია,

ცხინვალში თავისუფლად ვიმოძრავებდით, იქნებოდა ერგნეთის ბაზრობა,

 

:(

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ყველა სფეროში იგივე სიტუაციაა. რომელი ჩამოვთვალო?

 

ერთადერთი საჯარო და სამოქალაქო რეესტრია შედარებით მოწესრიგებული, რითაც ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ. მარა საჯაროშიც კაი ბარდაგია ისევ და ისევ არაპროფეიონალიზმის გამო, თორემ სისტემას არაუშავს.

 

სოცსისტემა 0.

დიპლომატია 0.

პარლამენტი 0.

სასამართლო -1.

კანონმდებლობა 0.

სასჯელაღსრულებითი სისტემა უკეთესია, მაგრამ არა საუკეთესო.

თვითმართველობა 0.

განათლება -1.

ეკონომიკა 0.

პატრული ჯანდაბას 4.

ჯარი 3.

საგადასახადო კანონმდებლობა მისივე ორგანოთი 0.

 

კიდევ შემახსენეთ რამე და დავუწერ ნიშნებს. :(

 

 

 

 

 

Siknadmo

ცხინვალში თავისუფლად ვიმოძრავებდით, იქნებოდა ერგნეთის ბაზრობა,

ერგნეთის ბაზრობა არ ვიცი და ცხინვალში ნამდვილად დავდიოდი თან ჩემი მანქანით. იქაურ გაიშნიკებსაც ვყავარ გაჩერებული და 100 მანეთად გამოშვებული. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...