Anima Libera Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 http://www.gevision.tv/index.php?option=co...d=6&lang=kaარ ვიცი ვინაა და რას წარმოადგენს ეს ქალბატონი, მაგრამ საინტერესო წერილია საქართველოში არ დაგვაყენეს, არც აქ გვასვენებენ, რა გზას დავადგეთ?! საფრანგეთიდან არაერთხელ მომიწერია წერილიც და ინტერვიუც, სტატიაც და რეპორტაჟიც. მისი გამოქვეყნებისთვის მადლობელი ვართქენი გაზეთის და ასევე `რეზონანსის~. არ მინდა `ყოფილი ჟურნალისტი~ მერქვას. კი ამბობენ, არ არსებობს ეს სტატუსიო, მაგრამ ბევრი ყოფილი ჟურნალისტი ვიცი, ახლა ემიგრაციაში რომ იტანჯება, ან სხვის ბავშვს უვლის, ან მოხუცს, ან სახლს ალაგებს, ან პოლიტიკური თავშესაფრის მოლოდინშია. მე უკვე ორი წელი ხდება, რაც აქ ვარ ჩემი შვილებით და შვილიშვილით. ქალიშვილი უკვე უნივერსიტეტში სწავლობს. ვაჟი ცობილ საფეხბურთო გუნდში ყოველგვარი ქრთამის გარეშე მიიღეს. შვილიშვილი სკოლაში პროტეჟეს გარეშე შევიყვანე. ოროთახიანი ბინაც მოგვცეს. თუმცა, მაინც სხვისი ხელის შემყურეები ვართ ჯერ. ერთი სული გვაქვს, ისევ საქართველოში დავბრუნდეთ. მაგრამ ამის შესაძლებლობას ჯერ ვერ ვხედავთ. ამასობაში კი ეს ქალაქი თანდათან გაივსო ქართველებით. ადრე ვიცოდი, რომ კაცები ესპანეთში მიდიოდნენ, ქალები_საბერძნეთსა და იტალიაში. ახლა რაც ხდება საფრანგეთში, არსად მინახავს და არც გამიგია. ახალგაზრდა ოჯახები ჩვილი ბავშვებით ჩამოდიან. ღამეებს ქუჩაში ათენებენ, რომ ფრანგები დარწმუნდნენ, არსად წასავლელი არა აქვთ. მაინც ვერ დააკმაყოფილეს ჯერ დროებითი ბინებითაც და მასწავლებლების დახმარებით ფრანგებმა თავიანთ ბინებში გადაინაწილეს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ საქართველო საფრანგეთში პრიორიტეტად არის აღიარებული. რაც იმას ნიშანვს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება გვეუბნება, თქვენს ქვეყანაში დემოკრატია დამყარდა, ეკონომიკა კი ყვავისო. ისე აყვავდეს მაგის მთქმელი! აბა ამდენი ხალხი რომ გამორბის საქართველოდან, ფრანგების შესაცოდებლად და შავკანიანების მხარდასაჭერად რომ გაუხდათ საქმე, ეს კარგი ცხოვრების შედეგია?! ჩვენ საფრანგეთში სტატუსის გარეშე იმაზე მეტს გვეხმარებიან, ვიდრე საკუთარ სამშობლოში წლობით ნაშრომ-ნაჯაფ პროფესიონალებს. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა და მთავრობამ საქართველოში არ დაგვაყენა, ახლა კი მსოფლიოს ეუბნება, ჩემს ქვეყანაში ყველაფერი წინ მიდისო, უცხოელებს იმის საშუალებას აძლევს, ქუჩაში გაგვყარონ!ამას წინათ ისიც გავიგეთ, სოროსის ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს, ამჟამინდელ დეპუტატს დავით დარჩიაშვილს უთქვამს, ის ხალხი ვინც, საქართველოდან ემიგრაციაში მიდის, ქვეყნის მოღალატეები არიანო. მაშინ მე მინდა ვკითხო ბატონ დავითს: ვინც ამ ხალხს საქართველოში ცხოვრების საშუალებას არ აძლევს და აიძულებს, ფეხით ტყე-ღრეში იხეტიალოს, სიცივესა თუ სიცხეში თავი საფრთხეში ჩაიგდოს, ან უკეთეს შემთხევაში, მატარებლით უკანონოდ გადაკვეთოს უცხო ქვეყნის საძღვარი, იმათ რას დაარქმევდით, გმირებს?! რატომ არ იკვლევთ მიზეზებს?ქვეყანაში, სადაც პაატა ბურჭულაძეს, ჯემალ სეფიაშვილს, ეკა კვალიაშვილს, რობიკო სტურუას, ქეთი დოლიძეს, დიმა ჯაიანს და ბევრ სხვა პატრიოტს, პროფესიონალს და პატივცემულ ადამიანს ტალახს ესვრიან, სადაც პატრიაქს შეურაცხყოფას აყენებენ და მისი შეურაცხმყოფელი არარაობისვის დაცვის აუცილებლობას დააყენებენ, დემოკრატიაა? და მათხოვრებით რომ გაივსო ქვეყანა, ბუნკერებთან ლამის რიგი რომ დგას, ეს ეკონომიკური აყვავების მაჩვენებელია?! საიდან იგონებთ ამ რეიტინგებს? ეგებ უცხოური პრესის ფურცლებზე ისეთი რამ წაიკითხოთ, რასაც რუსთავი 2 ვერ დაამახინჯებს!ფრანგებს რა მოვთხოვოთ, უცხო ტომის ხალხს ფიანდაზებს თუ არ გვიგებს, როგორ გავაგებინოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ვინც ტყავს გვაძრობს, იმას შენს დაცვას და სამართალს ვერ მოთხოვ, რომ ჩვენი უფლებების დარღვევის, ცემის, თუ დაშინების შემთხვევაში, აზრი არა აქვს სასამართლოს, ან პოლიციას მიმართო, რადგან თევზი თავიდან ყროლდება. ევროპაში ასეთი მცნება, მოსყიდული პოლიციელი და ზეწოლის ქვეშ მყოფი მოსამართლე არც არსებობს ალბათ. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ასეთი მასიური მაინც არ არის. ფრანგების იმითაც დიდად მადლობელი ვართ, რასაც გვეხმარებიან და ავადმყოფებს უფასო მკურალობის საშუალება მაინც გვაქვს და თავშესაფარი. საქართველოში ყველაფერი თანდათან უკეთესობისკენ მიდისო, ზოგჯერ აქაც ამბობენ ქართველები, რომლებიც მიშას დაპირისპირების მოტივით თავს აცოდებენ ფრანგებს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ისინი უფრო იოლად ღებულობენ თავშესაფარს. აქაც თუ მიშას ხელი მოქმედებს აღარ ვიცი. მაგრამ ფაქტია, ვინც მართლა მის რეჟიმს და შევიწროებას გამოექცა, უმეტესად იმათ აწვალებენ, ეუბნებიან, თქენს ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ გაქვთო.ევროპაში პატრიარქის შეურაცხყოფამ არანაკლებად აგვაღელვა, ვიდრე საქართველოში მყოფი ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, თუ სხვა კომფესიის წარმომადგენელი საქართველოს ნამდვილი პატრიოტები. ხელმოწერების შეგროვება და განცხადებების გაგეთება გვქონდა გადაწყვეტილი. მაგრამ ქართველებში ხმები გაავრცელეს, პატრიარქისადმი შეურაცხმყოფელი კამპანიის წამოწყება მიზნად ისახავს ნატოში დაჩქარებული შესვლისათვის სიტუაციის შექმნასო. ზოგმა მართლაც შეიკავა თავი, საქმე არ გავაფუჭოთო. მე კი, ისევე როგორც ბევრი ქართველი, ვფიქრობ, რომ ესეც სააკაშვილის ხრიკია: ერთი ხელით პატრიაქს უპირისპირდება, მეორეთი გაუგებარ განცხადებას აკეთებს და მისი მარიონეტი თუთბერიძის ნაცვლად, ამ საქმეში მედიას ადანაშაულებს, მერე ხმებს ავრცელებს, ეს საქართველოს ნატოში შესასვლელად წაადგებაო. მოტივაცია ასეთი იყო: `სანამ ეკლესია ძლიერია, ნატოში არ მიგვიღებენო~! ნუთუ ასე ბნელი ვგონივართ ამ თვითმარქვია პრეზიდენტს, რომ დაგვავიწყდეს, რა პირობებს ითხოვენ ნატოში შესასვლელად?! ან საერთოდ, რას მოგვცემს ასეთს ნატო, რომ მანამ ნახევარი საქართველო გავწყვიტოთ და ცეცხლის ალში უნდა გავახვიოთ?!ახლა ყოველ დღე გულს გვიხეთქავს ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციები ომის განახლების საშიშროებასათან დაკავშირებით. ეს გაუთავებელი პრვოკაციები, ქართლში ადამიანების გატაცების, თუ პანკისში შეიარაღებული ადამიანების არსებობის შესახებ, ძალიან საგულისხმოდ გვეჩვენება. ხელწერა და სცენარი ხომ ისევ მეორდება. ასე იყოს აფხაზეთის ომის, პანკისის დაბომბვის და აგვისტოს შემზარავი მოვლენების წინაც. დაკვირვებული და აზრიანი ადამიანისთვის აუცილებელი არაა სამხედრო ექსპერტი იყო, თუმცა, საიდუმლო დოკუმენტაციებამდე არც მათ მიუწვდებათ ხელი, რომ მიხვდე, ეს მარტო რუსეთის ინტერესებში არ შედის.მართალია, აბობოქრებული ოპოზიციური ტალღა ჩაცხრა და ბევრს იმედები გაუცრუვდა. მაგრამ ამ აქციებმა ის მაინც ნათლად დაგვანახა, რომ სააკაშვილს საკუთარი ხალხის ბედიც და პოზიციაც, უკაცრავად, მაგრამ უნდა ვთქვა, სულ ფეხებზე ჰკიდია. მისთვის მთავარი მხოლოდ მისი კლანის გადარჩენაა და ამისათვის ახალ ომსაც წამოიწყებს. მაგრამ თავის ჰალსტუხს მარტო იმიტომ კი არ დაღეჭავს, რუსებს მადა გაეზარდათ და მეც არ მიმაყოლონო, ეს მისი ბავშვობის ჩვევაა, რომელსაც ისევე, როგორც სახელოთი, თუ საჩვენებელი თითით ცხვირის მოხოცვასაც, ვერ გადაეჩვია. დავუშვათ სააკაშვილი მართლაც არაფერ შუაშია და რუსეთი თავის ვერაგობას ვერ იშლის. კიდევ რომ შემოუტიოს საქართველოს, რომლის ნაპერწკალსაც მიშა აუცილებლად ისევ მისცემს, ვინ დაიცავს საქართველოს ჯერაც გადარჩენილ ტერიტორიას, მის გაუბედურებულ მოსახლეობას? ნუთუ ის მხედარმთავარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მასზე უფროსი და დაუცველი კაცი ჟურნალისტებს რომ შეატოვა და კუდამოძუებული გაიქცა დასამალავად?!. მთელმა მსოფლიომ ნახა მისი შეშლილი სახე, აწეწილი თმები და დამცავი ჟილეტების გროვა მის თავზე. აი ის იყო ნამდვილი სახე მიხეილ სააკაშვილისა. ეს რატომღაც არ უნახავს ხერხეულიძეს, წიკლაურს და ოჩიაურს, რომლებიც ჩვენზე ზრუნვისთვის შევიდნენ თითქოს პარლამენტში, მაგრამ მიშას დაცვის მეტს არაფერს აკეთებენ. მიწაში გადატრიალდებოდნენ ჩვენი გმირი წინაპრები და მხედართმთავრები იმ დღეს!და ვისაც ასეთი მხედარმთავარი გმირად მიაჩნია და დღესაც გაიზახის `მიშა მაგარია~ო, ჩვენ კი `ვაიქართველებს~ გვეძახის, იმ ხალხს უნდა დარჩეს ჩვენი ბედკრული სამშობლო?! ნუთუ რამდენიმე ქუჩაზე უვარგისი ასფალტის დაგება, შიგნიდან ჩამოშლილი სახლების გარედან გალამაზება, ქუჩების არანორმალურად განათება და მსგავსი, ფულის გასათეთრები პროქტები საკმარისია სააკაშვილის მომხრეთათვის. ისინიც რომ არ ითბობდნენ ხელს ამით და საკუთარ ოჯახებზე გრძნობდნენ ვითარების სიმძიმეს, ალბათ არც მათ მოეწონებოდათ ასეთი ხელისუფლება. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბევრი მისი მედროშე გამოიქცა უკვე საქართველოდან და როგორც ვხედავ, კიდევ იზრდება მათი რიცხვი. სანამ ოპოზიციაში არ გადავლენ მისი ბანაკიდან, მანამ ვერ ვგებულობთ ვის რას ჩუქნის ხელისუფლება სიმბოლურ ფასად. ახლა ბურჯანაძის სახლი მწყნეთის კულტურის სახლს უნდა გადაეცესო გავიგეტ, მაშინ რატომ გაიტანეს სამჯერ აუქციონზე? რომ გაყიდულიყო ამ ბავშვებს ხომ არ მისცემდნენ? კიდევ ვინ იცის, რომელს ჩაუგუბეს პირში წყალი, ერთლარიანი სასახლეებით, ამ წარმატებული, უკონკურენტო ბიზნესით?! ესაა დემოკრატია?ექიმმა რომ არასწორი დიაგნოზი დაუსვას ავადმყოფს ან ვერ შეაფასოს მისი კრიტიკული მდგომარეობა და ის გარდაიცვალოს, ხომ არ ვპატიებთ იმ ექიმს არაპროფესიონალიზმს?! ან მოჭადრაკემ ერთი არასწორი სვლა რომ განახორციელოს დაფაზე, პარტიას ხომ წააგებს? მაშინ რატომ ვანდობთ ქვეყნის ბედს სამხედრო საქმის უცოდინარ, ამბიციურ და გაუმაძღარ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ღუპავენ საქართველოს და გადარჩენის შანს არ უტოვებენ?!კიდევ რამდენიმე საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა ევროპაში. ერთის მხრივ, ეს ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის გააქტიურებას და ემიგრანტთა მხარდამჭერების ძებნას უკავშირდება. გავლენიან ქართველებს მის გვერდით დადგომას ისეთი ხალხი სთხოვს, რომლებიც ევროსტრუქტურებთანაც არიან დაახლოებული. მეორეს მხრივ კი, უარეს პროგნოზს ვგებულობთ. არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის ამერიკაში ვიზიტი სააკაშვილის კომპრომატების ჩატანას ისახავდა მიზნად. თურმე ამის გამომზეურებას 2010 წლიდან გიგა ბოკერია დაიწყებს. და როგორც ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა, ისიც გმირი გახდება. საბოლოოდ კი ახალ პრეზიდენტადაც ის მოგვევლინება! ამისათვის უკვე იეღოველების გააქტიურებაც შეინიშნება. ნუთუ ჭკუა ვერ ვისწავლეთ და ისევ მიშას გრიშათი შეცვლა გვინდა?! მე აქედან კი არ გმოძღვრავთ, საფრთხეს შეგახსენებთ. თუ ასე ბნელი ვგონივართ ვიღაცეებს, ვაი ჩვენს პატრონს!ხალხო გონს მოდით და ტალიავნის დასკვნის საფუძველზე იმოქმედეთ, თორემ საქართველო მალე ქართველების გარეშე დარჩება და მერე უკან დამბრუნებელსაც ვერავის ვიპოვით. ქართველმა ხალხმა უნდა გაასამართლოს იგი და არა რუსეთმა! წერილი ემიგრაციიდანრუსუდან იმედაშვილი, საფრანგეთი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 (edited) ამას წინათ ისიც გავიგეთ, სოროსის ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს, ამჟამინდელ დეპუტატს დავით დარჩიაშვილს უთქვამს, ის ხალხი ვინც, საქართველოდან ემიგრაციაში მიდის, ქვეყნის მოღალატეები არიანო ვინც მე მოღალატე დამიძთხოს იმის ყველაფერს ################## დილა საღამოს. დაუდეთ ეს თემა შნირებს იქით და ეს ჩემი კომენტარიც მიაყოლეთ დამატებით. ყველაფერს სიმართლეს სწერს ეს ქალბატონი.ამეშალა ამ დილა უთენია ნერვები ბლიად. Edited December 15, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted December 15, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 lasha1997 "იქით" ვიპოვე მეც... .ამეშალა ამ დილა უთენია ნერვები ბლიად.დაიკიდე შე კაცო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 "იქით" ვიპოვე მეც... მეც წავიკითხე და ზოგიერთს დიდი სიამოვნებით მიულეწავდი როჟებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 საქართველოს მოსახლეობის 54%-ს ქვენიდან გაქცევა უნდაო ერთერთ სოლიდურ გამოკითხვაში წავიკითხე.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 საქართველოს მოსახლეობის 54%-ს ქვენიდან გაქცევა უნდაო ერთერთ სოლიდურ გამოკითხვაში წავიკითხე.. უფულობას რამენაირად აიტან კაცი,მაგრამ თავზე დაჯმას ვერა.თუ კაცი ხარ და არა პროჭი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 (edited) მე უკვე ავღნიშნე ნუ ახდენთ შუღლის ჩამოგდებას - პატრიარქის სახელის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის და მით უმეტესს შუღლის დასათესად, ეს უსაშინლესი ცოდვაა , მაგ საფრანგეთში მყოფ ქალბატონს გადაეცით, რომ ის მძიმე ცოდვაში ვარდება, პატრიარქის "ღირსების დაცვის" საბაბით ერის შუაზე გახლეჩისა და შუღლის ჩამოგდების მცდელობის,ას. ამ "ჯერკუალ სიტყუათა შიგან შთაცუელს" ქალს მოახსენეთ, რომ დედა ეკლესიის დაცვა მხოლოდ მის უზომო სიყვარულშია, მისი სიტყვიერი შეურაცხმყოფი უკვე დასჯილია უმძიმესი ცოდვით და ჩვენ მხოლოდ უფლის სწავლებით უნდა მივუდგეთ ამნაირ ცოდვილთ(მათ შორის დედა ეკლესიის შეურაცხმყოფელს) და ვთხოვოთ ყოვლისშემძლეს, მიუტევოს მათ ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილი ცოდვანი, განა უფლის სიტყვები არ გვეუბნება "ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა ზედა. უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა ზედა მისსა. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს. თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ. არღარა გეტყჳ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ. არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოს სავსებით, რაჲთა, რაჲ-იგი სთხოოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ. ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას." უფალმა თავად უბრძნესი სიტყვით მიგვითითა გაკიცხვისა და ქვის სროლის თაობაზე - დეე ცოდვილს მხოლოდ უცოდველმა ესროლოს ქვაო.. არც თუთბერიძე და არც ეს ქალი საფრანგეთიდან არა მართალი და მე ორივეს - ეკლესიის აგრესიულ დამცველთ და თავად ეკლესიაში კგბ-ს ყოფილი აგენტების მძებნელთ,ვთხოვ , რომ დაწყნარდნენ. რეალური მხილება ერისათვის სიკეთის მომტანია მაშინ, თუ ის უფლის მცნებებზე დაყრდნობით - მონანიება-მიტევების ურთიერთჰარმონიულ ვითარებაში აღესრულება. ჩემთვის დაუჯერებელია, რა უცოდინრობა სუფევს მართლმადიდებლობის მიმართ საქართველოში - უმეცრება წარმოშობს აგრესიას როგორც ანტიკლერიკალებში, ასევე ეკლესიის ვითომდა დამცველ აგრესიულ ჯგუფებში.. რაოდენ დასანანია ის ფაქტი, რომ ერის გამაერთიანებელი უფლის მცნების არ ცოდნა იწვევს ერის გათიშვას და სატანის გზაზე საზოგადოების შედგომას. ნუთუ იმდენად სულმდაბალნი არიან ადამიანნი, რომ დედა ეკლესიის დაცვის საბაბით შეუძლიათ შუღლისა და ურთიერთსიძულვილის დათესვა ერში? მე არ მჯერა ეს, ჩემი აზრით ამგვარი აგრესიულობა მხოლოდ უცოდინრობის ნაყოფია, მწარე და საშინელი ნაყოფი ნახევარგანათლებისა. უფალო "...მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. Edited December 15, 2009 by Gagi 67 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 newstudio საქართველოს მოსახლეობის 54%-ს ქვენიდან გაქცევა უნდაო ერთერთ სოლიდურ გამოკითხვაში წავიკითხე..უნდა კი არა და დაცარიელდა რეგიონები თიანეთში ოჯახი არ არის სადმე რომ არ იყოს წასული მინიმუმ 1 წევრი, ქალები ხომ საერთოდ გადახვეწილები არიან - იქვიყავი 2 კვირის წინ და მე მკითხეთ რა ხდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted December 15, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 kisa იქვიყავი 2 კვირის წინ და მე მკითხეთ რა ხდებაშენ ხომ მაგელანი ხარ რაა იმენნა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 Jonathan Livingston შენ ხომ მაგელანი ხარ რაა იმენნა...რა ვქნა? ეგეთი სამუშაო მაქ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 საფრანგეთიდან არაერთხელ მომიწერია წერილიც და ინტერვიუც, სტატიაც და რეპორტაჟიც. მისი გამოქვეყნებისთვის მადლობელი ვართქენი გაზეთის და ასევე `რეზონანსის~. არ მინდა `ყოფილი ჟურნალისტი~ მერქვას. კი ამბობენ, არ არსებობს ეს სტატუსიო, მაგრამ ბევრი ყოფილი ჟურნალისტი ვიცი, ახლა ემიგრაციაში რომ იტანჯება, ან სხვის ბავშვს უვლის, ან მოხუცს, ან სახლს ალაგებს, ან პოლიტიკური თავშესაფრის მოლოდინშია.უკასრავად მაგრამ ასეთი ჟურნაისლტებით და ჩინოვნიკებით შორს ვერასდროს ვერ წავლთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 საქართველოს მოსახლეობის 54%-ს ქვენიდან გაქცევა უნდაო ერთერთ სოლიდურ გამოკითხვაში წავიკითხე..მასეა ყველა განვითარებად ქვეყანაში, მისი მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდა განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 მასეა ყველა განვითარებად ქვეყანაში, მისი მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდა განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება.აფრიკაზე ვნახე გადმოცემა და იქაც დასვეს შემდეგი კითხვა ვის გინდათ ევროპაშიო,ჯერ ერთმ აწია და მერე უცებ უკლებლივ ყველამ(ასე 30 კაცი იყო) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted December 15, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 Saturn მასეა ყველა განვითარებად ქვეყანაში, მისი მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდა განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება.სტატუსი "განვითარებადი" ჩვენ აღარ გვეკუთვნის, უკვე განუვითარებელზე გადავედით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 Jonathan Livingston სტატუსი "განვითარებადი" ჩვენ აღარ გვეკუთვნის, უკვე განუვითარებელზე გადავედითგანუვითარებელ ქვეყნებს ეძახიან ზუსტად განვითარებადს, რომ არ აწყენინონ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.