Jump to content
Planeta.Ge

ოჰ, ეს თბილისური ჟარგონი, სლენგი, ინტონაცია მისი!


Recommended Posts

ოჰ, ეს თბილისური ჟარგონი, სლენგი, ინტონაცია მისი! "ბგერების" ენა, ქუჩის დიალექტი! ახლაც ჩამესმის მისი: სიმონ!!! :D

 

მოკლედ, გავიხსენოთ ძველი თბილისური ჟარგონი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 121
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ძველი არ ვიცი მარა ამ რეინკარნაციის მეორე ცხოვრებაში დამემარტა მაგაზე კურიოზი:

თინეიჯერებს კოლაჟს ვაკეტებინებდი და ერტმა ჩერჩეტმა ბიჭმა სერიოზული დეკადანსის სტილში შAვთეტრი ნამუშევარი მაჩვენა..არაა შენი გაკეტებულიტქო ვეუბნები.."ცვეტში" ჩემიაო!

რა შენია, არც კი დაგიხედავს, შავტეტრია შენ კი ცვეტში გგონიათქო გავტისკე....

მას მერე ვისწავლე სიტყვა "ცვეტში"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაა შენი გაკეტებულიტქო ვეუბნები.."ცვეტში" ჩემიაო!

რა შენია, არც კი დაგიხედავს, შავტეტრია შენ კი ცვეტში გგონიათქო გავტისკე....

T_A_T

ჩაგეთვალა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ვდრუგ" ვიღაცამ დაიძახა ქასტუმი,

გაიხადა კავერკოტის კასტუმი.

გავაგორე კამათელი დაჯდა დუ-ბარა,

ჩემი ფული და ქონება სხვამ ჩაიბარა.

გავაგორე კამათელი დაჯდა დუ-შაში,

სხვისი ფული და ქონება მიდის უბეში.

"ვდრუგ" ვიღაცამ დაიძახა "ატანდა"

თავს დაგვესხა გოთვერნების კამანდა. :givi:

 

ჰეი, გამოცოცხლით:)

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ დილიხორი?

analgin

, "დილიხორიც" მაგარი დამუღამებული გვქონდა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"პროსტა"არ ვიცი რა გავიხსენო :)

იტოგში განყოფილება ამართლებს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"პროსტა"არ ვიცი რა გავიხსენო

lasha_alo

თუნდაც "თუქსუსი", არ გახსოვს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, სიმონაზე გამახსენდა, ბაბუაჩემი (მე ვერ მოვესწარი, ძალიან უფროსი იყო, 1906-ნი მგონი...) ორმოცი-ორმოცდაათიანების თბილისში კოლორიტი ყოფილა, ზემელზე რაღაც რესტორანი იყოო და იმის "ზავხოზი" თუ გამგე, რაღაც ასეთი იყო, სიმონ სხირტლაძის და უჩა ჯაფარიძის ძმაკაცი, თან კოლორიტული იერით და ჩაცმულობით გამოირჩეოდა. 190+ იყო სიმაღლეში, თავიი ქონდა ყოველთვის ნოლზე გადაპარსული, გრძელი აწკეპილი ულვაშები, ნოლზე გაპარსული სახე, ვიწრო, მოტკეცილი ტყავის ჟილეტი ეცვა და სულ ქეიფობდა და მღეროდა :)

 

ჰოდა, ტრამვაიში ჯიბგირებს ჩაუყვიათ ხელი ჯიბეში, ამას გაუგია და "ჰაიტ, რას შვრებითო?!" შეუძახებია, იმათ ბებუთი დაუნახვებიათ და წაუჩურჩულებიათ : "ხმა არ ამოიღო სიმონ, თორე..."

ამას აღარ დაუმთავრებინებია, "ვააჰ, აქაც მიცნობენ ბოშო, უყურე შენო!"...სიმონა ერქვა ცხონებულს :):

 

თურმე ანეგდოტივით დადიოდა ეს ამბავი მაშინდელ თბილისში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, სიმონაზე გამახსენდა, ბაბუაჩემი (მე ვერ მოვესწარი, ძალიან უფროსი იყო, 1906-ნი მგონი...) ორმოცი-ორმოცდაათიანების თბილისში კოლორიტი ყოფილა, ზემელზე რაღაც რესტორანი იყოო და იმის "ზავხოზი" თუ გამგე, რაღაც ასეთი იყო, სიმონ სხირტლაძის და უჩა ჯაფარიძის ძმაკაცი, თან კოლორიტული იერით და ჩაცმულობით გამოირჩეოდა. 190+ იყო სიმაღლეში, თავიი ქონდა ყოველთვის ნოლზე გადაპარსული, გრძელი აწკეპილი ულვაშები, ნოლზე გაპარსული სახე, ვიწრო, მოტკეცილი ტყავის ჟილეტი ეცვა და სულ ქეიფობდა და მღეროდა

 

ჰოდა, ტრამვაიში ჯიბგირებს ჩაუყვიათ ხელი ჯიბეში, ამას გაუგია და "ჰაიტ, რას შვრებითო?!" შეუძახებია, იმათ ბებუთი დაუნახვებიათ და წაუჩურჩულებიათ : "ხმა არ ამოიღო სიმონ, თორე..."

ამას აღარ დაუმთავრებინებია, "ვააჰ, აქაც მიცნობენ ბოშო, უყურე შენო!"...სიმონა ერქვა ცხონებულს

 

თურმე ანეგდოტივით დადიოდა ეს ამბავი მაშინდელ თბილისში.

analgin

შენ წარმოიდგინე ბაბუასგან (ისიც ვერელი იყო) მეც მსმენია ეს ამბავი :) :maladec:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...