Jump to content
Planeta.Ge

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო


Recommended Posts

არ მიმაჩნია სწორ ქცევად მინისტრის მიერ ასეთი ტიპის წერილი, მაგრამ ჩემი აზრით საზოგადოეამ უნდა გაეცნოს ამ წერილს, რომელიც e-mail-ით გაეგზავნა სათვისტომოებს.

 

ძვირფასო თანამემამულენო!

 

 

რუსეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, რომ პეტერბურგში მცხოვრები კრიმინალური წარსულის მქონე ბიზნესმენი, ვინმე ალექსანდრე ებრალიძე, რომელიც საკუთარ თავს „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს უწოდებს 2009 წლის 15 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში „საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთულ დიასპორათა წარმომადგენელთა საერთაშორისო კონფერენციის“ ჩატარებას გეგმავს. მისი თქმით, კონფერენციის მიზანია – მოამზადოს „მსოფლიოს ქართული დიასპორის საერთაშორისო ფორუმი“. მიგვაჩნია, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობა კრიმინალი ებრალიძის წახალისებაა, რათა შემდგომში მან საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის უდიდესი ნაწილი უარს ამბობს კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ქართული დიასპორა, როგორც ყოველთვის, ღირსეულ პოზიციას დაიკავებს და მონაწილეობას არ მიიღებს ებრალიძის ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი მიზნების განხორციელებაში.

მაგრამ თუ კი ვინმე ჩვენი თანამემამულეთაგან შემთხვევით მოხვდება ებრალიძის "კონფერენციაზე", ვიმედოვნებთ, რომ იგი შეძლებს ადგილზევე ამხელს ებრალიძესა და მის თანამოაზრეებს, როგორც საქართველოს მტრებს.

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს

სახელმწიფო მინისტრი

იულონ გაგოშიძე

 

პ.ს. მობრძანდით კომუნიზმში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ასე ფიქრობს ეგ კაცი და რა ქნას??

 

ან ტყუილს ფიქრობს რამეს???

 

ფიქრი ერთია და ცირკულარების დაგზავნა სათვისტომოებში მინისტრის მიერ სხვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ასე ფიქრობს ეგ კაცი და რა ქნას??

 

ან ტყუილს ფიქრობს რამეს???

მამენტ ერთი ჩვეულებრივი მოწოდებაა, ეს რომ ვინმე პარტიას გაეკეთებინა არაუშავს, მაგრამ მინისტრი რომ აკეთებს იმიტომაა მძიმე ფაქტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
დიასპორის საკითხებში საქართველოს

სახელმწიფო მინისტრი

იულონ გაგოშიძე

როგორც ვიცი პროგრესისი გზაზე არიან, ადრე ბევრად უფრო სასტიკები იყვნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაიგეთ ხალხო, ამათ მენტალობა აქვთ 60-იანი წლების კომპარტიის აქტივისტის და თქვენ კიდე ნელსონ მანდელობას სთხოვთ

 

არ გამოვა ეგრე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...