Jump to content
Planeta.Ge

ქართველ რესპუბლიკელთა სასურველი სახელმწიფო წყობის შედეგი ესპანეთში


Recommended Posts

როგორც ბატონმა ძუკუმ დაწერა ერთერთ თემაში რესპუბლიკურ პარტიას სურს ესპანეთის მსგავსი ტერიტორიული მოწყობის დამყარება საქართველოში ანუ ფაქტიურად იგულისხმევა ფედერაციული მოწყობა რასაც ბატონი ძუკუ ,,ასიმეტრიულ მოწყობას '' უწოდებს და ამბობს რომ ამ წყობამ გადაარჩინა ესპანეთი დაშლას . მოუსმინეთ დღეს ახალ ამბებს რა ხდება ესპანეთში , კერძოდ კატალონიაში ? კატალონიაში ტარდება რეფერენდუმი კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის წინადადებით , მე არ ვიცი გამოეყოფა თუ არა კატალონია ესპანეთს და იმედი მაქვს რომ ეს არ მოხდება , მაგრამ როდესაც მსგავსი პრობლემები ექმნება მაგ წყობის ,,წყალობით''ისეთ სახელმწიფოს როგორიცაა ესპანეთი რომელსაც საკმაოდ გამყარებული პოზიცია აქვს ევროპაში და ნამდვილად არ მუშაობს არც ერთი მისი მეზობელი ესპანეთის დაშლაზე და მის ნაწილ ნაწილ ოკუპაციაზე და ეხლა წარმოიდგინეთ საქართველო მსგავსი წყობით და რეგიონებისთვის მსგავსი უფლებებით , წარმოიდგინეთ ჯავახეთის სომხური მოსახლეობა და რუსეთსასომხეთის მიერ წაქეზებული სეპარატისტები მსგავსი უფლებებით ესპანეთის მსგავსი ტერიტორიული მოწყობის საქართველოს პირობებში , წარმოიდგინეთ სამაჩაბლოში ოსი სეპარატისტების პოზიციების გამყარება მსგავსი ტერიტორიული მოწყობის პირობებში , წარმოიდგინეთ ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობა და ილხამას გაზრდილი მადა მსგავსი სახელმწიფო მოწყობის პირობებში , შეადარეთ ესპანეთის და საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და სამეზობლო , შეადარეთ ესპანეთის და საქართველოს პოზიციების სიმყარე და ბერკეტების სიძლიერე მსოფლიო საჭადრაკო რუკაზე და ესპანეთს ექმნება ეგეთი პრობლემები და წარმოიდგინეთ საქართველო რა დღეში არმოჩნდება მსგავსი ტერიტორიული მოწყობის პირობებში . წარმოიდგინეთ საქართველოში მსგავსი ტერიტორიული მოწყობის დამყარება რუსეთისთვის რამხელა პასი იქნება საქართველოში სეპარატიზმის გასაღვივებლად .

აი ზუსტად ეგეტი სახელმწიფო მოწყობის დამყარება სურთ საქართველოში რესპუბლიკელებს ( და არამარტო მათ ,,ეროვნულ'' ფორუმს , ბურჯანაძე გაჩეჩილაძეს , ნოღაიდელ ებრალიძეს , გავრცელებული ინფორმაციით ნაცებსაც ) , დანარჩენი თავად განსაჯეთ ...

მერე ზოგიერთი იკითხავს რატომ არიან რესპუბლიკელები პრორუსები და კოლაბორაციონისტებიო .

P.S. ბატონო ძუკუ არავითარი პირადული შუღლი არც რესპუბლიკელებთან და არც რომელიმე ჩემს მიერ ჩამოთვლილ პოლიტიკურ ძალებთან , მხოლოდ ეროვნული ინტერესები , რის დასაცავადაც არავის და არაფერს დავერიდები ვფიცავარ რაც კი საფიცარია ჩემთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იცით რა ბატონო შამილ, კარგი იქნებოდა ცოტათი გარკვეულიყავით სახელმწიფო მოწყობის სისტემებში და მერე გამოგეცხოდ პოსტი.

1. ეს არ არის ოფიციალური რეფერენდუმი რაც ტარდება კატალონიაში. იქ მაქსიმუმი რაოდენობა რაც მიიღებს მონაწილეობას ამ რეფერენდუმში 100 000 კაცია, რაც არანაირად არ გამოხატავს მთელი კატალონიელების აზრს.

2. ესპანეთში უნიტარული მოდელი მხოლოდ ფრანკოს დროს მუშაობდა და ისიც ხიშტებზე იდგა. მოკვდა ფრანკო და ესპანეთს იუგოსლავიის ბედი ელოდა და სწორედ ამ მოდელმა გადაარჩინა დაშლას. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ იქ პრობლემები აღარ არის.

3. და მთავარი. ფედერაციული თუ ესპანური მოდელები არაა კარგი ცხოვრებისგან. სახელმწიფოები რომლებიც ამაზე მიდიან იძულებულები არიან რათა შეინარჩუნონ ქვეყნის ერთობა. იძახედ ეხლა პუპუზასავით უნიტარული უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა და იყავით. 1992 წელს აფხაზები ფედერაციასაც კი არ ითხოვდნენ, მაგრამ ძალიან შორს გააგზავნეს და რაც გამოვიდა აქედან ყველამ ვნახეთ.

4. ჩვენი დასავლელი მეგობრები ყოველთვის გვირჩევდნენ გამოგვენახა ქვეყნის მოწყობის ოპტიმალური ვარიანტები.

წარმოიდგინეთ სამაჩაბლოში ოსი სეპარატისტების პოზიციების გამყარება მსგავსი ტერიტორიული მოწყობის პირობებში , წარმოიდგინეთ ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობა და ილხამას გაზრდილი მადა მსგავსი სახელმწიფო მოწყობის პირობებში

5. ამ მოდელში არცერთ სუბიექტს არ აქვს სეცესიის ანუ გამოყოფის უფლება. რაც შეეხება აზერბაიჯანლებს და სომხებს ისინი ცალკე სუბიექტებად არ მოისაზრებიან.

წარმოიდგინეთ საქართველოში მსგავსი ტერიტორიული მოწყობის დამყარება რუსეთისთვის რამხელა პასი იქნება საქართველოში სეპარატიზმის გასაღვივებლად

6. პასი კი არა "ტოპკა"რუსეთისთვის უკვე დიდი ხანია აწეული და მის მიერ მშვენივრად გამოყენებული.

 

მერე ზოგიერთი იკითხავს რატომ არიან რესპუბლიკელები პრორუსები და კოლაბორაციონისტებიო

7. დაანებეთ თავი იარლიყების მიწებებას, ასევე წარმატებით მე შემიძლია ვაჰაბისტების აგენტად გამოგაცხადოთ და საქართველოში ისლამის გავრცელებაში დაგდოთ ბრალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

თქვენ აზრს აბსოლიტურად ვიზიარებ..

 

ომის წამოიწყეს ჩემი აზრის ამ უნიტარისტებმა და მატი წყალობით მოხდა ეთნიკური კონფლიქტების დაწყება..

 

მოლაპარაკება არ სურდათ და ამ უნიტარიზმის ყვირილმა კი ყოფა უტირა ქვეყანას....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეეჰ, ხუან-კარლოსი რო კაცი და მეფეა ბარე ორმა ქვეყანამ დაიკვეხნოს ბოლო 500 წელი მაინც იქნება...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1 . მე როგორმე ვხვდები რომ ესპანეთი როგორმე თავს გაართმევს სეპარატიზმს და არც კატალონიას დაკარგავს და არც სხვა რეგიონებს , თუმცა თუ ამერიკამ მოისურვა მისი დაშლა სერბეთივით ძალიან დიდი პრობლემები ექნებათ , თუმცა ესპანეთს ევროპაში საკმაოდ მყარი პოზიციები უკავია და ამერიკასაც საკმაოდ გაუჭირდებოდა მისი დაშლა ( და ალბათ ვერც დაშლიდა )სურვილის შემთხვევაში , რადგან მას აუცილებლად დაუდგებოდა გვერდში საფრანგეთი და ევროპის რიგი ქვეყნები , მაგრამ ჩვენ ესპანეთს და საქართველოს ერთმანეთს ვადარებთ ? ერთმანეთს ვადარებთ მათ პოზიციების სიმყარით მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ? ერთმანეთს ვადარებთ ეკონომიკით ? ერთმანეთს ვადარებთ გეოპოლიტიკური მდებარეობით ? ერთმანეთს ვადარებთ სამეზობლოთი ? რომ ამბობთ ხუან კარლოსისნაირი ლიდერი ყველა ქვეყანამ ინატროსო , ეგ რა შუაშია ? როგორმე ვხვდები რომ ესპანეთი არ დაიშლება ( იმედია და მართლა გული დამწყდება მასე რომ მოხდეს ) , მაგრამ ესპანეთს და საქართველოს ერთმანეთს ადრით ?ესპანეთსაც კი გარკვეულ პრობლემებს უქმნის ეგეთი ტერიტორიული მოწყობა და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ საქართველო მთელი თავისი სამეზობლოთი რუსეთით , სასომხეთით , აზერბაიჯანით და თურქეთით რომლებსაც სათითაოდ ყველას შესწევთ ძალა ( თურქეთს შეუძლია ქვემო ქართლში აზერების დახმარება ) საქართველოში სეპარატიზმი გააჩარონ რომ აღარაფერი ვთქვათ მათ დაჯგუფებულ ვარიანტებზე ( რუსეთ სასომხეთსა და თურქეთ აზერბაიჯანზე ) , ხვდებით მაინც მსგავსი ტერიტორიული მოწყობის შემთხვევაში რამხელა სეპარატიზმის გამოწვევა შეუძლიათ ამ ქვეყნებს ( განსაკუთრებით რუსეთ სასომხეთის დუეტს ) ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ?

2 . მაგ მოდელში აქვთ თუ არა ამა თუ იმ სუბიექტს გამოყოფის უფლებაო რომ წერთ მასე არც კატალონიელებს არ აქვთ ესპანეთიდან გამოყოფის უფლება და მაინც უკვე რეფერენდუმს ატარებენ გამოყოფის მოთხოვნით , მერე რა რომ არაოფიციალური რეფერენდუმია , ესპანეთს შესწევს იმის ძალა რომ დაბლოკოს და შეაჩეროს მათი სეპარატიზმი , ჩვენ შეგვწევს ? ესპანეთის პოზიციას გაითვალისწინებს მსოფლიო კანონი და მდაბიურად რომ ვთქვათ ესპანეთისთვის ( მისი სიძლიერის გათვალისწინებით ) მსოფლიო კანონი კანონობს , ჩვენთვის კანონობს ? ესპანეთს ძლიერი და კეთილგანწყობილი მეზობელი ყავს საფრანგეთის სახით , ჩვენ გვყავს ? ესპანეთში მიმდინარე სეპარატიზმს გარედან არავინ უჭერს მხარს ( ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად , მსოფლიო დონეზე რუსეთივით ) , ჩვენთანაც ეგრე იქნება ? მართლა ვერ ხვდებით განსხვავებას ?

3 . რუსებს რომ ,,ჩვენებმა'' კარგი პასი მისცეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ბაზების ,,რუსი სამშვიდობოების'' განლაგებით და ესენგეში შესვლით და მათაც ეს პასი მშვენივრად გამოიყენეს და აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიტვისებით დუბლი რომ შეასრულეს ( იმედია დროებით ) ეგ ვიცი , მაგრამ ეხლა მაგ ტერიტორიული მოწყობით ახალი პასი რომ მიუვა ( თუ დამყარდა ეგეთი ტერიტორიული მოწყობა ) იმ პასს რატომ გგონიათ რომ არ ან ვერ გამოიყენებს და ჰეთთრიკს არ შეასრულებს სამცხე ჯავახეთის მითვისებით და ბოლოს პოკერის შესასრულებლად რატომ გგონიათ რომ ქვემო ქართლს არ გამოიყენებს ? ეხლა არ თქვათ მაგ ტერიტორიული მოწყობისას კონსტიტუციური უფლება არ აქვთ გამოყოფისო რეგიონებსო , ესპანეთში აქვთ ? რატომ ტარდება გამოყოფის თემატიკით რეფერენდუმი ? არაოფიციალური რეფერენდუმია და არავინ აღიარებს ? ეგ იმიტომ რომ ესპანეთია ევროპაში ძლიერი პოზიციის მქონე და ძლიერი და კეთილგანწყობილი სამეზობლო ყავს და მაინც პრობლემები ექმნება და მერე კიდევ ესპანეთს და საქართველოს ერთმანეთს ადარებთ გეოპოლიტიკური მდებარეობით და პოზიციების სიმყარით ? დავიწყოთ თავიდან ახსნა რატომ აქვთ საქართველოში მეტი შანსები და მეტი ბერკეტები სეპარატისტებს ? მაგ ტერიტორიული მოწყობით ფაქტიურად რუსეთს საქართველოს საკონტროლო პაკეტს ვაძლევთ ( მამენტ ამერიკასაც ) და ჩათვალეთ რომ მასეთი ტერიტორიული მოწყობის შემთხვევაში საქართველო იქნება ზესახელმწიფოთაგან მუდმივი ტერორის ქვეშ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში დაშლის მუქარით .

აი ამ ტერიტორიულ მოწყობას ემხრობიან ალასანიას ალიანსი და რესპუბლიკელები , ,,ეროვნული'' ფორუმი , ბურჯანაძე გაჩეჩილაძე ნოღაიდელ ებრალიძე , და რაც ყველაზე სახიფათოა გავრცელებული ინფორმაციით სააკაშვილიც . დანარჩენი თქვენ განსაჯეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

რომ ამბობთ ხუან კარლოსისნაირი ლიდერი ყველა ქვეყანამ ინატროსო , ეგ რა შუაშია ?

 

ეს თუ არ გესმით ბატონო შამილ, ძნელია თქვენთან საუბარი.

გასაგებია რომ სეპარატიზმის გაღვივებაში ცუდმა მეზობელმა რა როლი შეიძლება ითამაშოს, მაგრამ მარტო მეზობელში არ არის საქმე. იმათაც ბევრი მოეთხოვებათ ვისაც ქვეყნის ბედი აბარია.

ასევე ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ ძალებს. ერთი მითხარით თქვენი თანამოაზრენი რას გვთავაზობთ. თუმცა მე მგონი ერთხელ განაცხადეთ რომ როცა რუსები არ იქნებიან მათ ჩვენ მოვუვლითო. ეს რასაც ნიშნავს მე კარგად ვიცი. თქვენ არ გეგონოთ რომ მე ამ შემთხვევაში კაცმოყვარული პრინციპებიდან გამოვდივარ. არა უბრალოდ ძალიან კარგად ვიცი აქედან რა გამოვა. არავინ არ მოგვცემს ჩვენ ამის გაკეთების საშუალებას.ვისაც ძალა აქვს სამართალი მის მხარეზეა, ასეა ეს სამყარო მოწყობილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამშობლოსთვის ბრძოლა , ერის გენეტიკის სიწმინდისთვის ბრძოლა ყოველტვის ვერ იქნება ჰუმანური .

'' როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება , თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისაგან სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო , ლმობიერია თუ სასტიკი , საქებია თუ საძრახისი ; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება , რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას ''

ეს კარდუს ნაციონალისტური ორდენის ერთერთი წევრის ძმა მოლენის საყვარელი სიტყვებია და მე მთელი სულითა და გულით ვიზიარებ ამას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

'' როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება , თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისაგან სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო , ლმობიერია თუ სასტიკი , საქებია თუ საძრახისი ; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება , რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას ''

შუა საუკუნეებისთვის იდეალური მოწოდებაა, მაგრამ დღევანდელობისთვის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

სამშობლოსთვის ბრძოლა , ერის გენეტიკის სიწმინდისთვის ბრძოლა ყოველტვის ვერ იქნება ჰუმანური

 

ეს რა შუაშია?

მე სწორედ ეს დავწერე, რომ აქ ჰუმანურობასთან კი არაა პრობლემა. არამედ შედეგის მიღწევასთან, რაც თქვენს თანამოაზრეებს ძალიან ბუნდოვნად აქვთ წარმოდგენილი, თუ როგორ შეიძლება.

პატრიოტიზმი ძალიან კარგია, ხოლო ურაპატრიოტიზმი კი დამღუპველი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეალურ განხორციელებასაც ძალიან მალე გაჩვენებთ და ვინმეს არ მოეჩვენოს რომ ამას მუქარის ტონით ვამბობ . პირიქით ძალიან მალე გაჩვენებთ იმას რაც თქვენც გინდათ , მაგრამ შეუძლებლად მიგაჩნიათ .

ისე ესპანეთზეა თემა და ერთი ფრანკოსნაირი ეროვნული , ანტირუსულად განწყობილი , ჰიპერმილიტარისტული საქართველოს შექმნის იდეით შეპყრობილი ეროვნული დიქტატორი ნამდვილად არ გვაწყენდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ერთი ფრანკოსნაირი ეროვნული , ანტირუსულად განწყობილი , ჰიპერმილიტარისტული საქართველოს შექმნის იდეით შეპყრობილი ეროვნული დიქტატორი ნამდვილად არ გვაწყენდა

ჰიპერმილიტარისტური რაა, როგორც ისრაელში ქალებიც უნდა გავიწვიოთ ჯარში, ან მამაკაცები 14 წლიდან 60 წალამდე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა , ქალების ადგილი ჯარში არაა . ჰიპერმილიტარისტული ნიშნავს რომ სახელმწიფომ პოლიტიკა უნდა მიმართოს ძირითადად ულტრათანამედროვე იარაღით შეიარაღებისკენ და ბოლო ბოლო ბირთვული იარაღის შექმნისკენ . ქვეყნის იდეოლოგია უნდა იყოს საბრძოლო , მილიტარისტული და სახელმწიფო პოლიტიკა აგრესიული პოტენციური მტრისადმი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იარაღით შეიარაღებისკენ და ბოლო ბოლო ბირთვული იარაღის შექმნისკენ . ქვეყნის იდეოლოგია უნდა იყოს საბრძოლო , მილიტარისტული და სახელმწიფო პოლიტიკა აგრესიული პოტენციური მტრისადმი

90-იანი წლების აზროვნებაა. ამ აზროვნებამ კი ჩიხში მიგვიყვანა..

 

თუ გარემო-პირობებთან ადაპტაციას ვერ შევძლებთ და რაღაც 19-ე საუკუნის მილიტარიზმისკენ ავიღებთ გეზს, უბრალოდ გადაშენდება ან ძალიანმ მაგრა დაერხევა საქართველოს და ქართველებს.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ჰიპერმილიტარისტული ნიშნავს რომ სახელმწიფომ პოლიტიკა უნდა მიმართოს ძირითადად ულტრათანამედროვე იარაღით შეიარაღებისკენ და ბოლო ბოლო ბირთვული იარაღის შექმნისკენ .

საქართველოს პოტენციალის მქონე ქვეყნისგან ბირთვული იარაღის შექმნა როგორ წარმოგიდგენიათ (მე ფიზიკოსი ვარ და მეტ ნაკლებად მესმის ეს საკითხი). დავუშვათ შევქმენით, მერე რა შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, სოხუმს ჯერ ბომბი ვხიოთ და მერე შევიდეთ, თუ პირდაპირ კრემლს.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...