Jump to content
Planeta.Ge

არის ყველაფერში მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე?


Recommended Posts

ვეფხვი

ვახ შენ გენაცვალე... გამოდის რომ მასეთ ადამიანებს პოლიტიკაში მოსვლის და ხელმძღვანელობის ამბიცია არ ჰქონიათ და ჩევნ უნდა ვსთხოვოთ და აღვუძრათ მათ ეს ამბიცია? კაცს რომელსაც ბრძოლის ინტერესი და სურვილი არა აქვს როგორღა უნდა უხელმძღვანელოს ხალხს???

ამბიცია ამბიციად და რათქმაუნდა ამ რჩეული უმცირესობის წარმომადგენელს ესმის და ბოლო ბოლო ხედავს რომ ცუდათ ჟღერს მაგრამ ასე ვთქვათ ცოტა უფრო პრადვინუტია ვიდრე უმრავლესობა და ამაში ბავშვობიდან მოყოლებული რწმუნდება და რწმუნდება, მაგრამ ვიღაც მოხალისეების თავებზე ხომ არ გადაივლის ბუნებრივად კუთვნილი ადგილი რომ დაიკავოს? საზოგადოება კი არ აფასებს არც მის პოტენციალს და არც მას. აი რა უნდა ქნას ამ დროს ამ რჩეულმა უმცირესობამ? თან ნუ დაგავიწყდება რომ ეს რჩეული უმცირესობა საქართვეოს რეალობაში ფინანსურად სუსტია და პრაქტიკულად არანაირ ბერკეტს არ ფლობს გარდა საკუთარი თავისა რომ წარმატებას მიაღწიოს.

 

ამბიცია კიდევ ყველა ადამიანს აქვს მაგრამ თუ ხედავ რომ არ დგას შენს უკან არც 50 000, არც 30 000 და არც 1000 ჯარისკაცი ბრძოლას ვერ დაიწყებ... ხოდა ამბიციებსაც თოკავ მოკლედ.. ან თავზეხელაღებული მასტივით იქცევი და ბრძოლას იწყებ, მაგრამ მარცხდები. ეგრე დამემართა მე ბატონო როცა რეჟიმთან დაპირისპირება მოვინდომე და კი ავღმოჩნდი აგერ ახლობლის დაჩაზე მოსკოვის ოლქში, არადა მე ვინ ჩემი ფეხები ვარ ბოლო ბოლო ან ის საინფორმაციო სააგენტო რა ძალა იყო ბრძოლის დაწყება რომ შესაძლებლად ჩავთვალე მაგრამ ... თავზეხელაღებულმა მოქმედებებმა ასეთი რამე იცის ხოლმე. შენ კიდევ უამბციო ხალხიო ტო. სადაც მე მაქვს ამბიციები იქ იმ რჩეული უმცირესობის წარმომადგენლებსაც ექნებათ ეს ამბიცია, მაგრამ არ არის საჭირო ყველას ჩემსავით ქონდეს შიშის გრძნობა ატროფირებული, ეგ საერთოდ არ არის საჭირო.. ექნებათ შანსი? იმოქმედებენ მაგრამ როგორც ჩანს ეს შანსი არ აქვთ ..

ეს მართალია და ეგრეც უნდა იყოს მაგრამ კომუნისტები გამსახურდიას თავის დროზე რატომრაც საერთოდ არ აჭაჭანებდნენ ტელევიზორში მაგრამ კი გახდა პრეზიდენტი!

კომუნისტების დრო სხვა იყო ეხლა სხვა დროა.. პროპაგანდისა და მხარდამჭერების მოპოვების ალტერნატიული გზებიც არსებობს რათქმაუნდა და ტელევიზიების შესაძლებლობების იგნორირება არა მაგრამ ნეიტრალიზება ნამდვილად შეიძლება, თუ ამ ალტერნატიული რესურსების მაქსიმალურად მობილიზებას შეძლებ. ეგ არის რომ ამას ისევ და ისევ ფინანსებთან მივყავართ.

არ არის მაგი მასე... არც მანქანის გამო და არც ფინანსების გამო არ მიყვება გამწარებული ხალხი ლიდერს... ხალხი ლიდერს მიჰყვება კონკრეტული კონკრეტული იდეის და მიზნის გამო, დავალებით, კონკრეტული საქმის ბოლომდე შესასრულკებლად... მიჰყვება პრობლემის ბოლომდე მოსაგვარებლად რომელიც ამ ხალხს აწუხებს!

ხო ხვდები რაც ვიგულისხმე არა : ))) ხალხი დღემდე პალაჟენიების მიხედვით აფასებს ერთმანეთს და იმ შენს ფინასურ და მატერიალურ მდგომარეობასაც იმიტომ ეძლევა განსაკუთრებული დატვირთვა ..

 

იმას ნაღდად არ ვამბობ რომ გინდა თუ არა მაიბახით ან ბენტლით უნდა დადიოდე წონად ფიგურად რომ მიგიჩნიონ თქვა, თუმცა თუ ფინანსები არ გაქვს ვერანაირ პოლიტიკურ ამბიციებს ვერ იქონიებ, განსაკუთრებით დღევანდელ საქართველოში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 73
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ვეფხვი

ფაქტი მომყავს... 26 მაისს, სტადიონზე ხალხის მასა იყო გამოსული 70 000 კაცი! ამ მასას სჭირდებოდა მარტო სწორი მიმართულების მიცემა და მათი მოქმედებების გეგმაზომიერი მართვა რაც ლიდერებმა ვერ გააკეთეს... თორემ ეს მასა, დამიჯერე რომ ყველაფერზე წამსვლელი იყო და ყველგან გაყვებოდა თავის ლიდერს! ასე რომ აქ ხალხის ბრალეულობა ნაკლებია!

ნოემბრის აქციებიდან დაწყებული და მომდევნო ყველა აქცია მაქსიმალურად შუქდებოდა ვითომ ოპო მედიის მიერ რომ მაქსიმალური ადამიანი ყოფილიყო ინფორმირებული და მისულიყო ამ აქციაზე ..

 

პიარის გარეშე 200 ადამიანის გამოყვანა გაგიჭირდება ტქვა გეუბნევი და თუ არ გჯერა ცადეე ბატონო : )))

იმ აქციებში მონაწილე ხალხს არაფერში ვადანაშაულებ, მეც იქ ვიყავი ათასობით სხვასთან ერთად მაგრამ მოდი რა სიმართლე ვტქვათ ... იმთავითვე ხალხის დასაბოლებლად გაკეთდა ეგ ყველაფერი და არანაირი საქმის გამკეთებელი გრეჩიხა და ყველა სხვა დანარჩენი არც ნოემბერში და არც მაისში არ იყო.

 

გრეჩიხაც მაგ პოლიტიკური სისტემის ნაწილია და როგორც უნდათ ისე იყენებენ მოკლედ.

 

რამდენად მყარია და სანდოა ეს ხალხი???

რჩეული უმცირესობა იდეინი ხალხია, რადგან ასეა მოწყობილი სამყარო და იდეინები რომ იდეის განხორციელებას ბოლომდე მიყვებიან ეს სადაო არ არის.. ასე რომ მაგათზე სანდო ხალხი ალბათ არ არსებობს. მოკლედ რჩეული უმცირესობაა რა და მოცემულ საზოგადოებაში საუკეთესო ადამიანები არიან, საუკეთესო ყველა გაგებით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სადღაც მიჰქრის თეთრი რაში,

სადღაც მღერის თეთრი გედი -

ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ.

აენთება ღვინო ჯამში

აფეთქდება ჩემი ლექსი და

შენ დაგენთება კარგო კელაპტრად.

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

მაგრამ ვიღაც მოხალისეების თავებზე ხომ არ გადაივლის ბუნებრივად კუთვნილი ადგილი რომ დაიკავოს? საზოგადოება კი არ აფასებს არც მის პოტენციალს და არც მას.

 

აბა ჩემო კარგო ხალხი კალიდორს კი არ გაუხსნის და ისე კი არ გამოატარებს მაგ ლიდერს... ხალხის მასეთი რჩეული ვგონებ მარტო ერთია სქართველოში - ილია მეორე!

 

რა უნდა ქნას ამ დროს ამ რჩეულმა უმცირესობამ? თან ნუ დაგავიწყდება რომ ეს რჩეული უმცირესობა საქართვეოს რეალობაში ფინანსურად სუსტია და პრაქტიკულად არანაირ ბერკეტს არ ფლობს გარდა საკუთარი თავისა რომ წარმატებას მიაღწიოს.

საკუთარი თავიც საკმარისია და ხალხს ზუსტადაც რომ მარტო ეგ ,,საკუთარი თავი'' სჭირდება ვიდრე დიდი ფინანსები... 26 მაისს, რადიკალური ნაბიჯების გადადგმას და რეალური შედეგების მიღწევას დიდი ფინანსები არ სჭირდებოდა, საჭირო იყო მხოლოდ ხალხის ინიციატივის გამოყენება და ლიდერების მხრიდან რეალური და გადამჭრელი ინიციატივის გამოვლენა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამბიცია კიდევ ყველა ადამიანს აქვს მაგრამ თუ ხედავ რომ არ დგას შენს უკან არც 50 000, არც 30 000 და არც 1000 ჯარისკაცი ბრძოლას ვერ დაიწყებ...

 

ამ ელიტას თავი არაფრით გამოუვლენია თორემ მის უკან 1000 კაცი კი არა 70 000 კაცი დადგებოდა როგორც ეს 26 მაისს მოხდა... მაგრამ როგორც ვხედავ არ არის ეგ ხალხი ,,პრაბივნოი''... უამბიციო ადამიანი კიდევ ჩათვალე რომ პესიმისტი ადამიანია რომელიც ნამდვილი ბრძოლიდან ძალიან შორსაა... ეს ცხოვრება ჯუნგლებია და ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი მოქმედებს იცი შენ ეს!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

ვახ კაცო უძIლობა ხომ არ გჭირს? :holmes:

 

აბა ჩემო კარგო ხალხი კალიდორს კი არ გაუხსნის და ისე კი არ გამოატარებს მაგ ლიდერს... ხალხის მასეთი რჩეული ვგონებ მარტო ერთია სქართველოში - ილია მეორე!

სულ სხვა რამე ვიგულისხმე ადამიანო. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს საუკეთესოების დაფასება და მათთვის გზის დათმობა. ილია მეორე პოლიტიკურ საკითხებს ვერ გადაწყვიტავს ..

საკუთარი თავიც საკმარისია და ხალხს ზუსტადაც რომ მარტო ეგ ,,საკუთარი თავი'' სჭირდება ვიდრე დიდი ფინანსები... 26 მაისს, რადიკალური ნაბიჯების გადადგმას და რეალური შედეგების მიღწევას დიდი ფინანსები არ სჭირდებოდა, საჭირო იყო მხოლოდ ხალხის ინიციატივის გამოყენება და ლიდერების მხრიდან რეალური და გადამჭრელი ინიციატივის გამოვლენა!

არ არის მხოლოდ საკუთარი პოტენციალი საკმარისი, რადგან ვიმეორებ ისესო ქრისტე რომ მოევლინოს დღეს საქართველოს და ექსპერიმენტის სახით რეალურად სახელმწფიროებრივი პოლიტიკის კეთება და კრიმინალური პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი ცადოს, თუ ძლიერი ფინანსური ზურგი არ ექნება არაფერი არ გამოუვა. ფინანსების გარეშე 1000 მომხრესაც ვერ მოიზიდავს მოკლედ..

 

მოგვწონს თუ არა ასეთია სამყარო დღეს http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ამ ელიტას თავი არაფრით გამოუვლენია თორემ მის უკან 1000 კაცი კი არა 70 000 კაცი დადგებოდა როგორც ეს 26 მაისს მოხდა... მაგრამ როგორც ვხედავ არ არის ეგ ხალხი ,,პრაბივნოი'... უამბიციო ადამიანი კიდევ ჩათვალე რომ პესიმისტი ადამიანია რომელიც ნამდვილი ბრძოლიდან ძალიან შორსაა... ეს ცხოვრება ჯუნგლებია და ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი მოქმედებს იცი შენ ეს!

რჩეული უმცირესობა რჩეულუ უმცირესობაა და რჩეულია ყველაფრით და ყველაფერში. პრაბივნოიც არის და საქმე საქმეზე რომ მიდგეს ომის მომგებიც, მაგრამ გასაქანი არ აქვს ამ ხალხს და ვერაფერს ვერ გახდებიან. "გასაქანის" - ტრამპლინის შექმნას კი ისეთი მაყუთი ჭირდება, როგორსაც არავინ საქართველოს კეთილდღეობის ამბებში არ დადებს. მცირე ფინანსებით ბრძოლა კი უშედეგო იქნება და გაუმართლებელი რისკი, რადგან და ძლიერი ზურგის, მათ შორის ფინანსურად ძლიერი ზურგის გარეშე ბრძოლის დაწყება, ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება ფატალური შედეგებით დასრულდეს. გინდა რჩეული უმცირესობა იყოს და გინდა სულაც ანგელოზი.

 

ასეა მაი ჰამბავი და ნუ დაიჯერებ თუ გინდოდეს :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

წრეზე დავბივართ ეხლა მე და შენ... :givi:

 

 

საზოგადოებამ უნდა ისწავლოს საუკეთესოების დაფასება

 

საზოგადოებას სასწავლი არაფერი აქვს... ხალხი, საზოგადოება თავის გასაკეთებელს ყოველთვის აკეთებს, გამოჩნდეს რეალური ლიდერი და ხალხიც გაყვება მას... 26 მაისს იმ ლიდერების მაგივრად ის შენი ,,პრადვინუტი'' უმცირესობაც რომ მდგარიყო იმასაც გაყვებოდა ის 70 000 კაცი... მაგრამ სამწუხაროდ მაგ პრადვინუტებმა თავი ვერ გამოიჩინეს და ხალხი კიდევ მაგათ სახლში ვერ მიაკითხავს წამოდი გვიხელმძღვანელეო...

 

ისესო ქრისტე რომ მოევლინოს დღეს საქართველოს და ექსპერიმენტის სახით რეალურად სახელმწფიროებრივი პოლიტიკის კეთება და კრიმინალური პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი ცადოს, თუ ძლიერი ფინანსური ზურგი არ ექნება არაფერი არ გამოუვა. ფინანსების გარეშე 1000 მომხრესაც ვერ მოიზიდავს მოკლედ..

 

ტყუილია მაგი და ისტორია და ხალხი დაამტკიცებს მაგას, აგერ ნახავ!

26 მაისს უკვე არსებობდა რეალური 70 000 კაცი, იქ იმ მომენტში რადიკალური ნაბიჯების გადადგმას და რეალური შედეგების მიღწევას დიდი ფინანსები არ სჭირდებოდა, საჭირო იყო მხოლოდ ხალხის ნების გამოყენება და ლიდერების მხრიდან რეალური და გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმა!!!

post-4481-1273063540.jpg

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

მართლა წრეზე დავდივართ ,..

 

შენ არ გინდა დაინახო, რომ გინდა მაგ 26 მაისს, როცა სტადიონზე შეიკრიბა ხლახი, გინდა იმ 26 მაისს როცა იპოდრომზე შეიკრიბა ხალხი და გინდაც იმავე ნოემბრის დღეებში, საზოგადოება გარეთ გამოვიდა და გაყვა იმ ხალხს, რომელიც სპეციალურად "შეტენა" საზოგადოებას ოპოზიციურ ლიდერებად იმ ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკურმა სისტემამ, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პირობებში ჩამოყალიბდა და რომელიც მოქმედებს დღემდე. ანუ ფსევდო ოპოზიციონერ ლიდერებს რომ ხალხის გამოყვანისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების შესაძლებლობა ქონოდათ, პოლიტიკურმა სისტემამ პროპაგანდის ყველა რესურსი გამოიყენა მათთვის (ოპო ლიდერები - გრეჩიხები და ძმანი მისნი) შესაბამისი ლეგენდა რომ შეექმნა.

 

ხოდა ეხლა ეს მითხარი ადამიანო დამოუკიდებელმა პოლიტკურმა ძალამ, რომელიც ხვალ ან ზეგ შეიძლება შეიქმნას და რომელსაც არავინ არ იცნობს და რომელსაც არანაირი ან თითქმის არანაირი პროპაგანდის საშუალება არ გააჩიია, რადგან არ გააჩნია ფინანსები, როგორ უნდა მოახერხოს ხალხის ქუჩაში გამოყვანა?

 

26 მაისს რომ ის ხალხი იქ გავიდა ეს პოლიტიკური სისტემის - სააკაშვილის რეჟიმის არაპირდაპირი ორგანიზებითა და ირიბი მხარდაჭრეით მოხდა და შესაბამისად იმ ფესვდო ოპოზიციურმა ლიდერებმა მხოლოდ ის გააკეთეს რაც გააკეთეს, ანუ არაფერი. და შენ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა როგორ აპირებ ხალხის მხარდაჭერის მოპოვებასა და გარეთ გამოყვანას, რომ ის გააკეთო რაც გასაკეთეებელია?

 

გრეჩიხა რომ ფარჩაკია და სიაფანდი ეს ისედაც ვიცი, ვიცი ისიც რომ ეგ გრეჩიხა არსებულ პოლიტიკურ სისტემაზე მუშაობს და ვიცი ისიც რომ მხოლოდ იმ მიზნის მიღწევას შეეცდება რასაც სისტემა განუსაზღვრავს.. მერე რა ამით?

 

მოკლედ მგონი შენი ლოგიკა დავკარგე.. გრეჩიხამ რომ არაფერი გააკეთა იმას დარდობ თუ რეალურ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალაზე და ამ ძალის შანსებზე და შესაძლებლობებზე საუბრობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ამაზე მსჯელობას აზრი არ აქვს, ფაქტების უმეტესობა ,თქვენთვისაც და ალბათ ჩემთვისაც უცნობია.

 

ვიღაცას ,ალბათ ვერ წარმოუდგენია და დადგება პოსტ-მიშა პერიოდი და ბევრი რაღაც გაირკვევა.

 

მერე ვიმსჯელოთ, ფაქტებზე დაყრდნობით და ისტორიული დისტანციით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიღაცას ,ალბათ ვერ წარმოუდგენია და დადგება პოსტ-მიშა პერიოდი და ბევრი რაღაც გაირკვევა.

არა სანამ ეგ დადგება მანამდეც არის ამაზე ფიქრი საჭირო და აუცილებელიც, რადგან ისევ გამოვიდეთ ამ "ეშმაკის წრედან"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ციტატა(prologic @ 5th May 2010 - 11:14 PM)

ვიღაცას ,ალბათ ვერ წარმოუდგენია და დადგება პოსტ-მიშა პერიოდი და ბევრი რაღაც გაირკვევა.

არა სანამ ეგ დადგება მანამდეც არის ამაზე ფიქრი საჭირო და აუცილებელიც, რადგან ისევ გამოვიდეთ ამ "ეშმაკის წრედან"

 

და როდის ვიყავით გამოსული?

 

ჩვენ,ხომ რაღაც მომენტში, ავცდით ცივილურ,ევროპულ განვითარების გზას,გუტენბერგი წიგნს ბეჭდავდა,ჩვენ მეზობელ სოფელში

მოპარულ ბიჭ-გოგონებს სტანბულის ბაზარზე ვყიდდით და გამორჩენილი ფულით , დუქანს"ვხურავდით" სამი დღით.

 

მას შემდეგ ,ბევრი არცარაფერი შეცვლილა, "ეშმაკის წრიდან" გამოსვლა შორსაა, სამწუხაროდ.

"ვაცლავ ჰაველი" გვჭირდება, ზნეობრივი ვარსკვლავები,სწორი ორიენტაციისათვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ,ხომ რაღაც მომენტში, ავცდით ცივილურ,ევროპულ განვითარების გზას

ავცდით? ანუ შუა საუკუნეებში ან მომდევნო ეპოქაში როდესმე საქართველო იდგა მაგ გზაზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და როდის ვიყავით გამოსული?

მართალი ხარ არასდროს ვყოფილვართ ჩვენი ძალებით.

 

ჩვენ,ხომ რაღაც მომენტში, ავცდით ცივილურ,ევროპულ განვითარების გზას,გუტენბერგი წიგნს ბეჭდავდა,ჩვენ მეზობელ სოფელში

მოპარულ ბიჭ-გოგონებს სტანბულის ბაზარზე ვყიდდით და გამორჩენილი ფულით , დუქანს"ვხურავდით" სამი დღით.

 

მას შემდეგ ,ბევრი არცარაფერი შეცვლილა, "ეშმაკის წრიდან" გამოსვლა შორსაა, სამწუხაროდ.

"ვაცლავ ჰაველი" გვჭირდება, ზნეობრივი ვარსკვლავები,სწორი ორიენტაციისათვის.

ეჰჰ, აქ რომ იტყვი რომ რაც მაგრები ვართ ქართველები ვართო არა მთლად მართალიო, ეგრე ლანძღვაზე გადმოდიან და საქართველო და ქართველები გეზიზღებაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...