Jump to content
Planeta.Ge

არის ყველაფერში მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე?


Recommended Posts

ვეფხვი

კარგი... ვთქვათ დღეს ხალხს ჭკუა გადაუბრუნდა და მოვიდა გონს ანუ თავისი თავი აღარ ჩათვალონ აკადემიკოსებად და ამბიციებიც დაიოკონ... რას შეცვლის ეს? მიშა ამით თავისით ჩამოვარდება? ხომ ისევ აქტიური მოქმედებების გამხორციელებლამდე ანუ კონკრეტულ ლიდერამდე მივდივართ რომელმაც უნდა განახორციელსო მიშას ეს ჩამოგდება? ... ხოდა რა იცოდა მაშინ ხალხმა მიშა როგორი აღმოჩნდებოდა ედიკას ჩამოგდების შემდეგ???

ჩიხშია ვეფხვო ქვეყანა. დღეს მამაზეციერიც ვეღარ გამოასწორებს სიტუაციას უმტკივნეულოდ ..

 

ხალხი კიდე გამომღვიძებელი არ არის ძმაო არ არის. ხო ხედავ თავად რა ვითარებაა? ერთმანეთს ვიღაცის წიგნის გამო რომ ცემს ის საზოგადოება ობიექტური რეალობის ადეკვატურად აღქმასა და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებს? შანსი არ არის..

 

სამწუხაროდ საქართველო განწირულია ან დეზინტეგრაციისთვის ან ასე ხელოვნურად არსებობისთვის, ან ორივესთვის და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე კარგი 20-30 წელი კარდინალური ცვლილებების მოლოდინი საქართველოსთან დაკავშირებით ალბათ შეცდომა იქნება.. თაობები უნდა შეიცვალოს ..

 

ესეთია რეალობა.. მესმის რომ მურტალია ასეთი რამის გაგებაც და გაცნობიერებაც, მაგრამ ფაქტია რომ ქვეყანა თავიდან ბოლომდე გარე ძალებზეა დამოკიდებული და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები ყველაფერია გარდა საზოგადოების დამოუკიდებელი აქტიურობისა ..

 

შესაბამისად საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო არ არსებობს, ხოლო რაც არსებობს ეს მხოლოდ ფიქციაა. არც სამოქალაქო საზოგადოება არსებობს, რომელიც ამ ფიქციას ისევ სახელმწიფოდ აქცევდა და მოკლედ ჩიხიც ამას ქვია..

 

რავიცი, ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება დღეს საკუთარი თავის მოტყუება უფრო იქნება ვიდრე რაიმე სახის სერიოზული ანალიტიკის შედეგი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 73
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ეს-რჩეული უმცირესობა იგნორირებულია უმრავლესობის

მე არ ვიცი შენ ვის გულისხმობ ამაში მაგრამ ეს შენი თეორეტიკოსი ლიდერები რომლებიც თბილად ზიან კაბინეტებში და ფილოსოფიური სახით მეტყველებენ ხალხის ბედზე არ სჭირდება ჩვენს საზოგადოებას ... საზოგადოებას სჭირდება პრაქტიკოსი ლიდერები რომელიც შედეგს მოუტანს ხალხს! ანუ ისევ ვიმეორებ: პოლიტიკაში ლაჩრები, პასიურები, ლონდრეები, ლეყვერტოები, უფხოები, თეორეტიკოსები და მისთანა ფუნჩულები ვერ მოდიან და არც არის საჭირო... პოლიტიკა ძირითადად ამბიციური და ავანტიურისტი ხალხის გასაქანი ადგილია და მასეთი მაშინ აღმოჩნდა სააკაშვილი რადგან სხვებს მაშინ ან გამბედაობა და ფხა არ ეყოთ რომ ედიკას ასე რადიკალურად დაპირისპირებოდნენ ან სპეციალურად დარჩნენ ჩრდილში და ხალხისთვის ასე აქტიურად თავის თავი არ შეუთავაზებიათ რაც ასევე თავიანთი ბრალია და არა ხალხის, როგორ აირჩიოს ხალხმა ეს ,,კარგი'' ელიტა-ლიდერი თუ თვითონ ამ კაცს თავის თავის გამოჩენა არ სურს?

ის ადამიანები დააფასოს რომელთაც რეალურად შეუძLია საზოგადოების სამსახური ..

 

... და სად ჩანს ის ადამიანი? რატომ არ გვაჩვენებს თავს??? თუ ასეთი აქტუალური და კარგია ამ ადამიანის იდეები და აზრები რატომ არ არის ხალხიში ეს ასე პოპულარული? ეხლა გინდა თქვა რომ ხალხს ცუდი გემოვნება აქვს და ამიტომ ხალხი არის შესაცვლელი? და შენ რა იცი წინასწარ რომ ის შენი ელიტა-ლიდერი ცუდი არ გამოდგება და ოფოფებს არ აუშვებს?

 

იქ არ იყო ის საზოგადოება რომელსაც ხელეწიფება საკუთარ თავზე და საკუთარ მოქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება.

 

საზოგადოება ვერასოდეს ვერ აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას და ქაოტურად ვერ დაიწყებს ბრძოლას... საზოგადოება ამისთვის ირჩევს ლიდერს რომელიც წინასწარ არავინმა არ იცის როგორი გამოდგება!

 

გრეჩიხის გაეთებული საქმე კიდე არ გაიშვას არსად რა .. სირცხვილია ეგეთი ტიპის ადამიანი 70 000-იან მიტინგზე რომ პარადს წაიყვანს ...

ალტერნატივა??? თუ ეს შენი სხვა პიროვნებები ასე კარგები იყვნენ გამოეჩინათ თავი აქტიურად და ხალხიც გაყვებოდა მას... კიდევ გიმეორებ შეკითხვას: ზღვაში რომ ხარ უმწეოდ ჩავარდნილი მარტო კამერის იმედზე და შენთან გადასარჩენად ნავით რომ მოცუროს ვინმემ შენ მას წყლიდან ამოყვანამდე იმის გამოკითხვას დაუწყებ რა აზროვნებისა და ოჯახისშვილია და თუ არ მოგეწონა ეტყვი: წადი, გაიარე მე სხვა ნავს გადავარჩენინებ ჩემს თავსო თუ ეგრევე დასთანხმდები წყლიდან ამოყვანას??? შეიძლება მერე ვინც წყლიდან ამოგიყვანა მან მოგკლას ზუსტადაც მაგრამ იცი კი ეგ შენ წინასწარ???

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

მე არ ვიცი შენ ვის გულისხმობ ამაში მაგრამ ეს შენი თეორეტიკოსი ლიდერები რომლებიც თბილად ზიან კაბინეტებში და ფილოსოფიური სახით მეტყველებენ ხალხის ბედზე არ სჭირდება ჩვენს საზოგადოებას ... საზოგადოებას სჭირდება პრაქტიკოსი ლიდერები რომელიც შედეგს მოუტანს ხალხს! ანუ ისევ ვიმეორებ: პოლიტიკაში ლაჩრები, პასიურები, ლონდრეები, ლეყვერტოები, უფხოები, თეორეტიკოსები და მისთანა ფუნჩულები ვერ მოდიან და არც არის საჭირო... პოლიტიკა ძირითადად ამბიციური და ავანტიურისტი ხალხის გასაქანი ადგილია და მასეთი მაშინ აღმოჩნდა სააკაშვილი რადგან სხვებს მაშინ ან გამბედაობა და ფხა არ ეყოთ რომ ედიკას ასე რადიკალურად დაპირისპირებოდნენ ან სპეციალურად დარჩნენ ჩრდილში და ხალხისთვის ასე აქტიურად თავის თავი არ შეუთავაზებიათ რაც ასევე თავიანთი ბრალია და არა ხალხის, როგორ აირჩიოს ხალხმა ეს ,,კარგი'' ელიტა-ლიდერი თუ თვითონ ამ კაცს თავის თავის გამოჩენა არ სურს?

ვახ კეთილო ადამიანო კარგია დუხზე რომ ხარ, კარგია მაგრამ ძალიანაც ნუ დააიმედებ საკუთარ თავს თორე მერე მაგარი მურტალია იმედების გაცრუება ..

 

რა ვთქვა საიდან დავიწყო.. ჯერ ერთი ალბათ უპრიანი იქნება თუ ლევან გუდაძეს დაგუგლავ და ჩემზე ცოტა რამეს მაინც გაიგებ (ძირითადში პროპაგანდა შეგხვდება ან რუსეთის ან საქართველოს ოფიციოზის, მაგრამ ობიექტურ დასკვნებს ალბათ მაინც გააკეთებ), თორე საუბარი შორს წაგვიყვანს ჩემი და შენი ლიდერები რომ განვიხილოთ.. ტიპი ძმაო საქართველოდან გაქცეულია ვარ, თან იმენნა გაქცეული და არა ჩემი ნებასურვილისამებრ წასული და რა თეორიტიკოსი ლიდერები მე უნდა მყავდეს არ გადამრიო, იქით ულიდერებ ბევრს... კარგი ეგ ლირიული გადახვევა იქით იყოს, მაგრამ აგერ როცა ამბობ სააკაშვილმა თავი გამოიჩინა და სხვებზე უკეთესად წარმოაჩინდა საზოგადოების წინაშეა, მართლა გჯერა რომ სააკაშვილი საზოგადოებამ აირჩია? ან სააკაშვილის პოლიტიკურ კარიერას რაიმე ნაირად განსაზღვრავდა საზოგადოება?

 

მე პირადად დარწმნებული ვარ რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ კიევში გატარებული სტუდენტობის პერიოდში დაავერბოვკა დასავლეთის (სავარაუდოდ აშშ-ის) სპეც სამსახურებმა.. ეგეც არ იყოს და საკაშვილი რომ დასავლეთის სპეც სამსახურების საფარ ქვეშ მოქმედებს, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი მეუღლეს სანდრა რულოვსს გარკვეული გამოცდილება გააჩნია სპეც სამსახურებთან ურთიერთობების ("აღარ მახსოვს" საიდან გავიგე ეს ინფორმაცია, მაგრამ ჰოლანდიის დაზვერვის თუ სპეც დანიშნულების რაღაც სტრუქტურასთან ქონდა მჭიდრო კავშირი), მოკლედ იგივე სურათია რაც იუშენკოს შემთხვევაში, რომელსაც ასევე უცხოელი ცოლი ყავს და რომელიც ასევე კავშირში იყო აშშ-ის სპეც სასმახურებთან (FBR-ის თანამშრომელი იყო). ხოდა იდევ იმდენი რამე მიუთითებს სააკაშვილის კავშირებზე დასავლეთის სპეციალურ სამსახურებთან თუ პოლიტიკურ კლანებთან რომ მაგ ტიპის მოსვლა ხელისუფლებაში აი თეორიულადაც კი არ შეიძლება ყოფილიყო შემთხვევითობისა და კონკრეტულად სააკაშვილის ქართული საზოგადოებისადმი არსებული დამსახურებების შედეგი. ასე რომ საზოგადოებას არ აურჩევია სააკაშვილი, საზოგადოებამ ის გააკეთა რისი გაკეთებაც დასავლეთის სპეც სამსახურებმა ირიბათ აიძულეს. ამას ბევრი დღესაც ვერ ხვდება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღა რა იმედებს ადამიანო, გამსაზურდია და მისი გარემოცვა არ იყოს აყვავებულ საქართველოს რომ პირდებოდა ქართველებს? (თან სტროგა ქართველებს), მაგას თავი გავანებით და ერთი და ორი იმ დროინდელი ლიდერი გამოსულა და უთქვია საბჭოთა კავშირის დანგრევა და საქართველოს სამოთხედ გადაქცევა ერთი იქნებაო? "ჯერ ამ ჩაი და მანდარინი გვაცხოვრებს" იდეით მოიტყუა ხალხმა თავი და მერე იყო და ამ ყველა ცოდვაშI არაქართველების დადანაშAულებით, რასაც რაც მოუვა კი ვიცით ..

ანუ ჩვენ დამოუკიდებლად ცხოვრების თავი არ გვქონდა და ამ იდეით გვატყუებდნენ? ანუ ჩვენ ისევ სსრკ-ში უნდა დავრჩენილიყავით?

 

მაგას არ ვლაპარაკობ მე აქ ამდენ ხანს? :v:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ის ადამიანები დააფასოს რომელთაც რეალურად შეუძLია საზოგადოების სამსახური ..

... და სად ჩანს ის ადამიანი? რატომ არ გვაჩვენებს თავს???

სად არიან და თქვენს გარშემო არიან. უბრალოდ ვერ ამჩევს ან არ იმჩნევს საზოგადოება მათ არსებობას ..

 

რჩეული უმცირესობა კი რჩეული იმიტოა, რომ იმ ადამიანებისგან შედგება, რომელთაც საკუთარი ინტელექტუალური-შემოქმედებითი აქტიურობით და მორალური და ზნეობრივი თვისებებით, ბუნებრივად გამოსდით საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, მაგრამ ასევე ბუნებრივი კეთილშობილებისა და ღირსეული ადამიანისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობის გამო ხელოვნურობას ერიდებიან და მხოლოდ იმ შემთხვევაში აქტიურდებიან თუ საზოგადოებამ მათ ეს "თხოვა", მხარი დაუჭირა და ქვეყნისა და ხალხის სამსახურის შესაძლებლობა მისცა.

 

ასე ხდება ყველა ცივილიზებულ საზოგადოებაში, სადაც საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა მუდმივად იღებს შევსებას ახალი წევრების სახით და კიდევ უფრო ძლიერდება და აძლიერებს საზოგადოებასა და სახელმწიფოს, მაგრამ ასე არ ხდება საქართველოში და არ ხდება ზუსტად იმიტომ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი საკუთარ თავს მიიჩნევს რჩეულად და საკუთარივ სურს ელიტარული მდგომარეობის ნებისმიერ ფასად დაკავება.

 

შედეგი სახეზეა. საქართველო ზუსტად ისეთი სახელმწიფოა როგორიც საზოგადოება და ფსევდო ელიტა. დაშლილი, დანაწევრებული, ღარიბი სულიერად, განუვითარებელი პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად და არშემდგარი. არშემდგარი, რადგან არშემდგარი სამოქალაქო საზოგადოება სხვა ქვეყანას ვერ ააშენებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ანუ ჩვენ დამოუკიდებლად ცხოვრების თავი არ გვქონდა და ამ იდეით გვატყუებდნენ? ანუ ჩვენ ისევ სსრკ-ში უნდა დავრჩენილიყავით?

სამწუხაროდ უნდა ვაღიარო რომ ჯობდა საბჭოთა კავშირში, მაგ მონსტრის არსებობის ბოლო დღემდე დარჩენილიყო საქართველო, ვიდრე ათასობით და ათიათასობით მართლა გულანდებული, წესიერი და კარგი გაგებით პატრიოტი ადამიანის სიცოცხლისა და ცხოვრების განადგურების გზით ევლო ქვეყანას ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ საშუალება გაქვს იუთუბიზე ან ტვალი.გე - ზე ან მაივიდეოზე მოძებნე ფილმი ,,აგორა'' AGORA მაგარი ფილმია და ბევრ რამეზე დაგაფიქრებს! თუ რა ძალა აქვს საზოგადოებას!

 

ისე მეც საზღვარგარეთ ვარ უკვე საკმაო ხანია და არც მე წამოვსულვარ აქეთ ჩემი ნებით... დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები...

 

ან სააკაშვილის პოლიტიკურ კარიერას რაიმე ნაირად განსაზღვრავდა საზოგადოება?

 

მიშას პოლიტიკურ კარიერას წარმართავდა ჟვანია მაგრამ ლიდერად აღიარება მოხდა ხალხის მიერ... მაგრამ რისი თქმა გინდა მაგით?

დიდი ბოდიში მაგრამ თუ საზოგადოება ვერ წარმოაჩენს ლიდერს და მისი არჩევა არ ძალუძს გამოდის რომ ვერც იმ შენს (ვგულისხმობ შენს მიერ დასახელებულს) ელიტა-ლიდერს ვერ აირჩევს ხალხი... და საერთოდ ვერანაირი ხალხი ვერანაირ ლიდერს ვერ აირჩევს!

 

მე პირადად დარწმნებული ვარ რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ კიევში გატარებული სტუდენტობის პერიოდში დაავერბოვკა დასავლეთის (სავარაუდოდ აშშ-ის) სპეც სამსახურებმა..

 

ძალიან საეჭვოა ეს... მე მგონია რომ უფრო სსრკ-ს დაშლისა და მისი ამერიკაში წასვლის შემდეგ მოხდა ეგ ამბავი... მიშა და მთელი მისი გუნდის ელიტა რომ ამერიკის და ევროპის სპეც აგენტია ეს მე კარგა ხანია ვიცი მაგრამ მე იმას ვლაპარაკობ რომ საზოგადოება ვერასოდეს ვერ აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას და ქაოტურად ვერ დაიწყებს ბრძოლას... საზოგადოება ამისთვის ირჩევს ლიდერს ... მაგრამ სად ჩანს ეს ,,კარგი'' ლიდერი? რატომ არ გვაჩვენებს თავს??? ეხლა გინდა თქვა რომ გვაჩვენებს მაგრამ ხალხი ვერ ამჩნევს იმიტომ რომ ცუდი გემოვნება აქვს და ამიტომ ისევ ეს ხალხი არის შესაცვლელი? თუ ასეთი აქტუალური და კარგია ამ ადამიანის იდეები და აზრები რატომ არ არის ხალხში ეს ასე პოპულარული? თუ ეს შენი (პირობითად) სხვა პიროვნებები ასე კარგები იყვნენ მიშას პარალელურად აქტიურად გამოეჩინათ თავი და ხალხიც გაყვებოდა მას... სად არის ალტერნატივა??? თბილ კაბინეტში? ლიდერად გახდომას ხალხის ნდობის მოპოვება უნდა ძმაო, ბარიკადებთან ბრძოლა უნდა და არა თბილ კაბინეტებში ჯდომა!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სად არიან და თქვენს გარშემო არიან. უბრალოდ ვერ ამჩევს ან არ იმჩნევს საზოგადოება მათ არსებობას ..

 

ხოდა გახდნენ შესამჩნევნი და მეც შევამჩნევ... გახდნენ ამბიციურები, აქტიურები, მებრძოლები, ცნობადები და მეც შევამჩნევ მათ... აბა ფუნჩულები ვის რაში სჭირდება! აქ ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი მუშაობს ჩემო კარგო!

საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი საკუთარ თავს მიიჩნევს რჩეულად და საკუთარივ სურს ელიტარული მდგომარეობის ნებისმიერ ფასად დაკავება.

ეს უმუშევრობის და ეკონომიკური სიდუხჭირის ბრალია რადგან ადამიანი რომ ხედავს რომ ქვეყანაში უმუსევრობაა, ქარხნები არ მუშაობს და პოლიტიკოსები მაინც განცხრომით ცხოვრობენ შენც გიჩნდება სურვილი რომ ასეთ სამსახურში მოეწყო ანუ პოლიტიკაში მოხვიდე... მასეთ ხალხს იმდენად პოლიტიკაში მოსვლა კი არ იზიდავთ არამედ ამ მოსვლის შემდეგ მიღებული პრივილეგიები და ელემენტარული სხვადასხვა სახის გარანტიები... საქართველოსი ყოველი მეორე რაღაც პარტიაში არის გაერთიანებული და ყოველ მეათეს ხელისუფლებასი უნდა მოსვლა ან მინიმუმ სახელმწიფო სამსახურში უნდა მუშაობის დაწყება რადგან საქართველოსი კერძო სექსტორი მკვდარია და სხვა ალტერნატივა არც არსებობს, აქედან გამომდინარე ჩანს რომ ხალხს ხელისუფლებასი უნდათ მოსვლა არადა სინამდვილეში ის შემოსავლები და ხელფასები უფრო აინტერესებთ ვიდრე პოლიტიკა! ევროპაში კიდევ მასე არ ხდება რადგან აქ ხალხი პოლიტიკაში მოუსვლელადაც კარგად ცხოვრობს და პოლიტიკაზე იწყებენ ფიქრს მაშინ როცა რაღაც წესრიგში არა აქვთ და სახელწიფოში რაღაც ისე არ არის როგორც საჭიროა რასიც ყოველთვის ხელისუფლებაა დამნაშავე ყველა ქვეყანაში!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

თუ საშუალება გაქვს იუთუბიზე ან ტვალი.გე - ზე ან მაივიდეოზე მოძებნე ფილმი ,,აგორა'' AGORA მაგარი ფილმია და ბევრ რამეზე დაგაფიქრებს! თუ რა ძალა აქვს საზოგადოებას!

ინტერნეტი მაქვს "ვაზდუშკა" და საიტებს ძლივს ხსნის რა კინო ადამიანო, მაგრამ ყოველგვარი კინოს გარეშეც კარგად მესმის თუ რა ძალას წარმოადგენს საზოგადოება თუ მასში გარდატეხა და გამოღვიძება მოხდა.

 

ეგ არის, რეალურად რომ შეძლო საზოგადოების გამოღვიძება ამას უზარმაზარი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი ჭირდება. შეიძლება ადამიანმა რჩეული უმცირესობის მობილიზება ცადო და ეს მოახერხო კიდეც, მაგრამ სამყარო ისეა მოწყობილი რომ ფულის გარეშე ძნელი კი არა და შეუძლებელიც არის შედეგს მიაღწიო.

 

სამწუხაროდ ასეა. მე ჩემო ძმაო რაც გამაჩნდა ალალად მოვახმარე ქართული საზოგადოების გამოღვიძებას, რაც გამოვიდა ის გამოვიდა და კარგი იქნებოდა მეტი გამოსულიყო, მაგრამ მარტო მე და მარტო ჩემი ფინანსები რომ საკმარისი არ აღმოჩნდა, აგერ სადღაც ღმერთის მიერ დავიწყებულ ადგილშიც იმიტომ ამოვყე თავი.. დალაგებული ცხოვრებაც ავირიე და სამშობლოც ამ სამშობლოს სიყვარულის გამო დავკარგე.. იგივეს გზის გავლას როგორ კეთილშობილურადაც არ უნდა ჩანდეს ის არავის ურჩევ, რადგან დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქართული საზოგადოების გამოღვიძება იმდენად კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და იმდენად რთული იქნება, რომ როგორც უკვე ვთქვი რჩეული უმცირესობის მობილიზების პარალელურად მილიონობით, შესაძლოა ათეულობით მილიონი დოლარის აკუმულირება გახდეს საჭირო..

 

ეხლა მითხარი ვინ გეგულება ისეთი ვინც რჩეული უმცირესობის მობილიზებას, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შექმნასა და საქართველოში ახალი ხელისუფლების ინსტალრებას მილიონობით დოლარს მოახმარს და ისიც უანგაროდ?

 

ხოდა ეგრე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ინტერნეტი მაქვს "ვაზდუშკა"

გითანაგრძნობ... ;) მე კიდევ 16-იანი სიჩქარე მაქვს აქ ევროპაში... :v: მთავარია თვითონ იმ საიტმა არ გაჭედოს თორემ ისე ტურბონადუვივით მუშაობს ინეტი... თავისუფლად ვუყურებ ნებისმიერ პირდაპირ ეთერს...

 

ეხლა მითხარი ვინ გეგულება ისეთი ვინც რჩეული უმცირესობის მობილიზებას, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შექმნასა და საქართველოში ახალი ხელისუფლების ინსტალრებას მილიონობით დოლარს მოახმარს და ისიც უანგაროდ?

 

პრაქტიკულად არავინ მაგრამ თეორიულად ეს შესაძლებელია ნორმალური ლიდერის ხელში და ამისთვის მილიონები არ არის საჭირო... მთავარია ხალხის უკმაყოფილება სასურველ დროს სასურველი მიმართულებით მიმართო და ბოლომდე გაუძღვე საქმეს და არა ისე როგორც ეს 26 მაისს მოხდა!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზოგადოების გამოღვიძება

 

ამაში შენ გულისხმობ საზოგადოების უნარს სწორად შეამჩნიოს სასურველი ლიდერი? თუ თავის დროზე ,,სწორად'' შეამჩნია მაგრამ მერე უვარგისი გამოდგა ეს რა თქმა უნდა ხალხის ბრალია ხომ?

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ხოდა გახდნენ შესამჩნევნი და მეც შევამჩნევ... გახდნენ ამბიციურები, აქტიურები, მებრძოლები, ცნობადები და მეც შევამჩნევ მათ... აბა ფუნჩულები ვის რაში სჭირდება! აქ ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი მუშაობს ჩემო კარგო!

ვახ რა კაცი ხარ ტო გადარევ ადამიანს : )))

 

აგერ ვიაქტიურე ბატონო, 18-19 წლიდან დაწყებული და საქართველოდან წამოსვლამდე, ხან არასამთავრობო ორგანიზაციას ვქმნიდი, ხან პოლიტიკურ მოძარობას, ხან აქციებს ვატარებდი და ხანაც კი არა და ორჯერ დამოუკიდებელი რედაქცია შევქმენი, მაგრამ იცი შენ ამის შესახებ რამე? ან საერთოდ რამდენმა ადამიანმა იცის ეს საქართველოში? არც არავინ არაფერი არ იცის და არ იცის იმიტომ რომ პატიოსნად მინდოდა საქმის კეთება და არც ფულისა და არც სხვა რამის გამო კორუმპირებულ გარიგებაზე და ამის ფასად "დაწინაურებაზე" არ მიფიქრია..

არადა პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი თბლისის მერიის მაშინდელი შეფობა რაღაც დაფინანსებებსა და ათას სისულელეს, რომ მთავაზობდა ლიჟბი ეს აქციები შემეწყვიტა : )) (ჰიპერაქტიული იდეინი მასტი ვიყავი ძმაუ იმთავითვე და მაშინ მერიის წინ პატარა მიტინგებს ვატარებდი :v:) მაგრამ მინდოდა მე მაგათი ფინანსები ტო ტიპი ალალი გულით ვაკეთებდი რასაც ვაკეთებდი.. თურმე რათ გინდა ძმაო.. ვისაც "ალალი გულით" და ნებისმიერ ფასად "კარიერის" გაკეთება და კაი პონტი უნდოდა ისინი ქაჩავდნენ მაშინ და ისინი ქაჩავენ დღესაც და ცნობადებიც არიან და გულაობენ კიდეც. ვისაც ალალი გულით საქმის კეთება უნდოდა კი არიან ალბათ ასე ჩემსავით მიმოფანტული და გულში იკლავენ ფიქრებსაც, დარდებსაც და საკუთარ თავსაც რავი მაგის დედაც.. იტოგში რაღა დროს მაგ ამბების გახსენებაა ..

 

შენ კიდე იაქტიურონ და დაგვენახონო : )))

 

პრეს კონფერენცია რომ პრეს კონფერენციაა იმაზე არავინ მოვა თუ გარკვეული ძალების დაინტერესება არ არის და როგორ გინდა ცნობადი გახდე?

ეგეც არ იყოს და როგორც ვთქვი რჩეული უმცირესობა იმიტომაც არის რჩეული თქვა რომ ისეთი ადამიანებისგან შედგება რომელთაც ბუნებრივად გამოსდით საკუთარი მორალური, ზნეობრივი, ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალისა და შინაარსის გამო საზოგადოების ყურადღების მიქცევა მაგრამ, არ აფასებს ეს საზოგადოება ამ ხალხს ძმაო არა. მაინც და მაინც ტელევიზიით უნდა ნახოს 50-ჯერ, არადა იმას არ კითხულობს ტელეეთერი კონტროლირებად მედიასივრცეში რატომ დაუთმეს, მაინც და მაინც მაგარი მანქანა უნდა ყავდეს, არადა არც იმას არ ფიქრობს ვინმე ეს მანქანა რამდენად კანონიერი შრომის შედეგად არის ნაყიდი, მაინც და მაინც ფინანსურად ძლიერი უნდა იყოს და მისი ფინანსების წარმოშობაც არავის ადარდებს, მაინც და მაინც დაპირებებს უნდა იძლეოდეს და ისიც სასწაულს და როგორ აასრულებს ამ დაპირებას არავინ კითხულობს და მოკლედ ათასი ნიუანსია რის გამოც საზოგადოება იმ ხალხს მიყვება ვისაც მიყვება და ეს რჩეული უმცირესობა კი არის თავისთვის მარტო და ალბათ თავ ბედს იწყევლის საქართველოში დაბადების გამო : )))

 

ასეთია რეალობა და რა გინდა რომ ქნა : ))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

პრაქტიკულად არავინ მაგრამ თეორიულად ეს შესაძლებელია ნორმალური ლიდერის ხელში და ამისთვის მილიონები არ არის საჭირო... მთავარია ხალხის უკმაყოფილება სასურველ დროს სასურველი მიმართულებით მიმართო და ბოლომდე გაუძღვე საქმეს და არა ისე როგორც ეს 26 მაისს მოხდა!

შენ როგორ წარმოგიდგენია ხალხთან ურთიერთობა და ისეთი ავტორიტეტის მოხვეჭა რომ სადმე მიმართო ან მომართო? დღეს რომ პოლიტიკოსობას იბრალებენ მაგ ინდივიდებს რომ საზოგადოებით მანიპულირება შეძლებოდათ, საერთო ჯამში ათობით და ზოგ შემთხვევაში ასობით საათი აქვთ გატარებული ტელევიზიების პრაიმ თაიმში. როგორ ფიქრობ დღევანდელ საქართველოში დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას, ასეთი რომ ჩამოყალიბდეს ამის საშუალებას მისცემენ? არა ხომ? შეიძლება ფულმაც არ გაჭრას ისე მურტლად არის ელექტრონული მედიის საქმე და როგორ წარმოგიდგენია ამ ხალხის მასის მიმართვა მომართვა? ეგრე ადვილი არ არის დამიჯერე... საქმე საქმეზე რომ მიდგეს 200 ადამიანი შეიძლება ვერ გამოიყვანო საზოგადოების ფართო მასებისთვის უცნობმა ადამიანმა აქციაზე..

 

მოკლედ შემოგვათენდა აგერ და მეტისმეტად რომ არ დავიგრუზოთ თავი მარტივად ვიტყვი რომ სულ ცოტა რჩეული უმცირესობის მობილიზება, უკიდურესად კომპლექსური გეგმის შემუშავება და მილიონობით, თუ არა თეულობით მილიონი დოლარი ჭირდება საქართველოში არსებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟს.

 

თეორიულად რჩეული უმცირესობის მობილიზება შესაძლებელია, გეგმის შემუშავებაც, მაგრამ ფინანსები საიდან? უფულოდ კი დამიჯერე მამაზეციერიც ვერაფერს გახდება არა თუ რიგითი მოკვდავი..

 

ლიდერობა და ადეკვატური გამბედაობა რჩეული უმცირესობის ბუნებრივი საქმეა ასე რომ 26-ში რჩეული ადამიანები რომ ყოფილიყვნენ ლიდერები სულ სხვაგვარად შეიძლებოდა განვითარებულიყო პროცესები. ბოლო ბოლო იურიდიულად მაინც არ იქნებოდა საქართველოს დეზინტეგრაცია გაფორმებული.. ის ფარჩაკი გრეჩიხა კი დღესაც გულაობს აგერ და ბელადობაზე იწევს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

რჩეული უმცირესობა კი რჩეული იმიტოა, რომ იმ ადამიანებისგან შედგება, რომელთაც საკუთარი ინტელექტუალური-შემოქმედებითი აქტიურობით და მორალური და ზნეობრივი თვისებებით, ბუნებრივად გამოსდით საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, მაგრამ ასევე ბუნებრივი კეთილშობილებისა და ღირსეული ადამიანისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობის გამო ხელოვნურობას ერიდებიან და მხოლოდ იმ შემთხვევაში აქტიურდებიან თუ საზოგადოებამ მათ ეს "თხოვა", მხარი დაუჭირა და ქვეყნისა და ხალხის სამსახურის შესაძლებლობა მისცა.

 

ვახ შენ გენაცვალე... გამოდის რომ მასეთ ადამიანებს პოლიტიკაში მოსვლის და ხელმძღვანელობის ამბიცია არ ჰქონიათ და ჩევნ უნდა ვსთხოვოთ და აღვუძრათ მათ ეს ამბიცია? კაცს რომელსაც ბრძოლის ინტერესი და სურვილი არა აქვს როგორღა უნდა უხელმძღვანელოს ხალხს??? ესე იგი ლიდერი თუ არ მოდის შენთან შენ უნდა მიხვიდე ლიდერთან? მაგამედის და მთის პონტშია არა? ლიდერი თუ თავს იფასებს და ხალხთან არ მიდის (მიუხედავად იმისა ხედავს თუ რა მძიმე სიტუაციაშიცაა ხალხი) მაშინ ხალხი უნდა მივიდეს ლიდერთან??? ცოტა ზედმეტად თავის დაფასება და ამპარტავნობა ხომ არ მოსდის ამ ლიდერს?

 

ლიდერად გახდომას ხალხის ნდობის მოპოვება უნდა ძმაო, ბარიკადებთან ბრძოლა უნდა და არა თბილ კაბინეტებში ჯდომა!

 

 

 

აგერ ვიაქტიურე ბატონო, 18-19 წლიდან დაწყებული და საქართველოდა წამოსვლამდე ხან არასამთავრობო ორგანიზაციას ვქმნიდი, ხან პოლიტიკურს მოძარობას, ხან აქციებს ვატარებდი და ხანაც კი არა და ორჯერ დამოუკიდებელი რედაქცია შევქმენი, მაგრამ იცი შენ ამის შესახებ რამე? ან საერთოდ რამდენმა ადამიანმა ციცის ამის შესახებ რამე საქართველოში? არავინაც არ იცის და არ იცის იმიტომ რომ პატიოსნად მინდოდა საქმის კეთება და არც ფულისა და არც სხვა რამის გამო კორუმპირებულ გარიგებაზე და ამის ფასად "დაწინაურებაზე" არ მიფიქრია..

არადა პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი თბლისის მერიის მაშინდელი შეფობა რაღაც დაფინანსებებსა და ათას სისულელეს, რომ მთავაზობდა ლიჟბი ეს აქციები შემეწყვიტა : )) (ჰიპერაქტიული იდეინი მასტი ვიყავი ძმაუ იმთავითვე და მაშინ მერიის წინ პატარა მიტინგებს ვატარებდი 056.gif) მაგრამ მინდოდა მე მაგათი ფინანსები ტო ტიპი ალალი გულით ვაკეთებდი რასაც ვაკეთებდი.. თურმე რათ გინდა ძმაო.. ვისაც "ალალი გულით" და ნებისმიერ ფასად "კარიერის" გაკეთება და კაი პონტი უნდოდა ისინი ქაჩავდნენ მაშIნ და ისინი ქაჩავენ დღესაც და ცნობადებიც არიან და გულაობენ კიდეც. აბა ვისაც ალალი გულით საქმის კეთება უნდოდა კი არიან ალბათ ასე ჩემსავით მიმოფანტული გლში იკლავენ ფიქრებსაც დარდებსაც და საკუთარ თავსაც რავი მაგის დედაც.. იტოგში რაღა დროს მაგ ამბების გახსენებაა ..

დაახლოებით მასე ვიყავი მეც... პატიოსანი ბრძოლით არაფერი გამოვიდა!

 

მაინც და მაინც ტელევიზიით უნდა ნახოს 50-ჯერ,

ეს მართალია და ეგრეც უნდა იყოს მაგრამ კომუნისტები გამსახურდიას თავის დროზე რატომრაც საერთოდ არ აჭაჭანებდნენ ტელევიზორში მაგრამ კი გახდა პრეზიდენტი!

 

არადა იმას არ კითხულობს ტელეეთერი კონტროლირებად მედიასივრცეში რატომ დაუთმეს,

ეს მახინჯი სახელმწიფოს ბრალია!

 

მაინც და მაინც მაგარი მანქანა უნდა ყავდეს, არადა არც იმას არ ფიქრობს ვინმე ეს მანქანა რამდენად კანონიერი შრომის შედეგად არის ნაყიდი, მაინც და მაინც ფინანსურად ძლიერი უნდა იყოს და მის ფინანსების წარმოშობასაც არავის ადარდებს, მაინც და მაინც დაპირებებს უნდა იძლეოდეს და ისიც სასწაულს და როგორ აასრულებს ამ დაპირებას არავინ კითხულობს და მოკლედ ათასი ნიუანსია რის გამოც საზოგადოება იმ ხალხს მიყვება ვისაც მიყვება

არ არის მაგი მასე... არც მანქანის გამო და არც ფინანსების გამო არ მიყვება გამწარებული ხალხი ლიდერს... ხალხი ლიდერს მიჰყვება კონკრეტული იდეის და მიზნის გამო, დავალებით, კონკრეტული საქმის ბოლომდე შესასრულკებლად... მიჰყვება პრობლემის ბოლომდე მოსაგვარებლად რომელიც ამ ხალხს აწუხებს!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრე ადვილი არ არის დამიჯერე... საქმე საქმეზე რომ მიდგეს 200 ადამიანი შეიძლება ვერ გამოიყვანო საზოგადოების ფართო მასებისთვის უცნობმა ადამიანმა აქციაზე..

 

ფაქტი მომყავს... 26 მაისს, სტადიონზე ხალხის მასა იყო გამოსული 70 000 კაცი! ამ მასას სჭირდებოდა მარტო სწორი მიმართულების მიცემა და მათი მოქმედებების გეგმაზომიერი მართვა რაც ლიდერებმა ვერ გააკეთეს... თორემ ეს მასა, დამიჯერე რომ ყველაფერზე წამსვლელი იყო და ყველგან გაყვებოდა თავის ლიდერს! ასე რომ აქ ხალხის ბრალეულობა ნაკლებია!

 

როგორ ფიქრობ დღევანდელ საქართველოში დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას, ასეთი რომ ჩამოყალიბდეს ამის საშუალებას მისცემენ? არა ხომ?

არც მასე კონტროლირებადი და პროგნოზირებადია ყველაფერი როგორც შენ ყვები აქ...

 

რჩეული უმცირესობის მობილიზება

 

რამდენად მყარია და სანდოა ეს ხალხი???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...