Jump to content
Planeta.Ge

არის ყველაფერში მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე?


Recommended Posts

გიორგი68

რა ქნას ამ საზოგადოებამ,ხან ერთი მხრიდან ხმარობენ,ხან მეორე..

ნუ ერთი ცუდი ჩვევაა აქვს სულ მესიებს ეძებს..

ეს მესიების მოლოდინია ზუსტად რომ ღუპავს ქვყანას .. ამდენი წელი ერთი ნორმალური ადამიანი ვერ მოიყვანეს ხელისუდლებაში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 73
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Marta1

მაინც როდის გვეღირსება ნორმალური ADAMIANI (ჰომო საპიენს) სათავეში, მოვესწრებით?

აუცილებლად მოვესწრებით! ამ ცხოვრებაში თუ არა, იმ ცხოვრებაში აუცილებლად! ატვეჩაი ვარ http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

აუცილებლად მოვესწრებით! ამ ცხოვრებაში თუ არა, იმ ცხოვრებაში აუცილებლად! ატვეჩაი ვარ

იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა, მაგრამ დრო გადის, ოქროს დრო, ეჰ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

ალაზანია ითვლება წარმატებულ "მომვლეად"

უკვე ამ აზრის დანერგვა დაიწყო საზოგადოებაში???

 

lasha1997

ჩვენი ბრალია.გასდის და აკეთებს.

შევარდნაძესაც მასე გასდიოდა სანამ ამერიკამ მიშა არ დაგვისვა მეფედ!

 

newstudio

და ცოტა რომ ჩავუღრმავდეთ, რატომ არის ეს ხელისუფლება პრობლემა?! რა მიზეებმა გამოიწვია?!

 

ხალხის ბრალია ვითომ მაგ ამბავი??? ტყუილია მაგი!

 

... რამ გამოიწვია და იმან რომ ედიკამ იმდენად უკიდურესობამდე მიიყვამნა საქმე (ეს როგორ მოხდა ცალკე თემაა და ცალკე განსხვავებული მიზეზები და ისტორია გააჩნია) რომ ,,ოღონდ შევარდნაძე არა და ვინც გინდა ის'' გაჩნდა მაშინ ხალხის განწყობა, რამდენად ძალით და სპეციალურად იყო შექმნილი მისი გარემოცვის მიერ ის მახინჯი და კრიზისული სიტუაცია ეს ცალკე თემაა მაგრამ მაშინ, იმ მომენტში საჭირო იყო ისეთი პიროვნების გამოჩენა რომელიც ახალგაზრდა, განათლებული, პროგრესული და შემტევი სულის პიროვნება (ამ შემთხვევაში ედიკას ანტიპოდი) იქნებოდა რომელიც მზად იყო და შეეძლო კონკრეტული და გადამწყვეტი ნაბიჯები გადაედგა ედიკას რეჟიმის ჩამოსაგდებად და არა ისე როგორც ეს ჩვენმა ვითომ ოპოზიციამ 26 მაისს ჩაისვარა... რა ძალებით გააკეთებდა ამას ეს სხვა საკითხია და ხალხს მაგი ნაკლებად აინტერესებდა (გათვლა იყო მშვიდობიანი გზით ედიკას მოცილებაზე მაგრამ მერე როგორც ცნობილი გახდა მიშას გუნდი მზად იყო შეიარაღებული დაპირისპირებისთვისაც და არაფერზე არ დაიხევდნენ უკაბ რადგან მის გრეხებს მერე ამერიკა გაამართლებდა და ამერიკა ჩამორეცხავდა...) რადგან მაშინ მთავარი იყო შედეგის დადგომა ანუ ედიკას ჩამოგდება... მასეთი პიროვნება იმ მომენტში გამოჩნდა ორი: ერთი სააკაშვილი და მეორე ნათელაშვილი... სხვებს მაშინ ან გამბედაობა და ფხა არ ეყოთ რომ ედიკას ასე რადიკალურად დაპირისპირებოდნენ ან სპეციალურად დარჩნენ ჩრდილში და ხალხისთვის ასე აქტიურად თავის თავი არ შეუთავაზებიათ... ასე რომ ხალხს დიდი არჩევანი არ ჰქონდა და ეს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ სააკაშვილსა და ნათელაშვილს შორის... პოლიტიკაში ლაჩრები, ლონდრეები, ლეყვერტოები, უფხოები და მისთანა ფუნჩულები ვერ მოდიან და არც არის საჭირო... პოლიტიკა ძირითადად ამბიციური და ავანტიურისტი ხალხის გასაქანი ადგილია და მასეთი მაშინ აღმოჩნდა სააკაშვილი! რომ იტყვიან ,,პაბედიტელეი ნე სუდიატ'', კაცმა გარისკა, იბრძოლა და მოიგო... ხოლო მერე რამდენად გაამართლა ხალხის ნდობა ეს სხვა საკითხია და ხალხს მაგი შეუძლებელია წინასწარ სცოდნოდა რადგან არც დრო იყო მაგისი და არც სურვილი, მაშინ მთავარი იყო ედიკას ჩამოგდება და ამ სურვილში ხალხს ნამდვილად ვერ დასძრახავთ... წინასწარმეტყველი არავინაა და რატომღაც ურემი რომ გადაბრუნდება მერე გახდება ხოლმე ყველა პროფესორა... ასე რომ ხალხის ბრალი აქ ყველაზე ნაკლებია!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

წინასწარმეტყველი არავინაა და რატომღაც ურემი რომ გადაბრუნდება მერე გახდება ხოლმე ყველა პროფესორა... ასე რომ ხალხის ბრალი აქ ყველაზე ნაკლებია!

ხალხის ბრალია ყველაფერი ზუსტად!

 

90-იანი წლებიდან მოყოლებული მუდამ მესიების იმედზეა ქართული საზოგადოება და სხვისი ხელით ცდილობს ყველა პრობლემების გადაჭრას, უფრო მეტიც, საკუთარ თავში არსებული პრობლემების მოგვარებაც კი სხვისი ხელით უნდა და კიდევ საზოგადოებაა უდანაშაულო?

 

გადამრევს ეს ხალხი ტო .. უდანაშაულო კი არა უპასუხისმგებლოა საზოგადოება და ჯერ ჯერობით არაფერი ეტყობა საიმისო რომ გამოსწორების გზაზე იყოს ..

 

არ არის აუცილებელი გულთმისანი იყოს ადამიანი იმის მისახვედრად, რომ ერთი საზოგადოების სივრცეში არ არსებობს სხვისი და ჩემი პრობლემა, არსებობს საზოგადოების პრობლემა, რომელიც საზოგადოებამ ერთად უნდა გადაჭრას.. ესმის ეს ქართულ საზოგადოებას? ვითომ?

 

ამაზე დაფიქრდით და ხელახლა ბრძანეთ ერთი ვინ რაშია დამნაშავე, თორე სააკაშვილს და შევარდნაძეს თავიანთი ცოდვებიც ეყოფათ ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

90-იანი წლებიდან მოყოლებული მუდამ მესიების იმედზეა ქართული საზოგადოება

 

ეს ტრაფარეტული სიტყვებია და თუ მაგის განმარტება იცი ახსენი ეხლა აქ!

 

სხვისი ხელით ცდილობს ყველა პრობლემების გადაჭრას,

 

სხვისი... ეს თავის მიერ არჩეული პრეზიდენტის საშუალებით? რა არის ამაში ცუდი? ...და სხვა ხალხები პრეზიდენტს არ ირჩევენ? თუ იმათაც მესია დავარქვათ ეხლა?

საკუთარ თავში არსებული პრობლემების

 

ჩამოაყალიბე კონკრეტულად რას გულისხმობ!

 

1.

2.

3.

 

 

ერთი საზოგადოების სივრცეში არ არსებობს სხვისი და ჩემი პრობლემა,

 

გააჩნია რა საკითხში და რა პრობლემა!!! მაგი დოგმა არ არის რაც ეხლა შენ დაწერე... მიშა ზოგისთვის არის პრობლემა და ზოგისთვის არა... თავისუფლების ინსტიტუტი ზოგისთვის არის პრობლემა და ზოგისთვის არა... შეასაბამისად მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ანუ 100% ვერასოდეს ვერ იქნება ერთ აზრზე და შესაბამისად იარსებებს ,,შენი და ჩემი პრობლემა''... ეგეთი ერთფეროვნება არც ერთ ქვეყანაში არ ხდება! ბოლოს და ბოლოს განსხვავებული აზრი და ოპოზიცია ყველგან არსებობს და სამოქალაქო ომი თითქმის ყველა ერსა აქვს გადატანილი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე თუ ამას გულისხმობ შენ!!!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

90-იანი წლებიდან მოყოლებული მუდამ მესიების იმედზეა ქართული საზოგადოება

ეს ტრაფარეტული სიტყვებია და თუ მაგის განმარტება იცი ახსენი ეხლა აქ!

არ არის ეგ ტრაფარეტული სიტყვები და არ არს იმიტომ რომ კარგად მახსოვს რა იმედებს უკავშIრებდა საზოგადოება გამსაზურდიას მმაღტველობას, რა იმედებს უკავშIრებდა შევარდნაძის მმართველობას და რა იმედებს უკავშირებდა სააკაშვილის მმართველობას .. ისიც კარგად მახსოვს რომ არანაირ იმედებს საკუთარ თავზე იგივე საზოგადოება არ ამყარებდა და შესაბამისად ბოლო 20 წლის მანძილზე ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია იმისათვის რომ შეექმნა ძლიერი სამოქალაქო სექტორი, რომელიც როგორც მინიმუმ განვლილი გზის ანალიზსა და დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას მისცემდა საზოგადოებას .. მითხარი რამდენი დამოუკიდებელი და ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია იცი? ალბათ არცერთი ხო? ხოდა ეს არის ზუსტად კონკრე3ტული დადასტურები იმისა რასაც მე ვამბობ .. არასამთავრობო ორგანიზაციები წესიერი და პატიოსანი ადამიანების მიერ იქმნებოდა და იქმნება დღემდე ალბათ მაგრამ ვერანაირ გასაქაანს ვერ აღწევენ რადგან საზოგადოებაა ინერტული და არანაირად არ ცდილობს საკუთარ თავზე თუნდაც რამეზე მცირეოდენი პასუხისმგებლობის აღებას ..

 

ეს ერთი საკითხი ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე გავარჩიოთ საკიტხი და შენთან კითხვა პირველი;

 

1. იყო თუ არა შენთვის 26 მაისს გამოსული 70 000 კაცი ხალხი ანუ უმრავლესობა?

2. მაშ რატომ ვერ მოხდა ამ მთავრობის დამხობა?

 

სავარაუდო პასუხები: იმიტომ რომ თურმე ხალხი გამოდგა უვარგისი იმიტომ რომ ლიდერების პასიურობის მიუხედავათ ქაოსურად არ დაიძრნენ პარლამენტისა და სხვა ობიექტების ასაღებად თუ დასარბევად... და ამიტომ ხალხი არის შესაცვლელი! ...თუ ის რომ ხალხმა თავის გასაკეთებელი მაქსიმალურად და ცივილიზებულად გააკეთა, ნება გამოხატა, პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდა და გადამწყვეტი და ორგანიზებული ბრძოლისათვის ლიდერები აირჩია მაგრამ ზუსტად ეს ლიდერები აღმოჩნდნენ ქვეშაფსიები??? ანუ ლიდერები ხომ არ გვყავს შემთხვევით შესაცვლელი რომლებთაც შენ რატომღაც მესიებს ეძახი???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

საკუთარ თავში არსებული პრობლემების

ჩამოაყალიბე კონკრეტულად რას გულისხმობ!

 

1.

2.

3.

აგერ ბატონო რასაც ვგულიხმობ ..

 

1. დაბალი განათლების დონე. საზოგადოება (საშუალო ასაკი და მეტი) არ აღიარებს საკუთარ დაბალს განათელაბსა და ნაყიდი დიპლომების მიუხედავად, თავს უმაღლესი განათლების ადამიანად მიიჩნევს. აქ იწყება პრობლემებიც, რადგან ყოველ მეორეს აკადემიკოსი გონია თავი და ისიც ყველა სფეროში, უგზო უკვლო ამბიციები კი ამ მართლა გაუნათლებელ საზოგადოებას (საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს) ადეკვატური მოქმედებებისა და დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას არ აძლევს. პლუს ამას არც რეალურად განათლებულ და მოაზროვნე ადამიანებს ეძლევათ გასაქანი და ვინაიდან ეს-რჩეული უმცირესობა იგნორირებულია უმრავლესობის მიერ ვიღებთ კორუმპირებულ ფსევდო ელიტას, რომელსაც რათქმაუნდა არ შეუძლია ელიტის ფუნქციის შესრულება მარამ სწორედ მას ადანაშაულებს საზოგადოების წინსვლის შეფერხებაში ან არარსებობაში..

 

არის თუ არა ეს პრობლემა და ცდილობს თუ არა ამ პრობლემის მოგვარებას საზოგადოება? არა არ ცდილობს და განტევების ვაცად როგორც წესი "სხვა" გამოდის, ანუ სხვა რომელსაც თურმე საზოგადოების ნაცვლად უნდა მოეგვარებინა პრობლემა ..

 

ეხლა აქ პუნქტობრივად რომ არ დავიწყო საკითხების ჩამოთვლა ვიტყვი რომ მთავარი პრობლემა სწორედ დაბალი განათლების დონეა და აქედან გამომდინარეობს ის ამპარტავნებაც, ის ქსენოფობიაცა და ყველა სხვა პრობლემა რომელიც დღევანდელ საზოგადოებას ახასიათებს .. ეს ფაქტია და ვიდრე საზოგადოება თავად არ მოინდომებს გაუმჯობესებას სააკაშვილი და შევარდნაძე კი არა მამაზეციერიც ვერაფერს გამოაასწორებს.. უნდა ხალხს რომ მეტი იცოდეს ან იყოს უკეთესი? რაღაც ვერ ვამჩნევ ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

1. იყო თუ არა შენთვის 26 მაისს გამოსული 70 000 კაცი ხალხი ანუ უმრავლესობა?

2. მაშ რატომ ვერ მოხდა ამ მთავრობის დამხობა?

რატომ ვერ მოხერხდა და იმიტომ ვერ მოხერხდა რომ საზოგადოება არ არის მზად ადეკვატურად შეაფასოს არსებული ვითარება და არ არის მზად იმ ადამიანებს დაუჭIროს მხარი ან ის ადამიანები დააფასოს რომელთაც რეალურად შეუძLია საზოგადოების სამსახური ..

 

ვიყავი იმ 26 მაისს იპოდრომზე, როგორც ჟურნალისტს ხო მაინტერესებდა რა მოხდებოდა, მაგრამ ჩემი პირადი პროტესტიც გამოვხატე იქ მისვლით, თუმცა იქ არ იყო ის საზოგადოება რომელსაც ხელეწიფება საკუთარ თავზე და საკუთარ მოქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. იქ არ იყვნენ ის ლიდერები რომელთაც საზოგადოებისთვის გზის ჩვენება შეეძლოთ და არ იყვნენ, რადგან როგორც უკვე ვთქვი საზოგადოებას დღეს დღეისობით არ შეუძლია რეალურად საზოგადო მოღვაწეების ამოცნობა საკუთარ გარემოცვაშI და მათი წინა პლანზე გაწევა ..

 

გრეჩიხის გაეთებული საქმე კიდე არ გაიშვას არსად რა .. სირცხვილია ეგეთი ტიპის ადამიანი 70 000-იან მიტინგზე რომ პარადს წაიყვანს ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

რა იმედებს უკავშIრებდა საზოგადოება გამსაზურდიას მმაღტველობას,
რა იმედებს უკავშIრებდა შევარდნაძის მმართველობას და რა იმედებს უკავშირებდა სააკაშვილის მმართველობას ..

 

რა იმედებს ამყარებდა ასეთ???

 

ერთი შეკითხვა შენთან: ზღვაში რომ ხარ უმწეოდ ჩავარდნილი ცარიელი კამერის იმედზე და ნავით რომ მოცუროს ვინმემ შენთან გადასარჩენად შენ მას წყლიდან ამოყვანამდე იმის გამოკითხვას დაუწყებ რა აზროვნებისა და ოჯახისშვილია თუ ეგრევე დასთანხმდები წყლიდან ამოყვანას??? შეიძლება მერე ვინც წყლიდან ამოგიყვანა მან მოგკლას ზუსტადაც მაგრამ იცი კი ეგ შენ წინასწარ???

 

 

სამოქალალაქო საზოგადოება არ მართავს ქვეყანას... ანუ ოპერატიული და ყოვედღიური მართვის სადავეები სამოქალაქო საზოგადოებას არ უპყრია ხელთ! ქვეყანას მართავს ამ სამოქალაქო საზოგადოების ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არავინმა არ იცის წინასწარ როგორი გამოდგება, ვის როდის წაუცდება ხელი!!!

 

მითხარი რამდენი დამოუკიდებელი და ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია იცი? ალბათ არცერთი ხო?

ძლიერს რას ეძახი? ანუ ვის მეტი ფული აქვს ხომ??? მასეთი იყო ბევრი სოროსისტული საზოგადოებრივი გაერთიანება საქართველოში და დაამხეს კიდევაც ედიკა...

 

მინიმუმ განვლილი გზის ანალიზსა და დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას მისცემდა საზოგადოებას ..

რომელი განვლილი გზის? კომუნისტური პერიოდის თუ იმის იქეთა პერიოდის? ანდაც შეცდომების გაანალიზებას ამხელა სამოქალაქო ინსტიტუტების შექმნა რაში სჭირდება???

შენი მთელი ლოგიკა ემყარება ერთადერთ რამეს რომ რატომ გამსახურდიას მაგივრად ჭანტურია არ აირჩიეს პრეზიდენტად... ამაზე აგებ შენ ყოველთვის შენს ფილოსოფიას...

არ აირჩიეს იმიტომ რომ 1. სხვა ლიდერებს ხალხისთვის ასე აქტიურად თავის თავი არ შეუთავაზებიათ და სპეციალურად დარჩნენ ჩრდილში რაც ასევე თავიანთი ბრალია ... 2. ზვიადის არჩევა მოხდა ბუნებრივი გადარჩევის პრინციპით... ვინც იაქტიურა და ივაჟკაცა ის გახდა ლიდერი! ანუ ერთი სიტყვით ვისაც მეტი დამსახურება ჰქონდა!

 

მაგრამ ვერანაირ გასაქაანს ვერ აღწევენ რადგან საზოგადოებაა ინერტული და არანაირად არ ცდილობს საკუთარ თავზე თუნდაც რამეზე მცირეოდენი პასუხისმგებლობის აღებას ..

ამაში სასტიკად ვერ დაგეთანხმები... მე თვითონ ვიყავი თავის დროზე მასეთი სოროსისტი საზოგადოებრივი გაერთიანების აქტიური წევრი... შენ თუ იცი საიდან ფინანსდება ეს საზ. ორგანიზაციები? ...და ისიც ხომ იცი რომ ფულს ვინც იხდის ის უკვეთავს ცეკვას? ... და ისიც ხომ იცი რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ ფული არა აქვს ის ვერანაირად ვერ იქნება ძლიერი? ... და ისიც ხომ იცი რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნის ქვეყანაში ისევ და ისევ თავისი არსიდან გამომდინარე? ... და ისიც ხომ იცი რომ რა ძლიერიც არ უნდა იყოს ეს საზ. გაერთიანება გადამწყვეტიდა ორგანიზებული ბრძოლოსთვის ხალხს სჭირდება აქტიური პოლიტიკური ლიდერი და არა ამ ენჯეოს ბიუროს ვირთხები? ზუსტად მაგ ლიდერებმა გადააგდეს ხალხი საქართველოში!

... ანდაც რა ხალხის ინერტულობაზე გაქვს საუბარი როცა 26 მაისს 70 000 კაცი გამოვიდა ქუჩაში???

ეგ საზ. ორგანიზაცია მაშინ აქტიურდება და მაშინ არის ცვეტში როცა მთავრობა არ ვარგა და ხალხის უკმაყოფილება მაღალია... თუ ხელისუფლება დიქტატორულ-ავტორიტარულია იმას შენი სამ. საზოგადოებაც და ენჯეოც სულ ერთ ადგილზე ჰკიდია... ფული და ძალაუფლება ვისაც აქვს ის მართავს ქვეყანას!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

რა მინდა იცი გკითხო ადამიანო.. ვიცი ერთი ორ პოსტში ამ თემასთან მივალთ და აქვე თქვა იქნებ მართლა გჯერა რომ სააკაშვილის ძალისმიერი გზით მოშორება შეუძლია დღევანდელ საზოგადოებას?

 

ამას რატო გეკითხები იცი?

 

იმიტომ რომ მე პირადად ერთი და ორი დღე არ ვამუშავებდი ამ რევოლუციის იდეას, იცის ხალხმა. სააკაშვილის რეჟიმის ერთ ერთი ყველაზე რადიკალური კრიტიკოსი გახლდით ალბათ თუ ერთადერთი არა ვინც პირდაპირი ტექსტით ადანაშაულებდა მას აგვისტოს ომის პროოცირებაში, სამხედრო დანაშაულისა და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება ჩადენაში, მაგრამ რომ დავინახე რომ საზოგადოება არაფრისთვის არ არის მზად და რომ დავინახე რომ ჩემი თავი ჯანდაბას და ოჯახის წევრებითა და ახლობლებითაც ვრისკავდი ავდექი და გამოვასწარი მანდედან ..

 

ანუ იმის თქმა მინდა რომ ვინც დღეს სააკაშვილის ხელისუფლების ძალისმიერ დამხობაზე საუბრობს ან ვერ ერკვევა სიტუაციაში ან თავად არ აპირებს გარისკვას, თორე მე ბატონო იქ რომ ვიყავი, იმ ქუჩებში რომ დავდიოდი და ხვოსტი კი არა და სახლში რომ მაკითხავდნენ სხვადასხვა წინადადებებით და მაინც ვწერდი და ვაკეთებდი იმას რასაც საჭიროდ მივიჩნევდი, ცოტა არ იყოს მორალური უფლებაც მქონდა ვყოფილიყავი რადიკალური და კონსტიტუციურიც..

 

რავიცი ჩემზე რადიკალი საქართველოში ბევრი არ მოიძებნებოდა, მაგრამ მე ძმაო არც სისხლი მწყურია და არც იარაღით სირბილი მხიბლავს.. რომ დავინახე რომ საზოგადოება არ არის მზად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად და ობიექტური რეალობის ადეკვატურად გასაანალიზებლად და რომ დავინახე რომ რეჟიმის სწრაფად შეცვლის თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობდა ავდექი და ნებით თუ უნებლიედ გავერიდე სიტუაციას..

 

ხოდა რავიცი, მიკვირს ეხლა ჩემზე რადიკალებს რომ ვხედავ და ძალისმიერ მეთოდეებზე საუბრობენ.. შანსი არ არის ხალხო საკაშვილი გარე ძალების გარეშე ჩანაცვლდეს და ხვალ თუ სადმე შეიარაღებული ჯგუფი გამოჩNდა 100% შემიძLია ვთქვა რომ მათ უკან რომელიმე ქვეყნის სპეც სამსახური დგას ..

 

არ არის დღეს რევოლუციობანას თამაშIს დრო რადგან... აღარ გავაგრძელებ და უბრალოდ არ არის რა ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

ყავას დავადგამ ერთი და მერმე გავაგრძელოთ თუ არ დაგეძინა : )))

 

როგორც შენ არ მეთანხმები იმ შენ პოსტებში ისე მე არ გეთანხმები მაგრამ ვნახოთ არგუმენტები მოვიშველიოთ ..

 

ეგ არის დეტალურად წერა და პროსტინების ცხობა მეზარება მაგრამ ... თემა აქტუალური ნამდვილად არის ..

 

თუ რამე ხვალ გავაგრძელოთ ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მინდა იცი გკითხო ადამიანო.. ვიცი ერთი ორ პოსტში ამ თემასთან მივალთ და აქვე თქვა იქნებ მართლა გჯერა რომ სააკაშვილის ძალისმიერი გზით მოშორება შეუძლია დღევანდელ საზოგადოებას?

 

დღევანდელ საზოგადოებას ყველაფერი შეუძლია თუ მასა გამოვიდა ქუჩაში და ძლიერი შესაბამისი ლიდერი გამოუჩნდა... მართალია მაგით შეიძლება ,,დინების საწინააღმდეგოდ გავცუროთ'' და მაგით ამერიკასა და რუსეთს ვაწყენინოთ... შეიძლება სისხლიც დაიღვაროს და ვინმე დაიღუპოს კიდეც მაგრამ ფაქტია რომ საზოგადოებას ეს შეუძლია...

 

რადგან ყოველ მეორეს აკადემიკოსი გონია თავი და ისიც ყველა სფეროში, უგზო უკვლო ამბიციები კი ამ მართლა გაუნათლებელ საზოგადოებას (საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს) ადეკვატური მოქმედებებისა და დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას არ აძლევს.

კარგი... ვთქვათ დღეს ხალხს ჭკუა გადაუბრუნდა და მოვიდა გონს ანუ თავისი თავი აღარ ჩათვალონ აკადემიკოსებად და ამბიციებიც დაიოკონ... რას შეცვლის ეს? მიშა ამით თავისით ჩამოვარდება? ხომ ისევ აქტიური მოქმედებების გამხორციელებლამდე ანუ კონკრეტულ ლიდერამდე მივდივართ რომელმაც უნდა განახორციელსო მიშას ეს ჩამოგდება? ... ხოდა რა იცოდა მაშინ ხალხმა მიშა როგორი აღმოჩნდებოდა ედიკას ჩამოგდების შემდეგ???

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

რა იმედებს უკავშIრებდა შევარდნაძის მმართველობას და რა იმედებს უკავშირებდა სააკაშვილის მმართველობას ..

რა იმედებს ამყარებდა ასეთ???

რაღა რა იმედებს ადამიანო, გამსაზურდია და მისი გარემოცვა არ იყოს აყვავებულ საქართველოს რომ პირდებოდა ქართველებს? (თან სტროგა ქართველებს), მაგას თავი გავანებით და ერთი და ორი იმ დროინდელი ლიდერი გამოსულა და უთქვია საბჭოთა კავშირის დანგრევა და საქართველოს სამოთხედ გადაქცევა ერთი იქნებაო? "ჯერ ამ ჩაი და მანდარინი გვაცხოვრებს" იდეით მოიტყუა ხალხმა თავი და მერე იყო და ამ ყველა ცოდვაშI არაქართველების დადანაშAულებით, რასაც რაც მოუვა კი ვიცით ..

 

შევარდნაძე რომ სტაბილურობის გარანტიად შერაცხა საზოგადოებამ ესეც ხო ფაქტია? მკვდარიც სტაბილურია და საქართველოც სადღაც დაახლოებით კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო შევარდნაძის მმართველობის წლები, სააკაშვილზე ხომ საერთოდ "გააჯაზა" საზოგადოებამ და იმთავითვე, ვიმეორებ იმთავითვე არაადეკვატურობის ნიშნების მქონე ადამიანს სახელმწიფოს სადავეები ჩააბარა ხელში, თან ქვეყნის უმოკლეს ვადებში გადემოკრატიულებისა და სამართლებლივი სახელმწიფოს უმოკლეს ვადებშI ჩამოყალიბების იმედით ..

 

მეტი უპასუხისმგებლობა რა უნდა იყოს ? მეტი რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს? ისედაც თავად არ შეუწყოყველაფერს ხელი?

ერთი შეკითხვა შენთან: ზღვაში რომ ხარ უმწეოდ ჩავარდნილი ცარიელი კამერის იმედზე და ნავით რომ მოცუროს ვინმემ შენთან გადასარჩენად შენ მას წყლიდან ამოყვანამდე იმის გამოკითხვას დაუწყებ რა აზროვნებისა და ოჯახისშვილია თუ ეგრევე დასთანხმდები წყლიდან ამოყვანას??? შეიძლება მერე ვინც წყლიდან ამოგიყვანა მან მოგკლას ზუსტადაც მაგრამ იცი კი ეგ შენ წინასწარ???

ამაზეც პასუხი ეგ არის ..

სამოქალალაქო საზოგადოება არ მართავს ქვეყანას... ანუ ოპერატიული და ყოვედღიური მართვის სადავეები სამოქალაქო საზოგადოებას არ უპყრია ხელთ! ქვეყანას მართავს ამ სამოქალაქო საზოგადოების ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არავინმა არ იცის წინასწარ როგორი გამოდგება, ვის როდის წაუცდება ხელი!!!

ამაზეც...

 

საზოგადოება უნდა დაფიქრდეს თან კარგად დაფიქრდეს ვიდრე ხელისუფლების სადავეებს ფსიქიატრის კლიენტებს ჩააბარებს ... მით უფრო უნდა დაფიქრდეს როცა ეს კლიენტები უცხო ქვეყნიდან ღია მხარდაჭერითაც სარგებლობდნენ ...

 

ხოდა გაგრძელება იქნება მოკლედ : )))

 

ერთი წამით თორე დაშრა ჩაიდანი ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...