Nukriko Posted December 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2009 საზოგადოების შესახებ? ლიბერალები საზოგადოებას განიხილავენ არა როგორც სრულუფლებიან ორგანიზმს, არამედ როგორც ინდივიდთა ნაკრებს. კონსერვატორები - საზოგადოებას აღიქვავენ როგორც ორგანიზმს, ცოცხალ არსებას. საზოგადოება პიროვნების გარეშეც არსებობს და, გარკვეული გაგებით, პიროვნებაზე მაღლა დგას; მისი ერთიანობის ტრადიცია, ავტორიტეტი და საერო მორალი განსაზღვრავს. სოციალისტები - საზოგადოებას, ტრადიციულად, უთანასწორო კლასობრივ ძალაუფლების კონტექსტში განიხილავენ, მათთვის ეკონომიური და საკუთრებრივი დაყოფა უფრო ღრმაა, ვიდრე რომელიმე უფრო ფაერთო სოციალური კავშირეი. მარქსისტებს, წამთ, რომ საზოგადოებას ახასიათებს კლასობრივი ბრძოლა და ერთადერთ სტაბილურ და შედუღებულ საზოგადოებად, უკლასო საზოგადოება მიიჩნევა. ანარქისტების - აზრით, საზოგადოებას ახასიათებს მართვის საჭიროებას მოკლებული და ბუნებრივი ჰარმონია, რომლის საყრდენი თანამშრომლობისა და სოციალობისკენ ადამიანის ბუნებრივი მიდრეკილებაა. სოციალური კონფლიქტი და დისჰარმონია, ამდენად სრულიად არაბუნებრივია, ისინი პოლიტიკური მმარტველობისა და ეკონომიკური უთანასწორობის შედეგია. ნაციონალისტების - ხედვით საზოგადოება კულტურულ და ეთნიკურ განსხვავებებზეა დამყარებული. აქედან გამომდინარე, საზოგადოების მახასიათებელია საერთო ღირებულებები და რწმენები, რომელთა გფესვები, საბოლოო ჯამში, საერთო ეროვნულ იდენტობაშია. ყველამ დავწეროთ რა ვიცით იდეოლოგიების შესახებ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 14, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2009 (edited) თანასწორობის შესახებ? ლიბერალებს - წამთ, რომ ადამიანები დაბადებით თანასწორნი არიან იმ გაგებით, რომ მათ თანაბარი მორალური ღირებულებები აქვთ. ეს ფორმუალური თანასწორობას გულისხმობს, განსაკუთრებით ლეგალურსა და პოლიტიკურ თანასწორობას, ისევე როგორც შესაძლებლობათა თანასწორობას. მაგრამ სოციალური თანასწორობა, როგორც ჩანს, თავისუფლების და ნიჭის ჩახშობის ფასად მიიღწევა, ამიტომ ნიჭიერები უფრო მდიდრდებიან ვიდრე ნაკლებ ნიჭიერნი. კონსერვატორები - ტრადიციულად საზოგადოებას განიხილავენ როგორც ბუნებრივად იერარქიულს და ამიტომაც თანასწორობას უკუაგდებდნენ, როგორც აბსტრაქტულს და მიუღწეველ მიზანს. სოციალისტები - თანასწორობას ფუნდამენტალურ ღირებულებად მიიჩნევენ, კერძოდ ისინი მხარს უჭერენ სოციალურ თანასწორობას. Edited December 14, 2009 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 14, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2009 ეკონომიკის შესახებ ლიბერალები - ეკონომიკას განიხილავენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს და მყარ უპირატესობას ანიჭებენ ბაზარს ანუ კაპიტალისტურ ეკონომიკურ წყობას, რომელიც ემყარება საკYთრებას, კონკურენციასა და მატერიალურ სტიმულს სოციალისტები - მარქსისტული ტრადიციის შესაბამისად, უპირატესობა საზოგადოებრივ საკუთრებასა და აბსოლუტურ საოციალურ თანასწორობას. სოციალ-დემოკრატები ემხრობიან საყოველთაო კეთილდეობის ანუ რეგულირებად კაპიტალიზმის, რადგან მათი თვალსაზრისით, ბაზარი კარგი მსახურია, მაგრამ უხეირო ბატონი ანარქისტები - ეკონომიკის კონტროლს ან მართვის ნებისმიერ ფორმას უგულვებელყოფენ. ფაშისტები - კაპიტალიზმსა და კომუნიზმს შორის მესამე გზა გააკვლიეს, რაც ხშირად კორპორატიზმის იდეების მეშვეობით გამოიხატება, ეს კი შრომისა და კაპიტალის გაერთიანებას გულისხმობს ორგანული მთლიანობის სახით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 14, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2009 ერის შესახებ ლიბერალები - ემხრობიან ერის სამოქალაქო კონცეფციას, რომელიც ერთნაირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკურ და კულტურულ ერთიანობას,. ერი წარმოადგენს მორალურ გაერთიანებას, რადგან ას გააჩნია უფლებები, განსაკუთრებით კი თვითგამორკვევის უფლება კონსერვატორები - ერს თვლიან უპირველესად ორგანულ ერთობად, რომლის წევრებსაც აკავშირებს საერთო ისტორია და ეთნიკური კუთვნილება. ერი წარმოადგენს ყვეკლაზე მნიშვნელოვან სოციალურ ჯგუფს სოციალისტები - აზრით ერი კაცობრიობის ხელოვნურ დანაწევრებას წარმოადგენს, რომლის ამოცანაა მიჩქმალოს სოციალური უსამართლობა და დაიცვას დადგენილი წესრიგი ანარქისტები - თვლიან, რომ ერი ასოცირდება სახელმწიფოსთან და შესაბამისად ჩაგვრასთან. მათთვის ერი წარმოადგენს მითს, რომლის დანიშნულებაა მართველი ელიტის ინტერესები დაიცვას და მისდამი მორჩილების პროპაგანდაა ფუნდამენტალისტების - აზრით ერი თვისობრივად რელიგიური გაერთიანებად, მორწმუნეთა საზოგადოებად მიიჩნევენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 14, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2009 სახელმწიფოს შესახებ ლიბერალები - თვალსაზრისით, სახელმწიფო წარმოადგენს ნეიტრალურ არბიტრს საზოგადოებაში არსებული დაპირისპირებულ ინტერესებსა და ჯგუფებს შორის, სოციალური წესრიგის დასაცავად უმთავრეს გარანტს. ამიტომ ლიბერალები ემხრობიან მინიმალური სახელმწიფოს იდეას კონსერვატორები - სახელმწიფოს უკავშირებენ ძალაუფლებისა და დისციპლინის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოს ქაოსისა და არეულობისგან დაცვის აუცილებლობას, ამიტომ კონსერვატორები უპირატესობას ანიჭებენ ძლიერ სახელმწიფოს სოციალისტები - მარქსისტები ყურადღებას ამახვილებენ კავშირზე სახელმწფიოსა და კლასობრივ სისტემას შორის, თვლიან რა ას ან კლასობრივ მართველობის ინსტრუმენტად, ან კლასების შორის შემარბილებელ საშვალებად. სოციალ-დემოკრატები თვლიან რომ სახელმწიფოს საზოგადო სიკეთის მატარებელია. ანარქისტები - სრულიად უარყოფენ სახელმწიფოს, რადგან უსარგებლო ბოროტებად მიიჩნევენ. ფაშიზმი - სახსელმწიფოს უმაღლეს ეთიკურ იდეალად მიიჩნევს, რომელიც ეროვნული საზოგადოების ერთიან, არადიფერენცირებულ ინტერესებს გამოხატავს. ფუნდამენტალისტები - თვლიან რომ სახელმწიფო სოციალურ, ზნეობრივი და კულტურული განახლების საშვალებაა. შესაბამისად, ფუნდამენტალისტური სახელმწიფო რელიგიურ მმართველობისა და სიბრძნის პოლიტიკურ გამოხატულებად ითვლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 14, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2009 რელიგიის შესახებ ლიბერალების - შეხედულებით, რელიგია საგანგებო პრივატული საკითხია, რომელიც ინდივიდუალურ არჩევანსა და პირად განვითარებას უკავშირდება. ამიტომ, მათი აზრით რელიგიური თავისუფლებასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო თავისუფლებისთვის. ამიტომ ლიბერალების აზრით ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნა უნდა მოხდეს. კონსერვატორები - რელიგიას სტაბილურობის და სოციალურ ძალთა გაერთიანების არსებით წყაროდ მიიჩნევენ. ის საზოგადოებას საერთო ფასეულობებითა და ზოგადი კულტურის ძირითად პრინციპებს უზრუნველყოფს. ამიტომ ეკლესიისა და სახელმწიფოს თანხვდომა გარდაუვალია და სასურველი სოციალისტები - რელიგიას, ჩვეულებრივ, უარყოფითი ტერმინებით ასასიათებენ, ანუ მათი აზრით, ესაა საკუეთესო შემტხვევაშI პოლიტიკური ბრძოლისგან თავის არიდება და უარეს შემთხვევაში მმართველი კლასის იდეოლოგია. ანარქისტები - რელიგიას განიხილავენ ძირითადად როგორც ჩაგვრის ინსტიტუციონალიზებულ წყაროს. ეკლესია და სახელმწიფო მყარადაა ურთიერთშეკავშირებული. რელიგია ამქვეყნიურ მეუფეების მორჩილებასა და დაქვემდებარებას ქადაგებს. ფუნდამენტალისტები - აღიარებენ, რომ რელიგია სხვა არაფერია, თუ არა ძირითადი და აუცილებელი პრინციპული კორპუსი. ის განსაზღვრავს არა მარტო ინდივიდუალურ ქცევას, არამედ - სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრების ორგანიზების თავისებურებასაც. რელიგიას არ ძალუძს ერძო სფეროთი შეზღუდვა. ის უმაღლესი და ჭეშმარიტ გამოხატულებას პოვებს ხალხის მობილიზებისა და სოციალურ აღორძინების პოლიტიკაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 ასეთი თემები იძირება. ეს ცუდია. დოტაცია ესაჭიროება მგონი.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 15, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 lasha_alo ასეთი თემები იძირება. ეს ცუდია. დოტაცია ესაჭიროება მგონი....პოლიტიკურ ანალიზმში გადაიტანე ეს თემა რა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted December 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2009 Nukriko რაღაც მეცნობა ეს ნაწერი ჰეივუდის წიგნიდან არის არა პოლიტიკური იდეოლოგიები???? ცუდი წიგნია თან ძალიან დროს როდესაც გამოვნახავ შევეცდები თანამედროვე მემარცხნე თეორიებზე დავწერო საინტერესო რაღაცეები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.