Jump to content
Planeta.Ge

ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა.


Recommended Posts

ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - დიდები და პატარები

12:33 13.12.2009

 

ინტერნეტფორუმებზე ასეთი დიდი არეულობა საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც კი არ ყოფილა. მოკლედ, პატარა საქართველოს პატარა პოლიტიკაში და პატარა ფორუმებზე დიდი ამბებია.

ასტროლოგთა, ასტროფიზიკოსთა და მათთა მსგავსთა განმარტებით:ნსაქართველოში მოსალოდნელია ფანატიზმის, დაბოღმილობის, ამბიციურობისა და აგრესიულობის მასიური შემოტევა. ფანატიკოსები ლაღად გაიჭრებიან “სიბნელის ველზე” და იქნება დიდი ორომტრიალი.

 

არ წყდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ოპოზიცია რუსეთის მიერ მართული. ანდა რატომ უნდა შეწყდეს, თუკი ქართველი ასტროლოგები ამბობენ, რომ არ შეწყდებაო...

 

archilcheghe (forum.ge): “ჩემის აზრით საკმაოდ სავარაუდოა, რამ არჩევნების შემდეგ (როგორც უნდა ჩატარდეს არჩევნები) თბილისში ისევ იწყება არეულობა, ხალხო გასაგებია “გრეჩიხას” ვალი აქვს ძალიან დიდი (რამოდენიმე მილიონი), მაგრამ ამის გამო შეიძლება ყველაფერზე ხაზის გადასმა?”

 

გასაგებია, რომ ამ ფორუმელს ოპოზიცია არ ეპიტნავება, მაგრამ იარლიყების ასე ადვილად მიწეპება ალბათ მხოლოდ ჩვენთან თუ შეიძლება. ყველაფერი ადვილია, ყველაფერი იოლია... მაგრამ გენიალურად მაინც არაა ყველაფერი...

 

ქართველები ნელ-ნელა ვხვდებით რა უნდა მოვითხოვოთ და რა უნდა გვაინტერესებდეს. ამის მაგალითი გახლავთ ფორუმელი Mesaplave თავისი სულ ცინცხალი აზრებით.

 

“კაროჩე პოლიტიკა მაგრად არ მაინტერესებს. ასეა თუ ისეა, ეხლა მაგათ მემუარების წაკითხვა არ შემიძლია და პროგრამაში ვის აქვს მოგების გადასახადის 12% -მდე შემცირება და ბიზნესის ხელშეწყობა და კონკრეტულად რა საკითხებში (დასაქმება არ მაინტერესებს) ყველა პარტია რას პირდება ბიზნესს უფრო მოგების გადასახადი დაწერეთ”

 

აი კაცი! პოლიტიკურ აბდა-უბდაზე მეტად ის აინტერსებს, მას რამდენად აწყობს ესა თუ ის პარტია. არა ბიჭო და...

 

რუსეთი-საქართველო-სომხეთი-ამერიკა. აი ნამდვილი «სიამის ოთხეული». აი ნამდვილი სიყვარულის ნიმუში!

 

“ბაბუაგიორგი” (planeta.ge): «რა განსხვავებაა მონობასა და გავლენის სფეროს შორის? ის პოლიტიკა რაც დღეს საქართველოს მთავრობა ეწევა ერთი მონობიდან მეორეში გადასვლის მეტი არაფერია. არ ვირბენ ეხლა “ტუდა ბეგომ” და ჩვენი მოგენოციდე მეზობლების მდგომარეობიდან გამომდინარე გავაკეთოთ შედარება. რუსებთან დარჩნენ? კი. რუსებთან არიან? არა. აზერბაჯანს ომი მოუგეს? კი. მაშინ ამიხსნის ვინმე რა წააგეს? ჩემი აზრით რუსები გამოიყენეს ბოლო ამოსუნთქვამდე. მოვა დრო და რუსებსაც გადააფურთხებენ და ალბათ ნატოშიც ჩვენზე ადრე შევლენ მთელი მათი “ნაგორნი კარაბახით”. რა გავქვს ჩვენ? ბუში.

 

მოვიგეთ რამე? არა. გვიჩმახებენ? კი. ტერიტორიებს გვართმევენ? კი. ევროსტრუკტურებს ვუახლოვდებით? არა. მაშინ სად ვართ ჩვენ? დავიჯერო არ მოვა ისეთი დრო, როდესაც პოლიტიკას შეძრომაში არ ავურევთ?”

 

სამწუხაროდ, ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მთავარი გაგებაა! სადაც გაგებაა, იქ “გაჩმახება” გამორიცხულია!

 

თუ ფორუმელი shaxtiora და დავით აქუბარდია სიმართლეს ღაღადებენ, მაშინ მართლაც ძალიან ცუდი რაღაც მომხდარა.

 

- “დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება არის 99% ით შეზღუდული, ჰოდა იმ ერთი პროცენტის მეშვეობით, (“კავკასია” მაქვს მხედველობაში) გავიგე, რომ “არტ-ჯგუფი” დახურეს, ყოველგვარი განმარტებისა და დოკუმენტების გარეშე მიუცვივდნენ და ყადაღა დაადეს, ხალხი გაყარეს. არცერთ ამ მონა ტელევიზიას ხმა არ ამოუღია, მერე უკვირთ რომ აგინებენ და ყველაფერ ცუდს უშვრებიან, მონები და მეტი არაფერი, თფუ ამათ ტფუ... აი ნამდვილი საქმე ლაპარაკის ნაცვლად!”

 

“არტ-ჯგუფის” დახურვა და იქ მომუშავე ხალხისთვის სამსახურის დაკარგვა, მართლა ვერაა კარგი, მაგრამ თუ მართლა ასეა, ამოიღონს ხმა იმ დალოცვილებმა, ფორუმელს რატომ გვინერვიულებენ ტყუილად...

 

ამერიკის ცხენის ფლოქვებისაგან დაბეკნილ მიწაზე გარდაცვლილა აჰია კაზანი – რუსეთის მოძულე აფხაზი კაცი. ამ საკითხს ერთ-ერთმა ფორუმელმა სპეციალური თემა მიუძღვნა.

 

kavkazski_lev (FORUM.GE): “აჰია კაზანი არის ნორმალური აფსუა! ეს კაცი იყო აფსუა. იგი თავადური გვარის წარმომადგენელი იყო და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს აფსუებში. ომის დროს აქტიურად ეხმარებოდა აშშ-დან ფინანსურად აფსუებს, მაგრამ როცა მან დაინახა რასაც უპირებენ აფსუებს რუსები, იგი გახდა ფართო ავტონომიის მომხრე. ამ მოსაზრების გამო მას არძინბა დაუპირისპირდა და ქვეყნის მოღალატედ აღიარა. აჰია კაზანი სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ში გარდაიცვალა. მის საქმეს მისი ვაჟი ასრულებს. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ კაცზე დამიწერეთ”

 

ასეთი რამეები პაატა ზაქარეიშვილმა იცის. საერთოდ, პაატა ზაქარეიშვილმა ბევრი რამე იცის. ზაქარეიშვილმა ყველაფერი იცის რაც საჭირო არ არის.

 

რაკი სულხან-საბას ელჩობის პერიოდს არ მოვსწრებივართ და მისი დარდ-ვარამი არ მოგვისმენია, ფორუმელი “საბუნიას” მონაყოლით უნდა დავკმაყოფილდეთ.

 

- “ევროპაც ბანძია და ამერიკაც! თუ არ დაგვეხმარებიან. დღეს ერთმა ამერიკელმა მითხრა იმედი გაგიცრუვდებათო, ჩვენგან ნუ ელოდებითო დახმარებასო. ჰოდა მე ვუთხარი 20 საუკუნეზე მეტია მასე ვართ მარტო და აქამდე მოვაღწიეთ და თუ არც დაგვეხმარებით მეთქი და ჭიქა მივუჭახუნე! აი ეგრე!”

 

ყველაფერი იმის ბრალია, რომ ბოლო დროს ციმბირული გრძელბეწვიანი კატების ფასმა მსოფლიოს ცხოველთა ბაზარზე ძალიან მოიმატა. პუტინი კი საფრანგეთის პრეზიდენტს “ციცებს” მოსაფერებლად სულ უფასოდ უგზავნის.

 

რა კავშირი აქვთ ლევან ბერძენიშვილსა და მაჰათმა განდის, ამას მხოლოდ ფორუმელები თუ დაადგენენ და აკი დაადგინეს კიდეც...

 

licemer (PLANETA.GE): “ინდოელთა ლევან ბერძენიშვილი” - მოჰანდას კარამჩანდ პორბანდალი - იგივე მაჰათმა განდი ამბობდა: “არ ითანამშრომლოთ ინგლისელებთან, უარი თქვით მათ მიერ შემოთავაზებულ პრივილეგიებზე, არ ჩადგეთ მათ სამსახურში, თუ გინდათ, რომ ინდოეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს” აფრთხილებდა მაჰათმა ინდოელებს.

 

გჯეროდეთ ედუარდის, გჯეროდეთ მიშას, გჯეროდეთ ამერიკელების. რაც შეიძლება მეტი გრანტი სტომაქის გასავსებათ. კურკური რუსებთან, საქართველო აფხაზეთის გარეშე-გვმოძღვრავს ქართველი მაჰათმა. სატიაგრაჰა! (წინააღმდეგობა არაძალადობრივი გზით) მოუწოდებდა მაჰათმა ინდოელებს. “ჩავბარდეთ” ნატოს და შტატებს”, ისინი იფიქრებენ ჩვენს მაგივრად-მოგვიწოდებს “ქართველი მაჰათმა!”

 

როგორც ამბობენ, ქართულ ინტერნეტფორუმებს ლევან ბერძენიშვილი ძალიან ხშირად ათვალიერებსო. ძველი რესუპუბლიკელი, ამ კომენტარის წაკითხვის შემდეგ, ალბათ საკუთარ წარსულსა და აწმყოზე დაფიქრდებოდა.

 

მარინა მუსხელიშვილისა და გია ჟორჟოლიანის ინიციატივით, მოქალაქეებმა ხელისუფლების წევრთა ახლობლების და ნათესავებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ.

 

THRaKaTTaK (forum.ge): “ბოიკოტში იგულისხმება გამარჯობის ართქმა, ყოველგვარი ურთიერთობის შეწყვეტა და ა.შ. დანარჩენი ალბათ ინდივიდუალური ფანტაზიის მიხედვით. ავღნიშნავ, რომ მუსხელიშვილიცა და ჟორჟოლიანიც თსუ-ში მუშაობენ (თითქოს და პოლიტიკური ნიშნით დაწმენდილში) ამასთანავე აქვთ საკუთარი “ენჟიო”. ამასთანავე არიან გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთი იდეოლოგები. განსაკუთრებით დაახლოებულნი არიან პარიზელ ქალბატონთან.

 

მარინას შვილი კი პარიზელი ქალბატონის ახალგაზრდულ ორგანიზაციას მეთაურობს. იმასაც ავღნიშნავ, რომ ვიცნობ ხალხს, ვინც მათ ამ იდეას უკვე ატარებს რეალობაში. მაგრამ საჯაროდ გაცხადებული გუშინ პირველად მოვისმინე კავკასიის ეთერში”

 

“კავკასიაზე” მართლა მაგარ რამეებს მოისმენს კაცი. მიყვარს ეს აქუბარდია და მესროლეთ თუ გინდათ! ანდა, როგორ შეიძლება აქუბარდია არ გიყვარდეს...

http://presa.ge/index.php?text=news&i=11331

 

 

ლიცემერი: ფაქტია, რომ პლანეტა.გე უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს ინტერნეტფორუმების მიმოხილვაში, და, ეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ, ჩვენ მოკლე ხანში მივაღწიეთ იმას, რასაც უფრო დიდი "ისტორიის" მქონე ფორუმები დღემდე ვერ ახერხებენ. ასე რომ, პლანეტის ადმინისტრაციას და უზერებს ბრავო!

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

რაც მეტი დაიწერება ჩვენზე უკეთესია :blush:

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია :D

მეტი ,მეტი ორიგიონალურობა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თვალს უხარია გულს უხარია

კაკ მალო ნადო ჩელოველუ დლია სჩასწია:)

 

ისე რამდენი პოსტის მერე ვიტვლები ამ ფორუმის წევრად?ტყვილახომ არ მიხარია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე რამდენი პოსტის მერე ვიტვლები ამ ფორუმის წევრად?

პირველივე პოსტიდან პლანეტის დიოფალთ დიოფალი ხარ, ძვირფასო :)

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიოფალთ დიოფალი ხარ, ძვირფასო

ავსულვარ ევოლუციის უმაღლეს საფეხურზე და ეგაა :bis:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პლანეტა.გე უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს ინტერნეტფორუმების მიმოხილვაში

კოშმარი სხვა ფორუმებისათვის :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავსულვარ ევოლუციის უმაღლეს საფეხურზე და ეგაა

T_A_T

ნიცშეს აქვს შექმნილი ასეთი ცნება-"ქვევიდან ზევით ჩამოვარდნა" იმ აზრით, ვითომ ვინც ძირს ეშვება, სწორედ ის მაღლდება, ხოლო ვინც მაღლა იწევს საკუთარ უფსკრულს უახლოვდება. ასე რომ, ფრთხილად იყავი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიცშეს აქვს შექმნილი ასეთი ცნება-"ქვევიდან ზევით ჩამოვარდნა" იმ აზრით, ვითომ ვინც ძირს ეშვება, სწორედ ის მაღლდება, ხოლო ვინც მაღლა იწევს საკუთარ უფსკრულს უახლოვდება. ასე რომ, ფრთხილად იყავი

ანუ ხვალ ისევ შეიძლება მტრედი გავხდე ზეგ მარწყვი?:))

 

პ.ს. გურჯიევსაც იგივე აქვს ოღონდ ვრცლად ნაბოდიალები ვველზევულის მონათხრობებში( ნეტა რას ეწეოდა მაგას რომ წერდა?:)...........მე რას ვეწეოდი მაგას რომ ვკიტხულობდი ეგ კი მახსოვს:)

კოშმარი სხვა ფორუმებისათვის

ლტოლვილების პირველ ნაკადს როდის ევლით?:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ტემა რომ ფორუმის შესახებშI გადავიტანო ეწყინება ტემის ავტორს?!))

რავი, თუ შეიძლება დღეს დავტოვოთ აქ და ხვალ დილით თავად "მოვისვრი" ფორუმის შესახებში

 

 

პრინციპში პოლიტიკის თემაა და ყოველკვირეულად ვაპირებდი მიმოხილვას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლტოლვილების პირველ ნაკადს როდის ევლით?

T_A_T

ლტოლვილების პირველი ნაკადი ჩვენ ვართ :D აწი მეორე ნაკადს ველოდებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასიხარულო ამბეა ნამდვილად.

 

აი რას ნისნავს ის, რომ დამოუკიდებელი და მიუკეროვებელი პრესა არ არსებობს. ამიტომაცაა ხალხი ფორუმებს ეტანება.

 

პ.ს. ხო ეხლა პატარა შესწორებები გავაკეთე და უკვე პლანეტა შეგიძლიათ მობილებშიც ქართული შიფტით იხილოთ.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. ხო ეხლა პატარა შესწორებები გავაკეთე და უკვე პლანეტა შეგილიათ მობილებშიც ქართული შიფტით იხილოთ.

babuagiorgi

მართლა საჭირო და კარგი საქმე გაგიკეთებია :maladec:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

მართლა საჭირო და კარგი საქმე გაგიკეთებია :maladec:

 

ლაშამ ვაპი მინდაო და მთელი ფორუმი გავავპე და ეგაა. :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...