Strato Posted July 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2009 მეგობრებო მიუხედავად იმისა რომ ზეპელინის სიმღერებზე გავიზარდე და თავადაც ვუკრავდი მათ სიმღერებს, არის ერთი სიმღერა რომელსაც რა ქვია არ ვიცი, ერთხელ მოვისმინე რადიოში ოღონდ ვერ გავიგე რა ქვია. როგორი რაღაცა იყო იცით? თავიდან წყნარი კომპოზიცია იყო რა და სადღაც წუთი და ოცი წამის შემდეგ შედიოდა მაგარი მხეცი მუსიკა. აბა იქნებ შემომთავაზოთ მსგავსი სიმღერები და იმედია ვიპოვი იმას ------- როგორი პონტია იცი? სადღაც წუთნახევრის მერე შედის რაღაცნაირი რითმით, სასწაული გადასვლაა რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kaxelorugby Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 ზეპელინებს დიდი ხანია ვუსმენ ძაან მაგარია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ozzyka Posted July 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2009 თავიდან წყნარი კომპოზიცია იყო რა და სადღაც წუთი და ოცი წამის შემდეგ შედიოდა მაგარი მხეცი მუსიკა.Strato ეგრე როგორ უნდა გაარტყა. : ) :naushnik: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted July 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2009 Strato Led Zeppelin Achilლes last Stand Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ahmet ertegun Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 მეგობრებო მიუხედავად იმისა რომ ზეპელინის სიმღერებზე გავიზარდე და თავადაც ვუკრავდი მათ სიმღერებს, არის ერთი სიმღერა რომელსაც რა ქვია არ ვიცი, ერთხელ მოვისმინე რადიოში ოღონდ ვერ გავიგე რა ქვია. როგორი რაღაცა იყო იცით? თავიდან წყნარი კომპოზიცია იყო რა და სადღაც წუთი და ოცი წამის შემდეგ შედიოდა მაგარი მხეცი მუსიკა. აბა იქნებ შემომთავაზოთ მსგავსი სიმღერები და იმედია ვიპოვი იმას ------- როგორი პონტია იცი? სადღაც წუთნახევრის მერე შედის რაღაცნაირი რითმით, სასწაული გადასვლაა რა. http://www.youtube.com/watch?v=_R20sleJxr4http://www.youtube.com/watch?v=rHBmc3POjJI...feature=relatedhttp://www.youtube.com/watch?v=wZgMG6lxU7I...feature=related Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ahmet ertegun Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 ხოდა ზოგადად თემას რაც შეეხება, ეს ჯგუფი ჩემთვის მუსიკაზე მეტია.მაქვს ბუტლეგების საკმაოდ კარგი კოლექცია, თითქმის ყველა კონცერტის DVD (რისი ჩანაწერიც არსებობს) უნივერსალური ჯგუფია. ნებისმიერი მუსიკის მოყვარულს გაუსწორებს - დაწყებული ჯაზის მსმენელით და მეტალისტით დამთავრებული.წინა გვერდებზე ვნახე, ფსიქოდელიის ელემენტებს უწუნებდნენ ზეპპებს ხოდა ვინც უწუნებთ, მოგიწოდებთ მოუსმინოთ Dazed- სთუნდაც სტუდიურს(ნუ მედისონ სკვერ გარდენის ლაივი თუ გაქვთ, მთლად უკეთესი)და მერე განვაგრძოთ საუბარი ფსიქოდელიაზე ესენი არიან ჰარდ როკის ერთ-ერთი მამამთავრები... საბათთან და ფარფლებთან ერთად. ოღონდ მე ორივეს ერთად აღებულს მაინც ზეპები მირჩევნია. ყველაფერია ამათ მუსიკაში - მეტალიც, ბლუზიც, ფოლკიც და ა.შ.ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო ამ ჯგუფზე.ოთხი ლეგენდაა რასაც ქვია. თავის საქმის მამები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted July 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 ხოდა ზოგადად თემას რაც შეეხება, ეს ჯგუფი ჩემთვის მუსიკაზე მეტია.მაქვს ბუტლეგების საკმაოდ კარგი კოლექცია, თითქმის ყველა კონცერტის DVD (რისი ჩანაწერიც არსებობს) უნივერსალური ჯგუფია. ნებისმიერი მუსიკის მოყვარულს გაუსწორებს - დაწყებული ჯაზის მსმენელით და მეტალისტით დამთავრებული.წინა გვერდებზე ვნახე, ფსიქოდელიის ელემენტებს უწუნებდნენ ზეპპებს ხოდა ვინც უწუნებთ, მოგიწოდებთ მოუსმინოთ Dazed- სთუნდაც სტუდიურს(ნუ მედისონ სკვერ გარდენის ლაივი თუ გაქვთ, მთლად უკეთესი)და მერე განვაგრძოთ საუბარი ფსიქოდელიაზე ესენი არიან ჰარდ როკის ერთ-ერთი მამამთავრები... საბათთან და ფარფლებთან ერთად. ოღონდ მე ორივეს ერთად აღებულს მაინც ზეპები მირჩევნია. ყველაფერია ამათ მუსიკაში - მეტალიც, ბლუზიც, ფოლკიც და ა.შ.ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო ამ ჯგუფზე.ოთხი ლეგენდაა რასაც ქვია. თავის საქმის მამები. RESPECT!!! ------ strato, ვერ ამოვიცანით შენი მოწონებული კომპოზიცია? ------------ ეს tako:))-ს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ahmet ertegun Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 ეს ინტერვიუ შარშან ვთარგმნე... ჰოდა ეგდოს აქ :ena: წყაროwww.ledzeppelin.ru Перевод Андрея mr.B. Jone$ Гончароважурнал Guitar World რუსულიდან თარგმნა თქვენმა მონა-მორჩილმა ამ ეპოქალურ ინტერვიუში ჯიმი პეიჯი ფარდას ხდის ლედ ზეპელინის მემკვიდრეობის ზოგიერთ საიდუმლოს.- ოკ, მე მზად ვარ - ამბობს პეიჯი და ხმამაღლა სცემს ტაშს - ამჯერად რაზე ვისაუბროთ? ლედ ზეპელინზე? ისევ? ნუთუ ყველაფერი ნათქვამი არაა? - მზერას ცისკენ აპყრობს - კარგი, კარგი, მზად ვარ... არც თუ შორეულ წარსულში მის სარკაზმს მუსიკის ყველაზე გამობრძმედილი ჟურნალისტებიც ვერ უძლებდნენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო, უკანასკნელი, რაზეც შეიძლება რომ როკ-გიტარის მეტრმა ისაუბროს, ეს ლედ ზეპელინის შემოქმედებაა. საბაბი საუბრისთვის კი ნამდვილად წონიანია. პეიჯი პირველ რიგში, ცნობილია როგორც გიტარისტი, ხოლო მის სტუდიურ მუშაობაზე - როგორც პროდიუსერის, არანჟირების ავტორის, ხმის ოპერატორის - მხოლოდ ზედაპირულად თუ საუბრობენ. ბითლზისა და როლინგ სთოუნზისგან განსხვავებით, რომლებიც მთლიანად ჯორჯ მარტინსა და ჯიმი მილერს ეყრდნობოდნენ, ლედ ზეპელინი არანაირ გარეშე გავლენას არ განიცდიდა. თავისი შეუცვლელი ლიდერი-გიტარისტის- პეიჯის კვალდაკვალ, ჯგუფი თამამად მიდიოდა ერთი წარმატებული ექსპერიმენტიდან - მეორისკენ. დრამატიზმის მხრივ, პეიჯს როკ-მუსიკაში ბადალი არ ჰყოლია. სწორედ პეიჯმა აქცია ჯონ ბონემის დრამი ვულკანად, ხოლო პლანტის ვოკალი ისეთად, თითქოს ის ოლიმპოს მთიდან ისმოდეს.მაგრამ უპირეველეს ყოვლისა, პეიჯი ოსტატურად მანიპულირებდა საკუთარი გიტარის ჟღერადობით. დაწყებული გაწელილი კვნესით სიმღერიდან Since I`ve Been Loving You დამთავრებული საიდუმლოებით მოცული აკორდებით კომპოზიციაში Black Mountain Side.ცეპელინების ლიდერმა მუსიკის მრავალი სტილი და ჟანრი შეითვისა. Led Zeppelin IРелиз в США: 12 января 1969 года.Запись сделана в Olympic Studios (Лондон).Гитары: Telecaster 1958 года, 10-струнный Fender 800 pedal steel.Усилитель: Supro. Guitar World: - დავიწყოთ თავიდან. როგორი იყო ლედ ზეპელინის თქვენეული კონცეფცია? Jimmy Page: - მოყოლებული იარდბირდსიდან, ბევრი იდეა დამიგროვდა. იარდბირდსში დიდი შესაძლებლობა იყო სცენაზე იმპროვიზირებისთვის და მე საკუთარი მიგნებების ჩაწერა დავიწყე. სწორედ ეს მიგნებები განვახორციელეთ შემდეგ ლედ ზეპელინში, + ამას სხვადასხვა აკუსტიკური ტექსტურები. ლედ ზეპელინი ჩემთვის არის ბლუზის, ხარდ როკისა და აკუსტიკის კავშირი, აქცენტებით მძიმე მუსიკაზე - ის რაც ჩვენამდე არავის არ გაუკეთებია. ბევრი ფერი და ჟღერადობა. მაგალითად - Babe I`m Gonna Live You. GW: - როგორ შეიქმნა ეს სიმღერა? JP: - კარგი კითხვაა. აი რა წერია ჩვენი როუდ-მენეჯერის - რიჩარდ კოულის წიგნში "Stairway To Heaven" : ერთხელ ჩემთან რაღაც საკითხების განსახილველად მოვიდა პლანტი. მე მას ჯოან ბაეზის (Joan Baez) "Babe" - ს ჩანაწერი ჩავურთე და შემდეგ ვკითხე, ხომ არ უნდოდა მას ემღერა რამე ამდაგვარი. ავტორი (რიჩარდ კოული) ამტკიცებს, რომ რობერტმა აიღო გიტარა და დამიკრა მელოდია, რომელიც საბოლოოდ ალბომში აღმოჩნდა. თქვენ გჯერათ ამის? ჯერ ერთი, სიმღერა მზადი იყო დიდი ხნით ადრე, ვიდრე რობერტი მესტუმრებოდა, მეორეც- მაშინ რობერტმა საერთოდ არ იცოდა გიტარაზე დაკვრა. მესამეც - მე არ მიკითხავს მისთვის, სურდა თუ არა მას ასეთი სიმღერის შესრულება. მე მას ვუთხარი, რომ ვაპირებდი ასეთი რამის გაკეთებას. GW: - დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ მკვეთრი ხედვა გქონდათ ჯგუფის საქმიანი მხარის მართვისა. როდესაც თქვენ ზეპელინების პირველი ალბომისა და ტურის პროდიუსერი იყავით, ამით ხმის ჩამწერი კომპანიის გავლენა მინიმუმამდე შეამცირეთ? JP: - დიახ, ეს ასეა. მე არ მსურდა რომ ჩემთვის ვინმეს ეხელმძღვანელა, რადგანაც ზუსტად ვიცოდი, თუ რა მინდოდა. ფაქტიურად, პირველი ალბომის ჩაწერა მე თვითონ დავაფინანსე, "ატლანტიკ რეკორდსისგან" არანაირი ავანსი არ ყოფილა. უპირატესობა სახეზეა: მე მქონდა ჯგუფის განვითარების ზუსტი ხედვა, რის გამოც ხარჯები მინიმუმამდე შემცირდა. სულ რაღაც 30 საათი მოვანდომეთ ჩაწერას. ვიცი, რადგან თავად ვასწორებდი ანგარიშებს. (იცინის)თუმცა, ჩაწერა არც ისე რთული ყოფილა, რეპერტუარი კარგად იყო დამუშავებული რეპეტიციებზე, ჩვენ ახალი დავრუნებულები ვიყავით სკანდინავიის გასტროლებიდან. დეტალურად ვიცოდი, რაც მინდოდა. GW: - სტერეოეფექტები პირველ ორ ალბომში გმომგონებლობით გამოირჩევა... JP: - მას შემდეგ, რაც ყველა ფენა იქნა ჩაწერილი, წარმომიდგა სტერეო სურათი. მაგალითად, კომპოზიციაში How Many More Times აუცილებლად შენიშნავთ, რომ გიტარა ჟღერს ერთ არხზე, ხოლო ექო - მეორეზე. ეს ჩემი იდეა იყო. ვიტყოდი, რომ ერთადერთი პრობლემა, რასაც წავაწყდი, ეს ვოკალის ჩაგდება იყო. როცა რაღაც არ გამოდიოდა, მე მაინც ყოველთვის ვნახულობდი გამოსავალს. მაგალითად, შეცდომით წაშალეს რიტმ-ტრეკი კომპოზიციისთვის Celebration Day (Led Zeppelin III) და სწორედ ამიტომაა, რომ Friends - ის დასასრული რბილად გადადის Celebration Day - ში, ვიდრე რიტმ-ტრეკი არ დაიწყება. ასე მოვახერხეთ დასარტყამების ბილიკის კომპენსირება. მე ამას გადარჩენას ვეძახი. (იცინის) GW: - რას გვეტყვით კომპოზიციაზე Good Times Bad Times? JP: - ყველაზე შესანიშნავი მომენტია, როდესაც შედის ბონზო. უბრალოდ დიდებულია! აი როდის გაიგო ყველამ, თუ რას წარმოადგენდა იგი.GW: - რა ეფექტებს იყენებდით?JP: - როჯერ მაიერის შექმნილ wah-wah პედალს და დისთორშენს. ( შენიშვნა: სამოციანების ბოლოს როჯერ მაიერი შეკვეთით ამზადებდა მსგავს მოწყობილობებს ისეთი მუსიკოსებისთვის, როგორებიც იყვნენ ჯიმი ჰენდრიქსი და ჯეფ ბეკი)GW: - როგორ შეძელით ასეთი შესანიშნავი ექოს მიღწევა სიმღერაში You Shook Me? JP: - იარდბირსის პროდიუსერი მიკი მოსტი ჩასაწერად ყოველთვის რამე ნაგავ სიმღერას გვტენიდა ხოლმე. თან ამბობდა: კარგით რა - არ მოგვეწონება, არ გამოვუშვებთ. და როგორც წესი, სიმღერას ვუშვებდით ხოლმე. (იცინის) ერთ-ერთ სესიაზე ვწერდით სიმღერას Ten Little Indians. საოცრად სულელური სიმღერაა, თან ჩანაწერიც საშინელი გამოვიდა. სიმღერის გადარჩენის უიმედო ცდების შემდეგ, ვთქვი: მოდით, ამოვაბრუნოთ ლენტი და ნელი სექციის ექო გავუშვათ ცალკე ბილიკზე. შემდეგ გადმოვაბრუნოთ უკან და მივიღებთ ექოს, რომელიც თან გაყვება სიგნალს.საინტერესო შედეგი მივიღეთ, ჩანაწერი ისე ჟღერდა, თითქოს უკუღმა ყოფილიყოს გაშვებული. მოგვიანებით, როცა იწერებოდა You Shook Me, ინჟინერ გლინ ჯონსს ვუთხარი, რომ სიმღერის ბოლოში შებრუნებული ექო მსურდა. მან მითხრა, რომე ეს შეუძლებელი იყო, რაზეც ვუპასუხე, რომ უკვე გაკეთებული მქონდა მსგავსი რამე. ინჟინერმა კამათი დამიწყო, ბოლოს მე ვუთხარი, რომ მე ვარ პროდიუსერი და თავად გადავწყვეტ, რა და როგორ გაკეთდეს. მან უხალისოდ, მაგრამ მაინც შეასრულა ჩემი ინსტრუქციები და შესანიშნავი შედეგი მივიღეთ. რთული არაა გლინის გამომეტყველების წარმოდგენა, როდესაც მან შედეგი მოისმინა. ამის შემდეგ, მან სწორედ ამ ხერხით ჩაწერა როლინგ სთოუნზის მომდევნო ალბომი.დარწმუნებული ვარ, რომ მან დააპატენტა კიდეც ეს ტრიუკი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ahmet ertegun Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 GW: - რა როლი მიუძღვის თქვენს "იარდბირდს" - მდელ სტუდიურ მუშაობას? JP: - ამ შრომის მნიშვნელობა შეუფასებელია! დღეში სამი სესია მქონდა, კვირაში ექვსი დღე! ზოგჯერ არც კი ვიცოდი, რისი დაკვრა მომიწევდა. და ყველაზე წარუმატებელი სესიებიდანაც კი, მე ჩემთვის სასარგებლო გაკვეთილები მივიღე. საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს ჩემთვის საკმარისი იყო. ვფიქრობ, მაგრად გამიმართლა, როდესაც პოლ სემუელ სმიტმა (Paul Samuel-Smith) დატოვა იარბირდსი და მე დავიკავე მისი ადგილი. სტუდიური სამუშაო დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებს, არ გაძლევს შეცდომის დაშვების უფლებას. GW: - საინტერესოა, დაგცინოდნენ თუ არა კოლეგები იმაზე, რომ თქვენ წერდით ტიხრებს და სხვადასხვა რგოლებს რადიოსა და ტელევიზიისთვის? JP: - მე არასდროს არ ვყვებოდი, რით ვიყავი დაკავებული. (იცინის) GW: - იყავით თუ არა თქვენ როდისმე ბლუზმენი-ფუნდამეტალისტი, ისე, როგორც ერიკ კლეპტონი? JP: - ბლუზმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. მაგრამ ისეთი როკ-გიტარისტების გავლენაც, როგორებიც არიან კლიფ გალაპი (Cliff Gallup) და სკოტი მური (Scotty Moore) ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის. GW: - მოგვიყევით კომპოზიციის How Many More Times შესახებ. JP: - სიმღერა შედგენილი იყო ჯერ კიდევ იარდბირდს-ის დროინდელი ჩანწერებისგან; ისევე, როგორც მრავალი სხვა ტრეკი. თუნდაც Dazed And Confuzed. ეს სიმღერა ცოცხლად იწერებოდა სტუდიაში. GW: - თქვენ იყენებდით ვიოლინოს ხემს... JP: - კი, ასე იყო და არც თუ ცუდად გამოვიდა. მაგრამ გვიანდელ ზეპელინში უკეთესადაა. მაგალითისთვის მოვიყვან ხემით შესრულებულ Dazed And Confuzed - ს ალბომიდან (The Song Remains The Same). მახსოვს, რომ პირველად გამოვიყენე ეს ტრიუკი და და გავიფიქრე: "ხო, ბიჭო, ეს სიახლეა, ასე გააგრძელე" GW: - ხემით შესრულება, ისე როგორც ეს არის კომპოზიციაში Dazed And Confuzed, გამართლებულია ექოს ეფექტით. კონკრეტულად რას იყენებდით? JP: - ეს რევერბატორია, ვიყენებდით ლამპებზე აწყობილ ძველ რევერბატორს EMT. GW: - საკვირველია, მაგრამ ბევრ ადგილას ეს ისე ჟღერს, თითქოს ლენტაზე ჩაწერილი ექო ყოფილიყოს. ფაქტიურად, Led Zeppelin I - ეს პირველ ალბომია, სადაც დილეი (Delay) და ექო ასეთი კონცენტრაციით გამოიყენება. JP: - ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ კომპოზიციებში ვიყენებდით EMT - ს. მგონი ამას ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევთ. GW: - რა რეაქცია ჰქონდა ატლანტიკ რეკორდსს თქვენს პირველ ალბომზე? JP: - ძალიან დადებითი. ამით იმის თქმა მინდა, რომ მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტს. ასე არ იყო? ხოლო როდესაც მოისმინეს ჩვენი მეორე ალბომი, აღტაცებულები იყვნენ. ჯიმი პეიჯთან ექსკლუზიური ინტერვიუს მეორე ნაწილი ჟურნალთან «GW Online» ასევე ეძღვნება ვინილის ფირფიტაზე აღბეჭდილ ზეპელინისეულ დანატოვარს. პირველ ნაწილში მოთხრობილია ლედ ზეპელინის ლიდერის მეორე, ნაკლებად ცნობილ, სტუდიურ მხარეზე. პეიჯი ლედ ზეპელინისთვის არანაკლებს ნიშნავდა, ვიდრე ჯორჯ მარტინი ჯგუფისთვის "ბითლზი" ამ ჯერზე, პეიჯი აგრძელებს "ზეპელინების" ისტორიის კვლევას ალბომიდან - ალბომამდე. «Led Zeppelin II»Релиз в США: 22 октября 1969 года.Запись сделана в «Olympic Studios» (Лондон), «A&R Studios» (Нью-Йорк), «Juggy Sound Studios» (Нью-Йорк), «Mayfair Studios» (Нью-Йорк), «Mystic Studios» (Лос-Анджелес), «Mirror Sound» (Лос-Анджелес).Гитары: «1959 Les Paul», 12-струнный «Vox».Усилитель: 100-ваттный «Marshall», транзисторный «Vox». GW: - «Led Zeppelin I» და «II» თითქოს სხვადასხვა განზომილეწბაში იყოფებიან. რა როლიშეასრულეთ თქვენ, როგორც ხმის ოპერატორმა? JP: - პირველი ალბომის ხმის ოპერატორი გლინ ჯონსი იყო. მგონი, მას რაღაც პრობლემები ჰქონდა; ის მუდამ კმათობდა, მაგრამ მე ვუთხარი: "ასე არ გამოვა. მე შევქმენი ეს ჯგუფი, მე მოვიყვანე ეს ხალხი აქ, მე ვხელმძღვანელობ პროცესს და მე მაქვს გიტარის ჩემეული ჟღერადობა" შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით ედი კრამერს, მერე იყო ენდი ჯონსი; მე შეგნებულად ვაგრძელებდი ხმის ოპერატორების ცვლას.არ მინდოდა ხალხს ეფიქრა, თითქოს საუნდ-ჯგუფს დამოუკიდებლად ვაყალიბებდით, მინდოდა, ყველას სცოდნოდა: ეს ჩემი ნამუშევარი იყო. GW: - იქონია თუ არა გავლენა ედი კრამერმა «Led Zep II» - ზე? JP: - რა თქმა უნდა. ოღონდ ნუ მკიხავთ, კონკრეტულად რა გავლენა... (იცინის) ძნელია გახსენება. მოიცათ, აი კარგი მაგალითი. მე მას ვუთხარი, თუ კონკრეტულად რისი გაკეთება მსურდა კომპოზიციის «Whole Lotta Love» - შუაში, და კრამერი მომეხმარა ჩანაფიქრის განხორციელებაში. ფირზე ბევრი ხმა იყო, სლაიდი, შებრუნებული ექო და ა.შ. და მისი ცოდნა დამეხმარა სასურველი ეფექტის მიღწევაში. მას რომ არ სცოდნოდა ამის გაკეთება, იდეაზე უარის თქმა მომიწევდა. ამ გაგებით, მისი იქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ედი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა, მასთან ყოველთვის სასიამოვნო იყო საქმის დაჭერა. და აქვე მინდა დავამატო, რომ ძველი ჩანაწერების შეგროვებისას, მისმა რჩევებმა შეუფასებელი სამსახური გამიწიეს. GW: - რას მიიჩნევთ უდიდესმიღწევად თქვენი, როგორც პროდიუსერისა და ხმის ოპერატორის მოღვაწეობაში? JP: - იმას, თუ როგორ ვიწერდი დრამის ხმას. არავინ არა აკეთებდა ასე. შევნიშნე, რომ ხმის ოპერატორები ბას-ბარაბანის გასახმოვანებელ მიკროფონს ყოველთვის პლასტიკის გვერდით ათავსებდნენ. დრამერმა შეიძლება არანორმალურად აბრახუნოს, მაგრამ ბგერა ისეთი იქნება, თითქოს ის მუყაოს კოლოფებზე უკრავდეს. აღმოვაჩინე, რომ თუ ბას-ბარაბანის გასახმოვანებელ მიკროფონს ბარაბანისგან მოშორებით დავდგამდი, ჩნდებოდა მეტი სივრცე, მეტი ჰაერი, შესაბამისად - მეტი ბუნებრივობა.მე ვაგრძელებდი ამ მიდგომის დახვეწას და შედეგად ჩავწერეთ დასარტყამები კომპოზიციისთვის «When The Levee Breaks» («Led Zeppelin IV)»როდესაც მიკროფონები დავდგით სახლის შემოსასვლელში. ამგვარად მივიღეთ საფირმო "ზეპელინისეული" ჟღერადობა. თუმცა, უკეთესია, როდესაც არსებობს ხმის ოერატორი, რომელსაც შენი უთქმელად ესმის და შენ არ გიწევს მასთან შენი პოზიციების დაცვა. GW: - ჟურნალმა «Rolling Stones» თქვენი პირველი ალბომი თავის დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად დაასახელა. ჰქონდა თუ არა თქვენთვის ღაიმე მნიშვნელობა ჟურნალისტების აზრს? JP: - თან კი, თან არა. ჩვენ კარგად ვიცოდით საკუთარი თავის ფასი და სულ ვვითარდებოდით. ამის გარდა, ყოველთვის გამოვდიოდით სცენაზე და ვაკვირდებოდით პუბლიკის რეაქციას; ეს ყველაზე უკეთესი ტესტია. პრესის გავლენა არანაირად არ მაღელვებდა მესამე ალბომის გამოსვლამდე. ჟურნალისტები ჩვენ ყოველგვარი სენსაციების ქვეშ გვაქცევდნენ... სწორედ ამიტომაც გამოვიდა ჩვენი მეოთხე ალბომი სათაურის გარეშე. ამით ჩვენ გვსურდა დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენს ფრფიტებს ხალხი არა სკანდალების, არამედ ჩვენი სახელისა და მუსიკის გამი ყიდულობდა. GW: - როდესაც თქვენს პირველ და მეორე ალბომებში აშკარად დაესესხეთ კლასიკურ ბლუზს, არ ფიქრობდით, რომ ეს შეიძლებოდა უკან შემოგბრუნებოდათ? JP: - თქვენ მხედველობაში გაქვთ სასამართლო გარჩევები? (რედაქტორის შენიშვნა: 1987 წელს ვილი დიქსონმა ჯგუფს პლაგიატობაში დასდო ბრალი. როგორც იგი ამბობდა, ზეპელინების «Whole Lotta Love» აღებული იყო მისი სიმღერიდან «You Need Love». საქმე სასამართლოს გარეშე მოგვარდა) მგონი, ბევრ შემთხვევაში, ავტორის ვინაობის დადგენაა პრობლემატური. შეიძლება არა ბევრ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში. ჩვენ ვერავინ დაგვადანაშაულებს იმაში, თითქოს ჩვენ პირდაპირ ვითვისებდით სხვებისგან გიტარის პარტიებს ან მთლიანად, მუსიკას, მით უმეტეს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიხდიდით ამა თუ იმ კომპოზიციის გამოყენებისთვის. (იცინის)საინტერესოა; როდესაც კეთილსინდისიერად იქცევი, მაშინვე კისერში გხვდება. ჰედლი გრანჟში, სადაც ჩვენ ვწერდით ალბომს «Physical Graffiti», მოვიდა როლინგ სთოუნზის რომელიღაც არაოფიციალური პიანისტი იან სტიუარტი. ჩვენ მასთან ერთად დავიწყეთ იიმპროვიზირება, კომპოზიციას კი დავარქვით «Boogie Wih Stu», რომელიც ავაგეთ რიჩი ვაილენსის სიმღერის «Ooh My Head» - მოტივებზე. ეს სიმღერა თავის მხრივ, ითვლება გადამუშავებულ ვერსიად ლითლ რიჩარდის სიმღერისა «Ooh My Soul» . ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით რიჩარდის დედას, რათა მისთვის ჰონორარი გადაგვეხადა, (მისი შვილის ჰიტებიდან ის ერთ ცენტსაც კი არ იღებდა) და იცით რა გამოვიდა ამ ყველაფრიდან? კინაღამ სასამართლოში გვიჩივლეს! ჩვენც ავდექით და ყველა ჯანდაბისკენ გავუშვით. (იცინის) სერიოზულად თუ ვიტყვით, ბლუზმენები მუდამ ესესხებიან ხოლმე ერთმანეთს. მე, როგორც მუსიკოსი, იმ მუსიკის პროდუქტი ვარ, რომლის გავლენის ქვეშაც მოვექეცი. მუსიკის მრავალგვარი მიმდინარეობების მოსმენამ ჩემზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ჩემი ეპოქის სხვა გიტარისტებისგან განსხვავებით, რომლებიც როკსა და ბლუზს ეყრდნობოდნენ, მე შთაგონებას ფოლკში, კლასიკურ და ინდურ მუსიკაში ვეძებდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ahmet ertegun Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 GW: - თქვენ ხშირად საუბრობთ ფოლკისა და როკაბილის გავლენაზე მაგრამ არაფერი გითქვამთ თქვენს საყვარელ ბლუზმენებზე. JP: - მასეთი ბევრია. მთავარი კი - ოტის რაში. (Otis Rush) მისი კომპოზიციისგან «So Many Roads» ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჭიანჭველები დამდიოდნენ სხეულზე. მრავალი ალბომია, რომლებსაც იმდ დროს ყველა უსმენდა. არის მაგალითად, «American Folk Festivals of The Blues» ბადი გაის (Buddy Guy) მონაწილეობით. მისით ყველა აღტაცებული იყო. შემდეგ, რა თქმა უნდა, ბი ბი კინგი ალბომით «Live At The Regal». როდესაც პირველად მოვუსმინე ისეთ მუსიკოსებს, როგორებიც არიან ფრედი კინგი, (Freddie King) და ელმორ ჯეიმსი (Elmore James), განადგურებული დავრჩი. თითქმის ყველა ჩამოგითვალეთ, მაგრამ ჰუბერტ სამლინი (Hubert Sumlin) გამომრჩა. ის ყოველთვის შესანიშნავად ავსებდა ჰოულინ ვულფის (Houlin` Wolf) ხმას: უკრავდა იქ სადაც საჭირო იყო და ისე, როგორც საჭირო იყო. (რედაქტორის შენიშვნა: ვულფის სიმღერები «Killling Floor» და «How Many More Years» აღმოჩნდნენ შთაგონების წყაროდ კომპოზიციებისთვის «Lemon Song» და «How Many More Times»). GW: - გვიამბეთ სოლოს შესახებ, რომელსაც თქვენ «Heartbreaker» - ის შუა ნაწილში ასრულებთ. JP: - მე ყოველთვის ახლის შექმნის სურვილი მამოძრავებდა, იმის, რაც არასდროს არავის არ ჰქონია გაკეთებული. საინტერესოა, რომ ეს სოლო სიმღერის ჩაწერის მერე შეიქმნა. ჭკვიანური აზრი ყოველთვის ბოლოს ჩნდება. ჩანაწერი სხვადასხვა სტუდიებში იყო გაკეთებული და აუცილებლად შეამჩნევთ, რომ გიტარის ჟღერადობები განსხვავდებიან. GW: - მე შევნიშნე, რომ გიტარა ოდნავ მაღალ ტონებზე იყო აწყობილი. JP: - ახალი ამბავი! (იცინის) GW: - როგორ შეიქმნა ეს სოლო? JP: - იქვე, ექსპრომტად მოვიფიქრე. მგონი ეს პირველი კომპოზიციაა, რომელიც მე ჩემს «Marshall» - ზე შევასრულე. GW: -რატომ იყენებდით ამ გამაძლიერებელს? JP: - იმ დროისთვის მარშალის გამაძლიერებლები საიმედოობის სინონიმი იყო. გასტროლებზეც არანაირ პრობლემას არ ქმნიდა. სხვა გამაძლერებლებს კი ხან რა უფუჭდებოდათ, ხან რა. მას შემდეგ რაც «Les Paul» - ის გამოყენება დავიწყე, ლეს პოლი+მარშალი ჩემი კლასიკური კომპლექტი გახდა. «Led Zeppelin III»Релиз в США: 5 октября 1970 года.Запись сделана в передвижной студии «Rolling Stones Mobile» (Хидли Грэндж, Хэмпшир), «Island Studios» (Лондон), «Olympic Studios».Гитары: акустические «Harmony» и «Martin», «`59 Les Paul».Усилитель: 100-ваттный «Marshall». GW: - «Led Zeppelin III» აკუსტიკური შესრულებით გამოირჩევა. გაფართოვდა ჯგუფის ხმოვანი პალიტრა: ინდური მოტივები «Friends» -ში, ქანთრი - Tangerine» ში,ინგლისური ფოლკი სიმღერაში «Gallow`s Pole» და ა.შ. მსგავსი ეკლექტიკა იმის ანარეკლია, თუ რას უსმენდა ჯგუფი გასტროლებისას? JP: - არა. როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ მე მიწევდა სხვადასხვაგვარი მუსიკის მოსმენა. ხოლო რა გამოვიდა აქედან... GW: - გამოდის რომ ბლუზის მასალამ თავი პირველ ორ ალბომში ამოწურა? JP: - არც მთლად მასეა. ბლუზი ყოველთვის იყო ჩვენს ჩანაწერებში. მაგალითად, «Since I've Been Loving You». ეს ერთადერთი სიმღერაა მესამე ალბომიდან, რომელიც ცოცხლად სრულდებოდა ჯერ კიდევ სტუდიაში ჩაწერამდე. მაგრამ მისი ჩაწერა სხვებზე რთული აღმოჩნდა. გავაკეთეთ რამდენიმე დუბლი; ბოლოს კი შევჩერდით იმ ვარიანტზე, რომელშიც ჯონ პოლ ჯონსი ერთდროულად უკრავს ორღანზეც და ფუტ-პედალ ბასზეც. GW: - რთულია უწოდო სიმღერას «Since I`ve Been Loving You» ტიპიური ბლუზი. JP: - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გულისხმობთ თქვენ სიტყვაში "ბლუზი". ნებისმიერს შეუძლია 12 ტაქტის დათვლა. მაგრამ არ მგონია, რომ 12 ტაქტი ყოველთვის ემოციურ ხასიათში გადაიზრდებოდეს. GW: - რა როლი ჰქონდა ჯგუფში ჯონ ბონემს? JP: - ის იყო საუკეთესო და ყველაზე "ხმამაღალი" დრამერი, ვისთვისაც მე როდისმე მომისმენია. მის გამო იყო, რომ დიდ გამაძლერებლებს ვყიდულობდით. «Levee Breaks» - ის ჩასაწერად ჩვენ მხოლოდ ორიოდე მიკროფონს ვიყენებდით, რომლებიც ჰედლი გრანჟის შემოსასვლელში იდგა. ბას-ბარაბანის გასახმოვანებლად ჩვენ შეგვეძლო ცალკე მიკროფონი გამოგვეყენებინა, მაგრამ ამის აუცილებლობა არ იყო. ბონზო ძალიან მაღალ ხმას გამოსცემდა, ძალიან მძლავრს. მისი შესრულების მანერის საიდუმლო იყო არა მის ხელებში, არამედ იდაყვებში. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება რომ "სამზარეულოდან" ასეთი ხმა გამოწურო. ბოლო დრომდე ბას-ბარაბანზე ორ პლასტიკს ვიყენებდით. GW: - როგორ მოექცა ჯგუფი ინდური გავლენის ქვეშ? JP: - მასე შემდეგ, რაც იარბირდსმა მოიარა ტურნე, მე ინდოეთში გავემგზავრე. კომპანიონები არ მყოლია, ყველა მათგანი სან-ფრანცისკოში იყო. ამ მუსიკას დიდი ხნის განმავლობაში ვუსმენდი, რის შემდეგაც, მსგავსი მუსიკის დაკვრის სურვილი გამიჩნდა. GW: - გამოდის, რომ ეს თქვენი დამსახურებაა? JP: - მე სიტარა ჯერ კიდევ მანამდე მქონდა, ვიდრე ის ჯორჯ ჰარისონს ექნებოდა. არ მინდა ვთქვა, რომ მე უკეთ ვუკრავდი, მაგრამ კომპოზიციაში «Within You Without You» ეს ინსტრუმენტი მაღალი გემოვნებით არის გამოყენებული. ჰარისონი დიდხანს სწავლობდა რავი შანკართან. ერთხელ მეც მოვხვდი მის კონცერტზე. ძირითადად, ასაკოვანი პუბლიკა იყო, ინდოეთის საელჩოს თანამშრომლები. კონცერტის შემდეგ, მეგობარმა გოგონამ გამაცნო შანკარი. ვუთხარი, რომ მე მაქვს სიტარა, მაგრამ აზრზე არ ვარ, თუ როგორ უნდა ავაწყო ეს ინსტრუმენტი. რავიმ ძალიან თავაზიანად დამიწერა სიტარის წყობა. ჩვენი ინტერვიუს მესამე ნაწილში ჯიმი პეიჯი ავლებს ხაზს «Led Zeppelin IV» -დან «In Through the Out Door» - მდე. «Led Zeppelin IV»Релиз в США: 8 ноября 1971 года.Запись сделана в «Island Studios» (Лондон), передвижной студии «Rolling Stones Mobile» (Хидли Грэндж), «Sunset Sound» (Лос-Анджелес), «Olympic Studios» (Лондон).Гитары: 12-струнный электрический «Fender», «Les Paul», «Telecaster».Усилитель: 100-ваттный «Marshall». Guitar World: - მეოთხელ ალბომში შესული მუსიკის ნაცვლად, (მასზე დაწვრილებითაა მოთხრობილი ჩვენი ჟურნალის ბოლო ორ პუბლიკაციაში - 91-ის იანვარი)ვისაუბროთ მის გაფორმებაზე. Jimmy Page: - დიზაინი მე და რობერტმა ერთად მოვიფიქრეთ. ერთხელ მან საკომისიოში შეიძინა ძველი გრავიურა, რომელმაც საბოლოოდ დაამშვენა კიდეც ალბომის ყდა. შემდეგ გაჩნდა გაფორმების იდეაც - ნანგრევებიდან მომავალი კაცი ფიჩხის კონით. ეს განდეგილია - საკუთარი თავის რწმენისა და სიბრძნის სიმბოლო. ავტორია ბარინგტონ კოლბი. ტექსტის შრიფტი სიმღერისთვის «Stairway To Heaven» - ჩემი იდეაა. რაღაც მსგავსი ვნახე ჟურნალში «Studio», რომელიც ძველ, მივიწყებულ ხელობებს ეძღვნებოდა, გამოცემულია 1800 - იან წლებში. ასოების მოხაზულობა ძალიან მომეწონა. GW: - რას იტყოდით «Led Zeppelin III»- ს გაფორმებაზე? JP: - მესამე ალბომის ყდამ იმედი გამიცრუა და ამაზე მთელ პასუხისმგებლობას მე ვიღებ საკუთარ თავზე. მემხატვარს დაწვრილებით ავუხსენი, თუ რა მოითხოვებოდა მისგან, მაგრამ მას მოვალეობის გრძნობა არ აღმოაჩნდა. ალბომი დასრულებული იყო, ნახატი კი არ ჩანდა. ბოლოს, გადავწყვიტეთ, საკუთარი ძალებით გაგვეკეთებინა ყველაფერი, დავუკავშირდით ხალხს, რომლებიც აფორმებდნენ პინკ ფლოიდის ალბომებს.(შედეგად, მათვე დაევალათ ალბომის «Houses Of The Holy» გაფორმება) და მოულოდნელად გამოჩნდა ის ტიპი. მან მოიტანა ნახატი, რომელზეც ტენისის კორტი და ჩოგანი იყო გამოსახული. როცა ვკითხე, თუ რა ჯანდაბა იყო ეს, მან მიპასუხა: "ჩოგანია. რა, არ ჩანს?!" "შენ გინდა თქვა, რომ ჩვენი მუსიკა ტენისის ჩოგანთან ასოცირდება?" და ამის შემდეგ ჩვენ ის ტიპი აღარ გვინახავს. (იცინის) წარმოგიდგენიათ, რა თავხედობაა... ტენისის ჩოგანი!.. GW: - ვიდრე «Houses Of The Holy» - ზე გადავიდოდეთ, ნება მომეცით გკითხოთ, როგორ მიიღეთ «Black Dog» - ის ჟღერადობა? JP: - დისთორშენის მისაღებად, ჩემი ლეს პოლი დაირექტ-ბოქსში გავუშვი, შემდეგ კი მიკროფონის არხზე. შემდეგ ბგერა ორ «Urie 1176 Universal» კომპრესორში გაატარეს, რომლებიც თანმიმდევრობით იყო ჩართული. თითოეული პარტია სამჯერ იწერებოდა. მოსმენისას აღმოჩნდა, რომ გიტარა ანალოგური სინთეზატორივით ჟღერდა. «Houses Of The Holy»Релиз в США: 28 марта 1973 года.Запись сделана в передвижной студии «Rolling Stones Mobile» (Старгрувс), «Olympic Studios» (Лондон), «Electric Lady» (Нью-Йорк).Гитары: «Les Paul», 12-струнный электрический «Fender», «Stratocaster».Усилитель: 100-ваттный «Marshall». GW: - გრძნობდით თუ არა მეოთხე ალბომის, კერძოდ კი «Stairway To Heaven» - ის გავლენას? JP: - რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, რომ ამას გავქცეოდით. ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ტემპი არ დაგდებულიყო. ერთგვარი საშიშროება არსებობს, როდესაც საკუთარი თავის მიბაძვას იწყებ. დარწმუნებული ვარ, თავად დაასახელებთ უამრავ ჯგუფს, რომლებიც უსასრულობამდე მეორდებიან; ოთხი-ხუთი ალბომი და შემდეგ კვდებიან. საბედნიეროდ, ჩვენ ასეთი რამ არ მოგვსვლია. GW: - როგორი ისტორია აქვს სიმღერას «The Song Remains The Same»? JP: - თავდაპირველად ის ჩაფიქრებული იყო, როგორც ინსტრუმენტალი. უვერტიურად სიმღერისთვის «The Rain Song». მაგრამ რობერტმა სხვანაირად განსაჯა, ამბობდა, რომ რა სიმღერა ესაა, როცა მასში ტექსტი არ არისო. (იცინის) მზა მასალა მქონდა, ხოლო სიმღერა კი ერთ დღეში ჩავწერეთ. GW: - იწერდით თუ არა საკუთარ იდეებს? JP: - დიახ, ყოველთვის. მოგვიანებით კი შესწორებები შემქონდა და ვამთავრებდი. ყოველთვის თან დამქონდა კასეტის მაგნიტოფონი და ასეთი დაცალკევებული ფრაგმენტებისგან შეიქმნა «The Song Remains The Same» და «Stairway»... GW: - რომელ გიტარას იყენებდით «The Song Remains The Same»-სთვის? ორგრიფიან "გიბსონს"? JP: - არა, სტუდიაში ვიყენებდი 12-სიმიან ფენდერს. მანამდე მქონდა ასევე 12-სიმიანი "ვოქსი" («Vox». ) ამ უკანასკნელს შეგიძლიათ მოუსმინოთ მეორე ალბომის სიმღერებში «Thank You» და «Living Loving Mad» GW: - «Houses Of The Holy» ძალიან მკვეთრად ჟღერს. ცვლიდით თუ არა ჩაწერისას ლენტის სიჩქარეს? JP: - არა. მაგრამ რასაც თქვენ "ლენტის სიჩქარის ცვლას" ეძახით, არაფერია სხვა, თუ არა ორიოდე წაფენა. თუმცა, ლენტის სიჩქარის ცვლა მე გამოვიყენე «No Quarter» -ის რამდენიმე ტრეკზე. სიმღერა მეოთხედი ტონით დაბლა დავწიე და ბგერა უფრო დატვირთული და მსუყე გამოვიდა. «Physical Graffiti»Релиз в США: 24 февраля 1975 года.Запись сделана в передвижной студии Ронни Лейна(Хидли Грэндж), «Olympic Studios» (Лондон).Гитары: «Les Paul», «Danelectro», «Stratocaster».Усилитель: 100-ваттный «Marshall». GW: - იმ დროს, როდესაც «Houses Of The Holy» თქვენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბომად ითვლება, «Physical Graffiti» -ს ჩავარდნად მიიჩნევენ.თქვენ შეგნებულად თქვით უარი "მბრწყინავ" ჟღერადობაზე? JP: - არც მთლად მასეა. «In My Time Of Dying» - საპირისპიროს მაგალითია. ეს სიმღერა იმპროვიზაციის შედეგად შეიქმნა. დავიწყეთ და ვეღარ გავჩერდით. მგონი ცუდად არ გამოვიდა. ეს სიმღერა მე კიდევ იმიტომაც მომწონს, რომ მასში ჯგუფის სამუშაო განწყობაც ჩანს. სხვა მხრივ, ისეთი კომპოზიციები, როგორებიცაა«Kashmir», «In The Light» და «Ten Years Gone» - ძალიან ამბიციურებია. GW: - მგონია, რომ ამ მომენტიდან თქვენ ისე წერდით ალბომს, რომ დიდ ძალისხმევას არ ხარჯავდით. JP: - შეიძლება ასეც იყოს. თუმცა, ეს უფრო იმის დადასტურებაა, რომ ჯგუფი ფორმაში შევიდა... ამბობენ, რომ ალბომი "თხევადი", "არამყარი" გამოვიდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ალბომი ყველაზე კეთილსინდისიერია, ერთგვარი საშვია მსმენელისთვის ჩვენს შინაგან სამყაროში შემოსასვლელად. GW: - გითქვამთ თუ არა უარი რამე იდეაზე, რომელიც ავტომატურად ჩნდებოდა ხოლმე? JP: - როდის როგორ. «Levee» - არის ამის კარგი მაგალითი. სიმღერას ჩვეულებრივ სტუდიაში ვიწერდით და რაღაც ისე ვერ გამოვიდა. მაგრამ როდესაც ბონზოს დასარტყამების ხმა მოვისმინეთ ჰედლ გრანჟში, მაშინ ვთქვი, რომ ამის გამეორება ღირდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ტრიუკს ყოველ წუთას ვიყენებდით. GW: - მაგ დროს თქვენ და პლანტი მაროკოში მოგზაურობდით, საჰარას უდაბნოში. ვისი იდეა იყო? JP: - სამოცდაათიანების დასაწყისში ბიტნიკი მწერლის - უილიამ ბეროუზის ინტერვიუ წავიკითხე. დიდხანს ვკამათობდით როკ მუსიკის ჰიპნოზურ გავლენაზე, თუ რამდენად ეხება ეს მუსიკა არაბულ კულტურას და ა.შ. ეს შეამჩნია ბეროუზმა მას შემდეგ, რაც მოისმინა «Black Mountain Side». სწორედ მან გაგვიკვალა გზა ამ მოგზაურობისკენ და ასე აღმოვჩნდით მე და რობერტი აღმოსავლეთში. «Presence»Релиз в США: 31 марта 1976 года.Запись сделана в «Musicland Studios» (Мюнхен).Гитары: «Les Paul».Усилитель: 100-ваттный «Marshall». GW: - მახსოვს, თქვენ თქვით, რომ «Presence» თქვენი საყვარელი ალბომია. მიზეზს არ დაგვისახელებთ? JP: - ალბათ იმიტომ, რომ ამ ალბომს ჩვენ თითქმის აუტანელ პირობებში ვწერდით. (შენიშვნა: ჩანაწერი გაკეთდა რობერტ პლანტის ავტოკატასტროფაში მოყოლის შემდეგ 18 დღეში) რობერტს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და არავინ იცოდა, შეძლებდა თუ არა ის როდისმე სიარულს. GW: - ამით გინდათ თქვათ, რომ თქვენ ღირსეულად გამოძვერით სიტუაციიდან? JP: - ზუსტად. ეს ჩვენი ემოციური მდგოამრეობის პიკი იყო. არანაირი აკუსტიკური სიმღერები, არანაირი კლავიში... ჩვენ უმოკლეს ვადებში უნდა ჩავტეულიყავით; ვმუშაობდი 18-20 საათს. ყველა სიმღერის მუსიკის შექმნა მე მომიწია, რადგან იდეა არავის არ ჰქონია.ალბათ ამიტომაა, რომ გიტარის პარტიები ამ ლაბომში ასე მძიმედ ჟღერს. თუმცა, მე არავის არ ვადანაშაულებ; ჩვენ ყველანი მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით, ის-ის იყო, რაც ტურნედან დავბრუნდით, გადასახადების გამო, იძულებულნი ვიყავით, ქვეყნიდან წავსულიყავით... რობერტს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მგონი, ყველა ჩვენგანს მოენატრა სახლი, ოჯახი. ჩვენი იმდროინდელი განწყობა კარგად გამოჩნდა სიმღერაში «Tea For One». GW: - იმდორინდელი მოვლენებიდან, რამ დატოვა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? JP: - ვადებმა. ჩვენ სამ კვირაში უნდა ჩავტეულიყავით, რადგან სტუდია ჩვენს შემდეგ როლინგ სთოუნზმა დაჯავშნა. როდესაც ჩაწერა დავამთავრეთ, მე და ხმის ოპერატორი კეიტ ჰარვუდი (Keith Harwood) არანარომალური ტემპებით ვამუშავებდით ჩანაწერს. რომელიც პირველი გაიღვიძებდა, აღვიძებდა მეორეს, რომ საქმე დაგვესრულებინა. GW: - არ შეგეძლოთ უფრო მეტი დრო მოგეთხოვათ სტუდიისთვის? JP: - შეგვეძლო. მაგრამ დიდხანს გაწელვა არ მინდოდა. ამისგან საბოლოო ჯამში, შეიძლება, უარყოფითი მომენტები გაჩენეილიყო. ასეთმა მიდგომამ კი საინტერესო ალბომი გაგავაკეთებინა. «In Through The Out Door»Релиз в США: 15 августа 1979 года.Запись сделана в «Polar Studio» (Стокгольм).Гитары: «Les Paul», «Stratocaster», «Telecaster».Усилитель: 100-ваттный «Marshall». GW: - ამ ალბომში ჯონ პოლ ჯონსის ხელი იგრძნობა. ყოველ შემთხვევაში, მისი წვლილი აქ მეტია, ვიდრე სხვა ალბომებში. ხომ არ გექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ იგი ნელ-ნელა პირველ პლანზე გამოდიოდა? JP: - პრეზენსში ჯონსის წვლილი მოკრძალებულზე ბევრად ნაკლები იყო, რაც ერთგვარ დაძაბულობას ქმნიდა ჯგუფში, მე კი ეს არ მინდოდა. მან ახალი ისნთეზატორი იყიდა, («Yamaha GX-1»), რომელიც მას რამდენიმე კომპოზიციის შედგენაში დაეხმარა ალბომისთვის «In Through Out The Door». მან რობერტთან ერთად დაიწყო მუშაობა, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა. GW: - მე ვიფიქრე, რომ თქვენ ინტერესი დაკარგეთ ჯგუფის მიმართ... JP: - არა, რას ამბობთ! მე და ბონზო ახალ ჰარდ-როკ ალბომზე ვმსჯელობდით, რომელიც სამომავლოდ უნდა ჩაგვეწერა. ყველანი ვგრძნობდით, რომ «In Through Out The Door» - სხვა ალბომებთან შედარებით "შერბილებული" იყო. «All Of My Love» არასდროს მომწონდა, განსაკუთრებით მისამღერი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ჩვენ არ ვართ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს... GW: - ლედ ზეპელინმა თითქმის ყველაფერს მიაღწია. არასდორს გდომებიათ ჰიტ-სინგლების ჩაწერა? JP: - არასდროს. ჩვენ გვინდოდა კარგი, ხარისხიანი, გულწრფელი მუსიკის წერა. ჩარტები - ეს მხოლოდ ერთჯერადი მოვლენაა. ვსო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tako:)) Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 ეს tako:))-ს! http://i057.radikal.ru/0907/4d/a7c290253f2c.gifhttp://i057.radikal.ru/0907/4d/a7c290253f2c.gifhttp://i057.radikal.ru/0907/4d/a7c290253f2c.gif ეს კიდე შენ (ამის ვიდეო არ არსებობს? ან ლაივი? ) All of my love to you. :* Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted July 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 ahmet ertegun საღოოოოოლ!გადავიკითხავ მერე აუცილებლად! დიდი მადლობა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
moxuci santosi Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 GW: - თქვენ ხშირად საუბრობთ ფოლკისა და როკაბილის გავლენაზე მაგრამ არაფერი გითქვამთ თქვენს საყვარელ ბლუზმენებზე.JP: - მასეთი ბევრია. მთავარი კი - ოტის რაში. (Otis Rush) მისი კომპოზიციისგან «So Many Roads» ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჭიანჭველები დამდიოდნენ სხეულზე. მრავალი ალბომია, რომლებსაც იმდ დროს ყველა უსმენდა. არის მაგალითად, «American Folk Festivals of The Blues» ბადი გაის (Buddy Guy) მონაწილეობით. მისით ყველა აღტაცებული იყო. შემდეგ, რა თქმა უნდა, ბი ბი კინგი ალბომით «Live At The Regal». როდესაც პირველად მოვუსმინე ისეთ მუსიკოსებს, როგორებიც არიან ფრედი კინგი, (Freddie King) და ელმორ ჯეიმსი (Elmore James), განადგურებული დავრჩი. თითქმის ყველა ჩამოგითვალეთ, მაგრამ ჰუბერტ სამლინი (Hubert Sumlin) გამომრჩა. ის ყოველთვის შესანიშნავად ავსებდა ჰოულინ ვულფის (Houlin` Wolf) ხმას: უკრავდა იქ სადაც საჭირო იყო და ისე, როგორც საჭირო იყო. (რედაქტორის შენიშვნა: ვულფის სიმღერები «Killling Floor» და «How Many More Years» აღმოჩნდნენ შთაგონების წყაროდ კომპოზიციებისთვის «Lemon Song» და «How Many More Times»).GW: - გვიამბეთ სოლოს შესახებ, რომელსაც თქვენ «Heartbreaker» - ის შუა ნაწილში ასრულებთ.JP: - მე ყოველთვის ახლის შექმნის სურვილი მამოძრავებდა, იმის, რაც არასდროს არავის არ ჰქონია გაკეთებული. საინტერესოა, რომ ეს სოლო სიმღერის ჩაწერის მერე შეიქმნა. ჭკვიანური აზრი ყოველთვის ბოლოს ჩნდება. ჩანაწერი სხვადასხვა სტუდიებში იყო გაკეთებული და აუცილებლად შეამჩნევთ, რომ გიტარის ჟღერადობები განსხვავდებიან.GW: - მე შევნიშნე, რომ გიტარა ოდნავ მაღალ ტონებზე იყო აწყობილი. JP: - ახალი ამბავი! (იცინის)GW: - როგორ შეიქმნა ეს სოლო?JP: - იქვე, ექსპრომტად მოვიფიქრე. მგონი ეს პირველი კომპოზიციაა, რომელიც მე ჩემს «Marshall» - ზე შევასრულე.GW: -რატომ იყენებდით ამ გამაძლიერებელს? JP: - იმ დროისთვის მარშალის გამაძლიერებლები საიმედოობის სინონიმი იყო. გასტროლებზეც არანაირ პრობლემას არ ქმნიდა. სხვა გამაძლერებლებს კი ხან რა უფუჭდებოდათ, ხან რა. მას შემდეგ რაც «Les Paul» - ის გამოყენება დავიწყე, ლეს პოლი+მარშალი ჩემი კლასიკური კომპლექტი გახდა.«Led Zeppelin III»Релиз в США: 5 октября 1970 года.Запись сделана в передвижной студии «Rolling Stones Mobile» (Хидли Грэндж, Хэмпшир), «Island Studios» (Лондон), «Olympic Studios».Гитары: акустические «Harmony» и «Martin», «`59 Les Paul».Усилитель: 100-ваттный «Marshall». GW: - «Led Zeppelin III» აკუსტიკური შესრულებით გამოირჩევა. გაფართოვდა ჯგუფის ხმოვანი პალიტრა: ინდური მოტივები «Friends» -ში, ქანთრი - Tangerine» ში,ინგლისური ფოლკი სიმღერაში «Gallow`s Pole» და ა.შ. მსგავსი ეკლექტიკა იმის ანარეკლია, თუ რას უსმენდა ჯგუფი გასტროლებისას?JP: - არა. როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ მე მიწევდა სხვადასხვაგვარი მუსიკის მოსმენა. ხოლო რა გამოვიდა აქედან... GW: - გამოდის რომ ბლუზის მასალამ თავი პირველ ორ ალბომში ამოწურა?JP: - არც მთლად მასეა. ბლუზი ყოველთვის იყო ჩვენს ჩანაწერებში. მაგალითად, «Since I've Been Loving You». ეს ერთადერთი სიმღერაა მესამე ალბომიდან, რომელიც ცოცხლად სრულდებოდა ჯერ კიდევ სტუდიაში ჩაწერამდე. მაგრამ მისი ჩაწერა სხვებზე რთული აღმოჩნდა. გავაკეთეთ რამდენიმე დუბლი; ბოლოს კი შევჩერდით იმ ვარიანტზე, რომელშიც ჯონ პოლ ჯონსი ერთდროულად უკრავს ორღანზეც და ფუტ-პედალ ბასზეც.GW: - რთულია უწოდო სიმღერას «Since I`ve Been Loving You» ტიპიური ბლუზი.JP: - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გულისხმობთ თქვენ სიტყვაში "ბლუზი". ნებისმიერს შეუძლია 12 ტაქტის დათვლა. მაგრამ არ მგონია, რომ 12 ტაქტი ყოველთვის ემოციურ ხასიათში გადაიზრდებოდეს.GW: - რა როლი ჰქონდა ჯგუფში ჯონ ბონემს?JP: - ის იყო საუკეთესო და ყველაზე "ხმამაღალი" დრამერი, ვისთვისაც მე როდისმე მომისმენია. მის გამო იყო, რომ დიდ გამაძლერებლებს ვყიდულობდით. «Levee Breaks» - ის ჩასაწერად ჩვენ მხოლოდ ორიოდე მიკროფონს ვიყენებდით, რომლებიც ჰედლი გრანჟის შემოსასვლელში იდგა. ბას-ბარაბანის გასახმოვანებლად ჩვენ შეგვეძლო ცალკე მიკროფონი გამოგვეყენებინა, მაგრამ ამის აუცილებლობა არ იყო. ბონზო ძალიან მაღალ ხმას გამოსცემდა, ძალიან მძლავრს. მისი შესრულების მანერის საიდუმლო იყო არა მის ხელებში, არამედ იდაყვებში. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება რომ "სამზარეულოდან" ასეთი ხმა გამოწურო. ბოლო დრომდე ბას-ბარაბანზე ორ პლასტიკს ვიყენებდით.GW: - როგორ მოექცა ჯგუფი ინდური გავლენის ქვეშ?JP: - მასე შემდეგ, რაც იარბირდსმა მოიარა ტურნე, მე ინდოეთში გავემგზავრე. კომპანიონები არ მყოლია, ყველა მათგანი სან-ფრანცისკოში იყო. ამ მუსიკას დიდი ხნის განმავლობაში ვუსმენდი, რის შემდეგაც, მსგავსი მუსიკის დაკვრის სურვილი გამიჩნდა. GW: - გამოდის, რომ ეს თქვენი დამსახურებაა?JP: - მე სიტარა ჯერ კიდევ მანამდე მქონდა, ვიდრე ის ჯორჯ ჰარისონს ექნებოდა. არ მინდა ვთქვა, რომ მე უკეთ ვუკრავდი, მაგრამ კომპოზიციაში «Within You Without You» ეს ინსტრუმენტი მაღალი გემოვნებით არის გამოყენებული. ჰარისონი დიდხანს სწავლობდა რავი შანკართან. ერთხელ მეც მოვხვდი მის კონცერტზე. ძირითადად, ასაკოვანი პუბლიკა იყო, ინდოეთის საელჩოს თანამშრომლები. კონცერტის შემდეგ, მეგობარმა გოგონამ გამაცნო შანკარი. ვუთხარი, რომ მე მაქვს სიტარა, მაგრამ აზრზე არ ვარ, თუ როგორ უნდა ავაწყო ეს ინსტრუმენტი. რავიმ ძალიან თავაზიანად დამიწერა სიტარის წყობა.ჩვენი ინტერვიუს მესამე ნაწილში ჯიმი პეიჯი ავლებს ხაზს «Led Zeppelin IV» -დან «In Through the Out Door» - მდე.«Led Zeppelin IV»Релиз в США: 8 ноября 1971 года.Запись сделана в «Island Studios» (Лондон), передвижной студии «Rolling Stones Mobile» (Хидли Грэндж), «Sunset Sound» (Лос-Анджелес), «Olympic Studios» (Лондон).Гитары: 12-струнный электрический «Fender», «Les Paul», «Telecaster».Усилитель: 100-ваттный «Marshall». Guitar World: - მეოთხელ ალბომში შესული მუსიკის ნაცვლად, (მასზე დაწვრილებითაა მოთხრობილი ჩვენი ჟურნალის ბოლო ორ პუბლიკაციაში - 91-ის იანვარი)ვისაუბროთ მის გაფორმებაზე.Jimmy Page: - დიზაინი მე და რობერტმა ერთად მოვიფიქრეთ. ერთხელ მან საკომისიოში შეიძინა ძველი გრავიურა, რომელმაც საბოლოოდ დაამშვენა კიდეც ალბომის ყდა. შემდეგ გაჩნდა გაფორმების იდეაც - ნანგრევებიდან მომავალი კაცი ფიჩხის კონით. ეს განდეგილია - საკუთარი თავის რწმენისა და სიბრძნის სიმბოლო. ავტორია ბარინგტონ კოლბი. ტექსტის შრიფტი სიმღერისთვის «Stairway To Heaven» - ჩემი იდეაა. რაღაც მსგავსი ვნახე ჟურნალში «Studio», რომელიც ძველ, მივიწყებულ ხელობებს ეძღვნებოდა, გამოცემულია 1800 - იან წლებში. ასოების მოხაზულობა ძალიან მომეწონა.GW: - რას იტყოდით «Led Zeppelin III»- ს გაფორმებაზე?JP: - მესამე ალბომის ყდამ იმედი გამიცრუა და ამაზე მთელ პასუხისმგებლობას მე ვიღებ საკუთარ თავზე. მემხატვარს დაწვრილებით ავუხსენი, თუ რა მოითხოვებოდა მისგან, მაგრამ მას მოვალეობის გრძნობა არ აღმოაჩნდა. ალბომი დასრულებული იყო, ნახატი კი არ ჩანდა. ბოლოს, გადავწყვიტეთ, საკუთარი ძალებით გაგვეკეთებინა ყველაფერი, დავუკავშირდით ხალხს, რომლებიც აფორმებდნენ პინკ ფლოიდის ალბომებს.(შედეგად, მათვე დაევალათ ალბომის «Houses Of The Holy» გაფორმება) და მოულოდნელად გამოჩნდა ის ტიპი. მან მოიტანა ნახატი, რომელზეც ტენისის კორტი და ჩოგანი იყო გამოსახული. როცა ვკითხე, თუ რა ჯანდაბა იყო ეს, მან მიპასუხა: "ჩოგანია. რა, არ ჩანს?!" "შენ გინდა თქვა, რომ ჩვენი მუსიკა ტენისის ჩოგანთან ასოცირდება?" და ამის შემდეგ ჩვენ ის ტიპი აღარ გვინახავს. (იცინის) წარმოგიდგენიათ, რა თავხედობაა... ტენისის ჩოგანი!.. GW: - ვიდრე «Houses Of The Holy» - ზე გადავიდოდეთ, ნება მომეცით გკითხოთ, როგორ მიიღეთ «Black Dog» - ის ჟღერადობა?JP: - დისთორშენის მისაღებად, ჩემი ლეს პოლი დაირექტ-ბოქსში გავუშვი, შემდეგ კი მიკროფონის არხზე. შემდეგ ბგერა ორ «Urie 1176 Universal» კომპრესორში გაატარეს, რომლებიც თანმიმდევრობით იყო ჩართული. თითოეული პარტია სამჯერ იწერებოდა. მოსმენისას აღმოჩნდა, რომ გიტარა ანალოგური სინთეზატორივით ჟღერდა. «Houses Of The Holy»Релиз в США: 28 марта 1973 года.Запись сделана в передвижной студии «Rolling Stones Mobile» (Старгрувс), «Olympic Studios» (Лондон), «Electric Lady» (Нью-Йорк).Гитары: «Les Paul», 12-струнный электрический «Fender», «Stratocaster».Усилитель: 100-ваттный «Marshall». GW: - გრძნობდით თუ არა მეოთხე ალბომის, კერძოდ კი «Stairway To Heaven» - ის გავლენას?JP: - რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, რომ ამას გავქცეოდით. ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ტემპი არ დაგდებულიყო. ერთგვარი საშიშროება არსებობს, როდესაც საკუთარი თავის მიბაძვას იწყებ. დარწმუნებული ვარ, თავად დაასახელებთ უამრავ ჯგუფს, რომლებიც უსასრულობამდე მეორდებიან; ოთხი-ხუთი ალბომი და შემდეგ კვდებიან. საბედნიეროდ, ჩვენ ასეთი რამ არ მოგვსვლია. GW: - როგორი ისტორია აქვს სიმღერას «The Song Remains The Same»?JP: - თავდაპირველად ის ჩაფიქრებული იყო, როგორც ინსტრუმენტალი. უვერტიურად სიმღერისთვის «The Rain Song». მაგრამ რობერტმა სხვანაირად განსაჯა, ამბობდა, რომ რა სიმღერა ესაა, როცა მასში ტექსტი არ არისო. (იცინის) მზა მასალა მქონდა, ხოლო სიმღერა კი ერთ დღეში ჩავწერეთ. GW: - იწერდით თუ არა საკუთარ იდეებს?JP: - დიახ, ყოველთვის. მოგვიანებით კი შესწორებები შემქონდა და ვამთავრებდი. ყოველთვის თან დამქონდა კასეტის მაგნიტოფონი და ასეთი დაცალკევებული ფრაგმენტებისგან შეიქმნა «The Song Remains The Same» და «Stairway»...GW: - რომელ გიტარას იყენებდით «The Song Remains The Same»-სთვის? ორგრიფიან "გიბსონს"? JP: - არა, სტუდიაში ვიყენებდი 12-სიმიან ფენდერს. მანამდე მქონდა ასევე 12-სიმიანი "ვოქსი" («Vox». ) ამ უკანასკნელს შეგიძლიათ მოუსმინოთ მეორე ალბომის სიმღერებში «Thank You» და «Living Loving Mad» GW: - «Houses Of The Holy» ძალიან მკვეთრად ჟღერს. ცვლიდით თუ არა ჩაწერისას ლენტის სიჩქარეს?JP: - არა. მაგრამ რასაც თქვენ "ლენტის სიჩქარის ცვლას" ეძახით, არაფერია სხვა, თუ არა ორიოდე წაფენა. თუმცა, ლენტის სიჩქარის ცვლა მე გამოვიყენე «No Quarter» -ის რამდენიმე ტრეკზე. სიმღერა მეოთხედი ტონით დაბლა დავწიე და ბგერა უფრო დატვირთული და მსუყე გამოვიდა.«Physical Graffiti»Релиз в США: 24 февраля 1975 года.Запись сделана в передвижной студии Ронни Лейна(Хидли Грэндж), «Olympic Studios» (Лондон).Гитары: «Les Paul», «Danelectro», «Stratocaster».Усилитель: 100-ваттный «Marshall». GW: - იმ დროს, როდესაც «Houses Of The Holy» თქვენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბომად ითვლება, «Physical Graffiti» -ს ჩავარდნად მიიჩნევენ.თქვენ შეგნებულად თქვით უარი "მბრწყინავ" ჟღერადობაზე? JP: - არც მთლად მასეა. «In My Time Of Dying» - საპირისპიროს მაგალითია. ეს სიმღერა იმპროვიზაციის შედეგად შეიქმნა. დავიწყეთ და ვეღარ გავჩერდით. მგონი ცუდად არ გამოვიდა. ეს სიმღერა მე კიდევ იმიტომაც მომწონს, რომ მასში ჯგუფის სამუშაო განწყობაც ჩანს. სხვა მხრივ, ისეთი კომპოზიციები, როგორებიცაა«Kashmir», «In The Light» და «Ten Years Gone» - ძალიან ამბიციურებია.GW: - მგონია, რომ ამ მომენტიდან თქვენ ისე წერდით ალბომს, რომ დიდ ძალისხმევას არ ხარჯავდით. JP: - შეიძლება ასეც იყოს. თუმცა, ეს უფრო იმის დადასტურებაა, რომ ჯგუფი ფორმაში შევიდა... ამბობენ, რომ ალბომი "თხევადი", "არამყარი" გამოვიდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ალბომი ყველაზე კეთილსინდისიერია, ერთგვარი საშვია მსმენელისთვის ჩვენს შინაგან სამყაროში შემოსასვლელად. GW: - გითქვამთ თუ არა უარი რამე იდეაზე, რომელიც ავტომატურად ჩნდებოდა ხოლმე?JP: - როდის როგორ. «Levee» - არის ამის კარგი მაგალითი. სიმღერას ჩვეულებრივ სტუდიაში ვიწერდით და რაღაც ისე ვერ გამოვიდა. მაგრამ როდესაც ბონზოს დასარტყამების ხმა მოვისმინეთ ჰედლ გრანჟში, მაშინ ვთქვი, რომ ამის გამეორება ღირდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ტრიუკს ყოველ წუთას ვიყენებდით.GW: - მაგ დროს თქვენ და პლანტი მაროკოში მოგზაურობდით, საჰარას უდაბნოში. ვისი იდეა იყო? JP: - სამოცდაათიანების დასაწყისში ბიტნიკი მწერლის - უილიამ ბეროუზის ინტერვიუ წავიკითხე. დიდხანს ვკამათობდით როკ მუსიკის ჰიპნოზურ გავლენაზე, თუ რამდენად ეხება ეს მუსიკა არაბულ კულტურას და ა.შ. ეს შეამჩნია ბეროუზმა მას შემდეგ, რაც მოისმინა «Black Mountain Side». სწორედ მან გაგვიკვალა გზა ამ მოგზაურობისკენ და ასე აღმოვჩნდით მე და რობერტი აღმოსავლეთში.«Presence»Релиз в США: 31 марта 1976 года.Запись сделана в «Musicland Studios» (Мюнхен).Гитары: «Les Paul».Усилитель: 100-ваттный «Marshall». GW: - მახსოვს, თქვენ თქვით, რომ «Presence» თქვენი საყვარელი ალბომია. მიზეზს არ დაგვისახელებთ? JP: - ალბათ იმიტომ, რომ ამ ალბომს ჩვენ თითქმის აუტანელ პირობებში ვწერდით. (შენიშვნა: ჩანაწერი გაკეთდა რობერტ პლანტის ავტოკატასტროფაში მოყოლის შემდეგ 18 დღეში) რობერტს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და არავინ იცოდა, შეძლებდა თუ არა ის როდისმე სიარულს. GW: - ამით გინდათ თქვათ, რომ თქვენ ღირსეულად გამოძვერით სიტუაციიდან? JP: - ზუსტად. ეს ჩვენი ემოციური მდგოამრეობის პიკი იყო. არანაირი აკუსტიკური სიმღერები, არანაირი კლავიში... ჩვენ უმოკლეს ვადებში უნდა ჩავტეულიყავით; ვმუშაობდი 18-20 საათს. ყველა სიმღერის მუსიკის შექმნა მე მომიწია, რადგან იდეა არავის არ ჰქონია.ალბათ ამიტომაა, რომ გიტარის პარტიები ამ ლაბომში ასე მძიმედ ჟღერს. თუმცა, მე არავის არ ვადანაშაულებ; ჩვენ ყველანი მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით, ის-ის იყო, რაც ტურნედან დავბრუნდით, გადასახადების გამო, იძულებულნი ვიყავით, ქვეყნიდან წავსულიყავით... რობერტს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მგონი, ყველა ჩვენგანს მოენატრა სახლი, ოჯახი. ჩვენი იმდროინდელი განწყობა კარგად გამოჩნდა სიმღერაში «Tea For One».GW: - იმდორინდელი მოვლენებიდან, რამ დატოვა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? JP: - ვადებმა. ჩვენ სამ კვირაში უნდა ჩავტეულიყავით, რადგან სტუდია ჩვენს შემდეგ როლინგ სთოუნზმა დაჯავშნა. როდესაც ჩაწერა დავამთავრეთ, მე და ხმის ოპერატორი კეიტ ჰარვუდი (Keith Harwood) არანარომალური ტემპებით ვამუშავებდით ჩანაწერს. რომელიც პირველი გაიღვიძებდა, აღვიძებდა მეორეს, რომ საქმე დაგვესრულებინა. GW: - არ შეგეძლოთ უფრო მეტი დრო მოგეთხოვათ სტუდიისთვის? JP: - შეგვეძლო. მაგრამ დიდხანს გაწელვა არ მინდოდა. ამისგან საბოლოო ჯამში, შეიძლება, უარყოფითი მომენტები გაჩენეილიყო. ასეთმა მიდგომამ კი საინტერესო ალბომი გაგავაკეთებინა. «In Through The Out Door»Релиз в США: 15 августа 1979 года.Запись сделана в «Polar Studio» (Стокгольм).Гитары: «Les Paul», «Stratocaster», «Telecaster».Усилитель: 100-ваттный «Marshall». GW: - ამ ალბომში ჯონ პოლ ჯონსის ხელი იგრძნობა. ყოველ შემთხვევაში, მისი წვლილი აქ მეტია, ვიდრე სხვა ალბომებში. ხომ არ გექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ იგი ნელ-ნელა პირველ პლანზე გამოდიოდა? JP: - პრეზენსში ჯონსის წვლილი მოკრძალებულზე ბევრად ნაკლები იყო, რაც ერთგვარ დაძაბულობას ქმნიდა ჯგუფში, მე კი ეს არ მინდოდა. მან ახალი ისნთეზატორი იყიდა, («Yamaha GX-1»), რომელიც მას რამდენიმე კომპოზიციის შედგენაში დაეხმარა ალბომისთვის «In Through Out The Door». მან რობერტთან ერთად დაიწყო მუშაობა, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა. GW: - მე ვიფიქრე, რომ თქვენ ინტერესი დაკარგეთ ჯგუფის მიმართ...JP: - არა, რას ამბობთ! მე და ბონზო ახალ ჰარდ-როკ ალბომზე ვმსჯელობდით, რომელიც სამომავლოდ უნდა ჩაგვეწერა. ყველანი ვგრძნობდით, რომ «In Through Out The Door» - სხვა ალბომებთან შედარებით "შერბილებული" იყო. «All Of My Love» არასდროს მომწონდა, განსაკუთრებით მისამღერი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ჩვენ არ ვართ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს...GW: - ლედ ზეპელინმა თითქმის ყველაფერს მიაღწია. არასდორს გდომებიათ ჰიტ-სინგლების ჩაწერა?JP: - არასდროს. ჩვენ გვინდოდა კარგი, ხარისხიანი, გულწრფელი მუსიკის წერა. ჩარტები - ეს მხოლოდ ერთჯერადი მოვლენაა.ვსო მაგარია პეიჯი ეგ რომ არ ყოპილიყო აზრი არ ექნებოდა ზეპელინის არსებობას.მაგარი გიტარისტია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Hotel California Posted July 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 დიდად არ ვუსმენარა მომწონს რა შეილება ასე ვთქვასტაირვაი ტო ჰეავენ მომწონს მარტო ისიც ბოლოსკენ ურევს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
I_V_E_R_I_E_L_I Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 ზეპელინიც მამაა უეჭველი,მაგრები არიან და მომწონს,მაგრამ ფარფლი უფრო მომწონდა ყოველთვის. :rocker: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.