ahmet ertegun Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 ზეპელინიც მამაა უეჭველი,მაგრები არიან და მომწონს,მაგრამ ფარფლი უფრო მომწონდა ყოველთვის. :rocker:მარადიული დავის საგანია ეგ :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
I_V_E_R_I_E_L_I Posted July 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 (edited) მარადიული დავის საგანია ეგყოფნა-არყოფნის პონტია.... Edited July 26, 2009 by I_V_E_R_I_E_L_I Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted July 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2009 ძალიან მაგრები არიან პარპლები! მაგრამ მეორეები არიან! პირველი ლედ ზეპპელინია! ჩემი აზრით! ------ თან ზეპპები იმენნო თითქოს ერთი თავით მაღლა არიან.. კლასით.. ტალანტით.. შესრულებით.. დახვეწილობით... უდიდეს პატივს ვცემ მართლა პარპლებს, მაგრამ ლედ ზეპპელინ მაინც მაინც მაინც მაინც უფრო მაღლა დგას! ---------- თუ გნებავთ ვიკამათოთ და ნებისმიერ კონტექსტში შევადაროთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ahmet ertegun Posted July 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 ძალიან მაგრები არიან პარპლები! მაგრამ მეორეები არიან! პირველი ლედ ზეპპელინია! ჩემი აზრით! ------ თან ზეპპები იმენნო თითქოს ერთი თავით მაღლა არიან.. კლასით.. ტალანტით.. შესრულებით.. დახვეწილობით... უდიდეს პატივს ვცემ მართლა პარპლებს, მაგრამ ლედ ზეპპელინ მაინც მაინც მაინც მაინც უფრო მაღლა დგას! ---------- თუ გნებავთ ვიკამათოთ და ნებისმიერ კონტექსტში შევადაროთ...ეგრეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted July 27, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 ძალიან ლამაზი სიმღერა პლანტის სოლო კარიერიდან... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted July 27, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2009 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paparaci Posted July 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ahmet ertegun Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 (edited) Сэм Рапалло, вэб-мастер www.led-zeppelin.comжурнал «Alive» #1 октябрь 1999перевод Андрея Лебедеваwww.ledzeppelin.ru თარგმნა თქვენმა მონა მორჩილმა ჯონ პოლ ჯონსი17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლედ ზეპელინი ტრაგიკულ ვითარებაში დაიშალა, მაგრამ ჯგუფის პოპულარობა და გულშემატკივართა ლეგიონები კვლავ იზრდებიან. ჯგუფის თითოეული წევრის წვლილი ამ ჯადოქრობაში განუზომელია, მიუხედავად იმისა, რომელ მათგანს რა ადგილი ეკავა სცენაზე, იდგა ცენტრში თუ განაპირას.ცეპელინების ყველაზე მორიდებულ და და წყნარ წევრს, ჯონ პოლ ჯონსს მეტისმეტად მცირე ყურადღება ექცეოდა საზოგადოების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის ოდესღაც ძალიან პოპულარული როკ-ჯგუფის წევრი იყო. იმ ალიაქოთის დროსაც კი, რაც პლანტი-პეიჯის საკონცერტო ალბომის No Quarter: Unledded - გამოსვლას მოჰყვა, მისტერ ჯონსის სახელი ძალიან იშვიათად ისმოდა, მაშინ, როცა მსგავსი რამე, ჯონსის მონაწილეობის გარეშე, მის მიერ ლედ ზეპელინის განვითარებაში შეტანილი წვლილისადმი უპატივცემულობა იყო. მაგრამ ჯონსი საკუთარ მუსიკალურ განვითარებას არასდროს აფუძნებდა ცეპელინისეულ მემკვიდრეობაზე. მასზე ყოველთვის საუბრობდნენ როგორც მუსიკოსზე მუსიკოსთა შორის, ისიც მხოლოდ პროგრესირდებოდა და საკუთარ შემოქმდებასთან ერთად იზრდებოდა. რამდენიმე ხნის უკან, როდესაც www.led-zeppelin.com - ის ვებმასტერმა სემ რაპალომ ჩაწერა ინტერვიუ ჯონსთან, საუბარი ჩამოვარდა ახალ პროექტზე - ჯონსის სოლო-ალბომზე Zooma. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ეს ინტერვიუ თამამად შეიძლებოდა რომ მოძველებულიყო, მაგრამ რადგან ალბომი სწორედ ახლა, სექტემბერში გამოდის, საქმე სხვანაირად შეტრიალდა... გთავაზობთ ინტერვიუს ჯონ პოლ ჯონსთან. - ხმაურიანი, მძლავრი - ასე აღწერს ალბომს ჯონსი - ამ ალბომში ამოქმედდება მთელი ასორტიმენტი მრავალსიმიანი ბასებისა. შემადგენლობა ასეთია: ბასი, ბასი და დასარტყამები - გვიხსნის ის ნახევრად ხუმრობით - ეს იქნება სუფთა ინსტრუმენტალი! გამოვიყენებ pedal-steel გიტარას; ბოლო ტურნეზე კი ბას პედალის გამოყენებამაც მომიწია. ახლა ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, რომ კვლავ ბასისტის ამპლუაში გავცოცხლდე. კარგ სტიკ -ბასისტს შეეძლება შეასრულოს ბასის ან გიტარის პარტიები, მაშინ, როდესაც ბასზე დავუკრავ მე. შესანიშნავი ერთობლივი პროექტი ეკლექტურ დიამანდა გალასთან, 1994 წელს, ალბომისთვის The Sporting Life მისი პირველი ტურნე იყო ცეპელინების შემდეგ.ალბომი იდეალური მაგალითი იყო იმისა, რომ ჯონსი კვლავ აკონტროლებს სცენის პულსს და კარგად იცის, რა ხდება მის გარშემო. და ეს მისი ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, რამაც ლედ ზეპელინი თავის დროის უდიდეს ჯგუფად აქცია. - ცეპელინების დაშლის შემდეგ, მე ბევრი რამე გავაკეთე, მაგრა ისე გამოვიდა, რომ არც ერთხელ არ დამიკრავს კონცერტზე. არ მინდოდა ახალი ჯგუფის შექმნა და ისევ თავიდან დაწყება. რა აზრი აქვს - მე ხომ ისედაც ვუკრავდი მსოფლიოს საუკეთესო ჯგუფში! - ამბობს ჯონსი. საკუთარ ძირითად საქმიანობასთან - პროდიუსერობასთან, არანჟირებასთან და მუსიკის წერასან ერთად, მან განდაწყვიტა, კვლავ ჩაეწერა საკუთარი მუსიკა. თუ საკმარის ენერგიას ჩავდებ ამ ყველაფერში, ნამდვილად ჩემებური მუსიკა გამოვა - ხსნის ჯონი.იმ მუსიკის დრო, რის ჩაწერასაც მე ვაპირებ, სწორედ ახლა დადგა. ნუ გეგონებათ ეს Prodigy ან Chemical Brothers ან რამე მსგავსი. გზას იმ მუსიკისკენ, რომელზეც მე ვოცნებობ, კვალავდნენ ის ჯგუფები, რომლებიც ინდასთრიალს უკრავდნენ. ახალი ტურნეს დაწყება ალბომის დასრულებისთანავე იგეგმებოდა, ანუ 1998 წლის დასაწყისში. გალასთან მუშაობა ჯონსისთვის შესანიშნავი პერიოდი იყო, ხოლო პატარა კლუბებში დაკვრამ მასში სასიამოვნო მოგონებები გააღვიძა. მე თითქმის დავიწყებული მქონდა, რა სასიამოვნო იყო მსმენელების ცოცხალი რეაქციის დანახვა. ამას ვერასდროს მიხვდებით დიდ არენებსა და სტადიონებზე - ამბობს ჯონსი - მცირე დარბაზებში დაკვრის შესაძლებლობა თითქმის არ ღირსებია ლედ ზეპელინს მის ადრეულ წლებშიც კი. მისი პოპულარობა ძალიან სწრაფად გაიზარდა...ლედ ზეპელინი საკონცერტო ჯგუფი იყო, ასე ვიხვეჭდით ჩვენ საკუთარ რეპუტაციას. პრესა მუდამ გვკიცხავდა, განსაკუთრებით დასაწყისში. ერთადერთი, როთიც ჩვენ საკუთარი პრომოუშენის უზრუნველყოფა შეგვეძლო, ეს კონცერტების უზარმაზარი რაოდენობა იყო, განსაკუთრებით, გაერთიანებულ სამეფოში. პრესა ჭორებმა შეცვალეს, ჩვენზე და ჩვენს ირგვლივ... ძალიან გვეხმარებოდა ანდერგრაუნდში მყოფი FM რადიო, რომელიც სწორედ იმ პერიოდში ხდებოდა პოპულარული. ეს იდეალური შესაძლებლობა იყო სინგლებზე დახურდავების გარეშე რომ მოხვედრილიყავი ეთერში. მათ შეეძლოთ გაეშვათ როგორც მთელი ალბომი, ასევე რამდენიმე კომპოზიციაც... ჯ.ჯ. ჯექსონის ნაირი ხალხი ძალიან გამოგვადგა - ყვება ჯონსი.ფანები, რასაც ქვია, ჭკუას კარგავდნენ, ჯგუფის პოპულარობა კი ტყის ხანძარივით ვრცელდებოდა. ჯგუფი ყოველ კომპოზიციას იმპროვიზაციებით ამდიდრებდა და აქცევდა ერთგვარ medley - დ, აზავებდა რა თავის კომპოზიციებს იმ ავტორთა სიმღერების ნაწილებით, რომლებსაც ჯგუფის წევრები თავიანთ წინამორბედებდ მიიჩნევდნენ. - ჩვენ საკუთარ კომპოზიციებს განსაკუთრებით იმ მიზეზის გამო ვახანგრძლივებდით, თავად რომ არ შევშლილიყავით ჭკუიდან. ყოველი ტურნეს დროს ჩვენ წარუმატებლად ვცდილობდით სიმღერბის დანაწევრებას, განსაკუთრებით, ბოლო წლებში. ყოველთვის ვამბობდით, რომ უნდა დაგვეკრა სულ მცირე, საათნახევარი! არ გავიდოდა კვირა, რომ ეს საათნახევარი ორ საათად იქცეოდა, ხოლო ტურნეს ბოლოს კი სამზეც ადიოდა! უმძლავრესი რიტმ-სექცია - ჯონსისა და ჯონ ბონემის პროდუქტი იყო. ჯონსი ბონზოს გვერდით დაკვრას ბასისტის ოცნებად მიიჩნევდა. ორივემ იპოვნა თავიანთი მუსიკალური გემოვნების გადაკვეთის წერტილი სოულის ტიპის მუსიკაში, მაშინ, როდესაც პეიჯი და პლანტი ბლუზსა და როკ-ენ -როლში იყვნენ თავით გადაშვებულები. 1997 წელს გამოსული 2 CD კრებული Led Zeppelin ВВС Sessions პირველი წლების (Early Days) ცეპელინისეული ჯადოქრობის ანაბეჭდად შეგვიძლია განვიხილოთ. თუ მაღაზიებს დავუჯერებთ, ეს საუკეთესო ცეპელინისეული გამოსვლებია ბრიტანეთის რადიოში 1969 წელს და კონცერტზე- 1971 წელს. ეს პირველი საკონცერტო რელიზია 1976 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც გამოვიდა ფილმი “The Song Remains the Same”. იმდენი ბუტლეგერული მასალ არსებობს BBC - ჩანაწერების სახით, რომ ბოლოს და ბოლოს მათი რიგიანად, ოფიციალურად გამოშვების დროც მოვიდა. ჯიმიმ ჩანაწერები თანმიმდევრობით დაალაგა, ჩვენ მათ მოვუსმინეთ და მე ამ ჩანაწერებს მწვანე შუქი ავუნთე. კარგი იქნებოდა, რომ ყველა ჩვენგანს კარგი, რემასტერირებული ვერსია ჰქონოდა - თქვა ჯონსმა. მკითხველის გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ჯონსი არც ისე ხშირად უსმენს თავის ძველ მუსიკას. იშვიათად ვუსმენ ხოლმე - ამბობს ის - მშვენიერია, როდესაც კვლავ შეიძლება იმ დროინდელ კომპოზიციებში ამოყო თავი და კვლავ განადგურებული იყო მათგან... - იქნებ რეიუნიონის გეგმებზე გვითხრათ რამე. - ისინი ქმნიან თავიანთ ალბომს, მე - ჩემსას - ხაზგასმით აღნიშნა ჯონსმა. მისთვის დღემდე გამოცანად რჩება, როგორ შეეძლოთ მისთვის გვერდი აეარათ და ასეთუ უპატივცემულობა გამოევლინათ მის მიმართ. - ჩვენ ყოველთვის ახლოს ვიყავით ერთმანეთთან , არასდროს გვქონია შინაურული პრობლემები, როგორც ჯგუფს Eagles და სხვებს - გვიხსნის ჯონსი. ლედ ზეპელინის ანთოლოგია ვიდეოს ან CD - სახით დიდი ხნის წინ უნდა გამოსულიყო, და ამის ალბათობა ასევე დიდია, როდისმე, მომავალში - თქვა მან. ჯერჯერობით კი მუსიკოსი ძალიან გახარებულია მისი ახალი შენაძენით - ამერიკული ფოლკ-მუსიკის ანთოლოგიის ბოქს-სეტით. P.S.მაშ ასე, ჯონ პოლ ჯონსის პირველ სოლო ალბომს "Zooma" ეწოდება და გამოდის რობერტ ფრიპის Discipline Global Mobile (DGM 9909) ლეიბლის ქვეშ.გამოშვების თარიღია 13 სექტემბერი, ვიმედოვნეთ, რომ ამჯერად მაინც არ გადაიდება ალბომის რელიზი. ინტერვიუს ჩაწერის დღიდან ამ დრომდე, დანარჩენმა ექს-ზეპელინებმა ალბომის გამოშვებაც მოასწრეს - "Walking Into Clarksdale" მოიარეს ნახევარი მსოფლიო ტრიუმფალური საკონცერტო ტურნეთი. ტრიუმფალური კი იმიტომ, რომ ისინი ლედ ზეპელინის ძველ რეპერტუარს ასრულებდნენ. ჯონსის დამოკიდებულება კ შესაძლო რეიუნიონთან დაკავშირებით სკეპტიკურია. შეიძლება, ასე უკეთესიც კი იყოს. ხოლო მომავალში კი ფანები ორ ახალ დისკს მიიღებენ. ეს ლაბათ უფრო პლანტსა და პეიჯზეა დამოკიდებული, ვიდრე ჯონსზე. ამას კი დრო გამოაჩენს. Edited August 5, 2009 by ahmet ertegun Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
trust Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 (edited) ahmet ertegun საღოლ! ზეპელინიც მამაა უეჭველი,მაგრები არიან და მომწონს,მაგრამ ფარფლი უფრო მომწონდა ყოველთვის. მარადიული დავის საგანია ეგ ეს ჩემი აზრით არაა დავის საგანი. პარპლები კარგია მაგრამ შედარებით პრიმიტიულია. ლედ ზეპპელინის მუსიკა უფრო მრავლისმეტყველია, ფსიქოლოგიურია! პეიჯის და ბლეკმორის შედარება უბრალოდ სასაცილოა ჩემი აზრით. მაგრამ პინკ ფლოიდი მაინც პირველია! Edited August 5, 2009 by trust Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ahmet ertegun Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 (edited) trust შეიძლება ფარფლები და ზეპპები შეადარო და რეალურად იკამათო უპირატესობებზე მარაპინკ ფლოიდს და ზეპელინს ვერ შეადარებ! აუცილებლად სუბიექტური იქნები...ზეპების და ფარფლების შემთხვევაში კი არის შანსი, რომ ობიექტურად იდავო რაღაც-რაღაცეებზე. ლედ ზეპპელინის მუსიკა უფრო მრავლისმეტყველია, ფსიქოლოგიურია! პეიჯის და ბლეკმორის შედარება უბრალოდ სასაცილოა ჩემი აზრით.მე პირადად, ამაში 100% გეთანხმები.ოსტატობის გარდა, პეიჯის შესრულებას და კომპოზიციებს სხვა ხიბლი აქვს, რაც ფაქტიურად მისი მუსიკის 90% შეადგენს. ანუ 10% პროცენტს შევაფასებდი მხოლოდ, როგორც ოსტატს. დანარჩენი 90% კი ოსტატობაზე და გრიფის ფლობაზე ბევრად მაღლა დგას. ანუ როგორც მაგარი მასტერი, ასე არ უნდა შეფასდეს პეიჯი. იშვიათია ასეთი მუსიკოსი. Edited August 5, 2009 by ahmet ertegun Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted August 5, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 ahmet ertegun და როგორც მაგარი მასტერი ეგრეც მართლაც მაგარია! მაგ კომპონენტშიც მეფეა! ჩემი აზრით. და რაც იმენნო მაგრად მაოცებს, კაცი 65 წლისაა და ახლაც არ აქვს ცუდი ტექნიკა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ahmet ertegun Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 zeppelina და როგორც მაგარი მასტერი ეგრეც მართლაც მაგარია! მაგ კომპონენტშიც მეფეა! ჩემი აზრით. და რაც იმენნო მაგრად მაოცებს, კაცი 65 წლისაა და ახლაც არ აქვს ცუდი ტექნიკარა თქმა უნდა, მეფეა. ლემონ სონგში, ლოტტაში და საერთოდ, I და II ალბომების სოლოებში რო დედას დედაზე დებს, აი ეგაა პეიჯის ოსტატობა...და achilles's last stand - ში კიდევ...ძალა აქვს მაგის მუსიკას, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.ჩემთვის ეგეთი ძალა ზეპელინის გარდა კიდევ აქვს პინკ ფლოიდს, სხვა დანარჩენი ჯგუფები, მიუხედავად მათი ლეგენდარულობისა, ჩემთვის ზედაპირულია. თითქოს ჩონჩხი არ ქონდესო ეგეთია რა... ბამბასავით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted August 5, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 zeppelina რა თქმა უნდა, მეფეა. ლემონ სონგში, ლოტტაში და საერთოდ, I და II ალბომების სოლოებში რო დედას დედაზე დებს, აი ეგაა პეიჯის ოსტატობა...და achilles's last stand - ში კიდევ...ძალა აქვს მაგის მუსიკას, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.ჩემთვის ეგეთი ძალა ზეპელინის გარდა კიდევ აქვს პინკ ფლოიდს, სხვა დანარჩენი ჯგუფები, მიუხედავად მათი ლეგენდარულობისა, ჩემთვის ზედაპირულია. თითქოს ჩონჩხი არ ქონდესო ეგეთია რა... ბამბასავით... შეიძლება ითქვას რომ თითქმის ერთნაირად აღვიქვამთ მუსიკას! :naushnik: :maladec: ლედ ზეპპელინის, პეიჯის მუსიკა მართლაც რომ რაღაც ზებუნებრივია! იმენნო ძალა აქვს! რომელიც ენერგიით გავსებს! აი უბრალოდ სახლის პირობებში რომ ჩავუჯდები და კონცერტებს კარგ ხარისხში ვუყურებ და ვუსმენ, თითქოს მონიტორიდან და დინამიკებიდან ჩემში ენერგიები გადმოდის! ვივსები! წარმომიდგენია იმენნო ლაივზე ყოფნა რამხელა კაიფი იქნებოდა.... პეიჯის სოლოებს ისეთი დატვირთვა აქვს შეიძლება გააფრენიოს კაცს! იმენნო ემოციებით სავსეა! თემა ცვალებადია! წაგიყვანს ფიქრებში წაგიყვანს წაგიყვანს და ბრააააააააახ შეცვალა თემა.. გადაფრინდი სხვაგან! აუ მეUასება!!!!!!!!!! :vik: დეიზდ ენდ კონფიუსდ ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური ქმნილებაა ჩემი აზრით! და არამარტო მუსიკალური! იმენნო ხელოვნების შედევრია! რა თქმა უნნდა ლაივ ვერსიას ვგულისხმობ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ahmet ertegun Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 zeppelina დეიზდ ენდ კონფიუსდ ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური ქმნილებაა ჩემი აზრით! და არამარტო მუსიკალური! იმენნო ხელოვნების შედევრია! რა თქმა უნნდა ლაივ ვერსიას ვგულისხმობ! მედისონ სკვერ გარდენის ვერსია გეცოდინება შენ...აი მანდ რო არი, san fracisco part - უუუჰმ.... სხვათა შორის, პეიჯმა იმის გამო, რომ ხემით უფრო ადვილად დაეკრა, სპეციალური ჯორიკა შეუკვეთა გიტარისთვის, რომ სიმები რადიუსით ყოფილიყო გიტარაზე და არა ერთ ხაზზე ყოფილიყო განლაგებული. ანუ ვიოლინოსავით.. ყველა სიმზე რო ცალკე შეძლებოდა დაკვრა. და საერთოდ, მაგის ლეს პოლი ცალკე თემაა. Push&Pull პოტენციომეტრები, ოქროსგან დამზადებული სადენები და ბევრი სხვა ოინი კიდევ... (ოქრო საუკეთესო გამტარია) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ahmet ertegun Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 http://www.guitars.ru/01/info.php?z728 საინტერესო ლინკია, ნახეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.