Jump to content
Planeta.Ge

ერთი ადამიანი ვერ გადავარჩინეთ


Recommended Posts

მადლობა ყურადღებისთვის babuagiorgi და მადლობა ყველა ფორუმელს ყურადღებისთვის მაგრამ ვფიქრობ ვერანაირი დახმარება ამ სიტუაციაში ვერ შედგება ან არ იქონიებს იმ ეფექტს რაზეც გათვლა იქნება ..

 

მორალური მხარდაჭერა რათქმაუნდა მნიშვნელოვანია და ვფიქრობ მაქსიმუმიც არის იმისა რითიც თანაფორუმელები შეიძლება დამეხმარონ თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ ბევრი მოქალაქე მე უბრალოდ მოღალატაედ აღმიქვავას (ყველა ადამიანს აქვს უფლება იფიქროს ის რაც უნდა და ისე როგორც უნდა! თუნდაც ცდებოდეს) და შესაბამისია მისი დამოკიდებულებაც ... (ესეც მესმის)

 

მაგასაც თავი გავანებოთ საქართველოში გადმოსვლა იყო უკიდურესი გადაწყვეტილება რომელიც არსებული ვითარებიდან გამომდინარე მივიღე (სუიციდური ნამდვილად არ ვარ და არც რეანიმაციაში რამდენიმე თვის და არც სააკაშვილის ციხეში რამდენიმე წლის გატარება არ მხიბლავს არადა ეს საკმაოდ რეალისტური პერსპექტივაა საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში) თუმცა როგორც უკვე ვთქვი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელმა რამდენიმე დღის წინ მკაფიოდ განმიმარტა რომ მიუხედავად იმისა რომ ჩემი წერილობითი განცხადება და ჩემი და ოჯახის წევრების დოკუმენტების (რუსეთის მხარის მიერ გაცემული დროებითი მოწმობა) ქსეროასლები მიღებისთანავე (7 დეკემბერი) გადააგზავნეს საქართველოში საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას თბილისი არ-ვერ იღებს და ვიდრე არ მიიღებს ვერც უკან დაგვაბრუნებენ და ვერც ვერაფერში ვერ დაგვეხმარებიან ... ანუ რაც შეგვეძლო ის ისედაც გავაკეთეთო მითხრეს და ალბათ ასეც არის ...

 

იმის თქმა მინდა რომ თუ თბილისმა 1 კვირაში ვერ-არ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი საქართველოში დაბრუნების შესახებ ესეიგი 1 წელიწადშიც არ მიიღებს (ბაბუგიორგის გამოცდილებაც ამას მოწმობს) ამ გადაწყვეტილებას და შესაბამისად თქვენი ნებისმიერი მცდელობა რომ საქართველოში დაბრუნებაში დაგვეხმაროთ ალბათ უშედეგო იქნება ...

 

მედიის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელებაც ვფიქრობ არაეფექტური იქნება რადგან სულ რამდენიმე რედაქციაა დარჩენილი საქართველოში რომელთაც შეიძლება რეჟიმის დაუკითხავად რაიმე თემის აქტიური დამუშავება დაიწყონ და არ ვარ დარწმუნებული რომ თუნდაც ეს რედაქციები შეიწუხებენ თავს ჩვენს გამო ... (ის რომ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების კონსტიტუციურ ვალდებულებებზე და არა ჩემზე ან არა მხოლოდ ჩემზე ამას საერთოდ რამდენი ჩაწვდება ქართულ ჟურნალისტიკაში ეგ ცალკე თემაა ალბათ.)

 

ფინანსურ დახმარებას რაც შეეხება და გულითადი მადლობა მინდა გითხრათ მეგობრებო მაგრამ გაცილებით რთულ მდგომარეობაში არიან ადამიანები და გარკვეული საქველმოქმედო აქცია იმ ადამიანებთან მიმართერბაში თუ განხორციელდებოდა ეგ უფრო გამახარებდა :)

 

 

 

 

უშუალოდ ჩვენ თემასთან დაკავრირებით კი გეტყვით რომ 15 დეკემბერს რუსეთის ფედერალური მიგრაციის სამსახურის მიერ ჩვენთვის მოცემული დროებითი საბუთების მოქმედების ვადა გადის და ვფიქრობ იმას მაინც მოვახერხებ (იმედია) რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაგვადეპორტოს რუსეთმა .. ოფიციალურ თბილისს ჩემ თავს არ გადასცემენ ალბათ (ესეც ვარაუდია თორე შეიძლება თბილისშიც გადმოგვიყვანონ არ ვიცი) ..

 

 

 

რადგან საქართველოში ვერ დავბრუნდი ესეიგი სხვა რამეს მოვიფიქრებ ... ცხოვრება ხომ გრძელდება? ხოდა ჩვენი ეს ისტორიაც თავის გაგრძელებას ჰპოვებს ალბათ : ))) მეც მაინტერესებს რა და როგორ იქნება სიმართლე გითხრათ : ))))) კინოშო ვცხოვრობ რა მე ამის დედა ვატირე : ))

 

 

ყველაფერი კარგად იქნება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარა საკუთAრი ოჯახის ესე აქეტ იქით ღროტიალი შეცდომაა?

+1

 

აქ ყოფილიყო და დაოკებულიყო ის უფრო უსაფრთხო იქნებოდა მისთვის და მისი ოჯახისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

+1

 

აქ ყოფილიყო და დაოკებულიყო ის უფრო უსაფრთხო იქნებოდა მისთვის და მისი ოჯახისთვის.

 

"ყოფილიყომ" უკვე ჩაიარა. ეხლა რაც არის იმაზეა დასაფიქრებელი.

 

საქართველოს ყოველი მოქალაქეს მიმართ, განურჩევლივ მოწონება-არმოწონებისა აუცილებელია ღირსეული მოპყრობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგით რა ეხლა მე ჩემი შვილი მარაზილკაში შევდო-ესე უკეთ შემენახება სანამ ივერია გაპრწყინდებათქო და რომ გაიყინება მიშველეთ ხალხო გამილღვეთ შეცდომა მომივიდათქო ნორმალური საქციელია?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

asds

რა იურიდიული პრობლემა ექმნება შენს ოჯახს საქართველოსი დასაბურნებლად(შენგან დამოუკიდებლად)?

და შენ რატომ აღარ გაქვს უფლება რომ საქართველოში დაბურინდე? ან რა გემუქრება რომ დაბრუნდე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

რა იურიდიული პრობლემა ექმნება შენს ოჯახს საქართველოსი დასაბურნებლად(შენგან დამოუკიდებლად)?

და შენ რატომ აღარ გაქვს უფლება რომ საქართველოში დაბურინდე? ან რა გემუქრება რომ დაბრუნდე?

 

ისე ეს საინტერესო აზრია, რა მოხდება თუ მხოლოდ ოჯახის დაბრუნებაზე იზრუნებს ჯერ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდნეი გადაუხადეს საკითხავი აი ეს არის :)

 

იაკობასვილის პასუხი გამახსენდა.

"თუ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არისო დავეხმარებითო".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ პროლემა სულ სხვა რამეშია.

 

უბრალოდ რა დონეზე გულგრილნი შეგვიძლია ვიყოთ, როდესაც პრობლემა ეხება იმ ადამიანს რომელმაც არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი, ან კიდევ საზოგადოებაში მიღებული ქცევების საწინააღმდეგოდ მოიქცა.

 

ჩვენ როგორც სახელმწიფო კიდევ 100 წელი ვერ შევდგებით, თუ ვერ ვისწავლით ჩვენი მოქალაქეების დაცვას და ეს ყველა მიღებულ და არამიღებული ნორმების გარეშე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

მოქალაქე სარ მოუთხოვია დაცვა.

ადგა და გაიქცა.

არ უნდა კაცს შენი საქართველო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
უბრალოდ რა დონეზე გულგრილნი შეგვიძლია ვიყოთ, როდესაც პრობლემა ეხება იმ ადამიანს რომელმაც არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი, ან კიდევ საზოგადოებაში მიღებული ქცევების საწინააღმდეგოდ მოიქცა.

ეგრე მარტივადაც რომ არა ყველაფერი?

 

asds

რატომ მანდამაინც რუსეთსი გაიქეცი? და რატო არა მაგალითად სომხეთი, თურქეთი ანაც ევროპა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრე მარტივადაც რომ არა ყველაფერი?

 

ხო და რა არის აქ რთული?

სახელმწიფოსთვის არ უნდა არსებობდეს კარგი და ცუდი მოქალაქე, ესაა სირთულე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ხო და რა არის აქ რთული?

სახელმწიფოსთვის არ უნდა არსებობდეს კარგი და ცუდი მოქალაქე, ესაა სირთულე?

ხო მაგრამ არსებოსბ მოღალატეები და გმირები, მაგრამ მე სხვა ვუგულისხმე,

ეგ პიროვნება იმიტომ გაიქცა რომ ჩვენი ხელისუფლება მისი აზრით არის ცუდი და ა.შ.

ე.ი. უნდა გაეთვალისწინებია ეს საკითხიც, მესმის საჭიროა გამოსავალის ძებნა, მაგრამ პირველ რიგში მაგან უნდა ეძებოს, მიმართოს ბევრ ორგანიზაციებს და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...