ლ ი ც ი Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 (edited) ლიცემერი: იცით რომ დღეს აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ამასთან დაკავშირებით "კომერსანტი" წერს, რომ აფხაზეთში დამკვირვებლები რუსეთიდან, ნიკარაგუადან და ვენესუელადან ჩავიდნენ. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ არაოფიციალური დამკვირვებლების სტატუსით ჩასულები არიან, ასევე, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, შვეიცარიიდან და აშშ-დან. “აფხაზეთის არჩევნების შედეგები არც ისეთი ნათელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ფავორიტებად სამი კანდიდატი - სერგეი ბაღაფში, ბესლან ბუთბა და რაულ ხაჯიმბა ითვლებიან. სოხუმში ამბობენ, რომ სამივეს სხვადასხვა ფორმით მოსკოვი უჭერს მხარს. კერძოდ, ბაღაფშს – მედვედევის ადმინისტრაცია, ხაჯიმბას – ფედერეალური უშიშროების სამასახური და შესაძლოა, პრემერი პუტინიც, ხოლო ბუთბას – მოსკოვის მერია. თუმცა, აქ ყველა აღიარებს, რომ ბაღაფშის შანსები მაინც ყველაზე მაღალია. მოკლედ, ჩვენ ეს არ გვეხება არ გვაინტერესებს, მაგრამ გვინდა ყველაფერი ვიცოდეთ. ისე კი რატომღაც ავადმოსაგონარი ოთხმოცდაათიანი წლების საქართველო მომაგონდა . Edited December 12, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 დიდი შანსია აფახაზეთის საკითხზე გავაკეთოთ სადისკუსიო საღამო ვინმე ცნობილ სტუმართან ერთად...აი როგორც ბასილ კობახიძესთან და თეა თუთბერიძესთან იყო! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 დიდი შანსია აფახაზეთის საკითხზე გავაკეთოთ სადისკუსიო საღამო ვინმე ცნობილ სტუმართან ერთად...აი როგორც ბასილ კობახიძესთან და თეა თუთბერიძესთან იყო!newstudio კარგი იდეაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 სოხუმის რეჟიმის შსს საგანგებო რეჟიმში მუშაობს 12 / 12, 2009 10:12 სოხუმის რეჟიმის ე.წ. შსს-ს პირადი შემადგენლობა “საპრეზიდენტო არჩევნებთან” დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება, ამის შესახებ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ განაცხადა. მისი თქმით, მილიცია 12 დეკემბერთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს. ხეციამ აღნიშნა, რომ დღეს ყველა უბანზე 3-5 მილიციელი განთავსდება, ზოგ უბანზე კი მათი რაოდენობა შვიდს მიაღწევს. წესრიგის დასაცავად იმუშავებს 26 საპატრულო მანქანაც. ”ამ ღონისძიებებში, მთლიანობაში, შინაგან საქმეთა ორგანოების 700 თანამშრომელი და 26 ავტოპატრული იქნება ჩართული”, - დასძინა მან. ხეციას ინფორმაციით, ზოგ სოფელში დაუდგენელი პირები დადიან, მოსახლეობას ემუქრებიან და ამა თუ იმ კანდიდატისთვის ხმის მიცემას მოითხოვენ. მისივე განცხადებით, “შსს მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის და შესაძლო დესტაბილიზაციის გამო მთელი პასუხისმგებლობა კანდიდატებს და მათ საარჩევნო შტაბებს დაეკისრებათ”.სოხუმის რეჟიმი დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს. კენჭს ხუთი კანდიდატი იყრის – სერგეი ბაღაფში, რაულ ხაჯიმბა, ბესლან ბუთბა, ზაურ არძინბა და ვიტალი ბღანბა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სულ 129 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 (edited) აფხაზეთში 12 დეკემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა 12 / 12, 2009 20:43 აფხაზეთში 12 დეკემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები შედგა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 18.00 საათისთვის „არჩევნებში“ მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 58%-მა. არჩევნებში გამარჯვების ზღვარი კი, 50%-ს შეადგენს. სეპარატისტების მტკიცებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება 127 ათასამდე მოქალაქეს ჰქონდა. „არჩევნებს“ აკვირდებოდა 100-მდე უცხოელი დამკვირებელი, მათ შორის - რუსეთის ფედერაციიდან. ამასთან, ე.წ. ოპოზიციის კანდიდატებმა უკვე განაცხადეს მრავალი დარღვევის შესახებ. მათი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა დამატებითი სიების უეცარ ზრდას.აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ხვალ, 12.00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი. მარიონეტული რეჟიმის არჩევნებში კენჭს იყრიდა 5 კანდიდატი - მოქმედი "პრეზიდენტი" სერგეი ბაღაფში, ყოფილი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ოპოზიციის წარმომადგენელი ბესლან ბუთბა, ასევე, ზაურ არძინბა და ვიტალი ბღანბა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 "მონაწილეობის უფლება 127 ათასამდე მოქალაქეს ჰქონდა". გლდანი-ნაძალადევის რაიონის ამომრჩეველთა რაოდენობა გაცილებით მეტია Edited December 12, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 Багапш лидирует на выборах президента Абхазии12 декабря 2009, 19::21Общественная молодежная организация «Молодая Абхазия» провела exit-poll на выборах президента, которые проходят в Абхазии.Результаты опроса проголосовавших были вывешены в штабе кандидата в президенты Абхазии Сергея Багапша.Согласно этим данным, на выборах побеждает действующий президент Сергей Багапш (57,5%), на втором месте - бизнесмен Беслан Бутба (18,5%), на третьем - Рауль Хаджимба (14,8%), передает «Интерфакс».როგორც აფხაზურ ფორუმებზე წერენ, ოპოზიცია გამოსვლებისთვის და შედეგების გაპროტესტებისთვის ემზადება. Кандидат в президенты Абхазии Рауль Хаджимба заявил, что наблюдатели от его штаба зафиксировали многочисленные нарушения во время выборов. На пресс-конференции в Сухуми Хаджимба заявил, что «в настоящее время готовятся соответствующие жалобы для направления в ЦИК республики».«По предварительным данным, которыми располагаем мы, есть основания говорить, что один из оппозиционных кандидатов выйдет во второй тур, но при условии, что будут учтены все нарушения и осуществлен честный подсчет», – отметил Хаджимба. «Если, несмотря на все это, будет объявлено победа действующей власти, мы вынуждены будем заявить о непризнании выборов», – добавил он.Ранее оппозиционеры заявляли, что дополнительные списки избирателей на некоторых участках вдвое превысили основные списки и что имели место факты выноса размеченных бюллетеней за пределы участков. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 რამდენს ვაბლატავებთ ღმერთმანი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MR:RAZIEL Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 Private Nodari ეჰ რა შეგვიძლია რო გავაკეთოთ თორე კი აი რუსეთმა რო სრულად აქციოს ზურგი მერე კი წარმომიდგენია რა ელით მაგრამ რუსეთი მაგათთანაა და... ისე ისევ ბაღაფში იქნება ხო ალბათ სიკვდილამდე.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2009 დღეს აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება ეგ არაფერი,მთავარია არავინ არ აღიაროს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2009 (edited) აფხაზეთის დე ფაქტო ცენტარლური საარჩვენო კომისიის ე.წ. საპრეზიდენტო არჩვნებს წინასწარ შედეგებს ხვალ გამოაცხადებს. ამის შესახებ ~აპსნიპრესი~ დე ფაქტო ცსკ-ს წამომადგენელზე ბატალ ტაბაღუაზე დაყრდნობით იუწყება. აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე კი 2 საატი დარჩა, რომელშიც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფში, რეჟიმის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა, ბიზნესმენი ბესლან ბუთბა, აფხაზეთის არაღიარებული საზღვაო კომპანიის გენერალურიმა დირექტორი ზურაბ არძიმბა, ფილოსოფიისა და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ვიტალი ბგამბა იყრის კენჭს. დე ფაქტო ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო სიებში 27 ათასი ადამანია რეგისტრირებული. საარჩევნო უბნები მოსკოვში და აფხაზეთის ტერიტორიაზე დილის 08:00 საათზე გაიხსნა. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას მტკიცებით, კი არჩევნებზე 21 ქვეყნის, 83 საერთაშორისო დამკვირვებელია ჩასული. http://expressnews.ge/?lang=geo&id=991&nid=610 პ.ს. ბაღაბში იმარჯვებს 57%-ითო Edited December 13, 2009 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 13, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2009 პ.ს. ბაღაბში იმარჯვებს 57%-ითოnewstudio Сергей Багапш побеждает на выборах президента АбхазииДействующий президент Абхазии Сергей Багапш побеждает в первом туре выборов президента республики. Об этом свидетельствуют exit-polls, проведенные молодежной организацией "Молодая Абхазия". Согласно опросам, Багапш набрал 57,5 процента голосов. http://lenta.ru/xussr/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2009 lasha1997 newstudio აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას მტკიცებით, კი არჩევნებზე 21 ქვეყნის, 83 საერთაშორისო დამკვირვებელია ჩასული.ესენი ვინ არიან?! :resent: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted December 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2009 второй тур выборов главы Абхазии не нужен На выборах президента Абхазии уверенно и с большим отрывом лидирует Сергей Багапш, сообщил член Совета Федерации России Александр Починок, который присутствует в Абхазии в качестве международного наблюдателя. «Багапш лидирует с большим отрывом на некоторых округах. Этот отрыв оглушительный», - сказал сенатор. «Проведение второго тура не потребуется», - уверенно заявил он, отметив, что «есть гарантия победы в первом туре с огромным перевесом», - сказал он. По словам Починка, «Багапш получает большинство практически на всех избирательных участках, за исключением нескольких родовых сел». Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 13, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2009 ესენი ვინ არიან?!newstudio სიაფანდს კერავენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted December 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2009 ისე ისევ ბაღაფში იქნება ხო ალბათ სიკვდილამდე....ბაღაფში იქნება თუ ვიღაც სხვა მაგას არა აქვს მნიშვნელობა.მაინც პრო რუსული პოლიტიკა გატარდება, რადგან მათი დამქაშები არიან სულ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.