nekroo Posted January 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 სიბნელეა, ოთახს მხოლოს კომპიუტერის ეკრანიდან წამოსული სინათლე ანათებს , ერთი და იგივე ხმა თითების კლავიატურაზე შეხების ,... შემდეგ კი სიჩუმე და იმის მოლოდინი თუ როდის მოგივა სკაიპში მონაწერი ..... ჰმმმმ დამღლელია ,სახლშიც არავინაა, გინდ იყოს რა ? აზრი ? ეძინებოდათ .. ხფთუი რა მკვდარი ცხოვრებააა….. ერთპეროვნებაა… აუ პანჯარაშიც ერთი და იგივე, აყუდებული ფოთლებშემოგლეჯილი ხე, რომელიც ისე ახლოს არის ფანჯარასთან რო ლამისაა შემოანგრიოს…. ხის იქით წყვდიადი , უკუნითი სიბნელე რომელსაც ლამპიონებიც კი ვერ ანათებენ…...მკვდარია ქალაქი ... ნუ ისეც საკითხავია ეს თუ ქალაქია….ფუუ რა ვაკეთო?... აუ ამ დედამოზგნულმა კომპმა უკვე გამაგიჟა რა … გარეთ გავიდე ? აუ მეც რა აცურებული მაქ რა,,,, 3 ის 15 წუთია რა მინდა ნეტა გარეთ … აუ დავისვენებ მაინც , გავისეირნებ ... ნეტა ცივა მაინც? ჰმმ აბა ფანჯარაში ხელი გავყო… ეე ისა და ჩვენში დარჩეს და არ ცივა .. მგონი კაი აზრია სეირნობა ჰეჰ… რა მაგარი ვერ მაქ მე …..ჩანთა ჩანთა... სად ხარ ჩემო ჩანთააა……. აი სად ყოფილა … კაია რამეს წავიყოლებ თან, მაინც იმდენი რამე ვიყიდე დღეს, უჰჰ რა მეგონა რო იმასთან ერთად არ დავლევდი … ჰმმ მეზიზგება ეგ გოგო … კი არა დაყ ველა გადამგდები მეზიზგება .. ნეტა რა მაცინებს …. …ოჰო მაცივაში დადებული პივა და 1.60 თეთრიანი ჩიკუშკა “საჩვენო” მე ძაან მახარებს…. ჩიფსი ?აუ ჩემი ჩიფსიც ხო მქონდა კაცო … ჰმმმ კი როგორ არა ნახევარი უკვე გადამიძოვია .. მარა ეგ არაფერი , პურს წავიღებ თან (თავს ვიმშვიდებ )…. 10 წუთის მერე….ესეც აასე ძაან კა, ყველაფერი ავიგე , კარებიც დავკეტე, შუქიც გამოვრთე … ძააან კაი არაფერი დამავიწყდა .. აუ ისე ვლაპარაკობ თითქოს 1 თვით მივდიოდე სადმე …. Mდა სად წავიდე ეხლა ? პადიეზს რო გავცი ხო კაი მარა ეხლა?...... ჰეჰ როგორ არ ვიცი კაცო ,.,,, რუსთავის შემოსასვლელთან გავალ, შევათვარიელებ ჩემ ქალაქს … აუ რა მეამაყება,. კი აბა …აუ ისე კაია რო წამოვედი თორე თვალებში ეხლაც მაუსი მიმოძრავებს რა …. ფუუ მიხმარს მე ამდენი კომპიუტერი რა …..-- ღამეა, საგღაც 3ის ნახევარი თუ რაგაც ეგრე , შუა ტრასაზე მიბოდიალობს 18 წლის ბიჭი , ნეტა ამას მაგარი არ აკლდეს რა .. შავ ბათინკებში ჩატანებული მუქი ლურჟი ჯინსით (თან ძაან სქელი) ტრაკზე ჩამოკიდული შავი პაჟებით, დიდი ფუმფულა კაპიშონით, და რაგაც საშინელი და არაორდინალური ლიოჩიკის ქუდით იქო გამოწყობილი ეს ახალგაზრდა… არა და რაღა ახალგაზრდა. 18 წლის ვირია … ზურგჩანთას ეგრევე რტყობა რო შიგნით რაგაც დევსს … მნია მნია …. ვიბოდიალე…….MMამა ტაკე ტჰის ბადგე ფრომ მეI ცან'ტ უსე იტ ანყმორე …. Oოო ეს რა სიმგერა ჩაირთო …. Hუჰ ძაან კაი … ცოტას შევისვენებ , აუ კაკრას სიგარეტის მოწევსი დროა .. აბა ვის უნდა სიგარეტიო ? ჰუჰ რა თქმა უნდა ნეკროს აბა მარტო ვარ და ….წითელი ელემი… ჰუჰ ლოგოლ მიყვალსოო… ….ჰუჰ კაია , არა რა ჯობია რა შუა ღამისას რუსთავის შემოსასვლელში, …ჩიკუშკასთან, პივასთან , ელემთან და ჩიპსთან ერთად ….. უი უი მართლა ჩიფსის ჭამა არ დამავიწყდეს .. ჰუ ჰუ ჰუ …….…რაზე ვპიქრობ? Hმმმ რავი , რატომღაც დედამისწის დასასრულზე მინდა ფიქრი მარა , იყოს ასეთი კაი პონტია და არ მინდა ამაზე ვიფიქრო …. Aბა რაზე ვიფიქრო? … მუსიკაზე ? მეზარება…….. საჩმელებზე? ტოჟე მეზარება …. გოგოებზე? Hმმმმ ხფტუი , ამ სიტყვის გაგონებაც არ მინდა … ფუუუ როგორ გადამაგდო იმ სირიკომ .. როგორ არ მოვიდა …. ….. უჰჰ წავიდეს ერთი მაგისიც .. მერე მოვა და თვითონ დამიწყებს ხვეწნას მაინც … ….…………………უჰჰ რა დრო გასულა ,., ბარემ აქ ხომ არ დავიძინო ? ჰა ჰა …. ჭავედი წავედი ეხლა მე სახლში ….კომპი მომენატრა? …. ….. ისევ იგივე გზა……ოღოდ ეხლა პივის და არყის გარეშე …. ლამაზია ისე ეს დედამოზგნული ქალაქი ….როცა კაციშვილი არაა გარეთ… აუ პატრული მაინც სადაა… აუ რა დრო მოვიდა , კაცს რო პატრულის ნახვა მოგენატრება ……………………………………….ლა ლა ლააა ლა ლა… დუქ თაქ თაქ.. დუქ თაქ თაქ … ცცც……… ვღიღინებ ………………………..ასე მივბოდიალებდი ….ნუ სანამ ცხვირზე რაგაც სველი არ შემეხო … ეეე ვოტე ფაქ… იპურთხება ვინმე ?...... ეს რა დამეცა…?... ამ დროს თვალები ზემოთ აიწია , თვალებს მიჰყვა მთელი სახე…….ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეაუ რა ლამაზია …. ფუქ… აუ ეს რა მაგარია , თოვლი….. თოვლი ….. ჰეჰ კიდე დამეცა ცხვირზე… აუ რამხელა ცხვირი მაქ რა 1 ფიფქი არ ასცდეს რა …. … ეხლა უკვე შიგ თვალში … აუ რა მსხვილი თოვლია .,. საღოლ მე ….აუ მართლა რა ლამაზია , ლამპიონების შუქზე მოფარფატე ფიფქები …. Eე მაიცა ენით უნდა დავიჭირო ფიფქები …..……ჰუჰ დავიღალე ……. + კარგა ხანია გარეთ ვარ ,მგონი დროა სახლიც გავიხსენო .. აუ ეს ღამე მართლაც უმაგრესი იქნება….. ჩემ თვალწინ დაიწყო თოვა….. ანუ ნეტა პირველი მე ვიქნები ვისაც ეცოდინება რო თოვლი მოდის რუსთავში ? … იშ მგონი კი …. ჰუჰ.. არა რა ბედი მაქ რა…….ჩემი სიმღერები , მთებში გაბნეულა მთებში…..თვალებს დაგიკოცნი , ჩემო თვალხატულა ჩემო ….აუ რას ვმღერივარ … რ ოარ ვუბერავ …. ეეე ჩავრტო ისევ რამე დედის გრიალი …ოჰო ეს რას ვხედავ…. დიადი მე 14ე მიკრო რაიონი .. პამ პა რამ პა რა რა …..სახლი ჩემი სახლი …… თბილა …. მეძინება …… კაი იყო მომეწონა , თოვლი ეგ ვაბშე მაგარი… აუ პირველმა მე ვიცი რო თოვლი მოვიდა … იშ იშ…. ძილინებისა ნეკრო … ჰუუუ ვერ მოვიშალე რა ჩემ თავთან ლაპარაკი .. …. მარა მაინც ძილინებისა 2008 წელი …… ნეკრო …… Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nekroo Posted January 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 .მთიელი...გამარჯობა და ნახვამდის სიყვარულო ....იმის მერე რაც ჩემ შეყვარებულს დავშორდი (რომელიც მართლა მიყვარა), ვიყავი ძაან ცუდად , ნუ ხოველდღე რო არ დამელია ალკოჰოლი არარსებობდა , მარტო ალკოჰოლი რო ყოპილიყო რაგა მიჭირდა ... ვყლაპავდი ყველანაირ საზიზღრობას ...ანუ , ნუ უკვე ვეღარ ვძლებდი რა .....8 იანვარს 11 სთ ზე მოვედი სახლში მაგარი ნასვამი , არ მეძინება , ნერვები მაქ მოშლილი , დავჯექი კომპთან და არ ვიცი რა ვქნა ....უაზრობა უაზრობა უაზრობა ....ძმაკაცს დავურეკე სკაიპში და ვუთხოვე რამეზე მელაპარაკე თქო ..... ღამის 4 სთ არის როცა დედაჩემი მირეკავს ...- რას შვრები შვილო ? არ გძინავს.... კიდე ცუდად ხარ? იმაზე ნერვიულობ?- ხო ხო ხო ხო დე ხოოოოო....- მერე წადი სადმე გაისეირნე გადააყოლე გული...აუ იმენა დედაჩემის ეს სიტყვები რაგაცნაირად ჩამიჯდა თავში ...და ღამის 4 სთ ზე გადავწყვიტე რო მეო2ე დღეს უნდა წავსულიყავი რუსთავიდან , ოგონდ არ ვიცი სად ....დილით 11 სთ ზე გავიღვიძე .... ვიბანავე .. და 12 სთ ზე გავედი სახლიდან , ჯიბეში მქონდა 10 ლარი .... ჩანთაში , 1კაპიშონი , ჯემპრი, სტიკები , სახატავი რვეული , ციფრული , სიგარეტი წითელი LM , და არაყი .....ლილოს გადასახვევზე გავჩერდი , და დაველოდე რამე მანქანას რომელიც გამიყოლებდა, ავტო სტოპი.... ზაფხულის მერე ავტო სტოპის არ მივლია ....გზაზე მივსეირნობ , თან ხელი მაქ აწეული , თან ვეწევი .... ამ დროს გააჩერა შავმა მაზდამ თუ არ ვცდები ..მძგლმა შუშა ჩაწია და მეკითხება- საით გაგიწევია დზმა?- რავი მე ? მე ახმეტისკენ მივდივარ , ავტოსტოპიტ- ჩაჯე მერე მე გურჯაანამდე მიგიყვან ...ნუ მეც ჩავჯექი , ეს კაცი გამეცნო როგორც რამაზი .... მე ვუთხარი მე ნეკრო მქვია .. ნუ ცოტა კი გაოცდა ....მაგარი საკაიფო სისწრაფით მივდიოდით და რამაზიმ მითხრა , ეხლა მე მუსიკებს ჩავრთავ , რავი გაგისწორდება თუ არა არ ვიციო .... ჩადო დისკი , და ჩართო ... ჩართო ... Deep Purple - Burn ... და ელოდება ჩემ რიაქციას .... ვუსმენ ვუსმენ მეც და როცა უკვე გლენ ჰიუზს შექავს მისამღერი მაგ დროს მეც დავიწივლე .... buuuuuuuuuuuuurrrrrrnnnnnnnnnn....და კაცმა გაოცებული თვალებით შემომხედა შენო ... შენო როკს უსმენო ? კი მევთქვი როკს ვუსმენ .... აუ მაგარიაო ... გაუსწორდა მაგრად , მერე Scrpionsis - wind of Change მოვასმენინე მე , მერე დავუბლუთუზე ეგ სიმღერა ... მერე ერთად ვიმღერეთ Skid row - You gone wild ..... კაი იმენა გავაგიჟე , ისე გაუხარდა ... მერე გააჩერა სანამ თავის სოფელში გადაუხვევდა და მითხრა , მერე მკითხა სად მიდიხარო... და რო მოვუყევი რატომ წამოვედი სახლიდან , გოგოს რო დავშორდი , და მთაში მინდოდა წასვლა , კაცი ვაბშე გაგიჟდა... საღოლ შენო ... მაგარი პოხუისტი ხარო ....- იტოკში ნეკრო მისმინე , ეხლა მე მაქ ლაპატნიკში მხოლოდ 5 ლარი , დანარჩენის ბენზინი ჩავასხი , ხო და წამო ჩემთან სახში, საჭმელს გაგატან , ფულსაც მოგცემ და მიდი გაისწორე შენიო....ნუ დიდხნიანი ლაპარაკის მერე დავარწმუნე რო არ მინდოდა არც ფული და არც საჭმელი, პროსტა მინდოდა ჩემით მოგზაურობა..მერე გადასახვევთან ჩამომსვა, ხელი ჩამომართვა და მითხრა- აბა შენ იცი , შეეცადე აღარ იფიქრო იმაზე , და იარე თავისუფალდ....ეს თქვა , მეც ჩამოვედი მანქნიდან და წავიდა ისეც ... გავუყევი მე ისევ გზას , მაგარი მშია ,.... გზაზე მაღაზიებთან მივედი , სადაც რაღაცეებს ყიდიდნენ გზის ნაპირში , მაგრამ არავინ იყო გამყიდვლები , მაგარი გამიკვირდა .. მერე წინ გავიხედე და , დავინახე რო BMW იყო შეჯახებული რაღაც მარშუტკას და ყველა იმას უყრებდა .. ამ დროს მაღაზიასთან მივედი , არავინ რო იყო ,, ავიღე ბულკი , და 3 გასაბერი ბუშტი , სპაიდერმენის , ბეტმენის და ფიფქიას ფორმებით .... ჩავიდე ეს ვუშრები ჯიბეში და გზას გავუყევი ... ერთი 400 მეტრი ვიარე ფეხით არავინ მიჩერებდა.. უცებ , წითელმა (მგონი აუდი იყო რავი ..) გააჩერდა და პანჯარა ჩაწია , მძღოლი ქალი იყო.... და ეს ქალი მეკიტხება- ბიჭი რამდენად ყიდი მაგ ბუშტს ? (ხელში ბეტმენის ბუშტი მეჭირა ...)- არ ვყიდი ქალბატონო , ავტოსტოპერი ვარ მე , ველოდები მანქანას რო გამიყოლოს ....ქალმა მითხრა უკაცრავადო , დაქოქა მანქანა და წასვლა დააპირა ... უცებ გაჩერდა და მეუბნება..- ააააა სადღაც მიდიხარ და გაყოლა გინდაა?- კი ქალბატონო...- ააა ჩაჯექი მერე , ახმეტაში მივდივარ მე და გაგიყოლებ ...მაგარი გამისწორდა , კაკრას იქ მივდიოდი მეც.... ჩავჯექი , გავიცანი ეს ქალი , ქალი რა 28 წლის გოგო იყო , სახელად ნინო ...მითხრა რომ დაქალთან მიდიოდა , ბავშვი უნდა ენახა დაქალის და საჩუქრის ყიდვა დაავიწყდა .... მე ბეტმენის ბუშტი შევთავაზე თავიდან ... მაგრამ მითხრა , არა გოგო ყავს ჩემ დაქალსო .... ხო და ამოვიგე მეც ფიფქიას ბუშტი და ის მივეცი .... :buchti: ახმეტაში რო მივედი იქ ჩამომსვა , მერე ჩემი ძმაკაცის სოფლამდე ავტობუსით წავედი , სადაც ძმაკაცი დამხვდა (დათუნა)მაგარი გაუხარდა ჩემი ჩასვლა , ეზოში შევედი თუ არა ეგრევე მამამის დაუძახა , გიოო ჩამო ქალაქიდან სტუმარი მყავსო ....ვნახე მაგის ოჯახი , მერე მითხრეს, შენ ალბათ მაგარი გეშიებაო და ეხლავე გავაკეთებ საჭმელსო ... 1 სთ ველოდე საჭმელს, მე მეგონა დავავიწყდი ... 1 სთს მერე , მამამისმა (გიომ) დაგვიზახა , აბა ბიჭებო ამოდით სახლში , საჭმელი მზად არისო .... ავედი დაუ აუ რა ვნახე , ერთი 4 მეტრიანი მაგიდა სულ სავსე იყო საჭმლებით..... მეზობლებიც ამოვიდნენ , გავიცანი ისენიც .... დავჯექიტ კაი ვჭამეთ დავლიეთ ... მერე მე წამოვდექი და ვუთხარი , კარგად აბა ხალხო, მე მთაში ვაპირებ წასვლას ... კავკანიონის მთებთან...ამ სიტყვებსზე ყველას სიცილი აუტყდა და გიო მეუბნება- აუ მაინც რა ხუმარები ხართ ეს ქალაქელები რა ....უცებ დავუგინე არ ვხუმრობ თქო ....და ხალხი გაოცდა ...მერე სუფრის წევრებს ავუხსენი რატომაც წამოვედი სახლიდან , და რატომ მინდოდა მთაში , და როგორ მინდოდა იმ გოგოს დავიწყება ... ნუ ყველა გაოცებული იყო... დიდხნიანი კამათის მერე , ძლივს გავაგებინე რომ ვერ დავრჩებოდი .... მერე გიომ მთხოვა, კაი მთამდე მაინც მიგიყვანთო ... მაგაზე დავეთანხმე .... კოლხოზნიკით მივედით მთამდე , მე დათუნა , მამმისი და ერთი მაგათი მეზობელი .... როცა მთებთან მივედი , დათუნამ შეშა მომიმარაგა ... კარავი დამიტოვა, საჩმელები , დასალევი , და მოსაწევი ....დიდი მადლობა გადავუხადე და გავუშვი ....იმ ღამით ძააან მაგარი იყო , უკვე ნასვამი ვიყავი , მაგრამ კიდე დავლიე , კარავი ავაწყე, ცეცხლი დავანთე , და რო არაფრის შემშინებოდა მოვწიე ... მთელი ღამე მირეკავდნენ დაქალები და ძმაკაცები ... მაგარი გამისწორდა ეს....დილით 6 ზე გავირვიძე , მზის ამოსვლა ვნახე , სურათი გადავუღე , და დავიძინე ისევ......მერე მგონი 3 ზე გავიღვიძე კიდე , და წავედი წყლის მოსაპოვებლად ... რაც დისკავერზე ვუყურე წყლის მოპოვების ხერხებს , არცერთი გამომადგა იქ .... მერე პატარა რუ ქავჩირე , ავუყევი რუს და მივედი ულამაზეს ადგილას ,დაახლოებით 3 სართული ხელა კლდე იყო , საიდანაც ეს წყალი გადმოდიოდა , კლდეზე რო ავედი და გადმოვიხედე ეს სიტყვები ვთქვი ...World is mine მერე იქაც გადავიღე სურათები , მერე კიდე ზემოთ ავედი მთაზე , სადაც თოვლი იყო , ვეგუნდავე ჩემ თავს და ისევ ბანაკისკენ მოვდიოდი ... როცა მთის იქით მინდორზე , რაგაც შემოღობილი დავინახე ... ჩავედი იქ და მეცხვარეები გავჩირე.... პირველი კაცი რომელიც შენობასთან ვნახე , ლამის გული გავუხეთქე რო დამინახა ....მერე მეცხვარეებიც გავიცანი , 12 კაცი იყო .... 2 სახელი დავიმახსოვრე , თენგო და ომარი .... თენგო მაგარი კაცი იყო ძაან....რო ავუხსენი რას ვაკეთბდი იქ ,,,, თენგომ ეგრევე ჭედილა გამოაყვანინა ომარას , დაკლეს , მწვადები შევწვით, მაგარი ვიქეიფე , მერე განსხვავებული დამალევინეს ლამფის შუშით ..... ბოლომდე დავლიე .... მერე თენგომ ჩონგური გაჩიტა და დაუკრა , >ამ თოვლიან მთებში < > ვაჟა ფშაველა< .... თან ისე დაუკრეს რო ვუსმენდი ლამის ვიტირე , რა მეტალი რის პანკ როკი კაცო... მართლა მაგრად მომეწონა მაგათი დაკრული ...მერე თენგომ გამიყვანა და მკითხა , რატომ დაშორდი იმ გოგოსო .... ავუხსენი როგორც მოხვდა და ამ დროს მითხრა...მისმინე ნეკრო ....კაცზე ზემოთ ქალი დგას , ჩვენ ქალებს ვერ ვაფასებთ საკმარისად .... მაგრამ როცა კაცი ქალს დააფასებს , მთელ არსებას მას მისცემს , ის ქალზე მაღლა დგება , თუ ქალმა ეს დაინახა , მაშინ გათანაბრდებიან და ულამაზესი ურთიერთობა ექნებათ ... მაგრამ თუ ქალმა ეს ვერ დაინახა , ის უბრალოდ უნდა გაქრეს....... მე ჩუმად ვუსმენდი .... მერე მკითხა- მაინც შენი აზრით რატომ დაგშორდა ეგ გოგო?- რავი თენგო დზლია , მგონი იმიტომ რო მაგას ადრე ჩემზე ლამაზი და 1000 ჯერ მაგარი ლოვეები ყავდა და , მე მე კიდე არც ლამაზი ვარ , არც ისეტი როგორიც ისენი იყვნენ , ნუ ერთი სიტყვით არარაობა ვარ და მაგიტომ ....ამ დროს თენგომ ის მითხრა , რამაც მაგარი გამახარა...- ნეკრო მისმინე, ეხლა რო გირეკავდა ბიჭი ვინ იყო ? -დზმაკაცი .. ნერვიულობს ჩემზე- კიდე გოგომ რო დაგირეკა ეგ ვინ იყო ? ალბათ დაქქალი , თან ხო მითხარი სულ მწერენო ....ესეიგი რა გამოდის , 1 ადამიანიც თუ ნერვიულობს შენზე , ესეიგი არ ხარ ისეთი ცუდი როჯა .... და თუ ბევრი ნერვიულობს, ესეიგი კაი კაცი ხარ...აუ ამ სიტყვებმა გამახარა ძააან მაგრად... ლამის ვიტირე .. მერე ვთხოვე კარავამდე წამიყვანეთო , ცხენზე შემსვევს , 3 კაცი გამომყვა ცხენებით , კარავამდე მიმიყვანეს , მწვადი და პური დამიტოვეს და წავიდნენ .....იმ გამესაც მაგრად ვიხალისე , მაგრად მეძინარო გათენდა , ჩემ სოფელში ჩავედი , ნათესავები ვნახე ,.,,, და 2 სთ ზე ისევ ავტოსტოპით თბილისისკენ წამოვედი ..... თბილისში გამე იყო როცა ჩამოვედი , გამე კი არა მგონი 6 -7 სთ .... იქ დამხვდა ჩემი დზმაკაცი დანი და ბოტოტა ..( ჩვენი vicius girl) სულ ეს იყო რა .... ასეთი დღეები გავათარე მე მთაში .... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nekroo Posted January 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 http://i059.radikal.ru/1001/1e/f3b61e60c578.jpghttp://i067.radikal.ru/1001/1a/5ed05826bf6e.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nekroo Posted January 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 http://s004.radikal.ru/i207/1001/65/02a2c4589c16.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nekroo Posted January 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 http://s58.radikal.ru/i160/1001/74/203795b7e41e.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nekroo Posted January 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2010 (edited) ეჰჰჰ რა კონცერტი იყო რა.. ) http://s40.radikal.ru/i088/1001/6a/2057b791c249.jpg Edited January 20, 2010 by nekroo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
cvimis gogo Posted January 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2010 (edited) მაგარი ნახატებია ძაან. უნდა გადავწერო, საავტორო უფლებებით. :buchti: ეხ მე სად მაგის ნიჭი, არადა მამშვიდებს ეგ პროცესი, ხოდა. ვჯღაბნი ხოლმე, პირდაპირი გაგებით.))ეხლა კითხვა რაც მაინტერესებს: აი, რუსთავს ხო ეძახიან ახალი და ძველი და რომელი უფრო ისეთა რა, მარცხენა სანაპიროს ვარიანტში..)) Edited January 20, 2010 by cvimis gogo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nekroo Posted January 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2010 1. შენ ხატავ და არა ჯგაპნი , შეიძლება სერიოზულმა მხატვარმა რო შეხედოს მაგას თქვას რო ბანძიაო ... მარა ეს შენთვის მხატვრული ნამუშევარია , ეს შენ თუ სიამოვნებას გგვრის და გაწყნარებს მაშინ ეს შენთვის შედევრიც იქნება ....2. ესეიგი რა ხდება , გარდაბნისკენ როა ისაა ძველი რუსთავი, და თბილისისკენ რომაა ისაა ახალი რუსთავი :papa: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
cvimis gogo Posted January 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2010 1.გმადლობ.2. ოკ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nekroo Posted January 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 ვაწვებით პორნოგრაფიას :vini: http://s005.radikal.ru/i210/1001/d4/fae9e5f41b2e.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
NaNoOo Posted January 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 nekroo ოო დიდო ნეკროო ჩემი პირველი პოსტია თან შენს თემაში რა პატივში ხარ რა არი ბიჭო რავა ყველგან შენ ხარ ... ჩემი დაქლიავებული ძმაკაცია ესს პხეეეეეეეე :D ეს ჩემი საყვარელი მისი სურათი http://s43.radikal.ru/i102/1001/0b/44352fcd0ad4.jpg აქაც უნდა იდოს ნეკროო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 ვაწვებით პორნოგრაფიას :vini: http://s005.radikal.ru/i210/1001/d4/fae9e5f41b2e.jpgექსელ როუზს ჰგავხარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nekroo Posted January 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 NaNoOo აუ ძლივს არ დარეგისტირდი შენ კიდე მალინა შენ რა ნახევრად შიშველი ექსელი გყავს ნანახი ? :vini: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nekroo Posted January 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 pruw pruw Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nekroo Posted January 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 (edited) თაგვი მოწევამდე ....http://s003.radikal.ru/i203/1001/b6/78745f2930e4.jpg ნწ ნწ ნწ :vini: :vini: :vini: :vini: :vini: :vini: :vini: :vini: :vini: :vini: :vini: Edited January 24, 2010 by nekroo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.