Jump to content
Planeta.Ge

შამბა ქართულ მილიტარიზაციაზე.....


Recommended Posts

http://ghn.ge/news-4199.html

სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ თუკი საქართველო მილიტარიაციას გააგრძელებს, ამას, შესაძლოა, კავკასიაში ახალი დაძაბულობის გაჩენა მოჰყვეს.

 

"საქართველო სიტუაციის დაძაბვის პოლიტიკის გატარებას არ ეშვება, ხოლო ჟენევის მოლაპარაკებათა მოდერატორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო მდდომარეობის დაძაბვის ძველებურ პოლიტიკას აგრძელებს", _ განაცხადა შამბამ დღეს სოხუმში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარე იოჰან ვერბეკესთან (გაერო) შეხვედრისას, რომელიც აფხაზეთში თავის ბოლო ვიზიტს ახორციელებს.

 

შამბამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ქმედებებმა აიძულეს აფხაზეთი, დახმარებისთვის რუსეთისათვის მიემართა, რათა ზღვაზე თავისი უსაფრთხოება დაეცვა.

 

სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გაიზიარა იოჰან ვერბეკეს ოპრიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის მდგომარეობა "სტაბილურია".

 

შამბას განცხადებით, აფხაზურ მხარე ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ გალის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ "ამ შეხვედრებს თავისი დადებითი შედეგი მაინც აქვს".

 

"რაც არ უნდა იყოს, დისკუსია მიდის და ეს არის მოედანი აზრთა გაცვლისთვის", _ აცხადებს შამბა და დასძენს, რომ "საქართველო გამალებით იარაღდება, გრძელდება უპილოტო მზვერავი თვითმფრინავების ფრენა, იზრდება სამხედრო კონტიგენტი დასავლეთ საქართველოში, ხორციელდება არტილერიული დანაყოფების გადასროლა გორიდან ვაზიანში".

 

შამბამ განაცხადა, რომ დღემდე არ არის ამოწურული ნეიტრალურ წ####ბში დაკავებული გემის საკითხი, რომელიც აფხაზეთში მოემართებოდა.

 

"ეს თემა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ინციდენტს ამოწურულად მხოლოდ მაშინ ჩავთვლით, როდესაც დაბრუნებული იქნება გემიც და ტვირთიც", _ განაცხადა შამბამ.

ეშინია თუ გვაშინებს?!

თქვენი აზრით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეშინია თუ გვაშინებს?!

თქვენი აზრით?

 

 

რისი უნდა ეშინოდეს და რაღაც ახალ პროვოკაციაზე არ წამოიკიდონ ეს ყვარყვარე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამას ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ესე უპასუხებდა

 

- მეცოდები სხვა თუ არაფერი

- ღმერთი დაგსჯის!!!

- მე რა, ისევ შენ ხარ საცოდავი...

- რა თქვი ბიჭოო?

- ვერ ხარ შვილო საღ ჭკუაზე

- მამაოსთან წადი შვილო დაგაკვალიანებს...

- ამერიკამ გადაგრიათ შვილებო!!!

- გადი აქედან შენ ღვთის პირიდან გადავარდნილო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ლეოს და თეას კმანდაში გაწევრიანდი?

მე მათ კამანდაში არასოდეს არ ვყოფილვარ და არ ვიქნები.......... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მათ კამანდაში არასოდეს არ ვყოფილვარ და არ ვიქნები..........

 

 

რავი ხელი კი მოაწერე იმ „დაკითხვას“ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი ხელი კი მოაწერე იმ „დაკითხვას“

სიიდან მაჩვენე სად ვარ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიიდან მაჩვენე სად ვარ?

 

 

გინდოდა ხელის მოწერა მეთქი უნდა დამეწერა და საიდან უნდა ვიცოდე შენი გვარი და სახელი? იმ თემაში არ ებაზრებოდი ლეოს მიმაწერეო? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გინდოდა ხელის მოწერა მეთქი უნდა დამეწერა და საიდან უნდა ვიცოდე შენი გვარი და სახელი? იმ თემაში არ ებაზრებოდი ლეოს მიმაწერეო? 001.gif

ნუკრი შოშიაშვილია ჩემი სახელი და გვარი

 

ბაზარი ერთია საქმე მეორე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხანგრლივი და უმძიმესი ომი იქნება ნებისმიერი რუსი აგრესორისა და მათი ხელშემწყობი ორჯონიკიძეებ-გულიაშვილებსა და ალიკა რინოკას ემისრებს სიკვდილი რომ ელით რუსის მიერ ხელხახალი ესკალაციის შემთხვევაში , ეგ უნდა იცოდეთ.

რას შეეხება აქ მრავალჯერ გაჟღერებულ "აგვისტოს ვითომდა პროვოკაციას" - აქ არავითარი პროვოკაცია არ არსებობდა. ამ შემთხვევაში იყო ორი არჩევანი -

1. ან უბრძოლველად დაენებებინათ საქართველო და გასული საუკუნის 20-იანი წლების წლის მოვლენები გამეორებულიყო საქართველოს სრული ოკუპაციით, ქართველი მოსახლეობის მთლიან საქართველოში გენოციდის მოწყობითა და ბლოკპოსტებით ნარჩენი მოსახლეობის დამონებით, ისე როგორც ახლა ჩრდილო კავკასიაში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცდილობენ რუსი ოკუპანტი ძაღლები ,

ან

2, დაგვეწყო წინააღმდეგობის გაწევა ამ გაცოფებული მონსტრის წინააღმდეგ.

ამ ფაქტის უარყოფით ვიღაცა ნამგალ-ურო გაკვეხილი კიდევ უცილობლობს ვითა ... ბალაამის ბიბლიური გმირი...

აგვისტოს ეპიზოდი საქართველო-რუსეთის მრავალწლიანი ომისა, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, ვითომ პროვოკაციას აყოლა იყოო.. მე ჩემი სახელმწიფობრიობის დაცვას არ ვთვლი პროვოკაციად და ვინც თვლის ის ჩემი და საქართველოს მტერია..მოსისხლე მტერი!!!

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხ, დაჩმორებულ საქართველოს ნეტა რამის თავი ქონდეს და გამიხარდებოდა

 

http://img6.imageshack.us/img6/1305/38418.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...