Jump to content
Planeta.Ge

რელიგია და პროგრესი


Recommended Posts

საინტერესოა რა მიგაჩნიათ, რა პროგრესი მოუტანა რელიგიამ, კაცობრიობას?

 

და ეხლა რა პროგრესი შეუძლია, რომ მოუტანოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა რა მიგაჩნიათ, რა პროგრესი მოუტანა რელიგიამ, კაცობრიობას?

 

და ეხლა რა პროგრესი შეუძლია, რომ მოუტანოს?

 

რელიგიასაც გააჩნია. :D ჩემი სუბიექტური თვალსაზრისი ასეთია:

 

სოგადად თუ ვიტყოდი, რელიგიებს უფრო მეტი უარყოფითი მოაქვთ, ვიდრე დადებითი. შესაბამისად, ის უფრო რეგრესისკენ მეგზურობს კაცობრიობას, ვიდრე პროგრესისკენ.. (სამწუხაროდ). .

 

რელიგიას გააჩნია

 

Student

 

მართლმადიდებლურ რელიგიას, პროგრესისკენ არ მიჰყავს კაცობრიობა. პირიქით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Student

ავიღოთ ქრისტიანობა........

 

Nukriko

 

ჩემი აზრით, ნამდვილ ქრისტიანობას ადამიანი მიჰყავს პროგრესისკენ. თუმცა, სიტყვა ქრისტიანობაში არ ვგულისხმობ ეგრეთ წოდებულ "ქრისტიანულ" რელიგიებს(ეკლესიებს და განშტოებებს როგორიცაა): კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა, პროტენტანტიზმი. ქრისტიანობაში ვგულისხმობ ნამდვილ ქრისტიანობას და არა მათ რომლებიც ქრისტიანებად იცხადებენ თავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მართლმადიდებლურ რელიგიას, პროგრესისკენ არ მიჰყავს კაცობრიობა. პირიქით.

აბა რა, პროგრესისკენ მარტო იეჰოვას მოწმეებს მივყავართ :D

 

Nukriko

ავიღოთ ქრისტიანობა........

ბიბლიურ სწავლებებს მოაქვს პროგრესი იმ მხრივ რომ ადამიანს უფრო ჰუმანურს ხდის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

აბა რა, პროგრესისკენ მარტო იეჰოვას მოწმეებს მივყავართ :D

Student

მე ან ვინმემ ახსენა ამ თემაში იეჰოვას მოწმეები?! მოეშვი ცინიკოსობას. ცინიკურად მამაოებს ელეპარაკე, როცა ეკლესიაში მიხვალ. ეს ფორუმი არაა მართლმადიდებლური გაითვალისწინე რომ გამოამჟღავნოთ თქვენი "პროგრესი" რაც ცინიზმში, უზრდელობაში და თავხედობაში ვლინდება ხოლმე. ასე რომ გაითვალისწინე.

 

 

Nukriko

ბიბლიურ სწავლებებს მოაქვს პროგრესი იმ მხრივ რომ ადამიანს უფრო ჰუმანურს ხდის.

ბიბლიურ სწავლებას კი მოაქვს პროგრესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რელიგიები ბიბლიას ასწავლიან. ნუ ამოეფარებით ბიბლიას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგია სიბნელეა და სიბნელის მეტი არაფერი მოუტანია,

ესაა ჩემი პოზიცია, ვოტ :papa:

 

ისე კი მეზარება ვიკში მოძიება იმ უნივერსიტეტების რომელიც რომის კათოლიკური ეკლესიის დაფინანსების წყალობით დაფუძნდა,

წერა კითხვა და ანბანი ქრისტიანი ერების უმრავლესობამ ქრისტიანობის მიღების შემდეგ შეიძინა,

გამონაკლისი იყო რომი და საბერძნეთი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Student

ბიბლიურ სწავლებებს მოაქვს პროგრესი იმ მხრივ რომ ადამიანს უფრო ჰუმანურს ხდის.

მოდი ესე დავსვამ შეკითხვას რელიგია აუცილებელია რომ ადამიანი ჰუმანური იყოს?

 

აზრი

ბიბლიურ სწავლებას კი მოაქვს პროგრესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რელიგიები ბიბლიას ასწავლიან. ნუ ამოეფარებით ბიბლიას.

დაასახელე რა პროგრესი..

 

Siknadmo

ისე კი მეზარება ვიკში მოძიება იმ უნივერსიტეტების რომელიც რომის კათოლიკური ეკლესიის დაფინანსების წყალობით დაფუძნდა,

წერა კითხვა და ანბანი ქრისტიანი ერების უმრავლესობამ ქრისტიანობის მიღების შემდეგ შეიძინა,

გამონაკლისი იყო რომი და საბერძნეთი

კი ამას არაცინ უარყოფს, იმის მიუხედავად რომ ბარბაროსებს გააჩნდათ საგური დამწერლობა, კათოლიკური ეკლესიები იქ განათლების წყაროს წარმოადგენდა.

 

მაგრამ კათოლიკურმა სკოლებმა, ანტიკური ფილოსოფია კი შეინახა, მარა თავისი ახალი პროგრესული არ გაუნვითარებია..

 

ათენის სკოლის დახურვა ბიზანტიაში, თეოლოგიის მიერ ფილოსოფიის დატყვევება და ა.შ ბევრი ისეთი მომენტი იყო რომელმაც ვერ გაანვითარა თავად ბიზანტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ კათოლიკურმა სკოლებმა, ანტიკური ფილოსოფია კი შეინახა, მარა თავისი ახალი პროგრესული არ გაუნვითარებია..

მხოლოდ ფილოსოფიურ აზროვნებას არ ვგულისხმობ,

კათოლიციზმის დროს განვითარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ისეთი სისწრაფით და ინტენსივობით რომ ასეთი პროგრესი არცერთ ცივილიზაციაში არ ყოფილა,

 

რაც შეეხება ფილოსოფიას ოოოო,

აქაც კათოლიკები გაიქაჩნენ თან მოშჩნად

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კათოლიციზმის დროს განვითარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ისეთი სისწრაფით და ინტენსივობით რომ ასეთი პროგრესი არცერთ ცივილიზაციაში არ ყოფილა

მაგალითად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ჩამოგითვალო თუ მეცნიერები?

მეცნიერები + ის სიახლე რა სიახლეც შემოიტანეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
კათოლიციზმის დროს განვითარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ისეთი სისწრაფით და ინტენსივობით რომ ასეთი პროგრესი არცერთ ცივილიზაციაში არ ყოფილა,

ოოეეე,

მთელი ძველი ბერძნების და ორიენტის ტვინები დააკონსერვეს, და რაც სამეცნიერო პროგრესი მოხდა ყველაფერი რელიგის წინააღმდეგ.(ბრუნო,გალილეო და ა.შ.)

ასევე მორალის თვალსაზრისითაც: ავიროტ თანამედროვე ქალის უფლებები, ბავშვის და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ, მოკლედ გეტყვით რა, საბუნებისმეტყველო მენცირების განვითარებაში ლომის წვლილი მიუძღვით

ევროპელ მენციერებს რომლებიც თავის აღმსარებლობით იყვნენ პროტესტანტები ან კათოლიკები

და რომლებიც ცხოვრობდნენ არასეკულარულ სახელმწიფოებში

და იყვნენ მორწმუნეები

ჩამონათვალი

იგივე რა შოკიც არ უნდა მოგგვაროთ თქვენ გალილეო გალილეი და ჯორდანო ბრუნო

(ორივე იყო კათოლიკე, ვოტ, პახოდუ რაღაც გადახრები ჰქონდა ჯორდანოს გერმეტიკოსობის კუთხით)

ნიუტონი,

კოპერნიკი,

არ ვიცი, კიდევ ვინ ჩამოგიწეროთ გადაშალე ვიკიპედია ვაააა :D

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერება განვითარდა სწორად პროტესნტანტულ და კათოლიკურ ქვეყნებში

თანაც ისე რომ საკმაოდ უკან ჩამოიტოვა ბატონებო როგორც ძველი საბერძნეთი, ასევე არაბეთი, ჩინეთი და ას. შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...