Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მითი

 

როდესაც ადამიანს არ ესმის თუ რასთან აქვს საქმე, ის ქმნის მითს, რომ ახსნას ესა თუ ის მოვლენა. მაგალითად ჭექაქუხილს რატომ ქონდა ხმა, ვიკინგები ხსნიდნენ იმით, რომ ღმერთმა ტორიმ თავის ურო ჩასცხო გველეშაპს და ხმაც აქედან მოდის.

ზუსტად ესე ხსნიან ადამიანები თუ რატომ მოხდა ესა თუ ის პოლიტიკური მოვლენა. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი მოქმედი ფიგურა არა ღმერთი, არამედ სხვა - საიდუმლო და ძლევამოსილი ძალა - მასონები, აგენტურა და ა.შ

საზოგადოება როდესაც არ აპირებს სერიოზულად დაუფიქრდეს სოციალურ პრობლემების რეალურ გამომწვევ მიზეზს, მათი აღქმა პრობლემებისადმი შემოიფარგლება იმით, რომ პრობლემები „მტერშია“. ამას კი სწორედ ჰქვია პოლიტიკური მითი.

არა არის აუცილებელი, რომ მასებმა თვითონ მოიგონონ პოლიტიკური მითი. როგორც წესი ამ მითს ისინი ღებულობენ, მიზანმიმართულად იმ ავტორიტეტული პიროვნებისგან ან პირვონებებისგან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ მითის არსებობით.

მთელი პოლიტიკური ისტორია - ეს არის ისტორია გონივრულად შექმნისლი მითებს ისტორია, მაგალითად მეფის ღვთიურ წარმომავლობის, ბედნიერი მომავლის შექმნის, მტრის ხატის და სხვა რაღაცეების შესახებ.

 

მითი სამოთხე დედამიწაზე

 

წინასარჩევნოდ ჩვენ გვესმის დანაპირები, თუ კი იმ პოლიტიკოს ავირჩევთ, მაშინ ჩვენი ცხოვრება გაცილებით უკეთესი და ბედნიერი გახდება. მაგრამ როგორც კი ვინმე არჩევნებს მოიგებს და დაეუფლება ნანატრ თანამდებობას, ის მალევე ივიწყებს დაპირებებს. თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის რომ, საზოგადოებას სჯერა მისი დანაპირების, ანუ მითის უკეთესი მომავალის შესახებ და ამიტომ ამ პოპულიზმს ადვილად იჯერებს.

„სამოთხე დედამიწაზე“ ეს ისეთი მითია რომელმაც ბევრჯერ დაატყვევა საზოგადოება და ერები. მაგალითად: კომუნიზმი მთელმა ერმა მიიღო და გაყვა ამ უტოპიას. იმხელა იყო რწმენა მითისა, რომ ყოველგვარი რაციონალური აზროვნების ადგილიც კი არ დატოვა.

კომუნისტებს სჯეროდათ, რომ სულ ცოტა ხანში ისინი ააშენებდნენ კომუნიზმს და ყველა ბედნიერად იცხოვრებდა. გერმანელ ფაშისტებს „ათასწლოვან რაიხის“ მითი ჰქონდათ, რომელიც მათ პირდებოდა სამოთხეს დედამიწაზე.

 

მართველის მითი

 

ნიკოლო მაკიაველის აზრით, არა იმდენად მნიშვნელოვანია მართველი იყოს პატიოსანი და დიდსულოვანი, არამედ ჩანდეს როგორც დიდსულოვანი და პატიოსანი. ეკლესია, ფილოსოფოები, პოეტები და ა.შ რომლებიც ირგვლივ ჰყავს მართველს, ქმიან უამრავ მითს მის შესახებ. ეკლესიებში მართველზე ლოცულობენ, პოეტები ლექსებს და ნაწარმოებებს ქმნიან მართველებზე, ხოლო ფილოსოფოები წერენ ტრაქტატებს მართველის სიბრძნის შესახებ. დღესდღეობით პრესის პროპაგანდა არის ყველაზე მძლავრი იარაღი მართველის მითის გავრცელებისთვის.

 

 

მტირს მითი

 

რეალურად ყველა პოლიტიკური სისტემა როგორც წარსულში ისე დღესაც შორს არის იდეალურისგან.

ის რომ იდეალური პოლიტიკური სისტემის მითმა იარსებოს და მისი ნაკლოვანებები არ გამოჩნდეს, ჩნდება „მტრის“ მითი, რომელიც ვითომ და ხელს უშლის ამ იდეალური პოლიტიკური სისტემის არსებობას. განსაკუთრებით „მტრის“ მითი არსებობს ავტორიტარულ და ტოტალიტარულ სახელმწიფოებში. ნაცისტი ფილოსოფოსის კარლ შმიტის მიხედვით, იმისთვის რომ სახელმწიფომ იარსებობს, მას ესაჭიროება მკაფიო გამიჯვნა ერთმანეთისგან „ჩვენიანების“ და „მტრების“.

„მტრის“ მითი ძირითადად სჭირდებათ პოლიტიკოსებს, იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამ მითის საშუალებით საზოგადოების მანიპულირება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ზუსტი შეფასებებია

 

prologic

ამათთან შედარებით მაკიაველი უცოდველი კრავია.

ძალიან დიდი პატივი ხომ არ არის მაგათთვის?

 

ერთი ჩვეულებრივი მელკი ავტორიტარული რეჟიმია, რომელმაც ყველას და ყველაფერს თავი მოაბეზრა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ზუსტი შეფასებებია

ჩემი აზრით, თეა თუთბერიძეს დაპირისპირება საპატრიარქოსთან მორიგი პოლიტიკური მითია.......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ჩემი აზრით, თეა თუთბერიძეს დაპირისპირება საპატრიარქოსთან მორიგი პოლიტიკური მითია.......

ჩემი აზრით "ტავისუფლების ინსტიტუტმა" მიშას მოქისტვა გადაწყვიტა, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა იმჰო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ჩემი აზრით "ტავისუფლების ინსტიტუტმა" მიშას მოქისტვა გადაწყვიტა, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა იმჰო

მოდი ვთქვათ ასე, თავისუფლების ინსტიტუტი მიშას გარეშე არის ძალიან მარგინალური ინსტიტუტი, უკვე მოხდე ისე მისი დემონიზაცია..

 

ერთადერთი გზა, ეს არის მიშას წისქვილზე დასხმა, ანუ ყურადღების გადატანა სხვა საკითხზე..

 

ასევე ილუზიის შექმნა თითქოს ს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მოდი ვთქვათ ასე, თავისუფლების ინსტიტუტი მიშას გარეშე არის ძალიან მარგინალური ინსტიტუტი, უკვე მოხდე ისე მისი დემონიზაცია..

არადა მე პირიქით მგონია, მიშა თავის ანტირეიტინგით ძირავს "თავისუფლების ინსტიტუტს" ან მათ გონიათ ეს...

 

და ურტყამენ მიშას . იმჰო...

 

ბინძური ტამაში რომ მიდის ეგ ხომ ცხადია!)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არადა მე პირიქით მგონია, მიშა თავის ანტირეიტინგით ძირავს "თავისუფლების ინსტიტუტს" ან მათ გონიათ ეს...

 

და ურტყამენ მიშას . იმჰო...

 

ბინძური ტამაში რომ მიდის ეგ ხომ ცხადია!)

ესაა სწორედ მითი... არანაირი რეალური დაპირისპირება არ ხდება, უბრალოდ ერთი დიდი სპექტაკლის მომსწრეები ვართ...

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ესაა სწორედ მითი... არანაირი რეალური დაპირისპირება არ ხდება, უბრალოდ ერთი დიდი სპექტაკლის მომსწრეები ვართ...

და აზრი? ეს სპექტაკლი ხომ ისევ მიშას რეიტინგზე მოქმედებს უარყოფითად?!

 

რაციონალურ ახსნას ვერ ვუძებნი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

და აზრი? ეს სპექტაკლი ხომ ისევ მიშას რეიტინგზე მოქმედებს უარყოფითად?!

 

რაციონალურ ახსნას ვერ ვუძებნი!

რატომ? არსებობს მითი იმის შესახებ რომ ხელისუფლება ებრძვის საპატრიარქოს, ეხლა ისე აკეთებენ რომ ხელისუფლება კი არ ებრძვის საპატრიარქოს, არამედ მხოლოდ თავისუფლების ინსტიტუტი, ხოლო მიშა იცავს ამ ინსტიტუტისგან საპატრიარქოს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორივე ვიდეო ნახეთ და .....

სიმართლე სადაა?

მეტაფორულად ვუპასუხებ ნუკრიკოს თემას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

არსებობს მითი იმის შესახებ რომ ხელისუფლება ებრძვის საპატრიარქოს, ეხლა ისე აკეთებენ რომ ხელისუფლება კი არ ებრძვის საპატრიარქოს, არამედ მხოლოდ თავისუფლების ინსტიტუტი, ხოლო მიშა იცავს ამ ინსტიტუტისგან საპატრიარქოს...

შესაძლებელია, მაგრამ სუსტი პიარია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ორივე ვიდეო ნახეთ და .....

სიმართლე სადაა?

მეტაფორულად ვუპასუხებ ნუკრიკოს თემას

აი ზუსტად ესაა პოლიტიკაც. დიდად არ განსხვავდება...

 

newstudio

შესაძლებელია, მაგრამ სუსტი პიარია!

ვერ ხვდები ეხლა რა ხდება, მიშა ეხლა არის კეთილი მართველი რომელსაც ცუდი ჩინოვნიკები და ა.შ უშლიან ხელს რომ მან მოაგვაროს სახელმწიფოს საქმეები და გვაცხოვროს უკეთეს საქართველოში...

 

აი სწორედ თუთბერიძეა დამნაშავე, თორე კეთილი მიშა კი არა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ვერ ხვდები ეხლა რა ხდება, მიშა ეხლა არის კეთილი მართველი რომელსაც ცუდი ჩინოვნიკები და ა.შ უშლიან ხელს რომ მან მოაგვაროს სახელმწიფოს საქმეები და გვაცხოვროს უკეთეს საქართველოში...

 

აი სწორედ თუთბერიძეა დამნაშავე, თორე კეთილი მიშა კი არა..

ხოდა აღარ მუშაობს ეგ პიარი , მაგას ვიძახი, მაინც მიშას ხვდება თქო...ცუდად დაგეგმილი პიარია თუ მასეა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ხოდა აღარ მუშაობს ეგ პიარი , მაგას ვიძახი, მაინც მიშას ხვდება თქო...ცუდად დაგეგმილი პიარია თუ მასეა!

 

არაა ცუდად დაგეგმილი, უკვე რამოდენიმე კვირაა რაც საზოგადოების ყურადღება თეა თუთბერიძეს ირგვლივ არის გამახვილებული...

 

ასე რომ რაც უფრო ცოტა ხანი ახსოვთ მიშა საზოგადოებას, მით უფრო აწყობს მიშას ესეთი სიტყვაცია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...