Jump to content
Planeta.Ge

"პირველი კავკასიური არხი" - რუსეთის ტელევიზიების საპირწონე?


Recommended Posts

14:13 / 08-12-2009

"პირველი კავკასიური არხი" - რუსეთის ტელევიზიების საპირწონე?

Der Tagesspiegel

 

საქართველო და რუსეთი ერთმანეთს აღარ ეომებიან, თუმცა საინფორმაციო ომის მასშტაბები იზრდება.

 

ახალი წლიდან საქართველოს დედაქალაქში ახალი სატელევიზიო სადგური "პირველი კავკასიური არხი" ამოქმედდება. საქმე ის არის, რომ "პირველი კავკასიური" რუსულენოვანი არხია და თანამგზავრის საშუალებით მისი სიგნალი გავრცელდება რუსეთის ჩრდილო-კავკასიურ რესპუბლიკებზე: ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანსა და ასევე ჩრდილოეთ ოსეთში. "თუმცა ცხადია თუ როგორ წარმოაჩენს არხი რუსეთს: ბოლოს და ბოლოს, საქართველო გვადანაშაულებს, რომ ჩვენ მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი "ჩამოვაშორეთ", წერს გაზეთი "ვრემია ნოვოსტეი". პოლიტოლოგ სერგეი მაკედონოვისთვის ყველაფერი ცხადია: "თბილისს იმის დემონსტრირება სურს, რომ მას მოსკოვთან ბრძოლა არ შეუწყვეტია და საინფორმაციო ომს განაგრძობს".

 

კრემლისთვის კრიტიკულ არხს ჩრდილიოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. რუსეთის ამ რეგიონში, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, მოსკოვის ერთგული ადგილობრივი ხელისუფლება ოპოზიციურ მოძრაობას და საინფორმაციო საშუალებებს ახშობს. გია ჭანტურია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, რომელსაც ეს არხი ეკუთვნის არ მალავს, რომ რუსეთის ტელევიზიების საპირწონე არხის შექმნის იდეა აჯანყებული სამხრეთ ოსეთის გამო წაგებული ომის შემდეგ წარმოიქმნა.

 

სამხრეთ ოსეთის გარშემო გაჩაღებული 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს საზღვარი დახურულია, დიპლომატიური ურთიერთობები - შეწყვეტილი. მაშინ, თბილისმა საქართველოში რუსული ტელეკომპანიების მაუწყებლობაც შეწყვიტა. თუმცა ამის მიუხედავად, რუსული საინფორმაციო საშუალებების გავრცელების დიაპაზონი კავკასიაში მაინც დიდია, საქართველოს ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა სურს და ხსნის არხს, რომელიც ცხადია, რომ უშუალოდ კრემლს გააკრიტიკებს.

 

ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ალა დუდაევა და ოლეგ პანფილოვი ტელევიზიაში საკუთარ გადაცემებს წაიყვანენ. დუდაევა - ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯოხარ დუდადევის მეუღლეა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პრეზიდენტად აირჩიეს და 1996 წელს სარაკეტო თავდასხმის დროს დაიღუპა. მისი ქვრივი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის ემიგრაციიდან იბრძვის. კრემლის მიმართ არანაკლებ კრიტიკულია ოლეგ პანფილოვიც. მოსკოვში ის არასამთავრობო ორგანიზაციის "ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრი" -ს დირექტორი იყო, რომელიც რუსეთში პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე მონიტორინგს ატარებდა. 2008 წელს მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ახლახანს საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

 

განსაკუთრებით საინტერესოა პასუხი კითხვაზე, თუ ვინ აფინანსებს ახალ არხს. ტელევიზიის დირექტორი ამტკიცებს, რომ ის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. მაგრამ საქართველოს ბიუჯეტში 2010 წელს მედიის მხარდაჭერისთვის იგივე თანხაა გათვალისწინებული, რაც 2009 წელს, და ის განკუთვნილია ოპოზიციური ინტერნეტ-რესურსის civil.ge -ს დაფინანსებისთვის. ამის ნაცვლად, ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ტელევიზიისთვის საჭირო თანხას რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი გაიღებს, ის რუხი კარდინალი, რომელსაც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუხდა და მას შემდეგ, კრემლის წინააღმდეგ ლონდონური ემიგრაციიდან იბრძვის. არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია, რომ სექტემბერში ბერეზოვსკი საქართველოს სტუმრობდა, ამბობს ოპოზიციური პოლიტიკოსი ეროსი კიწმარიშვილი. ბერეზოვსკი ამ არხთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.

 

მორიც გატმანი

ForeignPress

 

 

ლიცემერი: რავი, ჩემი აზრით, ცეცხლს ვეთამაშებით-თქვენი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ლიცემერი: რავი, ჩემი აზრით, ცეცხლს ვეთამაშებით-თქვენი?

არა მგონია. საინფორმაციო ომი წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. ოღონდ ეს პანფილოვი გულზე არ მეხატება. ადრე დავდე მისი სტატიები საქართველოს არჩევნებზე. უსინდისო მიშისტია.ამისთვის როგორც ბოროტი ხმები ამბობენ აჭარაში აგარაკი მიიღო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა მგონია. საინფორმაციო ომი წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ.

ძუკუ

საინფორმაციო ომი წინააღმდეგი არც მე ვარ, ჩემო მიშა , მაგრამ ამით, რომ უკიდურესად გავაღიზიანებთ დათვს ფაქტია. მერე კი რუსეთს შეიძლება "ტვინში რაღაც გადაუბრუნდეს" და...

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

საინფორმაციო ომი წინააღმდეგი არც მე ვარ, ჩემო მიშა , მაგრამ ამით, რომ უკიდურესად გავაღიზიანებთ დათვს ფაქტია. მერე კი რუსეთს შეიძლება "ტვინში რაღაც გადაუბრუნდეს" და...

ჩვენ სხვა სისულელე არ გავაკეთოთ და ამას გადაიტანენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ სხვა სისულელე არ გავაკეთოთ და ამას გადაიტანენ.

ძუკუ

წინ რა დაუდგება, შენ ხომ იცი, რომ სისულელების კეთებაში მიშას ტოლი არა ჰყავს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წინ რა დაუდგება, შენ ხომ იცი, რომ სისულელების კეთებაში მიშას ტოლი არა ჰყავს

ნოდარ დუმდაძის ბეჟანა ამბობს თუ არ ვცდები: მე სულელი ვარ, აბდალი კი არაო. ჰოდა ასეა მიშას საქმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დათვის (საქართველოს მკვლელი და 16-18 წლის განმავლობაში ჩვენი სისხლის მსმელი) რუსეთის გაღიზიანებაზე საუბარი მხოლოდ დაუფიქრებელი მოტივია!

რუსეთს კაი ხანია რაც უნდა ჩვენი განადგურება - ესე იგი ეს დათვი უკვე გაღიზიანებულია , თანაც სასსიკვდილოდ გამმეტებელი გაღიზიანებით ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ...

რუსული დათვის გაღიზიანება უკვე ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოკვლის სურვილამდეა აყვანილი!

ეს ყველაფერი,ანუ საქართველოს მიმართ რუსეთის სიძულვილი , 16-17 წლის წინ 9 აპრილს ალესილი ნიჩბებით დაიწყო, მერე აფხაზეთის ათეულ ათასობით მოკლული, ასეულ ათასობით განდევნილი, სახლწართმეული, დაყაჩაღებული, საფლავებ გადათხრილი, ეკლესიამონასტრების წამბილწველი, მოკლულ გაუპატიურებელი მღვდელ-მონაზონნი,ჩვილნი, დედანი, ძმანნი...თა, ყველგან სადაც კი შეგვხვდა რუსი დათვი..აფხაზეთი, სამაჩაბლო, ენერგო-ბლოკადა, გაზის შეწყვეტა ზამთარში, ბაქტერიოლოგიური ომი -ზოონოზური დაავადებების გავრცელება , სასაქონლო თვითმფრინავებით ქართველთა დეპორტაცია, რასისტების მიერ ქართველთა სერიული მკვლელობები რუსეთში, ოკუპირებულ ზონებში...... ემბარგო...!

ამგვარად დათვის , თანაც სისხლწყურვალე და უკვე ათეული წლობით გაგიჟებული დათვის "გაღიზიანება" გაუგებარია...

კავკასიის ტელესაინფორმაციო ცენტრი კი მხოლოდ კავკასიელ ხალხთა ერთიანობის, ერთი სიუსხლის, გენის, სამშობლოს საერთო გასაჭQირზე, კავკასიის გადარჩენასა და ერთმანეთთან ჩვენი კავკასიური ერების დაახლოების საუკეთესო საშუალებაა. ჩეჩენმა,ქართველმა, ინგუშმა, ყაბარდოელმა, ქისტმა და ადიღმა, აზებაიჯანელმა და სომეხმა...ყველა კავკასიელმა რომ ყოველდღე იცოდეს თუ რა ხდება მის მეზობელ-ნათესავი ერების ქვეყნებში, სახლსა და კარში, რომ ესმოდეს თუ რა ახლოსაა ერთმანეთთან ჩვენი წარმოშობის ფესვები, ტრადიციები, ხასიათი და იერი,, რუსი მკველი და გაგიჟებული დათვს გაუჭირდება ჩვენი გათიშვა და ერთმანეთთან სისხლიანი შუღლის ჩამოგდება- ეს კი მკვლელ და გაგიჟებულ დათვს ძალებს დაუსუსტებს. ჩვენ მკვლელი და ველური დათვის გაღიზიანება-კუჭის მოქმედებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზე, რომ ამ ცოფიანმა სხვას არ გადასდოს თავისი სიგიჟე და უპირველეს შემთხვევაში -ჩვენს მეზობლებს!

ხომ ხედავთ სულ მეზობლებით აკეთებს თავის სისხლიან საქმეს ეს ცოფიანი მკვლელი რუსული დათვი, რომლის გუნებაგანწყობა-კუჭის მოქმედებაზე ასე შეშფოთებული ზოგიერთი ოპონენტი ცდილობს საქართველოს ინფორმაციული იზოლაციით ხელი შეუწყოს რუსული გრუზინოფობიური აგრესიის ცოფის გავრცელებას ჩვენს მეზობელ და ნათესავ ერებში!

ამგვარად სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს საერთო კავკასიური საინფორმაციო ცენტრი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ყველაფერი,ანუ საქართველოს მიმართ რუსეთის სიძულვილი , 16-17 წლის წინ 9 აპრილს ალესილი ნიჩბებით დაიწყო,

Gagi 67

გაცილებით ადრე უზერო, გ ა ც ი ლ ე ბ ი თ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

გაცილებით ადრე უზერო, გ ა ც ი ლ ე ბ ი თ

აი,ხომ ხედავთ სულ მეზობლებით აკეთებს თავის სისხლიან საქმეს ეს ცოფიანი მკვლელი რუსული დათვი, რომლის გუნებაგანწყობა-კუჭის მოქმედებაზე ასე შეშფოთებული ზოგიერთი ოპონენტი ცდილობს საქართველოს ინფორმაციული იზოლაციით ხელი შეუწყოს რუსული გრუზინოფობიური აგრესიის ცოფის გავრცელებას ჩვენს მეზობელ და ნათესავ ერებში!

ამგვარად სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს საერთო კავკასიური საინფორმაციო ცენტრი საქართველოში!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიცემერი: რავი, ჩემი აზრით, ცეცხლს ვეთამაშებით-თქვენი?

ცეცხლს თუ არ ვეთამაშეთ, ისე მწვადი არ შეიწვება ლიცემერ...

 

არ ვიცი, იდეას ყველა კიდურით ვეთანხმები, აი რეალურად რა გამოვა ეგ სხვა საქმეა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული ტელევიზიების დონიდან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით თუ ვისი ინიციატივაა ეს, ბიუჯეტიდან უაზრო ხარჯვაა ფულის.

 

გაიხსენეთ "ალანია". საერთდო რაიმეთი გამართლებულია მაგ არხის არსებობა? გარდა იმის რომ ხანდახან პირატულ ფილმებს უშვებენ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცეცხლს თუ არ ვეთამაშეთ, ისე მწვადი არ შეიწვება ლიცემერ...

 

არ ვიცი, იდეას ყველა კიდურით ვეთანხმები, აი რეალურად რა გამოვა ეგ სხვა საქმეა...

გამოვა, თუ დავანახვებთ კარგ მენეჯმენტს და ევროპაც და ამერიკაც დაინახავს ამ საინფორემაციო ცენტტით მშვიდობის დამყარების ალტერნარივის განხორციელების რეალობას რუსულ გათუშულობასთან შედარებით, მაშინ მსოფლიო დაგვეხმარება, არ დაივიწყოთ სხვა ქვეყნები ..მაგ ემირატები და...... ჟერ ავაწყოთ კარგად .. რუსის წინააღმდეგ კი არა გათიშულობის გამანეიტრალებელი რუსული აგრესიის, რუსული ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, რუსული მკვლელობების მამხილებელი ცენტრი უნდა შეიქმნას... ძალიან ჭკვიანური და კავკასიელი ხალხისათვის რეალობის მიწოდება შეულამაზებელი მომლე საიფორმაციო კლაჟებიტა და საუკეთესო გასართობი პროგრამებუთ სადაც კავკასიის ხალხთა კონკურსები, ტურები, გათამაშებები მოეწყობა ..მოკლედ საერთო კავკასიური ინფო- ცენტრით კაი რაგაცის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილეა რომ ეს არ გადაიქცეს რაიმე ანტი-ს ცენტრად, ამაში მხოლოდ ურთიერთმისაღები პოზიციებზე აქცენტირებაა საუკეთესო საშუალება- ჯანმრთელობა, ურთიერთდახმარება ერთმანეთის საქონლის გაცნობა რეკლამა (საწყისი ხელშეწყობა გრანტებით პროგრამული უნდა იყოს.. გარდა კავკასიის გადარჩენის მიზნისა სხვა არაფერი უნდა ამოძრავებდეს ამ ცენტრს და ყველა ერი თავისი ეროვნული ისტორიული კუთხით უნდა წარმოდგენილი იქნეს ღირსეული პატივით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმედია ეს არხი დაუდებს დასაბამს რუსეთის იმპერიის დაშლას

shamili

ღმერთმა გისმინოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმედია ეს არხი დაუდებს დასაბამს რუსეთის იმპერიის დაშლას

გისმინოს ყოვლისშემძლემ.

შენი ბაგენი ბრძენ შეიხ ნასრულლასსავით სიმართლის ბრწყინვალე მარგალიტებს აფრქვევს.

 

მე ც მაგ იმედით ვცოცხლობ და იმედია იმედი არ მოგვეშლება... თუმც მოშლა კი არა ყოველდღიური შოუ თაიმია რუსეთში ხან ფეიერვერკებით, ხან ხმაურიანი ეფექტებით .. მოკლედ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...