SHARI Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 პარასკევთ ხუთ საათზე ჩვენი სტუმარი იქნება ჟურნალისტი ირაკლი კორძაია შეგახსენებთ ირაკლი კორძაია დიდი ხანია იბრძვის სამართლიანობისათვის იგი ბევრჯერ გახლდათ დაკავებული მისი სამოქალაქო ინტერესების გამო. ( ბოლოს პარლამენტთან ცნობილი დაკავების დროს როდესაც სამი ადამიანი იჯდა კიბეზე ) ის გახლავთ ძალიან საინტერესო ადამიანი შეგიძლიათ შეკითხვები დაუსვათ ადამიანის უფლებების , მედიის , მისი გეგმების შესახებ.. მისი სვეტი იბეჭდება რეზონანსში და იქაც შეგიძლიათ გაეცნოთ მის აზრებს.. აქვე მინდა შემოგთავაზოთ მისი ერთ–ერთი ბოლო სვეტი გაზეთ "რეზონანსიდან" გაზეთი ``რეზონანსი``, 28 ნოემბერი. ირაკლი კორძაიას სვეტი პოსტ pink-i-+``ვარდების რევოლუციის`` ექვსი წლის თავი საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის ახალ ფაზას დაემთხვა. მიხეილს სააკაშვილი უკვე კარგა ხანია აღარ არის ``დღის გმირი``, მასსა და ნინო ბურჯანაძეს შორის სოლიდარობის ერთი წვეთიც კი არ დარჩა, ედუარდ შევარდნაძეს ``ბოროტების ღერძის`` როლი გარემოებებმა ჩამოართვეს, აღარაა ცოცხალი ზურაბ ჟვანია. ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა და ამ ცვლილებებს ``ვარდების რევოლუციის`` ყველაზე ერთგული აპოლოგეტებიც ამჩნევენ, ხოლო ექვსი წლის წინანდელ ლოზუნგებს ისინი ბუდისტური მანტრების მსგავსად ინერციით იმეორებენ. კამათი იმაზე თუ რა ბედი ეწეოდა საქართველოს რომ არა ``ვარდების რევოლუცია``უსარგებლო საქმეა. 2003 წლის 23 ნოემბრის შედეგებს ეჭვ ქვეშ აყენებენ როგორც მაშინდელი პროცესები მონაწილეები, ასევე ბარიკადების მეორე მხარეს მყოფნი. ერთნი აამბობენ რომ, თავად ამ იდეას ცუდი პირი უჩანდა და სხვისი ფულით დაფინანსებული სახელწიფო გადატრიალება სიკეთეს ვერ მოიტანდა. სხვები ხელისუფლებაში მოსული ძალების მხრიდან ყველა დაპირების ფეხქვეშ გათელვას უჩივიან. არიან ისეთებიც, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის წარუმატებლობას მოსკოვს, მსოფლიო ფინანსურ კრიზისს, ბრიუსელს, ვაშინგტონს და სხვა ``სტიქიურ უბედურებას`` მიაწერენ. მომავალი ხელისუფლების პირობებში შიდა პოლიტიკური კურსის 180 გრადუსით შეცვლა თითქმის გარდუვალია. ვინც არ უნდა დაიკავოს პრეზიდენტის სავარძელი სააკაშვილის ``იდეალებისგან`` ქვას-ქვაზე არ დატოვებს. და ამას მეტად მარტივი ახსნა ექნება – ხალხს ``ვარდების რევოლუციის`` შედეგების დავიწყება სურს. ამასთან, სამოქალაქო სექტორის სასარგებლოდ უნდ ითქვას რომ, მისი რეფლექსები აღარ არის უწინდელივით მდორე და ეს გარემოება მომავალი ხელისუფლების გასაკონტროლებლად გამოყენებული უნდა იქნას. თბილისური რევოლუციის პირველი ანალოგები სამოცდაათიანი წლების პორტუგალიასა და ესპანეთში განხორციელდა, სადაც აშშ-ს როლი გერმანიას და მის ძლიერ არასამთავრობო ფონდებს ერგოთ. მაგრამ არც ესპანეთში და არც პორტუგალიაში რომელიც პროფაშიშისტურ რეჟიმებს დაუპირისპირდა ქართული ქაოსის ნიშნები არ ჩანდა. ორივე სახელმწიფო წარმატებულად ინტეგრირდა საერთაშორისო სტრუქტურებში და ევროპის დაუწერელ იერარქიაში საპატიო ადგილები დაიმკვიდრეს. ამდენად, ``ფერადი რევოლუციები`` დიდი ხნის წინ აპრობირებული ხელისუფლების შეცვლის უსისხლო მექანიზმია. სამწუხაროდ მექანიზქმი პირველად თბილისში გატყდა... მოსალოდნელი დემოკრატიის ნაცლად გაჩნდა პოლიტიკური ქაოსი, ეკონომიკური კრიზისი, პოლიციური რეჟიმი და ყველა იმ იდეალის უარყოფა რომელზეც დამყარებულია მსგავსი ტიპის რევოლუციები. მივუბრუნდები ხსენებულ პორტუგალიას და ესპანეთს – ამ ქვეყნების დღევანდელი ყოფა სწორი 30 წლიანი მმართველობის შედეგია – მედიის თავისუფლება, სამოქალაქო სექტორის ხელშეწყობა, კანონის და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი მოქალაქეების პატივისცემა. საქართველოს მთავრობამ ევროპული წესით თამაში არ მოისურვა და საერთოდაც, ყოველგვარ წესებზე უარი თქვა. არავინ იცის რამ განაპირობა სააკაშვილის მსგავსი საქციელი – აშშ-ში რეპუბლიკელების გამარჯვების თუ ევროსაბჭოს მოწყალების მოლოდინმა. არც ერთი მოხდა რა არც მეორე... ეს გარემოებები კიდევ უფრო ამძაფრებს კითხვას: რა მოხდა და რატომ მოხდა 2003 წლის ცივ ნოემბერს ხელისუფლების შეცვლა? ნუ თუ მართლები არიან სკეპტიკოსები როცა ამბობენ: ``ისინინი გაძღნენ, ესენი კი მშივრები იყვნენ.`` უნებლიედ შეგეპარება ხოლმე ეჭვი ამ სიტყვების მართებულებაში...ისევე როგოც 2003 წელს ``პინკ`` -ის მომხრეები დახმარებისთვის დღესაც დასავლეთს უხმობენ. მაგრამ, ქართულისგან განსხვავებით, დასავლური ლოგიკა საკუთარი შეცდომების გათვალისწინებაზეა აგებული. ``ახალი ლიდერები`` ჯერ კიდევ არ ჩანან, ხოლო დასავლეთი დაიღალა ქართველი პოლიტიკოსებით – მათგან არანაირი სარგებელი არ მოდის, მხოლოდ თავის ტკივილი. მიუხედავად ამისა, გუშინდელი რევოლუციონერები არ ნებდებიან და გამალებით ურტყავენ თავს დახურულ კარებს. მათი საბოლოო მარცხი მათივე უპირობის შედეგია. ვალს დაბრუნება სჭირდება. უმჯობესია გადახდის პირობები თავიდანვე შეათახმო და არა 6 წლიანი მარცხის შემდეგ, რომელის უპრეცედენტო ნაციონალურ გამარჯვებად საღდება.თქვენ კიდევ – პოსტ მოდერნიზმიო... http://i029.radikal.ru/0912/02/687951fa12d9.jpg ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 ნუ უკეთესად გასაგები რომ იყოს, ირაკლი კორძაია არის ან იყო ჯაბა ჯიშკარიანის და დაჩი ცაგურიას თანამებრძოლი)) მე მაქვს ერთი შეკითხვა: პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტეთ თუ აპირებთ გააგრძელოთ ბრძოლა/?!? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 ნანობთ თუ არა, რომ 6 წლის წინ კმარას ერთერთი აქტივისტი იყავით? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 დასტოინი ადამიანია, რესპეკტ, ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted December 9, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 მეც მაქვს რამოდენიმე კითხვა 1) ირაკლი როგორ ფიქრობ პარლამენტარის გაწუწვა და მისთვის კვერცხის სროლა გამართლებულია ? 2) რატომ არ კეთდება ერთი დიდი ახალგაზრდული მოძრაობა და რატომ არიან ახალგაზრდები დაქსაქსულნი3) შენ მონაწილეობდი 15 ივნისის აქციაში რომელიც სასტიკად დაარბია პოლიციამ , რატომ არ შეგაქვთ სარჩელი ევროპულ სასამართლოში ? მარტო დაჩი ცაგურია იყო აქციის მონაწილე ?4) როგორ ფიქრობ დაჩი ცაგურია რასაც აკეთებს ეს სამშობლოს სიყვარულის გამოა თუ მას რაღაც სხვა ამოძრავებს ?5) როგორც ჟურნალისტის, როგორია შენი აზრი რეალ ტვ-ზე 6)რატომ წამოხვედი მოძრაობა " რატომ " -დან ? ვინ აფინანსებდა ამ მოძრაობას ? წინასწარ დიდი მადლობა.. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2009 მიხედავად იმისა რომ სტუმარის მოღვაწეობას არ ვიცნობ, მაინტერსებს ზოგადად ქართული მედიის შესახე. 1. რეალურად რა უფლებებით სარგებლობთ ჟურნალისტები? თუ იცავს (რეალურად)ვინმე თქვენს უფლებებს? (ორგანიზაცია, როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო, ანაც ინსტიტუცია)2. ქონდა შენს მიმართ მუქარას ადგილი, თუ საიდუმოლო არა რა სახის? 3.როგორ ახსნით შემდეგ "ფენომენს", მიხედავად იმის არომ ამდენი უმაღლეს დამთავრებული ხალხი გვყავს, არ მოიძებნება არცერთი ჯურნაილისტი რომლეიც სამეცნიერო საკითხებით(ისტორიის და სხვა ჰუმანირაული საგნების გარდა) შიგადაშიგ მაინც დაკავებული იყოს? 4. მე-3 გამომდინარე, ქართული მედია, ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ 3 თემით შემოიფარგლება პოლიტიკა, რელიგია და გართობა(სპორტის ჩათვლით), ნუთუ სხვა რაიმე სახის ინტერესი აღარ არსებობს საქართველოში მედიის მხრიდანაც, მაგ. იგივე მეცნიერება და კულტურა,ფილოსოფია, განატლება და ა.შ. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2009 რაა შესაცვლელი ახალგაზრდულ საპროტესტო მოძრაობაში? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2009 (edited) შეკითხვა: რატომ არ დააატარებთ ვიდეოკამერიან ხალხს აქციებზე? პრაკტიკულად ყველა თქვენი ბოლოდროინდელი დაჭერები კამერების გარეშე ხდება... ვინ არის ასეთი ჭკვიანი ამ აქციების ორგანიზატორი, რომელიც ამ საკითხს ვერ უზრუნველყოფს?! Edited December 10, 2009 by SHARI ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted December 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2009 შეკითხვების გარდა ყველაფერი წაიშალა. გთხოვთ გააგრძელოთ შეკითხვების დასმა. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2009 დაჩი ცაგურიაზე რას ფიქრობთ და მეორე შეკითხვა, რა მოხდა პარლამეტთან, ეხლახანს რომ დაგაპატიმრეს?! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted December 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2009 ერთად ვართ მე და ირაკლი 10 წუთში დავიწყებთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2009 პარლამენტში როცა შეჰქონდათ კანონ პროექტი შეკრებების და მიტინგების შესახებ,მაშინ რატომ არ გააპროტესტეთ ეს? თუ მეშლება(არა ვარ საქართველოში) რა გზით გააკეთეთ ეს? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irakli_kordzaia Posted December 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2009 ძვირფასო იუზერებო, სალამი! newstudio ნუ უკეთესად გასაგები რომ იყოს, ირაკლი კორძაია არის ან იყო ჯაბა ჯიშკარიანის და დაჩი ცაგურიას თანამებრძოლი)) მე მაქვს ერთი შეკითხვა: პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტეთ თუ აპირებთ გააგრძელოთ ბრძოლა/?!? სამწუხაროდ ვერ გავიზიარებ თქვენს მიერ დასმული შეკითხვის მაღტებულობას. რადგან, პოლიტიკურ საქმიანობას არასოდევ ვეწეოდი. საფიქრებელია, თქვენ ჩემს საზოგადოებრივ აქტიურობას უნებლიედ პოლიტიკური უწოდეთ... არ გახლავრთ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და იმედი მაქვს, ახლო მომავალში არც გავხდები. lasalexx ნანობთ თუ არა, რომ 6 წლის წინ კმარას ერთერთი აქტივისტი იყავით? არ ვიცი საიდან გავცელდა მსგავსი ინფორმაცია - ''კმარას'' წევრი არასოდევ ვყოფილვარ და ამ მოძრაობის მიმართ ყოველთვის კრიტიკული შეხედულება მქონდა. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2009 irakli_kordzaia თქვენ ჩემს საზოგადოებრივ აქტიურობას უნებლიედ პოლიტიკური უწოდეთ...ფაქტია პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდით))..ეს სულაც არ ნიშნავს რომ პარტიაშI უნდა ყოფილიყავით... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irakli_kordzaia Posted December 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2009 SHARI მეც მაქვს რამოდენიმე კითხვა 1) ირაკლი როგორ ფიქრობ პარლამენტარის გაწუწვა და მისთვის კვერცხის სროლა გამართლებულია ? 2) რატომ არ კეთდება ერთი დიდი ახალგაზრდული მოძრაობა და რატომ არიან ახალგაზრდები დაქსაქსულნი3) შენ მონაწილეობდი 15 ივნისის აქციაში რომელიც სასტიკად დაარბია პოლიციამ , რატომ არ შეგაქვთ სარჩელი ევროპულ სასამართლოში ? მარტო დაჩი ცაგურია იყო აქციის მონაწილე ?4) როგორ ფიქრობ დაჩი ცაგურია რასაც აკეთებს ეს სამშობლოს სიყვარულის გამოა თუ მას რაღაც სხვა ამოძრავებს ?5) როგორც ჟურნალისტის, როგორია შენი აზრი რეალ ტვ-ზე 6)რატომ წამოხვედი მოძრაობა " რატომ " -დან ? ვინ აფინანსებდა ამ მოძრაობას ? წინასწარ დიდი მადლობა.. 1. კითხვის მიმართულება მესმის... ადამიანის მიმართ რაიმე საგნის სროლა არ მიმაჩნია მთლად კარგ ამბად. თუმცა, მე ისიც მახსოვს, რა გახდა ამ საქციელის მაპროვოცირებელი ზოგიერთი ადამიანის მხრიდან. მერწმუნეთ, კვერცხის სროლა გაცილებით უმტკივნეულოა, ვიდრე, ქვის, რკინის არმატურის ან სხვა რაიმე საგნის.2.არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე. ვგონებ, კონსოლიდაციის დეფიციტთან გვაქვს საქმე.3.დიახ ვმონაწილეობდი. თუმცა, დაჩი ცაგურიასგან განსხვავებით, მე სხეულის მცირე დაზიანებებები მივიღე. დაჩიმ ძალიან მძიმე ფიზიკური ტავმები მიიღო. ვფიქრობ, სავსებით გასაგები პასუხია.4.არ მაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანო დაჩის გულწრფელობაში. დიახ, სამშობლოს სიყვარულით აკეთებს.5.მძიმეა ჩემი აზრი ''რეალ ტვ''-ზე 6.ივნისის თვეში დამიფინანსეს ''საგამოძიებო ჟურნალისტიკის'' პროქტი. რომლის ფარგლებშიც უნდა მომემზადებინა 11 პუბლიკაცია ე.წ. ელიტარულ კორუფციაზე. ჩემდა სამწუხაროდ, ვერ ვათავსებდი ერთდროულად ჟურნალისტური საქმიანობის სრულყოფილად წარმართვას და ორგანიზაციაში ყოფნას. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts