Jump to content
Planeta.Ge

თავდაცვის ეპიცენტრი დედაქალაქი იქნება


Recommended Posts

08:20 / 08-12-2009

თავდაცვის ეპიცენტრი დედაქალაქი იქნება

4 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანის სამხედრო ბაზაში, მე-4 ქვეითი ბრიგადის დისლოკაციის მეზობლად ახალი კეთილმოწყობილი მინიბაზა გახსნა, რომელშიც პირველი საარტილერიო ბრიგადა განთავსდება.ერთი-ორი კვირით ადრე თბილისის ახლოს, პირველი ქვეითი ბრიგადის ბატალიონებიც გადანაწილდნენ.

 

საგულისხმოა, რომ პირველი ქვეითი, ისევე როგორც პირველი საარტილერიო ბრიგადები მანამდე შესაბამისად გორის მახლობლად, საავტომობილო ტრასასთან და შიგ გორში იყვნენ დისლოცირებულნი. პირველი ქვეითი ბრიგადის ყოფილი დისლოკაციის ადგილზე ფონიჭალიდან თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ გადაინაცვლა, ხოლო გორში არტილერისტების ნაცვლად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მე-5 ქვეითი ბრიგადის დანაყოფები დაიდებენ ბინას.

 

პირველი ქვეითი ბრიგადა, ისევე როგორც პირველი საარტილერიო ბრიგადა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შედარებით უკეთ მომზადებულად და ბრძოლისუნარიანად ითვლება.

ქართული არმიის მთავარი დასაყრდენი სამხედრო შენაერთების თბილისისკენ გადმოსროლა ძალაუნებურად გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება რუსეთის შესაძლო მორიგი სამხედრო აგრესიისგან თავდაცვის ეპიცენტრად დედაქალაქს - თბილისს მიიჩნევს.

რაგინდ ძნელად მისაღები უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის, მით უფრო არათბილისელთათვის, ეს ლოგიკურია.

 

ახალგორის რაიონში თითქმის საავტომობილო ტრასასთან და სარკინიგზო ხაზთან ჩამოსულ რუს ოკუპანტებს იოლად შეუძლიათ გადაკეტონ ორივე მაგისტრალი, მწყობრიდან გამოიყვანონ ელექტროგადაცემის ხაზები და ააფეთქონ ბაქო-სუფსის ნავთობსადენი.

ასეთ შემთხვევაში გორის მახლობლად დარჩენილი პირველი ქვეითი და პირველი საარტილერიო ბრიგადები მოწყვეტილნი აღმოჩნდებოდნენ დედაქალაქის დაცვისგან და ბრძოლით მოუწევდათ თბილისისკენ წამოსვლა. ამასთან მარტო მე-4 ქვეითი ბრიგადისა თუ ვაშლიჯვრის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების იმედად დედაქალაქის დატოვებაც არ იქნებოდა სწორი.

 

დასავლეთ საქართველოში რჩება მეორე (სენაკში) და მესამე (ქუთაისში) ქვეითი ბრიგადები, ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი - აჭარაში და მეორე საარტილერიო ბრიგადა - ხონში. გორის მიმართულება ჯერჯერობით შედარებით მოშიშვლებულია, რადგან იქ გადასროლილი მე-5 ქვეითი ბრიგადა, რომელიც მანამდე ხელვაჩაურში იდგა, ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ რუსული სამხედრო აგრესიის განმეორების შემთხვევაში მთელი ქვეყნის დაცვა გარკვეული ხნითაც კი (ერთი-ორი კვირა) გაჭირდება, ამიტომაც ძირითად ძალებს მაინც დედაქალაქის გარშემო უყრიან თავს.

 

ამ თვალსაზრისით ჭირს გაამართლო თავდაცვის ეროვნული აკადემიის "წინა ხაზზე" - გორის ტრასასთან გადასროლის გადაწყვეტილება.

ამასთანავე, კიდევ უფრო გაუმართლებლად მოჩანს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის დარჩენა გორში, როდესაც ძირითადი სამხედრო შენაერთები თბილისის გარშემო იყრიან თავს, ხოლო მეორე ნაწილი კი დასავლეთ საქართველოშია თავმოყრილი. აჯობებდა, სამხედრო ჰოსპიტლის თბილისში დაბრუნება, თორემ რას ნიშნავს საჰაერო დაბომბვაში და დროებით ოკუპაციაში მოხვედრილი სამხედრო ჰოსპიტალი, სამწუხაროდ, უკვე ვნახეთ.

 

http://www.ambebi.ge/samkhedro/14022-thavd...aqi-iqneba.html

 

 

 

ლიცემერ: უზერებო, როგორ ფიქრობთ, რუსეთი მართლა გააკეთებს "საკონტროლო გასროლას"?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ომი რი ომი, ვისა აქვს რაღაცის ტაკო თუ ძმა ხართ რააა

ჩვენებს რომ არ აქვთ ვიცი, სამაგიეროდ რუსებს აქვთ ზომაზე დიიიიდი ტაკო :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

რუსებისგან რომ არაფერი არაა გამორიცხული გასაგებია. ჩემი აზრით ომის განახლების შემთხვევაში რუსებს არაფერში არ სჭირდებათ თბილისზე პირდაპირი შეტევა. თავისუფლად შეუძლიათ როგორც დასავლეთიდან , ასევე აღმოსავლეთიდან მომავალი გზების და აეროპორტის ბლოკირება, რის შედეგადაც თბილისი მომარაგებას მოწყდება, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით ომის განახლების შემთხვევაში რუსებს არაფერში არ სჭირდებათ თბილისზე პირდაპირი შეტევა. თავისუფლად შეუძლიათ როგორც დასავლეთიდან , ასევე აღმოსავლეთიდან მომავალი გზების და აეროპორტის ბლოკირება, რის შედეგადაც თბილისი მომარაგებას მოწყდება, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

ძუკუ

მეც მანდ ვარ ბატონო მიშა და ვერ გამიგია თბილისზე რატომ კეთდება აქცენტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენებს რომ არ აქვთ ვიცი, სამაგიეროდ რუსებს აქვთ ზომაზე დიიიიდი ტაკო :ravic:

მთელს ბატალიონს მუხლებზე ვახოხიელებდი და გენერლების ცოლებთან ვამყარებდი სექს

კონტაქტს,

სწრორი პოლიტიკით რუსეთს აქეთ დავიპყრობთ ტვინი და ნებელობა უნდა,

მთავარი სწორი მიდგომააა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემის აზრით სწორი გადაწყვეტილებებია, ჰოსპიტალიც უნდა დააბრუნონ თბილისში. ერთი ბატალიონი

მაინც სამცხე-ჯავახეთშია დასაბანაკებელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემის აზრით სწორი გადაწყვეტილებებია

prologic

რატომ არის სწორი გადაწყვეტილება?

 

 

გამარჯობა :maladec:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ჩვენებს რომ არ აქვთ ვიცი, სამაგიეროდ რუსებს აქვთ ზომაზე დიიიიდი ტაკო

არა აქვთ...მერწმუნე...და ეს აგვისტოს ომმაც მშვენივრად ანახა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა აქვთ...მერწმუნე...და ეს აგვისტოს ომმაც მშვენივრად ანახა!

კი ბატონო, მაგრამ რაც აქვთ ჩვენს დასაჩოქებლად საკმარისზე გაცილებით მეტია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

კი ბატონო, მაგრამ რაც აქვთ ჩვენს დასაჩოქებლად საკმარისზე გაცილებით მეტია

 

არ გინდა ლიც, თორემ შემოვა ეხლა ერთი იუზერი( ნიკს არ დავასახელებ) და ყველას "პარაჟენცობაში" და რუსების აგენტობაში დაგვადანაშაულებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავდაცვის ეპიცენტრი დედაქალაქი იქნება

თავისთავად ეგრეც უნდა იყოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...