Guest ჭანო Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 არსებობს საქართველოში შესაბამისი ქარხნები? ან სულაც რეგიონში(კავკასიაში)?თუ კი სად? და რას უშვებიან სხვადასხვა სახის ნაგავს? უახლოეს მომავალში ცალკე თემას გავხსნი ნაგვის გადამუშავების ტექნოლოგიებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 სასარგებლო ნაგავი ადამიანის ყველა სახის საქმიანობა ტოვებს ნარჩენებს და ნაგავს: მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობა ტოვებს მნიშვნელოვანი რაოდენობით ტოქსიკურ ნარჩენებს. მავნე ნარჩენები სხვადასხვა სახისაა. ქიმიური მრეწველობა, ლითონების გადამუშავება და ავეჯის დამზადება იმ პროცესების მაგალითებად გამოდგება, რომელთა შემდეგ რჩება განსაკუთრებით მავნე ნარჩენები. ყველა სახის მავნე ნარჩენი, მაგალითად ცხოველების, რადიოაქტიური, სამედიცინო და სამრეწველო, რომლებიც პროცესების ფართო სპექტრს უკავშირდება, მკაცრად უნდა იყოს რეგულირებული და გაკონტროლებული. დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში არსებული მუნიციპალური კომპანიები იყენებენ ნარჩენების შეგროვების სამ მეთოდს: ნაგვის ბუნკერები მრავალბინიან შენობებში, რაც არ არის უსაფრთხო, იცლება სატვირთო მანქანებში; კომერციულ და დასახლებულ ფართებზე დადგმული კონტეინერები, რომლებიც იცლება ასევე სატვირთო მანქანებში და "ზარის სისტემა", ანუ როცა სატვირთო მანქანა მოდის დადგენილი გრაფიკით და მოსახლეობა ან ბიზნესით დაკავებული მოქალაქეები ზარის გაგონებაზე მიდიან და ცლიან ნაგავს მანქანაში. ეს მეთოდი ყველაზე ნაკლებ ეფექტიანია. ის იწვევს ქუჩაში ნაგვის დაგროვებას და არალეგალური ნაგავსაყრელების შექმნას. სატვირთო მანქანების უკმარისობის შედეგად ქუჩა ივსება ნაგვით. შეუძლებელი ხდება ნაგავსაყრელის სანიტარიული დამუშავება, ტოქსიკური ნარჩენები ჩაედინება მიწისქვეშა წ####ბში. ნაგავის მიწაში ჩამარხვა იწვევს მის ლპობა-გაჟონვას. საერთაშორისო კონსორციუმი, რომელიც აერთიანებს რამოდენიმე საერთაშორისო კომპანიას და მოქმედებს ნარჩენების გატანის და გადამუშავების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის "Alon Group" და "MG Groupe Business Development" სახელით, მზად არის, გადაჭრას ნარჩენების პრობლემა საქართველოში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და სხვა რეგიონებში. კონსორციუმი გვთავაზობს ინვესტიციებს ამ პრობლემის გადასაჭრელად. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ კონსორციუმი საქართველოს სთავაზობს "ალონ გრუპის" დახმარებას, რომელიც ამ სფეროში საუკეთესო კომპანიად ითვლება. კონსორციუმი დარწმუნებულია, რომ მისი ინვესტიციებისა და გამოცდილების დახმარებით და საქართველოს მთავრობის მზადყოფნითა და მხარდაჭერით ამ პროექტისადმი, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება. "ალონ გრუპი" უკვე 30 წელზე მეტია, რაც ქმნის ნარჩენების მოვლის სისტემებს, ანვითარებს და ნერგავს განმწმენდ ნაგებობებს, ნარჩენების გადასატან საშუალებებს, ნაგავსაყრელების კონსტრუქციებსა და ნარჩენების გადამამუშავებელ ფაბრიკებს. გვესაუბრება კონსორციუმის წარმომადგენელი ქალბატონი ცაფირი: "ალონ გრუპი" აპირებს თბილისსა და საქართველოში არსებული ნაგვის შეგროვების სისტემის განახლებას და გაუმჯობესებას ევრო სტანდარტების მიხედვით. თბილისელებს და მთელ საქართველოს მოსახლეობას ექნება უკეთესი ნაგვის შეგროვების სისტემა, ვიდრე დღეს აქვთ. კონსორციუმი ამისთვის სახავს გარკვეულ მიზნებს, სათანადო პროგრამას, ინვესტიციებს და გეგმავს მოქმედებებს შემდეგი თანმიმდევრობით: n სათანადო დონის მომსახურების უზრუნველყოფა, რომელიც დააკმაყოფილებს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ მოთხოვნებს. n ნარჩენების შეგროვების სისტემის თავსებადობის უზრუნველყოფა გადამუშავების და გატანის სისტემებთან. n მოქნილი სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. კონსორციუმის მუშაობა უზრუნველყოფს არამავნე საოჯახო, სამრეწველო და წიაღისეულის გადამუშავების ნარჩენების მოვლას, ის ხელს შეუწყობს მყარი ნარჩენების მოვლის კომბინირებული მეთოდების გამოყენებას. ეს მეთოდებია: წარმომშობი წყაროს შემცირება ან ნარჩენების თავიდან აცილება, რაც ნიშნავს ნებისმიერ საქმიანობას, რომლის შედეგადაც მივიღებთ ნაკლებად ტოქსიკურ ნარჩენებს; ნარჩენების გადამუშავება, რომელიც ამცირებს ნაგვის გასატანად საჭირო სიმძლავრეების რაოდენობას და იცავს ბუნებრივ რესურსებს გადაყრილი ნარჩენების სასარგებლო ნივთიერებად გარდაქმნის გზით; ნაგავსაყრელების მოწყობა. საერთაშორისო კონსორციუმი "ალონ გრუპთან" და "მჯ გრუპთან" ერთად, ნარჩენების გადამუშავების მენეჯმენტში მათი გამოცდილების გათვალისწინებით, აპირებს პროექტის განხორციელებას თბილისში და სრულიად საქართველოში, რათა მიაღწიონ ნარჩენების შეგროვების მენეჯმენტის მაღალ ეფექტურობას, რომელიც მოიცავს: შეგროვების სისტემას, ნაგავსაყრელებს, გადამამუშავებელ ტექნოლოგიას, რათა შედეგად მივიღოთ გაუმჯობესებული მომსახურება და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემო. რაც მიიღწევა: n ახალი ტექნოლოგიების დანერგვით ავტომატიზებული შეგროვების მანქანების გამოყენებით. n შეგროვების ეფექტიანი სიხშირის დადგენით. n სამუშაო ადგილების შექმნით. n მომსახურე პერსონალის შრომისნაყოფიერებისა და მოტივაციის გაზრდით. n მომავალში ნარჩენების გატანის პრობლემების შექმნის პრევენციული ზომებით. n ნარჩენების შემცირების შედეგად, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებით. თანამედროვე ნაგავსაყრელები საინჟინრო ნაგებობებს წარმოადგენს, რომელთა განლაგება, დიზაინი, მუშაობა და მონიტორინგი შეესაბამება ევრო სტანდარტებს. მყარი ნარჩენების საყრელების დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს გარემოს დაცვას დაბინძურებისაგან, რომელიც შეიძლება მოყვეს ნარჩენების გაზების გაჟონვას ნიადაგში. ნაგავსაყრელის დაპროექტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემო პირობები ისევე, როგორც ადგილზე გარემოს მონიტორინგის სისტემები, რომლებიც აკონტროლებენ ნიადაგის წყლის დაბინძურებას და ნაგავსაყრელის გაზების წარმოქმნას, რის წინააღმდეგაც საჭიროა დამცავი ნაგებობები. გარდა ამისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ბევრი თანამედროვე ნაგავსაყრელი პოტენციურად მავნე გაზს აგროვებს და მას ენერგიად გარდაქმნის. სასურველია თბილისსა და მთელ საქართველოში არსებული ნაგავსაყრელების დაკონსერვება. ისინი უკიდურესად მავნეა გარემოსთვის და მოსახლეობისთვის, რადგან აქ არ წარმოებს მეთანის გაზის შეგროვება. მუნიციპალური ნარჩენების საყრელები მეთანის გამოყოფის უდიდესი წყაროა. მეთანის გამოყოფა ნაგავსაყრელიდან, თუ ის არ იქნება გარდაქმნილი და გამოყენებული, ძალიან სახიფათოა ბუნებისა და ადამიანისათვის. ნაგავსაყრელის გაზი წარმოიქმნება ნარჩენების ხრწნის შედეგად. ის შედგება 50 პროცენტით მეთანისაგან, რომელიც ბუნებრივი გაზის ძირითადი კომპონენტია (CH4) და 50 პროცენტით ნახშიროჟანგისაგან (CO2), გარდა ამისა, მცირე რაოდენობით არამეთანური წარმოშობის ორგანული ნაერთებისაგან. ისეთი ნაგავსაყრელის ასაგებად, სადაც მავნე მეთანი გარდაიქმნება სასარგებლო ენერგიის წყაროდ, საჭიროა ინვესტიციები. ზემოთ ნახსენები საერთაშორისო კონსორციუმი მზადაა ამ თანხების დასაბანდებლად საქართველოში, რათა აიგოს სათანადო ნაგავსაყრელი თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში, ევროსტანდარტების მიხედვით, ხოლო არსებული საშიში ნაგავსაყრელები დაკონსერვდეს. ახალი ტიპის ნაგავსაყრელი მეთანს ჰაერში არ გამოყოფს, ის მას გარდაქმნის ენერგიის წყაროდ. მეთანის ასეთი გამოყენება ამცირებს მრავალ მავნე მოვლენებს, არ აძლევს მეთანს ატმოსფეროში გაბნევის საშუალებას, ის აღარ შეერევა ადგილობრივ გარემოს და აღარ გამოიწვევს კლიმატის ცვლილებებს. ნაგავსაყრელის გაზი (მეთანი), რომელიც მიიღება სხვადასხვა სისტემების საშუალებით (ჭები, დაბერვა, ვაკუუმი და სხვა.), მიემართება ცენტრალურ პუნქტში, სადაც ხდება მისი გადამუშავება და გამოყენება. ამ პუნქტიდან შეიძლება გაზი, უბრალოდ, გამოვიყენოთ ცეცხლისთვის, გარდავქმნათ ელექტროობად ან ჩავანაცვლოთ საწვავი ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება სამრეწველო ობიექტებში, გამოვიყენოთ სათბურებში ან გავწმინდოთ და მივიყვანოთ გაზსადენში არსებული გაზის ხარისხამდე. საოჯახო პროდუქტების ნარჩენები, რომლებიც შეიცავს კოროზიულ, ტოქსიკურ აალებად ან რეაქტიულ კომპონენტებს, ასევე მიჩნეულია მავნე ნარჩენებად. განსაკუთრებით დიდი სიფრთხილეა საჭირო ისეთ პროდუქტებთან, როგორიცაა საღებავები, საწმენდი და სარეცხი ნივთიერებები, ბატარეები და პესტიციდები. საოჯახო მავნე ნარჩენების არასწორი გატანის - როგორიც არის მათი ჩასხმა არხებში, დაყრა მიწაზე, საკანალიზაციო მილებში ჩაყრა ან ქუჩებში დაყრა ქუჩის ნაგავთან ერთად - მავნე შედეგები დაუყოვნებლივ არ ჩანს, მაგრამ იწვევს გარემოს დაბინძურებას და საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გადამუშავება ნიშნავს მოსახლეობის სასიკეთოდ ნაგვის და მისი ტოქსიკურობის რაოდენობის შემცირებას. ხელახლა გადამუშავების დროს მასალები, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო ნარჩენი, გადაიქცევა მნიშვნელოვან რესურსად. ამის შედეგად ვიღებთ სუფთა გარემო პირობებს, ფინანსურ და სოციალურ მოგებას. მასალები, როგორიცაა მინა, ლითონი, პლასტიკატი და ქაღალდი, უნდა შეგროვდეს, დახარისხდეს და გაიგზავნოს გადამამუშავებელ ფაბრიკებში, სადაც მათგან მიიღებენ ახალ მასალებს ან პროდუქტებს. "ალონ გრუპს" აქვს დიდი გამოცდილება და კარგად იცის ნარჩენების დახარისხების და ხელახლა გადამუშავების მნიშვნელობა. იგი მზად არის, განახორციელოს პროექტი, რომლის შედეგი იქნება: n მავნე გაზების გამოყოფის და წყლის დაბინძურების თავიდან აცილება. n ენერგიის დაგროვება. n მრეწველობისთვის ძვირფასი ნედლეულის მიწოდება. n მოსახლეობის დასაქმება. n გარემოს გამწვანების ტექნოლოგიების განვითარება. n ბუნებრივი რესურსების შენახვა ჩვენი შვილებისათვის. n ეკოლოგიურად სუფთა გარემო. კომპოსტის წარმოქმნა წარმოადგენს ხელახლა გადამუშავების ერთ-ერთ ფორმას. ეს არის ისეთი პროცესი, როცა ორგანული ნივთიერება კონტროლირებად ბიოლოგიურ დაშლას განიცდის, მაგალითად საკვების, მცენარეების და ცხოველური ნარჩენების გარდაქმნა ნეშომპალად. კომპოსტის წარმოქმნა არის ორგანული წარმოშობის ნარჩენების ბუნებრივი ხელახლა გადამუშავება ნიადაგის ახალ ფენად, რომელიც გამოიყენება ბოსტნებში, ყვავილნარებში, გაშლილ ადგილებზე და სხვაგან. ხელახლა გადამუშავების ამ ფორმის გამოყენებით "ალონ გრუპი" შეძლებს: n გამოაცალკევოს ორგანული ნარჩენები ნაგავსაყრელებიდან. n დაამზადოს სასუქები ნიადაგისთვის. n გაზარდოს ნიადაგისთვის სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა. n ხელი შეუწყოს მცენარეების ზოგიერთი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას. n შეამციროს მოთხოვნა ქიმიურ სასუქებზე და პესტიციდებზე. n დაიცვას ნიადაგები ეროზიისგან. n ხელი შეუწყოს გარემოს დაბინძურებისაგან დაცვას. საერთაშორისო კონსორციუმი, "ალონ გრუპის" და "მჯ გრუპის"გამოცდილების მეშვეობით, მზად არის, დააბანდოს თავისი კაპიტალი და ტექნოლოგიები თბილისში და საქართველოში. თუმცა, ეს ხაზს უსვამს მხარდაჭერის აუცილებლობას მთავრობისა და საზოგადოების მხრიდან. კონსორციუმი აპირებს, ხელი შეუწყოს საქართველოში გარემოს დაცვის განვითარებას, რაც გამოიხატება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სისტემის შექმნაში, ხელახალი გადამუშავებისა და მეთანის გაზის გარდაქმნის სისტემების ჩათვლით, რისთვისაც აშენდება თანამედროვე უსაფრთხო ნაგავსაყრელები. ზემოთ ნახსენები საერთაშორისო კონსორციუმის მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და ეკოლოგიის დაცვა მავნე ან არამავნე ნარჩენების ზეგავლენისაგან. http://www.open.ge/06/24hours/014/014-20.htm Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 newstudio კარგი სტატია მაგრამ მე,სენის ნებართვიტ, შენ ამ პოსტს სხვა პარალელურ თემასი გადავიტან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 ეხლა რაც შეეხება თემას, საერთაშორისო კონსორციუმი, "ალონ გრუპის" და "მჯ გრუპის"გამოცდილების მეშვეობით, მზად არის, დააბანდოს თავისი კაპიტალი და ტექნოლოგიები თბილისში და საქართველოში. თუმცა, ეს ხაზს უსვამს მხარდაჭერის აუცილებლობას მთავრობისა და საზოგადოების მხრიდან. კონსორციუმი აპირებს, ხელი შეუწყოს საქართველოში გარემოს დაცვის განვითარებას, რაც გამოიხატება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სისტემის შექმნაში, ხელახალი გადამუშავებისა და მეთანის გაზის გარდაქმნის სისტემების ჩათვლით, რისთვისაც აშენდება თანამედროვე უსაფრთხო ნაგავსაყრელები. ზემოთ ნახსენები საერთაშორისო კონსორციუმის მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და ეკოლოგიის დაცვა მავნე ან არამავნე ნარჩენების ზეგავლენისაგან.მე ამიტ დავიწყებ,არ ვიცი ეს ფირმები როგორი წარმატებული არიან(პირველის წებ გვერდი მხოლოდ ებრაულად აქვტ, ხოლო მეორესი საერტოდ ვერ ვიპოვე !!!), მაგრამ არსებობს ბევრად უფრო გამოცდილი გერმანული ფირმები, რომლებიც თვითონ ქმნიან ნოუჰაუს, გადამუშავებიდან დაწყებული დაწვით დამტავრებული.პარალელურად არსებობს ძალიან მარტივი საშუალება რომ ეს ყველაფერი დააფინანსოს გერმანულმა მთავრობამ საკმაოდ დიდი ნაწილი მაინც.ამ ყველაფრის გათვალისწინებიტ დანაშაულია იქნება სხვა ფირმებს მისცეს საქართველიოში ნაგვის გადამუშავების უფლება(თუ არ ვცდები არ მიცეს მაგ ფირმებსაც საშუალება, დიდი თანხები მოთხოვეს). პარალელურად შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა კავკასიაში და გავხდეთ ცენტრალური ნაგვის გადამამუშავებელი ქვეყყანა კავკასიასი, რაც სერიოზულ ფინანსური მოგებასთან და დასაქამებასთან ერთად, გაადვილებს მეზობლებთან ურთიერთობას ბევრს სფეროში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2009 ჭანო ამ ყველაფრის გათვალისწინებიტ დანაშაულია იქნება სხვა ფირმებს მისცეს საქართველიოში ნაგვის გადამუშავების უფლება(თუ არ ვცდები არ მიცეს მაგ ფირმებსაც საშუალება, დიდი თანხები მოთხოვეს).მარტივად გიპასუხებ გაიხსენე აეროპორტის მშენებლობის ტენდერი და როგორ ჩატარდა... თორემ ლოგიკურად ეგრე რომ უნდა იყოს რად უნდა ამს ლაპარაკი?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2009 გაიხსენე აეროპორტის მშენებლობის ტენდერი და როგორ ჩატარდა... რა მოხდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted March 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2010 ამ თემას აქ არავინ კითხულობს და იქნებ ბუნება და ეკოლოგიაში გადაიტანოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MR:RAZIEL Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 რამოდენიმე დღის წინ ვიჯექი მზიურში სკამზევუყურებდი ერთ ლამაზ ხესმერე ქვევით დავიხედე სადაც ლამაზი პატარა ქვები ეყარა და ამავედროს მახინჯი სიგარეტის ნარჩენები, სელპაკის ქაღალდები, ბოთლის ნამსხვრევები, მერე გავხედე ღობეს რომელიც რკინის და ძაან მახინჯი იყო მერე პირდაპირ შორს მოჩანდა კორპუსები რომელიც კიდე უფრო მახინჯი იყო: აქედან დასკვნა-ადამიანი ბუნებას ამახინჯებს თან მაგრა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 ადამიანი ბუნებას ამახინჯებს თან მაგრა...დამახინჯებასა და დანაგვიანებას შორის განსხვავება არის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 ეეჰ ჯერ ნაგვის ურნამდე მიტანა უნდა ვისწავლოთ, სეგრეგაციაზე მერე ვიოცნებოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 ეეჰ ჯერ ნაგვის ურნამდე მიტანა უნდა ვისწავლოთ, სეგრეგაციაზე მერე ვიოცნებოთ.არა, ეგ ერთმანეთზეა დამოკიდებული, როცა შეიქმნება ნაგვის გადამუშავების ინდუსტრია,გამკაცრდება ნაგვის ურნამდე მიტანის წესები, ტავისთავად მოევლება მაგ პრობლემას + განმამათლებლობას როგორც პატარა ასაკიდან ასევე ზრდასულებისთვისაც, იგივე სატელევიზიო როგლებით, სკოლებში და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 MR:RAZIEL მერე ქვევით დავიხედე სადაც ლამაზი პატარა ქვები ეყარა და ამავედროს მახინჯი სიგარეტის ნარჩენები, სელპაკის ქაღალდები, ბოთლის ნამსხვრევები, მერე გავხედე ღობეს რომელიც რკინის და ძაან მახინჯი იყო მერე პირდაპირ შორს მოჩანდა კორპუსები რომელიც კიდე უფრო მახინჯი იყო: აქედან დასკვნა-ადამიანი ბუნებას ამახინჯებს თან მაგრა...ეს დასუფთავების სამსახურის დიდი მინუსია...შენ უნდა ნახო ლონდონის მეტრო საღამოობით ნაგავში რომ იხრჩობა, თუნდაც ჰაიდ პარკი...მარა დილას დაწკრიალებულია ყველაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 ეს დასუფთავების სამსახურის დიდი მინუსია...შენ უნდა ნახო ლონდონის მეტრო საღამოობით ნაგავში რომ იხრჩობა, თუნდაც ჰაიდ პარკი...მარა დილას დაწკრიალებულია ყველაფერიერთი სამსახური არა მაქ დამნაშავე, აქ ბევრი რამ არ მუშაობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MR:RAZIEL Posted March 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 ჭანო კი მაგრამ დანაგვიანება ამახინჯებს ასე რომ აქ დანაგვიანება იგივე დამახინჯება გამოდის... (მართალია მე ცოტა გადავუხვიე და მახინჯ კორპუსებსაც მივადექი მაგრამ მაინც ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.