Jump to content
Planeta.Ge

რელიგიაა კაცობრიობის პრობლემების მთავარი მიზეზი?


Recommended Posts

"რელიგია, როცა შუღლს არ აღვივებს, ნარკოტიკივით მოქმედებს - უგრძნობს ხდის სინდისს და ადამიანს ტვინს უვსებს ფანტაზიებით, რომლებიც რეალურ ცხოვრებას ავიწყებს . . . ხალხის მსოფლმხედველობას ავიწროებს და ცრურწმენას, სიძულვილსა და შიშს ნერგავს". ეს სიტყვები ეკუთვნის ყოფილ მეთოდისტ მისიონერს.

 

თქვენ რას ფიქრობთ, იქნებ მართლა რელიგიაა კაცობიობის პრობლემების მთავარი მიზეზი... იქნებ რელიგია მართლა "იარაღია"...

 

"ქრისტიანობის მოვალენი ვართ მე და, ჩემი აზრით, მთელი მსოფლიო უკანასკნელი 2000 წლის განმავლობაში". "ქრისტიანობისადმი" მადლიერების გამომხატველი ეს სიტყვები ეკუთვნის ინგლისელ მწერალსა და სატელევიზიო პროგრამების წამყვანს, მელვინ ბრეგს. მის სიტყვებში არეკლილია იმ მილიონობით ადამიანის გრძნობები, რომლებიც ამა თუ იმ რელიგიის წინაშე თავს ვალდებულად გრძნობენ და მისდამი უდიდეს პატივისცემას ავლენენ. ამ ადამიანებს სწამთ, რომ რელიგია მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. მაგალითად, ერთი პუბლიცისტის აზრით, "ისლამმა ბიძგი მისცა უდიდესი ცივილიზაციის წარმოშობას . . . [რომელმაც] სარგებლობა მოუტანა მთელ მსოფლიოს". მაგრამ, უცებ შეიძლება დაგებადოთ შეკითხვა: რა როლი უკავია რელიგიას - უარყოფითი თუ დადებითი? აღსანიშნავია, რომ ბრეგის შემდგომი სიტყვები სერიოზულ კითხვას წამოჭრის: "ნამდვილად ახდენს რელიგია დადებით გავლენას ხალხის ცხოვრებაზე"? მან თქვა: "თავის მხრივ, ქრისტიანობას მართებს ამიხსნას ერთი რამ... ის, თუ რა იყო საუკუნეების განმავლობაში მისთვის დამახასიათებელი შეუწყნარებლობის, ბოროტების, არაადამიანურობისა და მიზანდასახული უმეცრების მიზეზი", - ამბობს ბრეგი.

 

ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ შეუწყნარებლობა, ბოროტება, არაადამიანურობა და მიზანდასახული უმეცრება საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს რელიგიათა უმრავლესობისთვის იყო დამახასიათებელი. ამ ადამიანების აზრით, რელიგია კაცობრიობას კეთილისმყოფლად ევლინება, მაგრამ სათნოებისა და სიწმინდის მიღმა, მხოლოდ თვალთმაქცობა და სიცრუეა დაფარული . ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: "ჩვენს ლიტერატურაში ყველაზე ხშირია განაცხადი იმის თაობაზე, რომ რელიგია ფასდაუდებელ როლს ასრულებს ცივილიზაციის ისტორიაში და ყველაზე ხშირად სწორედ ამ განაცხადის უსაფუძვლობას ცხადყოფს ისტორიული ფაქტები" (A Rationalist Encyclopædia).

 

დღეს ნებისმიერ გაზეთში წაიკითხავთ უამრავ სტატიას რელიგიურ წინამძღოლებზე, რომლებიც სიყვარულის, მშვიდობისა და თანაგრძნობის შესახებ ქადაგებენ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სიძულვილს აღვივებენ და ღვთის სახელს სისხლისმღვრელი კონფლიქტების გასამართლებლად იყენებენ. გასაკვირი არაა, რატომ ფიქრობს ბევრი, რომ რელიგია ხალხის ცხოვრებაზე ხშირად უარყოფით გავლენას უფრო ახდენს, ვიდრე დადებითს.

 

ზოგჯერ, ადამიანები თავიანთ გულში ფიქრობენ: იქნებდა უმჯობესია რელიგიის გარეშე ცხოვრება...

 

ზოგი იმ დასკვნამდეც კი მიდის, ინგლისელი ფილოსოფოსის ბერტრან რასელის მსგავსად, რომ უმჯობესი იქნებოდა "დროთა განმავლობაში ყოველგვარი რელიგიური მრწამსი უკვალოდ გამქრალიყო".

 

ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, დავსვავ კითხვებს და ერთად ვიმსჯელოთ:

 

სინამდვილეში რელიგია სიკეთის მთესველია თუ კაცობრიობის პრობლემების მთავარი მიზეზია? გადაჭრის ამ პრობლემებს ყველა რელიგიური მიმდინარეობის აღმოფხვრა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მონთეისტური რელიგიები, ჩემთვის არის ის რელიგიები რომლებიც პროგრესის პირდაპირი მტრები არიან!

მე ვერ ვხედავ ქრისტიანობაში დადებით მომენტებს, როგორც ნიცშემ თქვა სუსტების და მონების რელიგიააო..

ანტიკური ცივილიზაციის დემოკრატიულობა ქრისტიანობამ დაამთავრა.

ანტიკურობა ევროპისთვის არის ის სწორი გზა, რომელიც რენესანსის დროს აღმოცენდა თავიდან და განავითარა ევროპა..

ანტიკურ-ელინისტურ კულტურაზე დგას დღეს დასავლური ცივილიზაცია..

 

რელიგია კი რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პოლიტიკური იარაღი. მისი განეიტრალების შემდეგ, ტირანებს საძირკველი ეცლებათ და მთელ ძალა უფლებას დემოსი/ხალხი იღებს..

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

მე ცოტა სხვანაირად დავახასიათებ,

ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი არის ბოტროტი, ხოლო რელიგიები უმრავლესობა სასტიკი იარაღი მათ ხელში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი არის ბოტროტი, ხოლო რელიგიები უმრავლესობა სასტიკი იარაღი მათ ხელში.

არასწორია..

ბოროტება და სიკეთე ძალიან ზოგადი ცნებებია...

 

ბოროტი იმიტომ ხდება ადამიანი რომ ცუდ სისტემაში ცხოვრობს. უზრუნველყოფილი საზოგადოებაში დანაშაულის რაოდენობა მცირეა..

 

როცა არათანაბრად არის ქვეყნის რესურსი განაწილებული, როცა ვიღაცა პრივილეგიით სარგებლობს შენ კი არა, როცა შენ გშია სხვა კი ჭამით კვდება, ამ დროს რა თქმა უნდა, გაბოროტდები ადამიანი.

 

საზოგადოებაზეა ასრულებს ამის მთავარ როლს..

 

ეკლესია კი ყოველთვის იყო მახინჯი სისტემის დამცველი/ადვოკატი.

 

მახინჯი სისტემა თავის არსებობაბს იმართლებს რელიგიით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ბოროტება და სიკეთე არც ისე ზოგადი ცნებაა.

 

"დამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი არის ბოტროტი, ხოლო რელიგიები უმრავლესობა სასტიკი იარაღი მათ ხელში."

კარგი ნათქვამია. მაგრამ გაიტვალისწინეთ ისიც რომ ბოროტი და გაბოროტებული

სხვადასხვა რამეა.

 

ბოროტად ადამიანი იბადება და გარეგანმა ფაქტორებმა შეიძლება ადამიანი გააბოროტოს.

 

მაგრამ ყველაფერს მაინც სისტემას ნუ დავაბრალებთ.

ათასი რამეა ისეტი რამაც შეიძლება ადამიანის ფსიქიკაზე იმოქმედოს.

 

 

რელიგიის არასწორი განსაზღვრება და დღევანდელი რელიგიური აზროვნება პირველ ადგილს იკავებს საზოგადოებრივი აზრის დეგრადაციის საკითხში..

არსებობს სპეციალურად ამისათვის შექმნილი ორგანიზაცია (თუ რაც გინდათ ის დაარქვით) რომლებიც რელიგიის სახელით ათას სისულელეს ავცელებს ხალხში.

 

ძალიან კარგად გეცოდინებათ მართმადიდებლურ მშობელთა (ბნელი) კავშირი.

 

 

მოკლედ ვისაც წამს თავის კანში დაეტიოს და სხვას ნუ ახვევს თავზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგია არის იარაღი

 

ეკლესიის ხელსი მღვდლების ჯიბეების გასატენად

 

ინდულგენციებს ყიდიდნენ

 

და სიმონიას ეწეოდნენ

 

ფულის გულისთვის შუასაუკუნეების შემდგაც კი იგივე მდგომარეობაა

 

დღეს როგორც საქართველოში ისე მთელ საეკლესიო სამყაროში

 

მაგრამ როცა მასონიზმი დამყარდება მამაოებს

 

დაკეპავენ როგორც დაბეგვილ ხორცს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ როცა მასონიზმი დამყარდება მამაოებს დაკეპავენ როგორც დაბეგვილ ხორცს

 

+1.. ამაზე არის უკვე ლაპარაკი.. და მგონი დიდი ხანიც არ დარჩა

Edited by Pariz
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

მაგრამ როცა მასონიზმი დამყარდება მამაოებს

შენ მასონიზმის გჯერა? :DD სერიოზული კაცი მეგონე და მასონებიო :DD

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მაგათ არსებობაში რატო გეპარება ეჭვი? მოიყვანე არგუმენტი :D

 

და ამასაც გადახედე http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9C%D0%B0%...%82%D0%B2%D0%BE

 

 

2. http://ru-masons.chat.ru/mas_who.html

Edited by Pariz
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fringe

ბოროტად ადამიანი იბადება და გარეგანმა ფაქტორებმა შეიძლება ადამიანი გააბოროტოს.

ყველა ადამიანში ყველანაირი ადამიანური თვისებაა

ცხოვრება და გარემო უბიძგებს რომელიმე მათგანს განვითარდეს

 

 

რელიგია (ეკლესია)ისევე როგორც სახელმწიფო ჩემთვის მიუღებელია

რწმენა სხვა რამეა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 11 months later...

რელიგია (ეკლესია)ისევე როგორც სახელმწიფო ჩემთვის მიუღებელია

რწმენა სხვა რამეა

Faradavle

 

კი მარა, იქ სადაც რწმენაა, რელიგიის არ არსებობა წარმოუდგენელია. ეს დრომ და ისტორიამ დიდი ხანია უკვე დაადასტურა. :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფულის გულისთვის შუასაუკუნეების შემდგაც კი იგივე მდგომარეობაა

 

დღეს როგორც საქართველოში ისე მთელ საეკლესიო სამყაროში

 

მაგრამ როცა მასონიზმი დამყარდება მამაოებს

 

დაკეპავენ როგორც დაბეგვილ ხორცს

ეს უკვე წინასწარმეტყველებაა :givi: იქნებ ისიც იცოდე ეს როდის მოხდება? საქართველოში მოხდება მხოლოდ თუ სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში? მხოლოდ მამაოებს დაკეპავენ თუ პასტორებს, რაბინებს, მოლებს, ბრაჰმანებს და სხვა რელიგიური მიმდინარეობის მოძღვრებსაც? პ.ს საერთოდ თუ იცნობ ერთ მასონს მაინც?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

+1.. ამაზე არის უკვე ლაპარაკი.. და მგონი დიდი ხანიც არ დარჩა

ეს კი მეორე წინასწარმეტყველება :givi: ამაზე უკვე არის ლაპარაკის მთქმელი წესით უნდა პასუხობდეს კითხვას ვინ ლაპარაკობს ამაზე? რატომ გგონია რომ დიდი ხანი აღარ დარჩა მამაოების დაკეპვამდე ხილვა ხომ არ გქონდა? პ.ს კითხვა იგივე ერთ მასონს მაინც თუ იცნობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა აზრი ნეგატიური რელიგიაზე...

 

რწმენის ძალას და სარგებლობას ვერცერთი ყოფილი მორწმუნე და მოაზროვნე ვერ უარყოფს. საზოგადოებას ჭირდება რწმენა და შესაბამისად რელიგია - რწმენების ერთიანი სისტემა, რომელიც ყველასთვის ერთნაირი იქნება - ერთი მორწმუნე ადამიანი შეხედავს სხვა მისსავე მორწმუნეს, კიდევ სხვას და დაასკვნის, რომ გიჟი არ არის და სხვასაც სჯერა. ასევე სხვა ადამიანებიც, ერთმანეთს ეხმარებიან რწმენის გამყარებაში. რელიგიის არარსებობის შემთხვევაში, როცა ყველას თავ-თავისი გამორჩეული რწმენები აქვს და გარშემო თანამოაზრეებს ვერ ნახავენ, საბოლოოდ კამათით ან ჩხუბით ერთ საერთო რელიგიას ჩამოაყალიბებენ, ან უკლებლივ ყველა გაათეისტდება, გახდება ურწმუნო და სკეპტიკოსი.

 

მაგრამ ზევით ვახსენე რწმენა ძალაათქო - იმ საზოგადოებას, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, ჩვენ შემთხვევაში - ძირითადად ეკონომიკური სიდუხჭირე - ჭირდება რაღაც, რაც ცხოვრების იმედს მისცემს, ყურების ჩამოყრის და სასოწარკვეთილების უფლებას არ მისცემს. სხვა შემთხვევაა ევროპა, სადაც სოციალური მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, იქ აქვთ უფლება ათეისტები იყვნენ, რადგან ღმერთი აღარ ჭირდებათ, ისედაც ახერხებენ თავის გატანას. იქ ათეიზმი თავისით მოვიდა, განათლებასთან და ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად. აქ, საქართველოში კი ხალხის გაათეისტებაზე და რელიგიის მოსპობაზე ზრუნვა არ დაგვეხმარება. რელიგია უნდა დავიხმაროთ და გამოვიყენოთ როგორც იმედი, ძალა, ბიძგი და როცა ევროპას გავუტოლდებით, მაშინ უკვე აღარც ასეთი ათეისტობა-კაი-ტიპობაა საზოგადოება გვეყოლება. ვინც ამ მხარეს საკმარისად იფიქრებს, თავისით გახდება ათეისტი, ვინც არა - იმას ღმერთმა ხელი მოუმართოს და რწმენის ის ძალა მისცეს, რომელიც ჭირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...