აზრი Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 "რელიგია, როცა შუღლს არ აღვივებს, ნარკოტიკივით მოქმედებს - უგრძნობს ხდის სინდისს და ადამიანს ტვინს უვსებს ფანტაზიებით, რომლებიც რეალურ ცხოვრებას ავიწყებს . . . ხალხის მსოფლმხედველობას ავიწროებს და ცრურწმენას, სიძულვილსა და შიშს ნერგავს". ეს სიტყვები ეკუთვნის ყოფილ მეთოდისტ მისიონერს. თქვენ რას ფიქრობთ, იქნებ მართლა რელიგიაა კაცობიობის პრობლემების მთავარი მიზეზი... იქნებ რელიგია მართლა "იარაღია"... "ქრისტიანობის მოვალენი ვართ მე და, ჩემი აზრით, მთელი მსოფლიო უკანასკნელი 2000 წლის განმავლობაში". "ქრისტიანობისადმი" მადლიერების გამომხატველი ეს სიტყვები ეკუთვნის ინგლისელ მწერალსა და სატელევიზიო პროგრამების წამყვანს, მელვინ ბრეგს. მის სიტყვებში არეკლილია იმ მილიონობით ადამიანის გრძნობები, რომლებიც ამა თუ იმ რელიგიის წინაშე თავს ვალდებულად გრძნობენ და მისდამი უდიდეს პატივისცემას ავლენენ. ამ ადამიანებს სწამთ, რომ რელიგია მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. მაგალითად, ერთი პუბლიცისტის აზრით, "ისლამმა ბიძგი მისცა უდიდესი ცივილიზაციის წარმოშობას . . . [რომელმაც] სარგებლობა მოუტანა მთელ მსოფლიოს". მაგრამ, უცებ შეიძლება დაგებადოთ შეკითხვა: რა როლი უკავია რელიგიას - უარყოფითი თუ დადებითი? აღსანიშნავია, რომ ბრეგის შემდგომი სიტყვები სერიოზულ კითხვას წამოჭრის: "ნამდვილად ახდენს რელიგია დადებით გავლენას ხალხის ცხოვრებაზე"? მან თქვა: "თავის მხრივ, ქრისტიანობას მართებს ამიხსნას ერთი რამ... ის, თუ რა იყო საუკუნეების განმავლობაში მისთვის დამახასიათებელი შეუწყნარებლობის, ბოროტების, არაადამიანურობისა და მიზანდასახული უმეცრების მიზეზი", - ამბობს ბრეგი. ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ შეუწყნარებლობა, ბოროტება, არაადამიანურობა და მიზანდასახული უმეცრება საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს რელიგიათა უმრავლესობისთვის იყო დამახასიათებელი. ამ ადამიანების აზრით, რელიგია კაცობრიობას კეთილისმყოფლად ევლინება, მაგრამ სათნოებისა და სიწმინდის მიღმა, მხოლოდ თვალთმაქცობა და სიცრუეა დაფარული . ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: "ჩვენს ლიტერატურაში ყველაზე ხშირია განაცხადი იმის თაობაზე, რომ რელიგია ფასდაუდებელ როლს ასრულებს ცივილიზაციის ისტორიაში და ყველაზე ხშირად სწორედ ამ განაცხადის უსაფუძვლობას ცხადყოფს ისტორიული ფაქტები" (A Rationalist Encyclopædia). დღეს ნებისმიერ გაზეთში წაიკითხავთ უამრავ სტატიას რელიგიურ წინამძღოლებზე, რომლებიც სიყვარულის, მშვიდობისა და თანაგრძნობის შესახებ ქადაგებენ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სიძულვილს აღვივებენ და ღვთის სახელს სისხლისმღვრელი კონფლიქტების გასამართლებლად იყენებენ. გასაკვირი არაა, რატომ ფიქრობს ბევრი, რომ რელიგია ხალხის ცხოვრებაზე ხშირად უარყოფით გავლენას უფრო ახდენს, ვიდრე დადებითს. ზოგჯერ, ადამიანები თავიანთ გულში ფიქრობენ: იქნებდა უმჯობესია რელიგიის გარეშე ცხოვრება... ზოგი იმ დასკვნამდეც კი მიდის, ინგლისელი ფილოსოფოსის ბერტრან რასელის მსგავსად, რომ უმჯობესი იქნებოდა "დროთა განმავლობაში ყოველგვარი რელიგიური მრწამსი უკვალოდ გამქრალიყო". ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, დავსვავ კითხვებს და ერთად ვიმსჯელოთ: სინამდვილეში რელიგია სიკეთის მთესველია თუ კაცობრიობის პრობლემების მთავარი მიზეზია? გადაჭრის ამ პრობლემებს ყველა რელიგიური მიმდინარეობის აღმოფხვრა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 აზრი ამ თემაზე რიჩარდ დავკინსმა მთელი წიგნი დაწერა, გირჩევ წაიკითხო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 (edited) მონთეისტური რელიგიები, ჩემთვის არის ის რელიგიები რომლებიც პროგრესის პირდაპირი მტრები არიან!მე ვერ ვხედავ ქრისტიანობაში დადებით მომენტებს, როგორც ნიცშემ თქვა სუსტების და მონების რელიგიააო..ანტიკური ცივილიზაციის დემოკრატიულობა ქრისტიანობამ დაამთავრა. ანტიკურობა ევროპისთვის არის ის სწორი გზა, რომელიც რენესანსის დროს აღმოცენდა თავიდან და განავითარა ევროპა..ანტიკურ-ელინისტურ კულტურაზე დგას დღეს დასავლური ცივილიზაცია.. რელიგია კი რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პოლიტიკური იარაღი. მისი განეიტრალების შემდეგ, ტირანებს საძირკველი ეცლებათ და მთელ ძალა უფლებას დემოსი/ხალხი იღებს.. Edited December 7, 2009 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 მე ცოტა სხვანაირად დავახასიათებ,ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი არის ბოტროტი, ხოლო რელიგიები უმრავლესობა სასტიკი იარაღი მათ ხელში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 დამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი არის ბოტროტი, ხოლო რელიგიები უმრავლესობა სასტიკი იარაღი მათ ხელში.არასწორია..ბოროტება და სიკეთე ძალიან ზოგადი ცნებებია... ბოროტი იმიტომ ხდება ადამიანი რომ ცუდ სისტემაში ცხოვრობს. უზრუნველყოფილი საზოგადოებაში დანაშაულის რაოდენობა მცირეა.. როცა არათანაბრად არის ქვეყნის რესურსი განაწილებული, როცა ვიღაცა პრივილეგიით სარგებლობს შენ კი არა, როცა შენ გშია სხვა კი ჭამით კვდება, ამ დროს რა თქმა უნდა, გაბოროტდები ადამიანი. საზოგადოებაზეა ასრულებს ამის მთავარ როლს.. ეკლესია კი ყოველთვის იყო მახინჯი სისტემის დამცველი/ადვოკატი. მახინჯი სისტემა თავის არსებობაბს იმართლებს რელიგიით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fringe Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 ბოროტება და სიკეთე არც ისე ზოგადი ცნებაა. "დამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი არის ბოტროტი, ხოლო რელიგიები უმრავლესობა სასტიკი იარაღი მათ ხელში." კარგი ნათქვამია. მაგრამ გაიტვალისწინეთ ისიც რომ ბოროტი და გაბოროტებულისხვადასხვა რამეა. ბოროტად ადამიანი იბადება და გარეგანმა ფაქტორებმა შეიძლება ადამიანი გააბოროტოს. მაგრამ ყველაფერს მაინც სისტემას ნუ დავაბრალებთ.ათასი რამეა ისეტი რამაც შეიძლება ადამიანის ფსიქიკაზე იმოქმედოს. რელიგიის არასწორი განსაზღვრება და დღევანდელი რელიგიური აზროვნება პირველ ადგილს იკავებს საზოგადოებრივი აზრის დეგრადაციის საკითხში..არსებობს სპეციალურად ამისათვის შექმნილი ორგანიზაცია (თუ რაც გინდათ ის დაარქვით) რომლებიც რელიგიის სახელით ათას სისულელეს ავცელებს ხალხში. ძალიან კარგად გეცოდინებათ მართმადიდებლურ მშობელთა (ბნელი) კავშირი. მოკლედ ვისაც წამს თავის კანში დაეტიოს და სხვას ნუ ახვევს თავზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 რელიგია არის იარაღი ეკლესიის ხელსი მღვდლების ჯიბეების გასატენად ინდულგენციებს ყიდიდნენ და სიმონიას ეწეოდნენ ფულის გულისთვის შუასაუკუნეების შემდგაც კი იგივე მდგომარეობაა დღეს როგორც საქართველოში ისე მთელ საეკლესიო სამყაროში მაგრამ როცა მასონიზმი დამყარდება მამაოებს დაკეპავენ როგორც დაბეგვილ ხორცს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 (edited) მაგრამ როცა მასონიზმი დამყარდება მამაოებს დაკეპავენ როგორც დაბეგვილ ხორცს +1.. ამაზე არის უკვე ლაპარაკი.. და მგონი დიდი ხანიც არ დარჩა Edited January 14, 2010 by Pariz Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 FRIDRIX მაგრამ როცა მასონიზმი დამყარდება მამაოებსშენ მასონიზმის გჯერა? :DD სერიოზული კაცი მეგონე და მასონებიო :DD Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 (edited) Nukriko მაგათ არსებობაში რატო გეპარება ეჭვი? მოიყვანე არგუმენტი და ამასაც გადახედე http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9C%D0%B0%...%82%D0%B2%D0%BE 2. http://ru-masons.chat.ru/mas_who.html Edited January 14, 2010 by Pariz Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Faradavle Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 fringe ბოროტად ადამიანი იბადება და გარეგანმა ფაქტორებმა შეიძლება ადამიანი გააბოროტოს.ყველა ადამიანში ყველანაირი ადამიანური თვისებააცხოვრება და გარემო უბიძგებს რომელიმე მათგანს განვითარდეს რელიგია (ეკლესია)ისევე როგორც სახელმწიფო ჩემთვის მიუღებელიარწმენა სხვა რამეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 რელიგია (ეკლესია)ისევე როგორც სახელმწიფო ჩემთვის მიუღებელიარწმენა სხვა რამეაFaradavle კი მარა, იქ სადაც რწმენაა, რელიგიის არ არსებობა წარმოუდგენელია. ეს დრომ და ისტორიამ დიდი ხანია უკვე დაადასტურა. :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Robi Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 ფულის გულისთვის შუასაუკუნეების შემდგაც კი იგივე მდგომარეობაა დღეს როგორც საქართველოში ისე მთელ საეკლესიო სამყაროში მაგრამ როცა მასონიზმი დამყარდება მამაოებს დაკეპავენ როგორც დაბეგვილ ხორცსეს უკვე წინასწარმეტყველებაა იქნებ ისიც იცოდე ეს როდის მოხდება? საქართველოში მოხდება მხოლოდ თუ სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში? მხოლოდ მამაოებს დაკეპავენ თუ პასტორებს, რაბინებს, მოლებს, ბრაჰმანებს და სხვა რელიგიური მიმდინარეობის მოძღვრებსაც? პ.ს საერთოდ თუ იცნობ ერთ მასონს მაინც? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Robi Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 +1.. ამაზე არის უკვე ლაპარაკი.. და მგონი დიდი ხანიც არ დარჩაეს კი მეორე წინასწარმეტყველება ამაზე უკვე არის ლაპარაკის მთქმელი წესით უნდა პასუხობდეს კითხვას ვინ ლაპარაკობს ამაზე? რატომ გგონია რომ დიდი ხანი აღარ დარჩა მამაოების დაკეპვამდე ხილვა ხომ არ გქონდა? პ.ს კითხვა იგივე ერთ მასონს მაინც თუ იცნობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Oberyn Posted December 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2010 ყველა აზრი ნეგატიური რელიგიაზე... რწმენის ძალას და სარგებლობას ვერცერთი ყოფილი მორწმუნე და მოაზროვნე ვერ უარყოფს. საზოგადოებას ჭირდება რწმენა და შესაბამისად რელიგია - რწმენების ერთიანი სისტემა, რომელიც ყველასთვის ერთნაირი იქნება - ერთი მორწმუნე ადამიანი შეხედავს სხვა მისსავე მორწმუნეს, კიდევ სხვას და დაასკვნის, რომ გიჟი არ არის და სხვასაც სჯერა. ასევე სხვა ადამიანებიც, ერთმანეთს ეხმარებიან რწმენის გამყარებაში. რელიგიის არარსებობის შემთხვევაში, როცა ყველას თავ-თავისი გამორჩეული რწმენები აქვს და გარშემო თანამოაზრეებს ვერ ნახავენ, საბოლოოდ კამათით ან ჩხუბით ერთ საერთო რელიგიას ჩამოაყალიბებენ, ან უკლებლივ ყველა გაათეისტდება, გახდება ურწმუნო და სკეპტიკოსი. მაგრამ ზევით ვახსენე რწმენა ძალაათქო - იმ საზოგადოებას, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, ჩვენ შემთხვევაში - ძირითადად ეკონომიკური სიდუხჭირე - ჭირდება რაღაც, რაც ცხოვრების იმედს მისცემს, ყურების ჩამოყრის და სასოწარკვეთილების უფლებას არ მისცემს. სხვა შემთხვევაა ევროპა, სადაც სოციალური მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, იქ აქვთ უფლება ათეისტები იყვნენ, რადგან ღმერთი აღარ ჭირდებათ, ისედაც ახერხებენ თავის გატანას. იქ ათეიზმი თავისით მოვიდა, განათლებასთან და ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად. აქ, საქართველოში კი ხალხის გაათეისტებაზე და რელიგიის მოსპობაზე ზრუნვა არ დაგვეხმარება. რელიგია უნდა დავიხმაროთ და გამოვიყენოთ როგორც იმედი, ძალა, ბიძგი და როცა ევროპას გავუტოლდებით, მაშინ უკვე აღარც ასეთი ათეისტობა-კაი-ტიპობაა საზოგადოება გვეყოლება. ვინც ამ მხარეს საკმარისად იფიქრებს, თავისით გახდება ათეისტი, ვინც არა - იმას ღმერთმა ხელი მოუმართოს და რწმენის ის ძალა მისცეს, რომელიც ჭირდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.