Jump to content
Planeta.Ge

გუბაზ სანიკიძე - სააკაშვილი კატილინას ჰგავს


Recommended Posts

ძუკუ

ერთი რამე ვერ გავიგე კატილინას რაში გავს? სიმამაცეში რომ არა ეს გასაგებია, მაგრამ ის კაცი სულ შეთქმულებებს აწყობდა და სულ მარცხდებოდა. ამან ერთი მოაწყო ედიკასთან და გაიმარჯვა.

გუბაზას მე დიდი ხანია სერიოზულად ვერ აღვიქვავ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ხშირად ვიღებ შენიშვნას იმაზე, რომ თითქოს ვემუქრები ან ვითომ შეურაცვყოფ ვინმეს. ფორუმელებს მინდა ავუხსნა ერთი - მე არ ვიმუქრები, ეს ჩემი რეაქციაა იმ ამაზრზენ ქმედებაზე, რასაც რუსეთ-საქართველოს ათეულ წლობით ომს სააკააშვილის ხუდღიან ავანტიურად რომ ნათლავენ იმაზე. მეორე მე შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ ქვეყნის ინტერესების შეგნებულად შემლახველს, რადგან ის უკვე არაკაცია, ხოლო შუგნებლად , უნებლიეთ ამგვარივე საქციელის ჩამდენი ნახევარგანათლებული გონებაშეზღუდულობის ავთვისებიანი ფორმაა, ამნაირს რაღა შეურაცხყოფა მიეყენება?!

იმაზე მეტი მუქარა - წამართვა არსებობის უფლება და ისიც რომელიმე პირის, გამო, სახელმწიფო ინტერესები შესწირო ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერს, ამაზე დიდი საფრთხე არ არსებობს, არც მუქარა და არც შეურაცხყოფა გადაწონის ნებისმიერი პირისა იმ ამაზრზენ ქმედებას, რასაც ზოგიერთი ინდივიდი შვრება. აგვისტოს მოვლენების შესწავლამ დაადასტურა - პასუხის გაცემა დიდი რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ გაამართლა! საქართველოს აღარ ჰყავს "მიროტვორეცით" იმუნიზირებული და უფლებამოსილი აგრესორი, ახლა რუსეთი იმ ოკუპირებულ ნაწილშია ჩაკეტილი, რომელიც ისდაც მათ მიერ "მიროტვორცობით" იყო ხელში ჩაგდებული და საიდანაც ყოველდღე ისროდნენ და ხოცავდნენ ქართველებს. რისეთს აღარ ჰქვია "მშვიდობისმყოფელი", და ამის შემდეგ ნებისმიერი ქართველის მკვლელობა უკვე საოკუპაციო ძალის - რუსეზთის პასუხისმგებლობის ქვეშაა განხილული. აგერ ტირძნისელი ბავშვების მოტაცებისას, მსფლიო რუსეთს სთხოვდა პასუხს, ასევეა სხვა ძალადობისას. ამგვარი რამე შეუძლებელი იყო გაეროსა და ეუთოს მიერ რუსის მანდატირებული "მიროტვორცობისას". ახლა რუსი ოკუპანტია და მოძალადე. ახლა რუსს აქვს პალესტინიზაცია საკუთარ ბარდაკში- რომელსაც ფედერაციას ეძახის თავად. საგულისხმოა, რომ რუსეთის ამ შიდა არეულობაში მთელი მსოფლიოა დაინტერესებული, იმდენად დაღალა ამ კრემლის იმბეცილურმა აგრესიამ მსოფლიო!. რუსეთის სახელმწიფოებრივი დაცემა იმ დონემდე მივიდა, რომ, გეორგიევსკის ბრწყინვალე სასახლეში სეპარარტისტული ქურდბაცაცებს საპრეზიდენტო შეხვედრებს უწყობენ და ამგვარი ჯამბაზური "პრიზნანიეთი" საკლუთარ სახელმწიფოს აფეთქებენ, იაპონია ოკუპანტს ეძახის რუსეთს, ამ გიგანტს "მისტრალის" შესყიდვაც კი დიდ ალიაქოთად უჯდება, ხოლო სახელმწიფოს მესვეურების (პუტინის ) გადაგდება ხომ ლამისაა ყოვედღიურ საქმიანობად ექცათ მისსავე მოკავშირეებსა (ბელორუსიის, ს ნ გ-ს მაგალითი, შოს-ისგან რუსული უსაფრთხოების სისტემის დევალვირება გულგრილობით, ინდოეთისაგან რუსეთტან კონტრაქტების ჩაგდება ... ბოლოს კი გახშირებული აფეთქებების, ლამაზი ფეიერვერკების ფორმით) და ჩვეულებრივი კომპანიების ფილიალებსაც კი (ოპელ-ჯენერალ მოტორსის გერმანული ქვეგანყოფილება)

როგორ გგონიათ სალომეს გამო რომ ქვეყანამ დაკარგოს ჰააგის სასამართლოზე ლტოლვილთა უფლებების დაცვა, არის თუ არა საშიში პრეცედენტი იმისა, რომ ქართველების ხოცვა, გაძევება,გაუპატიურება, სახლების დაწვა გადასახლება საერთაშორისო კანონებისგან დაუსჯადი ქმედებად იქნება არაპირდაპირ აღიარებული? ვინ აგებს ერთ დროს სახელმწიფო მესვეურთა საუბრის, მსჯელობის, გინდაც ემოციური ნათქვამების (ისე დოკუმენტალური, მტკიცებითი მასალა არ არსებობს) შინაარსის სახალხოდ გამოტანით?!

Nუთუ ამ ამაზრზენი ზნედაცემულობის გამოყენება ვითომდა სააკაშვილის ჩამოსაგდებად, სინამდვილეში კი ჩემი სახელმწიფოს, საქართველოს მიმართ საშიში დარტყმის მიყენება გამართლებულ აქტად მიგაჩნიათ?

კინწმარიშვილისა და ზურაბიშვილის ზნედაცემულობა რატომ უნდა გახდეს ქვეყნის განადგურების ერთ-ერთი, გინდაც მცირე პირობა?! ერთი არაკაცის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება თუ მცირეა, ათასობით რაღას იზამენ, ის ხომ უკვე სერიოზული საფრთხეა საქართველოსათვის.

მე მიმაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფობრიობის შეურაცხყოფა, მისი ინტერესების ფეხქვეშგათელვა უფრო დიდი დანაშაულია საზოგადოების წინაშე, დამერე საკუთარი ჯიშ-ჯილაგისა და კაცობის წინაშე, ვიდრე პირადი შეურაცხყოფები! ვისაც წარსულში ჩარცენილს პირადი შეურაცხყოფა უფრო მნიშვნელოვან დანაშაულად მიაჩნია, ვიდრე სახელმწიფოს ინტერესების შელახვა, ის უბრალოდ ჟანღიანი ნამგალ-ურო თავში გარჭობილი ისევ ძველ სსრკ-შია, სადაც მისთვის ყველაფერი სახემწიფოებრივი მოსკოვში იყო, ვიღაც მარაზმის ხელში, ხოლო საკუთრივ კაი მასტობა კი ყველაფერს ნიშნავდა...

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

რუსეთ-საქართველოს ათეუყლ წლობიტ ომს სააკააშვილის ხუდღიან ავანტიურად რომ ნათლავენ იმაზე.

როგორც სატურნი იტყოდა, ერთი, მეორეს არ გამორიცხავს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

 

როგორც სატურნი იტყოდა, ერთი, მეორეს არ გამორიცხავს...

არ შეიძლება ათწლეულობით მიმდინარე ომი ხუთდღიან ავანტიურად მონათლო. როგორც გაგი იტყოდა, ამგვარი ზნედაცემულობა მხოლოდ საკუთარი ამბიციებით შეპყრობილ ისეთ ანაქრონისტულ ჰომო სოვეტიკუს პოლიტიკოსს აქვს, რომელსაც სახელმწიფობრიობა მოსკოვისადმი სამუდამოდ გადაბარებულ "დელად'მიაჩნია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ხშირად ვიღებ შენიშვნას იმაზე, რომ თითქოს ვემუქრები ან ვითომ შეურაცვყოფ ვინმეს. ფორუმელებს მინდა ავუხსნა
შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ ქვეყნის ინტერესების შეგნებულად შემლახველს, რადგან ის უკვე არაკაცია, ხოლო შუგნებლად , უნებლიეთ ამგვარივე საქციელის ჩამდენი ნახევარგანათლებული გონებაშეზღუდულობის ავთვისებიანი ფორმაა, ამნაირს რაღა შეურაცხყოფა მიეყენება?!

Gagi 67

დღეს ვორნი "დაგასაჩუქრეთ", მაგრამ თქვენ მაინც თქვენსას უბერავთ.

 

მოკლედ, დაისვენეთ ერთი დღე .

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...