analgin Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 (edited) ამ თემის დაწერა ნუკრიკოს შეკითხვებმა გადამაწყვეტინა, ნაციონალიზმის ირგვლივ. დავიწყებ იმით, რომ ნაციონალიზმი ქართული სიტყვა არაა და ნაციონალიზმი ქართულად ეროვნულობას ნიშნავს, მისი პირდაპირი მნიშვნელობით. ახნა რომ მეზარებოდეს ერთ კონტრშეკითხვას დაგისვამდი: "რატომ არის ეროვნულობა ცუდი?" და ამით დავამთავრებდი, მაგრამ ვინაიდან არ დავიზარე და ცალკე თემაც კი გავხსენი, თანმიმდევრობით და ცოტა მხატვრულ-იგავურად მივყვები. გავშიფროთ რა არის "ეროვნულობა" ანუ ნაციონალიზმი. ეს არის მოძღვრება (იდეოლოგია) ერთი, რომელიმე ერის (ეთნოსის, ნაციის) თვითმყოფადობის შესახებ. თვითმყოფადობაში იგულისხმება მხოლოდ ამ ერისთვის დამახასიათებელი ან ამ ერისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი მთელი რიგი ნიშან-თვისებები. ეს ნიშან-თვისებები თავის მხრივ, თვისობრივად შეგვიძლია დავყოთ კიდევ რამდენიმე ნაწილად: ტრადიციები - როგორ აღინიშნება ამ ერებში ბავშვის დაბადება, როგორი დამოკიდებულებაა ოჯახის წევრებს, ნათესავებს შორის, მეზობელ ოჯახებს, დასახლებებს შორის. როგორი ქორწინების, გარდაცვალების (წესის აგების), სტუმარ-მასპინძლობის, საკვების დამზადების და მისი ხმევის (სუფრის, ქეიფის...), მოსავლის აღების, სამუშოდ თუ საომრად გასვლა-წასვლის, ახლი წლის და ბუნების სხვადასხვა მოვლენის რიტუალური და საკულტო ღონისძიებები და წეს-ჩვეულებები აქვთ. შემეცნება - საუკუნეების მანძილზე დაკვირვების და მიღებული გამოცდილების შედეგად, როგორი მეთოდოლოგია ჩამოუყალიბდათ ბავშვის აღზრდის, სუბორდინაციის, მიწის დამუშავების, არქიტექტურის, ომის, სხვადასხვა ინსტრუმენტის, ჭურჭლის, აქსესუარების თუ ნებისმიერი ნაკეთობების შექმნის, ვაჭრობის, მეცხოველეობა-მესაქონელობის (მეფრინველეობის), მეთევზეობის, ნადირობის, წიაღისეულის მოპოვების, ჩაცმა-დახურვის, ექიმბაშობის და ა.შ. და ა.შ. კულტურა - რას, როგორ და რატომ ცეკვევენ, მღერიან, უკრავენ, ხატავენ, ძერწავენ და აქანდაკებენ, ქსოვენ, კერავენ, ჭედენ, აპირკეთებენ, აშენებენ. ენა - კომუნიკაციის საშუალება, მისი დიალექტები, გავრცელების დიაპაზონი და ა.შ. რწმენა - ძირითადი გავრცელებული რელიგია, რომელიც ნებისმიერ ეთნოსში ერთერთი უმთავრესი წინაპირობაა ყველა დანარჩენი წინარე ნიშან-თვისებებისა, გარდა ენისა და ენასთან ერთად. ეროვნულობა მეტ-ნაკლებად დავადგინეთ რაც არის და რა არის სახელმწიფო? სახელმწიფო არის ერთი ან რამდენიმე საერთო ნიშან-თვისებებით გაერთიანებული საზოგადოების კრებული, რომლებიც ერთმანეთის მომიჯნავედ ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.მსოფლიოში სულ ორგვარი სახელმწიფოები არსებობენ. ერთნი, რომელნიც დაფუძნებულნი და გაერთიანებულნი არიან ეროვნულობაზე, ანუ სწორედ იმ ნიშან-თვისებათა ერთიანობაზე, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაზე, რომლებიც მე ზემოთ ჩამოვთვალე და მეორენი, რომელთაც არცერთი მათგანი არ გააჩნიათ და თვითონ ქმნიან მას. მსოფლიოს ისტორიის მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ყველა ერმა, რომელმაც ეროვნულობა დაკარგა, სახელმწიფოც დაკარგა. ვინც შეინარჩუნა კი, კვლავაც არსებობს.თვალსაჩინოებისათვის გადახედეთ გნებავთ სამხრეთ და გნებავთ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებს, განა იქ ინდიელები აღარ არიან? არიან და სამხრეთ ამერიკაში უმრავლესი ნაწილიც არიან, მაგრამ ისინი ეხლა ესპანურად (ინგლისურად, ფრანგულად, პორტუგალიურად) მოსაუბრე კათოლიკეები და პროტესტანტები არიან, რომლებიც მადლიერების დღეზე ინდაურს მიირთმევენ. მათი სახელები მხოლოდღა სხვადასხვა სატრანსპორტო თუ საბრძოლო ტექნიკაზე გვხვდება. თუკი მეტყვით, რომ ისინი ომებმა გაანადგურა, ეს არაა მართალი. მაშ, როგორღა გადარჩა გაცილებით მცირერიცხოვანი საქართველო, სომხეთი და ბოლს და ბოლოს ისრაელი? განა ამათ არ ჰქონიათ ომები და გაცილებით მეტი??? იმით, რომ საუკუნეებს გაუძლეს და ეროვნული თვითმყოფადობა შეინარჩუნეს. ასე, რომ ჩემის მოკრძალებული აზრით, ნაციონალიზმი არათუ ცუდია, საუკეთესო და უმთავრესი საშუალებაა სახელმწიფოს შესანარჩუნებლად, მისი შემადგენელი ნიშან-თვისებების სრული სპექტრის დაცვით, რამეთუ დღეს თუ ერთს დავკარგავთ, ხვალ უცილობლად მეორეს მივაყოლებთ და ა.შ. და დავემსგავსებით დედაბუნებას მოწყვეტილ ცირკის დათვს, რომელმაც აღარც ნადირობა იცის, აღარც სირბილი, აღარც ჯანი ერჩის და კომფორტს მიჩვეულს საკუთარი თავის შენახვის და გადარჩენის თითქმის ყველა უნარი დაკარგული აქვს. დაკარგული აქვს დათვური ნიშან-თვისებები. სამაგიეროდ ველოსიპედის ტარება, ორ ფეხზე სირბილი და ბურთის თამაში იცის, ასევე სამბა და მაკარენა.განსაკუთრებით კი რელიგიის და ენის შენარჩუნებაა საჭირო, რადგან როგორც აღვნიშნე მისგანაა წარმოშობილი ეროვნულობის საიდენტიფიკაციო და მასაზრდოებელი სხვა კომპონენტები და შესაბამისად, მისი დაკარგვით ყველა სხვას და მასთან ერთად სახელმწიფოს დავკარგავთ დროთა განმავლობაში. Edited December 4, 2009 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 analgin ასე, რომ ჩემის მოკრძალებული აზრით, ნაციონალიზმი არათუ ცუდია, საუკეთესო და უმთავრესი საშუალებაა სახელმწიფოს შესანარჩუნებლად, ერთერთი საუკეთესო, ასე ვიტყოდი და მახინჯი ფორმები არ უნდა მიიღოს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 (edited) მაგასაა რომ ვასწავლი აქ ჩემს შვილს ლაშას,რომ ქართველია და თავის ტრადიციები უნდა იცოდეს და უყვარდეს,თორემ გადაშენება უწერია ჩემს ჯიშს და ჯილაგს.ჩემი მხრიდან ვამბობ ჩემს გვარზე ამას. Edited December 4, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 5, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 analgin ერთერთი საუკეთესო, ასე ვიტყოდი და მახინჯი ფორმები არ უნდა მიიღოს! მახინჯ ფორმაში რას გულისხმობ? ან როგორ უნდა "მიიღოს"? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 analgin მახინჯ ფორმაში რას გულისხმობ? ან როგორ უნდა "მიიღოს"?ფაშიზმი, შოვინიზმი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 ასე, რომ ჩემის მოკრძალებული აზრით, ნაციონალიზმი არათუ ცუდია, საუკეთესო და უმთავრესი საშუალებააanalgin აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები. უბრალოდ დავამატებ, რომ "ზეპატრიოტი" ქართველების სათამაშოდ არ უნდა გავხადოთ ნაციონალიზმი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 5, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 analgin ფაშიზმი, შოვინიზმი... შოვინიზმი ავადმყოფობა და გოიმობაა, აი ფაშიზმამდე მისვლას კიდე ერთი ადგილი უნდა, რომელიც ქართველებს არ გვაქვს, ასე. რომ ეგ საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება ...ისე, როგორც სოციალიზმის პიკია კომუნიზმი, ასევე ფაშიზმი ლიბერალიზმის საბოლოო მიზანია. ამიტომ ვეკიდები ამ მოძღვრებას ფრთხილად, თუმცა სხვა მიმდინარეობებს მირჩევნია, მცირედით, მაგრამ მაინც. მთავარი ზომიერებაა. არც ეს გვაქვს ქართველებს.გაუთვითცნობიერებელო რადიკალო ლიბერასტებო, ან აღვირის ხმარება ისწავლეთ, ან საერთოდ ჩამოდით მაგ ბედაურიდან, თორემ გადაგჩეხავთ თქვენ ეგ მერანი ფაშიზმის უფსკრულში დამოგიწევთ მაგ კიკინების შეჭრა და ჭრელა-ჭრულა მაისურების გახდა და ივლით მერე ესე:http://msnbcmedia1.msn.com/j/msnbc/Components/Photos/060826/060826_nazis_hmed_8p.hmedium.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 analgin აი ფაშიზმამდე მისვლას კიდე ერთი ადგილი უნდა, რომელიც ქართველებს არ გვაქვს, ასე.ბოლო 15 წლის ნეუდაჩებით ნუ იმსჯელებ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 analgin ფაშიზმი ლიბერალიზმის საბოლოო მიზანია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 (edited) არ არსებობს ის მკაფიო ფორმულა ან ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით განვსაზღვრავთ, სად და როდის არსებობს ან არ არსებობს ერი. ენა - ხშირად თვლიან, რომ ენა არის ყველაზე მკაფიოდ გამოხატული მახასიათებეკლი. ენა შეიცავს საგნებისა და მოვლენებისადმი გარკვეულ დამოკიდებულებას, ღირებულებებსა და გამოხატვის ფორმებს, რომლებიც ამ ენაზე მოსაუბრეთა შორის მსგავსებისა და საერთო ჯგუფისადმი კუთვნილების შეგრძენას იწვევს. გერმანული ნაციონალიზმი, დაფუძნებული იყო კულტურულ ერთობაზე, რაც გერმანული ენის სიწმინდესა და შენარჩუნებაში აისახა. ერები ასევე ძალიან მგრძნობიარენი იყვნენ სხვა ენების მხრიდან მათი ენის აღრევისა და შევიწროვების მიმართ. მაგ: კანადაში კვებეკელები იმით გამოიყოფიან სხვა დანარჩენ მოსახლეობისგან რომ ფრანგულად მეტყველებენ. მაგრამ ამის გარდა გვაქვს სხვა მაგალითებიც, საერთო ენა გააჩნიათ ამერიკელებს, ინგლისელებს, ავსტრალიელებს, ახალ ზელანდიელებს მარა ისინი არ თვლიან საერთო ერის წარმომადგენლებად თავს, როგორც ავსტრიელები და გერმანელები. ყველაზე კარგი მაგალითია სამ ენაზე მოსაუბრე შვეიცარია (გერმანული, ფრანგული და იტალიური ენები) ასე რომ არ არის აუცილებელი ენა იყოს ერის გამაერთიანებელი, თუმცა ზოგჯერ ხელს უწყობს კიდეც. რელიგია - რელიგია ზოგიერთის აზრით ეროვნულობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. იგი გამოხატავს საერთო მორალურ ღირებულებებსა და სულიერ მრწამს. ჩრდილო ირლანდიაში ერთ ენაზე მოსაუბრე ირლანდიელებს რელიგია ჰყოფს. მაგრამ ასევე არსებობს უუამრავი ერი სადაც რელიგიური მრავალფეროვნებაა და ის არ უშლის ხელს ერად ჩამოყალიბებას, მაგ: გერმანია სადაც პროტესტანტები და კათოლიკები არიან. შვედები რომლის მოსახლეობის 80% ათეისტია, არ გაყოფილა ორ ნაწილად ერი (ათეისტებად და პროტესტანტებად) ამერიკის შეერტებული შტატები და სხვა მრავალი. ისტორია - საერთო ისტორიას დიდი როლი აქვს. ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის ხშირად გამოიყენება წარსულის ღირსშესანიშნავი მოვლენები, ეროვნული დამოუკიდებლობის ან ეროვნული ლიდერის დაბადების დღე. მაგალითად აშშ-ში "დამოუკიდებლობის დღე" საფრანგეთში "ბასტილიის აღების დღე" და ა.შ. მეროე მხრივ ნაციონალური გრძნობები შეიძლება უფრო მეტად საერთო მომავლის იმედებს ეფუძვნება, ვიდრე წარსულს. ეს ეხება იმიგრანტებს, რომლებმ,აც გაიარეს ნატურალიზაციის პროცესი და ამის აშკარა მაგალითია აშშ. ამერიკლების უმრავლესობას არაფერი საერთო არ აქვთ ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაშI მიღებული, ამ მოვლენიდან ისინი დიდი ხნის შემდეგ ჩავიდნენ ამერიკაში, ასე რომ მათ წინაპრებს საერტო არაფეერი აქვთ ამ დღესასწაულზე. ამერიკული ნაციონალიზმი ნაკლებად ეყრდნობა საერთო ისტორიას, მას ასაზროდებს ერთგულება კონსტიტუციისა და ლიბერალურ ღირებულებების მიმართ. დანარჩენს მერე გავაგრძელებ.......... Edited December 5, 2009 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 შოვინიზმი ავადმყოფობა და გოიმობაა, აი ფაშიზმამდე მისვლას კიდე ერთი ადგილი უნდა, რომელიც ქართველებს არ გვაქვს, ასე. რომ ეგ საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება ...ისე, როგორც სოციალიზმის პიკია კომუნიზმი, ასევე ფაშიზმი ლიბერალიზმის საბოლოო მიზანია. ამიტომ ვეკიდები ამ მოძღვრებას ფრთხილად, თუმცა სხვა მიმდინარეობებს მირჩევნია, მცირედით, მაგრამ მაინც. მთავარი ზომიერებაა. არც ეს გვაქვს ქართველებს.გაუთვითცნობიერებელო რადიკალო ლიბერასტებო, ან აღვირის ხმარება ისწავლეთ, ან საერთოდ ჩამოდით მაგ ბედაურიდან, თორემ გადაგჩეხავთ თქვენ ეგ მერანი ფაშიზმის უფსკრულში დამოგიწევთ მაგ კიკინების შეჭრა და ჭრელა-ჭრულა მაისურების გახდა და ივლით მერე ესე:http://msnbcmedia1.msn.com/j/msnbc/Components/Photos/060826/060826_nazis_hmed_8p.hmedium.jpgჩვენი ლიბერასტების საბოლოო მიზანი ეგ კი არა გეი პარადის ჩატარებააა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 ტრადიცია - იმ ღირებულებების, ადათ-წესებისა და ინსტიტუტების დაცვა, რომლებმაც გაუძლო დროს და კერძოდ თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ლიბერალები ამტკიცებენ, რომ სოციალური ინსტიტუტები მათი არსებობის ხანგრძლივობის მიხედვით კი არ უნდა შეფასდეს არამედ იმის მიხედვით რამდენად სრულად აკმაყოფილებს ისინი ადამიანთა მოთხოვნილებებს და ინტერეს. მაგალითად ლიბერალთა აზრით მონარქია ამჟამად ზედმეტ ინსიტუტად მიიჩნევა და მის გაუქმებას მოითხოვენ..ბევრი მიიჩნევს რომ ადათ-წესი და ინსტიტუტები უცვლელად უნდა იქნას შენარჩუნებული, რადგან მათ ისტორიის გამოცდას გაუძლეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 როგორია ქართული ტრადიცია? ვინაიდან და რადგანაც ქართველები მარტო ფეოდალურ და საბჭოთა სისტემაში ვცხოვრობდით, ჩვენთან მოხდა იმგვარ ადათ-წესების შემოღება რომელიც დამახასიათებელი იყო ფეოდალურ ან საბჭოთა საზოგადოებისთვის. ფეოდალურ სამყარიოში სათანადოთ არ ესმოდათ, რომ ინდივიდს საკუტარი ინტერესები ან მხიოლოდ მისთვის დამახასიათებელი იდენტობა ჰქონდა. მაშინ ადამიანი იმ სოციალური ჯგუფის წევრად თვლიდნენ, რომელსაც იგი ეკუთვნოდა: ოჯახი, სოფელი, ადგილობრივი თემი ან სოციალური კლასი. მმათ ყოფას და იდენტობას მნიშვნელოვანწილად იმ ჯგუფის ბუნება განსაზღვრავდა, რომელიც თავსი განვითარების გზაზე თაობიდან თაობამდე თითქმის არ იცვლებოდა. უფროსების ოპატივისცემის ტრადიცია არ გულისხმობდა მხოლოდ მათთვის ზრდილობიან მოპყრობას, არამედ გულისხმობდა მათი ბრძანებების და მოთხოვნების უპირობო მორჩილებას. ასე იქმებოდა მკაცრად იერარქიული სისტემა. ეს ის ადათ-წესებია რომელიც ადამიანებს მკაცრ წესებისადმი უპირობო მორჩილებას მოითხოვს. თანჯამედროვე სამყაროში მოხდა ადამიანის განთავისუფლება, მაინც ისე ვაღარ კონტროლდება ადამიანის ცხოვრება როგორც აქამდე კონტროლირდებოდა, შესაბამისად დღესდღეობით ეს სიმკაცრე მარგინალობად იქცა, რასდგან აღარ არსებობს ის მექანიზმი რომელსაც გამოიყენებ იმ ადამიანების მიმაართ ვინც ამ ადათ-წეს არღვევს. ადათ-ესისადმი სიყვარული ესაა სტაბილურობისადმი ლტოლვა, რადგან ცვალებად სამყაროში სადაც მუდამ ახალი ღირებულებები ინერგებბა, იქ ადამიანები სტაბილურობის განცდას კარგავენ.. ამიტომ ისინი ეძებენ თავშესაფარს ტრადიციებში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 ამ თემის დაწერა ნუკრიკოს შეკითხვებმა გადამაწყვეტინა, ნაციონალიზმის ირგვლივ. დავიწყებ იმით, რომ ნაციონალიზმი ქართული სიტყვა არაა და ნაციონალიზმი ქართულად ეროვნულობას ნიშნავს, მისი პირდაპირი მნიშვნელობით. ახნა რომ მეზარებოდეს ერთ კონტრშეკითხვას დაგისვამდი: "რატომ არის ეროვნულობა ცუდი?" და ამით დავამთავრებდი, მაგრამ ვინაიდან არ დავიზარე და ცალკე თემაც კი გავხსენი, თანმიმდევრობით და ცოტა მხატვრულ-იგავურად მივყვები. გავშიფროთ რა არის "ეროვნულობა" ანუ ნაციონალიზმი. ეს არის მოძღვრება (იდეოლოგია) ერთი, რომელიმე ერის (ეთნოსის, ნაციის) თვითმყოფადობის შესახებ. თვითმყოფადობაში იგულისხმება მხოლოდ ამ ერისთვის დამახასიათებელი ან ამ ერისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი მთელი რიგი ნიშან-თვისებები. ეს ნიშან-თვისებები თავის მხრივ, თვისობრივად შეგვიძლია დავყოთ კიდევ რამდენიმე ნაწილად: ტრადიციები - როგორ აღინიშნება ამ ერებში ბავშვის დაბადება, როგორი დამოკიდებულებაა ოჯახის წევრებს, ნათესავებს შორის, მეზობელ ოჯახებს, დასახლებებს შორის. როგორი ქორწინების, გარდაცვალების (წესის აგების), სტუმარ-მასპინძლობის, საკვების დამზადების და მისი ხმევის (სუფრის, ქეიფის...), მოსავლის აღების, სამუშოდ თუ საომრად გასვლა-წასვლის, ახლი წლის და ბუნების სხვადასხვა მოვლენის რიტუალური და საკულტო ღონისძიებები და წეს-ჩვეულებები აქვთ. შემეცნება - საუკუნეების მანძილზე დაკვირვების და მიღებული გამოცდილების შედეგად, როგორი მეთოდოლოგია ჩამოუყალიბდათ ბავშვის აღზრდის, სუბორდინაციის, მიწის დამუშავების, არქიტექტურის, ომის, სხვადასხვა ინსტრუმენტის, ჭურჭლის, აქსესუარების თუ ნებისმიერი ნაკეთობების შექმნის, ვაჭრობის, მეცხოველეობა-მესაქონელობის (მეფრინველეობის), მეთევზეობის, ნადირობის, წიაღისეულის მოპოვების, ჩაცმა-დახურვის, ექიმბაშობის და ა.შ. და ა.შ. კულტურა - რას, როგორ და რატომ ცეკვევენ, მღერიან, უკრავენ, ხატავენ, ძერწავენ და აქანდაკებენ, ქსოვენ, კერავენ, ჭედენ, აპირკეთებენ, აშენებენ. ენა - კომუნიკაციის საშუალება, მისი დიალექტები, გავრცელების დიაპაზონი და ა.შ. რწმენა - ძირითადი გავრცელებული რელიგია, რომელიც ნებისმიერ ეთნოსში ერთერთი უმთავრესი წინაპირობაა ყველა დანარჩენი წინარე ნიშან-თვისებებისა, გარდა ენისა და ენასთან ერთად. ეროვნულობა მეტ-ნაკლებად დავადგინეთ რაც არის და რა არის სახელმწიფო? სახელმწიფო არის ერთი ან რამდენიმე საერთო ნიშან-თვისებებით გაერთიანებული საზოგადოების კრებული, რომლებიც ერთმანეთის მომიჯნავედ ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.მსოფლიოში სულ ორგვარი სახელმწიფოები არსებობენ. ერთნი, რომელნიც დაფუძნებულნი და გაერთიანებულნი არიან ეროვნულობაზე, ანუ სწორედ იმ ნიშან-თვისებათა ერთიანობაზე, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაზე, რომლებიც მე ზემოთ ჩამოვთვალე და მეორენი, რომელთაც არცერთი მათგანი არ გააჩნიათ და თვითონ ქმნიან მას. მსოფლიოს ისტორიის მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ყველა ერმა, რომელმაც ეროვნულობა დაკარგა, სახელმწიფოც დაკარგა. ვინც შეინარჩუნა კი, კვლავაც არსებობს.თვალსაჩინოებისათვის გადახედეთ გნებავთ სამხრეთ და გნებავთ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებს, განა იქ ინდიელები აღარ არიან? არიან და სამხრეთ ამერიკაში უმრავლესი ნაწილიც არიან, მაგრამ ისინი ეხლა ესპანურად (ინგლისურად, ფრანგულად, პორტუგალიურად) მოსაუბრე კათოლიკეები და პროტესტანტები არიან, რომლებიც მადლიერების დღეზე ინდაურს მიირთმევენ. მათი სახელები მხოლოდღა სხვადასხვა სატრანსპორტო თუ საბრძოლო ტექნიკაზე გვხვდება. თუკი მეტყვით, რომ ისინი ომებმა გაანადგურა, ეს არაა მართალი. მაშ, როგორღა გადარჩა გაცილებით მცირერიცხოვანი საქართველო, სომხეთი და ბოლს და ბოლოს ისრაელი? განა ამათ არ ჰქონიათ ომები და გაცილებით მეტი??? იმით, რომ საუკუნეებს გაუძლეს და ეროვნული თვითმყოფადობა შეინარჩუნეს. ასე, რომ ჩემის მოკრძალებული აზრით, ნაციონალიზმი არათუ ცუდია, საუკეთესო და უმთავრესი საშუალებაა სახელმწიფოს შესანარჩუნებლად, მისი შემადგენელი ნიშან-თვისებების სრული სპექტრის დაცვით, რამეთუ დღეს თუ ერთს დავკარგავთ, ხვალ უცილობლად მეორეს მივაყოლებთ და ა.შ. და დავემსგავსებით დედაბუნებას მოწყვეტილ ცირკის დათვს, რომელმაც აღარც ნადირობა იცის, აღარც სირბილი, აღარც ჯანი ერჩის და კომფორტს მიჩვეულს საკუთარი თავის შენახვის და გადარჩენის თითქმის ყველა უნარი დაკარგული აქვს. დაკარგული აქვს დათვური ნიშან-თვისებები. სამაგიეროდ ველოსიპედის ტარება, ორ ფეხზე სირბილი და ბურთის თამაში იცის, ასევე სამბა და მაკარენა.განსაკუთრებით კი რელიგიის და ენის შენარჩუნებაა საჭირო, რადგან როგორც აღვნიშნე მისგანაა წარმოშობილი ეროვნულობის საიდენტიფიკაციო და მასაზრდოებელი სხვა კომპონენტები და შესაბამისად, მისი დაკარგვით ყველა სხვას და მასთან ერთად სახელმწიფოს დავკარგავთ დროთა განმავლობაში.კარგი ნამუშევარია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 (edited) ადათ-ესისადმი სიყვარული ესაა სტაბილურობისადმი ლტოლვა, რადგან ცვალებად სამყაროში სადაც მუდამ ახალი ღირებულებები ინერგებბა, იქ ადამიანები სტაბილურობის განცდას კარგავენ.. ამიტომ ისინი ეძებენ თავშესაფარს ტრადიციებში...ახალი ღირებულება რა? ჰომოფობიის პრობლემებზე საუბარი? უმცირესობების უფლებების დაცვა და ათასი რაღაც თითიდან გამოწოვილი სისულეები,დასავლური საზოგადოება კრიზისშია, მომხმარებლური საზოგადოება,ჭამა სმა სექსი და საუბრები ჰომოფობიაზე, ტოლერანტობაზე და ჰუმანიტარული დახმარება აფრიკულ ქვეყნებს,სადაა ადამიანი, პიროვნება, სული,მოკდა, მოკდა, ევროპელი ადამიანი არის ტრუპი, გამოშიგნული არსება,ცხოველურ ინსტიქტებამდეა დაყვანილი ყველაფერი,კომფორტული ცხოვრება რომლის საშუალებითაც გამარტივებულია ფიზიოლოგიური პრობლემების დაკმაყოფილება, ესაა და ეს დღეს დასავლური ცივილიზაცი Edited December 5, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.