T_A_T Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 საწყენად არ მიიღოტ -ძალიან მომწონს ეს ფორუმი მარა ესე უხვად ამ გოგოზე თEემბის ხსნა ყველა რაკურსში , ჩემსგან დაწუნებულ ერტ ფორუმს მაგონებს სადაც ერტმორწმუნეობაზე და ჩრდილოელ მეზობელზე იხსნებოდა თემები...მავანისტვის გამაღიზიანებელი არ იყოს...მეორე მავანისთვის კი თავში ამვარდნელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 4, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 საწყენად არ მიიღოტ -ძალიან მომწონს ეს ფორუმი მარა ესე უხვად ამ გოგოზე თEემბის ხსნა ყველა რაკურსში , ჩემსგან დაწუნებულ ერტ ფორუმს მაგონებს სადაც ერტმორწმუნეობაზე და ჩრდილოელ მეზობელზე იხსნებოდა თემები...მავანისტვის გამაღიზიანებელი არ იყოს...მეორე მავანისთვის კი თავში ამვარდნელი თეაზე არ არის ეს თემა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 4, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 (edited) choxa ხელისუფლებას პირველ რიგში, მერე ე.წ. "ლიბერალებს", საპატრიარქოს, ოპოზიციას, ურწმუნოებს და მორწმუნეებს მოკლედ ყველას ის რაც დღეს ხდება, მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ზედაპირული და თუთბერიძისებრთა მიერ გასართობად ან საკუთარი სახელის "უკვდავსაყოფად" ქცეული კამპანია ამ მოვლენების ფესვები გაცილებით შორსმიმავალი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ შედეგებზე აშკარაა, მავანს ძალიან სურს, რომს საქართველოში შიდადაპირისპირება, საზოგადოების გახლეჩვა და კონფრონტაცია მოხდესეს არ მოხერხდა პოლიტიკურ ნიადაგზე, რადგან ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც (უფრო მეტად ამ უკანასკნელს), ეყოთ გონი და არ დაუშვეს დაპირისპირება მითუმეტეს არ და ვერ მოხდება დაპირისპირება სოციალურ ნიადაგზე, ამის მაგალითები არსებობს და მოქალაქეთა პროტესტი, არასოდეს გადასულა სხვისი ქონების ხელყოფაში ან განადგურებაში ყველაზე მტკივნეულად, როგორც აღმოჩნდა საზოგადოება რელიგიურ თემებს აღიქვამს და საფრთხეც სწორედ აქაა მე კარგად მესმის, რომ თავისუფლების ინსტიტუტი ამ ყველაფრის უკან მარტო არ დგას, უმეტესობა იმ აზრზეა, რომ ეს გეგმიური შეტევები ხელისუფლების მიერაა ორგანიზებული, თუმცა ამ ვერსიისაც ბოლომდე არ მჯერა, რადგან საზოგადოებაში თავისუფლების ინსტიტუტი ხელისუფლებასთან ასოცირდება და ხელისუფლებაში კი ნამდვილად არ სხედან იმ დონის უტვინოები, რომ ვერ ხვდებოდნენ - ეს ყველაფერი სწორედ მათ ისედაც განადგურებულ იმიჯს, რეპუტაციას ურტყავს ფაქტია, რომ საპატრიარქოზე შეტევები საზოგადოებაში რადიკალურ განწყობას მაღლა სწევს არაა გამორიცხული ამ ნიადაგზე მცირე დაპირისპირებები, ფიზიკური შეხლა შემოხლის ჩათვლით (ამის ჩანასახი უკვე გამოიკვეთა), რაც შეიძლება უმართავ პროცესებში გადაიზარდოს მით უმეტეს ამ პროცესში საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელით სპეკულირება, მისი ავტორიტეტის ბინძური მიზნებისათვის გამოყენება, კიდევ უფრო ამუქებს ფონს საზოგადოებაში ისედაც დიდი კონცენტრაციითაა დაგროვებული აგრესია, პროტესტი და უარყოფითი ემოციები და მათი განმუხტვა არ მომხდარა, პირიქით, კონცენტრაცია იზრდება და სად ამოხეთქავს კაცმა არ იცის მიზეზი შეიძლება სულაც "უმნიშვნელო", ბანალური იყოს, მაგრამ შედეგი კატასტროფული იქნება ამის დაშვება კი არ შეიძლება მაშ რატომ ვაკეთებთ ამას? რატომ ვეთამაშებით ცეცხლს? არ მინდა ვირწმუნო ვერსიის, თითქოს ხელისუფლებას საპატრიარქოს ავტორიტეტი აფრთხობს და მის დისკრედიტაციას ცდილობს როდესაც ამის საჭიროებაა, მშვენივრად და შეხმატკბილებულად მოქმედებენ ერთად ხელისუფლება და საპატრიარქო და ეს უკანასკნელი არათუ საფრთხეს უქმნის ხელისუფლებას, მე ვიტყოდი პირიქით - გარკვეულწილად მეხამრიდის, ფარის ფუნქციასაც ასრულებს მაშ ვის ინტერესშია საპატრიარქოს დისკრედიტაცია ათასი ჭორ-მართალით და ამით საზოგადოებაში დაპირისპირების ზრდა, უარყოფითი ენერგიისათვის გამოსავლის ჩიჩქნა და კონფრონტაციის პროვოცირება? ყველაზე თვალსაჩინო პასუხი - რუსეთია მას და მხოლოდ მას აწყობს საქართველოს შიგნიდან აფეთქება, კიდევ უფრო დასუსტება და საბოლოოდ დაცემა, ეს კი არ მოხდება თუ საზოგადოება არ გაიხლიჩა, არ დაუპირისპირდა ერთმანეთსამ დაპირისპირების მშვენიერი ნიადაგი კი როგორც ვთქვი, რელიგიაა ძალიან კარგად მესმის, რომ თავისუფლების ინსტიტუტის პროპაგანდას აყოლილნი, არ არიან იმდენად მრავალრიცხოვანნი, რომ რეალური წინააღმდეგობა გაუწიონ "მეორე მხარეს", მაგრამ აქ საფრხე სხვა რამეშია, ძალაუნებურად ამ დაპირისპირებაში ჩართული აღმოჩნდება ხელისუფლება და საპროტესტო ტალღაც სწორედ მისკენ შეტრიალდება ბატონებო, ნუთუ ვერ აცნობიერებთ ამას?! და თქვენ, თავისუფლების ინსტიტუტის მესვეურნო, ნებსით თუ პირდაპირი განზრახვით, რუსეთის წისქვილზე რომ ასხამთ წყალს, თუ გიფიქრიათ ოდესმე?! ან ეგებ გგონიათ, რომ კაგებემ, მისი ბრძოლის მეთოდებმა არსებობა შეწყვიტეს საბჭოეთის დაშლასთან ერთად? ხომ არ გეჩვენებათ, რომ ვიღაცის უხილავი ხელი, იარაღად გიყენებთ საბედისწერო საქმეში?! მოკლედ თავი გაატოკეთ ყველამ!!! ესაა ჩემი პოზიცია ეს არის შენი პოსტი იქიდან დაკოპირებული და სასტიკათ არ გეთანხმები იმაში,რომ ამ საქმეში ხელისუფლება არ არის გარეული. Edited December 4, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.