lasha_alo Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 (edited) http://droni.ge/?article_id=183&lang=geoირაკლი ალასანია გასაქცევად ემზადება... ავტორი სოსო დევდარიანი „დრონი.ჯი“-მ ექსკლუზიურად დაადგინა, http://s42.radikal.ru/i095/0912/87/91eb13e12cb8.jpgრომ „ალიანსში“ სერიოზული პრობლემებია. გაერთიანების რღევის პროცესი უკვე დაიწყო, რაც შესაძლოა, ალასანია-სუბარის „ალიანსიდან“ გაქცევის საფუძველი გახდეს. „დრონი.ჯი“-მ პირველმა გაცნობათ „ალიანსის“ წევრების - დავით გამყრელიძისა და დავით უსუფაშვილის ჩხუბის შესახებაც.http://www.lookinfo.net/uploads/posts/1182584905_vjxbkjdj.jpg ამჯერად კი გთავაზობთ იმ პრობლემებს, რომელმაც შესაძლოა „ალიანსის“ დაშლა-არმოშლა გამოიწვიოს. საქმე ისაა, რომ „ალიანსშიც“ პოლიტ-ამბიციები სჭარბობს. ლიდერთა ერთი ნაწილი ისეა გაბერილი ამბიციით, რომ თავი კიტრი და ყველას უფროსი ჰგონია. http://www.gdn.ru/images/ogurec.jpg მართალია, ალასანია თავიდანვე ცდილობდა, რომ სიტუაცია დაებალანსებინა. თუმცა, გვიან, მაგრამ მაინც აღმოაჩინა, რომ ის უფრო „რესპების“ მძევალი და სათამაშო თოჯინაა, ვიდრე რეალური ლიდერი. http://acteurs.ru/wp-content/uploads/2009/08/x_6bbed659.jpg ალასანიას გარემოცვა შიშობს, რომ „რესპუბლიკელები“ მას პოლიტიკურ რესურსს მთლიანად შემოაფცქვნიან და ისე დაძირავენ, როგორც თავად არიან დაძირულ-ჩაძირულები. http://u-la-la.ru/uploads/posts/2009-07/1248781627_216949.jpg ალასანიას „გატყვავების“ პროცესი უკვე დაიწყო. ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ჟონავს ინფორმაცია, რომ ბატონ ირაკლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაც კი აღარ შეუძლია და იძულებულია უსუ-ბერძენ-ხიდას ტლინკებს დაემორჩილოს. http://media.aplus.by/uploads/posts/1198452370_2.jpg პრობლემაა დავით გამყრელიძე და მისი პარტიაც. ამ კაცს, ადრე, კახა თარგამაძის სახით მხოლოდ ერთი უფროსი ჰყავდა. მერე უფროსებს წარა-მარა იცვლიდა (ნიკო ლეკიშვილი, ედუარდ შევარდნაძე, ბადრი პატარკაციშვილი), მაგრამ ერთზე მეტი „ბოსი“ არასოდეს ჰყოლია. ახლა კი, საწყალი გამყრელიძე ისე გრძნობს თავს, როგორც ძნელადაღსაზრდელი ბავშვი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ხან „რესპები“ წამოარტყავენ მის პატივმოყვარეობას, ხანაც ალასანია-სუბარის დუეტი „აჭერს ფეხს მაზოლზე“. http://alligater.my1.ru/list/7_c.jpg გამყრელიძის გარდა, „ალიანსზე“ გული აქვთ აცრუებული მამუკა კაციტაძეს, დავით საგანელიძესა და ფიქრია ჩიხრაძესაც. ქალბატონი ფიქრია ფიქრობს, რომ „ალიანსი“ მალე დაიშლება და შესაძლოა, მისმა ერთიანობამ არჩევნებამდეც ვერ გასტანოს. http://s43.radikal.ru/i099/0912/47/b3c3bde4f485.jpg მართალია, ჩიხრაძე ამას საჯაროდ არ აცხადებს, მაგრამ ჩუმ-ჩუმად „რესპებსაც“ და ალასანიასაც მოუსავლეთში აგზავნის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამყრელიძე ჭიქა ყავასთან გადაუშლის ხოლმე გულს და უყვება - თუ როგორ დაჩაგრულად გრძნობს თავს ამ „ინტრიგნების“ გარემოცვაში. http://extrasenstop.ru/uploads/posts/2008-02/1202847872_15.jpg ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არაა, მაგრამ „დრონი.ჯი“-ს კულუარულად უკვე დაუდასტურეს, რომ „მემარჯვენეები“ „ალიანსის“ მისატოვებლად ემზადებიან. http://kurjer.info/wp-content/uploads/2009/02/razvod.jpg თავის მხრივ, ალასანიაც ემზადება გასაქცევადო. ბატონი ირაკლი, ამ ეტაპზე, ხმაურის გარეშე ცდილობს „რესპების“ კლანჭებიდან დაძრომას, თუმცა, მისი გარემოცვის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ირაკლის მაგათთან შესვლა თავიდანვე შეცდომა იყო. ეუბნებოდნენ ამას, მაგრამ არ ვიცი რატომ არ დაგვიჯერა. თუმცა, ახლა უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ ეგ „სექტა“ მიატოვოს“. http://bloggingexperiment.com/wp-content/uploads/2007/11/prison-break-tattoo-2.jpg წარმოიდგინეთ, კაცს არჩევნებში მონაწილეობა აღარ სურს (იცის რომ 30 პროცენტიანი ბარიერი მის შანსებს ამცირებს, არჩევნებში დამარცხება კი, მისთვის პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისი იქნება) მაგრამ „რესპების“ ზეწოლის თუ ქვეწოლის გამო, იძულებულია ენას კბილი დააჭიროს და მის ნაცვლად უსუ-ბერძენ-ხიდას კლანმა აკეთოს კომენტარები. ერთადერთი, ვისაც ალასანია მეტ-ნაკლებად ენდობა, სოზარ სუბარია. ალასანიას გარემოცვის აზრით, „მხოლოდ სუბართან შეიძლება ერთობა“. თუმცა, გარემოცვა სუბარს მაინც გამადიდებელი შუშით აკვირდება - კაცი ადრე ლევან რამიშვილის იდეების თაყვანისმცემელი იყო და „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“-ო - ფიქრობენ ალასანიას გარემოცვაში. ############################ შავი პიარი :hello: Edited December 3, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 რა კომენტარი გავაკეთო...?!############################დავი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 (edited) lasha_alo ლ ი ც ი მე არ ვიცი ეს სინამდვილეა თუ არა(უფრო მოგონილ ტყუილებს ჰგავს),მაგრამ თავიდანვე ვამბობდი,რომ ამ პარტიებთან ალიანსის შექმნა იყო დიდი შეცდომა. Edited December 3, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 3, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 lasha1997 წაიკითხე თავიდან და იხალისებ . ყავის ისტორია საერთოდ ჯოკერია ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 (edited) წაიკითხე თავიდან და იხალისებ . ყავის ისტორია საერთოდ ჯოკერია რას ჰქვია წავიკითხო? ;) რომ წავიკითხე იმიტომ დავწერე რაც დავწერე. ალასანიამ იჩქარა.საკმარისი დრო ჰქონდა საკუთარი პარტიის შესაქმნელად.ეხლაც არ არის გვიან. Edited December 3, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 3, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 (edited) lasha1997 ფაქტია გულზე მოხვდათ ეს ალიანსი ;)პარტია შექმნა.... Edited December 3, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 ფაქტია გულზე მოხვდათ ეს ალიანსი იმათ რა მოხვდათ არ ვიცი,მაგრამ ეს პარტიები ტორმუზის როლს უფრო ასრულებენ.გამყრელიძე მითუმეტეს და ფიქრია ჩიხრაძის აზრები საერთოდ არ მაინტერესებს.არც უსუფას ცოლის. ;): პარტია შექმნა.... რა პარტია შექმნა? სახელი დაიდოს. : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 3, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 lasha1997 http://www.ogfd.ge/index.php?lang=geo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 lasha1997 http://www.ogfd.ge/index.php?lang=geo ვნახავ და ფორუმის პონტი არა აქვთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 თავიდანვე ვამბობდი,რომ ამ პარტიებთან ალიანსის შექმნა იყო დიდი შეცდომა.lasha1997 "ვინუჟდენი პასატკა" იყო დიტო ბატონო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 (edited) lasha_alo სუბარი ვერსად ვნახე. გამგეობის თავმჯდომარე - ზურაბ აბაშიძე გამგეობის წევრი - ვიქტორ დოლიძე გამგეობის წევრი - ალექსი პეტრიაშვილი გამგეობის წევრი - ნინო გოგუაძე გამგეობის წევრი - შალვა შავგულიძე გამგეობის წევრი - გიორგი ჩიქოვანი გამგეობის წევრი - ლევან იზორია გამგეობის წევრი - ირაკლი ჩიქოვანი "ვინუჟდენი პასატკა" იყო დიტო ბატონო შეიძლება,მაგრამ მაინც არა მგონია მართალ საქციელად.მართლა რაღაც რომ მოხდეს და დაიშალოს ალიანსი,ეს მხოლოდ მინუსებს დაუწერს ალასანიას. Edited December 3, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 კარგიარაც მეტი ასეთი პასკვილი დაიჯღაბნება, მით უკეთესი ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 choxa შენ არ აპირებ კავშირს ალასანიასთან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 lasha1997 შენ არ აპირებ კავშირს ალასანიასთან?ვის რა ფეხებად ვუნდივარ ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 lasha1997 სუბარი ვერსად ვნახე.ალასანია თუ არ ვცდები სუბართან ალიანსშია და არა პარტიის წევრად.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.