Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

არსებობს ცნებები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ, მაგრამ მათი განმარტება რთულია. ასეთებს მიეკუთვნება ერის ცნებაც. ცნობილია, რომ თვით საბჭოთა ფილოსოფიურ წრეებში გაცხარებული კამათი მიმდინარეობდა ამის შესახებ, საბოლოოდ ვერაფერზე შეთანხმდნენ და ერის განსაზღვრება საერთოდ ამოიღეს ე.წ. ისტმატის სახელმძღვანელოებიდან.

მაშ თქვენი აზრით რა არის ერი საერთოდ? რა ნიშნები უნდა ახასიათებდეს მას?

არსებობს ქართველი ერი?

თუ არსებობს, როდიდან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არსებობს ქართველი ერი?

ჯერ არ არსებობს, ჩამოუყალიბებელია ჯერ..

 

რა არის ერი?,

კულტურული ერთობაა.. ძირითადი კულტურული ერთობის ფორმაა საერთო ენა.

ამას + საერთო წარსული, მნიშვნელოვანია სხვებთან ურთიერთობაში, ვინ არიან ჩვენიანები და ვინ არიან სხვები, თუმცა ჩვენიანები და სხვები მარტო ერის დამახასიათებელი არ არის..

ტერიტორიას აქვს ასევე მნიშვნელობა, მარა არა გადამწყვეტი..

ასევე საზღვრის ფსიქოლოგია, სად არის ჩემი საზღვარი იქ არის ჩემი ხალხი..

 

ერის ძირითად მახასიათებლად, გამაერთიანებლად მაინც პირველ რიგში ენა თამაშობს გადამწყვეტ როლს.. ენის ფაქტორი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მასზე მერე იშვება ერი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერში არსებობს ორი განხრა.

 

1. მრევლი

 

2. ბრბო

 

 

1. მრევლში შვილი მამას პატივს სცემს.

 

2. ბრბოში მამა ნაძირალაა შვილი ნაბიჭვარი.

 

 

ვინც გაიგებს ძალიან კარგი, თუ ვერ გაიგეთ ახსნას ნუ მომთხოვთ ;))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

* საერთო ენა (მაგრამ არა საკუთარი)

* კონტროლირებადი ტერიტორია

* ისტორია (ხანმოკლე მაინც)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არსებობს ის მკაფიო ფორმულა ან ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით განვსაზღვრავთ, სად და როდის არსებობს ან არ არსებობს ერი.

 

ენა - ხშირად თვლიან, რომ ენა არის ყველაზე მკაფიოდ გამოხატული მახასიათებეკლი. ენა შეიცავს საგნებისა და მოვლენებისადმი გარკვეულ დამოკიდებულებას, ღირებულებებსა და გამოხატვის ფორმებს, რომლებიც ამ ენაზე მოსაუბრეთა შორის მსგავსებისა და საერთო ჯგუფისადმი კუთვნილების შეგრძენას იწვევს. გერმანული ნაციონალიზმი, დაფუძნებული იყო კულტურულ ერთობაზე, რაც გერმანული ენის სიწმინდესა და შენარჩუნებაში აისახა. ერები ასევე ძალიან მგრძნობიარენი იყვნენ სხვა ენების მხრიდან მათი ენის აღრევისა და შევიწროვების მიმართ. მაგ: კანადაში კვებეკელები იმით გამოიყოფიან სხვა დანარჩენ მოსახლეობისგან რომ ფრანგულად მეტყველებენ. მაგრამ ამის გარდა გვაქვს სხვა მაგალითებიც, საერთო ენა გააჩნიათ ამერიკელებს, ინგლისელებს, ავსტრალიელებს, ახალ ზელანდიელებს მარა ისინი არ თვლიან საერთო ერის წარმომადგენლებად თავს, როგორც ავსტრიელები და გერმანელები. ყველაზე კარგი მაგალითია სამ ენაზე მოსაუბრე შვეიცარია (გერმანული, ფრანგული და იტალიური ენები) ასე რომ არ არის აუცილებელი ენა იყოს ერის გამაერთიანებელი, თუმცა ზოგჯერ ხელს უწყობს კიდეც.

 

რელიგია - რელიგია ზოგიერთის აზრით ეროვნულობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. იგი გამოხატავს საერთო მორალურ ღირებულებებსა და სულიერ მრწამს. ჩრდილო ირლანდიაში ერთ ენაზე მოსაუბრე ირლანდიელებს რელიგია ჰყოფს. მაგრამ ასევე არსებობს უუამრავი ერი სადაც რელიგიური მრავალფეროვნებაა და ის არ უშლის ხელს ერად ჩამოყალიბებას, მაგ: გერმანია სადაც პროტესტანტები და კათოლიკები არიან. შვედები რომლის მოსახლეობის 80% ათეისტია, არ გაყოფილა ორ ნაწილად ერი (ათეისტებად და პროტესტანტებად) ამერიკის შეერტებული შტატები და სხვა მრავალი.

 

ისტორია - საერთო ისტორიას დიდი როლი აქვს. ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის ხშირად გამოიყენება წარსულის ღირსშესანიშნავი მოვლენები, ეროვნული დამოუკიდებლობის ან ეროვნული ლიდერის დაბადების დღე. მაგალითად აშშ-ში "დამოუკიდებლობის დღე" საფრანგეთში "ბასტილიის აღების დღე" და ა.შ. მეროე მხრივ ნაციონალური გრძნობები შეიძლება უფრო მეტად საერთო მომავლის იმედებს ეფუძვნება, ვიდრე წარსულს. ეს ეხება იმიგრანტებს, რომლებმ,აც გაიარეს ნატურალიზაციის პროცესი და ამის აშკარა მაგალითია აშშ. ამერიკლების უმრავლესობას არაფერი საერთო არ აქვთ ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაშI მიღებული, ამ მოვლენიდან ისინი დიდი ხნის შემდეგ ჩავიდნენ ამერიკაში, ასე რომ მათ წინაპრებს საერტო არაფეერი აქვთ ამ დღესასწაულზე. ამერიკული ნაციონალიზმი ნაკლებად ეყრდნობა საერთო ისტორიას, მას ასაზროდებს ერთგულება კონსტიტუციისა და ლიბერალურ ღირებულებების მიმართ.

 

 

ეს დავწერე ერთ-ერთ თემაში. აქაც დავაკოპირებ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

ეს თემა უნდა ამოვწიოთ და ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი..

 

"ამრიგად, მე იძულებული ვარ დავასკვნა, რომ არ არსებობს ერის "მეცნიერული დეფინიცია ", ამავე დროს, ეს ფენომენი (ერი) უკვე არსებობდა და კვლავაც არსებობს დღეს" ჰენს უოტსონი

 

„"ნაციონალიზმი" - თანამედროვე განვითარების პათოლოგიაა, ისევეთივე გარდაუვალი როგორც ინდივიდის "ნევროზია". მას ახასიათებს შინაგანი ორაზროვნება, რომელიც გადაიზრდედილია სიგიჟეში. ხოლო თითქმის მთელ სამყაროში ინფანტილიზმი გამოიწვია, რომელიც უმეტესწილად უმკრუნებელია.“ ბენედიქტ ანდერსონი

 

 

 

"ნაციონალიზმი - პირველ რიგში არის პოლიტიკური პრინციპი, რომელიც ძირითადად შედგება იმაში, რომ პოლიტიკა და ერის ინტერესები უნდა ემთხვევოდეს ერთმანეთს." ერნესტ გენლერი

 

"ეროვნება - და ნაციონალიზმი არის ერთგვარი კულტურული ხარვეზი." ანდერსონი

 

 

როგორც ხედავთ უამრავი თეორეტიკოსი მეცნიერი არ არის შეთანხმებული ზოგადად ერის ცნებასთან.. საინტერესოა ყოფით დონეზე არამეცნიერებისთვი, ჩვეულებრივი ადამიანები როგორ აღიქვავენ ერს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერი ეთნიკური ნიშნით ერთმანეთისგან გამოყოფილი ადამიანთა ჯგუფია, რომელთაც საერთო აქვთ სალაპარაკო ენა, წეს ჩვეულებები, ტრადიციები, მრწამსი, ინტერესები, სიტყვები ერი, ტომი და თემი საერთო ინტერესების მქონე ადამიანების დაჯგუფებას აღნიშნავდა სანამ ამ ტერმინმა ნაციონალური დატვირთვა არ მიიღო, ნაციონალიზაციის წარმოქმნა კი სახელმწიფოს წარმოშვებას უკავშირდება და მისი სხვადასხვა თეორია არსებობს, ერს ასევე მონათესავე ტომებთა დაჯგუფებასაც უწოდებენ, ამ ლოგიკითა და ბიბლიური სწავლების მიხედვით კი ინტერნაციონალები გამოვდივართ რადგან ყველას ერთი წინაპარი ადამი გვყავს. შთამომავალთა დაყოფა შტოებად რამაც ცალკეული ეთნოსისა და რასების წარმოშვება გამოიწვია მოგვიანებით მოხდა, ჩემი თვალსაზრისით ერი სანათესაო ოჯახს ნიშნავს. საერთო საკაცობრიო სანათესაო ოჯახიდან შტოს სახით გამოყოფის შემდგომ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

ჯერ არ არსებობს, ჩამოუყალიბებელია ჯერ..

 

 

 

მართალი ხარ! სანამ არსებობოს კუთხური ქართველების აზრი მაშვინ ერი არ იქნება მთლიანი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

წარმოსახვითი საზოგადოებაა - ერი.

 

 

შენ ის გგონია შენიანებათ, რომელთა უმრავლესობასაც ცხოვრებაში ვერასდროს ნახავ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paolo

საბჭოთა ფილოსოფიურ

 

 

აბა საბჭოთა ფილოსოფია რამდენ საინტერესო ცნებას განიხილავდ ადა ადგენდა და ამაზე როგორ ვერ შეთანხმდნენ

 

არანაირი ერის ცნება არ არსებობს

 

ცხოვრება მიყვება დინებას ხალხიც მიყვება დინებას ერი ეროვნულობა იდფიოტური ტრადიციები ეს ყველაფერი არის სიცარიელე რომელიც უნდა ამოივსოს და ავსებენ

 

როცა მასონიზმი დამყარდება ყველა ერი გაერთიანდება უკვე ერთიანდება და ნაციონალიზმი ეროვნულობა იშლება მომავალში უფრო წაიშლება

 

ქართველებს გადამეტებული წარმოდგენა აქვთ ქართველობაზე და ეროვნულობაზე და წმინდა ნინო ჩვენთან მოვიდა და ღმერთის რჩეულები ვართ და ასე შემდეგ არსებობენ სხვა აერები ჩვენზე ძლიერები რომლებიც მეტს მიაღწევენ ვიდრე ჩვენ შესაბამისად დაგვიპყრობენ კიდეც როგორც ამერიკა რომლის კოლონიაც დღეს არის საქართველო

 

 

ერს და ამ ცნებას არანაირი ნიშვნელობა დატვირთვა არ გააჩნია

 

ეს არის იარაღი პოპულისტი პატრიოტების ხელში მეტი არაფერი

 

საბჭოთა ფილოსოფოსემა გაასწორა :)) :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...