paolo Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 არსებობს ცნებები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ, მაგრამ მათი განმარტება რთულია. ასეთებს მიეკუთვნება ერის ცნებაც. ცნობილია, რომ თვით საბჭოთა ფილოსოფიურ წრეებში გაცხარებული კამათი მიმდინარეობდა ამის შესახებ, საბოლოოდ ვერაფერზე შეთანხმდნენ და ერის განსაზღვრება საერთოდ ამოიღეს ე.წ. ისტმატის სახელმძღვანელოებიდან.მაშ თქვენი აზრით რა არის ერი საერთოდ? რა ნიშნები უნდა ახასიათებდეს მას?არსებობს ქართველი ერი?თუ არსებობს, როდიდან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 არსებობს ქართველი ერი?ჯერ არ არსებობს, ჩამოუყალიბებელია ჯერ.. რა არის ერი?,კულტურული ერთობაა.. ძირითადი კულტურული ერთობის ფორმაა საერთო ენა.ამას + საერთო წარსული, მნიშვნელოვანია სხვებთან ურთიერთობაში, ვინ არიან ჩვენიანები და ვინ არიან სხვები, თუმცა ჩვენიანები და სხვები მარტო ერის დამახასიათებელი არ არის..ტერიტორიას აქვს ასევე მნიშვნელობა, მარა არა გადამწყვეტი..ასევე საზღვრის ფსიქოლოგია, სად არის ჩემი საზღვარი იქ არის ჩემი ხალხი.. ერის ძირითად მახასიათებლად, გამაერთიანებლად მაინც პირველ რიგში ენა თამაშობს გადამწყვეტ როლს.. ენის ფაქტორი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მასზე მერე იშვება ერი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 ერში არსებობს ორი განხრა. 1. მრევლი 2. ბრბო 1. მრევლში შვილი მამას პატივს სცემს. 2. ბრბოში მამა ნაძირალაა შვილი ნაბიჭვარი. ვინც გაიგებს ძალიან კარგი, თუ ვერ გაიგეთ ახსნას ნუ მომთხოვთ ;)) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Student Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 * საერთო ენა (მაგრამ არა საკუთარი)* კონტროლირებადი ტერიტორია* ისტორია (ხანმოკლე მაინც) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 არ არსებობს ის მკაფიო ფორმულა ან ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით განვსაზღვრავთ, სად და როდის არსებობს ან არ არსებობს ერი. ენა - ხშირად თვლიან, რომ ენა არის ყველაზე მკაფიოდ გამოხატული მახასიათებეკლი. ენა შეიცავს საგნებისა და მოვლენებისადმი გარკვეულ დამოკიდებულებას, ღირებულებებსა და გამოხატვის ფორმებს, რომლებიც ამ ენაზე მოსაუბრეთა შორის მსგავსებისა და საერთო ჯგუფისადმი კუთვნილების შეგრძენას იწვევს. გერმანული ნაციონალიზმი, დაფუძნებული იყო კულტურულ ერთობაზე, რაც გერმანული ენის სიწმინდესა და შენარჩუნებაში აისახა. ერები ასევე ძალიან მგრძნობიარენი იყვნენ სხვა ენების მხრიდან მათი ენის აღრევისა და შევიწროვების მიმართ. მაგ: კანადაში კვებეკელები იმით გამოიყოფიან სხვა დანარჩენ მოსახლეობისგან რომ ფრანგულად მეტყველებენ. მაგრამ ამის გარდა გვაქვს სხვა მაგალითებიც, საერთო ენა გააჩნიათ ამერიკელებს, ინგლისელებს, ავსტრალიელებს, ახალ ზელანდიელებს მარა ისინი არ თვლიან საერთო ერის წარმომადგენლებად თავს, როგორც ავსტრიელები და გერმანელები. ყველაზე კარგი მაგალითია სამ ენაზე მოსაუბრე შვეიცარია (გერმანული, ფრანგული და იტალიური ენები) ასე რომ არ არის აუცილებელი ენა იყოს ერის გამაერთიანებელი, თუმცა ზოგჯერ ხელს უწყობს კიდეც. რელიგია - რელიგია ზოგიერთის აზრით ეროვნულობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. იგი გამოხატავს საერთო მორალურ ღირებულებებსა და სულიერ მრწამს. ჩრდილო ირლანდიაში ერთ ენაზე მოსაუბრე ირლანდიელებს რელიგია ჰყოფს. მაგრამ ასევე არსებობს უუამრავი ერი სადაც რელიგიური მრავალფეროვნებაა და ის არ უშლის ხელს ერად ჩამოყალიბებას, მაგ: გერმანია სადაც პროტესტანტები და კათოლიკები არიან. შვედები რომლის მოსახლეობის 80% ათეისტია, არ გაყოფილა ორ ნაწილად ერი (ათეისტებად და პროტესტანტებად) ამერიკის შეერტებული შტატები და სხვა მრავალი. ისტორია - საერთო ისტორიას დიდი როლი აქვს. ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის ხშირად გამოიყენება წარსულის ღირსშესანიშნავი მოვლენები, ეროვნული დამოუკიდებლობის ან ეროვნული ლიდერის დაბადების დღე. მაგალითად აშშ-ში "დამოუკიდებლობის დღე" საფრანგეთში "ბასტილიის აღების დღე" და ა.შ. მეროე მხრივ ნაციონალური გრძნობები შეიძლება უფრო მეტად საერთო მომავლის იმედებს ეფუძვნება, ვიდრე წარსულს. ეს ეხება იმიგრანტებს, რომლებმ,აც გაიარეს ნატურალიზაციის პროცესი და ამის აშკარა მაგალითია აშშ. ამერიკლების უმრავლესობას არაფერი საერთო არ აქვთ ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაშI მიღებული, ამ მოვლენიდან ისინი დიდი ხნის შემდეგ ჩავიდნენ ამერიკაში, ასე რომ მათ წინაპრებს საერტო არაფეერი აქვთ ამ დღესასწაულზე. ამერიკული ნაციონალიზმი ნაკლებად ეყრდნობა საერთო ისტორიას, მას ასაზროდებს ერთგულება კონსტიტუციისა და ლიბერალურ ღირებულებების მიმართ. ეს დავწერე ერთ-ერთ თემაში. აქაც დავაკოპირებ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2011 ეს თემა უნდა ამოვწიოთ და ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი.. "ამრიგად, მე იძულებული ვარ დავასკვნა, რომ არ არსებობს ერის "მეცნიერული დეფინიცია ", ამავე დროს, ეს ფენომენი (ერი) უკვე არსებობდა და კვლავაც არსებობს დღეს" ჰენს უოტსონი „"ნაციონალიზმი" - თანამედროვე განვითარების პათოლოგიაა, ისევეთივე გარდაუვალი როგორც ინდივიდის "ნევროზია". მას ახასიათებს შინაგანი ორაზროვნება, რომელიც გადაიზრდედილია სიგიჟეში. ხოლო თითქმის მთელ სამყაროში ინფანტილიზმი გამოიწვია, რომელიც უმეტესწილად უმკრუნებელია.“ ბენედიქტ ანდერსონი "ნაციონალიზმი - პირველ რიგში არის პოლიტიკური პრინციპი, რომელიც ძირითადად შედგება იმაში, რომ პოლიტიკა და ერის ინტერესები უნდა ემთხვევოდეს ერთმანეთს." ერნესტ გენლერი "ეროვნება - და ნაციონალიზმი არის ერთგვარი კულტურული ხარვეზი." ანდერსონი როგორც ხედავთ უამრავი თეორეტიკოსი მეცნიერი არ არის შეთანხმებული ზოგადად ერის ცნებასთან.. საინტერესოა ყოფით დონეზე არამეცნიერებისთვი, ჩვეულებრივი ადამიანები როგორ აღიქვავენ ერს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2011 ერი ეთნიკური ნიშნით ერთმანეთისგან გამოყოფილი ადამიანთა ჯგუფია, რომელთაც საერთო აქვთ სალაპარაკო ენა, წეს ჩვეულებები, ტრადიციები, მრწამსი, ინტერესები, სიტყვები ერი, ტომი და თემი საერთო ინტერესების მქონე ადამიანების დაჯგუფებას აღნიშნავდა სანამ ამ ტერმინმა ნაციონალური დატვირთვა არ მიიღო, ნაციონალიზაციის წარმოქმნა კი სახელმწიფოს წარმოშვებას უკავშირდება და მისი სხვადასხვა თეორია არსებობს, ერს ასევე მონათესავე ტომებთა დაჯგუფებასაც უწოდებენ, ამ ლოგიკითა და ბიბლიური სწავლების მიხედვით კი ინტერნაციონალები გამოვდივართ რადგან ყველას ერთი წინაპარი ადამი გვყავს. შთამომავალთა დაყოფა შტოებად რამაც ცალკეული ეთნოსისა და რასების წარმოშვება გამოიწვია მოგვიანებით მოხდა, ჩემი თვალსაზრისით ერი სანათესაო ოჯახს ნიშნავს. საერთო საკაცობრიო სანათესაო ოჯახიდან შტოს სახით გამოყოფის შემდგომ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Zakhary Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 ჯერ არ არსებობს, ჩამოუყალიბებელია ჯერ.. მართალი ხარ! სანამ არსებობოს კუთხური ქართველების აზრი მაშვინ ერი არ იქნება მთლიანი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2011 წარმოსახვითი საზოგადოებაა - ერი. შენ ის გგონია შენიანებათ, რომელთა უმრავლესობასაც ცხოვრებაში ვერასდროს ნახავ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted August 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2011 paoloსაბჭოთა ფილოსოფიურ აბა საბჭოთა ფილოსოფია რამდენ საინტერესო ცნებას განიხილავდ ადა ადგენდა და ამაზე როგორ ვერ შეთანხმდნენ არანაირი ერის ცნება არ არსებობს ცხოვრება მიყვება დინებას ხალხიც მიყვება დინებას ერი ეროვნულობა იდფიოტური ტრადიციები ეს ყველაფერი არის სიცარიელე რომელიც უნდა ამოივსოს და ავსებენ როცა მასონიზმი დამყარდება ყველა ერი გაერთიანდება უკვე ერთიანდება და ნაციონალიზმი ეროვნულობა იშლება მომავალში უფრო წაიშლება ქართველებს გადამეტებული წარმოდგენა აქვთ ქართველობაზე და ეროვნულობაზე და წმინდა ნინო ჩვენთან მოვიდა და ღმერთის რჩეულები ვართ და ასე შემდეგ არსებობენ სხვა აერები ჩვენზე ძლიერები რომლებიც მეტს მიაღწევენ ვიდრე ჩვენ შესაბამისად დაგვიპყრობენ კიდეც როგორც ამერიკა რომლის კოლონიაც დღეს არის საქართველო ერს და ამ ცნებას არანაირი ნიშვნელობა დატვირთვა არ გააჩნია ეს არის იარაღი პოპულისტი პატრიოტების ხელში მეტი არაფერი საბჭოთა ფილოსოფოსემა გაასწორა ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted August 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2011 იხარე ერომოკვდი მტერომერე რაღა ვაკეთოთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.