Jump to content
Planeta.Ge

ეროვნული ძალები რას ნიშნავს?!


Recommended Posts

ჩემთვის ერონული შეგრძნება გულისხმობს 81 წლის 13 მაისის, 88 წლის ნოემბრის და 89 წლის აპრილის განცდას, საერთო წარმატებებზე თუ ფიასკოს მიზეზებზე.

 

ჩემ ოჯახს, უახლოეს ადამიანებს და სამშობლო აბსტრაქტული სადღეგრძელო არაა.(არ მიყვარს ტრაფარეტული სიტყვები "ერზე",რომელიც სუფრასთან სრულდება )

 

მეზიზღება მონოეთნიკური ნარცისიზმი და უპირატესობას ვანიჭებ საერთო სახელმწიფოებრივი პოზიტივის გაძლიერებას .......

 

მეზიზღება როცა ცდილობენ ჩამიკლან ეს შეგრძნება, იმ მოტივაციით თითქოს ეს მოგონილია ....არადა ხომ მიგვრძნია ეს მუხტი?!

 

მაგრამ.....

 

პატრიოტიზმი რომ ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარია დიდი ხანია დავრწმუნდი.ამიტომაც სკეპტიკურად ვეკიდები რიტორიკას "ეროვნული ძალების " შესახებ.....

 

საქმე დამანახეთ და ნაკლები ლაყბობა.....,თანაც ნებისმიერი ეროვნული მოგონილია ,რომელსაც არ შეუძლია კაცობრიობის გლობალურ ოკეანეს შეუერთდეს.......

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
  lasha_alo said:
საქმე დამანახეთ და ნაკლები ლაყბობა

ეგ საქმე ტითოეული ჩვენთაგანის საკეთებელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

  lasha_alo said:
ჩემთვის ერონული შეგრძნება გულისხმობს 81 წლის 13 მაისის, 88 წლის ნოემბრის და 89 წლის აპრილის განცდას, საერთო წარმატებებზე თუ ფიასკოს მიზეზებზე.

 

1978 წლის 14 აპრილიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  lasha_alo said:
პატრიოტიზმი რომ ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარია

გახმოვანებული პატრიოტიზმი :sorry: :yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის პატრიოტიზმის გამოვლინება სოხუმის დაცვაც იყო...როდესაც სრულიად დაუცველი ქალაქს შიშველი ხელებით ვიცავდით !
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ რაც ჩამოთვალეთ რა თქმა უნდა ყველაფერი ასოცირდება ეროვნულ ძალებთან , მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ეროვნული ძალები ჩემთვის ნიშნავს იმ ძალებს რომლებიც პოლიტიკურ მოღვაწეობას წარმართავენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზით საქართველოს დეოკუპაციის მხრივ და არ ნატრულობენ სააკაშვილის გადაცემას ჰააგის ტრიბუნალზე და ამ ომში ქართული მხარის დადანაშაულებას
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  shamili said:
სიტუაციაში ეროვნული ძალები ჩემთვის ნიშნავს იმ ძალებს რომლებიც პოლიტიკურ მოღვაწეობას წარმართავენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზით საქართველოს დეოკუპაციის მხრივ და არ ნატრულობენ სააკაშვილის გადაცემას ჰააგის ტრიბუნალზე და ამ ომში ქართული მხარის დადანაშაულებას

სააკაშვილის ფაქტორს სხვა თემებში შევეხოთ.

დეოკუპაციით პოლიტიკური მოღვაწეობის წარმართვა კი

ორგვარი შეიძლება იყოს:

1) ამ თემით მანიპულირება და რეალურად თვითგვემა;

2)რაციონალური გზების ძიება ,რომელიც ადვილი საპოვნი აღარაა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ არასწორად გაიგეთ . სააკაშვილი ჩემთვისაც მიუღებელია , მაგრამ მე ვამბობ რომ ეროვნული ძალები არის ის ძალები რომლებიც სააკასვილის სიძულვილით ამ ომში საქართველოს აგრესორ მხარედ გამოცხადებას და სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალზე გადაცემას არ ნატრობს ან ნატრობდა ტალიავინის დასკვნამდე . ეროვნული ძალები არის ის ძალები რომელთა მთავარ პოლიტიკურ მიზანსაც წარმოადგენს საქართველოს სრული დეოკუპაცია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  shamili said:
ეროვნული ძალები არის ის ძალები რომელთა მთავარ პოლიტიკურ მიზანსაც წარმოადგენს საქართველოს სრული დეოკუპაცია

მე "ეროვნულ ძალის " გაგებადაც არ მიმაჩნია ......სახელმწიფოებრივი შეგნებაა და ელემენტარული საღი აზრი. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

shamili

  lasha_alo said:
დეოკუპაციით პოლიტიკური მოღვაწეობის წარმართვა კი

ორგვარი შეიძლება იყოს:

1) ამ თემით მანიპულირება და რეალურად თვითგვემა;

2)რაციონალური გზების ძიება ,რომელიც ადვილი საპოვნი აღარაა

 

გეთანხმებით ლაშა ბატონო.დღეს თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა თუ განაცხადებს, რომ მას უახლოეს მომავალში(3-5) წელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რელური გეგმა აქვს, ის უბრალოდ იტყუება.

იქნებ ბატონმა შამილმა ამიხსნას დეოკუპაციას როგორ ხედავს. ოღონდ ლოზუნგების გარეშე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეროვნული მოძრაობა იყო განმანთავისუფლებელი მოძრაობა......

 

ეხლა უკვე გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ მესმის ეროვნული მოძრაობა რაღა საჭიროა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლავე აგიხსნით . უნდა მოხდეს საქართველოსა და ამერიკას შორის პირდაპირი სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის გაფორმება როგორც ორ სუვერენულ , თანასწორუფლებიან სახელმწიფოს შორის , უნდა მოხდეს ამ მოკავშირეობის საფუზველზე საქართველოში ამერიკის ჰაერსაწინაარმდეგო , რაკეტსაწინააღმდეგო , ანტიბირთვული სამხედრო ტექნიკისა და ქვეითი ჯარის განლაგება გარკვეული ვადით . უნდა მოხდეს ამერიკასტან სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოს ჰიპერმილიტარიზაცია და მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ძლიერად შეიარარებულ ( სასურველია ბირთვულ ) სახელმწიფოდ ჩამოყალიბება და შემდგომ უკვე ამ ყველაფერს თუ არ მოყვება რუსეთის დასუსტება და დაშლა და მინიმუმ საქართველოს დეოკუპაცია , მერე უკვე სამხედრო გზით დავიბრუნებთ ყველაფერს .
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

გავმიჯნოთ სასურველი და რეალური. მეც მინდა, მაგრამ....

აი როგორიც სინამდვილეა ,ტაქტიკაც შესაბამისი უნდა იყოს :D

  shamili said:
საქართველოს ჰიპერმილიტარიზაცია და მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ძლიერად შეიარარებულ ( სასურველია ბირთვულ ) სახელმწიფოდ ჩამოყალიბება

კარგით რა.....გთხოვთ რეალისტები ვიყოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  shamili said:
ეხლავე აგიხსნით . უნდა მოხდეს საქართველოსა და ამერიკას შორის პირდაპირი სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის გაფორმება როგორც ორ სუვერენულ , თანასწორუფლებიან სახელმწიფოს შორის , უნდა მოხდეს ამ მოკავშირეობის საფუზველზე საქართველოში ამერიკის ჰაერსაწინაარმდეგო , რაკეტსაწინააღმდეგო , ანტიბირთვული სამხედრო ტექნიკისა და ქვეითი ჯარის განლაგება გარკვეული ვადით . უნდა მოხდეს ამერიკასტან სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოს ჰიპერმილიტარიზაცია და მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ძლიერად შეიარარებულ ( სასურველია ბირთვულ ) სახელმწიფოდ ჩამოყალიბება და შემდგომ უკვე ამ ყველაფერს თუ არ მოყვება რუსეთის დასუსტება და დაშლა და მინიმუმ საქართველოს დეოკუპაცია , მერე უკვე სამხედრო გზით დავიბრუნებთ ყველაფერს .

გადაგყვებუიან ამერიკელები...... ლიშბი საქართველომ აფხაზეთი დაიბრუნოსო, მზად ვართ რუსეთთან ურთიერთობები გავაფუჭოთ საგრძნობლადო..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

  shamili said:
უნდა მოხდეს საქართველოსა და ამერიკას შორის პირდაპირი სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის გაფორმება როგორც ორ სუვერენულ , თანასწორუფლებიან სახელმწიფოს შორის , უნდა მოხდეს ამ მოკავშირეობის საფუზველზე საქართველოში ამერიკის ჰაერსაწინაარმდეგო , რაკეტსაწინააღმდეგო , ანტიბირთვული სამხედრო ტექნიკისა და ქვეითი ჯარის განლაგება გარკვეული ვადით .

 

ბატონო შამილ, მე ვხდები რომ თქვენ გულწრფელად გჯერათ რასაც ამბობთ. მაგრამ ყველაფერ ამას რეალობასთან აბსოლუტურად საერთო არაფერი არ აქვს, მხოლოდ თქვენი სურვილია.

ამერიკა არავითარ შემთხვევაში ასე პირდაპირ რუსეთს არც დაუპირისპირდება და ვერც.

  shamili said:
უნდა მოხდეს ამერიკასტან სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოს ჰიპერმილიტარიზაცია და მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ძლიერად შეიარარებულ ( სასურველია ბირთვულ ) სახელმწიფოდ ჩამოყალიბება

მასეთი მე მხოლოდ ისრაელი ვიცი და იმანაც უმთავრესად თვითონ შესძლო ყველაფერი. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ჩვენ პრეზიდენტს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა რა დატრიალდებოდა.

  shamili said:
შემდგომ უკვე ამ ყველაფერს თუ არ მოყვება რუსეთის დასუსტება და დაშლა და მინიმუმ საქართველოს დეოკუპაცია ,

ჩვენ რაც არუნდა ძლიერი გავხდეთ, ამით რუსეთი უნდა დაიშალოს?

  Nukriko said:
მერე უკვე სამხედრო გზით დავიბრუნებთ ყველაფერს .

ეს კი ფუნდამენტალური შეცდომაა. სამხედრო ძალით დაბრუნებული ტერიტორიები უსასრულო კონფლიქტის წყაროა. ისევ ისრაელის მაგალითი გამოდგება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...